ამბასადორის კუნძულზე, პირველი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა

ამბასადორი აილენდ ბათუმის პირველი შენობა-ნაგებობა, რომელიც თავისი არსით ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს, მშენებლობის ახალ ეტაპზე გადავიდა. მრავალფუნქციური კომპლექსი აერთიანებს: საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროს, ვერტოდრომს, გასართობ-გამაჯანსაღებელ სივრცეებს, ღია და დახურულ აუზებს, ფიტნეს ცენტრებსა და ბრენდულ ბუტიკურ მაღაზიებს. შენობაში განთავსებული აპარტამენტების ინტერიერის დიზაინზე იტალიურმა კომპანია, D73-მა იმუშავა. ხელოვნურ ნახევარკუნძულზე მაღლივი შენობის სტრუქტურული სიმყარისა და გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველსაყოფად, უმაღლესი საერთაშორისო …

უკანონოა კობახიძის განკარგულებები, რომლითაც მთებს შლიან – „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის ქობულეთის სოფელ კვირიკეში მთა დაშალეს. კუნძულის მშენებელი კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ქვებს და ლოდებს აჭარაში სხვა ადგილებშიც მოიპოვებს. კომპანია ქვიშა-ხრეშს მდინარე ჭოროხის კალაპოტიდანაც იღებს. თითქმის ყველა შემთხვევაში კომპანია სასარგებლო წიაღისეულს ულიცენზიოდ მოიპოვებს – ლიცენზიისგან მას „ოცნების“ მთავრობა ათავისუფლებს განკარგულებებით, რომლებსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე …

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ Luxury Lifestyle Awards 2026-ის გამარჯვებულია

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ Luxury Lifestyle Awards 2026-ის გამარჯვებულად დასახელდა. პროექტმა საერთაშორისო აღიარება ორ ნომინაციაში მოიპოვა: Best Luxury Coastal Masterplan Development და Best Luxury Urban Development in Georgia. Luxury Lifestyle Awards უძრავი ქონების პრემიუმ კლასის სექტორში გამოარჩევს იმ კომპანიებს, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით მაღალი კლასის საცხოვრებელ გარემოს ქმნიან. ყოვლისმომცველი კვლევისა და შეფასების პროცესის საფუძველზე, „ამბასადორი აილენდის“ დაჯილდოვებისას, …

ამბასადორის კუნძულზე, „ორიგამი ჰოლდინგი” მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს

„ამბასადორი აილენდ ბათუმსა“ და „ორიგამი ჰოლდინგს“შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას,რომლის ფარგლებშიც „ორიგამი ჰოლდინგი“ 200 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობაში, რომელიც „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ტერიტორიაზე განთავსდება. აღნიშნული ინვესტიცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯს წარმოადგენს კუნძულის, როგორც მულტიფუნქციური ლოკაციის განვითარების მიმართულებით და მნიშვნელოვნად აძლიერებს მისი, როგორც სწრაფად მზარდი ეკონომიკურ და ტურისტული ჰაბის პოზიციას. „ორიგამი“ რეგიონის …

„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ – შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი  განვითარების შემდგომ ეტაპზე გადავიდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანიას საკუთრებაში გადაეცა მის მიერვე, საინვესტიციო ვალდებულებების შესაბამისად შავი ზღვის აკვატორიაში შექმნილი 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პრივატიზების პროცესი ეხება მიწის იმ ტერიტორიას, რომელიც კომპანიამ თავად შექმნა, შავი ზღვის აკვატორიაში. დღეისათვის, „ამბასადორი …

ამბასადორი აილენდ ბათუმის გუნდმა ვარშავაში საინვესტიციო ღონისძიება გამართა

ამბასადორი აილენდ ბათუმისა და Exclusive Poland-ის თანაპარტნიორობით, ვარშავაში, ექსკლუზიური საინვესტიციო ღონისძიება გაიმართა, რომელიც პროექტის საინვესტიციო შესაძლებლობების წარდგენას მიეძღვნა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ამბასადორის კუნძულის კონცეფცია, განვითარების პერსპექტივები და ის საინვესტიციო მოდელი, რომელიც პროექტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, ქვეყნისა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონისთვის. „ჩვენ გვსურდა, ინვესტორებისთვის დეტალურად გაგვეცნო ის ეკონომიკური ფუნდამენტი, რაც საქართველოს დღეს გლობალურ საინვესტიციო რუკაზე …

