ორი ათასამდე ბავშვი ბაღის გარეშე

 

ჯგუფში ერთი მასწავლებელი და ორი ძიძა, ზოგიერთ შემთხვევაში კი ორი მასწავლებელი და ერთი ძიძა მონაცვლეობით, მორიგეობით მუშაობენ. საბავშვო ბაღების უმეტესობამ იმის გამო, რომ გასულ წელს ლიმიტით გათვალისწინებულზე მეტი ბავშვი მიიღო, წელს ბავშვების მიღება შეაჩერა: „გასულ წელს ელექტრონული რეგისტრაციის შედეგი იყო ის, რომ იმაზე მეტი ბავშვი მივიღეთ, ვიდრე შესაძლებლობა გვქონდა. იძულებულები გავხდით ჯგუფებში ბავშვები დაგვემატებინა. ამის გამო წელს საერთოდ შევაჩერეთ მიღება“ –  ამბობს #4 საჯარო ბაღის დირექტორი ირმა ნაკაშიძე. 

 

ბაღების გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ნინო კერვალიშვილის ინფორმაციით, წელს ბაღის გარეშე ორი ათასამდე აღსაზრდელი დარჩა. ამას ემატება ის ათასი ბავშვიც, რომლებიც კერძო ბაღებში გადანაწილდნენ.

 

ბათუმში სულ თორმეტი კერძო ბაღი მუშაობს. ამ ბაღებში სწავლების ფასი თვეში 80- 150 ლარია.

 

 ნინო კერვალიშვილის ინფორმაციით ბევრი მშობელი, რომლებმაც ბავშვი ბაღში ადმინისტრაციისგან მიღებული უარის გამო ვერ მიაბარეს, შესაძლოა ნოემბერში დაკმაყოფილდეს: „ნოემბერში ბათუმში ორი ახალი ბაღი გაიხსნება, ერთ ბაღში კი მესამე სართულს ვამატებთ, რაც დამატებით ჯგუფის გახსნის შესაძლებლობას მოგვცემს.“

 

სამოქალაქო სოლიდარობა – „ბრძოლა სამოქალაქო სექტორიდან“

 

 

„სამოქალაქო სოლიდარობა“ 14 სექტემბერს დაფუძნდა. ორგანიზაცია სამი მმართველი ორგანოსგან შედგება – დამფუძნებელთა საბჭო, წევრთა საერთო კრება და გამგეობა. გამგეობაში შედიან ზაზა მამალაძე, მამუკა არეშიძე, გიორგი კორკოტაშვილი, ირაკლი კაკაბაძე, თეიმურაზ კობახიძე, დავით ბეგიაშვილი, გია დეისაძე, ნანა თხელიძე. გამგეობის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორია ბესო ხარძიანი.

 

„სამოქალაქო სოლიდარობა“ ორიენტირებულია ყველა იმ ადამინზე, ვინც 1 ოქტომბრის მერე აუსრულებელი დაპირებების მსხვერპლი გახდა. ჩვენი სურვილია ყველა ეს ადამიანი გავაერთიანოთ და ერთად მოვითხოვოთ, დაპირებული სამართლიანობის აღდგენა“-განაცადეს ორგანიზაციის წამომადგენლებმა ბათუმში გამართულ შეხვედრაზე.

 

 

 „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და „სამოქალაქო სოლიდარობის“ წევრი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში სამართლიანობა არც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აღმდგარა, ამიტომ სამართლიანობისთვის ბრძოლა სამოქალაქო სექტორიდან უფრო ეფექტური იქნება:  

 

 

„რამდენი ვიბრძოლეთ, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა. რასაკვირველია სამართლიანობისთვის ბრძოლა პარტიიდანაც შეიძლება, მაგრამ ვიცი როგორი ტიპის პარტიაცაა „ქართული ოცნება“, ამიტომ ვთვლი, რომ საზოგადოებრივი სექტორიდან უფრო უკეთესი შედეგი იქნება“.  

 

მამუკა არეშიძე „ქართული ოცნების“ დატოვებას არ აპირებს.

 

„ქართული ოცნების დამფუძნებელთა გარკვეული ნაწილი ჩამოშორებულია პარტიულ ცხოვრებას. ჩვენი იქ ყოფნა არის ფორმალური. მე, პირადად, ჯერჯერობით მხოლოდ იმიტომ არ გავდივარ პარტიიდან, რომ არ მინდა ისინი გავახარო, ვინც ამ პარტიაში გამარჯვების შემდეგ შეცვივდნენ და დაიკავეს თანამდებობები“- აღნიშნა არეშიძემ.

 

ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენელი ნათელა ხარაძე იქნება, ტექნიკური კოორდინატორი კი თამარ ღოღობერიძე. 

თვითმმართველობა სტუდენტების თვალით

23-მა სტუდენტმა ბათუმის მერიასა და საკრებულოში გაიარეს  საზაფხულო სტაჟირება. სამი თვის მანძილზე ისინი მუშაობდნენ ბათუმის  საკრებულოში კომისიებთან ერთად, მონაწილეობდნენ  სხდომებსა და დოკუმენტაციის განხილვებში.

 

შეხვედრაზე საზაფხულო სტაჟირებაზე მყოფმა სტუდენტებმა მიღებული პრაქტიკის შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს. მათ პროგრამის ფარგლებში  ოთხი  პროექტი მოამზადეს.  რომელთაგან „ნურიგელის ტბის დაჭაობება“ და „ახალგაზრდების საზაფხულო დასაქმების პროექტი“ საკონკურსოდ გამოცხადდა. სტუდენტების მიერ შედგენილი პროექტები სხვადასხვა დარგში არსებულ პრობლემების გადაწყვეტის ხერხებსა და რეკომენდაციებს ასახავს.

 

 

„ნურიგელის ტბის დაჭაობების“ საფრთხე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სტაჟიორმა სტუდენტებმა შეისწავლეს. ის გამარჯვებულ პროექტად დასახელდა

 

„ტბა საგანგაშო მდგომარეობაშია. მიმდინარეობს დაჭაობება.  პროექტში დეტალურადაა გაწერილი რეაბილიტაციისთვის საჭირო რეკომენდაციები. საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი ჩავლეიიშვილმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტში ამ საკითხს გაითვალისწინებენ“ – ამბობს პროექტის ერთ-ერთი ავტორი ირაკლი აბაშიძე.

 

სტუდენტთა საზაფხულო სტაჟირება განვითარების და ხელშეწყობის კავშირის, „პროგრესის“ ინიციატივითა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით წელს პირველად განხორციელდა. „პროგრესის“ხელმძღვანელის,  ნინო გაბუნიას თქმით, პროექტი სამომავლოდაც გაგრძელდება.

 

 

BATUMI CALLING – მუსიკალური ფესტივალი ბათუმში

 

 

შაბათს, 12 ოქტომბერს კი ფესტივალზე მსმენელები ბათუმელ მუსიკოსებს, Bek Bekson-სა და  Atina -ს მოუსმენენ, პროექტით, ASEA SOOL.  

 

 

ფესტივალზე დაუკრავს ასევე POST-ottO & მეგი გოგიტიძე და ბენდი MAGGIE N’ Guys.  კონცერტი ბათუმის ხელოვნების ცენტრში (ბენზე) გაიმართება, საღამოს 8 საათზე და ბილეთის ფასი 10 ლარია.

 

 

 

კვირას, 13 ოქტომბერს კი მსმენელებს სტენლი ჯორდანის, გრემის ოთხგზის ნომინანტისა და ვირტუოზი გიტარისტის მოსმენა შეეძლებათ. ბილეთის ფასი კონცერტზე 25-30 ლარია.  

 




ბილეთების შეძენა შესაძლებელია შემდეგ ადგილებში:

კომპნია LIFETIME  –  ქ. ბათუმი, დ. თავდადებულის ქ. #8, ტელ: 422 293000 _ ბილეთების ყიდვა ადგილზევე თანხის გადახდით.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრი (ბულვარის შესასვლელთან).  

 

ფესტივალის მხარდამჭერები არიან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სასტუმრო „რედისონ ბლუ“, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი, ბათუმის საზაფხულო თეატრი, არტ-ლაბორატორია, კომპანია LIFETIME.  

 

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ფესტივალის გვერდი ფეისბუქზე. 

„არა ნაცებს კოჰაბიტაცია” – დაზიანებული საარჩევნო პლაკატები

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენელმა რევაზ ხარაძემ ეს ფაქტი გააპროტესტა და სამართალდამრღვევის პასუხისგება მოითხოვა:

„ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ეს განახორციელა საჯარო მოხელემ, ბათუმის მერიის თანამშრომელმა მერაბ ღოღობერიძემ, რომელიც სისტემატურად არღვევს საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენი პარტიის უფლებებს“.

მოპაექრე მხარეების მიერ პლაკატების განზრახ ჩამოხევა ან დაზიანება კანონმდებლობით ისჯება. მერაბ ღოღობერიძე, რომელიც ბათუმის მერიის ავტოტრანსპორტის მარკეტინგის სამსახურში მუშაობს, ადასტურებს, რომ ეს ნამდვილად მან ჩაიდინა პროტესტის ნიშნად:

„ამაზრზენია ის, რომ დავით ბაქრაძე პრეზიდენტობის კანდიდატია დღეს. პროტესტის ნიშნად გამოვედი და გადავხაზე მისი საარჩევნო პლაკატები. ეს ნამდვილად მე გავაკეთე და  პასუხისმგებელი ვარ ჩემ საქციელზე“.

გარდა მერიისა, მერაბ ღოღობერიძე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და პოლიტიკური პარტიის „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეა.

 

„ხალხის პარტია“ აჭარის მთავრობას აკრიტიკებს

 

 

„11 თვე გავიდა მას შემდეგ რაც აჭარაში შეიცვალა ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლება და უმაღლესი საბჭო. სამწუხაროდ ამ ხნის განმავლობაში ვერ დავინახე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ხალხის საკეთილდღეოდ რამე ცვლილება.  მაქვს სრული უფლება მოვითხოვო აღმასრულებელ ხელისუფლებისა და უმაღლეს საბჭოსაგან, რომ 11 თვის გაწეული მუშაოის შესახებ ანგარიში ჩააბაროს საზოგადოებას.  ქალაქში მოუწესრიგებელია წყალგაყვანილობა, ქალაქელებს ეშინიათ დიდი წვიმის. აბსოლუტურად მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა. დავდივარ შეხვედრებზე და ხალხი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ მათ ყურადღება არ ეთმობათ მიტოვებულია სოფელი და ხალხი“.

 

 

აჭარის უმაღლეს საბჭოსა და მთავრობას ჰქონდა შვიდთვიანი და ოთხთვიანი ანგარიშის წარდგენა. ჯუმბერ თავართილაძე თქმით, მედიასაშუალებებით გაეცნო მას, მაგრამ რაიმე კონკრეტული წინგადადგმული ნაბიჯი ვერ ამ ანგარიშებში ვერ შენიშნა.

მარგველაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრა ქედაში

 

გიორგი მარგველაშვილი ქედაში
გიორგი მარგველაშვილი ქედაში

 

პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრის სამზადისი ქედაში დილიდან დაიწყო. წინასაარჩევნო შეხვედრისთვის ხალხის ნაკადის შეგროვებას  სოფლებში „ქართული ოცნების“ აქტივისტები უწევდნენ, სოფლებიდან მოსახლეობა სამარშრუტო ტაქსებით უფასოდ ჩამოიყვანეს. სპორტსკოლის შენობაში  შეხვედრას სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ.

 

შეხვედრა პირველ საათზე დაიწყო და 40 წუთს გაგრძელდა. პრეზიდენტობის კანდიდატმა ხელისუფლების მიღწევაზე ისაუბრა და ამომრჩეველს წარმატებული საქართველოსთვის 41 ნომრის მოხაზვისკენ მოუწოდა.

 

,,მე შესაძლებლობა მომეცა ამ ხალხთან საქმიანი მომავლის თაობაზე ერთიანი გეგმა დაგვესახა. აქ არის ერთდროულად სერიოზული პრობლემები ეკომიგრანტების, მცირემიწიანობის, განსახლების პრობლემა, ასევე პოტენციის შემცველი, მაგრამ რეალურად აჭარა ქვეყნის დემოგრაფიულად გადარჩენის წინაპირობაა. ამ ეტაპზე ამაში პრობლემაც უნდა დავინახოთ და პრობლემის გადაჭრაც, მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ საკითხებზე, მაგრამ  ამ საკითხების დარეგულირების რესურსი აქტიურად არ ჩანს. მაგრამ ჩვენ გულისყურით ვუყურებთ იმ შესაძლებლობებს, რაც აჭარაში არის დემოგრაფიული თვალსაზრისით, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის გადამრჩენი ქართული ოჯახის გაძლიერებაა. აჭარა ამის არაჩეულებრივი მაგალითია და აქ არსებული პრობლემები ჩვენი მუშაობის შედეგად პოტენციალად უნდა შევატრიალოთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

პრეზიდენტობის კანდიდატმა ქედაში ამომრჩეველთან შეხვედრაზე ხელისუფლების მიღწევებზეც ისაუბრა: ,,ყველაფრის ერთბაშად მიღწევა შეუძლებელია, ამას დრო სჭირდება, დღეს პოლიცია ადაიანებს აღარ ატერორებს, განათლების სისტემაში შეიცვალა მიდგომები, უფასო სახელმძღვანელოები დავურიგეთ, უფასო ფაკულტეტებია, დღეს პრესა და მედია თავისუფალია, ჯანდაცვაში ყველა ადამიანია დაცული“.

 

წინასაარჩევნო შეხვედრას ქედაში გიორგი მარგველაშვილთან ერთად არმაზ ახვლედიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 

,,მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. გასულ წელს მიწისზვრის დროს სახლს ბზარები გაუჩნდა და თავზე მენგრევა. ცხრაჯერ მივმართე ადგილობრივ გამგეობას დახმარებისთვის, მაგრამ ამაოდ, ამიტომაც მოვედი აქ, მინდოდა დახმარება გიორგი მარგველაშვილისთვის მეთხოვა, თუმცა ვერ მოვახერხე“, – განაცხადა სოფელ უჩხითში მცხოვრებმა ციალა გოგიძემ.

 

მოსახლეობასთან შეხვედრა არის დაგეგმილი შუახევსა და ხულოშიც.

 

„მაინცადამაინც თბილისელები უნდა ჩამოვიდნენ, რომ ბილეთებს მიაწყდეთ?“

 

 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ქეთევან მანელიშვილის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ „ბათუმური შემოდგომის”  ფესტივალს მაინც დაესწრება მაყურებელი.

 

„ჩვენ გვქონდა ელისო ბოლქვაძის ფესტივალი და ცოტა შეგვეშინდა, იმდენად რამდენადაც მაყურებელი ვერ დავაინტერესეთ 8 დღის მანძილზე. ვერც ბილეთის ფასით, ვერც  მაღალი საშემსრულებლო ტექნიკით, ვერ დავაინტერესეთ მასტერკლასით. მაინცდამაინც თბილისლები უნდა ჩამოვიდნენ სპექტაკლით  ან თბილისლები უნდა წამოვიდნენ დასასწრებად რომ ბილეთებს მიაწყდეთ? „ქეთო და კოტეზე“ რომ ხდებოდა ისე. კარგი სპექტაკლი იყო, მაგრამ არანაკლებს შეიძლება მოუსმინოთ აქ.  თუ მაყურებელი არ იქნება, აბა რისთვის ვმუშაობთ, რისთვის ვდგამთ სპექტაკლს, რისთვის ვხარჯავთ ფულს. ფინანსთა სამინისტრო მერე ჩვენ გვეკითხებ,  რამდენია შემოსული თანხა კონცერტიდან. რამდენია და  ნული,“ – განაცხადა ქეთევან მანელიშვილმა.  

  

მისივე თქმით მაყურებლის დასაინტერესებლად სხვადასხვა გზას და მეთოდს მიმართეს, თუმცა ჯერჯერობით შედეგი ვერ მიიღეს.

 

„ბილეთების ფასი ჩამოვაგდეთ, იფიქრეს საშინელიაო და არ მოვიდნენ.  ავწიეთ,  ძვირიაო, ვერ მოვიდნენ, ვერ გავიგე რა უნდა ვქნათ. შეიძლებოდა ზვიად ბოლქვაძის კონცერტზე ხალხი არ მოსულიყო? არ მოვიდნენ. მერე ისევ ჩვენ დავრეკეთ.  მეთქი ცარიელი რომ არ იყოს დარბაზი. ვრეკავდით, ჩვენ ბოდიში, მოდით, ფული არ არის გადასახდელი. უბილეთოდ  მობრძანდით, დაგვესწარით, კარგი კონცერტია და მართლა ასე იყო. შევავსეთ დარბაზი. ფაქტია მაყურებელი არ გვყავს. მაშინ რატომ ვაფინანსებთ მუსიკალურ სკოლებს, სასწავლებლებს. თუ მასწავლებელს არ აინტერესებს, მოსწავლეს არ აინტერესებს ე.ი. რა გამოდის“ – განაცხადა ქეთევან მანელიშვილმა.

 

 

 

5 ოქტომბერს ფესტივალი „ბათუმური შემოდგომა“ იწყება

„ბათუმური შემოდგომის“ საფესტივალო პროგრამა ასე გამოიყურება:

5 ოქტომბერი:  ახალგაზრდული მუსიკალური თეატრი, ოთარ ქათამაძის საბავშვო მუსიკალური სპექტაკლით „სათამაშო ცხენი“.

11 ოქტომბერი:  კლასიკური მუსიკის საღამო  სიმფონიური ორკესტრი, საოპერო სტუდიის სოლისტები, დირიჟორი – ემინ გუვენ იაშლიჯამი (თურქეთი), სოლისტი – პეტრე ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსის I პრემიის ლაურეატი – ვერიკო ჭუმბურიძე (ვიოლინო).

19 ოქტომებრი:  ჯაბა სალუქვაძის ფოტო გამოფენა ,,უკომენტაროდ“

დოკუმენტურ-მუსიკალური ფილმის ,,როიალი ზღვაში” ავტორი – ნინელი  გოგიტიძე და მუსიკალური ცენტრის წიგნი-ალბომი ,,ბათუმი, მუსიკალური ეპიზოდები”-ის პრეზენტაცია, ავტორი – ლიკა აროშიძე.

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელის სოლო კონცერტი

23 ოქტომბერი:  „კლასიკური მუსიკის საღამო“ – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპეროს სტუდიის სოლისტები

29 ოქტომბერი:  საოპერო სპექტაკლი – პიეტრო მასკანის ოპერა ,,სოფლის ღირსება“, დირიჟორი მაურიციო პრეციოზი (იტალია)

2 ნოემბერი:  ქართველი მუსიკოსის ზაზა მარჯაიშვილის საავტორო კონცერტი „საჩუქარი ბათუმს“

9 ნოემბერი:  ცნობილი ქართველი ქორეოგრაფის, საქართველოს სახალხო არტისტის – ენვერ ხაბაძის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო  ქალაქ ბათუმის მერიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ენვერ ხაბაძის სახელობის  სახელმწიფო  ქორეოგრაფიული ანსამბლი  ,,ბათუმი”, აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსაბლი,  სახელმწიფო ვოკალური  ანსამბლი ,,ბათუმი”,  ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, ბათუმის ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლა, პედაგოგი – ეკატერინე ღლონტი.

ბათუმის მუსიკალური ცენტრის დირექტორის განცხადებით  მუსიკალური ფესტივალის „ბათუმური შემოდგომისათვის“  აბონემენტები გაიყიდება. ფესტივალზე სულ 7 საღამო გაიმართება, მასზე დასასწრები აბონემენტის ღირებულება კი 10 ლარი იქნება.

„ერთი ლარი და ორმოცი თეთრიც არ გამოდის თითო საღამოზე დასწრების ღირებულება. იქნებ ახლა მაინც მოვიდეს მაყურებელი,“ – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  ბათუმის მუსიკალური ცენტრის დირექტორმა გიორგი მიქელაძემ.

„ზღვა ბათუმშიც მუდამ შავია? თუ ხანდახან ლურჯი, ცისფერი ან მოვარდისფრო?“

 

ციალა ქათამიძე
ციალა ქათამიძე


ის ერთ პატარა სახლში, ლამაზ ქუჩაზე, მოლივლივე ზღვის სანაპიროზე დაიბადა… მას დიდხანს ელოდნენ და… ისიც გაჩნდა… დიდი ზღვისფერი თვალებითა და  კულულა თმით… ბუნდოვნად ახსოვს ბავშვობა – ძმებთან ერთად ეზოში ფეხბურთის თამაში… ფიჭვნარში მოსეირნე დედ-მამა… საღამოს – ვახშამი ბებია-ბაბუასთან… პირველი ზღაპარი… პირველი წიგნი… მოგიზგიზე ბუხარი… ტალღებზე მოლივლივე თოლიები… ხმაურიანი ტალღები… ზღვა… ხან ლურჯი, ხან მოვარდისფრო, ხან ცისფერი… ხანაც, შავი ზღვა… სკოლა… პირველი ზარი… დედასთან განშორებით გამოწვეული პირველი ცრემლი… პირველი სიყვარული… ეს ყველაფერი მართალია, ძალიან ბუნდოვნადაა ჩარჩენილი მის მეხსიერებაში, მაგრამ ის გრძნობა, რაც მაშინ ჰქონდა, არასოდეს ტოვებს… ჰქონდა მთავარი – სულიერი სიმშვიდისა და სილაღის განცდა…

 

უცებ ყველაფერი ავტომატის და ქვემეხების ხმამ შთანთქა… მამა და ძმები სადღაც წავიდნენ… ირგვლივ ყველაფერს თითქოსდა შავი ფარდა გადაეფარა, ომის ფარდა… მას შემდეგ ზღვაც შავი ფერია… გამუდმებით…

 

როცა ძალიან უჭირს… ზღვის სანაპიროზე მიდის, გონებით ცდილობს დაუბრუნდეს იმ ვარდისფერ სამყაროს… მაგრამ არ გამოსდის… გაჰყურებს ზღვას… ის კი არც ვარდისფერია და არც ლურჯი… მას კვლავ შავი ფარდა გადაკვრია… შეჰყურებს ზღვისფერ სამყაროს, გაჰყურებს ტალღებს, ცას… მეორე ნაპირს… აინტერესებს: იქ, რა ფერია სამყარო… იქნებ იქ ზღვა ლურჯია… ან ცისფერი, ან სულაც მოვარდისფრო… ან იქნებ, იქაც შავია ზღვა… უნდა იცოდეს მაინც… თუმცა, ამაზე ფიქრიც კი აშინებს… არათუ, ამ ფიქრის ვინმესთვის გამხელა…

 

ეს ალისას ისტორიაა… თითქოსდა განსაკუთრებული არაფერია… უამრავი მსგავსი ისტორია გვაქვს მოსმენილი – ტელევიზიით, გაზეთით თუ პირად საუბრებში… იმ მომენტში გულდასმით ვუსმენთ, გვტკივა, განვიცდით, მაგრამ მალევე გვავიწყდება… მე კი ალისა და მისი ემოცია დღემდე ვერ დავივიწყე… ვერ დავივიწყე პატარა, მეოცნებე გოგონა… ლამაზ სამყაროზე მეოცნებე…

 

წლების წინ, ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში მომეცა საშუალება, ვყოფილიყავი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილე… ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები ერთობლივად ვსწავლობდით მოლდოვაში არსებულ ტერიტორიულ კონფლიქტს… მის გამომწვევ მიზეზებს და ერთად ვეძებდით გამოსავლის გზებს… ამ პროექტის ქვეტექსტი ალბათ, ყველასთვის ნათელია… აღარ ჩავუღრმავდები… უბრალოდ, ის მინდოდა მეთქვა, რომ ალისა იქ გავიცანი და პირველი კითხვა, რაც მან დამისვა იყო: „ზღვა ბათუმშიც მუდამ შავია? თუ ხანდახან ლურჯი, ცისფერი ან მოვარდისფრო?“. როცა ჩემს გაოცებულ სახეს შეხედა, მითხრა: ვხუმრობო. ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში არაერთხელ გამჩენია კითხვა: რას გულისხმობდა ალისა ზღვის ფერში?… მხოლოდ დამშვიდობების დღეს გავბედე მეკითხა… დღემდე ამაყი ვარ იმით, რომ ალისამ გამანდო მისი ოცნებები, გრძნობები, ინტერესი…

 

ის სოხუმის მახლობლად ერთ პატარა სახლში, ლამაზ ქუჩაზე, მოლივლივე ზღვის სანაპიროზე ცხოვრობს… და ზუსტად ისევე სტკივა, ისევე უხარია, ოცნებობს თუ დარდობს, როგორც მე… მე, რომელიც ბათუმში, ერთ პატარა სახლში, ლამაზ ქუჩაზე, მოლივლივე ზღვის სანაპიროზე ვცხოვრობ…

 

ომის, ქაღალდების, საქმეების, მოლაპარაკებების, კონფლიქტების, ბიუჯეტის, სტრატეგიების, კანონების, სხვა სიტყვებისა თუ ცნებების ქვეშ არის სხვა, უფრო მნიშვნელოვანი რამ, ეს – ადამიანები, ადამიანური ისტორიები,  გრძნობები, ემოციები, მიზნები და ოცნებებია. საუკეთესო საშუალება კომუნიკაციის, სიძლიერის, ერთობის, განვითარების, წარმატების…

 

მას შემდეგ ვაკვირდები ტალღებს ინტერესით… წელიწადის ყოველ დროს… თითქოსდა ვამოწმებ, მეშინია რამე არ გამომეპაროს… ვაითუ ვერ დავიჭირო ფერთა გრადაცია… (ან – ვაითუ გამომრჩეს (ან/და ვაითუ დავკარგო) ფერთა გრადაცია… პოეტურად ჟღერს) არადა, ალისა ელოდება პასუხს კითხვაზე: „ზღვა ბათუმშიც მუდამ შავია? თუ ხანდახან ლურჯი, ცისფერი ან  მოვარდისფრო?“

 

2013 წელი, 27 სექტემბერი

შესაძლებლობა მასწავლებლებისთვის

მასწავლებელთა სახლი არის კარგი საშუალება მასწავლებლებისთვის, აიმაღლონ პროფესიული დონე. ჩვენი მიზანია სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. ზოგს ჰგონია, რომ მოვა მასწავლებელთა სახლში და საგანს ვასწავლით, მაგრამ არაა ასე. ჩვენთან უნდა მოვიდეს პროფესიონალი, რომელმაც უკვე კარგად იცის საგანი და ჩვენ ვასწავლით მას სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიას. ჩვენ ვასწავლით როგორ ვასწავლოთ, როგორ ავხსნათ მიმზიდველად ესა თუ ის საკითხი, საინტერესო რომ იყოს ბავშვებისთვის. საუბარია არა საგნობრივ მომზადებაზე, არამედ გადამზადებაზე.

 

ბატონო ირაკლი, მასწავლებელთა სახლის არ არსებობა რა პრობლემას უქმნიდა პედაგოგებს აჭარაში?

პროფესიული ტრენინგები ტარდებოდა თბილისში. ჩვენი პედაგოგები ვერ ახერხებდნენ ყოველთვის წასვლას, რადგან გარკვეულ ხარჯებთან არის ეს დაკავშირებული. გარდა ამისა, ხშირად ტრენინგების გრაფიკი არ იყო მისაღები მასწავლებლებისთვის. ამიტომ შევქმენით აჭარაში მასწავლებელთა სახლი. ახლა გამოცხადებული გვაქვს კონკურსი ადგილობრივი ტრენერების შესარჩევად. ამ დროისთვის განაცხადების მიღება უკვე დამთავრებულია – სულ  280 განაცხადია შემოსული. კონკურსის წესით შეირჩევიან მომავალი ტრენერები, რომლებიც გადაამზადებენ მასწავლებლებს. პირველი ეტაპი არის განაცხადების მიღება, გადახედვა, შემდგომ იქნება გასაუბრება, გასაუბრების შემდეგ კი იქნება მესამე ეტაპი  – მასწავლებელთა დატრენინგება და ტრენერებად მომზადება. ტრენინგის გავლის შემდეგ გადაწყდება საბოლოოდ, თუ ვინ გახდება ტრენერი. 

 

რამდენი ტრენერი უნდა შეირჩეს თითოეულ საგანში?

არ გვაქვს ტრენერთა რაოდენობაზე შეზღუდვა. დავუშვათ ერთ საგანში შემოსულია 15 განცხადება. ღმერთმა ქნას მოხდეს ისე, რომ 15-ვე შეირჩეს. ჩვენ 15-ვეს მივცემთ საშუალებას, იყოს ტრენერი. ყველა ერთდროულად ვერ დაიწყებს ბუნებრივია, მაგრამ რეზერვში გვეყოლება. გვინდა ადგილობრივი ბაზა გვქონდეს. ტრენინგები გრძელვადიანია – 18-19 დღეს გრძელდება. წარმოიდგინეთ 18 დღე უცხო ქალაქში წასვლა მასწავლებლებისთვის რა ხარჯებთან არის დაკავშირებული და რამდენად რთულია. ბათუმში კი აჭარის მასშტაბით ნებისმიერ პედაგოგს შეეძლება მოსვლა და გადამზადება.

 

იქნება თუ არა მასწავლებელთა სახლში შესაძლებელი პედაგოგების სერტიფიცირებისთვის მომზადება?

სერტიფიცირებისთვის მომზადებაზეც არის საუბარი, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს  იმის საფუძველი, რომ პედაგოგი მარტო სერტიფიცირებისთვის მოსამზადებლად მოვიდეს. პირიქით, პედაგოგი თვითონ უნდა  ცდილობდეს, რაც შეიძლება მეტი ახალი ინფორმაცია მიიღოს. „აი, ახლა მე სერტიფიკატი ავიღე, მეტი ტრენინგი და გადამზადება აღარ მინდა“, – ასეთი შეხედულება არ უნდა იყოს… ალბათ რესურსცენტრებიც ჩაერთვება, თავად სკოლის დირექტორიც უნდა იყოს დაინტერესებული იმითი, რომ მის სკოლაში ყველა მასწავლებელი იყოს თანამედროვე მეთოდოლოგიასთან ადაპტირებული, რაც შეიძლება მეტი ტრენინგი გაიაროს და რაც შეიძლება მეტად საინტერესო გახადოს გაკვეთილები. რაც უფრო მაღალი დონის პედაგოგები გვეყოლება, იმდენად მაღალი იქნება სწავლის დონეც.

 

რამდენ საგანში აპირებთ მასწავლებლების გადამზადებას?

ზოგადი პროფესიული უნარები, განათლების დაწყებითი საფეხური, ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ფიზიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, ფიზიკური აღზრდა და სპორტი, ფრანგული, გერმანული,     ინგლისური, რუსული ენები. ყველა  საგანში იქნება საგნობრივი კონსულტანტი და ამ საგნობრივ კონსულტანტს ეყოლება  კოორდინატორი.

 

რამდენი მასწავლებლის გადამზადებაა დაგეგმილი წელს?

ჩვენ დაგეგმილი გვაქვს თვეში შვიდი გრძელვადიანი და ოთხი მოკლევადიანი ტრენინგის ჩატარება. ანუ შვიდი გრძელვადიანი ჯგუფი უნდა დავატრენინგოთ და ოთხი _ მოკლევადიანი. ჩვენთან ნებისმიერ პედაგოგს ექნება საშუალება უფასოდ გადამზადდეს. სწავლის ხარისხს  ვერ გააუმჯობესებ, თუკი არ გყავს კვალიფიციური პედაგოგი.

 

 

უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები სასამართლო დაკითხვაზე

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ საფო კობალაძის დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეები დაიკითხნენ. საქმესთან მიმართებაში მოწმის სახით სასამართლომ უმაღლესი საბჭოს ხუთი თანამშრომელი – მარინა ბერიძე, პაატა კეშელავა, შალვა ჯინჭარაძე, აკაკი ბერიძე და თამარ წილოსანი დაკითხა. ორი მოწმე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.


მოწმეებმა განაცხადეს, რომ უმაღლეს საბჭოში მედეა ვასაძესა და სოფიო კობალაძეს შორის მომხდარი შელაპარაკების უშუალო თვითმხილველები არ არიან. თუმცა ესმოდათ სოფიო კობალაძე ხმამაღლა როგორ ესაუბრებოდა დეპუტატ მედეა ვასაძეს. ასევე ამბობენ, რომ მომხდარი ინციდენტის შესახებ წერილობითი  ახსნა-განმარტება, ვინმესგან ზეწოლის გარეშე, ინდივიდუალურად ჩააბარეს.


საფო კობალაძე კი ყვება, რომ მედეა ვასაძე თვითონ უყვიროდა მას და ქალაქის დატოვინებითაც დაემუქრა. მისივე თქმით,  ფაქტის შესახებ იქ მყოფმა ოცამდე თანამშრომელმა მაინც გაიგო.


მომჩივან მხარეს ეჭვი ეპარება მოწმეების სიმართლეში, რასაც საფო კობალაძის ადვოკატი ირაკლი შავაძე რამდენიმე გარემოებით ხსნის:


„მოწმეებმა თქვეს ერთმანეთის დაწერილი ახნა-განმარტებებით არ გვისარგებლიაო. თუმცა ახსა-განმარტების შესავალი და ბოლო ნაწილი არის იდენტური, სიტყვებიც კი არაა გადაადგილებული. მოწმეების ჩვენებათა გაზიარება არ შეიძლება, რადგან ნაწილი მათგანი არის მედეა ვასაძის ნათესავი; ნაწილი სამსახურეობრივად დაქვემდებარებული, რომლებიც თუკი სიმართლეს იტყვიან, აღმოჩნდებიან სოფიო კობალაძის მდგომარეობაში. შემიძლია ვთქვა, რომ სოფიო კობალაძის სამსახურიდან გათავისუფლება ემსახურებოდა ერთ მიზანს -უმაღლეს საბჭოში შეექმნათ ალიბი იმის საწინააღმდეგოდ, თუკი ჩემი მარწმუნებელი იტყოდა სიმართლეს დოდო დიასამიძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, მათ ჰყოლოდათ მოწმეები, თითქოს სოფიო კობალაძე ემუქრებოდა  მედეა ვასაძეს ჩვენების შეცვლით“.


კონფლიქტი უმაღლეს საბჭოსა და მის ყოფილ თანამშრომელს შორის, როგორც ეს უკანასკნელი ამბობს, მას შემდეგ დაიწყო, როცა დეპუტატსა და მოქალაქე დიანა (დოდო) დიასამიძის შორის მომხდარი ინციდენტის თვითმხილველმა საფო კობალაძემ აღიარა, რომ მედეა ვასაძემ ნამდვილად სცემა დიანა დიასამიძე და ნივთმტკიცების – მობილური ტელეფონის შეცვლა სთხოვა.


სასამართლოს მედეა ვასაძე პროცესში ჯერ არ ჩაურთავს. მის მოწმის სახით დაკითხვაზე მომჩივანი მხარე კვლავ აპირებს სასამრთლოს თხოვნით მიმართოს.

 

რაც შეეხება მესამე მხარედ ლია ვაჩეიშვილის ჩართვას, მან ისარგებლა უფელბით და უარი განაცხადა პროცესში მონაწილეობაზე. ლია ვაჩეიშვილი საფო კობალაძის ყოფილ თანამდებობას იკავებს.


მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილმა მომდევნო სასამართლო სხდომა 2013 წლის 9 ოქტომბერს 16:00 საათზე დანიშნა. შემდეგ პროცესზე, დღეს არ გამოცხადებულ მოწმეებს – ჟუჟუნა ცენტერაძესა და მანანა ფარტენაძეს დაკითხავენ.


საფო კობალაძე სამსახურში დაბრუნებას ითხოვს.

“არა ძალადობას” – აქცია ბათუმში

დღეს ბათუმში ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია გაიმართა.  აქციაში რომლის  ორგანიზატორი  ასკა – აჭარის სამოქალაქო კლუბების ალიანსი იყო, ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.  

„ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი მარიამ კოჩალიძე თავად ძალადობის მსხვერპლი გახდა,“  „ჩვენ ვგმობთ ძალადობას“,  „არ გვინდა ვიყოთ ძალადობის მსხვერპლნი“  – ამ შინაარსის პლაკატებით აქციის მონაწილეებმა აბაშიძის ქუჩაზე მსვლელობა გამართეს და მარიამ კოჩალიძის მკვლელობა დაგმეს, რომელიც გასულ წელს მსგავსი აქციის ერთ-ერთი მონაწილე იყო.

„დღეს არის ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ამ აქციით ვგმობთ მარიამ კოჩალიძის მკვლელობას,“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მირანდა ტაკიძე.

„მსგავს ამ აქციას ჩვენ ყოველი წლის 2 ოქტომბერს ვმართავთ.  წინა წელს   აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო მარიამ კოჩალიძე, რომელიც მოგეხსენებათ რომ გარდაიცვალა. დღევანდელი ჩვენი მთავარი მიზანი არის ის რომ  კიდევ ერთხელ დავანახოთ საზოგადოებას რომ მარიამისმსგავსი აქტიური მოქალაქეები გვჭირდება. ძალადობამ  არ უნდა შეიწიროს ადამიანი, მითუფრო ისეთი ადამიანი რომელსაც თვითონ ებრძვის ძალადობას,“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორიმა, ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელმა გიორგი ქებულაძემ.

თვითნებურად შესახლებულთა სიებს არასამთავრობოები სწავლობენ

დისკუსიას „53-ბატალიონის“ ტერიტორიაზე მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ.

 „სამთავრობო სიების მიხედვით ამ ბატალიონის ტერიტორიაზე დაახლოებით 1400 ადამიანია ჩასახლებული. ჩვენი მონიტორინგით 205 ადამიანის იდენტიფიცირება და მუნიციპალიტეტების მიერ ჩატარებული აქტების გადამოწმება შევძელით. ამ აქტებიდან 80% დაეთანხმა იქ მოცემულ ინფორმაციას, 20 % კი არა. ვაპირებთ ამ 20%-ის ადგილზე შესწავლას. მეორე ეტაპზე დავიწყებთ კონკრეტულად მოქალაქეების დოკუმენტებში მოცემული პრობლემების შესწავლას და მათი გადაწყვეტის გზებზე მუშაობას. დამაიმედებელი აღმოჩნდა ის, რომ მუნიციპალური კომისიების ამ მიმართულებით მუშაობა სამართლიანადაა ჩატარებული, რაც დაგვეხმარება შემდეგი კვლევის განხორციელებაში“. – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტის“ ხელმძღვანელმა ლევან გობაძემ.

გარკვეული მიზეზების გამო გადამოწმების პროცესი არ დასრულებულა ქედასა და ბათუმში. მონიტორინგის დასრულებას ხელს უშლის ის გარემოებაც, რომ „53-ე ბატალიონში“ მცხოვრებლების ნაწილი ადგილზე არ იმყოფება და თურქეთშია წასული. ლევან გობაძემ აღნიშნა, რომ მონიტორინგის პროცესი ოქტომბერში დასრულდება.

დისკუსიაზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა, რომელმაც მთავრობის წარმომადგენელ კობა ჩხეიძეს ამ ეტაპზე მთავრობის მხრიდან  შესაძლო დახმარების თხოვნით  მიმართა:

„ჩემთვის სრულიად გასაგებია ამ ეტაპზე მთავრობა რომ ვერ შეძლებს მათ დახმარებას, მაგრამ იქნებ ელექტროენერგიისა და სანდასუფთავების პრობლემა მაინც მოუგვაროთ“.

არასამთავრობოებმა დისკუსიის ბოლოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, იმის ნიშნად, რომ ისინი ამ მიმართულებით სამომავლოდაც გააგრძელებენ ერთობლივად მუშაობას.

საპროცესო შეთანხმება „ლუხუმ კაპანაძის და სხვათა“ საქმეზე

„ლუხუმ კაპანაძე, სერგი კაკალაშვილი, პაატა დათიშვილი, გივი თევზაძე, გოჩა კურტანიძე, თამაზ კაპანაძე, თამაზ მღებრიშვილი“, – ამ პირებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ დავით მამისეიშვილმა 26 სექტემბერს ჩაატარა. იმ დღეს მოსამართლეს პროკურორმა და ადვოკატმა აცნობეს, რომ თამაზ მღბრიშვილთან საპროცესო გარიგებას აფორმებენ, ამიტომაც „კაპანაძისა და სხვათა მიმართ“ საქმიდან, ბრალდებულ მღებრიშვილის საქმის ცალკე გამოყოფა ითხოვეს.

 

მოსამართლემ ადვოკატ შოთა ბოლქვაძის და პროკურორ გელა კუჭაშვილის ერთობლივი შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

 

საპროცესო შეთანხმება პროკურატურისა და ბრალდებულ თამაზ მღებრიშვილს შორის იმავე დღეს სხვა მოსამართლემ გოჩა ფუტკარაძემ დაამტკიცა.

 

რა მნიშვნელოვანი ინფორმაციის სანაცვლოდ დათანხმდა პროკურატურა თამაზ მღებრიშვილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ საქმის პროკურორს გელა კუჭაშვილს მიმართა.

 

„ინფორმაცია, როგორც ასეთი, არაფერი მოუწოდებია. ფაქტობრივად დადგენილია, რომ მას [თამაზ მღებრიშვილს] ამ გადაწყვეტილებით [ქარხნის იაფად გაყიდვა] სარგებელი არ მიუღია. ადამიანი ნასამართლევი არ არის. თან იცოდა მაგან, რომ კაკალაშვილები და კაპანაძეები სარგებლობდნენ შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მხარდაჭერით. აღიარებს, რომ არ უნდა გამეტანა ამ ციფრებში ქარხანა აუქციონზეო“.

 

რა კრიტერიუმებით ისარგებლა პროკურატურამ, როცა თამაზ მღებრიშვილის 50 ათასი ლარით დაჯარიმება გადაწყვიტა, მაშინ, როდესაც მისი ქმედებით სახელმწიფომ მინიმუმ 3 233 856 ლარი იზარალა? – ეს იყო კიდევ ერთი კითხვა, რაზეც პროკურორი გელა კუჭაშვილი განმარტავს:

 

„ასე გადაწყდა ხელმძღვანელობასთან, ბატონ ანზორთან [ანზორ უსტიაძე – აჭარის პროკურატურა – ავტ.] შეთანხმებით… კი იცით ახლა, ამ გარიგებიდა სარგებელი მღებრიშვილს არ მიუღია. მისი უძრავ-მოძრავი ქონება – ყველაფერი დაყადაღებული გვაქვს. ერთი რამ შეიძლება დავაფიქსირო, კაკალაშვილი და კაპანაძე რომ გამოცხადდენ ძიებასთან, ზიანს, რაც არის, თუ არ აანაზღაურებენ, არ გაუფორმდებათ საპროცესო. ეს არის გადაწყვეტილი ყველგან, პროკურატურაში“.

 

თითქმის ერთი თვის წინ ამავე საქმეზე საპროცესო შეთანხმება პროკურატურამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კიდევ ერთ ყოფილ მოხელეს – აბესალომ გურგენიძეს გაუფორმა. აბესალომ გურგენიძეს ბიუჯეტის სასარგებლოდ 10 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

 

ძიების ვერსიით, აბესალომ გურგენიძეს და თამაზ მღებრიშვილს ბიზნესმენები სერგი კაკალაშვილი და ლუხუმ კაპანაძე სახელმწიფო თანამდებობის პირების ავტორიტეტის გამოყენებით დაუკავშირდნენ და აცნობეს ქიმიურ ფარმაცვეტული ქარხნის შესყიდვას რომ აპირებდნენ. „ავტორიტეტულ პირად“ ყოფილი შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი სახელდება.

 

თავის მხრივ გურგენიძემ ძიებას განუმარტა, რომ დოკუმენტების მომზადება მას თამაზ მღებრიშვილმა დაავალა.

 

დაავალა თუ არა ქარხნის იაფად გაყიდვა თამაზ მღებრიშვილს ვანო მერაბიშვილმა? – ამ კითხვაზე პასუხი პროკურორ გელა კუჭაშვილს თამაზ მღებრიშვილისგან უნდა მიეღო. პროკურორის განმარტებით, „თამაზ მღებრიშვილმა თქვა, უბრალოდ, ვიცოდი, რომ კაპანაძისა და კაკალაშვილის უკან ვინ იდგაო – ამიტომ დათანხმდა ამ საქმის გაკეთებას“.

 

4 344 856 ლარად შეფასებული „ბათუმის ქიმიურ ფარმაცევტული“ ქარხნის  1 111 000 ლარად გაყიდვის გამო აჭარის ფინანსთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები პროკურატურამ 2013 წლის თებერვალში დააკავა. ლუხუმ კაპანაძე და მასთან დაახლოებული სხვა პირები მაშინაც და ახლაც უცხოეთში იმყოფებიან.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ბიზნესმენმა, ლუხუმ კაპანაძემ თავისი ბიზნესის ძირითადი ნაწილი საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე გადაყიდა ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებზე.

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე

 

დღეს, ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოხუცებულთა თავშესაფარს ეწვევიან.

 

პრესცენტრის ცნობით, ბათუმის მოხუცებულთა სახლს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე და „ჩემი ოჯახის კლინიკის“ წარმომადგენლები 12 საათისთვის ეწვევიან.

 

„სამინისტროსა და „ჩემი ოჯახის კლინიკის“ ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ხანდაზმულებს უფასო გამოკვლევები 2 თვის წინ ჩაუტარდათ“, – ნათქვამია პრესრელიზში.

 

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ 1990 წელს ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს მსოფლიო ასამბლეამ გამოაცხადა.

“ერთი ხე, ერთი სიცოცხლე” – აქცია ბათუმში

„ერთი ხე ერთი სიცოცხლე“ – ამ სახელწოდების აქცია დღეს ბათუმში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა  გამართეს. აქციის მონაწილეები მწვანე საფარის განადგურებაზე მორატორიუმის გამოცხადების მოთხოვნას პეტიციაზე ხელმოწერით შეუერთდნენ.

„დღევანდელი აქცია თბილისში მიმდინარე აქციის პარალელურად იმართება. აქციის მიზანია  რეკრეაციული ზონების გაზრდა ქალაქსა და რეგიონში. ხელს ვაწერთ პეტიციას, რომლის საფუძველზე უნდა მოხდეს მორატორიუმის გამოცხადება  იმ ნებართვებზე, რომელიც გაცემული იქნა და რომელიც ხელყოფს  ქალაქის რეკრეაციულ ზონას. სახელმწიფომ, როგორც თვითმმართველობის, ასევე ცენტრალურ დონეზე უნდა შეიმუშავოს მწვანე საფარის შენარჩუნება-განვითარების სტრატეგიის ეფექტური მექანიზმი,“ – განაცხადა  სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის წარმომადგენელმა ნათია აფხაზავამ.

“მოვითხოვთ, შეჩერდეს მწვანე საფარის განადგურება, გამწვანებული ტერიტორიების გასხვისება და მათზე სამშენებლო ნებართვების გაცემა, მოხდეს უკვე გაცემული ნებართვების მოქმედების შეჩერება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და გამოცხადდეს მორატორიუმი, მანამ ადმინისტრაციულ ორგანოებთან არ შეიქმნება საზოგადოებრივი საბჭოები,”-  ნათქვამია პეტიციის ტექსტში, რომელსაც დღეს ხელი ბათუმში  მოაწერეს.

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრობის მსურველთა სია

  • ნინო ჩხეტია
  • ბესიკ ლილუაშვილი
  • გიორგი ირემაძე
  • ომარი ბერიძე
  • ბადრი თევზაძე
  • ვახტანგ ღლონტი
  • ოთარ ცინარიძე
  • ჯემალ მიქელაძე
  • ოლღა ჟღენტი
  • ლევან გობრონიძე
  • რამაზ სურმანიძე
  • რომანოზ  აბდუშელიძე
  •  ოთარ გოგოლიშვილი
  • შოთა ჯიჯიეშვილი
  • ჟუჟუნა შაინიძე
  •  ზურაბ ღლონტი
  •  ზაზა ხალვაში
  • აბესალომ ასლანიძე
  •  ნუგზარ მგელაძე
  •  ნანა ვერულაშვილი
  •  ეკატერინე ჩხარტიშვილი
  • გიორგი ფირცხალაიშვილი
  •  ქეთევან გოლეთიანი
  •  როინი სურმანიძე
  • ნუგზარ ჟორდანია
  •  ზურაბ ხოფერია
  •  გიორგი გოგიბერიძე
  • გოჩა მიქელაძე
  • ბორის გაზაევი
  • ემზარ დიასამიძე
  • რუსუდან იმედაიშვილი
  •  ბეჟან გობაძე
  •  მირანდა ხაჯიშვილი
  •  ირაკლი დარცმელიძე

კეიპტაუნელი პროფესორის დანაშაული და სასჯელი

„სირცხვილის“ შესახებ ვიკიპედიაზე წაიკითხავთ, რომ ეს არის რომანი ხანშიშესულ პროფესორზე, რომელიც სტუდენტ გოგონასთან გააბამს სასიყვარულო ურთიერთობას და ეს შემთხვევა მის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს. თითქოს რითი შეიძლება დაინტერესდეს მკითხველი, თითქოს უკვე ისე გაცვდა ლიტერატურაში ეს ჰუმბერტ ჰუმბერტები და ლოლიტები სხვადასხვა ბრუნვაში… მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს წიგნი სულაც არაა კიდევ ერთი თავგზააბნეული, კლიმაქსის ასაკს მიახლოვებული კაცისა და მორიგი სექსუალური, შოტლანდიურქვედაკაბიანი და ლოლიპოპიანი გოგოს შესახებ – ეს არის უმძიმესი ამბავი პურიტანული საზოგადოების ფსევდომორალზე, ამ ფსევდომორალის უარყოფაზე და უარყოფით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე. ჰო, გაგიკვირდებათ და კიდევ მამაშვილობაზეა კუტზეეს ეს საოცრად დახვეწილი, ფაქიზი წიგნი.

