უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 14 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 559 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 120]
- ტანკი – 8 206 ერთეული [+7]
- ჯავშანტექნიკა – 15 811 ერთეული [+32]
- საარტილერიო სისტემა – 15 262 ერთეული [+46]
- MLRS – 1 119 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 890 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 361 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 12 108 ერთეული [+39]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 397 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 20 538 ერთეული [+77]
- სპეცტექნიკა – 2 566 ერთეული [+10]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 14 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 627 თვითმფრინავი
- 277 ვერტმფრენი
- 27 586 უპილოტო საფრენი აპარატი
- 551 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 16 578 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 377 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 11 885 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 23 686 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
პოლკოვნიკი ოჩამჩირეში რუსული გემის შემოსვლაზე – „როდის იყო ყმა ბატონს რამეს ეუბნებოდა?“
„უკრაინა შეაჩერებს პუტინს“ — ბაიდენმა კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სიტემების გადაცემა დააანონსა






