რეკლამა,სიახლეები

საქართველოს რკინიგზის განცხადება

20.06.2018 • 1482
საქართველოს რკინიგზის განცხადება

საქართველოს რკინიგზის განცხადებით,  ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე, 20 ივნისს, გამთენიისას მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ბორჯომიდან ბაკურიანში მგზავრების გადაყვანა შეფერდა.

განცხადების თანახმად, მიწის მასები სოფელ დაბასთან მისასვლელ გზაზე, მერვე კილომეტრის მერვე პიკეტზე ჩამოიშალა.

“შეფერხების გამო, ბორჯომიდან 07:15-ზე გასულმა ,,კუკუშკამ“ მგზავრების ბაკურიანში ჩაყვანა ვერ შეძლო. მომხდარის გამო არავინ დაშავებულა. წინასწარი ინფორმაციით, მეწყერის გამომწვევი მიზეზი წყლის მილი გახდა, რომელმაც წყალი ვერ გაატარა და ნიადაგი ფერდობზე ჩამოიშალა. ლიანდაგი მეწყრული მასით არის დაფარული. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მოძრაობა კი რამდენიმე დღეში, სამუშაოების დასრულების შემდეგ განახლდება.”

საქართველოს რკინიგზა შეფერხების გამო, მგზავრებს ბოდიშს უხდის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: