ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „სამართლიანი არჩევნების“ საჩივრები დღეს, 29 ოქტომბერს განიხილა. ოლქის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა საუბნო კომისიის წევრს გაფრთხილება და შენიშვნა მისცეს. ოლქს მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმა, მაგალითად, შრომის ანაზღაურების დაქვითვა, არ გამოუყენებია. ეს საჩივრები საიამ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ არჩევნების დღეს დაწერეს, თუმცა მათ განხილვაზე ოლქმა უარი იმ მოტივით თქვა, რომ ისინი …
Tag Archives: არჩევნები 2017
ოლქს დარღვევების განხილვა მოუწევს – ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმეს
ბათუმის საარჩევნო ოლქს საარჩევნო დარღვევების განხილვა მაინც მოუწევს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების: ჯუმბერ ბეჟანიძის და ლაშა თავართქილაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ქუთაისის სააპელაციომ სასამართლომ დღეს, 28 ოქტომბერს გააუქმა. საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციების „სამართლიანი არჩევნების“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ არჩევნების დღეს დაწერილ საჩივრებზე, რომლის განხილვაზეც ბათუმის ოლქმა უარი თქვა. ოლქი საარჩევნო კოდექსის იმ ჩანაწერს დაეყრდნო, რომლის მიხედვითაც …
Continue reading “ოლქს დარღვევების განხილვა მოუწევს – ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმეს”
საია ბათუმის საოლქო კომისიის გადაწყვეტილებაზე: ეს არის საშიში ტენდენცია
„უსაფუძვლოა“, „არაა საკმარისი მტკიცებულებები“ – ეს ფრაზები ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ციალა შავაძემ დღევანდელ სხდომაზე რამდენჯერმე თქვა. საოლქო კომისიამ დღეს, 23 ოქტომბერს, საარჩევნო დარღვევებზე სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ დაწერილი საჩივრები განიხილა. ოლქს არ მოუწვევია რომელიმე საუბნო კომისიის თავმჯდომარე, ან წევრი, რომ დადგენილიყო, რამდენად შეესაბამებოდა რეალობას საჩივარში აღწერილი დარღვევა. კომისიას კითხვები არავისთვის დაუსვამს. უსაფუძვლობის მოტივით საოლქო კომისიამ, …
Continue reading “საია ბათუმის საოლქო კომისიის გადაწყვეტილებაზე: ეს არის საშიში ტენდენცია”
დარღვევები აჭარაში, რასაც საია ასაჩივრებს
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ბათუმის საოლქო კომისიას 6, ხოლო ქობულეთის კომისიას 4 საჩივრით მიმართა. შედეგების ბათილად ცნობას ეს ორგანიზაცია მხოლოდ ბათუმის 102-ე უბანზე ითხოვს. „გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრებს, 102-ე უბანში, გადაეცათ 3 სახის 15 ცალი ბიულეტენი. მას შემდეგ, რაც დასრულდა გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემა და ყუთი დაბრუნდა უბნის ტერიტორიაზე, დადგინდა, რომ არსებობდა სხვაობა …
Continue reading “დარღვევები აჭარაში, რასაც საია ასაჩივრებს”
შუახევის ახალი საკრებულოს მაჟორიტარები „ოცნებიდან“ – წინასწარი შედეგები
შუახევის ცხრა მაჟორიტარული ოლქის ყველა უბნის შედეგების მიხედვით, ცხრავე ოლქში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. შუახევის მაჟორიტარი კანდიდატებიდან, დაბა შუახევში – გიორგი დავითაძემ გაიმარჯვა – ხმების 52,44%, შუბანში ემზარ ჯუმუშაძემ – 48,88%, ოლადაურში გენად მიქელაძემ – 54, 95%, დღვანში – იმედა მუკუტაძემ – 47,19%, უჩამბაში ჯემალ ივანაძემ – 55,01%, ზამლეთში – ამირან …
Continue reading “შუახევის ახალი საკრებულოს მაჟორიტარები „ოცნებიდან“ – წინასწარი შედეგები”
ქედის საკრებულოში მაჟორიტარებად მხოლოდ „ოცნებიდან“ შევლენ – წინასწარი შედეგები
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქედის ცხრა მაჟორიტარული ოლქის ყველა უბნის შედეგები გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით, ცხრავე ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ანუ 2017 წლის ქედის მოწვევის საკრებულოს ყველა მაჟორიტარი „ქართული ოცნებიდან“ ეყოლება. „ოცნების“ კანდიდატების მიერ მიღებული ხმები: დაბის თემში, კარლო თურმანიძე – 52,16%, ზვარეში – ამირან დევაძე – 52, 52%, წონიარისში – სილოვან ბერიძე – 50, …
Continue reading “ქედის საკრებულოში მაჟორიტარებად მხოლოდ „ოცნებიდან“ შევლენ – წინასწარი შედეგები”
ქობულეთში 22 მაჟორიტარიდან მხოლოდ 2 იქნება ოპოზიციის წარმომადგენელი
არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ქობულეთში 22 მაჟორიტარიდან ორი იქნება ოპოზიციის წარმომადგენელი და ორივე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“: მამული სურმანიძემ 52 პროცენტი მიიღო, მალხაზ დიასამიძემ – 45 პროცენტი. „ქართული ოცნებიდან“ ქობულეთის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატები იქნებიან: დავით წულუკიძე, დავით მჭედლიშვილი, ავთანდილ გოგიბერიძე, მამუკა შამილიშვილი, მანუჩარ ნიჟარაძე, გენადი თამაზაშვილი, ქეთინო ქათამაძე, ავთანდილ ვერულიძე, ავთანდილ ანანიძე, თედო ტაკიძე, ედნარ თურმანიძე, ვიტალი …
Continue reading “ქობულეთში 22 მაჟორიტარიდან მხოლოდ 2 იქნება ოპოზიციის წარმომადგენელი”
რა დარღვევებზე დაიწერა საჩივრები ბათუმში
ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქში ამ დროისთვის 15 საჩივარია რეგისტრირებული. საჩივრის დაწერის უფლება პოლიტიკურ სუბიექტებს, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ხვალ დღის ბოლომდე აქვთ. ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე, ციალა შავაძე ამბობს, რომ კომისია საჩივრების განხილვას ორშაბათს, 23 ოქტომბერს დაიწყებს. საოლქო კომისიას ორდღიანი ვადა აქვს საჩივრებზე გადაწყვეტილების მისაღებად. ბათუმის ოლქში ყველაზე მეტი – 12 საჩივარი „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაწერა. ამ …
ხულოს სამ მაჟორიტარულ ოლქში „ოცნების“ კანდიდატებმა ვერ გაიმარჯვეს
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ხულო 13 მაჟორიტარული ოლქის ყველა უბნის შედეგები გამოაქვეყნა. მიღებულ ხმათა უმრავლესობით აქ „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ. 13 მაჟორიტარული ოლქიდან „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ცხრა მაჟორიტარულ ოლქში – აგარა, დიდაჭარა, დიოკნისი, ვაშლოვანი, რიყეთი, საციხური, ფუშრუკაული, ღორჯომი და ხიხაძირი – ხმათა უმრავლესობა მოიპოვეს; ხოლო დაბა ხულოს, სხალთისა და თხილვანის თემებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარებმა გაიმარჯვეს. 2017 წლის მოწვევის …
Continue reading “ხულოს სამ მაჟორიტარულ ოლქში „ოცნების“ კანდიდატებმა ვერ გაიმარჯვეს”
ბათუმის ახალ საკრებულოში ათივე მაჟორიტარი „ოცნებიდან“ იქნება – წინასწარი შედეგები
ბათუმის საკრებულოს არჩევნებში, 21 ოქტომბერს, წინასწარი შედეგების მიხედვით, ათივე მაჟორიტარულ ოლქში, მმართველი პარტიის – „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. „ოცნების“ კანდიდატების მიერ, ბათუმის მაჟორიტარულ ოლქებში მიღებული ხმები [ცესკოს წინასწარი მონაცემები]: ოლქი N71.01 – თამაზ სალუქვაძე – 51,3%, 2553 ხმა; ოლქი N71.02 – გოჩა მგელაძე – 56,57%, 2662 ხმა; ოლქი N71.03 – ნატალია ზოიძე – 54,65%, 2715 …
Continue reading “ბათუმის ახალ საკრებულოში ათივე მაჟორიტარი „ოცნებიდან“ იქნება – წინასწარი შედეგები”
როგორ შეხვდა „ქართული ოცნება“ ბათუმში ეგზიტპოლის შედეგებს [ფოტო]
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბათუმში მეორე ტური არ გაიმართება და ქალაქის მერი „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ლაშა კომახიძე იქნება. წინასწარი მონაცემებით, ლაშა კომახიძემ არჩევნებში ამომრჩეველის ხმათა უმრავლესობა, 54,86 პროცენტი მიიღო. 21 ოქტომბრის საღამოს, ბათუმის მერობის კანდიდატი თავის მხარდამჭერთა კლუბში, ეგზიტპოლების შედეგებს რეგიონის პირველ პირებთან ერთად ელოდა. 20:00 საათზე, როცა საარჩევნო უბნები დაიკეტა, „ლაშას მხარდამჭერთა კლუბში“ დიდ ეკრანზე …
Continue reading “როგორ შეხვდა „ქართული ოცნება“ ბათუმში ეგზიტპოლის შედეგებს [ფოტო]”
წინასწარი შედეგებით, ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე იქნება
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხელვაჩაურის # 83 საარჩევნო ოქლში, ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა – 52,32% მიიღო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 46 უბნის მონაცემებიდან, 36 უბნის მონაცემებია დათვლილი. მერობის ხუთი კანდიდატიდან, ხელვაჩაურის 36 უბნის მონაცემებით, მეორე ადგილზე, ხმების 26,01%-ით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი თეიმურაზ დუმბაძეა. „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატს, ლევან ლორთქიფანიძეს, ამომრჩეველთა 9,09%-მა მისცა …
Continue reading “წინასწარი შედეგებით, ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე იქნება”
ხულოს მერი გოჩა მელაძე იქნება – წინასწარი შედეგები
2017 წლის თვითმართველობის არჩევნების შედეგებით, ხულოს #84 საარჩევნო ოლქში, მმართველი პარტის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გოჩა მელაძემ ამომრჩეველთა ხმის 60,71% -ი მიიღო. მერობის კანდიდატებს შორის, ხულოში, ხმათა უმრავლესობით მეორე ადგილზე, 25% -ით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ირაკლი ჯორბენაძეა. „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატს, ნუგზარ სოლომონიძეს, ამომრჩეველთა 11, 25 % – მა დაუჭირა მხარი, ხოლო ყველაზე ნაკლები ხმა …
Continue reading “ხულოს მერი გოჩა მელაძე იქნება – წინასწარი შედეგები”
ქედის მერი ლევან გორგილაძე იქნება
2017 წლის თვითმართველობის არჩევნების შედეგებით, ქედის # 80 საარჩევნო ოლქში, მმართველი პარტის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ლევან გორგილაძემ ამომრჩეველის ხმათა 64, 52% – ით გაიმარჯვა. ცენტრალურ სარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მერობის კანდიდატებს შორის, ქედაში ხმათა უმრავლესობით მეორე ადგილზე, 8,73% -ით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ირაკლი ბარამიძეა. „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატს, ამომრჩეველთა 8,73% – მა დაუჭირა …
ქობულეთში მირიან ქათამაძემ ხმათა 60 პროცენტი მიიღო
არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე იქნება. მან ამომრჩევლების ხმათა 60,36 პროცენტი მიიღო. ამომრჩევლის ხმათა 27, 17 პროცენტი მიიღო თენგიზ ზოიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, 8,26 პროცენტი – „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა მერაბ ბლადაძემ; 3, 95 პროცენტი – პაატა ცინარიძემ, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა; 2,79 – სულიკო რომანაძემ, „კუკავა-დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატმა; 0,29 პროცენტი მიიღო ვაშაძის …
Continue reading “ქობულეთში მირიან ქათამაძემ ხმათა 60 პროცენტი მიიღო”
შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე იქნება
შუახევის # 82 საარჩევნო ოლქში, არჩევნების წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს. მერობის ხუთი კანდიდატიდან ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა – 68, 44% – „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ფრიდონ ფუტკარაძემ მიიღო, მეორე ადგილზე, 17, 05% – ით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ომარ მეგრელიძეა. „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატს, მირზა თურმანიძეს, ამომრჩეველთა 8,74%- მა მისცა ხმა, საარჩევნო ბლოკი – „დიმიტრი …
წინასწარი შედეგებით ბათუმის მერი ლაშა კომახიძე იქნება
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბათუმში მეორე ტური არ გაიმართება და ქალაქის მერი „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ლაშა კომახიძე იქნება. წინასწარი მონაცემებით ლაშა კომახიძემ არჩევნებში ამომრჩეველის ხმათა უმრავლესობა, 54,86 პროცენტი მიიღო. ბათუმში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 50770-მა ამომრჩეველმა; საერთო რაოდენობის 36, 37 პროცენტმა. მთავარ ფოტოზე: ბათუმის ამჟამინდელი მერი გიორგი ერმაკოვი და ბათუმის, სავარაუდოდ მომავალი მერი ლაშა კომახიძე. მანანა ქველიაშვილის …
Continue reading “წინასწარი შედეგებით ბათუმის მერი ლაშა კომახიძე იქნება”
ბათუმში არჩევნებზე 50 770 ამომრჩეველი მივიდა
21 ოქტომბრის არჩევნებზე აჭარაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 45-მა პროცენტმა, სულ 138 120-მა ამომრჩეველმა. აჭარაში 306 861 ამომრჩეველია. მუნიციპალიტეტებს შორის პროცენტული მაჩვენებლით ყველაზე დაბალი აქტივობა ბათუმში იყო – 36, 37 პროცენტი, ყველაზე მაღალი კი ქედაში – 66.09 პროცენტი. ამომრჩეველთა აქტივობის საბოლოო შედეგები ასეთია: ბათუმში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 50770-მა ამომრჩეველმა; ქედაში – 10339-მა ამომრჩეველმა, ქობულეთში – 33821-მა ამომრჩეველმა [49.95%], შუახევში – 9192-მა ამომრჩეველმა [61.24%], …
Continue reading “ბათუმში არჩევნებზე 50 770 ამომრჩეველი მივიდა”
რას უპირებს ლაშა კომახიძე პარკირებას და გამწვანებას
„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი ლაშა კომახიძე ბათუმში პარკირების შენობების მოწყობას აპირებს. ამბობს, რომ ამ საკითხზე უკვე ესაუბრა მშენებლებს და დაინტერესება არსებობს. ვერ ამბობს, რატომ არ გამოხატავდნენ აქამდე მშენებლები ამის სურვილს, თუკი პარკირების შენობა საინტერესოა, როგორც ბიზნესი – „ბათუმელები“ ლაშა კომახიძეს ბათუმში პარკირების და გამწვანების პრობლემაზე ესაუბრა. ბატონო ლაშა, რას აპირებთ ქალაქში პარკირების პრობლემის მოგვარების …
Continue reading “რას უპირებს ლაშა კომახიძე პარკირებას და გამწვანებას”
ლაშა კომახიძის საარჩევნო პროგრამა ზეპირად
„მე მაქვს ყველაზე დეტალური და კონკრეტული საარჩევნო პროგრამა,“ – რამდენჯერმე გაგვიმეორა ეს ფრაზა ინტერვიუს დროს „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ. ინტერვიუს დროს მისგან რამდენიმე კითხვაზე მივიღეთ პასუხი: „ახლა ამისგან თავს შევიკავებ,“, „კონკრეტიკა საჭირო არ არის“, „გაირკვევა სტრატეგიული დოკუმენტის შექმნის შემდეგ“… ის, რასაც ლაშა კომახიძე „დეტალურ პროგრამას“ ეძახის, ვერ ნახავთ ვერსად, ყოველ შემთხვევაში, საჯარო …
Continue reading “ლაშა კომახიძის საარჩევნო პროგრამა ზეპირად”
ლაშა კომახიძე კულტურულ მემკვიდრეობაზე: უნდა მაინტერესებდეს, რას ამბობდა ერმაკოვი?
„მერია და მისი ორგანიზაციები, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან თანამშრომლობით იზრუნებენ კულტურის ძეგლების რეაბილიტაციაზე“, – „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატის, ლაშა კომახიძის წინასაარჩევნო პროგრამაში მხოლოდ ამ ჩანაწერს იპოვით კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში. ლაშა კომახიძეს ვკითხეთ, რას მოიაზრებს „ზრუნვა“ და რით იქნება იგი განსხვავებული არსებული პოლიტიკისგან, როცა ასევე „ქართული ოცნების“ სახელით მოსული გიორგი ერმაკოვი ძეგლების დაცვას …
Continue reading “ლაშა კომახიძე კულტურულ მემკვიდრეობაზე: უნდა მაინტერესებდეს, რას ამბობდა ერმაკოვი?”
ვინ ვის წაართმევს ამომრჩეველს
პოლიტიკური პარტიების და კანდიდატების წინასაარჩევნო გზავნილები ერთმანეთს რომ ძალიან ჰგავს, ეს ამ არჩევნებზეც ბევრმა აღნიშნა. მსგავსების მიუხედავად, რით ახერხებენ გარკვეული პოლიტიკური ძალები ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოპოვებას და რამდენად უნდა ველოდოთ ელექტორატის გადანაწილებას? – „ბათუმელები“ ისტორიკოს გრიგოლ გეგელიას ესაუბრა. ბატონო გრიგოლ, რამდენად შესაძლებელია არჩევნებამდე ორი დღით ადრე დავინახოთ ვინ ვის წაართმევს ამომრჩეველს? ბუნებრივია, არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა …
ენმ: ბათუმში ამომრჩევლები არარსებულ მისამართებზე არიან რეგისტრირებული
„ბათუმში არარსებულ მისამართებზე ამომრჩევლები არიან რეგისტრირებული,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, მირდატ ქამადაძემ. მან დღეს ბრიფინგი მამია ვარშანიძის მეოთხე ჩიხში გამართა და თქვა, რომ ჩიხში სულ სამი მისამართია, საარჩევნო სიაში კი ამ ჩიხში – 50 ამომრჩეველი. „ამ ჩიხში შეგიძლიათ ნახოთ მხოლოდ სამი მისამართი, სამი სახლი. დანარჩენი მისამართი ბუნებაში არ არსებობს, მაგალითად, …
Continue reading “ენმ: ბათუმში ამომრჩევლები არარსებულ მისამართებზე არიან რეგისტრირებული”
რა სურთ ქალ ამომრჩევლებს – გამოკითხვის შედეგები
გზებისა და ტროტუარების მოწესრიგება – პირველ პრობლემად დაასახელეს ქალმა ამომრჩევლებმა გამოკითხვის დროს. არასამთავრობო ორგანიზაცია CiDA-მ ქვეყნის მასშტაბით 1106 ქალს დაუსვა შეკითხვა – დაასახელეთ სამი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც აწუხებთ ქალებს თქვენს ქალაქში ან სოფელში. გამოკითხვა ჩატარდა ბათუმშიც. გამოკითხვის შედეგად ხუთი პრობლემა გამოიკვეთა, რაც ქალმა ამომრჩევლებმა დაასახელეს: 1) გზებისა და ტროტუარების გაუმჯობესება, 2) სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობა, 3) პარკები, სკვერები და სხვა …
Continue reading “რა სურთ ქალ ამომრჩევლებს – გამოკითხვის შედეგები”
როგორ მივიღოთ ადგილობრივი დემოკრატიული ხელისუფლება? – დისკუსია ბათუმში
ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს 17:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი ბათუმში გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე თვითმმართველობის არჩევნები: როგორ მივიღოთ ადგილობრივი დემოკრატიული ხელისუფლება? მომხსენებლები: ასლან ჭანიძე – იურისტი, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი; პეტრე ზამბახიძე – ბათუმის მერობის კანდიდატი „ევროპული საქართველოდან“; ზვიად ქორიძე – ჟურნალისტი; მოდერატორი: ნატა იმედაიშვილი – ჟურნალისტი 2017 წლის 21 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმართველობის არჩევნებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. …
Continue reading “როგორ მივიღოთ ადგილობრივი დემოკრატიული ხელისუფლება? – დისკუსია ბათუმში”
„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ხულოში
ხულოს საკრებულოს მოქმედი წევრი, პროფესიით იურისტი, ნუგზარ სოლომონიძე „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატია ხულოში. ხულოს საკრებულოში 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ენმ-ის კვოტით შევიდა, მას შემდეგ, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ თანაგუნდელები გამოეყო და ცალკე პარტია ჩამოაყალიბეს, ნუგზარ სოლომონიძე „ევროპული საქართველოში“ გადავიდა. 2000-2002 წლებში ის კურორტ ბეშუმის იურისტად, ხოლო 2010-2013 წლებში დიაკონიძეების თემში წამყვან სპეციალისტად მუშაობდა. ბატონო ნუგზარ, რატომ გაემიჯნეთ …
Continue reading “„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ხულოში”
„ევროპული საქართველოს“ სიის პირველი ნომერი ხელვაჩაურში: ხალხს ციფრებით ლაპარაკი არ აინტერესებს
ხულოს საკრებულოს წევრი მურად გორგაძე ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეობას აპირებს. იგი ხულოს საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით შევიდა, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი. ახლა „ევროპულ საქართველოშია“ და ამბობს, რომ ხელვაჩაურში „ყველა პრობლემას აღმოფხვრის“. როგორ და რა ფინანსური რესურსით? – ამ კითხვებზე საპასუხოდ მურად გორგაძემ გვითხრა, რომ ციფრები არ ახსოვს, თუმცა პროგრამა გაწერილია და იგი სამუშაო ოთახში დატოვა, რადგან, მისი …
„მომავალი მერიც ამოვა“ – საჯარო მოხელეები „ოცნების“ მერობის კანდიდატზე [ვიდეო]
სოფელ მაჭახლისპირში ადგილობრივმა მოსახლეობამ, 9 ოქტომბერს აქცია გამართა – გზის საფარის მოწესრიგების მოთხოვნით მათ გზა რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ. აქციის მონაწილეებთან მოგვიანებით მივიდნენ აჭარის მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ხელვაჩაურში თეიმურაზ ბასილაძე და ხელვაჩაურის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მინდია ბასილაძე. აქციის მონაწილეებსა და საჯარო მოხელეებს შორის ასეთი დიალოგი შედგა: აქციის მონაწილე: რატომ …
Continue reading “„მომავალი მერიც ამოვა“ – საჯარო მოხელეები „ოცნების“ მერობის კანდიდატზე [ვიდეო]”
რატომ მალავს „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი საარჩევნო პროგრამას
არჩევნებამდე 12 დღე დარჩა. მერობის კანდიდატები ამომრჩევლებს ხვდებიან, თუმცა შეხვედრის შემდეგ ამომრჩეველს ხელში არ რჩება წერილობითი პროგრამა, რითაც შეუძლია ფინალში გასულ მერს პასუხი მოსთხოვს. მერობის კანდიდატების უმრავლესობამ წინასაარჩევნო ბუკლეტების გამოცემა ამჯობინა. საარჩევნო პროგრამა საერთოდ უცნობია „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატის შემთხვევაში. ლაშა კომახიძე თვლის, რომ იდეებს პარავენ და საარჩევნო პროგრამის გასაჯაროვება ამ ეტაპზე საჭირო არ …
Continue reading “რატომ მალავს „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი საარჩევნო პროგრამას”
გამოვათავისუფლებთ თანხებს პერსონალის შემცირებით – ხელვაჩაურში „პატრიოტთა ალიანსის“ პირველი ნომერი
„პატრიოტთა ალიანსის“ ხელვაჩაურის საარჩევნო სიის პირველი ნომერი ლევან ლორთქიფანიძეა. ამ პარტიამდე იგი „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი იყო და რამდენიმე თვით ხელვაჩაურის გამგებელიც. ლევან ლორთქიფანიძე ფიქრობს, რომ ღირებულებებით „პატრიოტთა ალიანსი“ მისთვის უფრო მისაღები აღმოჩნდა. ბატონო ლევან, თქვენ იყავით ხელვაჩაურის გამგებელი 2013 წელს, რაც თქვენი დაპატიმრებით დასრულდა. ამის გამო დატოვეთ „ქართული ოცნება“? ჩემი დაკავება იყო მხოლოდ პოლიტიკური და …
ენმ: ზეწოლის გამო 18-მა წევრმა საარჩევნო კომისიიდან წასვლაზე განცხადება დაწერა
„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი, ბათუმის საკრებულოს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, მირდატ ქამადაძე, დღეს, 9 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ მმართველი პარტია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლას ახდენს, რის გამოც სხვადასხვა უბნებზე 18-მა კომისიის წევრმა, კომისიიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ქამადაძის თქმით, 18-ივე კომისიის წევრი წასვლის მიზეზად ჯანმრთელობის, ან ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს. „კომისიის წევრებს მმართველი …
Continue reading “ენმ: ზეწოლის გამო 18-მა წევრმა საარჩევნო კომისიიდან წასვლაზე განცხადება დაწერა”
ენმ-ს მერობის კანდიდატი ქედაში მომავალ გეგმებსა და იმ პერიოდზე, როცა თავად იყო გამგებელი
ირაკლი ბარამიძე ქედის მერობის კანდიდატია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. წინასაარჩევნო გზავნილებზე საუბრის დროს ძირითადად იმ პროექტებზე საუბრობს, რის გაკეთებაც ვერ მოსწრო – ირაკლი ბარამიძე 2009-2012 წლებში ქედის გამგებელი იყო. შესაბამისად, ყველაზე მეტჯერ მას იმის შესახებ ვკითხეთ, რატომ არ გააკეთეთ ეს მაშინ, როცა გამგებელი იყო? ბატონო ირაკლი, თქვენ ქედის გამგებელი იყავით „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს. რატომ გსურთ …
რა შეუთვალა ხელვაჩაურში „ოცნების“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა ნაციონალებს
ხელვაჩაურში სამწლიანი გამგებლობით ნადიმ ვარშანიძე კმაყოფილია. კონკრეტულ პრობლემებზე და გასული წინასაარჩევნო დაპირებების შეხსენების დროს, აუცილებლად ახსენებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმას, რომ „ყველაფერს დრო სჭირდება“ და „ოაზისში არ ვცხოვრობთ“… ნადიმ ვარშანიძეს ამჯერად ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეობა სურს. ის „ქართულმა ოცნებამ“ ხელვაჩაურის პარიტული სიის პირველ ნომრად დაასახელა, თუმცა სამომავლო გეგმებზე ის ჯერ არ საუბრობს. ბატონო ნადიმ, 2014 წლიდან …
Continue reading “რა შეუთვალა ხელვაჩაურში „ოცნების“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა ნაციონალებს”
„ოცნების“ უპარტიო მერობის კანდიდატი ხულოში
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ხულოში გოჩა მელაძეა. იგი განათლებით იურისტია, მუშაობდა იურიდიულ დეპარტამენტებში – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონულ ცენტრში; ასევე საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“. მიმდინარე წლის თებერვლიდან მერობის კანდიდატად წარდგენამდე იყო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული …
Continue reading “„ოცნების“ უპარტიო მერობის კანდიდატი ხულოში”
უმაღლესი საბჭოს თანამშრომლის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ უმაღლესი საბჭოს თანამშრომელს – გოგიტა გოგიტიძეს შენიშვნა მისცა. გოგიტა გოგიტიძემ „ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტოები უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განათავსა. ამ შემთხვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ შეადგინა. ოლქი სამართალდამრევის 2 ათასი ლარით დაჯარიმებას ითხოვდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაადგინა თამარ დიასამიძის შემთხვევაშიც. თამარ დიასამიძე …
Continue reading “უმაღლესი საბჭოს თანამშრომლის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება”
ბათუმის ოლქმა „ოცნებასთან“ დაახლოებული „ნეიტრალური“ წარმომადგენელი შეცვალა
ბათუმის ოლქმა რამდენიმე დღის წინ დამოუკიდებელ წარმომადგენლად არჩეული დავით ქარცივაძე მოხსნა. დამოუკიდებელ წარმომადგენლებს ნებისმიერ საუბნო კომისიაში დაუბრკოლებლად შესვლის და ოლქისთვის ინფორმაციის მიწოდების უფლება აქვთ. კანონის მიხედვით, ასეთი წარმომადგენელი პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს, დავით ქარცივაძე კი წლების განმავლობაში „ქართული ოცნებას“ წარმოადგენდა საარჩევნო კომისიებში. ამჟამად იგი „პატრიოტთა ალიანსის“ უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის წევრია. ოლქის გადაწყვეტილებით, დავით ქარცივაძე დამოუკიდებელი წარმომადგენელი …
Continue reading “ბათუმის ოლქმა „ოცნებასთან“ დაახლოებული „ნეიტრალური“ წარმომადგენელი შეცვალა”