პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და ადევნების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა „ვოთსაპის“ გამოყენებით მოიპოვა და უკანონოდ შეინახა სამი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო „მესენჯერის“ საშუალებით გადაუგზავნა სხვა პირს. „ასევე, ბრალდებული, სისტემატურად უკანონოდ უთვალთვალებდა დაზარალებულს, გადაადგილდებოდა მის საცხოვრებელ სახლთან და …
Tag Archives: პირადი ცხოვრების ხელყოფა
დააკავეს კაცი, რომელმაც 12 წლის გერის ოთახში ფარული ვიდეო ჩამწერი დაამონტაჟა – პროკურატურა
პროკურატურის ცნობით, არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, მასთან ერთად მცხოვრები 12 წლის არასრულწლოვანი გერის საძინებელ ოთახში ფარული ვიდეო ჩამწერი მოწყობილობის დამონტაჟების გზით, უკანონოდ მოიპოვა, შეინახა და გაავრცელა მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი მასალა“ – წერს პროკურატურა. უწყების ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ დაზარალებული …
დააკავეს პირი, რომელიც არასრულწლოვანს პირადი მასალის გავრცელებით ემუქრებოდა – პროკურატურა
პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და გამოყენების ფაქტზე 7 ოქტომბერს ერთი პირი დააკავეს. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული „ინსტაგრამის“ მეშვეობით სხვადასხვა პირთან მიმოწერებს აწარმოებდა და მათ მიერ გადმოგზავნილ პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველ ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეომასალას ფარულად, დაზარალებულების ნებართვის გარეშე ინახავდა, ხოლო ერთ-ერთ არასრულწლოვან დაზარალებულს, ურთიერთობის გაგრძელების მიზნით, უკანონოდ მოპოვებული მასალის გავრცელებით …
კაცს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება სხვისი პირადი ცხოვრების ხელყოფისთვის – პროკურატურა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვისა და გავრცელების ფაქტებზე 9 სექტემბერს ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა უკანონოდ შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, რომლის გავრცელების მუქარით, კვლავ აიძულებდა იმავე შინაარსის ფოტოსურათების გაგზავნას. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გამოყენება) …
კაცმა მეუღლის პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაცია ოჯახთან და მეგობრებთან გაავრცელა
მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისა და გავრცელების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს. პროკურატურა წერს, რომ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარი მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით დაზარალებულის ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან გაავრცელა. ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი …
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გავრცელება, ადევნება, მუქარა – დაკავებულია ერთი პირი
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, გავრცელების, სქესობრივი კავშირის იძულების, ადევნების და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, რომლის გავრცელების მუქარით რამდენჯერმე აიძულა დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა. „ბრალდებული ელექტრონული საშუალებების გამოყენებით სისტემატურად აკონტროლებდა …
პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს – მას 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება
თბილისში პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მის მობილურ ტელეფონში, ფოტო და ვიდეო მასალის სახით, უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის მქონე პირადი ცხოვრების საიდუმლოს, რაც მიმდინარე წლის 19 აგვისტოს უკანონოდ გაავრცელა სოციალურ ქსელ Tik-tok-ში, ხოლო 20 აგვისტოს instagram-ის მეშვეობით გადაუგზავნა დაზარალებულის …
დააკავეს კაცი, რომელმაც უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა 13 წლის გოგოს ინტიმური კადრები
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 13 წლის ბავშვის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და სოციალური ქსელით გავრცელების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. დაკავებულია 28 წლის კაცი. გამოძიების ვერსიის თანახმად 2024 წლის 13 მარტს, 13 წლის დაზარალებულმა ბრალდებული სოციალურ ქსელ „ტიკტოკზე“ ზე გაიცნო. „ისინი ყოველდღიურად საუბრობდნენ ერთმანეთთან „ფეისბუქ-მესენჯერის“ ვიდეოზარების საშუალებით, რა დროსაც ბრალდებული მუქარით არასრულწლოვანის შიშველ მდგომარეობაში ყოფნას მოითხოვდა. …
27 წლის კაცმა ყოფილ პარტნიორს ინტიმური ფოტოები გაუვრცელა – მას 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამართალდამცავებმა ტელეგრამის ჯგუფში პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. დაკავებულია 27 წლის კაცი. „გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრები 1996 წელს დაბადებული ბრალდებული სასიყვარულო/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 2001 წელს დაბადებულ დაზარალებულ გოგოსთან, რომელსაც თბილისში ნაქირავებ ბინაში ხვდებოდა ხოლმე. შეხვედრისას, დაზარალებული საკუთარი ნებით მამაკაცის ტელეფონით ინტიმურ ფოტოებს იღებდა. 2024 წლის მარტში, …
