სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო მძღოლების ბრალდებებს პასუხობს. საქმე ეხება მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი სატვირთო გადაზიდვის ნებართვებს, რომლის მიღებასაც მძღოლები და გადამზიდავები ვერ ახერხებენ. ნებართვების გაცემა 17 იანვარს დაიწყო. მძღოლები, რომლებიც „ბათუმელებს“ ესაუბრნენ, ამბობენ, რომ ასობით ზარის განხორციელების მიუხედავად, ვერ მოახერხეს სააგენტოსთან დაკავშირება და ნებართვის მისაღებად საჭირო წინასწარი რეგისტრაციის გავლა. „ბათუმელებმა“ სტატია ამ თემაზე 24 იანვარს …
Tag Archives: მძღოლები
6 051 მძღოლი ავტომანქანას მთვრალი მართავდა – 2022 წელი
შს სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, 6 051 ადამიანი ავტომანქანას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა. 2 312 პირის შემთხვევაში, მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,3 პრომილს არ აჭარბებდა, ხოლო 3 739 პირის შემთხვევაში, ეთანოლის შემცველობა 0,7 პრიმილს აჭარბებდა. 925 შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალებას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ის პირები მართავდნენ, რომლებსაც არ ჰქონდათ მართვის უფლება. მართვის უფლების …
Continue reading “6 051 მძღოლი ავტომანქანას მთვრალი მართავდა – 2022 წელი”
„ნებართვები ამოწურულია“ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს პაუხი მძღოლებს
„ამ ეტაპზე ველოდებით თურქეთის მხრიდან გამოგზავნილი ნებართვების მიღებას, რის შემდგომაც, უახლოეს მომავალში დაიწყება მათი გაცემა,“ – აღნიშნულია სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ დღეს, 7 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში. ინფორმაცია უწყებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც სააგენტოს ბათუმის სამსახურის ოფისთან სატვირთო ავტომანქანების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, საქართველოს და თურქეთს შორის მუდმივად იცვლება გადაზიდვების ნებართვების რაოდენობა, …
Continue reading “„ნებართვები ამოწურულია“ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს პაუხი მძღოლებს”
მიმდინარე კვირაში მძღოლების, მთავრობისა და პარლამენტის წევრების ვაქცინაცია დაიწყება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირიდან ვაქცინაციის პროცესში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, მთავრობისა და პარლამენტის წევრებიც ჩაერთვებიან. „ვაქცინაციის პროცესში, სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებთან ერთად, დაემატებიან ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში დასაქმებული პირები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები. გარდა ამისა, მუშაობა მიმდინარეობს ე.წ მწვანე პასპორტების შემუშავებაზე, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა. ასევე სხვადასხვა ტიპის შეღავათების გავრცელება იმ პირებზე, …
ბათუმში კორონავირუსი კიდევ 2 მძღოლს დაუდასტურდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კორონავირუსი კიდევ ორ მძღოლს დაუდასტურდა. მძღოლები თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. ინფიცირებული პირები ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. StopCov.ge-ს 8 აგვისტოს, 12:00 საათის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1216 შემთხვევაა სულ გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელებულია 996 ადამიანი. კარანტინში 7 166 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 282, 17 კი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 41 საქართველოს მოქალაქე. …
Continue reading “ბათუმში კორონავირუსი კიდევ 2 მძღოლს დაუდასტურდა”
სატვირთოს მძღოლებისთვის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ახალი წესები მოქმედებს – Covid19
საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიმართ [გარდა სატრანზიტო მძღოლებისა], ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის ახალი წესები მოქმედებს. საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით: „შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცერი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის განმახორციელებელ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს განუმარტავს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის, ასევე გადაადგილებისა და სავალდებულო კარანტინისთვის დადგენილ წესებს, პირობებსა და ვადებს. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას, შემოსავლების სამსახურის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ, …
Continue reading “სატვირთოს მძღოლებისთვის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ახალი წესები მოქმედებს – Covid19”
პროფესია “სტაიანშიკი”
თუ დაგუგლავთ და შეეცდებით სიტყვა „სტაიანშიკის“ სწორი ქართული განმარტება იპოვოთ, ბარბარიზმების ლექსიკონი ორ ვარიანტს შემოგთავაზებთ – ავტოსადგომის მორიგე ან ავტომესადგომე. თუ უფრო ღრმად გააგრძელებთ ძიებას და დაინტერესდებით, როგორ ჩამოყალიბდა ეს პროფესია, ვერაფერსაც ვერ იპოვით. როგორ იქცა პროფესიად ავტომობილის „ჩაყენებაში“ დამხმარა, არც თავად ავტომესადგომეებს ახსოვთ. მათი ისტორიები ერთმანეთს ჰგავს. ყველა მათგანი კაცია. საშუალო ასაკზე მეტი ხნის …
ბათუმის მერია უკანონო ავტოსადგურების მოშლას აპირებს – ვადა 1 მარტამდე
ბათუმის მერია უკანონო ავტოსადგურების მოშლას აპირებს. საუბარია ბაქოს, წერეთლისა და გოგებაშვილის ქუჩებზე გაჩერებულ საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებზე, რომლებიც რეისებს თბილისის, ქუთაისისა და ქობულეთის მიმართულებით ასრულებენ. „უკანონო ავტოსადგურებს რომ ვეძახით, რომელიც ქალაქთაშორის მარშრუტებზე დადიან, იმათ აღებასაც დავიწყებთ, გაუქმებას და მათ შეყვანას ავტოსადგურის ტერიტორიაზე. ახლა დღეში საშუალოდ 4-5 ათასი ადამიანი მოძრაობს ავტოსადგურში. ამით კიდევ უფრო გაიზრდება დატვირთვა,“ – განაცხადა …
Continue reading “ბათუმის მერია უკანონო ავტოსადგურების მოშლას აპირებს – ვადა 1 მარტამდე”
რატომ აჯარიმებენ ქართველ მძღოლებს, რომლებსაც თურქეთში ტურისტები გადაჰყავთ – იურისტი
„მინივენით მგზავრების გადაყვანა არ ექვემდებარება ნებართვის გაცემას,“ – აცხადებს საერთაშორისო გადაზიდვების სპეციალისტი, იურისტი პაატა კოპალეიშვილი. მას ვთხოვეთ განმარტება ბათუმში თურქეთის საკონსულოს განცხადებაზე, რომელიც დღეს გააავრცელეს ქართველი მძღოლების პრეტენზიებთან დაკავშირებით. ტურისტული კომპანიების მძღოლებმა დღეს, 10 ივლისს საპროტესტო აქცია სწორედ ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან გამართეს. მძღოლები აცხადებენ, რომ მათ თურქეთის პოლიცია უსამართლოდ აჯარიმებს, როცა საქართველოდან ტურისტები ერთდღიანი ტურით …
საპროტესტო აქცია – მძღოლები თურქეთის კონსულთან შეხვედრას ითხოვენ, კონსული შვებულებაშია
რამდენიმე ტურისტული სააგენტოს მძღოლი ამ წუთებში თურქეთის საკონსულოსთან აქციას მართავს. მათი თქმით, თურქეთის პოლიცია უსამართლოდ აჯარიმებთ, როცა საქართველოდან ტურისტები ერთდღიანი ტურით თურქეთში შეჰყავთ. თურქეთის საკონსულოდან მძღოლებს ამ დრომდე არავინ შეხვედრია. “გვეუბნებიან, რომ დოკუმენტში უნდა გვეწეროს ავტობუსი და არა მინივენი. 1500 ლირით გვაჯარიმებენ,” – აცხადებენ მძღოლები. თურქეთის საკონსულოს წარმომადგენელმა მძღოლებს უთხრა, რომ კონსული შვებულებაშია და მოთხოვნა …
მოსწავლეები მძღოლებს: „ჩემი სიცოცხლე შენს ხელშია, იარე ნელა!“
„ჩემი სიცოცხლე შენს ხელშია“, „სიჩქარე კლავს“ „გამიფრთხილდი, მე შენი მომავალი ვარ“- ასეთი პოსტერებით გამოვიდნენ დღეს ბათუმში, #3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქუჩაში და მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდეს. აქცია, რომლის მიზანიც ავტოავარიების პრევენციაში მოსწავლეთა წვლილის შეტანა იყო, #3 საჯარო სკოლასთან არსებული კლუბის „შემოქმედთა სივრცის“ წევრებმა დაგეგმეს. „ასე გვინდოდა გამოვხმაურებოდით გახშირებულ ავარიებს, რომელიც ხშირად მთავრდება მსხვერპლით. ჩვენი სკოლა მდებარეობს …
Continue reading “მოსწავლეები მძღოლებს: „ჩემი სიცოცხლე შენს ხელშია, იარე ნელა!“”
თურქეთის კონსული მძღოლებს საპროტესტო აქციის შემდეგ შეხვდა
დღეს, 11 მაისს, თურქეთის საკონსულოს მანქანას საკონსულოს ტერიტორიიდან გამოსვლის საშუალება იმ მძღოლებმა არ მისცეს, რომელთაც სარფის საბაჟოზე პრობლემები ექმნებათ. საპროტესტო აქციაზე შეკრებილი ათეულობით მძღოლი სამუშაოს გარეშე დარჩენას აპროტესტებდა. მათი თქმით, თურქეთის მხარის მებაჟეები მათ არ აძლევენ საშუალებას, ქართველი მუშები საკუთარი მიკროავტობუსებით თურქეთის ტერიტორიაზე შეიყვანონ. მძღოლები ამ პრობლემაზე უკვე რამდენიმე დღეა საუბრობენ. მძღოლების საპროტესტო აქციას დღეს …
Continue reading “თურქეთის კონსული მძღოლებს საპროტესტო აქციის შემდეგ შეხვდა”
მძღოლებმა გორგილაძის ქუჩა გადაკეტეს
ამ წუთებში გორგილაძის ქუჩა [მერიის წინ] გადაკეტილია. საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების მძღოლები ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან შეხვედრას ითხოვენ. მძღოლები ქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა არაფორმალური ავტოსადგურის არსებობას რამდენიმე დღის წინაც აპროტესტებდნენ. დღეს ისინი კონკრეტულ მოთხოვნებზე კომენტარს არ აკეთებენ. ამბობენ, რომ მათ ნორმალური მუშაობის საშუალება არ ეძლევათ და ამ ეტაპზე მათი მთავარი მოთხოვნა ბათუმის მერთან შეხვედრაა.