„ჭერი იყო საგანგაშო“ – რატომ არ განახლდა სწავლა ბათუმის 27-ე საჯარო სკოლაში

ბათუმის 27-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წელს არ განახლებულა. 200-მდე მოსწავლეს სწავლა ონლაინ უწევს. „დისტანციურზე ვართ 15-იდან პირველ ოქტომბრამდე“- ამბობს სკოლის დირექტორი ლელა გათენაძე „ბათუმელებთან“. მისი თქმით, სკოლა სარემონტოა, სარეაბილიტაციო სამუშაოები კი სწავლის დაწყებამდე ვერ დასრულდა. დირექტორი ამბობს, რომ მოსწავლეებმა და მშობლებმაც იცოდნენ, რომ სწავლა ახალ სასწავლო წელს სკოლაში არ განახლდებოდა. „დამრიგებლებმა ჩაატარეს კრებები ყველა …

„სულ გამიშვი-დამაკავე და გინებაა, მთვრალი კაცები სახლებთან გვიშარდავენ“ – მოსახლეობის პროტესტი

„პატარა ჩიხია, სადაც 7 ოჯახი ვცხოვრობთ. ძალიან ვიწრო შემოსასვლელი გვაქვს და ამ ვიწრო ჩიხში ყოველ საღამოს საქორწილო მანქანების კოლონა რომ მოაწვება, სახლებში ვეღარ შევდივართ. ავტომანქანებს გვიჩერებენ სახლთან, სახლის წინ, შესასვლელ კარებთან. მერე მიდის გინება, პატრული გამოვიძახეთ და არ შველის. სახლთან მოდიან მთვრალი კაცები და ხან აქ მიაშარდავენ და ხან იქ, გაგვიკეთეს ტუალეტი სახლებთან. გუშინწინ ისეთი …

მასწავლებლები დაფას ფარანს ანათებენ, ბავშვებმა ნაწერები რომ დაინახონ, სკოლა, სადაც 89 ბავშვი სწავლობს

15 სექტემბერს სასწავლო პროცესი განახლდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურის საჯარო სკოლაშიც. აქ წელს 4 პირველკლასელი მივიდა. სკოლას მთლიანობაში 89 მოსწავლე ჰყავს. ამ სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები, ანი კაბულაშვილი გვიყვება, რომ სკოლის საკლასო ოთახებში ისე ბნელა, მასწავლებლები დაფას ფარანს ანათებენ, ბავშვებმა ნაწერები რომ დაინახონ. ანი შესაბამის ფოტოსაც გვიგზავნის. ანა კაბულაშვილმა, რომელიც ამ სოფელში ცხოვრობს, „ბათუმელებს“ აუხსნა, რომ …

„ჩემი შვილი სკოლის შენობასთან რომ მიმყავს, ტირილს იწყებს“- რა ხდება ბულაჩაურის სკოლაში

„ჩემი შვილი სკოლის შენობასთან რომ მიმყავს და ვუხსნი ამ სკოლაში უნდა ისწავლო-მეთქი, ტირილს იწყებს. არ უნდა ამ შენობაში მისვლა. არანაირი განათლების სურვილი არ გაუჩნდება ბავშვს ამ სკოლაში. სკოლა ავარიულია და ბავშვებისთვის სახიფათო“ – ამბობს ანა კაბულაშვილი. ანა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურში ცხოვრობს. მან „ბათუმელებს“ სკოლის ფოტოები მოაწოდა და გვიამბო, თუ რა მდგომარეობაშია სოფლის ერთადერთი საჯარო …

კიდევ ერთი სახიფათო გადასასვლელი ლიანდაგზე ბათუმში, ბენზეში

ბათუმში, ლიანდაგზე გადასასვლელები უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშეა. ამის გამო, ხშირია ტრაგიკული შემთხვევები. მაგალითად, 2025 წლის 8 აპრილს, ბარცხანაში, რკინიგზაზე გადასვლის დროს 13 წლის მოზარდს დაეჯახა მატარებელი. მოზარდი დაიღუპა. ამ ტრაგედიიდან თითქმის ერთი თვეა გასული. მოსახლეობამ არაერთი საპროტესტო აქცია გამართა და მოითხოვა ლიანდაგზე უსაფრთხოების დაცვა. მათ წერილობით მიმართეს ბათუმის მერიასაც“, თუმცა ამ დრომდე, როგორც მერია, ასევე …

ბათუმში 10 წლის ბავშვს მაშხალა აუფეთქდა და მძიმედ დაზიანდა

ბათუმში 10 წლის ბიჭს ხელში მაშხალა აუფეთქდა. დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. როგორც „ბათუმელებს“ ინფორმირებულმა პირმა უთხრა, ბავშვმა გადაგდებული მაშხალა იპოვა და ანთების დროს აუფეთქდა ხელში. აფეთქების შედეგად ბავშვმა მძიმე დაზიანებები მიიღო სახის არეში, ერთი თვალი დაკარგა, მოხერხდება თუ არა მეორე თვალის გადარჩენა, ჯერჯერობით უცნობია. დღეს 10 წლის ბავშვს კიდევ ერთ ოპერაციას გაუკეთებენ. დაშავებული ბავშვი თბილისშია …

ბათუმელი დედები ატრაქციონების შემოწმებას ითხოვენ – ბავშვების გართობა შიშის ქვეშ

„ბავშვებთან ერთად სახლიდან გასვლა არის მარიოს ტურების გადალახვა, რომ სახლში უსაფრთხოდ დაბრუნდე. დასვენების ნაცვლად განადგურებული, დაღლილი ვბრუნდები,“ – უთხრა „ბათუმელებს“ სალომე გეგეშიძემ. ის ორი შვილის დედაა და ყოველდღე ცდილობს იპოვოს უსაფრთხო ადგილები ქალაქში, სადაც მისი შვილები მშვიდად ითამაშებენ. სალომეს თქმით, ბათუმში არის ადგილები, სადაც ცდილობს არ წაიყვანოს ბავშვები, რადგან ეს ადგილები შესაძლოა მცირეწლოვნებისთვის სახიფათო იყოს. …

რას ამბობს პროკურორი ბატუტზე დაღუპული 9 წლის ბავშვის საქმეზე

„ბატუტი განსხვავებული კონსტრუქციაა, მის თავისებურებებს ახლა ვსწავლობთ. დღეის მდგომარეობით ასეთ დეტალებს ვერ მოგახსენებთ, ვინ იყო პასუხისმგებელი და იყო თუ არა საერთოდ ვინმე პასუხისმგებელი,“ – გვიპასუხა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა, რომელსაც სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ვკითხეთ: ვინ იყო ბატუტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი? მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დღეს, 15 მარტს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ბრალდებულ ედუარდ აბრამიანს. მას პროკურატურა ბათუმის ბულვარში …

„2 დღეა ვფიქრობ… რაღაცაში არ ვარ მართალი“ – ბატუტზე დაღუპული ბავშვის საქმეზე დაკავებული

დღეს, 15 მარტს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ედუარდ აბრამიანს. მას გამოძიება ბათუმის ბულვარში გასაბერი ბატუტის უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება. სავარაუდოდ, სწორედ მას ეკუთვნოდა აღნიშნული ბატუტი. 13 მარტს ბატუტის დაზიანების გამო ბათუმის ბულვარში 9 წლის ბავშვი დაიღუპა. არდაგანის ტბასთან ძლიერმა ქარმა ბატუტი გაიტაცა და დააზიანა, შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ბავშვი – ძმები. მეორე დაშავებული …

ბატუტზე დაშავებული მეორე ბავშვი თურქეთში გადაიყვანეს

3 წლის ბავშვი, რომელიც 12 მარტს ბატუტზე თამაშის დროს დაშავდა, მკურნალობის გასაგრძელებლად თურქეთში გადაიყვანეს. ბავშვის უფროსი ძმა, რომელიც მასთან ერთად თამაშობდა, დაიღუპა. შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. ბავშვები მშობლებთან ერთად ბათუმის ბულვარში გაშლილ ბატუტზე თამაშობდნენ, რა დროსაც ქარი ამოვარდა. ქარმა ბატუტი ადგილიდან მოგლიჯა, შედეგად ბატუტზე მყოფი ბავშვებიდან ერთი დაიღუპა, ერთი კი მძიმე დაზიანებებით ბათუმის დედათა …

უნდობლობა ბათუმის მერს – ხარაზი 9 წლის ბავშვის დაღუპვაზე

დღეს, 14 მარტს, ბათუმის საკრებულოს წევრმა, რეზო ხარაზმა განცხადება გააკეთა ბათუმის ბულვარში, ბატუტზე 9 წლის ბავშვის დაღუპვასთან დაკავშირებით. ხარაზის თქმით, უნდა დადგეს ქალაქის მერის, არჩილ ჩიქოვანის პასუხისმგებლობის საკითხი. „ჩვენ მალე მივმართავთ საკრებულოს უმრავლესობას, რომ დავიწყოთ უნდობლობის გამოცხადების პროცედურა და პარალელურად, შევაგროვებთ ხელმოწერებსაც მოსახლეობაში“, – ამბობს რეზო ხარაზი. „ძალიან დიდი ტრაგედიაა, როცა ბავშვი დაიღუპა ატრაქციონზე. გუშინ …

„Перезвоню позже“ – ბატუტის გამო ბავშვის დაღუპვაზე კითხვებს ბულვარის დირექტორი არ პასუხობს

„Перезвоню позже“ – მთელი დღეა ამ ავტომატურ SMS შეტყობინებას იღებს „ბათუმელები“ ბათუმის ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა მიქელაძისგან. ბათუმის ბულვარში 12 მარტს, გვიან ღამით, ბატუტზე 9 წლის ბავშვი დაიღუპა. კიდევ ერთი მცირეწლოვანი, გარდაცვლილის ძმა, 3 წლის ბავშვი კი, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. დილის მონაცემებით მისი მდგომარეობა მძიმეა. ბავშვის დაღუპვიდან 20 საათი გავიდა. ამ დრომდე არც …

ბულვარში, ბატუტზე მყოფი ბავშვის დაღუპვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმის ბულვარში ბატუტის დაზიანების შედეგად ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ბატუტის უსაფრთხოებაზე. შს სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 12 მარტს ბათუმის ბულვარში მომხდარი ფაქტის გამოძიების ფარგლებში, ერთი პირი – 1958 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ძლიერი ქარის გამო ბათუმის …

გარდაიცვალა ბავშვი, რომელიც ბატუტის დაზიანების გამო დაშავდა

ბათუმში, ბულვარში, არდაგანის ტბასთან, ბატუტის დაზიანების გამო დაშავებული 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა გუშინ, 13 მარტს, მოხდა – საღამოს არდაგანის ტბასთან ძლიერმა ქარმა ბატუტი გაიტაცა და დააზიანა, შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ბავშვი – ძმები. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მეორე დაშავებული ბავშვი კლინიკაში რჩება. ის 3 წლისაა და დაზიანება თავის არეში აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, …

9 წლის ანიტას ხელზე სატვირთომ გადაუარა, მას თურქეთში ოპერაცია სჭირდება 

9 წლის ანიტა შანთაძე მეოთხე კლასელია. უყვარს ხატვა და სკოლაში სიარული, რადგან იქ არიან ადამიანები, ვისი ნახვაც უხარია. ანიტას და მისი ოჯახის ცხოვრება ათი თვის წინ შეიცვალა, როცა ანიტა ავარიაში მოჰყვა – მარჯვენა ხელზე სატვირთო მანქანამ გადაუარა. მარჯვენა ხელის ორი თითი დაკარგა, ხოლო მკლავი დეფორმირებული აქვს. ანიტას დედა, ნათია შანთაძე ცრემლების გარეშე ვერ ჰყვება იმ …

რატომ არ აგებენ პასუხს პოლიტიკოსები, როცა ბავშვები იღუპებიან

13 ოქტომბერს 13 წლის გოგო ვაკის პარკის განახლებულ შადრევანში მეგობრის დასახმარებლად შევიდა და დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. იმ დღეს იმავე შადრევანში დენმა კიდევ ორ მოზარდს დაარტყა. მათი გადარჩენა მებაღემ შეძლო, გოგონას გადარჩენა კი დაგვიანდა. ფაქტმა საზოგადოების დიდი ნაწილი შეაშფოთა და დაამწუხრა. მათი უმრავლესობა ფეისბუქზე აპროტესტებდა მომხდარს და ქალაქის მერს, კახა კალაძეს მოუწოდებდა დაეტოვებინა თანამდებობა. ქუჩაში …

