ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სანდასუფთავების სატვირთო ავტომანქანა ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 5 მაისს მოხდა. ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი. შს სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
Tag Archives: სანდასუფთავება
„ჩემი ქუჩიდან ნაგავი არ გაუტანიათ“ – დანაგვიანებული სვიშევსკის ქუჩა ბათუმში
ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში მდებარე სვიშევსკის ქუჩიდან „ბათუმელებს“ მოქალაქე დაუკავშირდა. მის თქმით, ქუჩიდან კვირაზე მეტია ნაგავი არ გაუტანიათ, რის გამოც, ქუჩაში ნაგვის გროვებია. ფოტოებსა და ვიდეოკადრებზე, რომლებიც მოქალაქემ გამოგვიგზავნა აღნიშნული ქუჩიდან, ჩანს, რომ სანაგვე ურნები გადავსებულია საყოფაცხოვრებო ნარჩენებით და ურნის ირგვლივაც ნაგვის გროვებია. „ბათუმელები“ ბათუმის მერიის „სანდასუფთავებას“ დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ არ მოხერხდა ამ დრომდე ნაგვის …
Continue reading “„ჩემი ქუჩიდან ნაგავი არ გაუტანიათ“ – დანაგვიანებული სვიშევსკის ქუჩა ბათუმში”
სოფელში, სადაც ნაგვის ურნა 3 თვე არ დაუცლიათ, აქ 6 სოცდაუცველი გზას ალაგებს
„სამი თვე არავინ მოსულა, რომ დაეცალათ ნაგვის ურნა,“ – გვითხრეს ხელვაჩაურის სოფელ მარადიდში, ძაბლავეთის უბანში. აქ მცხოვრებმა ადამიანებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ცხელ ხაზზეც რამდენჯერმე დარეკეს, მაგრამ ურნასთან არავინ მისულა. მოსახლეობის თქმით, ბოლო 3 თვე, მათ ნარჩენები სოფლის სხვა ადგილებში განთავსებულ ნაგვის ურნებამდე მიაქვთ, სადაც ნაგვისმცლელი მანქანა მოძრაობს. ძაბლავეთი კი, სოფლის ბოლოა. რატომ არ იცლება ნაგვის …
Continue reading “სოფელში, სადაც ნაგვის ურნა 3 თვე არ დაუცლიათ, აქ 6 სოცდაუცველი გზას ალაგებს”
ბათუმის მერია სეპარირების ურნებს ბოქლომებს დაადებს
ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავება“ სეპარირების ურნებს ბოქლომებს დაადებს. კომპანიის ინფორმაციით, დაგეგმილია 150 ბოქლომის შეძენა, ქალაქში კი, ამ დროისთვის 50 სეპარირების ურნაა განთავსებული. იგეგმება 10 ურნის დამატებაც. 150 ბოქლომის შესაძენად შპს „სანდასუფთავება“ ამ ეტაპზე სავარაუდო ღირებულებას ადგენს, რისთვისაც ბაზარს იკვლევს. შესაძენი ბოქლომის სიგრძე არანაკლებ 40 სმ და არაუმეტეს 60სმ უნდა იყოს. დაინტერესებულ პირებს თავიანთი წინადადებების წარდგენა …
Continue reading “ბათუმის მერია სეპარირების ურნებს ბოქლომებს დაადებს”
20 ათასის მითვისება ქობულეთში: ბუღალტერი ყოფილ მეეზოვეებს ხელფასს უწერდა და თავად ირიცხავდა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, „სანდასუფთავების“ ყოფილმა ბუღალტერმა, საბიუჯეტო თანხები მიითვისა. შემთხვევა 2023 წლის მარტში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტვ 25-მა გაავრცელა. „ბათუმელებმა“ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ქობულეთის მერიას მიმართა. თანხების მითვისების ფაქტი, როგორც ქობულეთის მერიაში გვეუბნებიან, აუდიტის სამსახურმა გამოავლინა. „თინათინ კონცელიძე იყო ბუღალტერი და ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, არის ის, რომ მითვისებული თანხა, დაახლოებით 20 ათასი ლარი …
