ადგილს და შენობას, სადაც კაფე „ნეოკაა“ ბათუმის მერია აუქციონზე ასხვისებს

ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, #1-ში მდებარე მიწის ნაკვეთს და შენობას ბათუმის მერია ელექტრონულ აუქციონზე საიჯარო წესით გასასხვისებლად გაიტანს.  ბოლო წლების განმავლობაში აქ კაფე „ნეოკა“ ფუნქციონირებდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ყოფილ მოიჯარეს შპს „აჭარა ბათუმს“ საიჯარო ხელშეკრულების ვადა 2025 წლის ივლისამდე ჰქონდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ნინოშვილის ქუჩის #1 ში მდებარე ქონებას აუქციონზე ამ ქონების საბაზრო ღირებულების 5 …

ხულოში, შუახევსა და ქედაში აცხადებენ, რომ ახალმა ავტობუსებმა მოძრაობა დაიწყო

10 ივლისს, ანუ 2 დღის წინ, „ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ არ ემსახურებოდა მგზავრებს ახალი ავტობუსები ხულოში, შუახევსა და ქედაში. მას შემდეგ, რაც ამ კითხვით მუნიციპალიტეტის პრესსამსახურებში დავრეკეთ, რამდენიმე საათის შემდეგ სამივე მუნიციპალიტეტის ფეისბუქგვერდზე ერთმანეთის მიყოლებით გაჩნდა ჯერ ქარდები, სადაც მუნიციპალიტეტი ახალი ავტობუსების ხაზზე გასვლას აანონსებდა, შემდეგ კი მგზავრებით სავსე ავტობუსის ფოტოები გამოაქვეყნეს. დღეს, 12 ივლისს, მუნიციპალიტეტის …

„ოცნების“ წევრი რუსულ კანონზე – „ცალსახად ვეწინააღმდეგები გატანას და მიღებას“

თელავის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ლევან ბერძენაშვილი რუსული კანონს უკვე საჯაროდ ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ თუკი „ქართული ოცნება“ ამ კანონს უკან არ გაიწვევს, ის პარტიასაც დატოვებს და თანამდებობასაც. ლევან ბერძენაშვილის განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით, დღეს 26 აპრილს გავრცელდა. „მინდა პოლიტიკური განცხადება გავაკეთო, რომელიც ეხება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. როგორც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის …

სად არიან ქალები აჭარის მუნიციპალიტეტების მერიებსა და საკრებულოებში

აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერი კაცია, ისევე, როგორც ამ მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები. მერებს ჯამში 14 მოადგილე ჰყავთ და სამი მათგანია მხოლოდ ქალი. ხულოს, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ამ პოზიციაზე ქალს არ ვხვდებით. შუახევის მერს 3 მოადგილე ჰყავს და მათგან ერთი ქალია, 2 ქალი მოადგილე ჰყავს ბათუმის მერს, თუმცა ქალაქის ვიცე-მერის თანამდებობა კაცს უკავია. აჭარაში მუნიციპალიტეტების …

ვინ აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარეებად – ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო

დღეს, 3 დეკემბერს, ხულოში საკრებულოს თავმჯდომარედ რენარ ბოლქვაძე აირჩიეს, შუახევში – როსტომ ლორთქიფანიძე, ქედაში – ამირან ცინცაძე, ხელვაჩაურში – თენგიზ ირემაძე, ქობულეთში – დავით მჭედლიშვილი. ხუთივე საკრებულოს თავმჯდომარე „ ქართული ოცნების“ წევრია. აჭარაში საკრებულოს თავმჯდომარე მხოლოდ ბათუმის მუნიციპალიტეტში ვერ აირჩიეს. საკრებულოს სხდომა აქ კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. ბათუმისგან განსხვავებით აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში ერთი საათიც კი …

ქედასა და შუახევში საკრებულოს წევრებზე 225 525 ლარი დაუსაბუთებლად გასცეს – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებმა 2018-2019 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე, შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, ხარჯის ანაზღაურების მიზნით, ჯამში 225 525 ლარი გასცეს. აქედან 124 725 ლარი – შუახევის მუნიციპალიტეტმა, ხოლო 100 800 ლარი – ქედის მუნიციპალიტეტმა. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, საკრებულოს წევრი, რომელიც არ წარმოადგენს საკრებულოს თანამდებობის პირს, თავის უფლებამოსილებას ახორციელებს …

საკრებულომ “დინამო ბათუმი” აჭარის მთავრობას გადასცა

ბათუმის საკრებულომ “დინამო ბათუმი” აჭარის მთავრობას გადასცა. გადაწყვეტილება დღეს, 24 მაისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. საფეხბურთო კლუბ ბათუმის დინამოს 100%-იანი წილის გადაცემა აჭარის მთავრობის მოთხოვნა იყო. ცნობილია, რომ მთავრობა  კლუბის პირდაპირი წესით გადაცემას შპს „ლამინი ჯგუფისთვის“ აპირებს. “ლამინი ჯგუფს” კლუბს 49-წლიანი  მართვის უფლებით გადასცემენ, სანაცვლოდ კი ისინი ყოველწლიურად 100 000 ლარს გადაიხდიან ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამას გარდა, …

ენმ ბათუმის მერს ბულვართან დაგეგმილ 54-სართულიან მშენებლობაზე: ნაცარს გვაყრით თვალებში

ამ წუთებში ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, ბათუმის საკრებულოს თავისი საქმიანობის 100 დღის ანგარიშს წარუდგენს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. საკრებულოს დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ნოდარ დუმბაძემ, ლაშა კომახიძეს ჰკითხა ბათუმის ბულვართან მიმდინარე მშენებლობის შესახებ.  დუმბაძის განცხადებით, „ვიზუალური შესახედაობით, ადგილზე ისეთი ტექნიკა მუშაობს, შეუძლებელია მხოლოდ გეოლოგიური სამუშაოები რომ მიმდინარეობდეს“. „სასტუმრო „ჰილტონის“ გვერდით მშენებლობაზე პირადად დავუკავშირდი კომპანიის ხელმძღვანელობას. …

რატომ ახდევინებენ ხულოში აეროპორტისა და მეტროს დასუფთავების მოსაკრებელს 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ხულოს მცხოვრებლებისთვის „ვაგზლების, აეროპორტების, რკინიგზის, საავტომობილო და მეტროპოლიტენის სადგურებისთვის დასუფთავების მოსაკრებელი განსაზღვრა“ – ერთ კვადრატულ მეტრზე წელიწადში 6 ლარი. დოკუმენტი ერთი წლის წინ მიიღეს და დღემდე მოქმედებს. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად Reginfo-მ გაავრცელა, რომელიც, თავის მხრივ, „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებულ დადგენილებას დაეყრდნო. დადგენილებას ხელს აწერს ხულოს მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარე, ჯამბულ ხოზრევანიძე, რომელიც გასულ …

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ სულიკო თებიძე აირჩიეს

დღეს 20 ნოემბერს, ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე, სხდომა საკრებულოს უხუცესმა წევრმა ანზორ დევაძემ გახსნა. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატურა იყო დასახელებული. „ქართულმა ოცნებამ“ სულიკო თებიძის კანდიდატურა დაასახელა. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობა არ მიიღო საკრებულოს ოპოზიციამ. სულიკო თებიძე „ქართულმა ოცნებამ“ თავმჯდომარედ  19 ხმით აირჩია.  მან თავმჯდომარის მოადგილეების პოსტზე, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლაშა …

როდის დაიწყებენ ახალი მერი და საკრებულო მოვალეობის შესრულებას

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტის, მირზა მამულაძის განმარტებით, ახლად არჩეული მერი და საკრებულო, კანონის მიხედვით, უფლებამოსილების განხორციელებას ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ერთ თვეში დაიწყებს. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს ცენტრალური საარჩევნო კომისია, არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამების შემდეგ, 30 დღის ვადაში. მუნიციპალიტეტის საკრებულო მუშაობას შეუდგება, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისია დაადასტურებს …

ქედის საკრებულოს ანგარიში დეპუტატების საქმიანობის გარეშე

ქედის საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან ცინცაძის მიერ ქედის საკრებულოსთვის წარდგენილ 2016 წლის ანგარიშში საკრებულოს წევრების მიერ შესრულებული სამუშაოები ვერ მოხვდა. კითხვებზე, დეპუტატებმა ინდივიდუალურად თუ ფრაქციის სახელით საკრებულოში განსახილველად 2016 წელს რამდენი საკითხი შეიტანეს? აქტიურობით ვინ გამოირჩეოდა და რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რაც, საკრებულომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გადაჭრა? – საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ამ საკითხებს ბიუროს …

„მამაკაცები დავრჩეთ, შეკითხვები მაქვს“ – გარჩევები ქედის საკრებულოში

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  გამგებლის პირველი  მოადგილის თანამდებობაზე სახელფასო სარგოსთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ მისი ერთ-ერთ მოადგილე გურამ ბერიძე დააწინაურა და პირველ მოადგილედ დანიშნა. წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, გამგებლის პირველი მოადგილის ხელფასი 1700 ლარითაა განსაზღვურული. რა თანხა გაიწერება გამგებლის პირველი მოადგილის თანამდებობაზე, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ადმინისტრაციული წარმოება დასრულდება …

