საკონსტიტუციოს მოსამართლის შვილი „ოცნებამ“ თანამდებობაზე აირჩია, მან პრეზიდენტი გაამტყუნა

რამდენიმე დღის წინ, 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა დადო, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. 17 ოქტომბერს პარლამენტი შეიკრიბა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად გოგა კიკილაშვილი აირჩია. გოგა კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის – ხვიჩა კიკილაშვილის შვილია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ არამხოლოდ ოპოზიცია და სამოქალაქო ორგანიზაციები, არამედ საერთაშორისო …

იმპიჩმენტის საქმის განხილვა არ იყო დაკავშირებული განსაკუთრებულ სირთულეებთან – ტურავა

დღეს, 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა ხელი უნდა მოაწერონ დასკვნის ტექსტს, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით. დღეს გაირკვევა მოსამართლეების გადაწყვეტილება, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მოსამართლეებს დასკვნით ტექსტზე ხელის მოწერა დღის განმავლობაში შეუძლიათ: „გადაწყვეტილების გამოცხადების დღეა 16 ოქტომბერი, 16 ოქტომბერი შედგება რამდენიმე საათისგან, …

„რას ვაკეთებთ აქ?“ – ჩუგოშვილის შეკითხვა კობახიძეს იმპიჩმენტის საქმეზე

„ჩემი უფლებაა, ისრაელი და ნიკარაგუა ვახსენო,“ – თქვა ირაკლი კობახიძემ დღეს, 5 ოქტომბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, როცა მას პრეზიდენტის წარმომადგენელი, თამარ ჩუგოშვილი ჩააცივდა: „დამისახელეთ ერთი ქვეყანა, სადაც იგივე წესები მოქმედებს და პრეზიდენტს არ აქვს უფლება, მთავრობასთან შეთანხმების გარეშე თავის კოლეგას ტელეფონზე უპასუხოს?” 5 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ დაასრულა ირაკლი კობახიძის და „ოცნების“ სხვა დეპუტატების კონსტიტუციური …

რას ამბობს კობახიძე საიას შეფასებაზე, რომ კონსტიტუციას შესაძლოა თავად მთავრობა არღვევს

„არასერიოზულია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ასეთ აბსურდს წერს,“ – გვითხრა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელსაც საიას შეფასების შესახებ დღეს, 5 ოქტომბერს ვკითხეთ. მესამე დღეა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი განიხილება. წარდგინებაზე დასკვნა სასამართლომ 14 ოქტომბრამდე უნდა მიიღოს. პრეზიდენტის ვიზიტები, განსაკუთრებით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების წინ, რაზეც სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა, საია-ს …

„ქალბატონი სალომე რომ მოსულიყო, ნაკლებს ილაპარაკებდა“ – რეპორტაჟი საკონსტიტუციოდან

„არსებობდა კონკრეტული ფაქტორები“, – საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსაც კი არ უთხრა მთავრობის წარმომადგენელმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა კონკრეტული მიზეზი: რის გამო უთხრეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უარი ევროპელ ლიდერებთან ვიზიტებზე. დღეს, 3 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე განიხილა. არსებითი განხილვის სხდომა ხვალ კითხვა-პასუხის ეტაპიდან გაგრძელდება. საკონსტიტუციო სასამართლომ 14 ოქტომბრამდე უნდა დადოს თავისი დასკვნა: დაარღვია თუ არა კონსტიტუცია სალომე …

რა მისწერა მოქალაქემ მოსამართლეებს „პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე“

„ეს საკითხი სახელმწიფო მნიშვნელობისაა. საქართველოს საკონსტიტუციო მოსამართლეებმა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების საფუძველზე უნდა მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება,“ – მისწერა გუშინ, 2 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მოქალაქე რემზი შარაძემ „პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე“. საუბარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე – კონსტიტუციურ წარდგინებაზე, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს ირაკლი კობახიძემ და „ოცნების“ სხვა დეპუტატებმა მიმართეს. დღეს, 3 ოქტომბერს, საქმის განხილვას …

„იმპიჩმენტის პროცედურა არალეგიტიმურია“ – რას წერენ საკონსტიტუციოს „მეგობრები“

„საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ წამოწყებული იმპიჩმენტის პროცედურა არალეგიტიმურია, რადგან ეფუძნება კონსტიტუციის თვითნებურ განმარტებას,“ – წერს თინათინ ერქვანია, ის პარლამენტის წარმომადგენლად მუშაობდა საკონსტიტუციო სასამართლოში და „პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე“ საკონსტიტუციოს მოსამართლეებს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება გაუგზავნა. Amicus curiae ანუ იგივე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით სასამართლოსთვის მიმართვა ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეუძლია. ამიკუსებს უგზავნიან საერთო სასამართლოებსაც. „ბათუმელები“ დაინტერესდა, ვინ …

