ახალი სასწავლო ქსელი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის

„განათლების კოალიცია“, „გაეროს ბავშვთა ფონდი“ და  „საერთაშორისო პლატფორმა CK-12“  სკოლებისთვის ახალ ინიციატივას იწყებენ. უნდა შეიქმნას „საგანმანათლებლო პლატფორმა ck-12-ის სკოლების ქსელი“, რომლის მიზანი CK-12-ის რესურსების პოპულარიზაცია და ინტეგრირებაა სწავლა-სწავლების პროცესში. კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 60 საჯარო სკოლა და პროექტის დასკვნით ეტაპზე გამორჩეული პრაქტიკის მქონე 10 მათგანი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება. „განათლების კოალიციის“ ინფორმაციით, ამ ქსელში ის სკოლები ჩაერთვებიან, …

ქიმია და ბიოლოგია მედიცინის შესწავლის ნაცვლად – ბათუმელი სტუდენტის არჩევანი

გიორგი მიქაძე 19 წლის სტუდენტია ბათუმიდან. მან სკოლა გასულ წელს დაასრულა და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში, 70%-იანი გრანტით, სამედიცინო ფაკულტეტზე ჩააბარა. თუმცა გიორგიმ გადაწყვიტა წელს ხელახლა ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდები და შეიცვალოს პროფესია – ამჯერად იგი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას აპირებს აგრარულ უნივერსიტეტში. ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია გიორგის საყვარელი საგნებია ბავშვობიდან. რატომ შეცვალა პროფესიული არჩევანი და …

პედაგოგები ტრენინგებზე უფრო ავლენენ ლიდერულ თვისებებს, ვიდრე სკოლაში – ინტერვიუ

რა შედეგი აქვს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას სკოლაში და რატომ ვერ ავლენენ ლიდერობას სკოლებში ის პედაგოგები, რომლებიც კარგად მუშაობენ ტრენინგების დროს და სიახლეებს ადვილად იღებენ? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მოწვეულ ლექტორს, ეკატერინე სლოვინსკის ესაუბრა, რომელმაც ორი წელი იმუშავა სკოლის პედაგოგების გადამზადებაზე, მიმდინარე წელს კი კვლევის შედეგები …

გამარჯვებული ბათუმელი მოსწავლეები მოსაწყენი გაკვეთილების წინააღმდეგ

სამედიცინო ფიზიკა, მეცნიერება, მედიცინა, კომპიუტერული პროგრამები – ეს იმ პროფესიების ჩამონათვალია, რომლებიც შემოქმედებითი კლუბ „ფოტონის“ ბავშვებს სურთ აირჩიონ. კლუბი ბათუმის მე-5 საჯარო სკოლაში ორი წელია შეიქმნა და უკვე გახდა მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი საბუნებისმეტყევლო საგნების ტურნირში „ჩხირკედელა“. კონკურსის პირველ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტი კერძო და საჯარო სკოლა იყო ჩართული, თუმცა მეორე ტურში მხოლოდ 40 …

მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს ახალი რეგულაციები დაუწესეს

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 7 თებერვლის დადგენილებით, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლები უნდა ფლობდნენ სქემით მინიჭებულ სტატუსს, გარდა პრაქტიკოსისა იმ საგნებში, რომლებსაც სკოლაში ასწავლიან, ან  უმაღლესი განათლების დიპლომით უნდა ჰქონდეთ დადასტურებული იმ საგნების სწავლება, რომლებსაც დამატებით ასწავლიან. [checklist] მათემატიკის მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ …

ქიმიის და ფიზიკის პედაგოგები: სამინისტრო დისკრიმინაციულად გვეპყრობა

საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები, მიუხედავად იმისა, რომ სტატუსი აიმაღლეს და გახდნენ უფროსი ან წამყვანი მასწავლებლები, ამ სტატუსით განსაზღვრულ დანამატს სრულად მაინც ვერ იღებენ. სრული დანამატის მიღება მხოლოდ იმ პედაგოგებს შეუძლიათ, ვისაც მინიმუმ 15 საათი აქვს. პედაგოგების აზრით, ეს არის უსამართლობა და დისკრიმინაცია, რადგან ბევრ სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნებში საათები მცირეა და ხშირად პედაგოგები 15 საათს, არჩევითი საგნების …

ბიოლოგიისა და ქიმიის ბათუმელი მასწავლებლები, რომლებიც კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში მიდიან

