ორი წელი ტრანსპორტისა და გზის გარეშე
წერილით, რომელსაც ხელს 114 მოქალაქე აწერს ხელს და რომელიც “ბათუმელების” რედაქციაში ინახება, ხელისუფლების ყურადღების მიქცევას სოფელ ველეს მოსახლეობა ცდილობს. ამ ხალხის მოთხოვნის შესრულება ორ სახელმწიფო უწყებას _ ბათუმის მერიასა ან ქობულეთი მუნიციალიტეტს შეუძლია.
“უკვე ორი წელია, რაც ველში მიკროავტობუსი არ დადის. მოსახლეობას სამი კილომეტრის გავლა ფეხით უწევს”, – წერენ ველეს მცხოვრებლები თავიანთ წერილში.
სოფელში 45 ოჯახი ცხოვრობს, მიკროვტობუსმა მას შემდეგ შეწყვიტა მოძრაობა, რაც სოფლის მაცხოვრებელთა განცხადებით, ბათუმის მერიის მიერ დანიშნულმა 40 ნომერმა მიკროავტობუსმა ველის უბნამდე დაიწყო სიარული. `მიკროავტობუსი ჩვენ სოფელში არ ამოდის, მხოლოდ სოფლის დასაწყისამდე მოძრაობს, ამის გამო “მარშრუტკის” მძღოლებმა, რომლებიც ადრე სოფელს ემსახურებოდნენ, მგზავრთა გადაყვანაზე უარი თქვეს, 45 ოჯახის გამო ვერ ვივლითო. ჩვენი ინფორმაციით, მერიის 40 ნომერ მიკროავტობუსს სოფლამდე მოსვლის უფლება არ აქვს, თვითნებურად მოდის აქამდე, რაც საბოლოოდ ჩვენ გვაზარალებს. ან სოფელში მოვიდეს, რომ ჩვენც ვისარგებლოთ, ან შეწყვიტოს “ქვის ხიდამდე” სიარული – გვეუბნება ამავე სოფლის მაცხოვრებელი ვარდო მაკარაძე.
რესპონდენტი ამბობს, რომ ტრანსპორტის არარსებობა მათ ყოველდღიურ პრობლემებს უქმნის: “ადამიანებს ტვირთი მიაქვთ ზურგით, ხალხი მუშაობს, სწავლობენ, ყოველ დღე სამი კილომეტრის ჩავლა და ამოსვლა არ არის ადვილი. გზები ისედაც მოუწესრიგებელია, ფეხი სად დადგა იმაზეც უნდა იფიქრო რომ მიდიხარ, ასეთ მდგომარეობაში ვართ და ახლა ეს პრობლემაც დაგვემატა. გამგეობა მხოლოდ გვპირდება, მაგრამ შედეგი არ გვაქვს. წინასაარჩევნოდ გამოჩდნენ მარტო, მიასწორ-მოასწორეს გზები და სულ ეს იყო. მოგვიგვარებენ თუ არა პრობლემას, ამაზე პასუხი არ აქვთ. “რაღაცას ვიზამთ”, _ მარტო ამას იძახიან”,- ამბობს ვარდო მაკარაძე.
ბათუმის მერიამ 40 ნომერ მარშრუტთან დაკავშირებით ველის მაცხოვრებლებს ოფიციალური პასუხი მაისშივე გაუგზავნა და მიკროავტობუსის ხაზის შეცვლაზე უარი უთხრა.
`ბათუმის მერიამ 2013 წლის 27 სექტემბრის განკარგულების საფუძველზე გააგრძელა #40 სამარშრუტო ხაზის მოძრაობის სქემა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის `ქვის ხიდის~ დასახლებამდე, გოგოლიშვილის ქუჩის გავლით. მიმდინარე ეტაპზე, ამ განკარგულებაში ცვლილების შეტანა და მარშრუტის სქემის გაგრძელება სოფელ ველამდე მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია”, _ წერია ოფიციალურ წერილში, რომელსაც ხელს მერის მოადგილე რუსლან ქორიძე აწერს.
ამავე წერილის მიხედვით, მერია ამბობს, რომ მას დაგეგმილი აქვს სამგზავრო სატრანსპორტო სისტემის რეფორმა, რის ფარგლებშიც გათვალსიწინებულია არსებული საქალაქო სამარშრუტო ხაზების ოპტიმიზაცია და შემცირება.
