კოვიდზე აცრა ბსუ-ში „ფაიზერითაც“ იქნება შესაძლებელი რეგისტრაციის გარეშე

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, მალე კორონავირუსზე აცრის სივრცე ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტშიც გაიხსნება, სადაც კოვიდზე აცრა შესაძლებელი იქნება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე. „ჩვენ კვირის ბოლოს ერთ დიდ სივრცეს ვამატებთ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი როგორც „ფაიზერით“, ასევე სხვა ვაქცინებით ადმინისტრირება. ბათუმის უნივერსიტეტში 10-15 ჯგუფით დავიწყებთ მუშაობას და საჭიროების შემთხვევაში გავზრდით. შესაძლებელი …

ჯანდაცვის მინისტრი: აჭარაში 100 ექიმი დაემატება კონტრაქტით

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში ოჯახის ექიმების დასახმარებლად კიდევ 100 ექიმს გაუფორმეს კონტრაქტი, რომლებიც დისტანციურად იმუშავებენ პაციენტებთან. ეს განმარტება მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, როცა მას ჟურნალისტებმა ოჯახის ექიმების რესურსის შესაძლო ამოწურვაზე და ამ მხრივ შექმნილ პრობლემებზე ჰკითხეს. საუბარი ეხებოდა შემთხვევებს, როცა მოქალაქეები ჩივიან, რომ ოჯახის ექიმთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ და ამის გამო მათ …

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 905 ახალი შემთხვევა | 11 აგვისტო

11 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 905 ახალი შემთხვევა. აჭარის კოვიდკლინიკებში 862 პაციენტია, მათგან 22 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. აჭარაში კოვიდსასტუმროშია 1 298 ინფიცირებული, თვითიზოლაციაში იმყოფება 5 433 ადამიანი. დღეს, 11 აგვისტოს, საქართველოში კოვიდის 5 352 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 48 ადამიანი.

აჭარაში 7 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით,  ბოლო 24 საათში აჭარაში 7 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. 10 აგვისტოს მონაცემებით, აჭარაში 786 პაციენტია კოვიდკლინიკაში, მათგან 21 მართვით სუნთქვაზეა. დღეს, 10 აგვისტოს, საქართველოში კოვიდის დღიურად აღრიცხული შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ასევე რეკორდულია ვირუსით გარდაცვლილთა ოდენობა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 5 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გარდაცვლილთა …

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 678 ახალი შემთხვევა

10 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 678 ახალი შემთხვევა. აჭარის კოვიდკლინიკებში 861 პაციენტია, მათგან 18 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. აჭარაში 818 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, თვითიზოლაციაშია 5 186 პირი.  

სად შეიძლება უფასოდ სწრაფი ტესტირება და PCR კვლევა აჭარაში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს კორონავირუსზე ეჭვის შემთხვევაში დროულად მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს. სამინისტრო აქვეყნებს აჭარაში იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს, სადაც ამბულატორიულად უსიმპტომო და სიმპტომიანი პაციენტების კვლევა ხდება COVID 19 -ზე სწრაფი ანტიგენით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – PCR კვლევაც. რა შემთხვევაში ტარდება PCR კვლევა უფასოდ? – აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „თუ მოქალაქეს აქვს მკვეთრად …

ბათუმში 4 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით, მათ შორის ერთი 59 წლის ქალი

9 აგვისტოს მონაცემებით, გასულ 24 საათში ბათუმის კოვიდკლინიკებში 3 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით, მათგან ორი 83 წლის იყო, ერთი – 87 წლის. დღეს, 9 აგვისტოს, კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 59 წლის ქალი, რომელსაც, კლინიკის ინფორმაციით, თანმხლები დაავადება აღენიშნებოდა. გარდაცვალების ეს შემთხვევა ხვალინდელ, 10 აგვისტოს სტატისტიკაში აისახება. ბოლო 24 საათში საქართველოში 44 პაციენტი გარდაიცვალა …

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 499 ახალი შემთხვევა

9 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა. მთავრობის ცნობით, ამ დროისათვის აჭარაში 874 პაციენტი იმყოფება კოვიდკლინიკებში, მათგან 21 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. აჭარაში 818 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, თვითიზოლაციაშია 5 186 პირი. 9 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 2 236 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 44 პაციენტი.