3 შვილის დედას ახალგაცნობილი კაცი მასთან ქორწინებას აიძულებდა – რა თქვა სასამართლომ
შინაგან საქმეთა სამინისტროს 2023 წლის სტატისტიკის მიხედვით, შარშან საქართველოში ადევნებისა და უკანონო თვალთვალის [სსკ-ის 151 მუხლის პრიმა ერთი] 118 ფაქტი დაფიქსირდა, 2022 წელს კი – 115. ერთ-ერთი მათგანი, ვინც ადევნების მსხვერპლი გახდა, ზუგდიდში მცხოვრები ხატია [სახელი შეცვლილია] იყო. ხატიას, რომელსაც 3 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, ახალგაცნობილი კაცი – მერაბი აედევნა. პროკურატურის ვერსიით, კაცი ქორწინებაში მყოფ ქალს …
ფარული კადრებით შანტაჟის ისტორიები სასამართლოდან
მას შემდეგ, რაც საქართველოში გავლენიან და ცნობილ რამდენიმე ქალს ფარული კადრები გაუვრცელეს, ზოგს კი ამით დაემუქრნენ – ფარული კადრების გავრცელებით დაშანტაჟების შემთხვევებმა იმატა. ამ ტიპის დანაშაულის ჩადენა კი ძირიტადად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო. „კაცი პარტნიორ ქალს ინტიმური ფოტოების გავრცელებით ემუქრებოდა“ – ეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი ბოლო ინფორმაციაა იმაზე, რომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს …
Continue reading “ფარული კადრებით შანტაჟის ისტორიები სასამართლოდან”
როცა პატარა გოგოებს ინტიმური ფოტოების გადაღებას აიძულებენ – ფაქტები 50%-ით გაიზარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, საქართველოში, გასულ წელთან შედარებით, 50 პროცენტითაა გაზრდილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტები. 2023 წელს ასეთი 197 შემთხვევა აღირიცხა. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება და გავრცელება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. სპეციალური საგამოძიებო სამსახური პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას ამ მუხლით საქმის გამოძიების დაწყების შესახებ. დაზარალებულები ხშირად არიან არასრულწლოვნები. მაგალითად, 2023 …
პარტნიორებს შიშველი სხეულის ფოტოებს უღებდნენ და უვრცელებდნენ, დავაკავეთ 5 პირი – საგამოძიებო
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ივლისი-აგვისტოს პერიოდში, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ხუთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები სხვადასხვა დროს მათთან ურთიერთობაში მყოფი დაზარალებული პირების შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, ვიდეოებს და ინტიმური ხასიათის მიმოწერებს ინახავდნენ, სოციალურ ქსელში ათავსებდნენ, მობილური ტელეფონის მეშვეობით დაზარალებულების ნათესავებს და ახლობლებს უგზავნიდნენ, ასევე, ცალკეულ შემთხვევებში აღნიშნულ ფოტო …
მოზარდები პირადი ცხოვრებით შანტაჟის შესახებ [ვიდეო]
მოზარდები სკოლაში არა მარტო ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ, არამედ სქესის ნიშნის მიხედვით ძალადობასაც რომ განიცდიან, ეს კვლევითაც დასტურდება. რამდენიმე დღის წინ კი, ერთ-ერთი ბათუმელი მოზარდის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა დახურულ ჯგუფში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა კონკრეტული ფაქტის შესახებ შეიტყო საზოგადოებამ. საქმეზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ დაისჯება თუ არა ვინმე, ჯერჯერობით, გაურკვეველია. მოზარდები, რომლებსაც ამ საკითხზე „ბათუმელები“ სხვადასხვა ფორმატში …
Continue reading “მოზარდები პირადი ცხოვრებით შანტაჟის შესახებ [ვიდეო]”
რას ეკითხებიან ყველაზე ხშირად მოზარდები პედაგოგებს პირადი ცხოვრების შესახებ
რა იციან მოზარდებმა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ, რამდენად ინფორმირებული არიან ისინი, თუ რა ტიპის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებისას და რას ასწავლიან ამის შესახებ მათ სკოლაში? „ბათუმელები“ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს ესაუბრა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი და გლობალური ჯილდოს ფინალისტი ლადო აფხაზავა ამბობს, რომ საზოგადოების ნაწილს მოსწონს სხვისი დისკრედიტაცია და ამ თემით …
Continue reading “რას ეკითხებიან ყველაზე ხშირად მოზარდები პედაგოგებს პირადი ცხოვრების შესახებ”
ეკა ბესელია: დაკავებულებს შეიძლება არც კი ჰქონდათ გააზრებული ისე აზიარებდნენ ჩანაწერს
საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ შს სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. დღეს შს სამინისტრომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით 16 პირის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ეკა ბესელიას სავარაუდო პირადი ცხოვრების კადრების ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა. ეკა ბესელია: „ამ დროისთვის რა ინფორმაციაც მივიღე, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. რამდენიმე …