ახალგაზრდებთან შეხვედრა ბათუმში, ხულოში, ქედასა და ქობულეთში – „ეს ქვეყანა შენია“

20-24 აგვისტოს ქობულეთში, ქედაში, ხულოსა და ბათუმში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი კამპანიის -„ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდება. ახალგაზრდებს შეხვდებიან მწერლები: ნესტან ნენე კვინიკაძე და ტორესა მოსი, იუმორისტი ნიკა ქავთარაძე და ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი. განრიგი ასეთია: ქობულეთი – 20 აგვისტო, 14 საათი, „იალქანის“ ახალგაზრდული ცენტრი ქედა – 21 აგვისტო, 14 საათი, სათემო განათლების ცენტრი  ხულო – …

„კომფორტის ზონიდან გამოსვლა არის მოქალაქეობა“ – ბსუ-ს პროფესორი

2024 წლის მაისში რუსული კანონის გასაპროტესტებლად საქართველოში ათეულობით უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გაიფიცა, მათ შორის ბათუმშიც. სტუდენტების პროტესტს არაერთი ლექტორი შეუერთდა. ნანა ტრაპაიძე ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. სტუდენტური პროტესტის დღეებში ის სტუდენტების გვერდით იდგა და მათ აქციის დროსაც მიმართა. „არ შემეძლო იქ არ ვყოფილიყავი, იმდენად აუცილებლად ჩავთვალე ეს, როგორც მოქალაქემ და როგორც ჩემი სტუდენტების …

„ეს არის სიკვდილის წინა გაფართხალება და კატასტროფა“ – უფლებადმცველი ლია მუხაშავრია

„ბუნებაში არის რაღაც, რასაც ვერ შეძლებ, რომ მოერიო, მაგალითად, გრავიტაციას. დაახლოებით ასეთი ძალა ამოქმედდა საქართველოში. ამ ძალას ვერც ივანიშვილის ხელისუფლება და ვერც რუსეთი ვერ მოერევა,“ – ოპტიმისტური განწყობით დაგვხვდა უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ლანჩხუთის სოფელ შუხუთში, სადაც ის უკვე ბოლო 7 წელია ცხოვრობს და განაგრძობს ადამიანის უფლებების დაცვას ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. „ჩემი სოფლის, შუხუთის …

ოჯახი სუდანიდან – როგორ ამეცადინებს 14 წლის შვილი დედას საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად

„ვინ იყო იმერეთის უკანასკნელი მეფე? – სწორი პასუხია „ბ“, სოლომონ მეორე“ – 14 წლის მუჰამედ აბდინი საქართველოს ისტორიაში დედას ამეცადინებს. მუჰამედის დედა, მეისუნ ალტაჰერ ავდალა სუდანის მოქალაქეა. მშობლიური ქვეყანა 14 წლის წინ დატოვა და ქვეყნიდან გაიქცა ქმართან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად. მეისუნ ავდალა საქართველოში 11 წლიანი ცხოვრების და ქართული ენის სწავლის შემდეგ, ცხოვრების ახალი …

ქუთაისელი აქტივისტების ბრძოლა კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად

ქუთაისში, თეთრ ხიდსა და რუსთაველის ხიდს შორის, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე, მე-17 საუკუნით დათარიღებული იმერეთის მეფეთა სასახლე დგას, რომელსაც „ოქროს ჩარდახის“ სახელით იცნობენ. გასულ წელს ქუთაისის მერიამ იმერეთის მეფეთა სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესი ისე დაიწყო, მოქალაქეებმა პოსტფაქტუმ გაიგეს, თუ რის გაკეთებას აპირებდა მერია ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე. „ოქროს ჩარდახზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას მოქალაქეთა ნაწილის პროტესტი …

ვინ და როგორ მუშაობს რეპრესირებულთა შთამომავლების უფლებებზე აჭარაში – ვიდეო

„1937-1938 წლებში, იმ დიდი ტერორის დროს, საქართველოში დაიღუპა 15 ათასი ადამიანი, მათ შორის ბათუმში 1050 ადამიანი. ამ ადამიანთა სია არსებობს. მაგრამ ჩვენი, „მემორიალის“ წევრების აზრით, ეს სია არ არის სრულყოფილი. მსხვერპლი გაცილებით მეტია და ამ თემაზე ვმუშაობთ. იმ 1050 ადამიანში არიან ჩემი წინაპრები – მამაჩემის მამა, მამაჩემის ბიძა და მამაჩემის ბაბუა,“ – არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალის“ …

