წარუმატებლობის გამო, რუსეთმა შესაძლოა ლიბიიდან უკრაინაში „ვაგნერელები“ გადაიყვანოს – მედია

რუსეთს ლიბიიდან თავისი დაქირავებული მებრძოლების ნაწილი გამოჰყავს და შესაძლოა, ისინი უკრაინაში გადაიყვანოს – ინფორმაციას უკრაინული მედია, გამოცემა Financial Times-ზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სააგენტო „უნიანი“ წერს, გამოცემის წყაროები დასავლეთსა და სირიაში იუწყებიან, რომ თავიდან რუსეთი არ გეგმავდა ლიბიაში თავისი კონტინგენტის შემცირებას, თუმცა უკრაინაში წარუმატებლობის გამო გადაწყვეტილების გადახედვა მოუწია. მედიის ცნობით, რუსეთმა უკვე გამოიყვანა ლიბიიდან კერძო სამხედრო …

ლიბიის ციხეში გატარებული ორი წლის შემდეგ ქართველი მეზღვაურები სახლში დაბრუნდნენ

ორი წლის წინ ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები გენადი კომახიძე და რომან კაკალაძე საქართველოში დაბრუნდნენ.  მეზღვაურებს თბილისში ოჯახის წევრები, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ, მოგვიანებით კი მეზღვაურები ცერემონიების სასახლეში ადვოკატთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, სააგენტოს დირექტორს თამარ იოსელიანს და იმ ელჩებს შეხვდნენ, ვინც მათ გათავისუფლებაში მონაწილეობდნენ. ტანზანიის …

ლიბიაში დაკავებული 2 ქართველი მეზღვაური გაათავისუფლეს

ორი წლის წინ ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები გაათავისუფლეს.  გათავისუფლების  შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა გაავრცელა. მისი თქმით ორმა ქართველმა მეზღვაურმა ლიბიის საპატიმრო  უკვე დატოვა.  ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები მეზღვაურების სამშობლოში დასაბრუნებლად. “ბათუმელები” დაუკავშირდა გათავისუფლებული მეზღვაურების ოჯახის წევრებს. მათი თქმით, მეზღვაურები ოჯახებს უკვე დაუკავშირდნენ და აცნობეს რომ სამშობლოში რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან. ტანზანიის დროშის …

მეზღვაურების 2 წელი ლიბიის ციხეში – სასჯელის ვადა გავიდა, მაგრამ მათ არ ათავისუფლებენ

ორი წლის წინ ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები ისევ ტყვეობაში რჩებიან. მიუხედავად იმისა, რომ მეზღვაურებმა შეფარდებული სასჯელი მოიხადეს, მათი გათავისუფლება ამ დრომდე [21.11.2019] ვერ ხერხდება. ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი REX ლიბიაში 2017 წლის 30 აგვისტოს  დააკავეს. ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს სამი მოქალაქე იყო,  თურქეთის – ხუთი და ორიც – ინდოეთის. ტანკერს ქართველი კაპიტანი, გენადი კომახიძე მეთაურობდა. დაკავებულებს …

ექსპერტიზამ ლიბიაში დაღუპული მეზღვაურის სხეულზე ჭრილობა და დაზიანებები აღმოაჩინა – რ2

ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაურის, დავით რაზმაძის ცხედარს, სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, დაზიანებები აღენიშნებოდა. ამის შესახებ “რუსთავი 2” ავრცელებს ინფორმაციას. ტელეკომპანიის ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი მან ექსკლუზიურად მოიპოვა. დასკვნაში წერია, რომ “გვამის შორსწასული ლპობითი ცვლილებების გამო” მეზღვაურის სიკვდილის ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია. მასში ასევე საუბარია დაზიანებებზე, ჭრილობასა და მათ მდებარეობაზე. “სხეულის ხრწნის გამო, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა სიკვდილის …

საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება ლიბიაში მყოფ ქართველ მეზღვაურებზე

ლიბიაში მყოფი ორი ქართველი მეზღვაურის ახლობლები საქართველოს ხელისუფლებას, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებას სთხოვენ. ქართველი მეზღვაურები – რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე ლიბიის ქალაქ მისრათაში [Misurata] ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით არიან გაჩერებული. მათთან ერთადაა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე კიდევ 17 მეზღვაური. ისინი ყველანი მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემ MV Dogan Bey -ზე მუშაობდნენ. მას შემდეგ, …

ლიბიიდან ჩამოსვენებულ ქართველ მეზღვაურს დღეს გორში დაკრძალავენ

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 7 მარტს, გორში დაკრძალავენ ქართველ მეზღვაურს, დავით რაზმაძეს, რომლის ცხედარიც ლიბიიდან გუშინწინ ჩამოასვენეს. ქართველი მეზღვაური მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემ MV Dogan Bey-ზე მუშაობდა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემი ლიბიის ნავსადგურ Misurata-ში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან გაუჩინარდა ღამით, მორიგეობის დროს. ფაქტი მოხდა 7 იანვარს, მაგრამ დავით რაზმაძის …

საგარეო საქმეთა სამინისტრო: გარდაცვლილ მეზღვაურს ამ კვირაში გადმოვასვენებთ

51 დღის წინ ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაური დავით რაზმაძე საქართველოში მიმდინარე კვირაში უნდა გადმოასვენონ. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა მიაწოდა. “პროცედურა დაწყებულია გადმოსვენების. ლიბიის პროკურატურამ გასცა ნებართვა გადმოსვენებაზე. გარდაცვლილი გადასვენებულია ქალაქ მისტრადადან ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტულ ავიაკომპანიებთან, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს შესაბამისი რეისის დაჯავშნა, რომ გარდაცვლილი  გადმოვასვენოთ …

ლიბიაში გარდაცვლილ მეზღვაურს საქართველოში ამ კვირაში ჩამოასვენებენ – საგარეო

ლიბიაში 43 დღის წინ გარდაცვლილ მეზღვაურს, დავით რაზმაძეს საქართველოში მიმდინარე კვირაში ჩამოასვენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ლიბიის ქალაქ მისრატას პროკურატურა შესაბამის აქტს ხვალ, 20 თებერვალს გამოსცემს. კონსტანტინიდი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად მუშაობდა ამ საკითხზე და მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა როგორც ლიბიურ მხარესთან, ასევე მეზღვაურის ოჯახის წევრებსა და …

42 დღე გარდაცვალებიდან – ქართველი მეზღვაური საქართველოში ჯერ კიდევ არ გადმოუსვენებიათ

ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაური დავით რაზმაძე ჯერ ისევ არ გადმოუსვენებიათ საქართველოში. 42 დღეა ოჯახი მის ცხედარს ელოდება, ოფიციალური უწყებებისგან კი მხოლოდ დაპირებებს იღებენ. „42-ე დღეა დღეს, რაც ბავშვი გარდაიცვალა და მისი ცხედარი ჯერ არ გადმოუსვენებიათ. ცოდვა რად მინდა, ყურადღება კი არის, ყოველდღე გვირეკავენ – საგარეოდან, შსს-დან, მაგრამ ყოველდღე ერთი და იგივე ამბავი აქვთ – გვეუბნებიან მიდის …

ისევ უცნობია, როდის გადმოასვენებენ ლიბიაში დაღუპულ მეზღვაურს საქართველოში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვერ ასახელებენ თარიღს, თუ როდის იქნება შესაძლებელი ლიბიაში დაღუპული მეზღვაურის, დავით რაზმაძის საქართველოში ჩამოსვენება. როგორც “ბათუმელებს” საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განუცხადა, მეზღვაურის გადმოსვენება მიმდინარე ექსპერტიზის გამო ყოვნდება. “ლიბიის პროკურატურიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ გარდაცვლილის ცხედარს ამჟამად უტარდება პათოლოგიურ-ანატომიური ექსპერტიზა. პროცესი დაწყებულია და ექსპერტიზის დასრულებისთანავე გამოძიება მიიღებს გადაწყვეტილებას ცხედრის გადმოცემაზე, რის …

ლიბიაში დაკარგული ქართველი მეზღვაურის ცხედარი იპოვეს

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ლიბიაში დაკარგული ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე, დღეს 21 იანვარს, გარდაცვლილი იპოვეს. „პირველადი ინფორმაციით დასტურდება, რომ დავით რაზმაძის ცხედარი ნავსადგურის ტერიტორიაზე ზღვაში იპოვეს. ექსპერტიზა ტარდება და დანარჩენ დეტალებს არკვევენ,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სააგენტოს პრესსამსახურში. 23 წლის დავით რაზმაძე მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემ MV Dogan Bey -ზე მუშაობდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, …

ქართველი მეზღვაური ლიბიაში გემიდან ღამით გაუჩინარდა – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 

ლიბიაში ქართველ მეზღვაურს ეძებენ. დავით რაზმაძე 7 იანვარს გაუჩინარდა, თუმცა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ამის შესახებ 16 იანვარს შეატყობინეს. დავით რაზმაძე მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემ MV Dogan Bey -ზე მუშაობდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემი ლიბიის ნავსადგურ Misurata-ში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან ღამით, მორიგეობის დროს გაუჩინარდა. „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა …

რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა მეზღვაურებმა სანამ გემთმფლობელთან კონტრაქტს გააფორმებენ

საზღვაო შრომის კონვენციის თანახმად, მეზღვაურებმა განურჩევლად ეროვნებისა, დასაქმებისას აუცილებლად უნდა გააფორმონ შრომითი ხელშეკრულება გემთმფლობელთან ან მის წარმომადგენელთან. ხელშეკრულება მეზღვაურებს იცავს უცხო ქვეყნის ნავსადგურებში მიტოვებისა და შრომითი ტრეფიკინგისაგან. მეზღვაურის ხელფასის ოდენობა, გემთმფლობელის მიერ სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მეზღვაურის უკან გარანტირებული დაბრუნება, ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები და ვადები – ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ მოთხოვნებისა, რომლებიც აუცილებელია კონტრაქტში …

ლიბიაში დაკავებული მეზღვაური სამწლიანი ტყვეობიდან გაათავისუფლეს

დღეს, 29 აპრილს, ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური, სოსლან კაკაბაძე, თითქმის სამწლიანი ტყვეობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას მეზღვაურის გათავისუფლების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. “ეგვიპტეში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი ლიბიაში იმყოფება. დღეს ტრიპოლიში გამართულ სასამართლო პროცესზე სასამართლომ საქართველოს მოქალაქის, სოსლან კაკაბაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს ელჩმა მოინახულა დაკავებული ქართველი მეზღვაურები და მართავს შეხვედრებს ლიბიის საგარეო უწყებასთან,” – …

რას ჰყვება ბათუმელი მეზღვაური ლიბიაში ტყვეობაზე

ლიბიის ციხეში ექვსთვიანი ტყვეობის შემდეგ ქართველი მეზღვაური, ნუკრი ხოხბა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მეზღვაური საქართველოში 13 მარტს დაბრუნდა. ლიბიის ორ სხვადასხვა  ციხეში ამ დრომდე საქართველოს სამი მოქალაქე რჩება – ნუკრი ხოხბასთან ერთად 6 თვის წინ დაკავებული გენადი კომახიძე და რომან კაკალაძე. კიდევ ერთი მეზღვაური, სოსლან კაკაბაძე კი 2 წელი და 6 თვეა ლიბიის ციხეში იხდის სასჯელს. ტყვეობის პირველი …

ბათუმელი მეზღვაურები ლიბიის ციხეში

მეხუთე თვეა, რაც ლიბიაში, ქალაქ ტაჯურას ციხეში მყოფი ქართველი მეზღვაურები – გენადი კომახიძე, ნუკრი ხოხბა და რომან კაკალაძე თავისუფლებას ელიან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ისინი ყველა ღონეს ხმარობენ მეზღვაურთა დასახმარებლად, თუმცა ლიბიაში შექმნილი მძიმე სამხედრო-პოლიტიკური ვითარების ფონზე, პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს. „საქართველომ, პირველ რიგში, რაც გააკეთა, დაკავებულებს აუყვანა ადვოკატი, რომელიც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ არ …

ლიბიაში დაკავებული მეზღვაურის ახლობლები მთავრობას მიმართავენ

დღეს, 29 სექტემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ლიბიის სამხრეთ სანაპიროზე დაკავებულ ტანკერ Rex 30-ზე მყოფი ქართველი მეზღვაურის რომან კაკალაძის ახლობლები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაკავებული მეზღვაურების გათავისუფლებაში დახმარება მოსთხოვეს. „ჩვენ ვთხოვთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთავრობას, რომ გააქტიურდნენ და დაეხმარონ ქართველ მეზღვაურებს სამშობლოში დაბრუნებაში. ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, იმყოფებიან განსაცდელში …

Exit mobile version