ხელვაჩაურის მერმა პირველ მოადგილედ ნათლულის მამა დაინიშნა

ხელვაჩაურის მერის ზაზა დიასამიძის პირველი მოადგილე მირიან კვირიტიძე გახდა. ის ამ თანამდებობაზე კახა ფუტკარაძის გათავისუფლების შემდეგ დანიშნეს. ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე მირიან კვირიტიძის შვილის ნათლიაა. ნათლობის ვიდეო და ფოტოები კვირიტიძეს ფეისბუქშიც აქვს განთავსებული. თქვენი პირველ მოადგილედ დანიშვნა ხომ არ განაპირობა ზაზა დიასამიძესთან ნათელმირონობამ? – ვკითხეთ მირიან კვირიტიძეს. თავდაპირველად მირიან კვირიტიძე შეეცადა მიეჩქმალა ეს ფაქტი, თუმცა …

„კუნძული სახარბიელო რამ არი, მაგრამ კაცი რომ მოკვდება, სად დავმარხავთ“ – დისკუსია საკრებულოში

„კუნძულის ქონა, იცოცხლე, სახარბიელო რამ არი, მაგრამ კუნძულზე კაცი რომ მოკვდება, სად ვაპირებთ იმ ადამიანის დამარხვას და ამ უმოქმედო სასაფლაოს თანამშრომლებს რატომ ვუზრდით ხელფასს?“ – ეს კითხვა საკრებულოს წევრმა მამუკა ქობულაძემ სხდომაზე დასვა. ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ [ენმ] ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეა. მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებისთვის ხელფასების მატება, წლების წინ დაანონსებული ქალაქის სასაფლაოს გახსნის შეუმდგარი …

„არ ვიცით რა შენდება, ნოტარიუსად ვიქეცით“ – საკრებულოს წევრები კუნძულის მშენებლობაზე

„ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. საკრებულოს წევრებისთვის არ გამართულა პატარა პრეზენტაციაც კი. არ ვიცით რა უნდა აშენდეს. საკრებულო არ არის ინფორმირებული, მხოლოდ და მხოლოდ სტატიების მეშვეობით ვიგებთ“ – განაცხადა ბათუმის საკრებულოს წევრმა კაკი გვიანიძემ საკრებულოს სხდომაზე, სადაც ბათუმის მერიამ დასამტკიცებლად შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდისთვის“ მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხი გამოიტანა კენჭისყრაზე. დღეს, 29 სექტემბერს, კომპანიას, რომელიც …

აბა, ცხენებით ვიაროთ? – სეკვესტრი ხელვაჩაურის ბიუჯეტში და ახალი პიკაპები 200 ათასად

“წლების განმავლობაში, შევარდნაძის მერე არ გაგვიგია სიტყვა სეკვესტრი, ახლა არის ეს თქვენს ბიუჯეტში,” – მიმართა ხელვაჩაურის მერს საკრებულოს წევრმა მიხეილ ბოლქვაძემ “ნაციონალური მოძრაობიდან”. დღეს, 30 ივნისს, ხელვაჩაურის საკრებულომ ბიუჯეტის შემცირებაზე იმსჯელა. პანდემიის მიზეზით ხელვაჩაურის ბიუჯეტი თითქმის 3 მილიონი ლარით მცირდება. ამ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი წელს სულ 18 მილიონი ლარია. ხელვაჩაურის მერის თქმით, შემცირება ძირითადად ეხება იმ …

ბათუმის საკრებულოში კომისიების სხდომები მიმდინარეობს

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები კომისიის წევრებს ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა მერაბ ქიძინიძემ გააცნო. სამსახურის უფროსის ინფორმაციით,  ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები ძირითადად  ეხება ბათუმის  საბავშვო ბაღების გაერთიანებას, ახალგაზრდული ცენტრის და  …

ბათუმის საკრებულო მერიის ა(ა)იპ-ისა და სამსახურების უფროსების სხდომაზე მისვლას ითხოვს

დღეს, 27 ივლისს, ბათუმში მიმდინარე საკრებულოს სხდომაზე მერიის ა(ა)იპ-ისა და სამსახურების უფროსების სხდომაზე მისვლა მოითხოვეს. ეს მოთხოვნა გაისმა საკრებულოს უმრავლესობის და ოპოზიციის მხრიდანაც. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ლაშა სირაბიძის თქმით, საკრებულოს წევრებს აქვს კითხვები და უკვე მერამდენე სხდომაა მათ მისვლას უშედეგოდ ითხოვენ. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ანთაძემ განაცხადა, რომ ეს კითხვები უკავშირდება კორუფციასა და …

ლაშა კომახიძე: K2-ის დარღვევაზე ჯარიმები უნდა გაიზარდოს

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, K2-ის დარღვევაზე [მშენებლობის სიმაღლეში განსაზღვრულზე მეტით ზრდა]  ჯარიმების გაზრდის ინიციატივით გამოდის. მერს დღეს არ უთქვამს, თუ რამდენით აპირებენ ჯარიმების გაზრდას. “ზედმეტად დაშენებული სართულები ყველასთვის პრობლემაა. არის დეველოპერების კატეგორია, ვინც ყველა შესაძლო მეთოდს იყენებს, რომ როგორმე დაამატოს სართული. უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ ამ კომპანიებამ ვერასოდეს ვერ დაიკანონონ ასეთი შენობები სერიოზული ჯარიმების გარეშე. ეს უნდა …

საკრებულოში კომისიის სხდომა გაიმართა

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა 2013 წლის 21 სექტემბერს, ქ. ბათუმში ზ. გამსახურდიას ქ.N11-ში მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებული პირების საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. 2013 წლის 21 სექტემბერს ძველ ბათუმში ზ.გამსახურდიას ქ.N-11-ში ხანძრის შედეგად დაიწვა 221 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარე სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი და საცხოვრისის გარეშე დარჩა …

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე „ოცნების“ წევრებს სხდომაზე გაჩუმებას აიძულებდა

რეგლამენტი და მადლობა ის სიტყვებია, რომლებიც დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ ყველაზე მეტჯერ გამოიყენა. ორივე სიტყვას ის საკრებულოს იმ წევრის გასაჩუმებლად იყენებდა, რომელმაც საუბარი ან ოპოზიციისთვის პასუხის გაცემის სურვილი გამოხატა. სულიკო თებიძე ძალისხმევას არ ზოგავდა, საკრებულოს წევრებს განსხვავებული პოზიციების გამოთქმის შემდეგ არ ეკამათათ. „არ შევიდეთ პოლემიკაში“, „ნუ შევალთ პოლემიკაში“ – ამ წინადადებით და …

საწვავი, ტელეფონის ხარჯი და 16 450 ლარი თანამდებობის პირს, რომელიც სამსახურში არ დადის

ირაკლი მიქელაძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, თუმცა იგი საკრებულოს სხდომებსაც კი არ ესწრება. თანამდებობის პირისთვის, რომელიც სამსახურში არ დადის, ბათუმის ბიუჯეტიდან მხოლოდ 2017 წლის პირველ ოთხ თვეში 16 450 ლარი დაიხარჯა. ირაკლი მიქელაძე გერმანიაში იმყოფება მეუღლესთან ერთად. საზღვარგარეთ ყოფნა საკრებულოს თავმჯდომარეს არც იმაში უშლის ხელს, რომ საწვავისთვის და სატელეფონო ხარჯისთვის გამოყოფილი ლიმიტი აითვისოს. სამსახურში მიუსვლელად …

გიორგი კირთაძე: ასეთი ცვლილება თვითმმართველობის იდეასთან წინააღმდეგობაშია

დღეს, 10 მარტს  ბათუმის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდმოარემ გიორგი კირთაძემ განცხადება გააკეთა. მისი თქმით დღეს ჩანიშნული საკრებულოს სხდომა ჩაიშალა: „რადგან საკრებულოს თავმჯდომარემ [ჭეიშვილმა] ვერ მოუყარა თავი 13 დეპუტატს ვინც მხარს დაუჭერდა ბიუჯეტში ცვლილებას“, –  ცვლილებები ბათუმის 2016 წლის ბიუჯეტში, ფეხბურთის განვითარების მხარდაჭერისთვის განკუთვნილი თანხის ა(ა)იპ − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში გადარიცხვას შეეხებოდა. გიორგი …

Exit mobile version