როგორ აირჩევენ ახალ კათოლიკოს-პატრიარქს

საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი წმინდა სინოდიდან უნდა აირჩეს. წმინდა სინოდში 39 წევრია. საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, კათოლიკოს-პატრიარქი შეიძლება გახდეს სინოდის წევრი, რომელიც არის 40 წელზე მეტი ხნის, მაგრამ არაუმეტეს 70 წლისა. სინოდის 39 წევრიდან 9 წევრი 70 წელზე მეტი ხნის ასაკისაა. 70 წელზე ნაკლები ასაკის ყველა მღვდელმთავარს აქვს შანსი გახდეს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი. საქართველოს …

კათოლიკოს-პატრიარქის 93 წელი

1977 წლის 23 დეკემბერს, როდესაც ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს, მას დახვდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ შევიწროებული და დევნილი ეკლესია, 7 ეპარქია, 80 სასულიერო პირი და 50 სამლოცველო-ეკლესია. 49 წლის განმავლობაში, ილია მეორის კათოლიკოს-პატრიარქობისას, გაიხსნა თბილისისა და გელათის სასულიერო აკადემია-სემინარიები, დაარსდა საეკლესიო სკოლა-გიმნაზიები, დაფუძნდა საპატრიარქოს უნივერსიტეტი, ტელევიზია და რადიო. დღეს საქართველოს სამოციქულო ეკლესია 49 ეპარქიისგან შედგება, …

„აი, რა გაახარებდა ჩვენს პატრიარქს“ – არმაზ ახვლედიანი „ოცნების უნიკალურ შანსზე“

„აი, რა გაახარებდა ჩვენს პატრიარქს“ – წერს არმაზ ახვლედიანი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე. პოლიტიკოსი, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი იმ უნიკალური შანსს განიხილავს, რაც შეიძლება გამოიყენოს მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ქვეყანაში არსებული კრიზისის დასაძლევად. „ახლა, ამ საყოველთაო მწუხარების ჟამს, მკაფიოდ შეიგრძნობა დაღონებული ხალხის ჩუმი, დიდი სურვილი, ამჯერად მაინც გავითვალისწინოთ პატრიარქის მუდმივი ზრუნვის, მთავარი დარდისა და ზოგჯერ უთქმელადაც …

„საკვების მიღების დროს მას რაღაც გადასცდა“ – მიტროპოლიტი დანიელი პატრიარქ ილია მეორეზე

„საკვების მიღების დროს, მას რაღაც გადასცდა, ამან გამოიწვია ძალიან მძიმე შეგრძნებები, წნევის დაცემა და ამ საერთო მდგომარეობამ გააუარესა მისი მდგომარეობა,“ – ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა [დათუაშვილი] კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს საავადმყოფოში მოხვედრის დეტალებზე ისაუბრა. 17 მარტს, დილით, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე, კუჭიდან ძლიერი სისხლდენით კლინიკაში იყო მოთავსებული. ექიმები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ …

ეპისკოპოსის თქმით, მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი მას მონაზვნის მეშვეობით წამლავდა

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი ჯამდელიანი ამბობს, რომ მთავრობის მოქმედი წევრი, „უშიშროების“ მაღალი თანამდებობის პირი მის მკვლელობას საწამლავის გამოყენებით გეგმავდა. ამის შესახებ ეპისკოპოსმა დღეს, 8 ივნისს, თავის მრევლთან ღიად ისაუბრა. მის ქადაგებას უცვლელად გთავაზობთ: „ეპარქიაში ძალიან რთული პროცესები და მძიმე მოვლენები ვითარდება. მე, როგორც ამ ეპარქიის მწყემსი და მღვდელმთავარი, ვფიქრობ, რომ რადგან ისე თუ ასე …

„სუვერენი მოისყიდის ეკლესიას, ის მოუპოვებს ვასალებს“ – თეოლოგი ეკლესიისთვის 35 მილიონის დამატებაზე

ეკლესიის მხარდაჭერის შესყიდვა პირდაპირი წესით, წინასაარჩევნოდ – ასე „გაშიფრა“ თეოლოგმა, მირიან გამრეკელაშვილმა ეკლესიისთვის დამატებით 35 მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება. პრემიერ ირაკლი კობახიძის დავალებით განათლებისა სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების პროგრამის 2024 წლის ბიუჯეტიდან 35 მილიონი ლარი საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ 50 დაწესებულებაზე უნდა მიმართოს. მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ასევე ფინანსდება 25 მილიონი ლარით. ამ …

უშიშროება ეკლესიების ჩხრეკაზე: ამოვიღეთ ლიტერატურა, რომელიც უკრაინელ ერს უაყოფს

უკრაინის უშიშროების ცნობით, დიდი რაოდენობით ანტიუკრაინული ლიტერატურა აღმოაჩინეს პოჩაევის სასულიერო სემინარიასა და ივანო-ფრანკოვსკის ეპარქიაში. უწყება, უკვე მეორე კვირაა, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ობიექტებში შემოწმებასა და დაკითხვებს განაგრძობს. როგორც უშიშროების სამსახურის განცხადებაში აღნიშნული, ამოიღეს ლიტერატურა, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინა ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა, უარყოფილი უკრაინელი ერის, მისი ენის არსებობა და უკრაინის უფლება სახელმწიფოებრიობაზე.  „ბროშურები და …

