ბათუმში კონფერენცია ჩატარდება ეთიკისა და კეთილსინდისიერების შესახებ

14-დან 16 სექტემბრის ჩათვლით ბათუმში, „შერატონში“, ევროპული კონფერენცია ჩატარდება –  European Conference on Ethics and Integrity in Academia [ECEIA 2026] ეთიკისა და კეთილსინდისიერების შესახებ. კონფერენციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ასოციაცია [ENAI]  უმასპინძლებენ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით,  პროექტ ETHICS-ისადმი მიძღვნილ სესიებზე საერთაშორისო აკადემიური საზოგადოების წინაშე წარმოდგენილი იქნება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტის „კვლევის …

ილიას უნივერსიტეტის 80 პროფესორი პარლამენტს საკონსტიტუციოში უჩივის

„ოცნების“ პარლამენტის და მთავრობის წინააღმდეგ 80-მა პროფესორ-მასწავლებელმა სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. პროფესორები „უმაღლესი განათლების რეფორმის“ ფარგლებში მიღებულ ახალ სამართლებრივ ნორმებს ასაჩივრებენ: „გასაკვირი არ არის, რომ საბჭოთა კავშირში, მათ შორის, საბჭოთა საქართველოშიც, ყველა უნივერსიტეტს სახელმწიფო ცენტრალიზებულად მართავდა, სწავლება და კვლევა მკაცრ იდეოლოგიურ კონტროლს ექვემდებარებოდა. ძალიან შეურაცხმყოფელი და აბსოლუტურად გაუმართლებელია [მით უფრო, არსებული კონსტიტუციური გარანტიების პირობებში], რომ …

ილიაუნს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამასაც უჩერებენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ილიაუნიში ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზეც აჩერებს სტუდენტების მიღებას. ასეთია მაგალითად ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი პროგრამა, რომელიც 2017-2018 სასწავლო წლიდან ავსტრიასთან თანამშრომლობით წარმატებით ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. „ქართველი სტუდენტები დამატებითი კონკურსის საფუძველზე ყოველწლიურად ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლობენ ავსტრიულ უნივერსიტეტში, ხოლო ავსტრიელი სტუდენტები – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტები ეუფლებიან საერთაშორისო მარკეტინგისა …

უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია ილიაუნს მხარდაჭერას უცხადებს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია (IAU) უცხადებს მხარდაჭერას. მხარდაჭერის წერილი, რომელსაც ხელს უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანი აწერს, ილიაუნმა გამოაქვეყნა დღეს, 21 თებერვალს. წელის ადრესატი ილიაუნის რექტორი, ნინო დობორჯგინიძეა. „ძვირფასო ნინო დობორჯგინიძე, იმ განსაკუთრებული გამოწვევების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აღმოჩნდა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმის პირობებში, მსურს გამოვხატო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის …

„დავიცვათ განათლება“ – ილიას უნივერსიტეტთან აქცია იგეგმება

ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა დღეს, 12 თებერვალს, აქციას აანონსებს, ილიას უნივერსიტეტის „ა“ კორპუსთან, 19 საათზე. „ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, თუ რას უპირებს სახელმწიფო უნივერსიტეტებს და ამ ჩამონათვალში შეიტანა ილიაუნიც. ზემოხსენებული დეკუმენტის მიხედვით ილიაუნს მხოლოდ პედაგოგიკის მიმართულებები რჩება, რაც ამ მრავალმხრივ წამყვანი უნივერსიტეტისთვის დანგრევის ტოლფასია. ჩვენ უახლოეს წარსულშიც ვნახეთ, რომ ერთიან აკადემიურ წინააღმდეგობას ნამდვილად აქვს აზრი. სწორედ ამიტომ …

ნინო დობორჯგინიძე ილიას უნივერსიტეტის რექტორად მეორე ვადით აირჩიეს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ნინო დობორჯგინიძე უნივერსიტეტის რექტორად მეორე ვადით აირჩია. ილიას უნივერსიტეტის ინფორმაციით, სხდომა 2026 წლის 2 თებერვალს გაიმართა. ნინო დობორჯგინიძე ლინგვისტიკის დოქტორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. ის ამ უნივერსიტეტში დაარსების დღიდან მუშაობს. კონკურსი რექტორის ასარჩევად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ 2025 წლის 19 დეკემბერს გამოაცხადა. ნინო დობორჯგინიძე უნივერსიტეტს მომდევნო 4 წლის …

ილიაუნი: არ ვეთანხმებით და გავასაჩივრებთ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უნივერსიტეტი არ ეთანხმება ავტორიზაციის საბჭოს და გადაწყვეტილებას სააპელაციო კომისიაში გაასაჩივრებს. „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ქართველი და უცხოელი ექსპერტების შემადგენლობით შეაფასა 2024 წლის ივნისში. ექსპერტთა დასკვნით, ილიას უნივერსიტეტმა უკლებლივ ყველა სტანდარტის მიხედვით უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა. გუშინ ჩატარდა ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტებების …

ილიაუნს ავტორიზაციის პრობლემებს უქმნიან – „ოცნება“ ცდილობს უნივერსიტეტი დაატეროროს“

განათლების სპეციალისტი, სიმონ ჯანაშია აცხადებს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ხელისუფლება ავტორიზაციის პრობლემას უქმნის. „სამწუხარო რამ გააკეთეს, გუშინ ილიას უნივერსიტეტს, რომელიც გადიოდა ავტორიზაციის პროცესს, მისცეს პირობითი ავტორიზაცია. რას ნიშნავს ეს? ავტორიზაციის პროცესში მიდიან უნივერსიტეტში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და იკვლევენ ამ უნივერსიტეტის შესაძლებლობებს, რომ ის პროგრამები განახორციელონ, რომლებიც მათ უნდათ, შემდეგ წერენ დასკვნას და ეს დასკვნა …

Exit mobile version