დევიდ ლური კეიპტაუნის უნივერსიტეტის პროფესორია და ძალიან, ძალიან მოიხიბლება სტუდენტი გოგონათი. საბოლოოდ, ამ გოგოსთან სექსუალურ კავშირსაც დაამყარებს, სხვათა შორის, გოგოს თანხმობით. მელანი ისააქსი სრულწლოვანია, თუმცა, პროფესორზე ბევრად უმცროსია და თან მისი სტუდენტი. უკვე სახეზეა გაბატონებული მორალური შეხედულებიდან აცდენა. უკვე იქმნება მოლოდინი, რომ ეს კავშირი დევიდ ლურისთვის იოლად არ ჩაივლის.

შოკისმომგვრელია საზოგადოების რეაქცია – დევიდ ლური მთლიანად მოკვეთილი ხდება, კარგავს სამუშაოს, მეგობრებს… და ქალიშვილთან მიემგზავრება, რომელიც სოფელში ცხოვრობს და სრულიად მარტო ეწევა ფერმერის ცხოვრებას. ამას არავინ აიძულებს, ეს ლუსის არჩევანია – ერთი შეხედვით, „კაცური“ სამუშაოს დამოუკიდებლად შესრულება, მუშაობა, როგორც პროტესტი პატრიარქალური საზოგადოების წინააღმდეგ.

რომანში ყველაზე ფაქიზი დევიდისა და მისი შვილის ურთიერთდამოკიდებულებაა. დევიდის ფიქრები ქალიშვილთან დაკავშირებით იმდენად სკრუპულოზურად, მიკროსკოპის ქვეშაა აღწერილი, რომ კუტზეე აშკარად ბეწვის ხიდზე გადის – თითქოს სულ ერთი ნაბიჯი და ლური მამაშვილობის აკრძალულ ზღვარს გადააბიჯებს, თითქოს სადაცაა, მისი ინცესტური მიდრეკილებები გამჟღავნდება.

ლუსი, თავის მხრივ, მიწას ეჭიდება და მამამისივით, ისიც ანგრევს საზოგადოებაში გაბატონებულ წესრიგს – საზოგადოება, ამჯერად, სოფლის მამაკაცური ნაწილია, მასკულინური, უხეში ძალა, რომელიც თვლის, რომ მიწაზე ქალი არ უნდა გაპარპაშდეს. დევიდის მსგავსად, ლუსისაც ძვირად უჯდება დოგმების მსხვრევა, მეტისმეტად ძვირადაც, მაგრამ სწორედ იმ უბედურებაში გამოჩნდება მისი ხსნა, რომელსაც მამაკაცები დაატეხენ თავს.

ჩვენი მკითხველისთვის, ვფიქრობთ, განსაკუთრებით საინტერესო იქნება ეს წიგნი, ბოლო წლებში საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებიდან და მენტალური რყევებიდან გამომდინარე. უმრავლესობა ძნელად ეგუება წინააღმდეგობას. ეს არის კეიპტაუნი. ეს არის საქართველო. ეს არის ცხოვრება.

მაღაზია „წიგნები ბათუმში.“ მისამართი: აბაშიძის (ყოფილი სტალინის) #60 

ჯონ ბენვილი ბათუმში „დიოგენესგან“

 

 

მაღაზია „წიგნები ბათუმში“ გამომცემლობა „დიოგენეს“ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. გამომცემლობამ ამჯერად ირლანდიელი მწერლის ჯონ ბენვილის „ზღვა“ წარმოადგინა. ის სერიიდან  „დიოგენეს ბიბლიოთეკა“ მეცხრამეტე წიგნია.

 

„ეს არის ამ ავტორის ერთგვარი დებიუტი ქართულ საგამომცემლო სივრცეში. ბენვილი თანამედროვე მნიშვნელოვანი ავტორია, ღრმა და პოეტური. ვფიქრობ, ბათუმელი მკითხველი იმსახურებს ამ შეთავაზებას, ამიტომაც ჩამოვედით დღეს აქ“, – ამბობს „დიოგენეს“ დირექტორი თამარ ლებანიძე. მისივე თქმით, კლასიკოსი მწერლების ეს სერია მანამდე გაგრძელდება, სანამ გამომცემლობა იარსებებს.

 

თარგმანი ზაზა ჭილაძის და გია ჭუმბურიძის მიერაა შესრულებული.

 

რედაქტორი ირმა ტაველიძე ავტორის განსაკუთრებულობად გასაგებ ენას, სიმსუბუქეს და რიტმულ თხრობას მიაჩნევს, რაც მკითველში საკუთარი თავის იდენტიფიცირებას იწვევს.

 

ჯონ ბენვილი თანამედროვე ირლანდიული ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. „ზღვა“, რომელიც ავტორის მე-18 რომანია, მის ყველაზე ცნობილ წიგნად ითვლება. ამ წიგნისთვის 2005 წელს მწერალს ბუკერის პრემია მიენიჭა.

 

„დიოგენეს ბიბლიოთეკის“ მომდევნო წიგნად ინგლისელი მწერლის რადიარდ კიპლინგის რომანი „კიმი“ გამოიცემა.

 

მკითველებს ბენვილის „ზღვის“ შეძენა დღეიდან 9.90 ლარად შეეძლებათ.

პრეზენტაციაზე
პრეზენტაციაზე

არასამთავრობო წინასაარჩევნო დარღვევებზე

დავით ბერიძე
დავით ბერიძე

 

არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამოქალაქო აქტივობა და ჩართულობა“ სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებთან ერთად დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია გამართა. მათ წინასაარჩევნო დარღვევებზე ისაუბრეს.

 

„სამოქალაქო აქტივობა და ჩართულობას“ თავმჯდომარემ, დავით ბერიძემ ერთი კვირის წინ მომხდარი ფაქტის შესახებ მოუთხრო დამსწრე საზოგადოებას. მონათხრობის მიხედვით დაბა ხელვაჩაურის საარჩევნო უბნებზე საარჩევნო კომისიის წევრობაზე 7 ადამიანს უსაფუძვლოდ უთხრეს უარი. გარდა ამისა, ის მუნიციპალიტეტში გამგებლების მასობრივ შეცვლას არჩევნების მოახლოებას უკავშირებს.

 

„დაბა ხელვაშაურის საარჩევნო უბნებზე „ქართულ ოცნებას“ შერჩეული ჰყავდა საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის კომისიის წევრები. 7 ადამიანს მიატანინეს ყველა ის საბუთი, რაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს მოეთხოვება. საუბნო საარჩევნო კომისიის გახსნამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, რომ მათ კომისიის წევრობაზე უარი უთხრეს. შტაბში ასე განუმარტეს: ზემოდან არის დარეკილი, კონკრეტულად მურმან დუმბაძემ დარეკა – მე ჩემი ხალხი მჭირდებაო. რა თქმა უნდა, პარტიას აქვს ამის უფლება, მაგრამ მაშინ, როცა ამ ადამიანებს დრო აღარ ჰქონდათ სხვა პარტიიდან ყოფილიყვნენ კომისიაში წარდგენილი, ვფიქრობ, არასამართლიანია ასეთი ქმედება. ეჭვს იწვევს მურმან დუმბაძეს კარუსელის დატრიალება ხომ არ სურს?“

 

დისკუსიას „დემოკრატიული მოძრაობა საქართველოსთვის“ ბათუმის წინასაარჩევნო შტაბის   წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო შტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, თამარ გუდავამ მათან მიმართებაში დარღვებზე ისაუბრა:

 

„წერილობით მივმართეთ ქალაქის მერიას, საკრებულოს, რომ განგვეთავსებინა სააგიტაციო ბანერები გარე განათების ბოძებზე, რა თქმა უნდა, საკრებულოს დადგენილების ნორმების მიხედვით. მივიღეთ აბსოლუტურად გაუგებარი პასუხი სადაც ეწერა, რომ მათ საჭიროდ არ მიაჩნიათ გამოყონ  ადგილები ბანერების გასათავსებლად. სატელევიზიო ინტერვიუში კი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილმა ასეთი რამ განაცხადა – გარეგანათების ბოძები ვერ გაუძლებენ სარეკლამო ბანერებსო.

 

როგორც არასამთავრობოებმა გვირჩიეს, ვაპირებთ ცსკოში საჩივრის შეტანას, რადგან ის პასუხი, რომ გარეგანათების ბოძები ბანერებს ვერ გაუძლებენ, უსაფუძვლოა“.

 

რაც შეეხება შვიდ ადამიანს, რომელთაც კომისიის წევრობაზე უარი უთხრეს, დავით ბერიძე ამბობს, რომ იმათგან ერთ-ერთი უნდა მისულიყო „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართულ შეხვედრაზე, მაგრამ იმის გამო, რომ  შტაბში ახლობელმა მიიწვია სამუშაოდ, დისკუსიაში ჩაბმისგან თავი შეიკავა.

არასამთავრობოები „ოცნების ქალაქში“ შესახლებულების შესახებ

 

უკანონო დასახლება
უკანონო დასახლება

დღეს, 13:00 საათზე,  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დაიწყო ე.წ. „ოცნების ქალაქში“  უკანონოდ ჩასახლებულ მოსახლეობის სამთავრობო კომისიების მიერ ჩატარებული კვლევის მონიტორინგის პირველადი შედეგების პრეზენტაცია.

 

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა რემიგრირებულ ეკომიგრანტთა პრობლემების სატელეფონო კვლევის შედეგები.

 

როგორც ცნობილია, პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ხელვაჩაურში, ყოფილი # 53 სატანკო ბატალიონის ტერიტორიაზე უკანონოდ შესახლდნენ რეგიონის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები, მათ შორის უკუმიგრირებული ეკომიგრანტები.

 

პრეზენტაციის შემდეგ დაგეგმილ დისკუსიაში მონაწილეობას იღებენ  აჭარის ა.რ. მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის  წარმომადგენლები, უკანონოდ განსახლებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და რემიგრირებული ეკომიგრანტები.

 

პრეზენტაციას წარმოადგინეს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ: ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“,       ასოციაცია „ბორჯღალი“, დემოკრატიის ინსტიტუტი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

 

მონიტორინგი და კვლევა ჩატარდა პროექტის ფარგლებში – „აჭარის რეგიონში სოციალურად დაუცველთა და  ეკომიგრანტთა განსახლების პროცესის მონიტორინგი“.

 

პროექტი ხორციელდება ევრაზიის განვითარების ფონდის მხარდაჭერით.

ადაპტირებული გარემო საარჩევნო უბნებზე


საარჩევნო სისტემის განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებული და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში – „თანაბარი საარჩევნო გარემო-პირობების შექმნის ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის“, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საინფორმაციო სემინარი გაიმართა.


თუ რატომ გახდა პრიორიტეტული სტუდნტების ინფორმირება, სემინარის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია – „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, ხელმძღვანელი რატი იონათამოშვილი განმარტავს:


„სტუდენტები არის ის ძალა, ვისაც უნდა დაეყრდნოს ის ცვლილებები, რა ცვლილებების წინაშეც დღეს ვდგავართ, რომ იყოს საზოგადოების ცნობიერება ამაღლებული და ჩვენი უფლებების არ გათვალისწინება ან დარღვევა ვერავინ გაბედოს. ახლოვდება არჩევნები და გვინდა მაქსიმალურად აქტიურები ვიყოთ უნარშეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები. მოძრავი ყუთის მეშვეობით კი არა საარჩევნო უბანზე მისვლით ვიღებდეთ არჩევნებში მონაწილეობას. ეს არის ჩვენთვის პრინციპული ღირებულება“.


საარჩევნო სიმულაციამ სტუდენტებს აჩვენა თუ როგორ შეუძლია უსინათლოს, ეტლით მოსიარულეს საარჩევნო უბანზე მისვლით ხმის მიცემა დამოუკიდებლად. თუმცა ამისთვის,  საჭიროა საარჩევნო უბანი უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო პროცედურების ამსახველი სურდო-თარგმანითა და ეტლით მოსიარულე ამომრჩევლებისათვის ადაპტირებილი.


 „თანაბარი საარჩევნო გარემო ნიშნავს იმას, რომ მათ სხვისი დახმარების გარეშე მიიღონ მონაწილეობა და არ დასჭირდეთ გადასატანი ყუთი…


ცესკოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამუშაო ჯგუფი 2011 წლიდან არსებობს. მან შეიმუშავა 2012-2014 არჩევნების სამოქმედო გეგმა. ეტაპობრივად ვცდილობთ პრობლემურ საკითხებზე მუშაობას, ეს ეხება სმენადაქვეითებულ ამომრჩეველთა საარჩევნო პროცედურების ამსახველი სურდო-თარგმანით უზრუნველყოფას, ეტლით მოსიარულე ამომრჩევლებისათვის იდენტიფიცირებული საარჩევნო უბნების ადაპტირებას,  ასევე მობილური ჯგუფებით ამომრჩეველთა მომსახურებას. ჩვენ უზრუნველვყოფთ კენჭისყრაში  უსინათლოების დამოუკიდებლად მონაწილეობას“, – ამბობს ცესკოს კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის უფორსი სოფიო სიჭინავა.


ამჟამად არ არის ცნობილი რამდენი ადაპტირებული უბანი იქნება საქართველოში. სოფიო სიჭინავას თქმით, მოლაპარაკება მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. რვა ადაპტირებული საარჩევნო უბანს უშუალოდ სტუდენტები გააკეთებენ.


წელს 1500 ეტლით მოსიარულე გაიგებს თუ როგორ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო 555 სმენადაქვეითებულ ადამიანის გადაეგზავნება SMS შეტყობინება საარჩევნო უბნებზე სურდო თარგმანის არსებობის შესახებ.


მსგავსი სიმულაციების ჩატარება სხვა ქალაქებში, ბათუმის შემდეგ კი თბილისშიც იგეგმება. აჭარის რეგიონში ეს ღონისძიება პირველად ჩატარდა.


ბათუმის უნივერსიტეტისთვის საინფორმაციო სემინარი – „სტუდენტების როლი და ინიციატივა თანაბარი არჩევნების უზრუნველყოფისათვის“, არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ ორგანიზებით გაიმართა.

 

 

სოციალურად დაუცველების გამაფრთხილებელი აქცია ბათუმში

იპოთეკით დაზარალებულები ამბობენ, რომ მათ ახალი ხელისუფლება, პირადად ბიძინა ივანიშვილმიც კი შეპირდათ დაბალპროცენტიანი სესხებით დახმარებას.

„საპარლამენტო არჩევნების მერე იპოთეკით დაზარალებულები ქუჩაში ვართ. ახლად არჩეული ხელისუფლება გვპირდებოდა პრობლემის მოგვარებას. გვიჭირდა, ამიტომ შევაჩერეთ პროცენტების შეტანა. პროცენტი პროცენტს ემატებოდა, ვერ გადავიხადეთ და დავრჩით უსახლკაროდ. ნუთუ ამდენ ლტოლვილებსა და უსახლკაროებს ჩვენი უსახლკარობაც უნდა დაემატოს. ახლა უკვე არჩევნები მოდის და ვიცით ვის უნდა მივცეთ ხმა,“ – ამბობს აქციაზე მყოფი ერთ-ერთი კერძო იპოთეკით დაზარალებული ვარდო თურმანიძე.

აქცია დღის 4 საათზე მერიასთან უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის ხელმძღვანელობით დაიწყო. იქ შეკრებილებმა ხელვაჩაურში თვითნებურად შესახლებულებისთვის დენის მიწოდება და სანიტარიული მდგომარეობის მოწესრიგება მოითხოვეს.

„არა გვაქვს შუქი. მეორე ზამთარი მოდის რაც სიცივესა და ანტისანიტარიაში ვიმყოფებით. შუქს არ გვირთავენ, თვითნებურად შესახლებულები ხართო. 11 წლის ბავშვი მყავს, ქმარი კი ციხეშია,“ – გვიყვება ხელვაჩაურში მცხოვრები ზეინაბ გურგენიძე.

აქციამ მსვლელობით ილია ჭავჭავაძის ძეგლთან, შემდეგ კი აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლა. აქციის მონაწილეები ქუჩებში სკანდირებდნენ: „გაუმარჯოს სოციალური სამართლიანობის აღდგენას“ და ხელში დაჭერილ ალუმინის ქვაბებსა და კოვზებს ახმაურებდნენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი თამაზ ბაკურიძე აღნიშნავს, რომ ეს აქცია ჯერ კიდევ აგვისტოში დაანონსეს, როცა განაცხადეს, რომ თუკი ხელისუფლება ამ ადამიანების სოციალურ პრობლემებს არ მოაგვარებდა სექტემბრიდან დაიწყებდნენ მასშტაბურ გამოსვლებს:

„ეს გამაფრთხილებელი აქციაა, იმ დიდი აქციებისა, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ სოციალური სამართლიანობის აღდგენის მიზნით. თუ ხელისუფლება დანაპირებს არ შეასრულებს და ხალხის პრობლემებს არ მიხედავს, ხალხი მოიყვანს იმ ხელისუფლებას, რომელიც იზრუნებს ხალხზე,“ – აცხადებს თამაზ ბაკურიძე.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მანამდე არ გაჩერდებიან, სანამ სოციალურ სამართლიანობას არ მიაღწევენ. მათივე თქმით 29 სექტემბერს ისინი კვლავ მოაწყობენ საპროტესტო მიტინგს.

„ძეგლებით თამაში: სტალინი აქ და ამჟამად“ ბათუმში

გამოფენაზე ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილის 50 ფოტო იყო წარმოდგენილი ,რომელსაც ის 20 წლის განმავლობაში იღებდა. ფოტოებზე ასახულია სტალინის კულტი ყოველდღიურობაში.

გამოფენა-დისკუსია ჰიანრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა. ბიუროს პროგრამების კოორდინატორის, ხათუნა სამნიძის თქმით „გამოფენისა და დისკუსიის მიზანია საზოგადოებას დავეხმაროთ წარსულის გააზრებაში. სოციალოგიური გამოკითხვის შედეგები არის ერთ-ერთ პუბლიკაციაში, რომელიც ამ დისკუსიაზე წამოვიღეთ, სადაც ჩანს, რომ სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართვერლოში განსაკუთრებულია სტალინის კულტი. გამოფენისა და დისკუსიის მიზანიც სწორედ ეს არის, გავიაზროთ რატომაა სტალინის კულტი ისევ აქტუალური საქართველოში“.

ფოტო გამოფენა „ძეგლებით თამაში: სტალინი აქ და ამჟამად“ პირველად თბილისში ლიტერატურის მუზეუმში 21 დეკემბერს გაიმართა. იგივე გამოფენა-დისკუსიის გამართვა წლის ბოლომდე  თელავსა და გორშიც იგეგმება.

საფო კობალაძის სასამართლო უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ კვლავ გადაიდო


ბათუმის საქალაქო სასამართლოში უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, მედეა ვასაძის ყოფილი თანაშემწის, სოფიო კობალაძის სასამართლო გაიმართა. სოფიო კობალაძე უმაღლეს საბჭოს უკანონოდ გათავისუფლებაში ედავება. მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილმა საჭიროდ ცნო საქმეში მესამე პირის ჩართვა, რის გამოც პროცესი 2013 სლის 2 ოქტომბრისთვის გადაიდო. სასამართლო დისკუსიის ხანგრძლივობის გამო ვერც მოწმეების დაკითხვა მოესწრო.



პროცესის მსვლელობის დროს სოფიო კობალაძის ადვოკატმა ირაკლი შავაძემ დარბაზში ლია ვაჩეიშვილის ყოფნა გააპროტესტა, რომელსაც ამჟამად სოფიო კობალაძის ყოფილი თანამდებოდა უკავია. სწორედ ლია ვაჩეიშვილი გამოცხადდა საქმეში მესამე პირად. სასამართლო სხდომის დახურვის შემდეგ ირაკლი შავაძემ განაცხადა:


„მედეა ვასაძის თანაშემწე, რომელიც არ წარმოადგენდა აჭარის უმაღლეს საბჭოს, როგორც მხარეს, სამუშაო საათებში იმყოფებოდა სასამართლო სხდომაზე. ფაქტობრივად, დღეს ის აცდენდა სამუშაოს. რისთვის ვიხდით ჩვენ შემოსავლების ოც პროცენტს, იმიტომ რომ ქალბატონმა მედეამ მისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე თანამშრომელი მოავლინოს სასამართლოში იმის გასაგებად, თუ ვინ რას იტყვის?“


ლია ვაჩეიშვილი სასამართლო პროცესს ბოლომდე ესწრებოდა. პროცესზე დასწრების მიზეზი ჟურნალისტებისთვის მას არ განუმარტავს.


სოფიო კობალაძის უფლებების დამცველები ირაკლი შავაძე და ადმინისტრაციულ საკითხებში უფლების დამცველი – საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი ჟანა ჩიქოვანი, საქმის ობიექტურად განხილვისთვის კვლავ ითხოვენ მოწმის სახით მედეა ვასაძის დაკითხვას.


როგორც მოსამართლე ამბობს, მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევა ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი. ამ შემთხვევაში შეთანხმება ეხება მომჩივანი მხარის მოთხოვნას სამუშაოს აღდგენასა და გაცდენილი დროის ანაზღაურებას. 16 სექტემბერს გამართული სასამართლო სხდომაც მხარეთა შორის შეთანხმებას განიხილავდა, რაც დადებითად ვერ გადაწყდა.  პროცესზე უმაღლესი საბჭოს დამცველმა მხარემ – გელა ღოღობერიძემ და კახაბერ კახიძემ მომჩივან მხარეს აცნობეს, რომ უმაღლეს საბჭოში ამჟამად თავისუფალი თანამდებობა არ არსებობს.


სოფიო კობალაძე მხარეთა შორის შეთანხმებაზე აცხადებს:


„დავთანხმდები თუ არა დაბალანაზღაურებად ხელფასზე, წინასწარ ვერაფერს გეტყვით, რადგან არ ვიცი რას შემომთავაზებენ. მე დავაფიქსირე წინა სხდომაზე, რომ იგივე ანაზღაურებად ნებისმიერ სხვა თანამდებობაზე ვიქნები თანახმა“.


კომენტარი არც უმაღლესი საბჭოს დამცველმა მხარემ გააკეთა.


სოფიო კობალაძე უმაღლესი საბჭოს დეპუტატის თანაშემწეობიდან 2013 წლის 7 ავვისტოს გაათავისუფლეს. ის დაკავებულ თანამდებობაზე, ხელფასის სახით, 2000 ლარს იღებდა.

ომით გაყოფილი საზოგადოება 20 წლის შემდეგ – „ბიოლის” ფონდის დისკუსია

გია ნოდია თვლის, რომ  20 წლის წინანდელი ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგების ყველაზე რეალური რესურსი სწორედ ადამიანური ურთიერთობებია, თუმცა ამ პრობლემის მოგვარებას აფერხებს ამ თემაზე დისკუსიების სიმწირე და პრობლემის სწორად გაუანალიზებლობა.

„ჩემი აზრით ღია დისკუსია ამ თემაზე მაინცადამაინც არ მიმდინარეობს. უფრო ურთიიერთბრალდებებისა და წმინდა პოლიტიზირებული დისკუსიებია. საჭიროა  ვისაუბროთ სტრატეგიული თვალსაზრისით რაში მდგომარეობს პრობლემა და თუ შეიძლება მას ეშველოს. მე პირადად ვერ ვხედავ კონფლიქტების მოგვარებას უახლოეს პერსპექტივაში. ჩემი აზრით ქართველ საზოგადოებას არა გვაქვს გაანალიზებული ამ პრობლემის არსი, გვაქვს მითოლოგიზირებული წარმოდგენა და ამ ილუზიებიდან უნდა გამოვიდეთ. ვთვლი ეს არის ქართული საზოგადოების მთავარი ამოცანა დღეს“-  აღნიშნა გია ნოდიამ. ილუზიად კი მას მიაჩნია, მაგალითად, ის მოსაზრება, რომ რუსეთი რომ არა, ეს კონფლიქტებიც არ იქნებოდა.

პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ ურთიერთობის რამდენიმე წლის წინანდელ მდგომარეობას რომ დავუბრუნდეთ, რვა წელიწადი მაინცაა საჭირო:

„ურთიერთობის პროცესი გაჩერდა 2006 წელს, 2008 წლის ომმა კი მთლიანად გააქრო 20 წლიანი კავშირები. მანამდე ქართულ -აფხაზური, ქართულ-ოსური დიალოგი არ გამწყდარა, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე პოლიტიკურ დონეზე. 2006 წელს კოდორში ჯარების შეყვანით გაწყდა ეს კონტაქტები. ურთიერთობის 2006 წლის მდგომარეობამდე რომ მივიდეთ, ორი წელიწადი მაინც არის საჭირო. ამის შემდეგ მინიმუმ ექვსი წელი დასჭირდება ისეთი შედეგის მიღებას, რომელზეც საქართველოს ყოველი მოქალაქე იტყვის სწორ პოლიტიკას ვადგავართო. ეს ის დროა, როცა ნებისმიერი კონფლიქტი იმდენად მწიფდება, რომ მხარეები ენდობიან ერთმანეთს და ახალ ნაბიჯისთვის ემზადებიან“.

გარდა ურთიერთობების გაღრმავებისა აფხაზებისა და ოსების დასაბრუნებლად, მინისტრის სიტყვებით რომ ვთქვათ, დასავლური ვექტორის უფრო თამამად გაცხადება მიაჩნია, რაც აფხაზებს და ოსებს მისცემს არჩევანის საშუალებას  – დარჩნენ  ნეოიმპერიალურ გავლენებში თუ საქართველოსთან ერთად იყვნენ ევროპულ სივრცეში.

საქველმოქმედო კონცერტი ბავშვების დასახმარებლად

 

„ღონისძიების მიზანია ამ ბავშვების სოციალური ადაპტაცია და საზოგადოებაში მათი ინტეგრირება. ბავშვების წერილების გათვალისწინებით.  შევუსრულებთ სურვილებს. შვიდ ბავშვს გადაეცემა ადაპტირებული პლანშეტური კომპიუტერი, რომლებიც სპეციალურად ამ ბავშვებისთვის  ამერიკიდან ჩამოვიდა. ასევე რესტორანმა „პრაღამ“ გამოთქვა დახმარების სურვილი და კვირაში ერთხელ ბავშვებს უფასო საქველმოქმედო ვახშამს გაუმართავს. საზღვაო სასწავლო ცენტრი კი კარგ ამინდში გემით გასეირნებას შეპირდა,“- ამბობს ღონისძიების ორგანიზატორის საერთაშორისო გაზეთ „კავკასუს თაიმსის“ მთავარი რედაქტორი იოსებ კავკავაშვილი.

 

 

კონცერში ათი თბილისიდან ჩამოსული  მომღერალი და სხვადასვა ადგილობრივი ანსამბლები მონაწილეობდნენ. იმღერეს და ლექსები თქვეს ბავშვებმაც.

 

საქველმოქმედო კონცერტები წლის ბოლომდე გაგრძელდება. მსგავი  ღონისძიება იგეგმება ქუთაისში, ზუგდიდში, დეკემბრის ბოლოს კი, როგორც ორგანიზატორი ამბობს, თბილისის ფილარმონიაში წინა საახალწლოდ იქნება დიდი დღესასწაული, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასული ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას.  

 

დღეს “დავასუფთაოთ საქართველო” კამპანია დაიწყო

იგი ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესების მიზნით აერთიანებს მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სასწავლო დაწესებულებებს და ცალკეულ პირებს ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციებისა და შესაბამისი პროგრამების გახორციელებისათვის.

 

კამპანია ტარდება ყოველ სექტემბერს და მასში 130 ქვეყანა მონაწილეობს (საქართველო მსოფლიო კამპანიას 2010 წელს  შეუერთდა და ის რიგით 121-ე ქყვეყანა იყო, რომელიც დატანილ იქნა მსოფლიო გარემოსდაცვით რუკაზე). 

 

2013 წლის სექტემბრის მსოფლიო კამპანიის მოწოდებაა: ჩვენი ქვეყანა… ჩვენი პლანეტა… ჩვენი პასუხისმგებლობა.

 

2013  წელს, “დავასუფთაოთ მსოფლიო” კამპანიის პარალელურად, საქართველოში მეოთხედ ტარდება. 

 

“დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანია, რომელიც მოიცავს ქვეყნის ყველა თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტებს, სადაც ორგანიზაციის რეგიონალური კოორდინატორების ორგანიზებით  ჩატარდება დასუფთავების აქციები.

 

თბილისში- ისევე, როგორც რეგიონებში- დასუფთავების აქცია დაიწყება 20 სექტემბერს და სამი დღის განმავლობაში დასუფთავდება წინასწარ შერჩეული ტერიტორიები.

 

აქცია “დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო”  ტარდება პროექტის – “დავასუფთაოთ საქართველო“ -საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა 2) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი “ეკოხედვა” და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით. გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.

 

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო

 

პროექტი: “დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენები მართვის გაუმჯობესების პროცესში” (ფაზა II)

 

NGO Consortium:  Greens Movement of Georgia/Friends of the Earth Georgia (GMG/FOE Georgia); Georgian Society of Nature Explorers “Orchis” ( GSNE “Orchis”); EcoVision-the Union for Sustainable Development  (EcoVision)


აიპ კონსორციუმი : საქართველოს მწვანეთა მოზრაობა /დედამიწის მეგობრები –საქართველო; საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი “ორქისი“; კავშირი  მდგრადი    განვითარებისთვის “ეკოვიჟენი“


არჩილ ხაბაძე ესპანელ ბიზნესმენებს შეხვდა

 

 

ესპანელი ბიზნესმენები საქათველოში ბიზნესგარემოს შესასწავლად ჩამოვიდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ  ხაბაძემ განაცხადა, მათი ინტერესი აჭარის მიმართ განსაკუთრებულია:

 

„ესპანელი ბიზნესმენები საქართველოში მოგზაურობენ და ეცნობიან საინვესტიციო კლიმატს ჩვენ წარვუდგინეთ ჩვენი რეგიონი. ეს იყო პირველი შეხვედრა და განსაკუთრებული ინტერესი ჩანს აჭარის მიმართ. სამომოვლოდ თუკი ეს ინტერესი შენარჩუნდება,  ურთიერთობის გაღრმავებისთვის კონკრეტულ სამოქმედო დეტალებზეც გადავალთ. ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტრო, საინვესტიციო დეპარტამენტიც იმუშავებს. მსოფლიო მასშტაბის  ორგანიზაციები იყვნენ წარმოდგენილი და ვფიქრობ მათ კარგი გამოცდილება აქვთ. თუკი ახლო მომავალში მათი ინტერესი და ჩვენი შეთავაზებები ერთმანეთს დაემთხვევა შედგება საინვესტიციო პროგრამები“.

 

 

ბიზნესდელეგაციის წევრები სამშენებლო საინჟინრო,  თევჭერის,  სოფლის მეურნეობის, ხის ექსპორტის, საბადოების ექსპლუატაციის, ტექსტილის წარმოებასა და სხვა სფეროში მოღვაწეობენ. ისინი გაცნობითი შეხვედრით კმაყოფილი დარჩნენ:

 

 

„ძალიან მოგვეწონა საქართველო. დიდ პერსპექტივას ვხედავთ ინვესტიციების განხახორციელებლად. კმაყოფილები მივდივართ აქედან.  ვთვლით, რომ შესაძლებელია კარგი ბიზნესურთიერთობის დამყარება აჭარის მთავრობასთან,“- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ  ბიზნესდელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, ხოსე გარსია ერნანდესმა.

უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი აჭარის მთავრობას აკრიტიკებს

 

 

„თავს ვალდებულად ვთვლი იმ უხერხულობასთან დაკავშირებით მოგახსენოთ, რაც ამ ინტერვიუში გაჟღერდა. როცა ლაპარაკია, რომ წინა ხელისუფლებას  ხალხთან ჰქონდა ნაკლები კომუნიკაცია და ხალხისგან იყო დაშორებული, იქვე აუცილებელად უნდა ითქვას, რომ ახალ ხელისუფლებასაც აქვს მსგავსი ტიპის პრობლემები და ვფიქრობ აჭარბებს წინა ხელისუფლების ხალხთან დაშორებას. კერძოდ, უმაღლეს საბჭოში მოხდა არაერთი მოქალაქის დათრგუნვა, ერთ-ერთ მოქალაქე ცემეს, ლაპარაკი მაქვს დიანა დიასამიძეზე, აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ როგორ ექცევიან ჟურნალისტებს, თითქმის ყოველ დღე სკანდალია უმაღლეს საბჭოსა და ჟურნალისტებს შორის“.

 

 

ბეჟან გობაძემ მთავრობის ტელევიზიის საქმიანობაში ჩაურევლობა დადებითად შეაფა, თუმცა ასევე გაკრიტიკა არჩილ ხაბაძის საუბარი ერთ ლარად მიწის გაყიდვასა და ათამდე საწარმოო ობიექტის მშენებლობა:  

 

„ის, რომ მთავრობის თავმჯდომარე თვითონ არ ერევა ტელევიზიის მუშაობაში, ეს კარგია მივესალმები, მაგრამ სხვები რომ უხეშად ერევიან, ესეც მისი პასუხისმგებლობის საკითხია  რამდენადაც ის აჭარაში არის პირველი პირი.

 

 

გადაცემაში, როცა არჩილ ხაბაძე ათამდე ობიექტისა და მიწების  ერთ ლარად გაყიდვასა და ინვესტიციებზე საუბრობს, თვითონ გამოთქვამს ეჭვს, რომ ამ ობიექტებიდან რამდენიმე შეიძლება ამუშავდეს. გამოდის მიწები, საწარმო ობიექტები ისევ გაიცემა ერთ ლარად, რომლის ამუშავების და ადამიანების დასაქმების საკითხი ეჭვქვეშ დგას“.

 

 

„თავს ვალდებულად ვთვლი იმ უხერხულობასთან დაკავშირებით მოგახსენოთ, რაც ამ ინტერვიუში გაჟღერდა. როცა ლაპარაკია, რომ წინა ხელისუფლებას  ხალხთან ჰქონდა ნაკლები კომუნიკაცია და ხალხისგან იყო დაშორებული, იქვე აუცილებელად უნდა ითქვას, რომ ახალ ხელისუფლებასაც აქვს მსგავსი ტიპის პრობლემები და ვფიქრობ აჭარბებს წინა ხელისუფლების ხალხთან დაშორებას. კერძოდ, უმაღლეს საბჭოში მოხდა არაერთი მოქალაქის დათრგუნვა, ერთ-ერთ მოქალაქე ცემეს, ლაპარაკი მაქვს დიანა დიასამიძეზე, აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ როგორ ექცევიან ჟურნალისტებს, თითქმის ყოველ დღე სკანდალია უმაღლეს საბჭოსა და ჟურნალისტებს შორის“.

 

 

ბეჟან გობაძემ მთავრობის ტელევიზიის საქმიანობაში ჩაურევლობა დადებითად შეაფა, თუმცა ასევე გაკრიტიკა არჩილ ხაბაძის საუბარი ერთ ლარად მიწის გაყიდვასა და ათამდე საწარმოო ობიექტის მშენებლობა:  

 

„ის, რომ მთავრობის თავმჯდომარე თვითონ არ ერევა ტელევიზიის მუშაობაში, ეს კარგია მივესალმები, მაგრამ სხვები რომ უხეშად ერევიან, ესეც მისი პასუხისმგებლობის საკითხია  რამდენადაც ის აჭარაში არის პირველი პირი.

 

 

გადაცემაში, როცა არჩილ ხაბაძე ათამდე ობიექტისა და მიწების  ერთ ლარად გაყიდვასა და ინვესტიციებზე საუბრობს, თვითონ გამოთქვამს ეჭვს, რომ ამ ობიექტებიდან რამდენიმე შეიძლება ამუშავდეს. გამოდის მიწები, საწარმო ობიექტები ისევ გაიცემა ერთ ლარად, რომლის ამუშავების და ადამიანების დასაქმების საკითხი ეჭვქვეშ დგას“.

 

 

ადვოკატი მთავარ პროკურორს მიმართავს

 

 

 

„გარდა ამისა, დარღვევით არის შედგენილი ჩხრეკის ოქმი. დაკავებულთა ჩხრეკა განხორციელდა მათი ფაქტობრივი დაკავებიდან დაახლოებით სამი საათის შემდეგ. სწორედ ამ შუალებში ჰქონდა ადგილი მათ მიმართ არააადამიანურ მოპყრობას. ჩხრეკის ოქმში წერია, რომ დაკავებულებს არ ჰქონდათ პოლიციელების მიმართ პრეტენზია, რაც ვფიქრობ ყალბი ჩანაწერია, რადგან ერთ-ერთი დაკავებული ცემის შედეგად უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და ის მსგავს განცხადებას ვერ გააკეთებდა“-აცხადებს ირაკლი შავაძე.