პლაჟი შუა სეზონზე დაბინძურებულია – დამსვენებელი ქობულეთიდან
„შუა სეზონზე პლაჟს არავინ ასუფთავებს, ნაგავია ყველგან. გუშინ მოვიდნენ, ცოტა დაასუფთავეს და მოგროვებული ნარჩენებიც არ გაუტანიათ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ოლიკო მჭედლიშვილი. ის ქობულეთში ისვენებს. დამსვენებლის თქმით, პლაჟს პერიოდულად ასუფთავებენ და ამას თვითონაც ხედავს, მაგრამ პლაჟზე სისუფთავე მაინც არ არის. „სამი დღეა ასე. შაბათს დილით, მაგალითად, იყო სუფთა ზღვა და სანაპიროც, შუადღის შემდეგ ნაპირი დაბინძურებული დაგვხვდა. …
Continue reading “პლაჟი შუა სეზონზე დაბინძურებულია – დამსვენებელი ქობულეთიდან”
ვინ არ გადაიხდის დასუფთავების გადასახადს ბათუმში ნოემბერ-თებერვალში
ბათუმის მოსახლეობა 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრისა და 2021 წლის იანვრის, ასევე თებერვლის თვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია. დასუფთავების გადასახადს ასევე არ გადაიხდიან ბათუმის ტერიტორიაზე მოქმედი ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომელთაც საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად შეეზღუდათ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლება. ეს კატეგორია გადასახადის გადახდისგან გათავისუფლებულია მხოლოდ დაწესებული შეზღუდვების მოქმედების პერიოდში. ბათუმის საკრებულოს შესაბამისი …
Continue reading “ვინ არ გადაიხდის დასუფთავების გადასახადს ბათუმში ნოემბერ-თებერვალში”
ბათუმის „სანდასუფთავების“ თანამშრომლები პრემიას არ აიღებენ – მერია
ბათუმის რამდენიმე ქუჩას, დეზინფექცია პირველად 20 მარტს ჩაუტარდა. შემდეგ კი ქუჩების დეზინფექცია შეჩერდა. როგორც „სანდასუფთავების“ ხელმძღვანელი დავით დუმბაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ქუჩების დეზინფექცია გაგრძელდება, ოღონდ მხოლოდ იმ ქუჩებზე, სადაც ხალხმრავლობაა. „პრიორიტეტს ვანიჭებთ ხალხმრავალ ქუჩებს. ის ტროტუარები უნდა დამუშავდეს, სადაც სუპერმარკეტები და აფთიაქებია და ხალხის მოძრაობა მეტია. იქ, სადაც დღის განმავლობაში 5 კაცი არ გაივლის, იმ ქუჩების …
Continue reading “ბათუმის „სანდასუფთავების“ თანამშრომლები პრემიას არ აიღებენ – მერია”
ვინ არ გადაიხდის წყლის და სანდასუფთავების საფასურს ბათუმში
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვის წყლისა და სანდასუფთავების გადასახადს მოქალაქეების ნაწილს სახელმწიფო დაუფარავს. ბათუმის შემთხვევაში, წყალმომარაგებისა და დასუფთავების კუთხით მომსახურების მომწოდებელი კომპანიები ბათუმის მერიის შპს-ები არიან: „ბათუმის წყალი“ და „სანდასუფთავება“. „ბათუმის წყალში“ პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით გვითხრეს, რომ ელოდებიან შესაბამისი უწყებების კონკრეტულ მითითებებს ამ საკითხზე. „ბათუმელები“ დაინტერესდა, სუბსიდირება ყველა აბონენტს შეეხება, …
Continue reading “ვინ არ გადაიხდის წყლის და სანდასუფთავების საფასურს ბათუმში”
„სანდასუფთავება“: თუ ვერ დავადგინეთ ვინ დაყარა ნაგავი ჭოროხთან, ვის დავუწეროთ ჯარიმა? [ფოტო]
ახალი ბულვარის ბოლოს, გამწმენდ ნაგებობასთან ახლოს, მდინარე ჭოროხის ნაპირის სამშენებლო მასალებით დანაგვიანების ამსახველი ფოტოები „ბათუმელებს“ მოქალაქემ მოაწოდა. ფოტომასალაზე ჩანს, რომ ცენტრალურ გზასთან ახლოს, მდინარეში სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებია გადაყრილი. მოქალაქის თქმით, როგორც ჩანს, სანაპიროზე დიდი სატვირთო მანქანებიდან ცლიან სამშენებლო ნაგავს, რაზეც ჩამტვრეული ლუქი და ამოვარდნილი ბორდიურიც მიუთითებს. ბათუმში სისუფთავის მონიტორინგზე „სანდასუფთავების“ მონიტორინგის და ზედამხედველობის სამსახური მუშაობს. „ბათუმელები“ …
ბათუმში წელს ქუჩების დანაგვიანებისთვის ხუთი ჯარიმა დაიწერა
შპს „სანდასუფთავების“ მონაცემებით, 2019 წელს, იანვრის თვეში, ქუჩების დანაგვიანებისთვის ხუთი ჯარიმა დაიწერა – გადაზიდვებისას ტერიტორიის დატალახიანების გამო 1500 ლარით დაჯარიმდა ერთი სამშენებლო კომპანიაა, დანარჩენი ოთხი ჯარიმა კი ფიზიკური პირებზე დაიწერა. გასულ წელს, მარტიდან დეკემბრის ჩათვლით, სულ 75 საჯარიმო ოქმი დაიწერა, გაიცა 148 წერილობითი და 93 სიტყვიერი გაფრთხილება. წელს „სანდასუფთავების“ მონიტორინგის და ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამი გაფრთხილება …
Continue reading “ბათუმში წელს ქუჩების დანაგვიანებისთვის ხუთი ჯარიმა დაიწერა”
ბათუმის „სანდასუფთავება“ ბულვარში სწრაფი რეაგირებისთვის მოტოსკუტერებს ყიდულობს
ბათუმის მუნიციპალური შპს „სანდასუფთავება“ სამბორბლიანი, ორადგილიანი ელექტროსკუტერების შეძენას გეგმავს. კომპანიას ორი ერთეული ელექტროსკუტერის შესაძენად 5 000 ლარი აქვს გათვალისწინებული. „სანდასუფთავების“ პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ელექტრომოტოსკუტერები კომპანიას ბათუმის ბულვარში სწრაფი რეაგირებისა და მონიტორინგისთვის სჭირდება. სკუტერების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადებულია, სადაც წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 2 სექტემბერს დაიწყება და 4 სექტემბერს დამთავრდება.
სანდასუფთავების თანამშრომლებმა სამი სული პირუტყვი, მათ შორის ორი ხბო დაიჭირეს
დღეს, 9 აგვისტოს, „სანდასუფთავების“ სამსახურის თანამშრომლებმა უმეთვალყურეოდ დატოვებული სამი სული პირუტყვი, მათ შორის ორი ხბო დაიჭირეს. მეპატრონეს კანონით გათვალისწინებული ჯარიმა დაეკისრა, რომელიც თითოეულ შემთხვევაზე 20 ლარია [ჯამში 60 ლარი]. გარდა ამისა, გუშინ „სანდასუფთავების“ თანამშრომლებმა 8-სული უპატრონოდ მოხეტიალე პირუტყვი დაიჭირეს და სპეციალურ საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს.
