„მისთვის აუცილებელი ფსიქოტროპულ მედიკამენტის დანიშვნას მსჯავრდებული თვეზე მეტია ითხოვს… ადმინისტრაციის მხრიდან გულგრილი მოპყრობის გამო, მსჯავრდებული ერთ კვირაზე მეტია შიმშილობს პროტესტის ნიშნად,“ – ამბობს ადვოკატი ნესტან ანანიძე. იგი ერთ-ერთი პატიმრის ინტერესებს იცავს, რომელიც ლაითურის პირველ დაწესებულებაშია მძიმე ფსიქოლოგიური და მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობით. ადვოკატი განმარტავს, რომ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია პატიმარს საჭირო დოზით მედიკამენტებს არ უნიშნავს, პატიმარს აქვს …
Tag Archives: პატიმრების წამების საქმე
10 წლის შემდეგ „ბათუმის ციხეში პატიმრების წამების საქმე“ თავიდან დაიწყება – მოსამართლე გამოცვალეს
„ბათუმის ციხეში პატიმრების წამების საქმის“ განხილვა 10 წლის თავზე ხელახლა დაიწყება. ჯერ უცნობია, ამჯერად რომელი მოსამართლე მოუსმენს ყოფილ პატიმრებს, რომლებმაც ჩვენება წლების წინ მისცეს სასამართლოს და სამართალი ვერ იპოვეს. ყოფილი პატიმრებიდან რამდენიმე გარდაიცვალა კიდეც. ამ საქმის განხილვა განსაკუთრებით გაჭიანურებულია – „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ზუსტად ციხეებში არსებული სისასტიკის გამოძიების დაპირებით მოვიდა. „ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმეს“ …
მოსამართლე ციხის თანამშრომელს: ვინმე ხომ არ გაშინებთ? – პატიმრების წამების საქმე
„ხელის დარტყმის მაგვარი იყო… შეიძლება ჩათვალოთ ისეც და ასეც,“ – უპასუხა პროკურორს ბათუმის ციხის კონტროლიორმა, რომელმაც დღეს, 17 თებერვალს, ჩვენება მისცა „პატიმრების წამების საქმეზე”. ეს საქმე მეექვსე წელია განიხილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოწმის თქმით, ის 1996 წლიდან მუშაობს ბათუმის ციხეში, 2009 წელს ბრალდებულები ბათუმის ციხეში პატიმრებზე არ ძალადობდნენ და ის ხდებოდა, რაც “დარღვევების აღმოფხვრას” სჭირდებოდა. …
Continue reading “მოსამართლე ციხის თანამშრომელს: ვინმე ხომ არ გაშინებთ? – პატიმრების წამების საქმე”
სასამართლოში აღარ მოვიდნენ ყოფილი პატიმრები, რომლებიც ციხის უფროსებს წამებაში ადანაშაულებენ
“მოწმეები არ მოვიდნენ. ჩვენ მათ დავუკავშირდებით და შემდეგ სხდომაზე უზრუნველვყოფთ მათ გამოცხადებას,” – ამ სიტყვებით მიმართა პროკურორმა რამაზ შავაძემ მოსამართლეს დღევანდელ სხდომაზე. მოწმეთა გამოუცხადებლობის გამო სასამართლო სხდომა გადაიდო. „პატიმრების წამების საქმის“ განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2014 წელს დაიწყო. ამის მიუხედავად, 119 მოწმიდან ამ დრომდე სასამართლოს დაახლოებით 40 მოწმის ჩვენება აქვს მოსმენილი. სასამართლო პროცესები ამ საქმეზე …
„პატიმრების წამების საქმის“ განხილვა ისევ გადაიდო
“პატიმრების წამების საქმის” განხილვა ისევ გადაიდო. ამჯერად სასამართლოში პროკურორი რამაზ შავაძე არ გამოცხადდა. მან სასამართლოს გუშინ აცნობა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სხვა პროცესი ჰქონდა ჩანიშნული. გამოძიება ბათუმის ციხის ყოფილ ხელმძღვანელ პირებს – გიორგი ვეკუას და ზაზა ჯიქიას დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ედავება. საქმეში სულ 119 მოწმეა – პატიმრები, რომლებიც ყვებიან, როგორ აწამეს ციხეში. მიუხედავად იმისა, …
Continue reading “„პატიმრების წამების საქმის“ განხილვა ისევ გადაიდო”
ნაწამებ პატიმრებს შესაძლოა ხელახლა მოუსმინოს მოსამართლემ – საქმის განხილვის მეხუთე წელი
„ბათუმის ციხის უფროსების საქმის“ განხილვა შესაძლოა თავიდან დაიწყოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მოსამართლე დავით მამისეიშვილი სხვა სასამართლოში გადავა სამუშაოდ, ხოლო სამუშაო ადგილის შეცვლამდე სათადარიგო მოსამართლე არ დაინიშნება. ამ ეტაპზე „ციხის უფროსების საქმის“ განხილვა ისევ შეჩერებულია და არც სათადარიგო მოსამართლეა დანიშნული. დავით მამისეიშვილი კი, სამუშაო ადგილის შეცვლას აპირებს. ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების – გიორგი ვეკუას …
„ციხის ყოფილი უფროსების“ საქმის განხილვა ისევ შეჩერებულია – დასაკითხია 100-ზე მეტი მოწმე
„ციხის ყოფილი უფროსების“ საქმეზე სასამართლო პროცესი მაისის შემდეგ ისევ არ გამართულა. საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება წლის ბოლომდე უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან უნდა გათავისუფლდნენ. საქმეზე დასაკითხია 100-ზე მეტი მოწმე, მორიგი პროცესი კი, ჩანიშნული ახლაც არ არის. ბათუმის ციხის ყოფილ უფროსებს – გიორგი ვეკუას და ზაზა ჯიქიას პროკურატურა პატიმრების წამებასა …
ყოფილი პატიმარი: შეიძლება დედის სახე დამავიწყდეს, მაგრამ მათი – არასოდეს
„აი, ეს არის“, – თქვა ყოფილმა პატიმარმა და ადვოკატის გვერდით გაიშვირა ხელი, სადაც ბათუმის ციხის ყოფილი უფროსები: ზაზა ჯიქია და გიორგი ვეკუა ისხდნენ. ადვოკატმა მას ჰკითხა, შეეძლო თუ არა უშუალოდ გიორგი ვეკუას ამოცნობა. „შეიძლება, საკუთარი დედის და მამის სახე დამავიწყდეს, მაგრამ ამათი სახე არასდროს დამავიწყდება,“ – თქვა ყოფილმა პატიმარმა, რომელმაც დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ჩვენება …
Continue reading “ყოფილი პატიმარი: შეიძლება დედის სახე დამავიწყდეს, მაგრამ მათი – არასოდეს”
ყოფილი პატიმარი მოსამართლეს: თუ სამართალია სადმე, მეც მინდა
„იქ, ციხეში, უფლება არ ჰქონდა ვინმეს, უფროსისთვის თვალებში შეეხედა… მე ახლა ვუყურებ მას თვალებში. ბატონო ზაზა, გაქვთ თქვენ უფლება, რომ თვალებში მიყურებდეთ?“ – ასე ერთ-ერთმა მოწმემ მიმართა ბათუმის ციხის რეჟიმის ყოფილ უფროსს – ზაზა ჯიქიას. ყოფილმა ხუთმა პატიმარმა დღეს, 5 აპრილს, სასამართლოს ჩვენება მისცა. მოწმეებმა დეტალურად გაიხსენეს, როგორ სცემდნენ ისე, რომ არ იცოდნენ მათგან რა …
Continue reading “ყოფილი პატიმარი მოსამართლეს: თუ სამართალია სადმე, მეც მინდა”
რა შემთხვევაში აღარ დაისჯებიან ბათუმის ციხის ყოფილი უფროსები პატიმრების წამების საქმეზე
ბათუმის ციხის ყოფილი უფროსის, გიორგი ვეკუას და რეჟიმის უფროსის, ზაზა ჯიქიას საქმეზე თითქმის ერთი წელია სასამართლო პროცესი აღარ განახლებულა. ამ პირებს პროკურატურა პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში სდებს ბრალს. ასზე მეტი ნაწამები პატიმრის საჩივრის საფუძველზე ამ საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 წლის წინ – 2014 წლის 4 მარტს დაიწყო. 116 მოწმიდან ამ ეტაპზე დაახლოებით …