როგორ ეხმარებიან უკრაინულ არასამთავრობოებს საქართველოში – ვიდეო

500-ზე მეტი დღეა, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. 500 დღეზე მეტია ბათუმში, ევროპის მოედანზე, იკრიბებიან უკრაინელები და აპროტესტებენ რუსული არმიის შეჭრას უკრაინაში და სრულმასშტაბიან ომს. პირველი აქცია ბათუმში 2022 წლის 24 თებერვალს გაიმართა. იმ დღეს, როცა რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და ომი დაიწყო. აქციაზე გამოვიდნენ საქართველოს მოქალაქეები, ბათუმში მცხოვრები უკრაინელები და ბელორუსები. 500 დღეზე მეტია უკრაინელებს …

„ქართული ოცნება“ გვთავაზობს რუსეთს, მასკარადულ ჩოხაში – რატომ ვირჩევთ ევროპას

„ჩვენ ვართ ევროპა“, „შინ, ევროპისკენ“ – ეს სიტყვები ბოლო დროა ყველა ასაკის ადამიანისგან გვესმის საქართველოში. რატომ მიაჩნიათ მოქალაქეებს, რომ ჩვენი ეროვნული იდენტობა და ევროპული ღირებულებები თანხვედრაშია, რატომ ვამბობთ – „შინ, ევროპისკენ“? „ბათუმელები“ ამ თემაზე იმ ახალგაზრდებს ესაუბრა, რომლებიც ბოლო დროა აქციებზე იცავენ ამ იდეას და ამბობენ, რომ არ მისცემენ რუსეთს უფლებას, კალაპოტი შეუცვალოს ქვეყნის ევროპულ …

რას და როგორ ცვლიან შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები აჭარაში

მაია შერვაშიძე 32 წლისაა. განათლება სახლში მიიღო. სკოლაში არ უვლია. მასწავლებელი ოჯახში აკითხავდა და ისე დაამთავრა სკოლა. მაია შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. „მე და ეტლი ბავშვობიდან ვმეგობრობთო“ – ამბობს. სკოლის პერიოდზე საუბრისას, „ბნელი წლები იყოო“ – ამბობს და იმ დროს იხსენებს, პირველად სახლიდან დამოუკიდებლად რომ წავიდა ბანაკში. „თომა კაკაბაძეს ვიცნობდი და ვიცოდი, რომ ჰქონდა ორგანიზაცია „ცვლილებები …

როგორ დაეხმარა „დემოკრატიის ინსტიტუტი” 100 ათასამდე მოქალაქეს 19 წლის განმავლობაში

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ 2004 წლიდან მუშაობს დასავლეთ საქართველოში და 19 წლის განმავლობაში საქართველოს 100 ათასზე მეტ მოქალაქეს დაეხმარა სტარტაპის, ბიზნესის, საგანმანათლებლო, სამედიცინო, სარეაბილიტაციო თუ სხვა მიმართულების პროგრამებით. უკვე დასრულებულ პროგრამებს შორისაა: ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი, ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია, ახალი შესაძლებლობები აჭარაში ახალგაზრდა დედებისთვის, ხანდაზმულთა გაძლიერებისა და უფლებების დაცვის კამპანია, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის …

„როცა მიწის ნაკვეთზე დავა დავიწყე, მხოლოდ საია მედგა გვერდში“ – როგორ ეხმარებიან NGO-ები ხალხს

„იმ დღიდან, როცა ამ მიწის ნაკვეთზე დავა დავიწყე, მხოლოდ საია მედგა გვერდში. იცოდნენ, რომ კანონიერად ვითხოვდი მიწის რეგისტრაციას. საია რომ არ ყოფილიყო, მე ამ შედეგს ვერ მივაღწევდი. რამდენი უნდა მევლო იქეთ-აქეთ, ხანშიშესული ადამიანი ვარ?!“ – 80 წლის შოთა დევაძე ერთ-ერთია იმ ასობით ადამიანიდან, ვისაც არასამთავრობო ორგანიზაცია – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაეხმარა. საია სახელმწიფოს მიერ …

Exit mobile version