აჭარაში კოვიდის 595 ახალი შემთხვევა დადასტურდა

8 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 595 ახალი შემთხვევა. მთავრობის ცნობით, ამ დროისათვის აჭარაში 876 პაციენტი იმყოფება კოვიდკლინიკებში, მათგან 16 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. აჭარაში 812 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, თვითიზოლაციაშია 5 016 პირი.

ბათუმში, კორონავირუსით 44 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმის სამედიცინო ცენტრში [BMC] 44 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც სამედიცინო ცენტრში გვითხრეს პაციენტი რეანიმაციაში 31 ივლისს მოათავსეს; მას დაუდგინდა თანმდევი დაავადებაც. მისი მდგომარეობა გუშინ, 6 აგვისტოს დამძიმდა და ღამით გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა სხვა კლინიკაში. 21 წლის ქალი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში [ბაუ] კორონავირუსით, 24 ივლისს მოათავსეს, ის გუშინ, …

ივლის-აგვისტოში აჭარაში კორონავირუსით 43 ადამიანი გარდაიცვალა

„გარდაცვალება რესპუბლიკურში 0“ – ძირითადად ასე ამთავრებს აჭარის მთავრობა ყოველ დილით აჭარაში წინა 24 საათში დაფიქსირებულ კოვიდსტატისტიკას. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსისგან რეგიონში არავინ გარდაცვლილა. რეგიონში გარდაცვლილების შესახებ ინფორმაციას უკვე დიდი ხანია აღარ ავრცელებენ, თუმცა, არ ვიცით ვისი გადაწყვეტილებით. სავარაუდოდ გადაწყვეტილება ცენტრალურ დონეზე მიიღეს, რადგან ასეთ ინფორმაციას [გარდაცვალება რეგიონების მიხედვით] არც საქართველოს ჯანდაცვის …

ბათუმში 21 წლის გოგო კორონავირუსით გარდაიცვალა

ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში [ბაუ] კორონავირუსით, 6 აგვისტოს, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ის 21 წლის იყო. პაციენტი კლინიკაში 24 ივლისს მოათავსეს. კლინიკის ინფორმაციით მას აღენიშნებოდა ფილტვების მძიმე დაზიანება და თანმდევი რთული დაავადებები. 7 აგვისტოს დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 216 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამავე პერიოდში გარდაიცვალა 38 პაციენტი. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური მაჩვენებელი არის 9.3%, …

აჭარაში კორონავირუსის 620 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 7 აგვისტო

7 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 620 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ ეტაპზე აჭარის საავადმყოფოებში მკურნალობს 837 პაციენტი, მათგან მძიმე პაციენტია – 129, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 17 ადამიანი. აჭარის კოვიდსასტუმროებში 812 ადამიანი გადის მკურნალობის კურსს. ამ ეტაპისთვის აჭარაში თვითიზოლაციაში იმყოფება 5 026 ადამიანი. 7 აგვისტოს დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 …

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 628 ახალი შემთხვევა

6 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 628 ახალი შემთხვევა. მთავრობის ცნობით, ამ დროისათვის აჭარაში 802 პაციენტი იმყოფება კოვიდკლინიკებში, მათგან 18 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. აჭარაში 812 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, თვითიზოლაციაშია 4 592 პირი. 

აჭარაში კოვიდის 601 ახალი შემთხვევა დადასტურდა

5 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 601 ახალი შემთხვევა. მთავრობის ცნობით, ამ დროისათვის აჭარაში 762 პაციენტი იმყოფება კოვიდკლინიკებში, მათგან 17 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. 820 ადამიანი იმყოფება აჭარაში კოვიდსასტუმროში, თვითიზოლაციაშია 4 433 ადამიანი. დღეს საქართველოში დადასტურდა კოვიდის 3670 ახალი შემთხვევა.

ბათუმში კლინიკებში კოვიდით ინფიცირებულ 70-მდე ბავშვს მკურნალობენ

4 აგვისტოს დილის 10 საათის მდგომარეობით, ბათუმში, იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა  ჰოსპიტალში კოვიდით ინფიცირებული ბავშვებისთვის გათვალისწინებული 59-ვე ადგილი შევსებულია. ასევე, 15 ბავშვს მკურნალობენ კორონავირუსზე ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ დღეს დილიდან დაიწყო გამოჯანმრთელებული ბავშვების საავადმყოფოებიდან გაწერის  პროცესიც და „საავადმყოფოებში ადგილების პრობლემა ამ დროისთვის არ არის“. გარდა ამისა ბათუმში, დედათა და ბავშვთა  …