როგორ ქმნის ამბასადორის კუნძული და SHoP Architects საქართველოს საერთაშორისო იმიჯის ახალ ეპოქას

ამბასადორის კუნძულის სახით სანაპირო ზოლზე ახალი გლობალური მიზიდულობის წერტილი იქმნება. პროექტი, რომელიც მასშტაბითა და შინაარსით სცილდება რეგიონულ ფარგლებს, ქვეყნის განვითარების ისტორიაში სრულიად ახალ ფურცელს შლის. ამბასადორი ჯგუფისა და SHoP Architects-ის პარტნიორობა ახალ, კიდევ უფრო მასშტაბურ ეტაპზე გადადის. ამბასადორი ჯგუფსა და ამერიკულ არქიტექტურულ კომპანია SHoP Architects-ს შორის ხელი მოეწერა არქიტექტურული და ფასადური პროექტირების სახელმძღვანელოს (Façade Design …

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფციას Arup-თან ერთად ამკვიდრებს

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ინოვაციურმა პროექტმა სტრატეგიული განვითარების მომდევნო ფაზა დაიწყო. აღნიშნული ფაზის ფარგლებში, შეიქმნება „ჭკვიანი ქალაქის“ (Smart City) კომპლექსური გეგმა, რომლის მიზანსაც პირველი ხელოვნური კუნძულის პროექტის, შავი ზღვის აუზში ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ ურბანულ გარემოდ გარდაქმნა წარმოადგენს. გლობალურ საინჟინრო და საკონსულტაციო ლიდერ Arup-თან თანამშრომლობით შემუშავებული ინიციატივის პირველი ეტაპის, ძირითად დანიშნულებას, კუნძულის მომავლის მკაფიო ტექნოლოგიურ და ოპერაციულ ხედვის …

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ მონაკოს საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე წარადგინეს

მონაკოს იახტ-კლუბში, „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდმა მონაკოს საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე (MIIF) რეგიონული მნიშვნელობის ისტორიული პროექტი წარადგინა, რომელიც შავ ზღვაში ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის შექმნას მოიაზრებს და რეგიონში ახლებურ საინვესტიციო სტანდარტს ამკვიდრებს. პროექტი, სრულად მდგრადი განვითარებისა და „ჭკვიანი ქალაქის“ (smart city) კონცეფციას ეფუძნება. აღსანიშნავია, რომ საპროექტო არეალზე, სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, …

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი MIPIM 2026-ის გლობალურ ურბანულ ფესტივალზე წარადგინეს

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი MIPIM 2026-ის გლობალურ ურბანულ ფესტივალზე წარადგინეს კანში, უძრავი ქონების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაზე – MIPIM-ზე „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი წარადგინეს. „ფესტივალების სასახლეში“ გამართულ ღონისძიებაზე კომპანიის გუნდმა საერთაშორისო აუდიტორიას პროექტის კონცეფცია და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პრეზენტაციაც, სადაც წარმოდგენილი იყო ხელოვნური კუნძულის არსი, ღირებულებები, მისი …

ამბასადორი აილენდი ევროპაში სტრატეგიული კავშირების ქსელს აფართოებს

ამბასადორი აილენდი ევროპაში სტრატეგიული კავშირების ქსელს აფართოებს – აღნიშნულის შესახებ ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალური დირექტორი, გოჩა კამკია აცხადებს. მისი თქმით, ამჯერად გერმანიასთან განსაკუთრებით აქტიური თანამშრომლობა და მათი გამოცდილების ინტეგრირება ამბასადორი აილენდ ბათუმის მასშტაბურ პროექტში იგეგმება. „გერმანიასთან დაგეგმილი თანამშრომლობა გულისხმობს მაღალტექნოლოგიური და მდგრადი განვითარების სტანდარტების იმპორტს. გერმანული ხარისხისა და ეფექტურობის ინტეგრირება ჩვენს პროექტში არის ის, რაზეც …

