„მოსაპარი ცოტაა და რაც არის, ისიც ბიძინასთან უნდა მივიდეს“ – ინტერვიუ

„დიდებს იმიტომ იჭერენ, რომ აჩვენონ — ყველას მივწვდებით, პატარებს კი — დასაშინებლად,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი თემურ გორგაძე. მას ბათუმის ბულვარში ერთ კვირაში დაცვის ორი პოლიციელის დაკავებაზე ვესაუბრეთ. რას აჩვენებს ეს ამბავი მაშინ, როცა ყოფილ მაღალჩინოსნებს მილიონების მითვისებას ედავება პროკურატურა? როცა ყოფილი პრემიერი, თუ სუს-ის უფროსი ციხეშია? „წარმოიდგინეთ, რომ „ქართული ოცნების“ პარტაქტივმა აღმოაჩინა, რომ გაძვირდა საწვავი, …

„სახლში შესვლა ნიშნავს, რომ ეს რეჟიმი, უბრალოდ, შეგჭამს“ – ზურაბ ჯაფარიძე

„პროტესტი არის ის, რაზეც დაშენდება ყველაფერი“ – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტებზე საუბრისას. იგი მიიჩნევს, რომ პროტესტი უნდა გაფართოვდეს და ეს შესაძლებელია. „ნებისმიერი რამ, რაც არ უნდა მივამატოთ ჩვენ ამ ბრძოლას, პროტესტი იქნება მაინც მისი საფუძველი.ეს არის ქვეყანა, სადაც უკვე დიქტატორული რეჟიმია: ჩვენ აღარ გვაქვს დემოკრატიის მინიმალური სტანდარტები, ამ …

„ვართ მიჯნაზე, რომ ვიყოთ ჩეჩნეთისმაგვარი წარმონაქმნი“ – ზურაბ ჯაფარიძე

დღეს, 19 დეკემბერს, შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ხელმძღვანელმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ საპყრობილე დატოვა. ზურაბ ჯაფარიძე ე,წ. „წულუკიანის კომისიაზე“ გამოუცხადებლობის გამო დააკავეს 22 მაისს, სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ კომენტარი გააკეთა მედიასთან. მან თქვა, რომ დღესვე აპირებს რუსთაველზე გასვლას. „7-თვიანი …

„დასავლეთში სასწავლებლად წასვლა გახდება პრაქტიკულად შეუძლებელი“ – ზურაბ ჯაფარიძე

პატიმრობაში მყოფი პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წერილს ავრცელებს ციხიდან. წერილში, რომელიც ფეისბუქზე, მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, ზურაბ ჯაფარიძე წერს: „ძალიან არასერიოზულია შეწუხებული სახეებით არგუმენტირებული მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ქართული სირცხვილის მიერ დაანონსებული ე.წ განათლების რეფორმა თურმე არ გააუმჯობესებს განათლების ხარისხს ქვეყანაში, თურმე პირიქით, გააუარესებს ამიტომ და ამიტომ. ამ დისკუსიაში შესვლა …

ყოველ ჯერზე, როცა გელა ხასიას აქ იჭერენ, გალში დედამისს ადგება „აფხაზური მილიცია“ – ზურაბ ჯაფარიძე

პოლიტპატიმარი, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ეხმიანება პარტიის წევრისა და აქტივისტის, გელა ხასაიას დაკავებას სისხლის სამართლის მუხლით. წერილში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა, ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ ყოველ ჯერზე, როცა სამოქალაქო აქტივიზმის გამო გელა ხასაიას თბილისში აკავებენ, აფხაზეთში, გალში, გელა ხასაიას დედას „აფხაზური მილიცია“ აკითხავს და ეუბნება, მისი შვილი შეეშვას პოლიტიკურ აქტივობას. „ბათუმელები“ …

„ყველანი გარეთ იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება გამარჯვებისთვის“ – ზურაბ ჯაფარიძის წერილი ციხიდან

