ნათია კაპანაძე იმპიჩმენტზე: ცხადია, ეს უკავშირდება პოლიტიკას

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი, ნათია კაპანაძე ამბობს, რომ უკვე გაეცნო აჭარის მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის განცხადებას, რომლის თანახმადაც საბჭოს წევრები: გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე მისთვის უნდობლობის გამოცხადებას ითხოვენ. ნათია კაპანაძის თქმით, როდესაც საკითხი უკავშირდება დამოუკიდებელ მედიას, განხილვა ნებისმიერ შემთხვევაში ხდება პოლიტიკის ჭრილში: „როცა ვსაუბრობთ საზოგადოებრივი მაუწყებლობის სტანდარტზე, შედეგზე, რომელიც დღეისათვის აქვს …

13 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხზე

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც 13 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. „არასამთავრობო ორგანიზაციები მკვეთრად უარყოფითად ვაფასებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის ინიციატივას, ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შესახებ. აჭარის ტელევიზია და რადიო ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან შეფასდა, …

6 პარტიის განცხადება აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნაზე

„ხელისუფლებას არ აწყობს დაბალანსებული ტელევიზია და გადაწყვიტა მის საქმიანობაში ჩარევა. ამ გეგმის ნაწილია ტელევიზიის დირექტორის გადაყენება“, – აცხადებს „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის – ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის პროცესზე 6 პოლიტიკური პარტია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „შენების პარტია“, „ახალი საქართველო“ და „ემსახურე საქართველოს“. პოლიტიკური პარტიები გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამენ კვლევებს, სადაც „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მოხვდა, …

აჭარის ტელევიზია: მიმდინარე პროცესები სარედაქციო დამოუკიდებლობას უპირისპირდება

სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო გამოეხმაურა ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის ინიციატივას. მაუწყებლის განცხადებით, საქმე სიტყვის თავისუფლებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დამოუკიდებლობას ეხება. „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ ბოლო წლების განმავლობაში დაადასტურა, რომ იგი აუდიტორიას აწვდის ობიექტურ და მიუკერძოებელ ინფორმაციას. ორგანიზაციამ შეძლო შეექმნა პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი მაუწყებლობა. მიმდინარე …

ბორდის ორი წევრი აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს ითხოვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა აჭარის ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა – ინფორმაცია „ბათუმელებს“ საბჭოს თავმჯდომარემ, ნატა იმედიაშვილმა დაუდასტურა. ხუთწევრიანი ბორდიდან უმრავლესობა, ანუ სამი წევრი თუკი მისცემს ხმას მოქმედი დირექტორის წინააღმდეგ, ნათია კაპანაძე თანამდებობას დატოვებს. საბჭოს ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით ორმა წევრმა: ირაკლი დარცმელიძემ და გიგა ჩხარტიშვილმა მიმართა. „ბათუმელები“ …

„მამალი მგლების არ გვეშინია” – თეატრის წარმომადგენელი აჭარის ტელევიზიის დირექტორს [ვიდეო]

ბათუმის თოჯინების თეატრში დღეს დასავლეთ საქართველოს თეატრების რეჟისორები და მსახიობები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელს შეხვდნენ. დისკუსია, ფაქტობრივად, ცალმხრივ ფორმატში წარიმართა. ჯგუფი სატელევიზიო გადაცემა „ტელესპექტაკლების“ შეწყვეტას აპროტესტებდა. „მამალი მგლებისაც არ გვეშინია, პირად ურთიერთობას რომ თავი დავანებოთ, აქ შეკრებილებს თავისი დამოკიდებულება აქვს ბათუმის მიმართ, საძმაკაცო ჰყავს და ასე შემდეგ“, – მიმართავდა ქუთაისის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აჭარის …

რა ხდება აჭარის ტელევიზიაში – დაპირისპირებული მხარეების განმარტებები

თუ დირექტორი გექცეოდათ დისკრიმინაციულად, რატომ  მიმართეთ პროკურატურას და არა სახალხო დამცველს? – „ბათუმელების“ ამ კითხვას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის იურიდიული მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა მალხაზ ბოლქვაძემ უპასუხა, რომ მისთვის მიუღებელია „საქმე შერიგებით დასრულდეს“. პროფესიით იურისტმა, მალხაზ ბოლქვაძემ ტელევიზიის დირექტორს დისკრიმინაციის მუხლით პროკურატურაში 3 აგვისტოს უჩივლა. „დისკრიმინაციული კანონი ითვალისწინებს, რომ დისკრიმინაციის დადგენის შემდეგ სახალხო დამცველი ვალდებულია მხარეების შერიგებაზე იმუშაოს. …

