რამდენად კანონიერია ჯარიმა თბილისში, სახლებზე პლაკატების გაკვრისთვის – საკონსტიტუციო

პლაკატების გაკვრისთვის ან ლოზუნგების სახლებზე დაწერისთვის შესაძლოა ვერავინ დააჯარიმონ. საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 24 ივნისს, გიორგი გოცირიძის სარჩელს განიხილავს, რომელიც ამბობს, რომ ის თავის სახლზე პლაკატის გაკვრისთვის ვერ უნდა დაჯარიმდეს. გასაჩივრებულია სამართლებრივი ნორმა, რომელიც კრძალავს თბილისში პლაკატების, ლოზუნგების ან ბანერების განთავსებას ადგილებში, რომლებიც საამისოდ გამოყოფილი არ არის. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ თუკი ადამიანი სახლის მესაკუთრეა ან არსებობს …

ნარკოტიკის „გამოუსადეგარი ოდენობისთვის“ 8 წლით ვეღარ დაგაპატიმრებენ – საკონსტიტუციო

„გამოუსადეგარი ოდენობის“ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის ადამიანს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ვეღარ მიუსჯიან. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს დღეს, 4 ივნისს, გადაწყვიტა. მოსარჩელეები ამ მუხლით გასამართლებული პირები იყვნენ, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ მოხმარების შემდეგ დარჩენილი ცარიელი შპრიცისთვის ადამიანები არ უნდა ისჯებოდნენ. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2017 წლის 13 ივლისის № 1/8/696 გადაწყვეტილებით დადგინდა ზოგადი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც სასჯელის …

16 წლის ნიკიტას სარჩელი საკონსტიტუციოში – 18 წლამდე საპროტესტო აქციას ვერ ჩაატარებ

16 წლის ნიკიტა ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სასამართლო დავას აპირებს. სარჩელი უკვე დარეგისტრირდა საკონსტიტუციო სასამართლოში. ნიკიტა „შეკრების და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის იმ ჩანაწერს ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც საპროტესტო აქციას ვერ ჩაატარებს პირი, ვისაც 18 წელი ჯერ არ შესრულებია. ნიკიტა ადამია სამოქალაქო აქტივისტის – ნატა ფერაძის შვილია. ნატა ფერაძის თქმით, მის შვილს არ ჰქონია კონკრეტული შემთხვევა, როცა …

მოქალაქეები: მაისურებზე საპროტესტო წარწერით სასამართლოში არ შეგვიშვეს

„მანდატურმა გვითხრა, რომ ამ მაისურით პროცესზე ვერ შეგვიშვებდა,“ – აცხადებს რამდენიმე აქტივისტი, რომლებიც დღეს „20 ივნისის საქმეზე“ სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა პროცესს თბილისის საქალაქო სასამართლოში ვერ დაესწრნენ. აქტივისტები სასამართლოში წარწერიანი მაისურით მივიდნენ: „თავისუფლება გავრილოვის ღამის უსამართლოდ დაკავებულ პოლიტიკურ პატიმრებს“. „მანდატურმა მითხრა, ასე რომ შეგიშვათ, გამოდის, სასამართლო სხდომის დარბაზში აქცია იქნება და აქციის გამართვის უფლებას ვერ მოგცემთო. …

როდის ვეღარ დააკავებს პოლიციელი პირს, რომელიც „მძიმე ნარკოტიკს“ არ მოიხმარს

საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ, 2 აგვისტოს ანტიკონსტუციურად მიიჩნია ადმინისტრაციული პატიმრობის, ან თავისუფლების აღკვეთის შეფარდება იმ პირების მიმართ, რომლებიც ნარკოტიკს მოიხმარენ, მაგრამ იგი არ იწვევს „სწრაფ მიჩვევას და აგრესიულ ქცევას“. სასამართლოს არ უმსჯელია, რომელ ნარკოტიკულ საშუალებებს შეეხება ეს სიახლე. გადაწყვეტილება უკვე ძალაშია, რადგან იგი გუშინვე გამოაქვეყნეს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე. როგორ უნდა იმოქმედონ ამ შემთხვევაში სამართალდამცველებმა, ვიდრე …

კაცს ჯერ მამა გარდაეცვალა, შემდეგ – დედინაცვალი, მშობლის ქონება კი სახელმწიფოს დარჩა

გიორგი ხორგუაშვილი მამისეულ სახლში ცხოვრობს, თუმცა სახელმწიფოს მისი გამოსახლება ნებისმიერ დროს შეუძლია. კასპში მდებარე საცხოვრებელი სახლი, სადაც ახლა გიორგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, სახელმწიფოს საკუთრება მას შემდეგ გახდა, რაც გიორგის დედინაცვალი გარდაიცვალა – კანონი მემკვიდრეობის გერისთვის დატოვებას არ ითვალისწინებს. გიორგი ხორგუაშვილმა პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. თავად გიორგი ხორგუაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრო. სარჩელი, რომლითაც …

საია მოსამართლეთა შერჩევის წესს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შესახებ არსებულ სამართლებრივ ნორმას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, როცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ირაკლი შავაძეს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ გამწესებაზე უარი უთხრა. „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა თქვა, რომ ყველა კანდიდატი აკმაყოფილებდა კეთილსინდისიერებისა და კვალიფიციურობის კრიტერიუმს. გაურკვეველია, რის გამო მითხრეს უარი,“ – ამბობს მოსამართლე ირაკლი შავაძე. გიორგი …

ექსპერტების ჩვენება პატიმრების გაშიშვლების აუცილებლობაზე

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია ნანა ფ.-ს სარჩელს განიხილავს. პატიმარი ქალი სასჯელაღსრულების მინისტრის ერთ-ერთი ბრძანების ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც ციხის ადმინისტრაციას აქვს უფლება პატიმარს, შემოწმების მიზნით, მოსთხოვოს გაშიშვლება და ბუქნების გაკეთება. მოსარჩელე ევროპულ პრაქტიკაზე აკეთებს აქცენტს, სადაც, ძირითადად, სკანირების აპარატს იყენებენ და გამონაკლის შემთხვევაში თხოვენ პატიმარს გაშიშვლებას. სასჯელაღსრულების სამინისტრო ამტკიცებს, რომ სკანირება სრულ შემოწმებას ვერ …

ვის საქმეს განიხილავს მოსამართლე მანანა კობახიძე პირველად

პირველი საქმე, რომელზეც მოსამართლე მანანა კობახიძეს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, სტუდენტების სარჩელია. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ, რომლის შემადგენლობაშიც მანანა კობახიძე 15 თებერვლიდან შევიდა, დღეს მოისმინა მხარეთა არგუმენტები „აუდიტორია 115“-ის სარჩელზე.  გადაწყვეტილება სარჩელის დასაშვებობაზე კოლეგიას ჯერ არ მიუღია. „არ შეიძლება ერთ სტუდენტურ გაერთიანებას ჰქონდეს ექსკლუზივი“,- მიმართა მოსამართლეებს გიორგი გოცირიძემ, საია-ს იურისტმა. იგი საკონსტიტუციო სასამართლოში „აუდიტორია 115“-ის ინტერესებს იცავს. …

პატიმრების გაშიშვლება და ბუქნების გაკეთება – არგუმენტები სასამართლო დარბაზიდან

ციხეში შესვლის, გამოსვლის, ან სხვა საკანში გადაყვანის დროს, პატიმრებს ციხის ადმინისტრაცია გაშიშვლებას სთხოვს. ზოგიერთი პატიმრის თქმით, მათ ბუქნების გაკეთებასაც აიძულებენ. სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს დღეს მოუწია პასუხის გაცემა კითხვებზე, რატომ არის ეს საჭირო, როცა არსებობს სკანირების მეთოდი და კიდევ – არის თუ არა ღირსების შემლახავი, როცა ადამიანს გაშიშვლებას და ბუქნების გაკეთებას აიძულებ. პატიმრების გაშიშვლების ანტიკონსტიტუციურად მიჩნევის …

Exit mobile version