ამბასადორი აილენდ ბათუმის 2025 წლის პროგრესი რიცხვებში 

ამბასადორი აილენდ ბათუმი, რომელიც რეგიონის ყველაზე ამბიციური საინვესტიციო პროექტია, 2025 წელს ახალ ეტაპზე გადავიდა. როგორც ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალური დირექტორი, გოჩა კამკია აღნიშნავს, გასული წელი გარდამტეხი აღმოჩნდა, პროექტი დაგეგმვის ფაზიდან აქტიური განხორციელების ეტაპზე გადავიდა. ზღვაში უკვე შევსებულია 48.3 ჰა ფართობი; 26 ჰა ტერიტორია მიღებულია ექსპლუატაციაში; კუნძულის მშენებლობაში ყოველდღიურად 52-ზე მეტი სპეციალიზებული ტექნიკური საშუალებაა ჩართული; ამბასადორის …

„ამბასადორი აილენდის“ მიწის სამუშაოების 50% უკვე შესრულებულია

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს განვითარების თვალსაზრისით წელს მნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდა, რადგან ხელოვნური კუნძულის პროექტი დაგეგმვის ეტაპიდან უკვე განხორციელების ფაზაში აქტიურად გადავიდა. წლის ბოლოს პროექტის 50%-ზე მეტი უკვე განხორციელებულია – ტერიტორიის 26 ჰა მიღებულია ექსპლუატაციაში, ხოლო საპროექტო არეალის 48 ჰა ზღვაში ფორმირებულია. „ამბასადორის კუნძულის განვითარების პროცესში ისტორიული თარიღების მოწმენი ვართ – შავ ზღვაში ექსპლუატაციაში შევიყვანეთ 26 …

41 ჰექტარი ტერიტორია ხელოვნური კუნძულისთვის – რა დარღვევებზე წერს გარემოსდაცვითი დეპარტამენტი

კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ისევ აფართოებს ბათუმის სანაპიროზე ხმელეთს კუნძულის მოსაწყობად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კი დარღვევებზე წერს. მაგალითად, იმაზე, რომ კომპანიამ „ინტენსიური წვიმის გავლენაზე“ სააგენტოს არ წარუდგინა დოკუმენტები შესათანხმებლად. ერთი მხრივ, 500, 2000 თუ 5 000-ლარით აჯარიმებს სახელმწიფო კომპანიას, მეორე მხრივ კი, ათავისუფლებს ამ ჯარიმებისა და წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან. კომპანიამ ზღვის აკვატორიაში ხელოვნური ნახევარკუნძულისთვის თავიდან …

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდი პოლონეთში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს წარადგენს

საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი პოზიციების გამყარების მიზნით, „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ დელეგაცია, პოლონეთის სამ ქალაქში – ვარშავაში, ვროცლავსა და კატოვიცეში – პროექტისა და საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით, საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს. აღნიშნული აქტივობა კომპანიის ფართომასშტაბიანი საინვესტიციო სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ევროპულ ბაზრებზე საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის სათანადოდ წარმოჩენას ისახავს მიზნად. პოლონელი პარტნიორების, Exclusive Poland-ის ორგანიზებითა და BNI (Business Network …

„ამბასადორი“კუნძულისთვის ჭოროხიდან კიდევ 535 800 კუბ.მ ხრეშს ამოიღებს – კობახიძის ახალი განკარგულება

ბათუმში მშენებარე ხელოვნური კუნძულისთვის კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ჭოროხიდან ხრეშის ამოღებას კიდევ მინიმუმ ერთი წელი გააგრძელებს. „ოცნების“ მთავრობამ კომპანია ამჯერადაც გაათავისუფლა ლიცენზიისგან და კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ამოღების უფლება მისცა. 1 კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშში კი მხოლოდ 1 ლარს და 30 თეთრს გადაიხდის. „ამბასადორი“ მთავრობის ნებართვით ხრეშს ულიცენზიოდ ჭოროხიდან აქამდეც იღებდა. სპეციალისტების მტკიცებით, ჭოროხიდან ხრეშის მშენებლობისთვის ამოღება …

„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა მიიღო 

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ხელოვნური კუნძულის ტერიტორიაზე სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა გასცა. ნებართვის საფუძველზე მოცემულ ტერიტორიაზე ულტრათანამედროვე მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა დაიწყება, რომელიც თავის არსით, ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან კუნძულის ტერიტორიაზე პირველ შენობა-ნაგებობას წარმოადგენს და მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ მათთვის სასურველი საცხოვრებელი და საინვესტიციო უძრავი ქონება. აღნიშნული მრავალფუნქციური ნაგებობა აერთიანებს: …