მაგდანა ხაბაძე ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის და შპს „განათლების“ ბიოლოგიის მასწავლებელია, რუსუდან შავაძე კი მე-6 საჯაროს სკოლაში ქიმიას ასწავლის. ისინი იმ 12 მასწავლებელს შორის არიან, რომლებმაც კონკურსში გაიმარჯვეს და ვარშავის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში სტაჟირებას გაივლიან. რას ელოდებიან ამ სტაჟირებისგან პედაგოგები და რა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საჯარო სკოლებში სწავლება აქტიური გახდეს. გამარჯვებულ პედაგოგებს „ბათუმელები“ ესაუბრა. …

„ჭორი მეგონა ჯერ, სახტად დავრჩი“, – რეპეტიტორები საატესტატო გამოცდების გაუქმებაზე

„გახარებული დამხვდნენ ბავშვები – რომ გვეუბნებოდით, ისწავლეთ, თორემ გამოცდაზე გაგიჭირდებათო, აღარ გვჭირდება, ბატონოო… დღესაც მქონდა გაკვეთილი მეთერთმეტეში და გამიკვირდა: მომზადებული დამხვდნენ. იცით, როგორ არის, მგონი, ინერციით მივდივართ. მეთერთმეტეში უხარიათ, რომ რაღაც შეძლეს და ისწავლეს. მეათე კლასში უფრო გახარებული არიან. მათ უკვე აღარ უნდოდათ წიგნის გადაშლა,“ – ამას ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი, ნუკრი კობახიძე …

„ყველაფერი დამოკიდებულია მასწავლებელზე“ – როგორ ისწავლება სკოლებში ქიმია და ფიზიკა

საჯარო სკოლების ლაბორატორიებით აღჭურვის პროცესი 2010  წელს დაიწყო პროექტ „აინშტაინის“ ფარგლებში. პირველ წელს ლაბორატორიები 150 სკოლისთვის შეიძინეს. ერთი ლაბორატორიის ღირებულება 13 800 ლარი იყო. სკოლებს ლაბორატორიები გადასცეს ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის გაკვეთილების ხარისხის ამაღლების მიზნით, თუმცა სკოლები არ მარაგდებოდა ექსპერიმენტებისთვის საჭირო რეაქციებით და სხვა მასალებით, რის გამოც ლაბორატორიები, ფაქტობრივად, გამოუყენებელი იყო. პირველ ეტაპზე ორ მილიონზე …

საერთაშორისო კონფერენცია მასწავლებლებისთვის

ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათმატიკის, ინგლისურის ან გეოგრაფიის VII-XII კლასების მასწავლებლებს შესაძლებლობ აქვთ მონაწილეობა მიიღონ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში – მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისას. ამის შესახებ ინფორმაციას მასწავლებელთა სახლი ავრცელებს. კონფერენცია  2018 წლის 9 ივნისს, თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება. კონფერენციის ხანგრძლივობა 09:00 საათიდან 20:00 საათამდე. კონფერენცია იმართება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქარველოს  „მასწავლებელთა და …

სამი გამარჯვებული პედაგოგი ბათუმიდან ცერნში

ბათუმიდან ფიზიკის სამი მასწავლებელი ატომური კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (ცერნი) ერთკვირიან სასწავლო კურსს გაივლის. პედაგოგები კონკურსის წესით შეირჩნენ. ერთ-ერთი გამარჯვებული, ვენერა აბუსელიძე, ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის და სკოლა „განათლების“ ფიზიკის პედაგოგია. საკონკურსო პირობების მიხედვით, კონკურსანტს პედაგოგიურ მიღწევებთან ერთად უნდა წარმოედგინა ერთი ჩატარებული გაკვეთილის პრეზენტაცია. „გარდა ამისა, ძალიან კარგად უნდა იცოდე ცერნის ისტორია, ბირთვული კვლევები, ძალიან კარგად …

სკოლები საბჭოთა ინვენტარით და მოძველებული ლაბორატორიებით [ვიდეო]

მიუხედავად იმისა, რომ  ეროვნული სასწავლო პროგრამა მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნებში ექსპერიმენტების ჩატარებას ავალდებულებს,  საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურა,  მოძველებული  ლაბორატოერიები და ექსპერიმენტებისთვის საჭირო ქიმიური რეაქტივების უქონლობა, მოსწავლეებს პრაქტიკული მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევს. როგორია სახელმწიფოს როლი ამ პრობლემის მოგვარებაში და რა გამოწვევების წინაშე დგას სკოლა, მოსწავლე და მასწავლებელი  21-ე საუკუნის საქართველოში; რას აკეთებს სახელმწიფო ახალგაზრდებში საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციისთვის – …

Exit mobile version