აჭარის კოვიდკლინიკებში ამ დროისთვის 110 თავისუფალი საწოლია

4 აგვისტოს დილის მონაცემებით აჭარის კოვიდკლინიკებში 110 თავისუფალი საწოლია. ამ დროისთვის კოვიდკლინიკებში 725 პაციენტი მკურნალობს, მათგან 18 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. აჭარაში ასევე არის 14 კოვიდსასტუმრო, სადაც ამ დროისთვის 820 ინფიცირებულია მოთავსებული. კოვიდსასტუმროებში 4 აგვისტოს მონაცემებით 55 თავისუფალი ადგილია. ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსი 591 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე თემაზე: მსოფლიოში მე-5 ადგილზე კოვიდის გავრცელებით – როგორ …

აჭარაში კოვიდის 591 ახალი შემთხვევა დადასტურდა

4 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 591 ახალი შემთხვევა. მთავრობის ცნობით, ამ დროისათვის აჭარაში 725 პაციენტი იმყოფება კოვიდკლინიკებში, მათგან 18 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. აჭარაში 820 ინფიცირებულია კოვიდსასტუმროში, თვითიზოლაციაში იმყოფება  4 453 პირი.  დღეს საქართველოში კორონავირუსის 4233 ახალი შემთხვევა დადასტურდა.  

აჭარაში კოვიდის 634 ახალი შემთხვევაა

3 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 634 ახალი შემთხვევა. მთავრობის ცნობით, აჭარის კოვიდკლინიკებში იმყოფება 691 ადამიანი, მათგან 114-ის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება 14 ადამიანი.  აჭარაში ამ დროისათვის თვითიზოლაციაშია 4 362 ადამიანი.  გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4827 ახალი შემთხვევა დადასტურდა.  

„ნუ წახვალ ქორწილში, სამედიცინო რესურსიც ამოწურვადია!“ – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ პირველ აგვისტოს ფეისბუქზე მოსახლეობას ნიღბის ტარებისკენ, დისტანციის დაცვისა და აცრისკენ მოუწოდა. „სამედიცინო რესურსიც ამოწურვადია! ნუ გამართავ ქორწილს! ნუ წახვალ ქორწილში! ატარე ნიღაბი! დაიცავი დისტანცია! აიცერი! ასე რთულია ეს ყველაფერი?“ – წერია ჯანდაცვის მინისტრის პოსტში. „ბათუმელებმა“ დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრს აჭარაში არსებული ეპიდსიტუაციის შეფასება სთხოვა. გუშინდელი პოსტით სოციალურ …

აჭარაში კოვიდის 392 ახალი შემთხვევა დადასტურდა

2 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 392 ახალი შემთხვევა. ოფიციალური მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 715 ადამიანი მკურნალობს, 112  პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 7 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. რეგიონში თვითიზოლაციაშია 4315 ადამიანი. დღეს საქართველოში კორონავირუსის 1655 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარაში კორონავირუსის 443 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – პირველი აგვისტო

1-ლი აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 443 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის კლინიკებში დღევანდელი მონაცემებით 661 პირი პკურნალობს. აქედან 109 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 7 პირი.  აჭარის კოვიდსასტუმროებში იმყოფება 659 ადამიანი. ამ ეტაპისთვის აჭარაში თვითიზოლაციაში იმყოფება 4 138 პირი. ბოლო 24 საათში საქართველოში 33 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით: საქართველოში კოვიდით 33 პირი გარდაიცვალა, დადასტურდა …

აჭარაში კოვიდის 419 ახალი შემთხვევა დადასტურდა

30 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა. ოფიციალური მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 557 ადამიანი მკურნალობს, 91 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 4 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. რეგიონში თვითიზოლაციაშია 3 833 ადამიანი. დღეს საქართველოში კორონავირუსის 2712 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარაში კოვიდის 413 ახალი შემთხვევაა

29 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 413 ახალი შემთხვევა. ოფიციალური მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 556 ადამიანი მკურნალობს, 82 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 5 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. რეგიონში თვითიზოლაციაშია 3 539 ადამიანი. დღეს საქართველოში კორონავირუსის 2796 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 438 ახალი შემთხვევა

28 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 438  ახალი შემთხვევა. ოფიციალური მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 516 ადამიანი მკურნალობს. თვითიზოლაციაშია 3 220 ადამიანი. დღეს საქართველოში კორონავირუსის 3141 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

1929 ინფიცირებული – აჭარის კლინიკებში საწოლების ნახევარი დაკავებულია

„ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში დღეს 5 ათასზე ოდნავ მეტი ადამიანია, ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემა უძლებს ამ დაწოლას, რესურსი საწოლფონდთან დაკავშირებით აქვს, თუმცა დაძაბულობაა იგივე სასწრაფოების გამოძახებასთან, იგივე მოთავსებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თბილისში“, – განაცხადა დღეს, 27 ივლისს, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირების მატება უკავშირდება როგორც ახალი შტამების გავრცელებას, ისე, ზოგადად, ვირუსის …

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 378 ახალი შემთხვევა

27 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 378 ახალი შემთხვევა. ოფიციალური მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 500-მდე ადამიანი მკურნალობს. დღეს საქართველოში კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარაში კოვიდის 224 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 26 ივლისი

26 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 224 ახალი შემთხვევა. ოფიციალური მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 497 ადამიანი მკურნალობს, მათგან 5 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. რეგიონის კოვიდსასტუმროებში 523 ადამიანია მოთავსებული. აჭარაში თვითიზოლაციაშია 2861 ინფიცირებული.

ბათუმში კოვიდით ინფიცირებული 30 ბავშვია კლინიკაში – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 30 ბავშვია კლინიკაში. „ბავშვებთან მიმართებაში არა გვაქვს დაძაბული სიტუაცია, გუშინდელი მონაცემებით 30 ჰოსპიტალური შემთხვევა გვქონდა. 60 საწოლი იყო მობილიზებული. განსაკუთრებული მზარდი მომართვიანობა ამ მიმართულებით არ აღინიშნება“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებთან დღეს, 23 ივლისს. აჭარაში კორონავირუსი ინფიცირებულ ბავშვებს, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ, ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ …

აჭარაში კოვიდის 240 ახალი შემთხვევაა

23 ივლისის მონაცემებით, აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 240 ახალი შემთხვევა. ოფიციალური მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 374 ადამიანი მკურნალობს, მათგან 4 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. რეგიონის კოვიდსასტუმროებში 464 ადამიანია მოთავსებული. აჭარაში თვითიზოლაციაშია 2355 ინფიცირებული.

აჭარაში კოვიდის 238 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 22 ივლისი

22 ივლისის მონაცემებით, აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 238 ახალი შემთხვევა. ოფიციალური მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 339 ადამიანი მკურნალობს, მათგან 6 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. რეგიონის კოვიდსასტუმროებში 361 ადამიანია მოთავსებული. აჭარაში თვითიზოლაციაშია 2 141 ინფიცირებული.

აჭარაში კოვიდის 202 ახალი შემთხვევაა – დღევანდელი მონაცემები

21 ივლისის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 202 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 309 ადამიანი მკურნალობს, მათგან 4 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. რეგიონის კოვიდსასტუმროებში 334 ადამიანია მოთავსებული. აჭარაში თვითიზოლაციაშია 1 897 ინფიცირებული.

აჭარაში კოვიდის 205 ახალი შემთხვევა დადასტურდა

20 ივლისის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 205 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 279 ადამიანი მკურნალობს, მათგან 3 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. რეგიონის კოვიდსასტუმროებში 334 ადამიანია მოთავსებული. აჭარაში თვითიზოლაციაშია 1 685 ინფიცირებული.

აჭარაში კორონავირუსის 94 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 19 ივლისი

19 ივლისის დილის მდგომარეობით აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 94 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა რეგიონში არის – 273, მძიმე პაციენტია – 46, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 3 პაციენტი. აჭარის კოვიდსასტუმროებში ამ დროისთვის 334 პაციენტი იმყოფება; 10 პირია საკარანტინო სივრცეში, ხოლო 1 545 პირი თვითიზოლაციაშია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რეგიონში …

აჭარაში კოვიდის 125 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 18 ივლისი

18 ივლისის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 125 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 245 ადამიანი მკურნალობს, მათგან 3 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. რეგიონის კოვიდსასტუმროებში 334 ადამიანია მოთავსებული. თვითიზოლაციაშია 1 445 ინფიცირებული.

აჭარაში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ბოლო 24 საათის მონაცემები

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით აჭარაში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში კი ქვეყნის მასშტაბით დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 979 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 808 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 361 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.17 %. დღევანდელი მონაცემებით აჭარაში გამოჯანმრთელდა – 57 პაციენტი, საერთო ჯამში კი დღემდე გამოჯანმრთელებულდა – 44 046 პაციენტი. კლინიკა დატოვა -10-მა პაციენტმა …

Exit mobile version