„ამბასადორი“ ქობულეთის სოფელ ხალაში დამატებით 350 ათას კუბ.მ წიაღისეულს მოიპოვებს ულიცენზიოდ

ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების მოწყობის მიზნით კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ „ოცნების“ მთავრობამ ამჯერად  350 000 კუბური მეტრი სასარგებლო წიაღისეულის ულიცენზიოდ მოპოვების უფლება მისცა. კომპანია წიაღისეულს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან სოფელ ხალაში მოიპოვებს, 1 კუბურ მეტრში კი დაახლოებით 25 თეთრს გადაიხდის. „ოცნების“ მთავრობა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან კომპანიის გათავისუფლების საფუძვლად „სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ინტერესებს“ ასახელებს. „სახელმწიფოებრივი და …

„ამბასადორი აილენდის“ პროექტის 26 ჰა მიწის ფართობი ექსპლუატაციაში იქნა მიღებული

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის 26 ჰა მიწის ფართობი ექსპლუატაციაში მიიღეს. სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის პროექტის პირველი ფაზა, დასავლეთ ნახევარკუნძულის 26 ჰექტარი ექსპლუატაციაში იქნა მიღებული. ექსპლუატაციაში მიღებას საფუძვლად დაედო პროექტის შესაბამისობის შესახებ სამხარაულის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნა, რომელიც უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით მომზადდა. 2025 წლის სექტემბრის თვიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი …

ბათუმში ხელოვნური კუნძულისთვის ჭოროხიდან ხრეშს დამატებით ამოიღებენ – ახალი განკარგულება

ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების მოწყობის მიზნით კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ „ქართული ოცნების“ მთავრობამ ამჯერად ულიცენზიოდ 469 200 კუბური მეტრი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლება მისცა. კომპანია ამ ოდენობის ქვიშა-ხრეშს ხელვაჩაურის სოფელ თხილნარის მიმდებარედ, ჭოროხის კალაპოტიდან ამოიღებს. მთავრობის შესაბამის განკარგულებას „ოცნების მთავრობის“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი 2025 წლის 3 ივნისს მოაწერა, თუმცა, ის მთავრობის პორტალზე ხელმოწერიდან დაახლოებით …

„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი პოლონეთში წარადგინა

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდმა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა. ქ. ვარშავაში ადგილობრივი პარტნიორების – Exclusive Poland-ის  ორგანიზებით, BNI-სა და BYD Polska-ს  მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაზე “ამბასადორი აილენდ ბათუმის” დელეგაციამ, ინოვაციური პროექტი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესებულ აუდიტორიას წარუდგინა. ღონისძიების ფარგლებში მაღალი რანგის შეხვედრები გაიმართა, რომელსაც პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ქალბატონი დიანა ჟღენტი …

„ამბასადორი აილენდ ბათუმსა“ და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„ამბასადორი აილენდ ბათუმსა” და „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ძირითად მიზნებს  ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიერ შემოთავაზებული იახტების მართვისა და სერტიფიცირების პროგრამების საერთაშორისო, ფართო აუდიტორიისთვის წარდგენა წარმოადგენს. აღნიშნული სასწავლო კურსის დახმარებით, ნებისმიერი დაინტერესებული პირი თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს დაეუფლება, რაც საბოლოოდ მცურავი საშუალებების მართვის მოწმობის, 14 დღეში, მიღების შესაძლებლობას იძლევა. „ამბასადორის …

ხელოვნური კუნძულის მშენებლობის გამო 45 ძირ ხეს მოჭრიან

ბათუმში, ზღვაში მშენებარე ხელოვნური კუნძულის გამო ბარცხანის პლაჟი უკვე გაქრა, პლაჟთან მდებარე მრავალწლოვანი ხეები კი გაჩეხის მოლოდინშია. ტყეკაფის პასპორტის მიხედვით, მოსაჭრელად 45 ძირი ხეა აღრიცხული. აქედან მხოლოდ ერთი ძირია ზეხმელი, დანარჩენი – ჯანსაღია. ამავე დოკუმენტის მიხედვით: „ტყითმოსარგებლე“ არის შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“; ჭრის სახედ მითითებულია – „სპეციალური“; ტყეკაფის გახსნის [ათვისების] თარიღის გასწვრივ კი გრაფა ცარიელია. …

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ინოვაციური პროექტი დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე 

„ამბასადორი ჯგუფი“ ამბასადორი აილენდის პროექტით ინვესტორების დაინტერესებას და ამავდროულად აჭარის, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას განაგრძობს. ამ მიზნით „ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა და ისტორიული მნიშვნელობის პროექტი წარადგინა. პროექტი, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ითვალისწინებს, ერთნაირად მიმზიდველია როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ინვესტორებისთვის. „ამბასადორი …

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ კომპანია Arup-თან თანამშრომლობით ბათუმის ხელოვნური კუნძულის უნიკალური არქიტექტურული ხედვის კონცეფციას ქმნის

„ამბასადორი აილენდ ბათუმსა“ და ბრიტანულ კომპანია ARUP-ს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობას ბათუმის ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულსა და ერთ კუნძულზე აშენებული შენობების მოცულობის, ფასადის დიზაინის, სტილისა და ურბანული დაგეგმარების არქიტექტურის კონცეფციის შემუშავებისთვის. ინვესტორების მიერ საპროექტო ტერიტორიაზე შენობების დაგეგმარება და მშენებლობა განხორციელდება წინასწარ შემუშავებული სტილისტიკისა და სახელმძღვანელო ნორმების დაცვით. ეს სტრატეგიული პარტნიორობა უზრუნველყოფს პროექტის განვითარების თანმიმდევრულ და მდგრად …

ზღვაში ხელოვნურად შექმნილი ნაკვეთი „ამბასადორს“ მთავრობამ 1 ლარად გადასცა – ნახეთ პირობები

საქართველოს მთავრობამ „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ 1 ლარად საკუთრებაში 194 457 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 2025 წლის 4 თებერვლის განკარგულებით გადასცა. აღნიშნული ნაკვეთი იმ ხელოვნური ნახევარკუნძულის ნაწილია, რომელსაც „ამბასადორი“ ხელოვნური კუნძულის პროექტის ფარგლებში აშენებს. 1 ლარად გადაცემული ტერიტორია ცალკე საკადასტრო ერთეულად საჯარო რეესტრში ჯერ რეგისტრირებული არ არის. მთლიანობაში „ამბასადორზე“ აღნიშნული პროექტისთვის ზღვაში 1 443 223 კვადრატული …

„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ უნიკალური პროექტის განვითარება, რომელიც ქვეყანასა და რეგიონს ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს სთავაზობს, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კომპანია სახელმწიფოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს 5 წლიანი წინსწრებით ასრულებს და დღეისათვის სრული საპროექტო არეალის მეოთხედზე მეტი უკვე ფორმირებულია. საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, „ამბასადორი აილენდ ბათუმს,“ აღნაგობის  ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიის მიერ ზღვაში შექმნილი 194 457 კვ/მ მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა. …

ხელოვნური კუნძულისთვის ხრეშს „ამბასადორი“ ულიცენზიოდ მოიპოვებს – კობახიძის განკარგულება

ბათუმში ხელოვნური ნახევარკუნძულებისა და კუნძულის მოწყობის მიზნით შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან კიდევ ერთხელ გაათავისუფლეს. კომპანია ამჯერად 371 100 კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშს ულიცენზიოდ ერთი წლის განმავლობაში მოიპოვებს. მთავრობის განკარგულებით წიაღისეულს „ამბასადორი“ ჭოროხის დელტაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თხილნარის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ამოიღებს. „ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ვალდებულია: მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ …

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ორ ნახევარკუნძულსა და ერთ კუნძულზე გდგ დამტკიცდა

2024 წლის 24 დეკემბერს სსიპ „სივრცითი და ურბანული განვითარების სააგენტომ“ ოფიციალურად დაამტკიცა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ განაშენიანების დეტალური გეგმა, რომელიც მოიცავს ორ ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის 84 ჰექტარ ფართობზე მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის განაშენიანების გეგმას. ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის განაშენიანების გეგმაზე იმუშავა ქალაქგეგმარების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილებითა და ინოვაციურობით გამორჩეულმა გლობალურმა ბრიტანულმა კომპანია …

„ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ ორი ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის სამშენებლო ნებართვა მიიღო

სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ ქ. ბათუმის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა გასცა. სამშენებლო ნებართვა მოიცავს შავი ზღვის სანაპიროზე ჯამურად 102 ჰექტარი მიწის ნაკვეთის და ნაპირდამცავი ჯებირების მოწყობას. გადაწყვეტილება დაეფუძნა 40-მდე საერთაშორისო და ადგილობრივ კვლევას, სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ მიერ დამტკიცებულ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშსა და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო …

კუნძულის მოწყობამდე „ამბასადორი“ ხელოვნურ ნახევარკუნძულზე 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს

კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“, რომელმაც ბათუმში ხელოვნური კუნძული უნდა ააშენოს, გეგმავს, რომ 4-5 ცათამბჯენი უკვე მოწყობილ ნახევარკუნძულზე ააშენოს, დანარჩენ ტერიტორიას კი, რომელიც ხელოვნურად ამის შემდეგ უნდა მოაწყოს ზღვაში, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] პროცედურის დასრულების შემდეგ აითვისებს. ბათუმში ხელოვნურ კუნძულსა და ორ ნახევარკუნძულზე მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის [გდგ] კონცეფციის შეთანხმებას „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ …

„გზასაც კი არ გვიკეთებენ“ – რას ამბობენ სოფელში, სადაც ბათუმის ხელოვნური კუნძულისთვის მთას შლიან

„კარგია, თუ კეთდება კუნძული, მაგრამ გლეხისთვის არაფერი არ კეთდება, სოფელს ამით სარგებელი არ აქვს, სოფელს რამე ხომ უნდა წაადგეს?“ – ქობულეთში, სოფელ ხალაში მცხოვრები აკაკი ბერიძე ერთადერთი არაა, ვისაც ხელისუფლებასთან შეკითხვები აქვს. სოფელში, სადაც 10 წელზე მეტია ტონობით ინერტულ მასალას მოიპოვებენ, ამჯერად ახალი კარიერისთვის გზა გაჰყავთ მთებში – ახალი კარიერი მოსახლეობასთან ბევრად უფრო ახლოს იქნება, …

შტორმი მუშაობაში ხელს გვიშლის – ამბასადორი ხელოვნური კუნძულის მშენებლობაზე 

კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“, რომელმაც ბათუმთან ზღვაში ხელოვნური კუნძული უნდა ააშენოს, ამბობს, რომ შტორმი მუშაობაში ხელს უშლის. კომპანია ამ ეტაპზე ხელოვნურ ნახევარკუნძულს აშენებს. ნებართვა კი 2022 წლის პირველ სექტემბერს, „ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობასთან დაკავშირებულ ნაპირსამაგრი ჯებირის“ მშენებლობაზე გაიცა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტზე. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანებით მშენებლობის ნებართვა ძალაში იყო 2023 წლის …

რას სთხოვენ „ამბასადორს“ დამატებით – ხელოვნური კუნძულის გზშ დამტკიცებულია

ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 14 აგვისტოს გასცა. გადაწყვეტილებაში ჩამოთვლილია ოცამდე საკითხი, რაზეც ინფორმაცია და დოკუმენტები გარემოს სააგენტოს „ამბასადორმა“ დამატებით უნდა წარუდგინოს.

2 უკანონო მშენებლობის ამბავი, ერთი „მიწასთან გაასწორეს“, მეორემ ნებართვა მიიღო – რა ხდება მერიებში

შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ დიდ ფულს დიდი ძალა აქვს, კომპანიას ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე, საიჯარო წესით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე უკანონო მშენებლობა აპატიეს და ნებართვაც მისცეს. ქობულეთის პარკში კი, საკუთარ ნაკვეთზე შპს „გრინ პარკ ქობულეთს“ სამსართულიანი კარკასის უნებართვოდ წამოჭიმვა აცალეს, შემდეგ კი დაუშალეს – „მიწასთან გაასწორეს“. ამ ამბავმა ბევრი კითხვა გააჩინა. რა …

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გამოსცა

მოხარულნი ვართ განვაცხადოთ, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, 8 თვის განმავლობაში, გარემოებების სიღრმისეული შეფასებისა და გამოკვლევის შედეგად, ოფიციალურად გამოსცა ბათუმის ორი ნახევარკუნძულის/ერთი კუნძულის პროექტის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა ამომწურავი კვლევა და დაადგინა, რომ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ დადგენილი პროექტი სრულ თავსებადობაშია საქართველოს გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ პროექტს არ ექნება …

Exit mobile version