“სანდასუფთავებამ” ახალ ბულვარში ძროხები დაიჭირა
ახალი ბულვარის ტერიტორიაზე “სანდასუფთავების” სამსახურის თანამშრომლებმა ცხრა სული პირუტყვი დაიჭირეს, რომლებიც საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს. საქონლის მფლობელები ადმინისტრაციული წესით, 50 ლარით დაჯარიმდნენ. ახალი ორზოლიანი გზა ქობულეთში, სადაც დაშვებული სიჩქარე 90 კილომეტრ/საათია – უსაფრთხოება
გარემოს დანაგვიანებისთვის ბათუმში მოქალაქე დაჯარიმდა
სანდასუფთავების ინფორმაციით, დღეს ბათუმში მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების გამო მოქალაქე 100 ლარით დაჯარიმდა. შპს „სანდასუფთავების“ მონაცემებით, 2018 წელს, იანვრიდან ივლისამდე, ქუჩების დანაგვიანებისთვის 60 ჯარიმა დაიწერა, მათგან ნაწილი სამშენებლო ნარჩენების ქუჩაში დატოვებისთვის, ნაწილი კი – საყოფაცხოვრებო ნარჩენებით და სხვა ტიპის დანაგვიანებისთვის. მონიტორინგისა და ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებს მოქალაქის თუ კომპანიის დაჯარიმება იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ თავად გახდებიან …
Continue reading “გარემოს დანაგვიანებისთვის ბათუმში მოქალაქე დაჯარიმდა”
საკრებულო მსჯელობს, როგორ აიძულოს მოსახლეობა გადაიხადოს სანდასუფთავების გადასახადი
დღეს, 28 ივნისს, საკრებულოს სხდომაზე მსჯელობდნენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აიძულონ მომხმარებელი, სანდასუფთავების მოსაკრებელი გადაიხადოს. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის, არჩილ ვანაძის თქმით, დღეს არ არსებობს სანდასუფთავების გადასახადის იძულებით ამოღების მექანიზმი. საკრებულოს წევრების მხრიდან იყო მსჯელობა, რომ სანდასუფთავების გადასახადი შესაძლოა მიებას წყლის ან ელექტროენერგიის გადასახადს. „თუ არ გადაიხდიან სანდასუფთავების მოსაკრებელს, მომხმარებლებს გაეთიშებათ წყალი ან შუქი,“ …
აბონენტებზე მოსაკრებლის დარიცხვის თარიღი კორექტირდება
ხვალ, 28 ივნისს, ბათუმის საკრებულომ მორიგ სხდომაზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის განსაზღვრის შესახებ უნდა იმსჯელოს. დადგენილების პროექტის მიხედვით, რომელიც დღეს საკრებულოს კომისიებში განიხილეს, უნდა დაკორექტირდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ბაზაში აბონენტებზე მოსაკრებლის დარიცხვის თარიღი. კორექტირება გახორციელდება იმ დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური …
Continue reading “აბონენტებზე მოსაკრებლის დარიცხვის თარიღი კორექტირდება”
გმირთა ხეივანი ბათუმში, რომელიც 6 წელია ნაგვის ურნების გარეშეა
ბათუმში გმირთა ხეივანი ბათუმში, რომელიც ბაგრატიონისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებს შორის, დაახლოებით 1,5 კმ-ის სიგრძეზეა გაშენებული, მეექვსე წელია ნაგვის ურნების გარეშეა. ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ ადგილებს, სად განთავსდეს ურნები, მერიის შპს „სანდასუფთავება“ განსაზღვრავს. „სანდასუფთავებაში“ კი განაცხადეს, რომ „ხეივანში უნდა დაიდგას დეკორატიული ურნები. გამოცხადებული იყო ტენდერი, ველოდებით და როგორც კი ურნებს შემოიტანენ, ამ ხეივანშიც აუცილებლად დავდგამთ. …
Continue reading “გმირთა ხეივანი ბათუმში, რომელიც 6 წელია ნაგვის ურნების გარეშეა”
ქედის ყოფილი გამგებელი „სანდასუფთავების“ დირექტორად დაინიშნა