გაშიშვლებული დენის კაბელები ბათუმის ცენტრალურ პარკში

ბათუმის ცენტრალურ პარკში ქვის სკამები გასულ წელს დადგეს. ქვის სკამებს ქვედა ნაწილში დამონტაჟებული აქვს განათება. შესაბამისად, მას მიეწოდება დენის წყაროს. დღეს, 14 ოქტომბერს, „ბათუმელებმა“ ცენტრალურ პარკში გადაიღო ფოტოები, სადაც ჩანს, რომ სკამების ქვეშ დამონტაჟებული განათებები დაზიანებულია, დენის კაბელები კი – გაშიშვლებული. პარკის მარცხენა სანაპიროზე, ზოოკუთხის გასწვრივ, დაახლოებით 20 ქვის სკამია განთავსებული. უმრავლეს შემთხვევაში დენის წყარო …

ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენება – ტრენინგი მშობლებისთვის

13 თებერვალს, 17 საათზე, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში მდებარე „ამერიკულ კუთხეში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საორსას“ ორგანიზებით, პირველი და მეექვსე კლასის მოსწავლეთა მშობლებისთვის ტრენინგი გაიმართება ინტერნეტის უსაფრთხოდ სარგებლობასთან დაკავშირებით. „სხვადასხვა პრაქტიკული და სახალისო სიმულაციური თამაშების მეშვეობით ვასწავლით სასარგებლო გზებს, რათა უზრუნველყონ თავიანთი პატარებისთვის ინტერნეტით უსაფრთხოდ სარგებლობა“ – ნათქვამია „ამერიკული კუთხის“ განცხადებაში. ტრენინგი ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით …

ევროსტანდარტების მიხედვით საბავშვო სათამაშოებმა ექვსი ტიპის შემოწმება უნდა გაიაროს

ევროკავშირის დირექტივა სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ძალაში 2019 წლიდან შევა. დირექტირების ძალაში შეცვლის შემდეგ, ბავშვებისთვის გაიყიდება უსაფრთხო სათამაშოები. ყველა სათამაშო გაივლის – ქიმიურ, ფიზიკურ, მექანიკურ, ელექტრო, რადიაქტიურ და ჰიგიენურ ანალიზს. მომხმარებელმა ყიდვის დროს უნდა აირჩიოს სათამაშო CE (ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობის ნიშანი) ნიშნით. ამ დროისთვის საქართველოში სათამაშოების უსაფრთხოების კონტროლს არც ერთი უწყება არ ახორციელებს. მომავალი წლიდან კი …

მენინგოკოკური ინფექციის შემთხვევა ბათუმში – ოჯახი ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს

ბათუმში 4 წლის ბიჭს, ახლობლების თქმით, მენინგოკოკური ინფექცია დაუდგინდა. ბავშვის მამიდას, შორენა ბერიძის ინფორმაციით, რომელიც ამჟამად ბავშვთან ერთად იმყოფება თბილისში,  4 წლის ბიჭის მდგომარეობა გუშინ, ღამით დამძიმდა. „ბავშვი შოკში იყო და თავში ხელებს ირტყამდა, სასწრაფო გამოვიძახეთ დილით 12 საათისკენ. სასწრაფოს ექიმმა გვითხრა, ყურები სტკივა და ისეთი არაფერი არ სჭირსო, თუმცა ჩვენ მაინც გადავიყვანეთ ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში …

„არაკეთილსაიმედო“ სასმელი წყალი აჭარის სკოლებში

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2016 წელს აღებული სინჯების ანალიზის შედეგად, სასმელი წყალი აჭარის სამ სკოლაში დაბინძურებულია. გასული წლის შემოწმებამ კი აჭარის შვიდ საჯარო სკოლაში გამოავლინა სასმელი წყლის დაბინძურების ფაქტი. სახალხო დამცველისავე ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 45 საჯარო სკოლაში აღებული სინჯები არ შეესაბამება ნორმას. ეს  „სასმელი წყლის ეპიდემიოლოგიურ არაკეთილსაიმედოობაზე მიუთითებს“. დაბინძურებული წყალი გამოვლინდა ხელვაჩაურში, სოფელ თხილნარის პირველ …

Exit mobile version