სასულიერო პირები ინსტრუქციებს მოსკოვიდან იღებდნენ – უკრაინის უშიშროება ჩხრეკას აგრძელებს

უკრაინის უშიშროების სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა ჩერნოვიც-ბუკოვინის ეპარქიაში, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ემორჩილება. უწყების ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ეპარქიის ხელმძღვანელობა რუსეთის მოქალაქეა; მოსკოვიდან მიღებული ინსტრუქციები, რომლებსაც საეკლესიო მსახურებისას იყენებდნენ და დიდი რაოდენობით კრემლისტური ლიტერატურა. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ეპარქიის სტრუქტურების ხელმძღვანელ პირთა ნაწილს რუსეთის მოქალაქეობა …

რუსეთის ხელშეწყობისთვის უკრაინაში 33 სასულიერო პირი დააკავეს – NY

The New York Times-ის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 33 სასულიერო პირი დააკავეს რუსეთისთვის ინფორმაციის შეგროვებისა და მიწოდების ბრალდებით. გამოცემა ინფორმაციის წყაროდ უკრაინის ოფიციალურ პირებს ასახელებს, თუმცა არ აკონკრეტებს, რომელ ეკლესიას მიეკუთვნებოდნენ დაკავებული სასულიერო პირები – მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინულ მართლმადიდებელ ეკლესიას, ავტოკეფალიურ ეკლესიას, თუ რომელიმე სხვა კონფესიას. The New York Times-ი წერს, რომ რუსეთის უკრაინაში …

რა ჯანდაბა უნდა – დეკანოზი კაცზე, რომელიც ამბობს, რომ „ნაციონალობის“ გამო ტაძარში არ უშვებენ

„რა უნდა მაგას, რა ჯანდაბა უნდა?“ – კითხვა შემოგვიბრუნა დეკანოზმა ლუკა მიქაბერიძემ, რომელიც ორთაბათუმის თემში, ყოროლისწყლის ტაძრის მღვდელია და სოფელ ყოროლისთავში მცხოვრებ ირაკლი დიასამიძეს და მისი ოჯახის წევრებს დაუპირისპირდა. მიზეზი მოქალაქეების პოლიტიკური გემოვნებაა – ოპოზიციას, კონკრეტულად კი, „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერენ მხარს. სასულიერო პირი კი, ამის გამო უხერხულობას არ გრძნობს, პირიქით – მოქალაქეს ჩვენთან საუბრის დროს …

შსს-ს განმარტება ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებასა და დაკავებაზე 

შს სამინისტროს ინფორმაციით, „ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე დაპირისპირებაში მონაწილე ორივე მხარის წარმომადგენლები და ინციდენტში მონაწილე პირები ამ დროისთვის გამოკითხვის მიზნით გადაყვანილნი არიან პოლიციის განყოფილებაში. სამართალდამცველების მიერ მიმდინარეობს ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა. ასევე, ინციდენტის დროს დაზიანდა საპატრიარქოს კუთვნილი ტექნიკა – კერძოდ ვიდეოკამერა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს“. …

“მონაზვნობას ვერავის წაართმევ, შეიძლება ჩამოართვა ეპისკოპოსობა, პატრიარქობა… ” – თეოლოგი

7 სასულიერო პირი ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) „სრულად განკვეთა სამონაზვნო დასიდან“. ასევე მათ აუკრძალა სამონაზვნო და სხვა საეკლესიო ტანსაცმლით შემოსვა. შესაბამისი ბრძანება მიტროპოლიტმა 11 სექტემბერს გამოსცა. თეოლოგები ამბობენ, რომ ბრძანება უკანონოა, აბსურდული და საერთოდაც, წინააღმდეგობაში მოდის იმ კანონებთან, რომლებზე დაყრდნობითაც თითქოს ეს ბრძანებაა გამოცემული. „ბათუმელებმა“ თეოლოგ ზურაბ ჯაშს ჰკითხა, რამდენად შესაძლებელია ადამიანს, რომელმაც ღმერთთან დადო მონაზვნობის …

მეუფე სტეფანემ ბერი ათინოგენი წირვის დროს გააქილიკა

ჭყონდიდის ეპარქიაში ბზობის წირვაზე მიტროპოლიტმა სტეფანემ ბერი ათინოგენის პაროდია შეასრულა. “ადგა კაცო და რა ქნა იცი? დეიწყო ლოცვა” – გაიმეორა ჟურნალისტებთან 3 მარტს ნათქვამი ბერის ეს სიტყვები მიტროპოლიტმა სტეფანემ და შემდეგ გალობა დაიწყო. ჭყონდიდის ეპარქიაში ბზობის დღესასწაულის ამსახველი კადრები  25 აპრილს გადასცა საპატრიარქოს ტელევიზიამ. ჭყონდიდის ეპარქიაში ღია დაპირისპირება მას შემდეგ გაღრმავდა, რაც მიტროპოლიტ პეტრე ცაავას …

27 ტრანსგენდერ ქალს მართლმადიდებელი ეკლესია სურსათით დაეხმარა – ნატა ფერაძე

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე ამბობს, რომ ტრანსგენდერი ქალების მძიმე ისტორიების გაშუქების შემდეგ მას დაუკავშირდა ერთ-ერთი პირი, რომელმაც მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით ტრანსგენდერი ქალების დახმარების სურვილი გამოთქვა. „სატელევიზიო გაშუქების შემდეგ მე დამიკავშირდა ერთი ადამიანი, ვისაც დაუკავშირდა ეს კონკრეტული ეკლესია და ვინც უთხრა, რომ უნდოდა დახმარება ტრანსგენდერ ადამიანებს. მთხოვეს ინკოგნიტოდ დარჩენა, ამიტომ, სამწუხაროდ, ხმამაღლა ვერ ვამბობ, რომელი ეკლესიაა“, …

ეპისკოპოსი სპირიდონი: პუტინის განცხადება აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე შედეგია ჩვენი ცოდვების

სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა გუშინ თავის ქადაგებაში რუსეთსა და ევროკავშირზე ისაუბრა. მან თქვა, რომ რუსეთი უფლის გზაზეა და ის პოლიტიკა, რასაც ამ ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ატარებს საქართველოსთან მიმართებაში, უფლის ნაკარნახევია. „თქვენ უნდა იცოდეთ ბიბლია… ყოველგვარი მეფის და სახელმწიფოს მეთაურის გული არის ღვთის ხელში, როგორც წყაროსთვალი, საითაც უნდა, იქით მიუშვებს“, – განაცხადა ეპისკოპოსმა, რომლის მთელი ქადაგება …

ეკლესია კაზინოს გვერდით – ვინ რას და სად აპროტესტებს

ათი დღეა, რაც სარფში, მართლმადიდებელი ეკლესიის გვერდით, კაზინომ დაიწყო ფუნქციონირება. კაზინოს ამოქმედების პარალელურად გამოჩნდა ადამიანების ჯგუფი, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ეკლესიის გვერდით კაზინოს არსებობა  მიუღებელია. ერთ-ერთი ასეთი მოწინააღმდეგე გონიოს მცხოვრები ედო ანთაძეა. „ბათუმელებთან“ საუბარში ის ამბობს, რომ, ზოგადად, კაზინოს წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ეკლესიის გვერდით არ უნდა მუშაობდეს. „პირჯვარს რომ გადაიწერ, გაიხედავ გვერდზე და ეშმაკის სახლია. …

ბზობა ბათუმში [ფოტო]

დღეს, პირველ აპრილს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ქრისტიანები ამ დღეს იესო ქრისტეს იერუსალიმში ზეიმით შესვლას აღნიშნავენ. მომავალ კვირას კი, 8 აპრილს, მართლმადიდებლები ქრისტეს აღდგომის დღეს იზეიმებენ.  

გიორგი მშვენიერაძე: განსაკუთრებული სტატუსი მართლმადიდებელ ეკლესიას კონსტიტუციით არ აქვს

„სახელმწიფოს ვალდებულებაა რწმენის თავისუფლების დაცვა და არა რომელიმე რელიგიის გაძლიერება,“ – მიმართა მოსამართლეებს იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ. ის ხუთი რელიგიური ორგანიზაციის ინტერესებს იცავს საკონსტიტუციო სასამართლოში. დავის საგანი სამართლებრივი ნორმაა, რომლის მიხედვითაც მთავრობას შეუძლია სახელმწიფო ქონება საკუთრებაში მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცეს. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ეს მიდგომა დისკრიმინაციულია. „მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ქონების გადაცემის ინტენსივობა არის ძალიან დაბალი. ყოფილა შემთხვევები, როცა …

ილია მეორესთან დაკავშირებული ღონისძიებებისთვის შექმნილი სამთავრობო კომისია აღარ შეიკრიბება

საქართველოს მთავრობამ 21 ივნისს ძალადაკარგულად ის განკარგულება გამოაცხადა, რომლითაც მართლმადიდებელ ეკლესიასთან და ილია მეორესთან დაკავშირებული საიუბილეო ღონისძიებების ჩასატარებლად სამთავრობო კომისია შეიქმნა. პატრიარქის აღსაყდრების დღესასწაული წელს, 25 დეკემებერს უნდა გამართულიყო. კომისიის შექმნის შესახებ განკარგულება მთავრობამ 2017 წლის 23 მაისს მიიღო. ამ კომისიის თავმჯდომარე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყო. სამთავრობო კომისიას „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის 15-საუკუნოვანი ავტოკეფალიის …

Exit mobile version