 

ადვოკატის თქმით, ბრალის წარდგენა ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ გაემართლებინათ განსაკუთრებული სისასტიკით ცემის ფაქტი. „სინამდვილები დაკავებულის მხრიდან სამართალდამცავების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფატს, ადგილი არ ჰქონია. მიგვაჩნია, რომ ბათუმის სასამართლომ ბრალდებულებს აბსოლუტურად უკანონოდ შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.“

 

ადვოკატი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს და მოითხოვს, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს და არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით სწრაფი და ეფექტური გამოძიება დაიწყოს.

 

ფირუზ წულუკიძე, თემურ ბახუნტარიძე და რუსეთის მოქალაქე, ჩეჩენი ეროვნების იუსუფ ლაკიევი ბათუმში 13 სექტემბერს დააკავეს. მათ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ წინასწარი პატიმრობა 16 სექტემბერს შეუფარდა. სასამართლო პროცესს ვერ დაესწრო იუსუფ ლაკიევი.

 

წულუკიძემ და ბახუნტარიძემ მოსამართლეს განუცხადეს რომ დაკავების დროს მათ პოლიციელები არააადამიანურად მოექცნენ. თემურ ბახუნტარიძე სასამართლოში სისხლიანი ტანსაცმლით მოიყვანეს.

 

სს „პოლიგრაფისტი“ სააღსრულებლო ბიურის წინააღმდეგ

ილია ქამადაძე

გამომცემლობა „პოლიგრაფისტის“ დირექტორმა ილია ქმადაძემ დღეს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენრტში“ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე, აღსრულების ეროვნული ბიურო, უკანონო ქმედებაში დაადანაშაულა. ილია ქამადაძის განცხადებით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ზეწოლა მოახდინა საჯარო რეესტრზეც, რის შემდეგაც, საწარმოს კუთვნილი ქონება შპს „მირათს“ დაურეგისტრირდა, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს „პოლიგრაფსერვისთან“.

„2011 წლის 31 მარტს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა „პოლიგტაფისტის“ აქციონერების, შოთა და ჯემალ ფუტკარაძეების სარჩელი და დავალდებულა „პოლიგრაფისტი“, რომ 2009 წლის 10 ოქტომბრის აქციონერთა საოქმო გადაწყვეტილებით, დაწყებულიყო „პოლიგრაფისტის“ გაყოფის პროცესი. საწარმოს გაყოფის პროცედურა გაწერილია მეწარმეთა და საჯარო რეესტრის შესახებ კანონით, გარდა კანონით გაწერილი პროცედურებისა, საწარმოს გაყოფის სხვა ფორმა არ არსებობს. სასამართლომ სს „პოლიგრაფისტი“ დავალდებულა, რომ საწარმო გაყოს. ეს აბსურდია, რადგან „პოლიგრაფისტი“ თავის თავს ვერანაირად ვერ გაყოფს“.

გარდა ამ კაზუსისა, ილია ქამადაძის განცხადებით, სასამართლომ არ განიხილა მათი სარჩელი აღსრულების ეროვნული ბიუროს წინააღმდეგ, რომელმაც ყოფილი აქციონერების მიერ დაარსებულ იურიდიულ პირს, „პოლიგრაფისტის“ კუთვნილი ქონება გადასცა: „კანონით, საწარმოს გაყოფამდე აუცილებელია კრედიტორების გასტუმრება ან მათი თანხმობის მოპოვება, რაც არ ყოფილა. თუკი ქონება დაყადაღდება როგორ უნდა მოხდეს კრედიტორების გასტუმრება? გარდა ამისა, ჯემალ და შოთა ფუტკარაძეებმა დაარსეს შპს „მირათი“, რომელმაც საჯარო რეესტრში „პოლიგრაფისტის“ კუთვნილი 1579კმ. ფართობის რეგისტრაცია მოითხოვა.

როცა რეესტრმა უარი უთხრა, იმავე დღეს, 2011 წლის 17 სექტემბერს, საჯარო რეესტრს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წერილი გაუგზავნა და იძულების წესით მოთხოვა ქონების გარეგისტრირება, თუმცა, რომელი კანონის ან გადაწყვეტილების საფუძველზე, არ მიუთითებია“.

„პოლიგრაფისტს“ 80-მდე აქციონერი ჰყავს თუმცა, ილია ქამადაძის განცხადებით, საწარმოს გაყოფისა და სხვა დავების განხილვის პროცესში, სასამართლოს ისინი არ ჩაურთავს.

„მოვითხოვ საკითხი შეიწავლოს ბიზნეს-ომბუცმენმა და სასამართლოსა და სააღსრულებო ბიუროს ქმედებებით დაინტერესდეს იუსტიციის სამინისტრო“-აცხადებს ილია ქამადაძე.

„ზე-კართან“


2013 წლის 20-22 სექტემბერს შუახევის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს ლიტერატურულ ფესტივალს _ „ზე-კართან“. ფესტივალის ფარგლებში მუნიციპალიტეტს  მწერლები და პოეტები ეწვევიან. დაგეგმილია ექსპედიციები შუახევში არსებულ ისტორიულ-კულტურულ ძეგლებსა და ადგილებში, შემდგომი ისტორიული ესეები, ლექსების, მოთხრობის, ნოველებისა და ჩანახატების შექმნის მიზნით. შექმნილი ნამუშევრები თავს მოიყრის სპეციალურ კრებულში.

 

 

 

პროექტი ასევე მოიცავს შეხვედრებს მწერლებსა და პოეტებთან, მათ შემოქმედებით საღამოებს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემში. ფესტივალის მიზანია შუახევში ლიტერატურული ფესტივალის დამკვიდრება და ახალგაზრდებში წიგნის პოპულარიზაცია.

 

დაინტერესებული პირებისთვის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მარშრუტები ასე გამოიყურება: 1. ნიგაზეული – სელიმ ბეგ ხიმშიაშვილის ციხე 2. მარეთის ხეობა – მთისუბნის ციხე (დარჩიძეები) 3. ოქროპილაურის ციხე 4. ჭვანის ხეობა, ტაკიძეები (ოთოლთა) 5. ფურტიოს საჯაროს სკოლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც 2012 წლის აგვისტოში ადგილები არქეოლოგებმა შეისწავლეს. ამ მონაკვეთის გათხრის შედეგად ეკლესიის საძირკვლის ნაწილი, სამარხები, მოჭიქული თიხის ჭურჭელი, მონეტები, ფიალები და მრავალი სხვა ნივთი აღმოაჩინეს.

 

ლიტერატურული ფესტივალის განრიგი კი ასე გამოიყურება: პირველი დღე (20 სექტემბერი) 12:00 – სოფელ ფურტიოს თაღოვანი ხიდის მონახულება. 11:30 – სოფელ ფურტიოს ნაეკლესიარის მონახულება; 13:00 – ფურტიოს საჯარო სკოლის ეზოში პროექტის მონაწილეების შემოქმედებითი საღამო; 15:30 – სოფელ ნიგაზეულში სელიმ ბეგ ხიმშიაშვილის საფლავის მონახულება; 16:00 – სელიმის ციხის ტერიტორიაზე პროექტის მონაწილეების შემოქმედებითი საღამო.

 

21 სექტემბერი: 11:00 – გასვლა ჭვანის ხეობაში;

22 სექტემბერი: 11:00 – გასვლა მარეთის ხეობაში; 17:00 დაბა შუახევი, კულტურის ცენტრის ეზოში შემაჯამებელი ლიტერატურული საღამო და ადგილობრივი ანსამბლების – `შუახევისა~ და „ფესვების“ კონცერტი.

 

პროექტის მონაწილეები: 1. დავით თედორაძე (პოეტი), ბათუმი 2. ვახტანგ ღლონტი (პოეტი), ბათუმი 3. შოთა ზოიძე (პოეტი), ბათუმი 4. დათო ტურაშვილი (მწერალი), თბილისი 5. ლიკა ყიფშიძე (მწერალი), თბილისი 6. მინდია არაბული (პოეტი), თბილისი 7. ირაკლი შამათავა (პროზაიკოსი), თბილისი 8. როინ აბუსერიძე (პოეტი), ბათუმი 9. გენრი დოლიძე (პოეტი), ბათუმი 10. თორნიკე ჭელიძე (პოეტი), თბილისი 11. თამაზ მეტრეველი (მწერალი), თბილისი 12. მირიან გორგილაძე (პოეტი), ბათუმი 13. ცისანა ანთაძე (პოეტი), ბათუმი 14. ბელა ქებურია (პოეტი), ბათუმი 15. გიორგი ჭეიშვილი (პროზაიკოსი), ქუთაისი 16. ნიკა ფუტკარაძე (პოეტი), ბათუმი 17. ზურაბ ზოიძე (პოეტი), შუახევი. 18. ნინო გუგეშაშვილი (მწერალი), თბილისი 19. რამაზ სურმანიძე (მწერალი), ბათუმი 20. ემენ დავითაძე (მწერალი), ბათუმი 21. აჩი ბერიძე (პოეტი), ბათუმი 22. ნინო მოდრეკილაძე (პოეტი), თბილისი.

 

ღონისძიებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა („თავისუფალი პროექტების ფარგლებში)“ და შუახევის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

 

პროექტის მედიაპარტნიორები არიან: აჭარის ტელევიზია, რადიო აჭარა, გაზეთები – „აჭარა“, „ბათუმელები“, „პრაიმტაიმი“. ლიტერატურული ფესტივალის – „ზე-კართან“ იდეის ავტორი და ორგანიზატორი გახლავართ მე, ვახტანგ ბერიძე, რეჟისორი. ფესტივალით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მომმართონ შემდეგ ტელეფონზე: 591 98 86 04.

კინო ღია ცის ქვეშ

იმპროვიზებული  კინოთეატრი ამაღამ, 20:00 საათზე გაიხსნება.  მაყურებლები თინათინ გურჩიანის ფილმს,  „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“  ნახავენ,  რომელიც თბილისის მე–13 საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ქართულ ფილმად აღიარეს.

 

ღია ცის ქვეშ ფილმებს ფესტივალის მაყურებლები 21 სექტემბრის ჩათვლით ნახავენ. პროგრამა ასე გამოიყურება:

17 სექტემბერი:  20:00:  ქინ-ძა-ძა / რეჟისორი გიორგი დანელია/ 22:00: მოკლემეტრაჟიანი ფილმები

18 სექტემბერი:  20:00:  განსაწმენდელი სადღაც შუაშია /რეჟისორი იეშიმ უსტაოღლუ/  

22:00:  ფილმი სიურპრიზი

 

 

19 სექტემბერი: 20:00:  გეოგრაფს გლობუსი შემოეხარჯა /რეჟისორი ალექსანდრ ველედინსკი/

22:00:  ინგლისურის მასწავლებელი /რეჟისორი ნინო ორჯონიკიძე/

 

 

20 სექტემბერი: 20:00:  ჩემი საბნის ნაკეცი /რეჟისორი ზაზა რუსაძე/; იმაგო ბუნდი /გიო მგელაძე/ არა მეგობარო /გიო მგელაძე/

22:00 ჯიმი ჰენდრიქსი /რეჟისორი ჯოი ბოიდი/

 

 

21 სექტემბერი  20:00:  ფარაჯანოვი /რეჟისორი სერჟ ავედიკიანი& ელენა ფეტისოვა/

22:00 მუსიკის მასწავლებლის სიზმრები /რეჟისორი ევგენი გორინი/

გავერთოთ ღამით ლონდონში /რეჟისორი  პიტერ უაიტჰედი/

 

ღონისძიება კინოფესტივალის პოლონელი პარტნიორების  მხარდაჭერით წელს საქართველოში პირველად ტარდება.

დასწრება თავისუფალია და მაყურებელს იქვე, სიმბოლურად გაშლილ წითელ ხალიჩაზეც შეეძლება გავლა.

ავთანდილ ბერიძე ბათუმის კინოფესტივალზე

დღეს ბათუმის საავტორო კინოს მერვე საერთაშორისო ფესტივალი  გაიხსნა.

ფესტივალი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ გახსნა. “კინო ჩვენი მოგონილია,” – განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.

 

Exit mobile version