როდის აღდგება გაზის მიწოდება ბათუმში სრულად

ბათუმში გაზის მიწოდება ეტაპობრივად მიმდინარეობს და 13 მარტს დღის ბოლომდე დასრულდება – უთხრეს „ბათუმელებს“ კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზში“. გაზის მიწოდება გუშინ, 11 მარტს შეწყდა. „გაზის მიწოდება გუშინ საღამოს დავიწყეთ და ეტაპობრივად გრძელდება. ვვარაუდობთ, რომ ხვალ, დღის ბოლომდე გაზის მიწოდება ყველა აბონენტს სრულად აღუდგება. რაც შეეხება დაზიანებას – აღმოფხვრილია“ – განაცხადეს დღეს, 12 მარტს „სოკარში“. „სოკარის“ …

აჭარასა და გურიაში გაზის შეწყვეტაზე „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განცხადებას ავრცელებს

ქობულეთის ტერიტორიაზე „აღმოჩენილი გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოებთან“ დაკავშირებით „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაოების გამო 2025 წლის 11 მარტის „11:00 საათიდან 16:00 საათამდე საჭიროა დაიკეტოს ამავე განშტოების 45,6 კილომეტრზე და აჭარის გამზომ კვანძზე [67,3 კმ-ზე] არსებული ონკანები. აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზით მომარაგება შეეზღუდება ლაითურის, ურეკის, ოჩხამურის გაზგამანაწილებელ სადგურებს და აჭარის გამზომ კვანძს. …

აჭარაში 11 სოფლის გაზიფიცირებისთვის პროექტებს შეისყიდიან

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის 11 სოფლის გაზიფიცირებისთვის პროექტების შესყიდვაზე ტენდერები გამოაცხადა. კომპანია ამ ეტაპზე გაზიფიცირების პროექტებს შეისყიდის შემდეგი სოფლებისთვის: შუახევის მუნიციპალიტეტი – ზედაყანა, ზამლეთი ხულოს მუნიციპალიტეტი – თხილაძირი ქედის მუნიციპალიტეტი – ზედა ბზუბზუ, ძენწმანი, არსენაული, გობრონეთი, ტაკიძეები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი – ქედქედი, ცხემლარა, ქვედა ქოქოლეთი პროექტირებაზე ორი ტენდერია გამოცხადებული. ორივე ტენდერში …

აჭარის სოფლები, რომელთა გაზიფიცირებისთვის პროექტებს შეისყიდიან

აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 11 სოფლისთვის, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, გაზიფიცირების პროექტებს შეისყიდის, რისთვისაც ორი ტენდერია გამოცხადებული. სატენდერო თანხა ჯამში 377 522 ლარია. ეს სოფლებია: ჭახათი, ოქროპილაური, ქვემო ვაშლოვანი, მირვეთი, ქოქოლეთი, ზედა ჩხუტუნეთი, ჭინკაძეები, ქვედა ბზუბზუ, პირველი მაისი, ახო და დანდალო. პროექტების შესყიდვის შემდეგ, ცალკე გამოაცხადებენ ტენდერს გაზსადენი ქსელის მონტაჟზე სოფლებში, ხოლო დამონტაჟების შემდეგ ქსელი გადაეცემა …

ქობულეთის სოფლები, სადაც გაზსადენი გაიყვანეს და გაზს არ რთავენ – „საარჩევნოდ იქნება, ალბათ“ 

„არჩევნებს უცდიან ალბათ, რომ გაზი ჩაგვირთონ,“ – ამ ვერსიას ქობულეთში ბევრისგან მოისმენთ იმ სოფლებში, სადაც გაზის მილები წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, 2020 წელს გაიყვანეს და ამ დრომდე მოსახლეობას გაზს არ აწვდიან. ქობულეთის 10 სოფელში გაზის მილების გაყვანის სამუშაოები 2021 წლის აპრილში დასრულდა, სამუშაოები დამკვეთმა ჩაიბარა და ექსპერტიზაც ჩატარდა, თუმცა სისტემაში გაზი არ გაუშვიათ. „გატესტა სოკარის …

აჭარის მაღალმთიანი სოფლების გაზიფიცირება – რაში დაიხარჯება 10 მილიონი

დაბა ხულოდან კურორტ გოდერძიმდე ცენტრალურ გაზსადენს, ხოლო ხელვაჩაურის ხუთ სოფელში შიდა ქსელს კომპანია „ენერჯი ინვესტი 2009“ ააშენებს. სამუშაოებისთვის აჭარის და საქართველოს ბიუჯეტებიდან ჯამში 9 988 878 ლარია გათვალისწინებული. კომპანიას ცენტრალური გაზსადენის მშენებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 27-მილიონიანი ტენდერი აქვს მოგებული, ხელვაჩაურის სოფლების გაზიფიცირებაზე კი ტენდერი საქართველოს გაზის ტრანსპორტირების სახელმწიფო კომპანიას ჰქონდა გამოცხადებული. ხულოდან გოდერძიმდე …

11 მილიონი აჭარის სოფლების გაზიფიცირებისთვის – ტენდერები 9 მილიონით არ შედგა

დაბა ხულოს, შუახევისა და კიდევ 11 სოფლის გაზიფიცირებაზე გამოცხადებული ტენდერები არ შედგა. ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობა არავინ მიიღო. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 9,3 მილიონი ლარი იყო. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ იგივე მომსახურებაზე ტენდერები დღეს, 16 სექტემბერს ხელახლა გამოაცხადა, თუმცა, მომსახურების სავარაუდო ღირებულება ჯამში 2,3 მილიონი ლარითაა გაზრდილი და მთლიანობაში 11,6 მილიონი ლარია. შესყიდვის ხელახლა გამოცხადებით გადაიწია …

ხულოში, შუახევში, ქედისა და ხელვაჩაურის 11 სოფელში გაზიფიცირება იწყება

ქედის მუნიციპალიტეტის სოფლების: კოკოტაურის, დოლოგნის, ქვედა მახუნცეთის, ცხემნის, ზვარეს, ვარჯანისის, ასევე, დაბა შუახევისა და დაბა ხულოს გაზიფიცირების სამუშაოებზე საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 5 მილიონ 40 ათას 320 ლარია. კომპანიამ ცალკე ტენდერი გამოაცხადა ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: მაჭახლისპირის, სინდიეთის, აჭარისაღმართის, ქვედა ჩხუტუნეთისა და ჩიქუნეთის გაზიფიცირების სამუშაოებზე. ამ შემთხვევაში სატენდერო თანხა 4 მილიონ …

რატომ არ აწვდიან გაზს მოსახლეობას ქობულეთის სოფლებში, სადაც მილები შარშან გაიყვანეს

ქობულეთის სოფლებში – ალამბარსა და მუხაესტატეში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაზის მილების გაყვანა 2021 წლის აპრილში დასრულდა, თუმცა მოსახლეობის გაზიფიცირება ამ დრომდე არ დაწყებულა. ამ სოფლებში გაზსადენი ქსელის მოსაწყობად ბიუჯეტიდან ჯამში 3 083 678 ლარი დაიხარჯა. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ გაზიფიცირების არდაწყების მიზეზი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებია, რასაც „ბათუმელებთან“ უარყოფს პროექტის განმახორციელებელი „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“. „ჩატარდა შესაბამისი …

აჭარის რომელ სოფლებში ჩაირთვება ბუნებრივი აირი 2022-2024 წლებში

აჭარის მთავრობა რეგიონის დაბებისა და სოფლების გაზიფიცირებას უახლოეს წლებში არ გეგმავს. „აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ხორციელდება ძირითადი მილსადენის მშენებლობა,“ – მოგვწერეს სამინისტროდან. აჭარის მუნიციპალიტეტებში უახლოეს ან/და გრძელვადიან პერიოდში დაგეგმილი გაზიფიცირების სამუშაოების შესახებ ინფორმაცია [კონკრეტული ლოკაციების და დაწყება-დასრულების სავარაუდო ან დადგენილი ვადების მითითებით], „ბათუმელებმა“ სამინისტროდან წერილობით გამოითხოვა. …

Exit mobile version