„შეაჩერეთ ჩვენი შვილების მომავლის ნგრევა!“ „ნუ ჩაგრავთ ბავშვებს!“, „არაფერი ჩვენ შესახებ, ჩვენი მონაწილეობის გარეშე!“ – ამ და სხვა სლოგანებით გაიმართა დღეს, 26 დეკემბერს, თბილისში, განათლების სამინისტროსთან მშობლების საპროტესტო აქცია. მშობლები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმას, რომელიც, მათი აზრით, ბევრ კითხვას აჩენს, პასუხები კი არ ისმის. „მათთან სხვა არხებით და საშუალებებით ვერ მოვახერხეთ ჩვენი …
Tag Archives: ბავშვები და მშობლები
მშობელთა კრება განათლების სამინისტროსთან „ოცნების“ რეფორმის წინააღმდეგ
26 დეკემბერს, 14:00-ზე, განათლების სამინისტროსთან „მშობელთა კრება“ გაიმართება. მშობლების განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული განათლების რეფორმა, ვერ პასუხობს მშობლებისა და ახალგაზრდების ინტერესებსა და გამოწვევებს. „ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული „განათლების რეფორმა” ვერ პასუხობს მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლებისა და ლექტორების წინაშე მდგარ მწვავე პრობლემებსა და საჭიროებებს. დაგეგმილი ცვლილებების გარშემო შეკითხვები მეტია, ვიდრე პასუხები. ახლა, როცა ჩვენი შვილების მომავალი …
Continue reading “მშობელთა კრება განათლების სამინისტროსთან „ოცნების“ რეფორმის წინააღმდეგ”
„დაცინვაა მშიერ ბავშვს შესთავაზო სკოლის ფორმა, საკვების ნაცვლად“- მშობელი
ბავშვებს, რომლებიც სკოლაში მშიერი არიან, „ქართული ოცნება“ საკვების ნაცვლად უნიფორმას სთავაზობს. რატომ არ ღირს სანახაობაზე, ანუ ფორმაზე დისკუსია მაშინ, როცა მშობლებსაც და მოსწავლეებსაც სულ სხვა, ბევრად მნიშვნელოვანი მოთხოვნები აქვთ, ამ დროს კი, სახელმწიფო მათ არ უსმენს. „შესთავაზო მშიერ ბავშვს ფორმა საკვების ნაცვლად, გულწრფელად გითხრათ, პირდაპირ დაცინვაა“, – ამბობს მშობელი მედეა ტურაშვილი „ბათუმელებთან“. ჩვენ მას „ქართული …
Continue reading “„დაცინვაა მშიერ ბავშვს შესთავაზო სკოლის ფორმა, საკვების ნაცვლად“- მშობელი”
კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები მიატოვა ოჯახმა და სახელმწიფომაც – პედაგოგი
„მთავარი პრობლემა იწყება ოჯახიდან. ვისთანაც შეხება მქონია, ოჯახისგან მიტოვებული ბავშვები არიან და გარკვეულწილად, სახელმწიფოსგანაც“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მენტორი მასწავლებელი კახა გალდავა. ის 7 წელი სამტრედიის მე-15 საჯარო სკოლაში მუშაობდა, სადაც კანონთან კონფლიქტში მყოფი და ე.წ. რთული ქცევის ბავშვები სწავლობდნენ. პედაგოგის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბავშვებზე სხვადასხვა დაწესებულებას აქვს პასუხისმგებლობა აღებული, ისინი მაინც დაკარგულ ბავშვებად …
Continue reading “კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები მიატოვა ოჯახმა და სახელმწიფომაც – პედაგოგი”
სანამ მთებში ჩამოთოვს – ხულოში მცხოვრები ოჯახის სამზადისი ზამთრის წინ
მართალია, თბილი ნოემბერია, მაგრამ მაღალმთიან აჭარაში ამბობენ ხოლმე – „აჭარის თოვლი ცაში არ დარჩებაო“. ახლა ათასობით ოჯახი აჭარის მთის სოფლებში ზამთრის თოვლიანი დღეებისთვის ემზადება, როცა გზებზე გადაადგილება და საჭირო პროდუქტების შეძენა ჭირს. ამ სტატიაში ხულოს სოფელ სხალთაში მცხოვრები 7-სულიანი ოჯახის ზამთრისთვის სამზადისზე მოგიყვებით, რომელიც, ოჯახის თქმით, 4 თვე გრძელდება. 36 წლის მზია და 44 წლის …
Continue reading “სანამ მთებში ჩამოთოვს – ხულოში მცხოვრები ოჯახის სამზადისი ზამთრის წინ”
როგორ დავეხმაროთ ჩვილ ბავშვს დაძინებაში? – გერმანელი ექიმის რჩევები
რა უნდა გააკეთოს მშობელმა, თუ ახალშობილს მოუსვენრად სძინავს? როგორ გავიგოთ, ახალშობილს სცხელა თუ სცივა? რა დაეხმარება ბავშვს სწრაფად ჩაძინებაში? – ამ და სხვა შეკითხვებს გერმანულ გამოცემა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში ექიმი მაინის ფრანკფურტიდან, ნარგეს პოიანი პასუხობს. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ ინტერვიუს თარგმანს. რა მიუთითებს ახალშობილის ძილის დარღვევაზე? ჩვილის ცხოვრების პირველ წელს ძილის დარღვევაზე საუბარი ადრეა, რადგან არ …
Continue reading “როგორ დავეხმაროთ ჩვილ ბავშვს დაძინებაში? – გერმანელი ექიმის რჩევები”
როგორ მივხვდეთ ბავშვი ზარმაცია თუ დასწავლის უნარის დარღვევა აქვს?
