ბათუმის მერია წელსაც ვერ იწყებს რაგბის სტადიონის ორი წლის წინ დაანონსებულ პროექტს

2 წლის წინ ბათუმის მერია სპორტსმენებს რაგბის რაგბის სტადიონის განახლებას, 2 ახალი სტადიონის მოწყობასა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობას დაჰპირდა, თუმცა დღემდე არ დაუწყია. ახლა კი მერია საკრებულოს სწერს, რომ პროექტი ბიუჯეტიდან უნდა ამოიღოს და მუნიციპალური განვითარების ფონდს გადასცეს. წერს იმასაც, რომ პროექტი ხარვეზიანი და შესაცვლელია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი განხორციელება დროში კიდევ გაიწელება. …

სარაგბო კლუბ „ბათუმს“ მერიამ დაფინანსება გაუზარდა

სარაგბო კლუბ „ბათუმს“ მერიამ 635 000 ლარი დაუმატა. ბიუჯეტში ცვლილების მიხედვით, რომელიც ბათუმის საკრებულომ 21 ივლისს დაამტკიცა, კლუბს ძირითადი გუნდის შრომის ანაზღაურების ფონდში 375 000 ლარი დაუმატეს. გარდა ამისა, 70 000 ლარით დაფინანსდა გუნდის ეკიპირება, 60 000 ლარი – სამივლინებო ხარჯებისთვის, ბავშვთა ასაკობრივი ჯგუფების შიდა სატურნირო და სპორტული ღონისძიებების ხარჯის ნაწილში კი კიდევ 130 000 …

სარაგბო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა

საქართველო სარაგბო ჩემპიონატის ფინალი „ბათუმის“ გამარჯვებით დასრულდა. სარაგბო კლუბი „ბათუმი“ 2021-2022 წლის ჩემპიონია. გადამწყვეტ თამაშში „ბათუმმა“ ბოლნისის „ყოჩები“ დაამარცხა ანგარიში 23:14. სარაგბო კლუბი „ბათუმი“ უკვე მეოთხედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. სარაგბო კლუბის ისტორია 1990 წლიდან იწყება. მაშინ მას „დელფინები“ ეწოდებოდა. კლუბში გაწევრიანებული იყო 16 წლიდან 20 წლამდე ასაკის 40 ბათუმელი ახალგაზრდა. გუნდმა 1996 წლამდე ითამაშა საქართველოს …

„სარაგბო კლუბ ბათუმის“ მასაჟისტი მწვრთნელად და დაცვის უფროსადაც იყო დანიშნული – აუდიტი

შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ მასაჟისტის თანამდებობაზე დასაქმებული პირი, ამავდროულად დანიშნული იყო დაცვის უფროსად და ბავშვთა მწვრთნელად და მასზე გაცემულია შრომის ანაზღაურება 4 750 ლარი, თუმცა არ არის წარმოდგენილი მწვრთნელის კვალიფიკაციის დამადასტურებელი და მწვრთნელისათვის გათვალისწინებული მომსახურების ფაქტობრივად შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში, რომელიც დღეს, 28 თებერვალს გამოქვეყნდა. აუდიტის ანგარიში 2017-2018 წლებს ეხება. ანგარიშის მიხედვით, …

ბათუმის სარაგბო კლუბის სოლიდარობა „დინამო ბათუმს“ და პროტესტი მსაჯებს

სარაგბო კლუბი „ბათუმი“ განცხადებით ეხმიანება „დინამო ბათუმისა“ და „ჩუხურას“ შეხვედრის შემდეგ არსებულ სიტუაციას. კერძოდ, 2 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე „დინამო ბათუმმა“ „ჩუხურასთან“ წააგო, „დინამოს“ გულშემატკივრები და კლუბის სპონსორი მიიჩნევენ, რომ მსაჯმა „დინამოს“ სასარგებლოდ „პენალტი“ არ დანიშნა და არაპროფესიონალურად იმსაჯა. „ჩვენთვის, მორაგბეებისთვის, ამ შემთხვევაში როგორც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონებისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია, ქართული სპორტის ყველა სახეობა იყოს ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი …

სარაგბო კლუბი “ბათუმი” დიდი 10-ის ფინალში ვერ მოხვდა

დიდი 10-ის პლეიოფში სარაგბო კლუბი “ბათუმი” 25:19 დამარცხდა გორის “ჯიქებთან” და ჩემპიონატს გამოეთიშა. რაც შეეხება გორის “ჯიქებს”, გუნდი 6 მაისს შეხვედრას თბილისის “ლოკომოტივთან” გამართავს. გამარჯვებული გუნდი 13 მაისს ფინალში ქუთაისის “აიას” შეხვდება. ქუთაისის “აიამ” თბილისის „ლოკომოტივი“ 20:15  დაამარცხა და ამ გზით ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.    

