ცნობილია, რა დაადგინა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა „ქართული ოცნების“ კოორდინატორის მიერ მოქალაქის პირადი მონაცემების გამოყენების ფაქტზე. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ არაერთი მოქალაქე „ბათუმელებთან“ ამბობდა, რომ „ოცნების“ კოორდინატორები უკავშირდებოდნენ და და ეკითხებოდნენ, უჭერდნენ თუ არა ისინი მხარს „ქართულ ოცნებას“. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ასეთი კოორდინატორის სატელეფონო ზარი ჟურნალისტმა ჩაიწერა და მას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან უჩივლა. …
Tag Archives: პერსონალურ მონაცემთა დაცვა
რეესტრმა შშმ აქტივისტის მონაცემები გამოაქვეყნა – „გვატყუებენ, რომ რუსული კანონი არ შეგვეხება“
შშმ აქტივისტი, მოქალაქე დეა ერემაშვილი ამბობს, რომ საჯარო რეესტრმა მისი პერსონალური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რითაც დაარღვია კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“, რომელთანაც ვთანამშრომლობდი, დარეგისტრირდა ეგრეთ წოდებული უცხოური გავლენის რეესტრში, რის საფუძველზეც მან იუსტიციის სამინისტროს კანონით განსაზღვრული ყველა ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაარღვია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი და ჩემი …
რა ელის „ოცნების“ კოორდინატორს, რომელიც ამომრჩეველს ურეკავს – ფაქტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაიწყო შემთხვევის განხილვა, როცა „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ამომრჩევლებს ურეკავენ და ეკითხებიან, არიან თუ არა ისინი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები. „ბათუმელებს“ რამდენიმე მოქალაქემ უთხრა, რომ მათ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ურეკავენ. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა „ქართული ოცნების“ კოორდინატორის სატელეფონო ზარი ჩაიწერა. ჟურნალისტი აცხადებს, რომ პირადი ტელეფონის ნომერი რომელიმე პარტიის წარმომადგენლისთვის ნებაყოფლობით არ მიუცია. იურისტ ირმა პავლიაშვილის …
ფარულად მოპოვებული ფაილები „ოცნების“ ოფისიდან
„ქართული ოცნება“ პარტიის ოფისებში წინასაარჩევნოდ დეტალურად ამუშავებს ათობით ათასი ადამიანის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პირად მონაცემებს. ეს ინფორმირებული პირის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული დოკუმენტებით დასტურდება. მაგალითად: ნარკოტიკებზე ხარ დამოკიდებული, ან ჯანმრთელობის პრობლემები გაქვს? რა ბიზნესს ეწევი? რამდენად სცემ პატივს „ავტორიტეტებს“? რომელი პარტიის მხარდამჭერი ხარ? ოპერაცია ხომ არ გაგიკეთებია ან რამე ბიზნესიდეა ხომ არ დაგიფინანსა სახელმწიფომ? რა არ იცის …
Continue reading “ფარულად მოპოვებული ფაილები „ოცნების“ ოფისიდან”
აქტივისტებსა და მათი ოჯახის წევრებს ურეკავენ და ემუქრებიან – საია განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მოქალაქეების პირად ნომრებზე უცნობი სატელეფონო ზარებიდან გინებისა და მუქარის გახშირებული ფაქტების გამო, საია მოუწოდებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს დაინტერესდნენ ამ მოვლენით და კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლონ და საზოგადოებას აცნობონ, სახელმწიფო უწყების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, პოზიცია. „2024 წლის 7 მაისიდან აქტიურად მიმდინარეობს როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ქართული ნომრებიდან, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართული პირებისა …
„ვიდეოჩანაწერი 1 თვის დაგვიანებით გამოითხოვეს“ – პერსონალურ მონაცემთა დაცვას უჩივლეს
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა პოლიციისგან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გამოითხოვა ჩემი განცხადების წარდგენიდან ერთი თვის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, როცა რეალურად არსებობდა საფრთხე, რომ ჩანაწერი აღარ იქნებოდა შენახული,“ – გვიყვება გოჩა მჟავანაძე. ის ხელვაჩაურის მერიის ყოფილი თანამშრომელია და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს სასამართლოში უჩივის. გოჩა მჟავანაძე ხელვაჩაურის მერიაში ეკონომიკის და სტატისტიკის განყოფილებაში უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. …
აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილე: „არ არის გამორიცხული, სხვა კადრებიც გავრცელდეს“
„ამ ჩანაწერზე წვდომა ტელევიზიის ყველა თანამშრომელს შეეძლო. არ არის გამორიცხული, რომ სხვა კადრებიც იყო დაკოპირებული და გავრცელდეს,“ – ამბობს ჯემალ გვეტაძე. ის აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილეა ტექნიკური მიმართულებით. მას ვკითხეთ, ხომ არ უნდა ველოდოთ სოციალურ ქსელში ტელევიზიაში გადაღებული ახალი ფარული კადრების გავრცელებას. აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის თათბირის კადრი გუშინ, პირველ მაისს დაახლოებით 14:00 …
საია აჭარა TV-ის ფარულ კადრებზე: ცალსახად დაირღვა პერსონალურ მონაცემთა კანონი
„ცალსახად დაირღვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონი,“ – მიიჩნევს ანნა მდინარაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის უფროსი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში ფარულად ჩაწერილი თათბირის კადრის გავრცელებაზე. სოციალურ ქსელში დღეს, პირველ მაისს, ტელევიზიის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის თათბირის კადრი გავრცელდა. კადრზე აღბეჭდილია მოკლე ფრაგმენტი, სადაც ჩანს, რომ ნათია კაპანაძე თათბირს ტოვებს და გასვლის დროს კარებში …
Continue reading “საია აჭარა TV-ის ფარულ კადრებზე: ცალსახად დაირღვა პერსონალურ მონაცემთა კანონი”
მოსამართლე თამარ ქალდანს: იქნებ მეც დამარწმუნოთ, რომ იდეალურადაა საქმე
“გარკვეული საკითხები უკეთესად დაზუსტდა… დღეს მოქმედი კანონი მკაფიოდ არეგულირებს ინსპექტორის რეაგირების მანდატს,” – უთხრა მოსამართლეებს თამარ ქალდანმა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა. საკონსტიტუციო სასამართლო განაგრძობს ფარულ მოსმენებზე პოზიციების მოსმენას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ინსპექტორის აპარატი საზედამხედველო ორგანოა. ამ არგუმენტით თამარ ქალდანი ამართლებს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ინსპექტორს ე.წ. გასაღები აღარ …
Continue reading “მოსამართლე თამარ ქალდანს: იქნებ მეც დამარწმუნოთ, რომ იდეალურადაა საქმე”
„ეს შენ გეხება“ მოსმენებზე კანონის მიღების შემთხვევაში სტრასბურგს მიმართავს
პარლამენტმა 22 თებერვალს კენჭი უნდა უყაროს კანონპროექტს ფარულ სატელეფონო მოსმენებზე. ახალი მოდელის მიხედვით, ე.წ. „გასაღები“ ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაქვემდებარებაში გადავა, თუმცა ეს უწყება ანგარიშვალდებული სუს-თან იქნება. სუს-ი, ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღემდე ახორციელებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის, მოსმენებს. მეორე „გასაღები“, ანუ კონტროლის ბერკეტი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს აქვს. ეს მოდელი საკონსტიტუციო სასამართლომ გასულ …
Continue reading “„ეს შენ გეხება“ მოსმენებზე კანონის მიღების შემთხვევაში სტრასბურგს მიმართავს”
დარღვევა ბათუმის ციხეში, რის გამოც არავინ დასჯილა
პატიმარი ბათუმის ციხიდან ტელეფონით სარგებლობის უფლების დარღვევას აპროტესტებს. გვწერს, რომ წინასწარ სთხოვენ იმ ტელეფონის ნომრებს, ვისთანაც აპირებს საუბარს. მსჯავრდებულ ლ.მ.-ს გასული წლის 20 ივნისის ფაქტზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის მიუმართავს. ინსპექტორმა ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი დაადგინა. ინსპექტორის აპარატში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მსჯავრდებული მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში იმყოფება [ბათუმის მე-3 საპყრობილე], მაგრამ კონკრეტულად პატიმარი ლ.მ. ნახევრად …
Continue reading “დარღვევა ბათუმის ციხეში, რის გამოც არავინ დასჯილა”
რატომ უთვალთვალებენ კაფეები საკუთარ კლიენტებს & გამოკითხვა
რესტორნები და კაფეები ბათუმში საკუთარ კლიენტებს უთვალთვალებენ. ვიდეოკამერები ამ ტიპის დაწესებულების შიგნით იმდენია და ისეთ ადგილებში განთავსებული, რომ თავისუფლად შეიძლება ნებისმიერ კლიენტზე ინფორმაციის მიღება: ვის შეხვდით, ვის ესაუბრებოდით, რა მიირთვით, რა დროს… კაფე-რესტორნების მენეჯერები არ მალავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციას ვიდეოჩანაწერების შესახებ სამართალდამცველებს აწვდიან. „ჩვენ ყოველთვის ვეხმარებით ჩვენს პოლიციას, კანონმორჩილი ხალხი ვართ“, – გვითხრა „გარდენსის“ …
Continue reading “რატომ უთვალთვალებენ კაფეები საკუთარ კლიენტებს & გამოკითხვა”
სათვალთვალო კამერის ჩანაწერები მხოლოდ პროკურორებისთვის
ვიდეო-სათვალთვალო კამერები, რომლებიც ქუჩასა თუ სხვადასხვა ობიექტის შესასვლელთან გვაფიქსირებენ, ხშირად გადამწყვეტი ფაქტორი ხდება სასამართლო პროცესში. რამდენჯერმე ვიდეოჩანაწერმა პოლიციელების მიერ ნათქვამის საპირისპირო სიმართლე დაადასტურა და პროკურატურამ საქმე წააგო. თუკი კერძო ობიექტის მფლობელი თანახმა არ არის, ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღების უფლება მხოლოდ პროკურატურას აქვს. ასეა იმის მიუხედავად, რომ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის შესახებ პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციაში წერია. თავისი …
Continue reading “სათვალთვალო კამერის ჩანაწერები მხოლოდ პროკურორებისთვის”
ბანკი შენს პირად სივრცეში
სესხის მისაღებად ადამიანები ბანკის თანამშრომლების მრავალ შეკითხვას პასუხობენ. სიტუაცია ალბათ ყველასთვის ნაცნობია – მსესხებელს დეტალურად ეკითხებიან შემოსავლების, ოჯახის წევრების შემოსავლების, თანამშრომლებისა თუ ნათესავების შესახებ. ბანკის თანამშრომელი გკითხავთ თანამშრომლის საკონტაქტო ინფორმაციასაც. მკაფიო რეგულაციები, რაც ბანკებს პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების ან შენახვის წესებს განუსაზღვრავს, არ არსებობს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ამჟამად იმ 20 ადამიანის განცხადებას განიხილავს, რომლებმაც …