მთავარი,სიახლეები

ორლიანდაგიანი ხაზი მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში

13.04.2018 • 1631
ორლიანდაგიანი ხაზი მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში

სიახლეა საქართველოს რკინიგზის ხარაგაული – ლაშეს მონაკვეთზე.

მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ერთლიანდაგიანი ხაზის ნაცვლად მატარებლები უახლოეს მომავალში ორლიანდაგიან ხაზზე იმოძრავებენ.

4-კილომეტრნახევრიან მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ხარაგაულიდან ლაშეს მიმართულებით, კილომეტრზე მეტი უკვე ორლიანდაგიანია.

განახლებული ინფრასტრუქტურა მატარებლების უსაფრთხო გადაადგილებასა და ტვირთების გამტარიანობას შეუწყობს ხელს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: