მთავარი,სიახლეები

„750 000 ლარის ჯარიმაა მხოლოდ ერთ დღეზე. ჩვენი რჩევაა, ყველამ გაასაჩივროს“ – ნონა ქურდოვანიძე

21.02.2025
„750 000 ლარის ჯარიმაა მხოლოდ ერთ დღეზე. ჩვენი რჩევაა, ყველამ გაასაჩივროს“ – ნონა ქურდოვანიძე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ფეისბუქში წერს, რომ მხოლოდ დღეს, 21 თებერვალს, სამართლებრივი დახმარების ცხელ ხაზზე 150-მდე ზარი შევიდა გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმებაზე.

„ვაჯამებთ სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელი ხაზის დღევანდელ დღეს.

მხოლოდ ამ ერთ დღეში 150-მდე ზარი შემოვიდა, თითქმის ყველა ეხებოდა გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმებას. ეს დაახლოებით 750 000 ლარის ღირებულების ჯარიმაა მხოლოდ ერთ დღეზე.

ჩვენი რჩევაა, ყველამ გაასაჩივროს, შედეგის მოლოდინის მიუხედავად, ამას მაინც ექნება სხვა შედეგი“ – წერს ნონა ქურდოვანიძე.

საქართველოში მასობრივი საპროტესტო, ახალი არჩევნების მოთხოვნით 28 ნოემბრის შემდეგ მიმდინარეობს ქვეყანაში.

„ოცნების“ ანტიკონსტიტუციური ხელისუფლება საპროტესტო აქციებში მონაწილე მოქალაქეებს ყველა ხშირად „გზის უკანონოდ გადაკეტვის“ მოტივით 5 ათასი ლარით აჯარიმებს. ცალკეულ მოქალაქეებს ამავე მიზეზით დღეში ორ-სამჯერაც კი მისდით დაჯარიმების შესახებ შეტყობინება.

ამავე თემაზე: 

რა უნდა ვიცოდეთ, თუ პოლიცია გვაჯარიმებს აქციასთან დაკავშირებით – იურისტების რეკომენდაცია

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: