უკან მიდევნებული ბრძანება – ივანიშვილმა ხეები ჯერ ამოთხარა, შემდეგ დაუკანონეს

ჩაქვში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული  მრავალწლოვანი ცრუ ქაფურის 6 ხე 19 500 ლარად კომპანია „ზიმოს“ ზურაბ პატარაძემ მას შემდეგ მიჰყიდა, როცა ამ ხეების ამოღება უკვე დაწყებული იყო. ხეები ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ. ხეების მოჭრა-ამოღებაზე „ბათუმელები“ მიმდინარე წლის 11 იანვარს წერდა. მას შემდეგ აჭარის მთავრობისგან ვითხოვდით დოკუმენტს, თუ რის საფუძველზე იღებდნენ მრავალწლოვან …

რა ხდება ჩაქვში, საიდანაც ივანიშვილს ხეები გააქვს [ფოტო, ვიდეო]

აქვს თუ არა ნებართვა კომპანიას, რომელიც ჩაქვში, ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის მრავალწლოვან ხეებს იღებს და შეკვეთილში გადასატანად ამზადებს? – ამ კითხვაზე პასუხს აჭარის მთავრობიდან 11 იანვრის შემდეგ ველოდებით. ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ხეების გატანა აჭარიდან პირველად 2016 წელს დაიწყო. დადასტურებულია, რომ აჭარის მთავრობამ მას შემდეგ ყველა ის მიწა გაყიდა კერძო კომპანიებზე, საიდანაც მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილმა …

ივანიშვილს ჩაქვიდან ხეები უკანონოდ მიაქვს – აჭარის მთავრობას ამჯერად თანხმობა არ გაუცია

ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულობით ქაფურის ხეა მოჭრილი. ხეებს კომპანია „ატუ“ ჭრის. ჭრის პარალელურად, ამ ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილის დენდროპარკში გადასატანად მრავალწლოვან ხეებს იღებენ. რის საფუძველზე იღებენ და გააქვთ ხეები? – აჭარის მთავრობამ ნებართვის გაცემის შესახებ დოკუმენტი ვერ მოგვაწოდა. მსგავსი დოკუმენტის გარეშე ხეების გატანა კი უკანონობაა. აჭარის მთავრობის მიერ „ბათუმელებისთვის“ დღეს მოწოდებულ დოკუმენტში საუბარია მხოლოდ …

ივანიშვილმა ხეების გატანა ბათუმიდანაც დაიწყო – ამჯერად მაგნოლია

ბათუმში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარედ, მრავალწლოვან ხეებს თხრიან შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასატანად. ხეების გადატანაზე, როგორც ადგილზე გვითხრეს, თბილისური კომპანია მუშაობს: „ეს ერთი მაგნოლიის ხე გადაგვაქვს კერძო საკუთრებიდან. ჩვენ მხოლოდ გადატანაზე ვმუშაობთ და სამუშაოები როცა დავიწყეთ, ხე უკვე შესყიდული იყო. დენდროლოგიურ პარკში გადაგვაქვს“. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით კი, ამ ადგილიდან სამი ძირი ხე გააქვთ: „სამი …

ბიძინა ივანიშვილი ქობულეთში ხის შესარჩევად ჩავიდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს, 18 აგვისტოს  ქობულეთში, გელაურის დასახლებაში იმყოფებოდა. გელაურში გვითხრეს, რომ ივანიშვილი ხეებს ათვალიერებდა. ბიძინა ივანიშვილი ე.წ. დენდროლოგიურ პარკს შეკვეთილში, საკუთარ რეზიდენციასთან ახლოს აშენებს, სადაც ამ დრომდე აჭარიდან, ძირითადად ჩაქვიდან, ბუკნარიდან, ციხისძირიდან და ბობოყვათიდან ათობით მრავალწლოვანი ხე გადაიტანეს ხმელეთითა და ზღვით. ხის გადატანას პერიოდულად თან ახლდა სახმელეთო, ცენტრალური გზის გადაკეტვა, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა. …

ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციიდან ხის გადატანის პროცესი დასრულდა

ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიიდან, ოზურგეთის სოფელ შეკვეთილში, სადაც ბიძინა ივანიშვილის პარკს აშენებს, მრავალწლოვანი ხეების გადატანის პროცესი დასრულებულია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, რეზიდენციის ტერიტორიიდან 2 მრავალწლოვანი ხე გაიტანეს, ამჟამად კი ლანდშაფტის აღდგენისა და ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბობოყვათის რეზიდენციის ტერიტორია, სადაც მრავალწლოვანი ხეები ამოიღეს, წარმოადგენს არქეოლოგიური მემკვიდრეობის არეალს. აქ აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები პეტრას არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლის განუყოფელი ნაწილია. …

ტიტას ხე ივანიშვილის პარკში იქ აღარ დგას, სადაც დარგეს

ოზურგეთის სოფელ შეკვეთილში, იმ პარკში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აშენებს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მრავალწლოვანი ტიტას ხე გახმა და მოჭრეს. ამ ინფორმაციას არავინ ადასტურებს, თუმცა შეკვეთილში „ბათუმელებს“ ტიტას ხე იმ ადგილზე აღარ დახვდა, სადაც ის 2016 წელს დარგეს. ეს ხე პირველი მრავალწლოვანი ხე იყო, რომელიც აჭარიდან გურიაში ზღვით გადაიტანეს. ე.წ. დენდროლოგიური პარკის ტერიტორიას დაცვის სამსახური იცავს. უცხო …

ივანიშვილის დანატოვარი აჭარაში

„ამ ხეს, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ, გამოთხრილი აქვს ძირი. თუ ნიადაგი არ გამაგრდა, განვითარდება ეროზიული პროცესები, ჩამორეცხვები, ხეც უვარგისი გახდება და გახმება. თუ ხის გადარჩენაა გადაწყვეტილი, საყრდენი კედელი უნდა გაკეთდეს. აქ დარღვეულია ნიადაგის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები და სასწრაფოდ უნდა მოეწყოს დამცავი ნაგებობა, გამაგრდეს მთლიანად ფერდი, რათა მასზე მდებარე სხვა ხეებიც გადარჩეს“, – ამბობს გეოლოგი ტარიელ ტუსკია …

ხეების გადამზიდავს ხიდისთვის არ სცალია

„ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“ – ამ შინაარსის ორენოვანი ბანერი გონიოს ხიდის ორივე მხრიდან უკვე წლებია გამოკრულია. საერთაშორისო მაგისტრალზე არსებული, ნახევარკილომეტრამდე სიგრძის ეს ხიდი, რკინაბეტონის ბლოკებით ორ ზოლადაა გაყოფილი, ფაქტობრივად, სამად – იქეთ-აქეთ ავტომანქანები, ძნელად, მაგრამ მოძრაობენ, შუაში კი სამუშაო ზოლია. კომპანია „ზიმოს“, რომელიც ხიდს უკვე მეხუთე წელია არემონტებს და სამუშაოები ვერ დაასრულა, ბოლო 4 წელში 52 …

მორიგი ხე ზღვაში – ფოტოამბავი

24 მარტს აჭარის სანაპიროდან ბარჟით მორიგი ხე გადააქვთ. ფოტოგრაფმა ირაკლი ძნელაძემ გადაიღო ამ ფაქტის ამსახველი ფოტო. პირველი ხე ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგური პარკისთვის შარშან, 23 მარტს გადაიტანეს. ______________________ ერთი წლის წინ, პირველი ხე ზღვაში.

ხეების მოჭრა თუ „სანიტარული ჭრა“? – ოპოზიცია ამბობს, რომ ხეებს ივანიშვილის ხის გადასატანად ჭრიან

დღეს, 24 მარტს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქობულეთში, ციხისძირში, ხეების მოჭრის ფაქტს გამოეხმაურა. ქობულეთის საკრებულოს წევრის, ბონდო თედორაძის განცხადებით, ციხისძირში ბოლო ორი დღის მანძილზე ასობით ხე მოჭრეს, რასაც არ ადასტურებს ქობულეთის „გამწვანების“ ხელმძღვანელი, ვახო ნემსაძე. მისი თქმით, „გაწვანების“ სამსახური სანიტარულ ჭრას ახორციელებს ავტოტრანსპორტის თხოვნით, რაც გზის გასწვრივ ხეების ტოტების მოჭრას ითვალისწინებს. „ბობოყვათის რეზიდენციასთან ხეები არ იჭრება, …

ასფალტი თუ ხე – რის გამო გადაიკეტა ციხისძირის გზა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის ხელმძღვანელის ზურაბ სიხარულიძის თქმით, გუშინ გვიან ღამით, ბათუმი-ქობულეთის ცენტრალური მაგისტრალი ციხისძირის მონაკვეთში დროებით იყო გადაკეტილი. თუმცა, როგორც სიხარულიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, გზის გადაკეტვა არა ხის გადატანას, არამედ გზების დაგებას უკავშირდებოდა. „დიდი მანქანებისთვის იყო ჩაკეტილი გზა, რადგან ასფალტს ვაგებდით ღამით. გამთენიისას კი გზა გავხსენით. ციხისძირის მონაკვეთზე დაახლოებით 2 კილომეტრი და 250 …

მუხა გურიაში, რომლითაც ივანიშვილი დაინტერესდა

ლანჩხუთში, სოფელ ჯურუყვეთში მდგარი ასწლოვანი მუხით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით ჯურუყვეთში, ფოფხაძეების კუთვნილ მიწის ნაკვეთში მდგარი მუხის სანახავად ივანიშვილი თავად იყო მისული, ხე შეამოწმა და მისმა წარმომადგენლებმა მეპატრონესთან მოლაპარაკებები  დაიწყეს. მუხის მეპატრონე დავით ფოფხაძე ამბობს, რომ „ივანიშვილს ხე ჯერ არ უყიდია“.იგი არ საუბრობს არც მუხის სავარაუდო ფასზე. „შეიძლება საერთოდ არ …

ბობოყვათის რეზიდენციიდან მხოლოდ ერთ ხეს გაიტანენ – არქეოლოგები „ქართუს“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

დღეს, 17 მარტს, დილის ათ საათზე, არქეოლოგების ჯგუფი „ქართუ ჯგუფის“ და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებს ბობოყვათში შეხვდა. არქეოლოგების თქმით, შეხვედრის მიზანი არქეოლოგიური ზონიდან ხეების გადატანის საკითხის განხილვა იყო. მანამდე არქეოლოგმა ნინო ინაიშვილმა ღია წერილით მიმართა ბიძინა ივანიშვილს და სთხოვა, რომ არქეოლოგიური ზონიდან ხეებს ნუ გაიტანს, რადგან ეს ფასეულ მემკვიდრეობას დააზიანებს ან სულაც გაანადგურებს. …

იყენებენ თუ არა მერიის ფილებს ივანიშვილის ხეების გადასატანად – პუშკინის ქუჩის რეაბილიტაცია ბათუმში

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, პუშკინის ქუჩისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია 2017 წლის ზაფხულისთვის უნდა დასრულდეს. ამ დროისთვის „ჭაობის დასახლებაში“ ერთდროულად რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის გამოც შეფერხებულია როგორც ავტომანქანების მოძრაობა, ასევე ფეხით გადაადგილება. პუშკინის ქუჩაზე არსებული მაღაზიებიდან, გასაყიდი საყოფაცხოვრებო  ნივთები  გადათხრილ ქუჩებშია გამოფენილი. მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის შემდეგ, პუშკინის ქუჩაზე არსებულ რკინაბეტონის ფილებს ასფალტის საფარი …

ციხისძირში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს

ციხისძირში ხეების გადატანის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციამ 5 პირი დააკავა: „პარტიზანული მებაღეობის“ სამი წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები – ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ნოდარ დუმბაძე. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავა, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ამ უწყების ინფორმაციით, მხოლოდ 4 პირია დაკავებული, …

ციხისძირში საპროტესტო აქციაზე პოლიციის ორი ეკიპაჟია მობილიზებული

ციხისძირში, სადაც ხეების გადატანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება, პოლიციელები გამოჩნდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან პოლიციის მაღალჩინოსნები, მათ შორის, ქობულეთის პოლიციის უფროსი. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას საპროტესტო აქციაზე პოლიციის მაღალჩინოსნების ყოფნის შესახებ. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ციხისძირის აქციაზე პოლიციის ორი ეკიპაჟია მობილიზებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით. ხეების გადატანის პროცესი დღეს დილიდან შეჩერებულია. სამუშაოების მწარმოებელი …