ბათუმი VS ხარები – მატჩი რაგბიში ბათუმელების გამარჯვებით დასრულდა

დღეს, ბათუმი რაგბი არენაზე, დიდი 10-ის მეჩვიდმეტე ტურის მატჩი ბათუმის “ბათუმსა” და რუსთავის “ხარებს” შორის გაიმართა. მატჩი რაგბიში ბათუმელების გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 28:24. პირველი ტაიმის ბოლოს ტაბლოზე ანგარიში 14:24 იყო, “ხარების” სასარგებლოდ. მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ბათუმელებმა შეძლეს და მოედანზე უპირატესობა მოიპოვეს. საბოლოო ანგარიში ტაბლოზე 28:24 დაფიქსირდა, სარაგბო კლუბ “ბათუმის” სასარგებლოდ. მეჩვიდმეტე ტურში მხოლოდ ორი მატჩი დარჩა გასამართი. …

32:29 – „ბათუმმა“ თბილისის „ლელო სარასენსი“ დაამარცხა [ფოტო]

დიდი 10-ის მეთექვსმეტე ტურის ბოლო მატჩი დღეს ბათუმში გაიმართა. სარაგბო კლუბი “ბათუმი” თბილისის “ლელო სარასენს” შეხვდა და 32:29 დაამარცხა. თამაში დაძაბული და ტრავმებით სავსე აღმოჩნდა “ბათუმისთვის”. ბათუმური კლუბის ერთ-ერთი მორაგბე, ვანო ფუტკარაძე, პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ სტადიონზე ვეღარ დაბრუნდა. ტაიმებს შორის მონაკვეთში ის სასწრაფო დახმარების მანქანამ წაიყვანა. ტრავმა მიიღო ნუკრი ფერსელიძემაც. მიუხედავად ამისა, “ბათუმი” მთელი …

14 წლამდე ასაკის მორაგბეები ბათუმიდან

სარაგბო კლუბ „ბათუმის“ 14-წლამდე ასაკის მორაგბეებმა 24 მარტს გამართულ მატჩში ფოთის გუნდი „კოლხეთის რაინდები“ დაამარცხეს. მიმდინარე საფესტივალო სეზონზე ეს ბათუმის მეორე გამარჯვებაა. ეს სარაგბო კლუბ „ბათუმისთვის“ პირველი 14 წლამდე ასაკის მორაგბეთა კლუბია, რომელსაც საკლუბო თამაშისთვის ამზადებენ. 2004-2005 წლებში დაბადებული მორაგბეებიდან მწვრთნელები რამდენიმე თვის მანძილზე არჩევდნენ საუკეთესოებს – ვიდეოზე იწერდნენ ვარჯიშებს და ეძებდნენ მოთამაშეებს, რომლებსაც  კარგი …

„ბათუმის“ ორი მორაგბე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშებს

სარაგბო კლუბ „ბათუმის“ ორი მორაგბე საქართველოს რაგბის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებს. გიორგი მენაბდემ და დურმიშხან (დუსკა) ჯაბნიძემ ნაკრებთან ერთად პირველი თამაში საფრანგეთში ჩაატარეს. „13 წლის ვიყავი ვარჯიში რომ დავიწყე. ანგისაზე ვვარჯიშობდი. თავიდან ვაცდენდი, მერე შერჩევებზე რომ დავდიოდი იქ უფრო სხვა სიტუაცია დამხვდა და მომეწონა. ძალიან მოვინდომე და აი, შედეგიც გამოჩნდა. ნაკრებში თამაში განვითარებაში დამეხმარება,“ – …

32:0 – ბათუმმა რაგბიში ლოკომოტივი დაამარცხა

დღეს, 23 თებერვალს, ბათუმი რაგბი არენაზე გამართული დიდი 10-ის მე-14 ტურის მატჩში ბათუმელმა მორაგბეებმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს. 32:0 – ამ ანგარიშით დასრულდა თამაში. დღევანდელ თამაშში “ბათუმის” მორაგბე ბექა მამრიკიშვილმა სამი ლელო დადო. დუბლის შესრულება პირველ ტაიმში შეძლო, მესამე ლელო კი – მეორე ტაიმში.   მორიგ მატჩს ბათუმი 9 მარტს, ავჭალის სტადიონზე, აკადემიასთან გამართავს.  

ბათუმი VS ტიმიშოარა – 13 იანვარს ბათუმი რაგბი არენაზე ფლეი ოფის პირველი თამაში გაიმართება

ხვალ, 13 იანვარს,  ბათუმი რაგბი არენაზე სარაგბო კლუბი “ბათუმი” რუმინულ კლუბს “ტიმიშოარა სარასენს” შეხვდება.  ევროპული რაგბის კონტინენტის ფარის ფლეი ოფის პირველი თამაში 15:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასოა. “ბათუმი” ჩელენჯ ქაფის საგზურის მისაღებად იბრძვის. ამასთან ამ მატჩით იხსნება 2018 წლის ქართული სარაგბო სეზონი.  ფლეი ოფი ორ რაუნდიანია. გუნდები ორ თამაშს ატარებენ (ერთს შინ და …

კოკი თხილაიშვილი გულშემატკივარს სტადიონზე უხმობს – გადამწყვეტი თამაში ბათუმში, 16 დეკემბერს

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, სარაგბო კლუბი „ბათუმი“, შაბათს, 16 დეკემბერს, რაგბი არენაზე რუმინულ კლუბ „ტიმიშოარა სარასენს“ შეხვდება. მატჩის შედეგი განსაზღვრავს, მოხვდება თუ არა გუნდი ევროპული რაგბის კონტინენტის ფარის ფლეი ოფში. გუნდის შესაძლებლობებზე  გთავაზობთ ინტერვიუს “ბათუმის” მორაგბე გიორგი [კოკი]  თხილაიშვილთან. გიორგი ასევე  თამაშობს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. გიორგი, რატომ არის „ბათუმისთვის“ მნიშვნელოვანი „ტიმიშოარა სარასენსთან“ დაგეგმილი შეხვედრა? 16 დეკემბერს გვაქვს …

Exit mobile version