რესპუბლიკელების ინიციატივა ქალაქის განაშენიანების საკითხებზე

ამ წუთებში, საკრებულოს სხდომათა დარბაზში ფრაქცია “რესპუბლიკელების” გაფართოებული სხდომა მიმდინარეობს. ფრაქციის წევრები, ქალაქის განაშენიანების საკითხთან დაკავშირებით – K2 კოეფიციენტის გაზრდის თემაზე, მუნიციპალიტეტთან არსებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ხვდებიან. K2 გვიჩვენებს თუ რა მოცულობის შენობის აგებაა დასაშვები, კონკრეტული ფართობის მიწის ნაკვეთზე. შეხვედრაზე ფრაქცია “რესპუბლიკელების” წევრებმა, ბათუმის საკრებულოს 2012 წლის N50-ე დადგენილებაში ცვლილების განკარგულების პროექტი წარადგინეს, რომელიც გარდა სხვადასხვა ზონებში განაშენიანებისა და …

პრემიები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის წინასაარჩევნოდ

ქედის საკრებულომ ადგილობრივ ბიუჯეტში კორექტირება შეიტანა. კორექტირებისას ბიუჯეტი 843 267 ლარით გაიზარდა. ქედის საკრებულოს 13 ივნისის გადაწყვეტილებით, გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებული თანამშრომლები წინასაარჩევნოდ 100% -იანი სახეფასო დანამატის ნაცვლად 50%-ს მიიღებენ და საპრემიო ფონდიდან გამოთავისუფლებული 42 700 ლარით ადგილობრივი თვითმართველობა ქედაში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახებისთვის სახურავების გადასახურად თუნუქის ფურცლებს შეიძენს. ქედის საკრებულომ საკუთარი პრემიების ნაწილი მოსახლეობისთვის პირველად გაიღო, ამგვარი …

შეხვედრა საკრებულოში საბავშო ბაღების დაფინანსების ახალი სისტემის შესახებ

ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით დღეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ვაუჩერიზაციის საკითხის შემსწავლელი მუშა ჯგუფის შეხვედრა მოეწყო. საკრებულოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ითქვა, რომ იგეგმება ბავშვთა ბაღების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლა.  ჯგუფის წევრებმა  უახლოეს პერიოდში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ვაუჩერიზაციასთან დაკავშირებით კონცეფცია უნდა შეიმუშაონ და წარუდგინონ საკრებულოს. „მუშა ჯგუფის ხელმძღვანელი ნატალია ზოიძე მიიჩნევს, რომ დაფინანსების ვაუჩერიზაცია მუნიციპალურ ბაღებს განტვირთავს და ადგილების …

საკრებულოსა და მერის პოზიცია ბათუმის საბავშვო ბაღებში ხელფასების მომატების ინიციატივაზე

დღეს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, ბოლო საკითხად საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების გაზრდის ინიციატივა განიხილეს. ინიციატივას საკრებულოს წევრებმა მხარი არ დაუჭირეს. ინიციატივის ავტორი ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიორგი კირთაძეა, რომელიც საბავშო ბაღების პერსონალისთვის ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვდა -“გაწეულ შრომასთან შეფარდებით, მუნიციპალიტეტში ყველაზე არაპროპორციული ანაზღაურება სწორედ საბავშვო ბაღების თანამშრომლებს აქვთ. ჩვენთან ბაღებში არის 249 ძიძა და მათი ხელფასი 318 …

დიდთოვლობის გამო დაზიანებული სახლის სახურავების შესახებ მერიაში 46 განცხადება შევიდა

დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. ამის მიზეზი სხდომაზე მერის გამოუცხადებლობა გახდა, რაც ფრაქციების თავმჯდომარეებმა ათ-ათწუთიანი შესვენებებით გააპროტესტეს. როგორც სხდომაზე მერიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მერიაში შესული განცხადებების რაოდენობის მიხედვით, ბათუმში დიდთოვლობის შედეგად 46 მისამართზეა სახლის სახურავი დაზიანებული. თოვლის ჩამოვარდნის შედეგად დაზიანებული ტრანსპორტის შესახებ კი მერიაში სულ 7 განცხადებაა შესული. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ჩავლეიშვილის განმარტებით, ზარალის ანაზღაურებაზე სპეციალურმა …

Exit mobile version