ქალი ქუთაისის ცნობილი გრაფიტიდან უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს – ვიდეო

82 წლის დალი დოღონაძე მთელმა საქართველომ ქუთაისში, სისხლის ბანკის შენობის კედელზე დახატული უზარმაზარი გრაფიტით გაიცნო. გრაფიტი, რომელზეც იმერელი ბებო „ხაჭაპურის გამოხელვის“ პროცესშია გამოსახული, ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცა. ნახატმა დალი დოღონაძეს პოპულარობა და ხალხის სიყვარული მოუტანა, თუმცა სხვა მხრივ მისი ცხოვრება არ შეცვლილა. ახლაც, ისევე როგორც უკანასკნელი წლები, დალი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს. დალი დოღონაძე წარმოშობით ლეჩხუმიდანაა. …

„არ შეგეშინდეთ, მასწავლებლობა არ არის რთული“ – 98 წლის ესმა მასწავლებელი ქედიდან

„მასწავლებლობა არ არის რთული, არ შეგეშინდეთ – რკინის ბოძივით მყარად იყავით“ – გვეუბნება 98 წლის ესმა ბერიძე ქედიდან, სოფელ ზესოფლიდან, რომელიც 37 წელი ასწავლიდა სკოლასა და ბაღში. ესმა ბერიძეს 5 შვილი, 9 შვილიშვილი, 8 შვილთაშვილი და 4 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. მასწავლებელს დღემდე კარგად ახსოვს სკოლაში ჩატარებული პირველი გაკვეთილი და შთაბეჭდილებები. „მოსწავლეებს არასდროს ვარჩევდი ერთმანეთისგან. ყველა …

უკრაინელი ბებიები ომის პირობებში – 12 ფოტო

„უკრაინელმა ბებიამ ომის დაწყების დღეებში 8 ოკუპანტი ღვეზელებით მოწამლა და მოკლა“, – მსგავსი მითი თუ რეალობა არაერთხელ გავრცელდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რაც უკრაინელების შეუპოვარ ბრძოლას ასახავდა ოკუპანტების წინააღმდეგ. დაზუსტებით არც იმის თქმა შეიძლება, რამდენად რეალურია, რომ ომის ზონაში მცხოვრები უკრაინელი მოხუცები უარს ამბობენ საკუთარი სახლების მიტოვებასა და გაქცევაზე… ფაქტი კი ის არის, რომ ამ …

როცა შვილმა სახლიდან გამოგაგდო, სასამართლომ კი ბაჟის გადაუხდელობის გამო საქმე არ მიიღო

„აივანზე შემასახლეს, რომელიც სულ 3 კვადრატული მეტრია,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები პენსიონერი ქალი. ნანა ბ. სასამართლოში ბინის დაბრუნებას ითხოვს, მაგრამ ვერ იხდის სასამართლო ბაჟს – 3 ათასს ლარს, რის გარეშეც მის სარჩელს არ განიხილავენ. „ბათუმელები“ ორ კონკრეტულ საქმეს გაეცნო, სადაც უკვე პენსიონერი დედები საკუთარი შვილების წინააღმდეგ დავობენ სასამართლოში. ორივე შემთხვევაში დავის საგანი საცხოვრებელი ბინაა, რომელიც …

რადიო, პომადა, ანკესი, ვარდები, რეიტუზი – რა სურთ საახალწლოდ სათნოების სავანეში

„ვარდების პატარა ბუკეტის დაწერა შეიძლება? მხოლოდ ვარდების ბუკეტი მეტი არაფერი… კიდევ შეიძლება? და ერთი ბამბანერკა, ვიღაცას უნდა ვაჩუქო, დაბადების დღე გვაქვს აქ“ – ამბობს 75 წლის ანატოლი ბუგნოვი. ის სათნოების სავანეში 5 წელია ცხოვრობს. – თქვენთვის არაფერი გინდათ? – მე არაფერი, მე ყველაფერი მაქვს. თქვენ რა გაჩუქოთ საახალწლოდ? – გვიბრუნებს კითხვას ანატოლი. ბათუმის სათნოების სავანეში …

როგორ ცხოვრობენ მარტოხელა მოხუცები საფრანგეთში – რას სთავაზობს მათ სახელმწიფო

როგორია ევროკავშირში ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი სერვისები, როგორი ტიპის თავშესაფრებს სთავაზობენ მათ, რას გულისხმობს შინ მოვლის სისტემა და როგორ იხდიან ამ სახელმწიფო სერვისებით მოსარგებლეები. ქვემოთ მოცემულ მასალაში საფრანგეთის მაგალითებია წარმოდგენილი. ეს ქვეყანა სხვადასხვაგვარ მომსახურებას სთავაზობს ხანდაზმულებს, რისთვისაც ისინი საკუთარი პენსიის ნაწილს იხდიან, ნაწილს კი საპენსიო ფონდით სახელმწიფო აფინანსებს.  მოქმედებს არაერთი საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ხანდაზმულებს ეხმარება. დამოუკიდებელი რეზიდენციები …

შარშან 65 წელს გადაცილებული 2 ქალი გააუპატიურეს

შარშან 65 წელს გადაცილებული ორი ქალი გააუპატიურეს, ამავე ასაკის კიდევ ერთი ქალი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მსხვერპლი გახდა. 2020 წელს ამ ასაკის ადამიანები სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლი არ გამხდარან. სექსუალური ხასიათის დანაშაულის სტატისტიკა „ბათუმელებმა“ გენერალური პროკურატურიდან გამოითხოვა. ოფიციალური მონაცემებით, სექსუალური ხასიათის დანაშაულს ყველაზე ხშირად 18-დან 25 წლამდე ასაკის ადამიანები სჩადიან. გასულ წელს სულ 62 პირის …

„შეშაც კი არ მაქვს, რომ გავთბე“ – მოხუცები, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ

„საჭმელი დღესაც სასადილოდან მოვიტანე, ვჭამე და ჩავწექი. ასე ვთბები ყოველდღე. ღუმელი კი მაქვს, მაგრამ შეშა – არა. უშეშოდ გამოვიარე ეს ზამთარიც,“ – გვიყვება 69 წლის ნადეჟდა დავითაძე. ის ქობულეთში ნაქირავებ ბინაში, მარტო ცხოვრობს. ამბობს, რომ მისი მდგომარეობით ხელისუფლებიდან ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა. ნადეჟდა არაა ერთადერთი მოხუცი, რომელიც წლებია ხელისუფლებას თავშესაფარს სთხოვს. დღეს, 30 მარტს ხელისუფლებამ …

„მუსიკა ჩართეთ, ვიცეკვო უნდა“, – მოხუცები ზრუნვის ცენტრიდან

„11 თვე, 3 კვირა და კიდევ 4 დღე აქ ვარ,“ – თქვა მან დამარცვლით და ფანჯარასთან ჩამოჯდა. მერე გაკვირვებით შემხედა, რადგან ვკითხე: რატომ ითვლით ასე დღეებს? ამბობს, რომ ყოველი წუთი მნიშვნელოვანია და იმ დღის გათენებას ელის, როცა შვილიშვილებს ნახავს. ნელი [სტატიაში სახელები შეცვლილია] ერთ-ერთია, ვინც ბათუმის სამედიცინო ცენტრში ფსიქიკური პრობლემის მქონე ხანდაზმულთა თავშესაფარში ცხოვრობს. თავშესაფარში …

„მე სიბერე კაი მინდოდა…“ – 4 მოხუცის ამბავი

„მოხუცს, პირველ რიგში, გარშემომყოფებისგან ყურადღება და სითბო სჭირდება. გეუბნებით, საჭმელზე ნაკლები არაა ეგ…“ – ეს ერთ-ერთმა ხანდაზმულმა გვითხრა, ვისაც სიბერეზე ვესაუბრეთ, დამოკიდებულებაზე, რასაც ისინი ოჯახისა თუ საზოგადოებისგან გრძნობენ, სიმარტოვეზე, პრობლემებზე, რაც 80 წლის და უფრო ასაკოვან ბებიებს აწუხებთ. „მე რა ჩასაწერი ვარ,“ – ყველა მოხუცის პირველი რეპლიკა ეს იყო, როცა მათი სახლის კარი შევაღეთ და …

მოხუცებმა წინასააღდგომოდ ქობულეთში საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა ქობულეთში იმ მოხუცებმა მოაწყვეს, რომლებსაც ევროკავშირის დაფინანსებით მცირე გრანტი აქვთ მოპოვებული. ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ბენეფეციარები ამ გზით სოციალურად დაუცველ მოხუცებს საკვები პროდუქტით დაეხმარნენ. „თითქმის ყველაფერი გაიყიდა და დაახლოებით 700 ლარი შეგროვდა. ამ თანხით 90 მოხუცს საკვები პროდუქტები გადავეცით,“ – ამბობს ნანა კალანდაძე, ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ხელმძღვანელი. გამოფენა-გაყიდვაზე სუვენირებთან ერთად საკვები პროდუქტებიც იყო წარმოდგენილი, რასაც …

ქობულეთი: თავშესაფრის მოლოდინში ორი მოხუცი გარდაიცვალა, ორი ფსიქიატრიულში მოხვდა 

მოხუცებისთვის თავშესაფრის მოწყობის მოთხოვნით პეტიცია ქობულეთის მუნიციპალიტეტში გასული წლის ზაფხულში დარეგისტრირდა. ამ დრომდე მუნიციპალიტეტში ვერ გადაწყვიტეს, სჭირდება თუ არა ქობულეთს მოხუცთა თავშესაფარი. პეტიციის ავტორი, ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ზაფხულში შეტანილ პეტიციას ახლდა ინფორმაცია იმ 22 მოხუცის შესახებ, რომლებიც ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ. „მათგან ორი მოხუცი უკვე გარდაიცვალა, ორი ფსიქიატრიულში მოხვდა…“ – ამბობს ნანა …

„ღირსეულმა სიბერემ“ შესაძლოა მუშაობა შეაჩეროს

ასოციაციამ – „ღირსეული სიბერე“  შესაძლოა მაისიდან მუშაობა შეაჩეროს. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია 2009 წლიდან დღემდე ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხანდაზმული ადამიანების უფლებების დაცვაზე, მათი სოციალური და ეკონომიკური კუთხით გაძლიერებაზე მუშაობს. „თუკი მუნიციპალიტეტის მერია თანადაფინანსებას ვერ მოახერხებს, ორგანიზაცია მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს. წელს ევროკავშირს ამ კუთხით კონკურსი არ გამოუცხადებია და შესაბამისად, დაფინანსება არ გვაქვს. მიმდინარე პროექტი მაისში სრულდება,“ …

Exit mobile version