განათლების სფერო ძალიან დინამიკურია და მუდმივად იცვლება სწავლის მეთოდები და მიდგომები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რამაც რევოლუცია მოახდინა ამ სფეროში, ონლაინ სწავლების შემოღება გახდა. დისტანციური სწავლების პოპულარობა 2010-იანი წლების დასაწყისიდან გაიზარდა. დღეს აშშ-ში კოლეჯისა და უნივერსიტეტის სტუდენტების უმეტესობა რამდენიმე გაკვეთილს მაინც ატარებს ონლაინ რეჟიმში. სტუდენტების 70% ამბობს, რომ ონლაინ სწავლა უკეთესია, ვიდრე ტრადიციული საკლასო სწავლება; …
Tag Archives: ინგლისურის სწავლება სკოლებში
ინგლისურის მასწავლებელი შუახევის სკოლიდან – „მანამდე ამ სკოლაში ინგლისური არ ისწავლებოდა“
ინგლისური ენის მასწავლებელი, 42 წლის ხათუნა ფარტენაძე უკვე 12 წელია შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში ასწავლის. ხათუნა ამ სკოლის პირველი ინგლისური ენის მასწავლებელია. ხათუნა ამბობს, რომ სკოლის ასაკშივე ზუსტად იცოდა, მისი მომავალი პროფესია მასწავლებლობა რომ უნდა ყოფილიყო და არჩევანი არც ერთხელ არ უნანია. ის ინგლისურისა და ფრანგული ენების სერტიფიცირებული მასწავლებელია. მისი თქმით, ორივე ენასთან …
English Book Education -ის და Macmillan -ის მასშტაბური კონკურსი ინგლისური ენის პედაგოგებს
აღდგომა გაზაფხულის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული ტრადიციებით აღინიშნება. English Book Education-ის მიერ გამოცხადებული კონკურსის მონაწილეებმა სამი ქვეყნიდან: საქართველო, უკრაინა, საბერძნეთი – ერთ-ერთი აირჩიეს და ინგლისურის გაკვეთილზე შექმნეს პოსტერები, რომლებზეც ასახულია მათ მიერ არჩეულ ქვეყანაში აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციები ან შედარებები მოცემულ ქვეყნებს შორის, რაც გადმოსცემს მსგავსება-განსხვავებებს. მონაწილეებმა პრეზენტაციები წარადგინეს სხვადასხვა სახით და …
1 სემესტრი ანბანს ვსწავლობდით და სწორად კითხვას – ინგლისური ენის პედაგოგი ხულოდან
26 წლის ქეთი მელაძე ხულოს სოფელ ღურტის საჯარო სკოლაში მეორე წელია, რაც ინგლისურ ენას ასწავლის I-VII კლასის მოსწავლეებს. ქეთი გვიზიარებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ხშირი კომუნიკაცია და რა გამოცდილება დააგროვა, როგორც მასწავლებელმა. „მთელი ერთი სემესტრი გავლიეთ იმაში, რომ გვესწავლა ანბანი და ასოების სწორად კითხვა. დამატებით გაკვეთილებზე ვრჩებოდით სკოლაში, ვიდეოზარებით ვერთვებოდით. ეს იყო …
Continue reading “1 სემესტრი ანბანს ვსწავლობდით და სწორად კითხვას – ინგლისური ენის პედაგოგი ხულოდან”
როცა სოფლის სკოლაში ინგლისურს არ გასწავლიან – ილიას გამოცდილება
24 წლის ილია სურმანიძემ ხულოს სოფელ რაქვთის საჯარო სკოლა დაამთავრა. როცა მოსწავლე იყო, ილიას ინგლისური ენის სერტიფიცირებული მასწავლებელი არცერთ კლასში არ ჰყოლია. სკოლაში, სადაც ილია სწავლობდა, დღემდე არ ჰყავთ ინგლისური ენის სერტიფიცირებული მასწავლებელი. ილია გვიყვება, რას ნიშნავს, სხვა საგნის სპეციალისტი გასწავლიდეს უცხო ენას, რა გზებით ჩააბარა მან და მისმა რამდენიმე კლასელმა საატესტატო და ერთიანი ეროვნული …
Continue reading “როცა სოფლის სკოლაში ინგლისურს არ გასწავლიან – ილიას გამოცდილება”
22 წლის უფროსი მასწავლებელი შუახევიდან, რომელიც ინგლისურს ასწავლის
„როდესაც ახალგაზრდა მასწავლებელი ხარ, ჯერ არ გაქვს დავიწყებული შენ თავად რას გრძნობდი, როდესაც მოსწავლის მერხზე იჯექი და მაქსიმალურად ცდილობ გაითვალისწინო შენი მოსწავლის ნებისმიერი ნათქვამი – რა მოსწონს, არ მოსწონს, როდის რა სიამოვნებს… შესაბამისად, ეს მეხმარება უფრო ეფექტური კომუნიკაცია მქონდეს ბავშვებთან“, – გვითხრა 22 წლის თეონა აბაშიძემ. თეონა ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელია. მან ბაკალავრზე სწავლა გასულ …
Continue reading “22 წლის უფროსი მასწავლებელი შუახევიდან, რომელიც ინგლისურს ასწავლის”
ინგლისურის მასწავლებელი, რომელიც ხულოსა და შუახევის სკოლებში ერთდროულად ასწავლის
„არაკვალიფიციური კადრის ყოლა სკოლისთვის საკმაოდ დიდი პრობლემაა, რადგან მოსწავლე ვერ იღებს შესაბამის ცოდნას. დამახინჯებულად სწავლობს ენას. ძირითადად, ეს ეხება გამოთქმას. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, რასაც ჩემი მასწავლებლობის პერიოდში წავაწყდი. ამ პრობლემის მოგვარება ძალიან დიდ შრომას მოითხოვს მასწავლებლისგან და არა მარტო, მოსწავლის მხრიდანაც. ასე ვთქვათ, მოსწავლეს ეკარგება ინტერესი, რადგან უწევს ნასწავლი სიტყვების, გრამატიკის ხელახლა, სწორი ფორმით …
Continue reading “ინგლისურის მასწავლებელი, რომელიც ხულოსა და შუახევის სკოლებში ერთდროულად ასწავლის”
ხულოში 4 სკოლა ინგლისური ენის სერტიფიცირებულ მასწავლებელს ეძებს
ხულოს მუნიციპალიტეტის 4 სოფლის – ვერნების, ბაკიბაკოს, რაქვთასა და საციხურის საჯარო სკოლები ინგლისური ენის სერტიფიცირებულ მასწავლებლებს ეძებენ. სკოლებმა ვაკანსიები ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში გამოაცხადეს, თუმცა აქ ინგლისური ენის მასწავლებლები ამ დრომდე არ ჰყავთ. ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ედუარდ მიქელაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მიუხედავად ამ ფაქტისა, სკოლებში ინგლისური ენის გაკვეთილები არ ცდება. მისი თქმით, სოფელ ვერნების …
Continue reading “ხულოში 4 სკოლა ინგლისური ენის სერტიფიცირებულ მასწავლებელს ეძებს”
აშშ-ის საელჩო მოზარდებს ინგლისური ენის შემსწავლელ 2 წლიან კურსს სთავაზობს – კონკურსი
ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ინგლისური ენის შესასწავლად, საქართველოს 13 ქალაქში, მათ შორის ბათუმში მოზარდებისთვის კონკურსს აცხადებს. ენის შესწავლასთან ერთად ამერიკის მთავრობის მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამა სკოლის მოსწავლეებს ჩართავს მრავალფეროვან ღონისძიებებში, რომლის მიზანიც მათი თვალსაწიერის გაფართოება და პიროვნული განვითარებაა. ბათუმის გარდა კონკურსი გაიმართება ახალქალაქში, პანკისში, რუსთავში, გორში, ნინოწმინდაში, საგარეჯოში, თელავში, ახალციხეში, დუშეთში, მარნეულში, ოზურგეთსა და ზუგდიდში. …
როცა კილომენტრებს გადიხარ ფეხით, რომ გამოცდებისთვის მოემზადო – აბიტურიენტები ხულოდა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ აბიტურიენტებს ხშირად არაერთი სირთულის გადალახვა უწევთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოემზადონ. მთავარი გამოწვევა ინგლისური ენა და ამ საგანში მომზადებაა, რადგან, როგორც მოსწავლეები ამბობენ, კარგი საბაზისო ცოდნა ამ საგანში არ აქვთ, ზოგს სკოლას ბევრჯერ მოუხდა ინგლისური ენის მასწავლებლის გამოცვლა, ყველა მასწავლებელს კი სწავლების საკუთარი მეთოდი აქვს. ხულოელ აბიტურიენტთა ნაწილი მეზობელ სოფლებში ემზადება, …
რატომ ვერ ხერხდება სკოლაში უცხო ენის შესწავლა რეპეტიტორების გარეშე
როგორ ისწავლება საჯარო სკოლებში ინგლისური ენა, და რა დონეს ფლობენ მე-12 კლასის დასრულების შემდეგ მოსწავლეები? ინგლისური ენა რამდენიმე დონედ იყოფა. იმისათვის, რომ მოსწავლემ შეძლოს თავისუფლად წერა-კითხვა, მოსმენილის გააზრება და კომუნიკაცია, საშუალო საფეხურზე (ინტერმედიატე) მაინც უნდა იყოს. თუმცა საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები ინგლისურ ენას დაბალი საფეხურის (A1) სახელმძღვანელოთი გადიან. ინგლისური ენის ტრენერი მასწავლებელი, ქეთი პაპავა …
Continue reading “რატომ ვერ ხერხდება სკოლაში უცხო ენის შესწავლა რეპეტიტორების გარეშე”