„საწვავი არ უნდა ამ მანქანას, მთელი დღე დადიხარ 5 ლარად“, – გვითხრა ქედის მუნიციპალიტეტის ელექტრო-მიკროავტობუსის მძღოლმა, გენადი ბერიძემ, რომელიც 4 თვეა მიკროავტობუსის მძღოლად მუშაობს. ქედის ელექტრო-მიკროავტობუსში რვა სავარძელი და ასევე, ადაპტირებული სივრცეა შშმ პირებისთვის. მიკროავტობუსი დაბა ქედის 4 ძირითად ქუჩაზე მოძრაობს: რუსთაველის, აღმაშენებლის, ტბელ აბუსერიძისა და 9 აპრილის ქუჩებზე. აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ეს პირველი, ადაპტირებული …
Tag Archives: ელექტროავტობუსი
„მძღოლმა მითხრა, ხელით აგიყვანო“ – შშმ პირმა ახალი ელექტროავტობუსითაც ვერ ისარგებლა
ეტლით მოსარგებლე თომა კაკაბაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ახალი ელექტროავტობუსით აპირებდა მგზავრობას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მისთვის შეუძლებელია – მძღოლს „პანდუსის გასაღები“ არ ჰქონდა. „როგორც ავტობუსის მძღოლმა მითხრა, პანდუსი გასაღებით იხსნება, რომელიც მათთვის ჯერ არ გადაუციათ“, – ამბობს თომა კაკაბაძე. თომამ ასევე გვითხრა, რომ ახალი ავტობუსების პრეზენტაციაზე არც ერთი შშმ პირი არ მიუწვევიათ, „მათ შორის არც …
რატომ დასჭირდა ბუქსირი ახალ ელექტროავტობუსს
ბათუმში რამდენიმე წუთის წინ მუნიციპალური ელექტროავტობუსი გაჩერდა, რომელიც, თვითმხილველის თქმით, მძღოლმა ადგილიდან ვეღარ დაძრა. მისივე თქმით, ელექტროავტობუსი ბუქსირით ძველ, ყვითელ ავტობუსს ჩააბეს. როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ „ბათუმელებს“ უთხრა, „ჩამქრალ ელექტროავტობუსს ქუჩაში მრავალგზის შეესწრო“. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ბათუმელებს უთხრეს, რომ ასეთი ფაქტი რამდენჯერმე იყო, „თუმცა საგანგაშო არაფერია, ვინაიდან ელექტროავტობუსები ხაზზე ისე გავუშვით, რომ ტესტირება არ გაუვლიათ. შეიძლება ვთქვათ, …
Continue reading “რატომ დასჭირდა ბუქსირი ახალ ელექტროავტობუსს”
რა მარშრუტით იმოძრავებს N13 ელექტროავტობუსი ბათუმში
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, 19 ოქტომბრის მონაცემებით, ბათუმში 5 ელექტროავტობუსია, რომლებიც 20 ოქტომბრიდან N13 ხაზზე შემდეგი მარშრუტით იმოძრავებენ: ავტობუსი გამოვა ლერმონტოვისა და ორბელიანის ქუჩების კვეთიდან, გაივლის ლერმონტოვის-ბაგრატიონის-შარტავას-გორგილაძის-ბარათაშვილის-ჭავჭავაძის ქუჩებს, ჭავჭავაძის ქუჩაზე [საბაგიროსთან] მობრუნდება და უკან, იმავე მარშრუტით დაბრუნდება ლერმონტოვისა და ორბელიანის ქუჩების კვეთაში. ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ოქტომბრის თვის ბოლომდე ელოდებიან კიდევ 3 ელექტროავტობუსს, რომელთა მიღების შემდეგ ელექტროავტობუსები …
Continue reading “რა მარშრუტით იმოძრავებს N13 ელექტროავტობუსი ბათუმში”
ხვალიდან ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებს
ხვალიდან ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებენ. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტობუსები დღეს უკვე დატესტეს და ისინი მე-13 და მე-14 სამარშრუტო ხაზზე იმოძრავებენ [ჭავჭავაძე, ლერმონტოვი, ბაგრატიონის ქუჩები]. თანამედროვე სტანდარტის ახალი ელექტროავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ტრანსპორტში დამონტაჟებულია გათბობა და კონდიცირება, ხმოვანი სისტემა და ვიდეოკამერები. ელექტრობუსი დაიტენება ბოლო გაჩერებებზე. ელექტრობუსს შეუძლია გაიაროს დატენვის გარეშე 25 კილომეტრი. ბათუმის მერიაში აღნიშნავენ, რომ …
Continue reading “ხვალიდან ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებს”
ბათუმში 8 თეთრი ელექტროავტობუსი ივლის
8 ელექტროავტობუსი ბათუმის ქუჩებში შემოდგომაზე უნდა გამოჩნდეს – დღეს, 8 ივლისს, ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ ფეისბუქზე ბათუმისთვის აწყობილი ელექტროავტობუსის ვიდეოც გაავრცელა. ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ელექტროავტობუსები თეთრი ფერის იქნება. 8 ელექტროავტობუსის შესყიდვაზე შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტსა“ და ბელორუსულ კომპანია „ბელკომუნამაშს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 10 სექტემბერს გაფორმდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ელექტროავტობუსების პროექტისთვის 3 მილიონ 777 ათასი ევრო დაიხარჯება: „აღმოსავლეთ …
ბათუმმა დათქმულ ვადაში ვერ მიიღო 1,3-მილიონიანი ელექტროავტობუსები
ზუსტი თარიღი, თუ როდის მიიღებს ბათუმი ახალ ელექტროავტობუსებს, უცნობია. ერთი ელექტროავტობუსი, რომელსაც ბათუმის მერია დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული სესხით და გრანტით ყიდულობს, 1,3 მილიონი ლარი [384 790 ევრო] ჯდება. 8 ელექტროავტობუსის შესყიდვაზე, ბათუმი „ავტოტრანსპორტსა“ და ბელორუსულ კომპანია „ბელკომუნამაშს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 10 სექტემბერს გაფორმდა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 3 392 093 ევროა. ავტობუსის სიგრძე 10 მეტრი …
Continue reading “ბათუმმა დათქმულ ვადაში ვერ მიიღო 1,3-მილიონიანი ელექტროავტობუსები”
ბათუმი ერთ ელექტროავტობუსში 384 790 ევროს იხდის
ერთი ელექტროავტობუსი, რომელსაც ბათუმის მერია დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული სესხით და გრანტით ყიდულობს, 384 790 ევრო ჯდება. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, 8 ახალ ელექტროავტობუსს 2020 წლის მაისში მიიღებენ. ავტობუსის სიგრძე 10 მეტრი იქნება. ელექტროავტობუსების შესყიდვაზე შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტსა“ და ბელორუსულ კომპანია „ბელკომუნამაშს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 10 სექტემბერს გაფორმდა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 3 392 093 ევროა. ამ თანხაში …
Continue reading “ბათუმი ერთ ელექტროავტობუსში 384 790 ევროს იხდის”
რომელ ქუჩებზე ივლის 8 ახალი ელექტრობუსი ბათუმში
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ქალაქში 8 ახალი ელექტროავტობუსის შემოყვანასთან დაკავშირებით, გათვალისწინებულია 25 მძღოლისა და 5 ინჟინრის გადამზადება. ახალ ავტობუსებს ბათუმში 2020 წლის აპრილის თვეში ელოდებიან, თუმცა ამ დრომდე არ არის გადაწყვეტილი, თუ რომელ ხაზზე ივლიან ეს ელექტროავტობუსები. გადაწყვეტილი არ არის ავტობუსების ფერიც. „გვინდა მოვიცვათ უფრო ქალაქის შუაგული. ესაა, ვთქვათ, ბაგრატიონის, ლერმონტოვის, ხიმშიაშვილის, ჯავახიშვილის, გორგილაძის ქუჩები. ელექტროავტობუსების …
Continue reading “რომელ ქუჩებზე ივლის 8 ახალი ელექტრობუსი ბათუმში”
€3.7 მილიონად ნაყიდი ელექტროავტობუსები ბათუმში 2020 წლის აპრილში გამოჩნდება
ბათუმში ელექტროავტობუსები შესაძლოა 2020 წლის აპრილში გამოჩნდეს. ავტობუსების ფერის შესარჩევად „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ გამოკითხვის ჩატარებას გეგმავს. ჯერ არც ის არის გადაწყვეტილი, რომელ ხაზზე იმოძრავებენ ახალი ელექტროავტობუსები, რომელთა სიგრძე 10 მეტრი იქნება. 8 ელექტროავტობუსის შესყიდვაზე შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტსა“ და ბელორუსულ კომპანია „ბელკომუნამაშს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 10 სექტემბერს გაფორმდა. „ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას ავტობუსების მოსაწოდებლად აქვს 9 თვე ვადა, …
Continue reading “€3.7 მილიონად ნაყიდი ელექტროავტობუსები ბათუმში 2020 წლის აპრილში გამოჩნდება “
ბათუმს 8 ელექტროავტობუსს ბელარუსული კომპანია მოაწვდის
ბელარუსულმა ჰოლდინგმა Belkommunmash-მა გაიმარჯვა ბათუმის ავტობუსების ტენდერში, რომლის საფუძველზეც ბელარუსის მხრიდან რვა ელექტროავტობუსის შესყიდვა მოხდება – ინფორმაცია დღეს, 23 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა. ამავე ინფორმაციით, მამუკა ბახტაძე მინსკის საავტომობილო ქარხანაში იმყოფებოდა და მთავრობის მეთაურმა ავტოქარხნის ტერიტორიაზე ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქცია დაათვალიერა. „ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“, სადაც განაცხადეს, რომ საბოლოო დოკუმენტაცია ჯერ …
Continue reading “ბათუმს 8 ელექტროავტობუსს ბელარუსული კომპანია მოაწვდის”
10 ელექტროავტობუსი ბათუმისთვის – ტენდერში გამარჯვებულს EBRD-ი ერთ თვეში გამოავლენს
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით დღეს, 13 ივნისს, ბათუმის მერიაში 10 ელექტროავტობუსის შეძენის მიზნით გამოცხადებული საერთაშრისო ტენდერის მეორე ეტაპის სატენდერო პაკეტები გაიხსნა. მეორე ეტაპზე ფინანსური დოკუმენტაცია ორმა კომპანიამ წარადგინა. წარმოდგენილ დოკუმენტაციას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 30 დღის განმავლობაში განიხილავს და საბოლოო გამარჯვებულს გამოავლენს. ბათუმისთვის ელექტროავტობუსების შეძენის მიზნით საერთაშორისო ტენდერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მიმდინარე წლის …
„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ეკოლოგიურად სუფთა და ადაპტირებულ ავტობუსებს შეიძენს
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ბათუმის ავტობუსების პროექტთან დაკავშირებით საგრანტო ხელშეკრულების თაობაზე წარმოდგენილ განკარგულების პროექტზე იმსჯელეს. განკარგულების პროექტი ბათუმის ავტობუსების პროექტის ფარგლებში, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ კორპორატიული განვითარების პროგრამის და საზოგადოებასთან ურთიერთობის გეგმის მომზადებისა და გახორციელების მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) გრანტის სახით 209,950 ევროს მიღებას ითვალისწინებს. …
Continue reading “„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ეკოლოგიურად სუფთა და ადაპტირებულ ავტობუსებს შეიძენს”
ბათუმისთვის ელექტროავტობუსების შეძენის საკითხი გადაიდო
ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებს სულ ცოტა 25 ახალი, დიზელზე მომუშავე ავტობუსი უნდა დაემატოს. მიუხედავად იმისა, რომ ავტოპარკის განახლებაზე საუბარი რამდენიმე წელია მიდის, ახალი ავტობუსების შესაძენად ტენდერი ამ დრომდე არ გამოცხადებულა. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ამბობენ, რომ ტექნიკურ დოკუმენტაციას ამჯერად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი [EBRD] სწავლობს, ტენდერს კი ბანკისგან მიღებული საბოლოო დოკუმენტების საფუძველზე გამოაცხადებენ. EBRD-ისგან „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ „საბოლოო ტექნიკურ დოკუმენტაციას“ ერთ …
Continue reading “ბათუმისთვის ელექტროავტობუსების შეძენის საკითხი გადაიდო”
საქალაქო ტრანსპორტი შეცვლილი გრაფიკით – როდის გამოჩნდება ახალი ავტობუსები ბათუმში
ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი 16 სექტემბრიდან ე.წ. ზამთრის გრაფიკზე გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტობუსები საღამოს ნაკლებ რეისებს შეასრულებენ და მუშაობას გაცილებით ადრე დაამთავრებენ. როგორც ერთ-ერთმა მძღოლმა გვითხრა, ზამთრის გრაფიკზე გასულ წელს, 14 სექტემბერს გადავიდნენ, თუმცა შარშან ერთი რეისით მეტს ასრულებდნენ, ვიდრე ახლა, რეისების რაოდენობა კი პირდაპირ აისახება მათ ანაზღაურებაზე: „რაც უფრო მეტს ვმუშაობთ, ანაზღაურებაც მეტი გვაქვს. …
Continue reading “საქალაქო ტრანსპორტი შეცვლილი გრაფიკით – როდის გამოჩნდება ახალი ავტობუსები ბათუმში”
ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შეძენის საკითხი გადაწყვეტილია
„ბათუმის ავტობუსების პროექტის“ დასაფინანსებლად სესხისა და გრანტის მიღების საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საუბარია 500 ათასი ევროს ოდენობის სესხზე და 1,5 მილიონი ევროს გრანტზე. ამ თანხით ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შეძენა იგეგმება. ბათუმის მერიაში ავტობუსების პროექტთან დაკავშირებით დეტალებს არ ახმაურებენ. საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს [EBRD] შორის საგრანტო და სასესხო შეთანხმებების ტექსტების მიღების მიზნით მოლაპარაკებები …
Continue reading “ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შეძენის საკითხი გადაწყვეტილია”