„ზარმაცია“, „სკოლაში წასვლას ვერ იტანს“, „არ უყვარს სწავლა“, „კითხულობს და ვერაფერს იმახსოვრებს“, „სულ ეფანტება ყურადღება“, „სწავლობს, მაგრამ მოყოლას ვერ ახერხებს“ – ასე და კიდევ ბევრნაირად ჩივიან მშობლები შვილებზე, რომლებსაც შესაძლოა ინტელექტიც ასაკის შესაბამისი აქვთ და არც რაიმე დიაგნოსტირებული დაავადების მატარებლები არიან, მაგრამ მაინც აქვთ დასწავლის პრობლემები. როგორც ფსიქოლოგები მიიჩნევენ, დასწავლის უნარის დარღვევა ბავშვებში ინფორმაციის გადამუშავების …
Continue reading “როგორ მივხვდეთ ბავშვი ზარმაცია თუ დასწავლის უნარის დარღვევა აქვს?”
როგორ შევუმციროთ ბავშვებს სწავლასთან დაკავშირებული სტრესი – თამარ გაგოშიძის რჩევები
როგორ შევუმციროთ ბავშვებს სწავლასთან დაკავშირებული სტრესი, როგორ შევაყვაროთ ბავშვს წიგნის კითხვა? – ამ და სხვა თემებზე ისაუბრა ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ვებინარზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის” ორგანიზებით ჩატარდა. თამარ გაგოშიძის თქმით, ბავშვებისთვის მოტივაციის შექმნას გარკვეული წინაპირობები აქვს. „ჩვენ ყველამ ვიცით ლოზუნგები, რომ მოტივაციის შესაქმნელად საჭიროა რაღაც მოქმედებები და ასე შემდეგ, მაგრამ, როცა საქმე საქმეზე მიდგება, …
„რატომ უნდა ვაჭამო, რა სარგებელი აქვს ძაღლს ან კატას?“ – უფროსები, ბავშვები და ცხოველები
„მამამ მითხრა, მოკალი ჩიტი და შევჭამოთ“, – ეს სიტყვები ერთ-ერთმა მოსწავლემ მითხრა, როცა ცხოველების და ზოგად, ცოცხალი არსებების მიმართ ემპათიაზე ვესაუბრებოდი“- გვითხრა ცხოველთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარემ, თინათინ ჭავჭანიძემ. მას „ბათუმელები“ ესაუბრა განათლების სისტემის ნაკლზე და საზოგადოებაზე, რომელიც ცხოველების მიმართ სისასტიკეს პრობლემად არ აღიქვამს. 2008-2011 წლებში თინათინ ჭავჭანიძე კოლეგებთან ერთად ახორციელებდა საგანმანათლებლო პროგრამას – „გავიცნოთ ჩვენი …
რა წერია ხელშეკრულებაში, რომელსაც სკოლა მშობელთან აფორმებს
წელს პირველად საჯარო სკოლები მშობლებთან კონტრაქტს გააფორმებენ. მსგავსი გამოცდილება მშობლებს და სკოლებს აქამდე არ ჰქონიათ. „ბათუმელები“ მშობელსა და სკოლას შორის გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმას გაეცნო, რომელიც ყველა სკოლაში იდენტურია. სკოლებში გვითხრეს, რომ ხელშეკრულების პირობები თითქმის იმეორებს ზოგადი განათლებისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. რას ცვლის სკოლებისა და მშობლების პასუხისმგებლობაში აღნიშნული კონტრაქტი და რა ხდება იმ შემთხვევაში, …
Continue reading “რა წერია ხელშეკრულებაში, რომელსაც სკოლა მშობელთან აფორმებს”
შენ ეს გამოგივა! – წერილი თინეიჯერებს
ავტორი: ნათია სირაბიძე 15 წლის ვიყავი, კონკურსში ვმონაწილეობდი, ბოლო ეტაპამდე მისული, ვერ გავედი. საშინლად განვიცადე. „ფანჯრიდან გადავხტები და „ვსო“, დამთავრდება…“ – გავიფიქრე. ღამით დედას შევუწექი საწოლში, თითქოს ვემშვიდობებოდი. ვუთხარი – რაღა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას ამის მერე-მეთქი. გულში ჩამიკრა: არასოდეს თქვა მსგავსი სისულელე, მთელი ცხოვრება წინ გაქვსო. 16 წლის რომ შევსრულდი, დაბადების დღე გადამიხადეს მშობლებმა. …