სამინისტრო: მიწის ნაკვეთზე, საიდანაც ხეები გადააქვთ, სასტუმრო არ აშენდება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიწის ნაკვეთებზე ციხისძირში, საიდანაც მრავალწლოვანი ხეები ოზურგეთში, ბიძინა ივანიშვილის კერძო საკუთრებაში გადააქვთ, სასტუმრო კომპლექსი უნდა აშენდეს. სამინისტროში “ბათუმელებს” განუცხადეს, რომ მიწის ნაკვეთები, საიდანაც ხეებს იღებენ, გასხვისებული არ არის და არც მათი პრივატიზება იგეგმება. ქობულეთის გამგეობის ინფორმაციით, რაიმე პროექტი ან განცხადება აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოთხოვნით, არც …

„არ გადამრგო“ – ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქცია ბათუმში

აქცია „არ გადამრგო“ დღეს აჭარის მთავრობის სახლის წინ „ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყო. აქციის მონაწილეებმა ტრანსფარანტები წარწერით – „ არ გადამრგო“ მთავრობის სახლის წინ ხეებზე ჩამოკიდეს. ამ ფორმით მათ აჭარის მთავრობის ნებართვით მრავალწლოვანი ხეების ე. წ. ბიძინა ივანიშვილის პარკში გადატანა გააპროტესტეს. აქციაზე პარტიის წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სამართალდამცავები იმ კარვების დაშლას გეგმავენ, რომლებიც მდუმარე აქციის …

ივანიშვილის პარკში გადასატანი ხეების ამოთხრა დაიწყო [ფოტო, ვიდეო]

„ხეების გადატანა, თუ ამინდმა ხელი შეგვიწყო, ერთი თვის ვადაში უნდა დავასრულოთ“, – განაცხადა კომპანია „ზიმოს“ წარმომადგენელმა ირაკლი შანავამ. მისივე ინფორმაციით, ხეების გადატანის პროცესი ერთი თვეა მიმდინარეობს. გიგანტური ხეების გატანა იგეგმება გემებით. საჭირო ინფრასტრუქტურის – ზღვამდე გზის გაყვანაზე და ხეების გადატანაზე სწორედ კომპანია „ზიმო“ მუშაობს. გასული წლის 31 დეკემბრით დათარიღებულ N431 ბრძანებით, რომელსაც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, არჩილ ხაბაძე აწერს ხელს, შპს …

ენმ ბიძინა ივანიშვილს ხეების გადატანის ნაცვლად სოციალური პროექტების დაფინანსებას ურჩევს

გიგანტური ხეების ციხისძირიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადატანა დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. მათი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ პარკში დაახლოებით 40 ხეს გადაიტანს, რაც 10 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება. „ეს ინფორმაცია შემსრულებელმა კომპანიამ მოგვაწოდა. დღევანდელი აქციით გვინდა შევახსენიოთ ბიძინა ივანიშვილს მისი წინასაარჩევნო დაპირებები. 10 მილიონი ლარით, რაც ხეების გადატანას დასჭირდება, იპოთეკარების პრობლემის მოგვარება შეიძლება, …

არჩილ ხაბაძის ბრძანება ივანიშვილისთვის ხეების გადასაცემად

აჭარის მთავრობამ გასული წლის 31 დეკემბერს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ციხისძირის ყოფილ სანერგე მეურნეობაში არსებული სამი ძირი გიგანტური ხის ამოღების უფლება კერძო კომპანიას – „შპს ზიმოს“ გადასცა. აჭარის მთავრობის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არაერთ ბუნდოვან დეტალს შეიცავდა. მთავრობამ მხოლოდ ახლახან „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ 200-წლოვანი გიგანტური ხეები ნამდვილად ბიძინა ივანიშვილის პარკში გადააქვთ. ბუნდოვანი ბრძანება გასული …

Exit mobile version