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, წერილს ავრცელებს ციხიდან. წერილში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე დღეს, 10 სექტემბერს გამოქვეყნდა, ჯაფარიძე წერს: „რა თქმა უნდა, 13-ში უნდა გავიდეთ გარეთ და ვიყოთ რაც შეიძლება ბევრი. თუ 13-ში ვიქნებით იმდენი, რომ რეჟიმმა უკან დაიხია ან საერთოდ ჩამოიშალა, ეს მხოლოდ გაგვიხარდება ყველას, მათ შორის იმათაც, ვინც 4 ოქტომბერს აორგანიზებს. თუ …

„სანამ ბიძინა გაიქცევა…“ – ზურა გირჩი ჯაფარიძის წერილი ციხიდან

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, მორიგ წერილს ავრცელებს ციხიდან. წერილით, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე დღეს, 15 აგვისტოს გამოქვეყნდა, ზურა ჯაფარიძე წერს, რა მოლოდინი აქვს საქართველოში მიმდინარე პროტესტთან და პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით. „ბათუმელები“ თითქმის სრულად, სტილის დაცვით გთავაზობთ მის წერილს. „მოვყვები რას ველოდები. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მოხდება ყველაფერი. მე არ ვიცი ზუსტად …

„ხალხი, რომელსაც ახლა სცემენ, თქვენი დაცვის წინა ხაზია“ – ზურაბ ჯაფარიძის მიმართვა მდუმარეებს

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, მორიგ წერილს ავრცელებს ციხიდან. წერილით, რომელიც მისი ფეისბუქის გვერდზე დღეს, 1-ელ ივლისს, საღამოს გამოქვეყნდა, ზურა ჯაფარიძე მათ მიმართავს, ვინც არსებულ პოლიტიკურ კრიზისში დუმილს ირჩევს. „ბათუმელები“ სრულად, სტილის დაცვით გთავაზობთ მის წერილს. „ყველას მოგადგებიან“, „ყველას შეგეხებათზეც“დავწერ ორ სიტყვას. ხშირად მესმის ეს ფრაზა ბოლო დღეებში TV-დან, მაგრამ განცდა მრჩება, რომ …

„რეჟიმი დგას ტყუილზე. მთავარი ტყუილია, რომ ისინი არიან უმრავლესობა“ – ზურა ჯაფარიძის წერილი

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, მორიგ წერილს ავრცელებს ციხიდან. წერილში, რომელიც მისი ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა და 25 ივნისით თარიღდება, ზურა ჯაფარიძე წერს საქართველოში მიმდინარე პროტესტისა და წინააღმდეგობის ეფექტურად გაგრძელების საკუთარ ხედვაზე. „ისევ იმის თქმით დავიწყებ, რომ მე მხოლოდ TV-ს ვუყურებ, ნული წვდომა მაქვს სოცქსელებთან და პრაქტიკულად ნული კომუნიკაცია პოლიტიკოსებთან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ესაა …

მამუკა ხაზარაძეს 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, ზურა ჯაფარიძეს – 7 თვით

დღეს, 23 ივნისს, პარტია „ლელოს“ დამფუძნებელსა და ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს მოსამართლე ზვიად შარაძემ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მან განაჩენი ცარიელ დარბაზში გამოაცხადა. ასევე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ცარიელ დარბაზში გამოაცხადა ზურა გირჩი ჯაფარიძის განაჩენიც. მას 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესს არც ჯაფარიძე დასწრებია და არც მისი ახლობლები. ჯაფარიძეს 2 წლით …

ცოტნე კობერიძის თქმით, მან ღარიბაშვილს „ბიძინას მონა“ დაუძახა და ამის გამო დააკავეს

თბილისის საკრებულოს წევრი „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“, ცოტნე კობერიძე ამბობს, რომ დღეს, 3 აპრილს, მისი ადმინისტრაციული წესით დაკავების მიზეზი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის ნათქვამი – „ბიძინას მონა!“ გახდა. ცოტნე კობერიძე დაკავებიდან მოკლე ხანში, ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. „ღარიბაშვილს ვუთხარი „ბიძინას მონა“. აგრესიულად არ მითქვამს. მოვიდა პოლიციელი, საბუთები გამომართვა, საკრებულოს საშვი მქონდა საბუთებში, ეს …

ბათუმში პოლიციამ განმარტების გარეშე დააკავა თბილისის საკრებულოს წევრი – ზურაბ ჯაფარიძე

დღეს, 3 აპრილს, ბათუმში დააკავეს თბილისის საკრებულოს წევრი „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“, ცოტნე კობერიძე – ინფორმაციას ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აქვეყნებს ფეისბუქზე და ვიდეოსაც ავრცელებს, რომელზეც ჩანს, როგორ აკავებენ ცოტნე კობერიძეს. „რის გამო უნდა დამაკავოთ?“ – ეკითხება პოლიციელებს ცოტნე კობერიძე. „ახლა დაგაკავებ, დაკავებული ხარ იცოდე ადმინისტრაციული წესით“, – პასუხობს მას პოლიციელი. ვიდეოში ასევე ჩანს, …

სუს-თან მუსიკის ჩართვისთვის დაკავებული კაცი სააპელაციოს მოსამართლემ გაამართლა

„გამამართლეს, რადგან ცეკვა დანაშაული არ არის,“ – ამბობს ბათუმელი რომა მახარაძე, რომელიც სუს-თან მუსიკის დინამიკებში ჩართვის და ცეკვის შემდეგ დააკავეს, ზუსტად 48 საათი წინასწარი დაკავების იზოლატორში დატოვეს, ხოლო შემდეგ მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ 500 ლარით დააჯარიმა. ამ მოსამართლის გადაწყვეტილება სუს-თან დაკავებულების საქმეზე უკვე მეორედ შეცვალეს სააპელაციო სასამართლოში. რომა მახარაძემდე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ისევ სუს-ის …

„გირჩის“ პერფორმანსი აჭარის მთავრობასთან

დღეს 4 დეკემბერს, „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“  აქცია-პერფორმანსი გამართა აჭარის მთავრობასთან. აქციის მიზანი, როგორც აქტივისტები ამბობდნენ, „მწვანე პასპორტებია“, რომელიც მხოლოდ იმ პირებზე გაიცემა, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგი ვაქცინაცია აქვს გაკეთებული. „ვაპროტესტებთ მწვანე პასპორტების შემოღებას ზოგადად, რადგან მიგვაჩნია რომ ადამიანი არ უნდა აიძულოს სახელმწიფომ გააკეთოს აცრა, ეს მოქალაქის გადასაწყვეტია“ – ამბობს მათე კონჯარია, „გირჩის“ აქტივისტი. მისი აზრით, …

ადვოკატი ბათუმში სუსთან დაკავებულ ოპოზიციონერებს ვერ პოულობს – „ეს გატაცებაა“

იურისტი მირზა მამულაძე აცხადებს, რომ ამ დრომდე ვერ ახერხებს დღეს, 12 ნოემბერს, ბათუმში, სუსის შენობასთან დაკავებული ოპოზიციონერების ადგილსამყოფლის დადგენას. ის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] აჭარის ფილიალის იურისტი და დაკავებულების ინტერესების დამცველია. მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებას და იმ მოტივს, რაც პოლიციამ მათ მიმართ დღეს გამოიყენა საიას იურისტი აფასებს, როგორც „გატაცებას – რეპრესიებს მშვიდობიანი  დემონსტრანტების მიმართ.“ დღეს …

ბათუმში „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრები დააკავეს

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ფუტკარაძე ბათუმში, სუსის შენობასთან დააკავეს. გიორგი ფუტკარაძემ და ამ პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თემურ გორგაძემ, სუსის შენობასთან მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ სუსის შენობასთან გააჩერეს ავტომანქანა წარწერებით: „მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეთ მრავალპროფილურ კლინიკაში”, „გაზაფხულზე ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები“. „გირჩი – მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ …

Exit mobile version