აჭარის ტელევიზიას სამი ახალი რედაქტორი ჰყავს

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს სამი ახალი რედაქტორი ჰყავს. ჟურნალისტები: მაია მერკვილაძე, სოფო ჟღენტი და ირინე ყურუა საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ საკონკურსო კომისიამ შეარჩია. მაუწყებელს მხოლოდ ერთი რედაქტორის ვაკანსია ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა კომისიამ კონკურსში მონაწილე სამივე ჟურნალისტის დასაქმების გადაწყვეტილება მიიღო. „დარწმუნებული ვარ, სამივე მათგანი გააძლიერებს საზოგადოებრივ მაუწყებელს. შეფასებები იყო ძალიან მაღალი სამივე შემთხვევაში,“ – …

„აჭარის ტელევიზიის“ კამერა ქორწილში და სარჩელი ტელევიზიის დირექტორის წინააღმდეგ

„აჭარის ტელევიზიის“ მმართველთა საბჭოს უკვე ყოფილი წევრი, ირაკლი ბარამიძე ტელევიზიის დირექტორის წინააღმდეგ სასამართლო დავას აპირებს. მიზეზი გათავისუფლების ბრძანებაა, რომელსაც ნათია კაპანაძემ ხელი უკვე მოაწერა. ირაკლი ბარამიძე ამბობს, რომ დირექტორი მას განცხადების დაწერას აიძულებდა. გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე, „აჭარის ტელევიზიის“ ოპერატორმა ტელევიზიის სტიკერიანი ვიდეო კამერით ერთ-ერთ ქორწილი გადაიღო, რაც გახდა ირაკლი ბარამიძის გათავისუფლების საფუძველი. „იმ დღეს …

აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორი: ამბობენ, რომ ბევრია დანიშნული ნეპოტიზმით

მეტი სოციალური პასუხისმგებლობა, მაღალი რეიტინგი, გაზრდილი ნდობის ხარისხი და ბიუჯეტი აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორის პროგრამა მაქსიმუმია. პროფესიით იურისტი ნათია კაპანაძე თანამშრომლებს ასევე ჰპირდება, რომ იზრუნებს თითოეულის კვალიფიკაციის გაზრდაზე. როგორ აპირებს ამ ყველაფრის მიღწევას გასულ კვირას დანიშნული დირექტორი? – ამ და სხვა კითხვებზე ნათია კაპანაძემ „ბათუმელებს“ უპასუხა. ნათია, რას შეცვლის ახალი დირექტორი აჭარის ტელევიზიაში? ახალი დირექტორი …

აჭარის ტელევიზიის დირექტორად ნათია კაპანაძე აირჩიეს

აჭარის ტელევიზიის დირექტორად ნათია კაპანაძე აირჩიეს. ნათია კაპანაძეს ბორდის ოთხი წევრიდან მხარი სამმა დაუჭირა, ერთი ხმა კი გაბათილდა. დირექტორობის კანდიდატებს კენჭი მეორედ უყარეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი პირველი კენჭიყრით დღეს ვერ აირჩიეს.  

რიო, საქართველო, „ადამიანი საქართველოს სახელით“ და ოპტიმიზმის აპარატი

ნათია კაპანაძე ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო – ამ შედეგებით დაასრულა საქართველომ რიოში “ოლიმპიადა 2016” . რამოდენიმე დღე სოციალურ ქსელებს და მედიასაშუალებებს ღიმილივით გადაურბინა ქართველი ოლიმპიელების მცდელობებმა. ყველამ გავიხარეთ. და დაასრულა-მეთქი რომ ვამბობ, მართლა დასრულებას ვგულისხმობ: პარალელურად, არავინ იფიქრებს საჯარო მოხელეების პრემია-დანამატებს ხომ არ შეეწირა უფრო მეტი მომავალი ჩემპიონი? რატომ ირჩეოდნენ ფეხბურთელები ჩაწყობით კლუბებში? …

კონფერენცია ბათუმში პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით

სამი მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონის“ შენობაში  გაიმართება ღია კონფერენცია – ქართული მედიის მიღწევები და გამოწვევები. კონფერენციის ორგანიზატორი საზოგადოებრივი მაუწყებელია. აჭარის ტელევიზიის განვითარების მენეჯერისა და კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ნათია კაპანაძის თქმით, კონფერენცია სამი ძირითადი პანელისაგან შედგება: პირველი პანელი დაეთმობა საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლების თავისუფლების საკითხს. საზოგადოებრივ მაუწყებელში და მის …

Exit mobile version