რაზე მიანიშნებს ძლიერი მენსტრუალური და ქრონიკული ტკივილი მენჯის ღრუში

ენდომეტრიოზი ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც, საშვილოსნოს ღრუს ამომფენი ლორწოვანის გარსის მსგავსი ქსოვილი ვითარდება საშვილოსნოს გარეთ, ანუ მისთვის არაბუნებრივ ადგილას, რაც გავლენას ახდენს სხვა ორგანოებზე და იწვევს ანთებით პროცესებს, დაზიანებებისა და შეხორცებებს. დაავადების თანმდევია სხვადასხვა სახის ტკივილი. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის” მეან-გინეკოლოგი ქეთი ფარტენაძე ამბობს, რომ ენდომეტრიოზს სიმპტომის ფართო სპექტრი უკავშირდება, მათგან წამყვანია – ტკივილი, მათ შორის …

რა წარმონაქმნია საშვილოსნოს მიომა (ფიბრომა) – ექიმის რჩევები

საშვილოსნოს მიომა/ფიბრომა არის არასიმსივნური, კეთილთვისებიანი წარმონაქმნი. მცირე მიომების/ფიბრომების უმეტესობა არ იწვევს ჩივილებს, თუმცა არის შემთხვევები, როცა სიმპტომები გამოხატულია ძლიერი მენსტრუალური სისხლდენით, ხშირი შარდვითა და ტკივილებით. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის” მეან-გინეკოლოგი ნათია მელუა დაავადების ნიშნებსა და მისი მკურნალობის გზებზე საუბრობს. რა წარმონაქმნია საშვილოსნოს მიომა/ფიბრომიომა? საშვილოსნოს მიომა, იგივე ფიბრომა წარმოადგენს საშვილოსნოს კეთილთვისებიან წარმონაქმნს, რომელიც კუნთოვანი ქსოვილისგან წარმოიშობა. საშვილოსნო …

ორსულობა და დიაბეტი – ჯანსაღი კვებისა და ფიზიკურ აქტივობის როლი რისკების შემცირებაში

მსოფლიოში დაახლოებით 422 მილიონი ადამიანია დიაბეტით დაავადებული. ცხადია, მათ რიცხვში ორსულობის მსურველებიც/მომავალი ორსულებიც არიან. ორსულობის დროს კი უმართავი შაქრიანი დიაბეტი გარკვეულ რისკებთან ასოცირდება როგორც ორსულისთვის, ისე მისი განვითარებადი ნაყოფისთვის. გარდა ამისა, ორსულობის დაგეგმვამდე საყურადღებოა ისეთი რისკფაქტორები, როგორიცაა ჭარბი წონა და პრედიაბეტი, რაც ზრდის რისკებს,  განვითარდეს გესტაციური დიაბეტი ანუ დროებითი, უშუალოდ ორსულობის პერიოდში მიმდინარე დიაბეტი, რაც …

როგორ ხდება გაუტკივარება მშობიარობის და საკეისრო კვეთის დროს – ინტერვიუ

ეპიდურული გაუტკივარება მშობიარობის ტკივილის შესამსუბუქებლად ერთ-ერთი ყველაზე საიმედო საშუალებაა. ანესთეზიასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თუ ის მშობიარობის დროს ან საკეისრო კვეთის გაუტკივარებისთვის კეთდება, ბევრი მითი არსებობს. ამ თემაზე „ბათუმელების“ კითხვებს „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ანესთეზიოლოგი შავლეგ კუტალაძე პასუხობს. ბატონო შავლეგ, რა მეთოდები არსებობს მშობიარობისა და საკეისრო კვეთის გაუტკივარებისთვის?  მშობიარობა არის ფიზიოლოგიური პროცესი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დედისა და ბავშვის …

როგორ შევამსუბუქოთ პმს – პრემენსტრუალური სინდრომი

პრემენსტრუალური სინდრომი [PMS] სიმპტომების ერთობლიობაა, რომელიც, როგორც წესი, მენსტრუაციის დაწყებამდე დაახლოებით ერთი ან ორი კვირით ადრე იწყება და აერთიანებს როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ ნიშნებსა და სიმპტომებს. ფიზიკური და ემოციური ცვლილებები, რომლებსაც ამ დროს განიცდის ადამიანი, ყოველ ჯერზე შეიძლება განსხვავდებოდეს ინტენსივობით. ზოგიერთისთვის ფიზიკური სიმპტომები და ემოციური სტრესი იმდენად მწვავეა, რომ სერიოზულ ზეგავლენას ახდენს მათ შრომისუნარიანობასა და …

ორსულობა მუცლის მოშლის შემდეგ – ექიმის რჩევები

ორსულობათა დაახლოებით 10-დან 20 პროცენტამდე მთავრდება სპონტანური აბორტით. ორსულობა სპონტანური აბორტის შემდეგ გარკვეულ სტრესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მუცლის მოშლის შემდეგ როდის არის საუკეთესო დრო დაორსულებისთვის და რა რისკები არსებობს რეკომენდებული ვადის დარღვევის დროს? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ნათია მელუა საუბრობს, ბათუმის სამედიცინო ცენტრის მეან-გინეკოლოგი. ქალბატონო ნათია, რა არის სპონტანური აბორტი? სპონტანური აბორტი, მარტივი ენით – …

როგორ შეიძლება მოემზადოს ქალი დედობისთვის – მეან-გინეკოლოგის რჩევები

მედიცინას არ შეუძლია ყველა თანდაყოლილი დეფექტის თავიდან აცილება, მაგრამ სპეციალისტების თქმით, დაორსულებამდე ჯანმრთელობის სწორად მართვითა და ჯანსაღი ქცევების პრაქტიკით ჯანმრთელი ბავშვის დაბადების შანსი იზრდება.  სწორედ ამ მეთოდებსა და პრაქტიკაზე საუბრობს „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ მეან-გინეკოლოგი მაია ძნელაძე. ქალბატონო მაია, რატომ არის საჭირო ორსულობამდე ფოლიუმის მჟავის მიღება, რაში გვეხმარება? ორსულობისას ფოლიუმის მჟავის დეფიციტის ყველაზე ხშირი და ვერაგი …

პრეეკლამფსია – რა უნდა ვიცოდეთ ორსულობის ერთ-ერთი სერიოზული გართულების შესახებ

პრეეკლამფსია ორსულობის გართულების ერთ-ერთი ფორმაა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული [ფატალურიც კი] გართულებები, როგორც ორსულისთვის, ასევე ნაყოფისთვის. საერთაშორისო სტატისტიკით, დედების სიკვდილიანობის 10-დან 15 პროცენტამდე გამოწვეულია პრეეკლამფსიით და მასთან დაკავშირებული გართულებით, როგორიცაა ეკლამფსია. პრეეკლამფსიის სიმპტომებსა და მკურნალობაზე „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ მეან-გინეკოლოგი, ქეთი ფარტენაძე საუბრობს: ქეთი, რა არის პრეეკლამფსია და რატომ არის ის ასეთი საშიში? პრეეკლამფსია წარმოადგენს ორსულობით …

რას ნიშნავს მშობელთა წიგნი – ორსულ ქალთა და ახალშობილთა საპილოტე პროგრამა აჭარაში

აჭარაში ახალი პროგრამა – „ორსულ ქალთა და ახალშობილთა მაღალი ხარისხის უწყვეტი მეთვალყურეობა“ ინერგება. საპილოტე პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ორსულთა და 5 წლამდე ბავშვთა მეთვალყურეობის სტრატეგია. ორსულებისთვის და ახალბედა მშობლებისთვის მომზადდება სპეციალური სახელმძღვანელო, რომელიც დედათა და ბავშვთა უწყვეტი მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას და მშობელთა ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.  პროგრამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროსვე ცნობით, საპილოტე …

რაზე შეიძლება მიანიშნებდეს ჭარბი ან შემცირებული მენსტრუაცია – ინტერვიუ

მენსტრუაციულ ციკლში გარკვეული ცვლილებები შესაძლოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე მიგვანიშნებდეს. „ბათუმელები“ ამ თემაზე ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის მეან-გინეკოლოგს, რეპროდუქტოლოგ ზეინაბ ბერიძეს ესაუბრა. ქალბატონო ზეინაბ, რა არის მენსტრუალური ციკლი, რა მიიჩნევა ნორმად? მენსტრუალური ციკლი არის საკვერცხესა და საშვილოსნოში მიმდინარე ციკლური ცვლილებები, რომელიც რეგულირდება თავის ტვინში არსებული ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის რეგიონების მიერ. ნორმალური მენსტრუალური ციკლი გრძელდება დაახლოებით 21-დან 38 …

რატომ ჩნდება საშვილოსნოს პოლიპები და როგორ მკურნალობენ – ექიმის რჩევები

ქალის სასქესო ორგანოებში შეიძლება განვითარდეს როგორც ერთი, ისე მრავლობითი პოლიპი. მათი დიაგნოსტირება ყველა ასაკშია შესაძლებელი, თუმცა ყველაზე ხშირად პოლიპები 40-დან 49 წლამდე ასაკის ქალებში გვხვდება. ბათუმის სამედიცინო ცენტრის მეან-გინეკოლოგის, ქეთი ფარტენაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიპები კეთილთვისებიანად მიიჩნევა, ავთვისებიანად ტრანსფორმაციის მცირე რისკი მაინც არსებობს, სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტირება. ქალბატონო ქეთი, რა არის …

ტკივილი მენსტრუაციის დროს – ნორმა თუ პათოლოგია

არაერთ ქალს უწევს ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების მიღება მენსტრუალურ ტკივილთან გასამკლავებლად, ამის მიზეზი დიდწილად ისიც არის, რომ მცდარი წარმოდგენის გამო მენსტრუალური ტკივილი ნორმად მიიჩნევა.  მტკივნეული მენსტრუაცია არ არის ნორმალური. რატომ ახლავს მენსტრუაციას ტკივილი, რას შეიძლება მიანიშნებდეს ძლიერი მენსტრუალური ტკივილი და რა აქტივობები ამცირებს ტკივილის ინტენსივობას? – ამ თემაზე “ბათუმელების” კითხვებს, მეან-გინეკოლოგი ქეთევან ფარტენაძე პასუხობს.  რამდენად ხშირია მენსტრუალური …

მეან-გინეკოლოგია ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

მეან-გინეკოლოგია ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საერთაშორისო სტანდარტების ამ ახალგახსნილ ჰოსპიტალში არაერთი მაღალკვალიფიციური ექიმი მუშაობს, მაგრამ ერთი რამის თქმა თამამად შეიძლება: მეან-გინეკოლოგიის განყოფილებამ, მათ შორისაც კი, საუკეთესო მედიკოსებს მოუყარა თავი. პროფესიონალი ექიმების გუნდის ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებლობა ბათუმში ყველასათვის ცნობილმა ექიმმა, თემურ გაბაიძემ აიღო საკუთარ თავზე. საერთაშორისო ჰოსპიტალი 103 პაციენტზეა გათვლილი და 400 ადამიანი მუშაობს. …

Exit mobile version