ქედის ყოფილი გამგებელი, დავით დუმბაძე, ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავების“ დირექტორად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ დავით დუმბაძემ თავად დაუდასტურა. ეს თანამდებობა დავით ასამბაძემ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დატოვა. ის ბათუმის ახალი მერის, ლაშა კომახიძის გუნდში ვერ მოხვდა. დავით დუმბაძე კი ქედის გამგებლის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ „ქართული ოცნების“ სიაში აღარ ჩაწერეს, ამიტომაც არჩევნების შემდეგ ისიც, …
Continue reading “ქედის ყოფილი გამგებელი „სანდასუფთავების“ დირექტორად დაინიშნა”
სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ დაყრის გამო ბათუმში ორი ადამიანი დაჯარიმდა
დღეს ბათუმში, ბაგრატიონისა და სოხუმის ქუჩების კვეთაში, სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ დაყრის ფაქტზე ორი ფიზიკური პირი დააჯარიმეს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მოკვლევა ფაქტზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ბათუმის მერიის სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა დაიწყეს, რის შედეგადაც ორი ფიზიკური პირი 150 და 200 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. ადმინისტრაციული სახის ჯარიმა ასევე გათვალისწინებულია სამშენებლო ნარჩენების ნაგვის ყუთებში განთავსებისთვისაც.
„უპატრონო“ პირუტყვი საჯარიმო მოედანზე და 50-ლარიანი ჯარიმა მერპატრონეს
შპს „სანდასუფთავება“ ქალაქის ქუჩებში მოხეტიალე მსხვილფეხა პირუტყვს აკავებს და საჯარიმო მოედანზე გადაჰყავს, მეპატრონეს კი 50 ლარით აჯარიმებს. „იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ მოაკითხავს პირუტყვს, ყოველდღიურად მოვლის 10 ლარი ემატება. თუ საერთოდ არ მოვა და არ წაიყვანს, ამ შემთხვევაში სანდასუფთავების სამსახური პირუტყვს აუქციონის წესით ყიდის.“ – უთხრა ბათუმელებს, „სანდასუფთავების“ დირექტორმა, დავით ასამბაძემ. „ბათუმელების“ …
Continue reading “„უპატრონო“ პირუტყვი საჯარიმო მოედანზე და 50-ლარიანი ჯარიმა მერპატრონეს”
დღეიდან შავი ზღვის სანაპირო ყოველდღიურად დასუფთავდება
ბათუმის მერიის ინფორმაციით ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, შპს ,,სანდასუფთავება“ შავი ზღვის სანაპიროს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დღეიდან ყოველდღიურად დაასუფთავებს. სამუშაოები დილის 5:00 საათიდან დაიწყება და 9:00 საათამდე გაგრძელდება. გარდა ამისა, მორიგე ჯგუფები სანაპირო ზოლს დამატებით დღეში ორჯერ, 11:00 საათსა და 18:00 საათზე დაასუფთავებენ. ბათუმის მერია მოსახლეობას მოუწოდებს გაუფრთხილდნენ გარემოს და ნუ დაანაგვიანებენ სანაპიროს.
ბათუმის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, არ დაანაგვიანონ ქუჩები
ქუჩების დანაგვიანებასთან დაკავშირებით ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ბათუმში არაერთხელ დაფიქსირდა საყოფაცხოვრებო ნარჩენების ქუჩაში დაყრის ფაქტი მაშინ, როცა სანაგვე ურნებს შორის მანძილი მხოლოდ 50-100 მეტრია. ქალაქის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო შესაძლებელია ურნების გაცლის პროცესი შეფერხდეს, თუმცა, გრაფიკით გათვალისწინებული შემოვლები ჩავარდნის გარეშე ხორციელდება. ქალაქის ტერიტორიაზე სანაგვე ურნების დაცლა დღეში სამჯერ, დილის 5-დან 7 …
Continue reading “ბათუმის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, არ დაანაგვიანონ ქუჩები”