რატომ იღუპებიან დელფნები შავ ზღვაში – სპეციალისტის განმარტება

„ბოლო პერიოდში დელფინების დაღუპვის მიზეზებში დაგვემატა მეხუთე ფაქტორი. …თევზჭერა იყო, დაბინძურება, ვირუსული დაავადებები და ნავიგაცია იყო – ეს ოთხი არის მსოფლიოში აღიარებული ფაქტორი შავ ზღვაში, რაც ზღვაში ძუძუმწოვრების დაღუპვას იწვევს. დაგვემატა მეხუთე – ეს არის ომი – საომარი მოქმედებები, რაც მიმდინარეობს შავ ზღვაში აქტიურად, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნაწილში. იქ მუშაობენ ზედაპირული და წყალქვეშა დრონები, გემების ჩაძირვები …

რამ დააბინძურა ზღვა ბათუმში – კადრები, რომელიც მოქალაქემ გადაიღო

„არ ვიცი, რა ჩადიოდა ზღვაში, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს მშენებლობის პროცესში რეცხვის დროს გამოყენებული წყალია,“ – გვითხრა ბათუმში მცხოვრებმა ზურაბ ბოლქვაძე, რომელმაც გუშინ, 18 ივლისის დილით, ბათუმის პლაჟზე ზღვის დაბინძურების ფოტოები გადაიღო. ზურაბ ბოლქვაძის თქმით, ის ბათუმის სანაპიროზე კომპანია „ალიანს ჯგუფის“ მშენებარე სასტუმროს „მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იყო, სადაც ზღვას სანიაღვრე არხი უერთდება. გარემოსდაცვის ზედამხედველობის სამსახურში …

ზღვის დაბინძურებისთვის პანამისა და პალაუს დროშის ქვეშ მცურავი გემები დააჯარიმეს

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, პანამისა და პალაუს დროშების ქვეშ მცურავი გემების კაპიტნები 65-65 ათასი ლარით დააჯარიმეს. მათი განცხადებით, გამოვლინდა საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ორი ფაქტი. „პანამისა და პალაუს დროშების ქვეშ მცურავმა გემებმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები 58 პრიმა 2 მუხლის მე-7 ნაწილით ერთობლივად შეადგინეს. ფოთის …

შავ ზღვაში აღმოჩენილი ბაქტერიები ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადია – რას ამბობენ მკვლევრები

ევროკავშირის მიერ შავ ზღვაში ჩატარებული ყველაზე მასშტაბური კვლევის – EMBLAS-Plus-ის შედეგების მიხედვით, შავ ზღვაში აღმოჩენილი ბაქტერიები ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადია. კვლევაში წერია, რომ შავ ზღვაში ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობის დაფიქსირება შემაშფოთებელია.  საქმე ის არის, რომ ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტობა გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. ეს არის პროცესი, როცა  ბაქტერია იძენს მდგრადობას ანტიბიოტიკის მიმართ, რომლის მიმართაც თავდაპირველად მგრძნობიარე იყო. …

პირბადეები და რეზინის ხელთათმანები ბათუმის სანაპიროზე და ზღვაშიც ყრია [ფოტო]

COVID19-ის პრევენციისთვის გამოყენებული პირბადეები და რეზინის ხელთათმანები შავი ზღვის ბათუმის სანაპიროზეც გამოჩნდა. უცხოელმა გარემოსდამცველებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს იმის შესახებ, რომ პანდემიის პრევენციისთვის გამოყენებული ნივთები საგრძნობლად აბინძურებს გარემოს პოლიეთილენის პარკების, ბოთლებისა და ზღვის ძირითადი დამაბინძურებლების გვერდით. მიუხედავად მკაცრი რეკომენდაციისა, რომ  COVID19- ის პრევენციისთვის გამოყენებული ინვენტარი: პირბადეები და რეზინის ხელთათმანები გამოყენების შემდეგ თავდახურულ ურნაში მოათავსონ, მსგავს …

გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევისა და გემიდან ზღვის დაბინძურების შემთხვევები 2019 წელს

2019 წელს, გარემოსდაცვით მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, საქართველოს ნავსადგურებში შემოსული 251 გემის ინსპექტირება განხორციელდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, „სხვადასხვა დარღვევის გამო, 32 მცურავი საშუალების პასუხისმგებელ პირთა მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები. დაფიქსირდა გემებიდან ზღვის დაბინძურების 6 შემთხვევა“. პასუხისმგებელი პირები დაჯარიმდნენ – თითოეული 65 000 ლარით. გარემოსთვის მიყენებული ზიანის საერთო ოდენობამ შეადგინა 10 806,9 ლარი – აცხადებს …

ზღვამ კიდევ ერთი დელფინი გამორიყა

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა დღეს გონიოს სანაპიროზე დელფინის გამორიყვის კიდევ ერთი შემთხვევა დააფიქსირა. დეპარტამენტმა 2017 წლის 1-ელი იანვრიდან 11 მაისის ჩათვლით საქართველოს სანაპიროს სარფი-ანაკლიის მონაკვეთზე ზღვის ძუძუმწოვრების (დელფინების) ნაპირზე გამორიყვის სულ 27 შემთხვევა დააფიქსირა. სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს სანაპიროს აფხაზეთის მონაკვეთზე ამავე პერიოდში მინიმუმ 10 დელფინია გამორიყული. მეთევზეობისა და შავი ზღვის …

შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა [ვიდეო]

რამდენიმე თვის წინ ევროკავშირისა და გაეროს მიერ დაფინანსებული პროექტით (EMBLAS), რომლის მიზანიც შავ ზღვაში გარემოს მონიტორინგია, ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევა ჩატარდა. კვლევის ფარგლებში შემოწმებული ლოკაციების მიხედვით ყველაზე დიდი რაოდენობის მარინორიტერი საქართველოს წყლებში აღინიშნა. გარდა ამისა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ გასულ წელს აჭარის სანაპიროს მთელ პერიმეტრში, 8 წერტილში აღებული სინჯებიდან ზღვის წყლის ხარისხის მაჩვენებლები ნორმის …

შავი ზღვის სანაპიროს საქართველოში უცხოელი მეცნიერები იკვლევენ

27 მაისს ბათუმში უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების 40-მდე მეცნიერით დაკომპლექტებული ჯგუფი,  რუმინეთის კვლევითი გემით Mare Nigrum-ით შემოვიდა. მეცნიერები საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს მონიტორინგს ჩაატარებენ. ასეთი კვლევა შავ ზღვაზე 1991 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. უცხოელი და ქართველი სპეციალისტები ბიოლოგიურ, ფიზიკურ-ქიმიურ და მყარი მცურავი ნარჩენების კვლევებს ოთხი თვის განმავლობაში ჩაატარებენ, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების სრულყოფილი შეფასება. …

Exit mobile version