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს საკონსტიტუციო 3 ოქტომბერს განიხილავს

სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციურ წარდგინებას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი 3 ოქტომბერს განიხილავს. საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური წარდგინება პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ 22 სექტემბერს მიიღო. შესაბამისად, საკონსტიტუციო სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს წარდგენიდან 11 დღეში განიხილავს. საკონსტიტუციო სასამართლოში პლენუმის სხდომას დაესწრება როგორც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე დაესწრებიან „ოცნების“ დეპუტატები, რომლებიც ამ კონსტიტუციური წარდგინების ავტორები არიან. „კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს …

„ოცნება“ საკუთარ თავს უწყობს იმპიჩმენტს – ინტერვიუ ანა ნაცვლიშვილთან

„წარმოიდგინეთ, შარლ მიშელმა რომ დაურეკოს პრეზიდენტს და გაესაუბროს, რა უნდა ქნას სალომე ზურაბიშვილმა? უთხრას, რომ თქვენ ახლა დამიცადეთ, მე პოზიციის გამოხატვის თავისუფლება არ მაქვს, წავალ, მთავრობისგან ნებართვას ავიღებ და მერე დაგიბრუნდებითო? ვინც ასეთ მარაზმულ სცენარზე საუბრობს, ის არ კითხულობს კონსტიტუციას სწორად,“ – ანა ნაცვლიშვილი, პარლამენტის წევრი „ლელოდან“ დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებით …

რა მოხდება, თუ პრეზიდენტის იმპიჩმენტი შედგება? – საიას განმარტება

„იმპიჩმენტის პროცედურის პირველი ეტაპია იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრა. ამისთვის საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3 [სულ მცირე 50 დეპუტატი], – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ დღეს, პირველ სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში. საია განმარტავს, რა პროცედურა სჭირდება პრეზიდენტის იმპიჩმენტს და რა მოხდება შემდეგ, თუ იმპიჩმენტი შედგება. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა …

ტრამპის იმპიჩმენტს ამერიკის კონგრესში მხარი დაუჭირეს

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა. ამერიკის პრეზიდენტს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესისთვის ხელის შეშლას ედავებიან. კონგრესის ამ გადაწყვეტილების შემდეგ გადაწყვეტილება იმპიჩმენტზე სენატმა უნდა მიიღოს. იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, როცა გასაჯაროვდა დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი. ამ საუბრის შემდეგ ტრამპმა უკრაინას გამოყოფილი სამხედრო დახმარების თანხის …

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილმა დირექტორის წინააღმდეგ ბრიფინგი გამართა

დღეს, 18 აპრილს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილმა ბრიფინგი გამართა. 103 თანამშრომლის სახელით განცხადება გააკეთა აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა თამილა დოლიძემ. მისი თქმით, ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილს პრეტენზია აქვს ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის მმართველობასთან დაკავშირებით. „ჩვენ ვხედავთ მართვაში არსებულ ხარვეზებს. დირექტორის მხრიდან ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს და უსამართლო დამოკიდებულებას თანამშრომლების მიმართ. დიდი ხანია მომწიფდა პრეტენზიები შრომის ანაზღაურების …

6 პარტიის განცხადება აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნაზე

„ხელისუფლებას არ აწყობს დაბალანსებული ტელევიზია და გადაწყვიტა მის საქმიანობაში ჩარევა. ამ გეგმის ნაწილია ტელევიზიის დირექტორის გადაყენება“, – აცხადებს „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის – ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის პროცესზე 6 პოლიტიკური პარტია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „შენების პარტია“, „ახალი საქართველო“ და „ემსახურე საქართველოს“. პოლიტიკური პარტიები გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამენ კვლევებს, სადაც „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მოხვდა, …

დაუჭერენ თუ არა მხარს დეპუტატები არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტს

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის უნდობლობის გამოცხადებას სჭირდება 14 ხმა. ამის მზაობა  უმაღლეს საბჭოში რომ არ არის, კარგად იციან ინიციატორებმაც. ჩვენი ფრაქციისგან იმპიჩმენტის მოთხოვნა ცალსახად არ იქნება გაზიარებული“, – ამბობს „ბათუმელებთან“ რესპუბლიკელი გიორგი მასალკინი, ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარის“ წევრი. დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ზამბახიძემ განაცხადა, რომ იწყებს ხელმოწერებს არჩილ ხაბაძისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად და კონსულტაციებს „რესპუბლიკელებთანაც“ …

Exit mobile version