მერიის წერილის მიხედვით, რეფორმა შეეხება მუნიციპალიტეტებიდან შემოსულ სამარშრუტო ხაზებსაც. “მათ ქალაქის ტერიტორიაზე გადაადგილების სპეციალური მარშრუტები განესაზღვრებათ”, – ნათქვამია წერილში.
ქობულეთის მინიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე ამბობს, რომ ველის მაცხოვრებელთა პრობლემებზე სმენია: “სექტემბერში დამიკავშირდა ვიღაც მაგ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ შემდეგ აღარ შემხმიანებიან და არ ვიცი მოაგვარეს თუ არა პრობლემა. დავინტერესდები ამ საკითხით”, – გვეუბნება გამგებელი. რაც შეეხება გზებს, გამგებელი ამბობს, რომ ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში ცუდი მდგომარეობაა: “მეწყერებმა ახალი გზებიც დააზიანა. გზების დეპარტამენტი ელოდება გარემოს დაცვისგან ნებართვებს, რომ ინერტული მასალები მოიპოვოს – გზების მოხრეშვა და გასწორება გვინდა რომ დავიწყოთ”.
№3 საპყრობილეში 6 პატიმარი შიმშილობს
„ოჯახური იდილია“ დრამატულ თეატრში
დღეს, საღამოს 7 საათზე ბათუმის დრამატულ თეატრში მარკ კამოლეტის ერთმოქმედებიანი პიესა, „ოჯახური იდილია“ იქნება წარმოდგენილი. სპექტაკლის რეჟისორია იური ცანავა. მონაწილეობენ: დავით წერეთელი, თათია თათარაშვილი, ქეთევან ეგუტიძე, ტიტე კომახიძე, დავით ჯაყელი, ინგა ღირდალაძე, მამუკა მანჯგალაძე, გიორგი ფირცხალაიშვილი და ზაზა ზოიძე.
ბილეთის ფასი:
afasfS
1000 ლარი ჯარიმა ზედმეტი სართულისათვის
ვაჟა-ფშაველას #8-ში მშენებლობას შპს „დუპლექსი“ ახორციელებს. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გოჩა ძნელაძის განცხადებით, მშენებლებს პროექტის დარღვევის გამო გაფრთხილება ერთი წლის წინ მისცეს. „მაშინ მხოლოდ ერთი სართული იყო ზედმეტად დაშენებული, თუმცა, დაჯარიმების მიუხედავად მშენებლობა არ შეაჩერეს და არც ჯარიმა გადაიხადეს, რის გამოც საქმე სააღსრულებლო ბიუროში გადავაგზავნეთ, იძულებით აღსრულებაზე“.
ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მეპატრონემ ჯარიმა გაასაჩივრა. „მისი უფლებაა, შეუძლია იჩივლოს, თუკი თავს გაიმართლებს, მაგრამ მან პროექტი დაარღვია. სააღსრულებომ რატომ არ მოახდინა რეაგირება, ეს საკითხი მათთან არის გასარკვევი, მათი ვალდებულებაა გააჩერონ მშენებლობა, დააყადაღონ და თუ ობიექტის მეპატრონე კანონს არ ემორჩილება, სისხლის სამართლის საქმე აღძრან“.
სამშენებლო კომპანია შპს „დუპლექსი“ ინოვაციური პროექტისთვის (საცხოვრებელი სახლი და მბრუნავი რესტორანი ანგისაში) დაჯილდოვდა აჭარის მშენებელთა და დეველოპერთა ასოციაციისგან 2011 წელს, 2012 წლის ნოემბერში კი კომპანია მერიამ პროექტის დარღვევის გამო დააჯარიმა.
`თავიდან არ იყო პროექტი არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებული, ახლა არ გვაძლევს მერია ნებართვას. თუ არ დაგვრთეს ნება, მაშინ დავანგრევთ~ _ ამბობს შპს „დუპლექსის“ დირექტორი რევაზ ჭაღალიძე.
აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს უფროსი მირიან ხარაბაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით საქმეს მოიძიებს და გაარკვევს, თუ რატომ არ მოხდა უკანონო მშენებლობის შეჩერება.
რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმის წამოწყებას, მირიან ხარაბაძის თქმით, ეს არ შედის სააღსრულებლო ბიუროს კომპეტენციაში. „სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასაწყებად ზედამხედველობის სამსახურმა უნდა მიმართოს პროკურატურას, ჩვენ მხოლოდ სამოქალაქო კუთხით ვმუშაობთ. თუ საკითხი დემონტაჟს ეხება, მაშინ სააღსრულებო პოლიცია უნდა ჩაერთოს საქმეში“.
ზედამხედველობის სამსახურმა პროექტით გათვალისწინებული მშენებლობის პირობების დარღვევის გამო ათასი ლარით ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, #16ში მიმდინარე მშენებლობისთვისაც დააჯარიმეს მშენებელი კომპანია „DS APARTAMENT“-ი.
ვაჟა-ფშაველას #16 ნომერში მიმდინარე მშენებლობა მინდია ცინცაძეს ეკუთვნის. მშენებლობას კი „DS APARTAMENT“-ი ახორციელებს. კომპანიის იურისტის, ამირან ცეცხლაძის განმარტებით, კომპანია ათასი ლარით პროექტის შიდა ნაწილში შეტანილი ცვლილების გამო დააჯარიმეს. „თავიდან სასტუმრო შენდებოდა, მაგრამ შემდეგ საცხოვრებლად გადაკეთდა და ლიფტების რაოდენობა სამიდან ორამდე შევამცირეთ, ამის გამო დაგვაჯარიმეს. დაჯარიმების დადგენილება წინა ორშაბათს გავასაჩივრეთ მერიაში, ვნახოთ როგორ გადაწყდება, ერთი თვე გვაქვს დრო“.
მერიის ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ ქალაქში სამშენებლო პროექტები ხშირად ირღვევა, თუმცა დაჯარიმების შემთხვევები იშვიათია. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თქმით, იმ შემთხვევაში, როცა კომპანია შენიშვნას ითვალისწინებს, მას არ აჯარიმებენ.
დასავლეთ საქართველოს ახალი მუფტი: მეჯლისთა საბჭომ დამიჭარა + მხარი აჭარის მუფტის ჯემალ პაქსაძის განმარტებით, ის არ გადაუყენებიათ და გადადგო
დასავლეთ საქართველოს ახალი მუფტი: მეჯლისთა საბჭომ დამიჭარა მხარი აჭარის მუფტის ჯემალ პაქსაძის განმარტებით, ის არ გადაუყენებიათ და გადადგომა
ბეგლარ ქამაშიძის თქმით, ის ამ დრომდე ხელვაჩაურის მუფტი იყო და დღეიდან „სრულიად საქართველოს მუფტი გახდება“. „მეჯლისთა საბჭომ მე დამიჭარა მხარი, რას შევცვლი ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება.“
აჭარის ყოფილი მუფტის ჯემალ პაქსაძის განმარტებით კი, ის არ გადაუყენებიათ და გადადგომაზე გადაწყვეტილება თავად მიიღო.
ცოტა ხნის წინ ჯემალ პაქსაძემ „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ გადადგომას არ აპირებდა. ეს კითხვა მას შემდეგ დავუსვით ყოფილ მუფტს, რაც მისი გადაყენების მოთხოვნით მრევლმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მრევლის თქმით, მათი გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ სოფელ მოხეში ყოფილი მეჩეთის შენობაში ბიბლიოთეკის განთავსებაზე ჯემალ პაქსაძემ თანხმობა განაცხადა. თუმცა, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერები გროვდებოდა და არც იმას, რომ მან მისცა ხელისუფლებას თანხმობა ყოფილი მეჩეთის შენობაში ბიბლიოთეკის განთავსებაზე, ჯემალ პაქსაზე არ ადასტურებდა.
გარდა ამისა, ბოლო დროს ჯემალ პაქსაზე კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა, როდესაც მან და კიდევ რამდენიმე მუფტმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ისინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბათუმში მეჩეთის აშენების სანაცვლოდ სამუფტო რეზიდენციისა და მედრესეს აშენებას სთხოვდნენ.
ამ დოკუმენტზე ახლანდელი მუფტის ბეგლარ ქამაშიძის ხელმოწერაც არის დაფიქსირებული.
ვის ეშინია საბედისწერო ქალის? – თეო ხატიაშვილის საჯარო ლექცია
sd
რესტორანი “ვერონიკა სასტუმრო “შერატონ ბათუმში“
რესტორანი „ვერონიკა“ მდებარეობს სასტუმრო „შერატონ ბათუმის“ მეოცე სართულზე. პრომო აქცია ძალაშია ყოველდღე, ნოემბრის მანძილზე, 13:00-დან – 23:00 საათამდე. აღნიშნული აქცია არ გამოიყენება სხვა აქციებთან კომბინაციაში.

ენმ:აქციაზე სუს-ის თანამშრომლები გვაცილებენ1
“სუს-ის თანამშრომლები მოყვებიან ჩვენს მანქანას, გზაში გვიღებენ ფოტოებს, გვიქნევენ ხელებს, ბათუმის მერმა დღეს და ხვალ დანიშნა თათბირები და მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციების (აიპ. შპს) თანამშრომლები გააფრთხილეს რომ ქალაქიდან არ გასულიყვნენ “-ამბობს გიორგი კირთაძე.
ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი კატეგორიულად უარყოფს ენმ-ის მიერ გავრელებულ ამ ინფორმაციას და ამბობს, რომ შაბათ-კვირას თათბირი არ არის დაგეგმილი.
გიორგი კირთაძისი ინფორმაციით, აჭარიდან თბილისში ათასზე მეტი ადამიანი მიემგზავრება.
გამოკითხვა – ტესტ
გიტარისტი ბათუმიდან ლკჯკლჯ

უფრო მეტი მუსიკაზე
დედაჩემი უკრავდა გიტარაზე და ფანდურზე, ამის შემხედვარემ მოვითხოვე მეც მომეცით გიტარა-მეთქი. სამი წლის ვიყავი, სათამაშო გიტარა მომიტანეს, ოთხსიმიანი, ჟღერადობა არ ჰქონდა, მაგრამ მე მაინც ვუკრავდი. დედაჩემმა ფანდურზე დაკვრა მასწავლა, მაგრამ ეს არ მაკმაყოფილებდა, რაღაც მეტი მინდოდა. დედაჩემის ძმასთან დავდიოდი სოფელ ხალაში, იქ ბავშვობის დიდი ნაწილი მაქვს გატარებული. მდინარეში ვთევზაობდი ხოლმე. ბიძიას გიტარა ჰქონდა, მასთან მივდიოდი და სიხარულით ჩამოვკრავდი სიმებზე თითებს. ექვსი წლის ბავშვს ამ ხმაზე ჟრუანტელი მივლიდა. ბიძიამ რამდენიმე აკორდის აღება მასწავლა, მარტივად ავითვისე, შემდეგ უკვე ნამდვილი გიტარა მოვითხოვე.
გიტარა ძვირი ფუფუნება იყო მაშინ, თან ჩემს ოჯახს არ ჰქონდა იმდენი საშუალება, რომ ეყიდა. მერე ნათესავმა მაჩუქა გიტარა, მამამ კი თავის მეგობარ მუსიკის მასწავლებელთან მიმიყვანა. საერთოდ, მამაჩემს უფრო სურდა ჩემი ამ მხრივ განვითარება, ძალიან უნდოდა მუსიკოსი გავმხდარიყავი. შემდეგ ანსამბლ „ზღვის შვილებში~ მიმიყვანეს, მისვლისთანავე ელექტროგიტარა მომცეს ხელში, ცოცხალი ბენდის წევრი აღმოვჩნდი. მაშინ არ ვნერვიულობდი სცენაზე გასვლისას, პირიქით მიხაროდა, ახლა ვნერვიულობ.
ყოველთვის მინდოდა უფრო მეტი მესწავლა, დღემდე ასე ვარ, ვისი შესრულების სტილიც მომწონდა, ვთხოვდი ხოლმე ესწავლებინა ჩემთვის. ნიკო ბალაძის კოლეჯი დავამთავრე, საესტრადო ხელოვნებას ვსწავლობდი. მინდოდა თბილისში წასვლაც ჯაზის სკოლაში სასწავლებლად, თუმცა ვერ წავედი, დღემდე გულდასაწყვეტი საკითხია ეს ჩემთვის. ძალიან მინდოდა მესწავლა, ამის შემდეგ რასაც ვსწავლობ, ისევ საკუთარ თავთან მუშაობის შედეგია. ვფიქრობ, განვითარებასაც ვახერხებ, შრომა მიყვარს, კომპიუტერთანაც ვმეცადინეობ და პროგრამებითაც. იმის მიუხედავად, რომ სამ სამსახურში ვმუშაობ, დროს საკუთარი განვითარებისთვის მაინც ვიტოვებ. ოთხი წელია რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლაში პედაგოგად ვმუშაობ, 16 მოსწავლე მყავს, ყველა არა, მაგრამ ბევრი მათგანი მოწონებას იმსახურებს. მკაცრი არ ვარ, ნიჭიერი მოსწავლეები მყავს, ზოგი ზარმაციც. მოსწავლეებისგან დადებით განწყობას ვგრძნობ, უხარიათ ჩემთან მოსვლა, მე კი მათთან მუშაობა. დამატებითი შემოსავლისთვის რესტორან „სანრემოში` ვმუშაობ, ბენდი გვყავს, ყოველ საღამოს ვმუშაობთ. შემოსავლის გამო დაკვრა არ მსიამოვნებს, თან რესტორანში ხშირად მიწევს ისეთი მუსიკის შესრულება, რომელიც არ მომწონს. როცა რაღაცის მოსმენა გიწევს იძულებით, მერე გემოვნებაც გიფუჭდება და მოგწონს ის, რაც არ მოგწონდა. ახლახან მოვხვდი ბათუმის “ჯაზ ბიგ ბენდში”, სანრემოში მოისმინეს ბენდის წევრებმა ჩემი შესრულება და მიმიწვიეს, მეც სიხარულით მივედი.
ასრულებული ოცნება
ბათუმში ვერ ისწავლი ჯაზს, ძალიან რთულია გახდე ჯაზის შემსრულებელი, ჯაზმენი გიტარისტი მე არ გამიგია, ბათუმის “ჯაზ ბიგ ბენდში” მოხვედრა ჩემთვის საოცრება იყო, რაღაც რომ ძალიან გინდა და თავისით გისრულდება. ვერ ვისწავლე ჯაზის სკოლაში, ახლა კი თავად ჯაზმენებისგან ვსწავლობ ყველაფერს. მე სხვა მიმართულებით ვმუშაობდი, ახლა მიწევს იმ პროგრამის ათვისება, რასაც უკვე ასრულებს ბიგ ბენდი, ხელმძღვანელს შევპირდი, რომ მთლიან პროგრამას ავითვისებ, ბენდის თითოეული წევრი ჩემი მასწავლებელია, სიხარულით დავდივარ რეპეტიციებზე. ღამით ვმეცადინეობ, ჩემი ოჯახის წევრები ხელს მიწყობენ და არ წუწუნებენ. რომ გახდე გიტარისტი, დღეში რვა საათი უნდა იმეცადინო. ხშირი იყო შემთხვევა, როცა საჭმელად მეძახდა დედა, მე კი არ მივდიოდი, რომ დრო არ მომეკლო მეცადინეობისთვის.
ცოტა რამ ოჯახზე
დილით სახლში ვსაუზმობ, საღამოობით კი მუდამ დაკავებული ვარ. ჩემი ქალიშვილი ორი წლისაა, ძალიან უყვარს მამა, სულ მეთამაშება, როცა სახლიდან მაცილებს, კოცნას მიგზავნის. ვფიქრობ, კარგი მამა ვარ, თავისუფალი დრო, რაც მაქვს, ვცდილობ მას დავუთმო. ანა კვაშილავაა ჩემი მეუღლე, პროფესიით სტილისტია. დროებით არ მუშაობს, პატარა ჯერ ბაღში არ შესულა. ანა სამეგრელოდან ჩამოვიდა სტუმრად, ზაფხულში კვარიათში ვუკრავდით და იქ ისვენებდა, მაშინ გავიცანი. ერთი წელი ერთმანეთს ვხვდებოდით, სამეგრელოში ჩავდიოდი თვეში ერთხელ მის სანახავად, ერთი წლის თავზე კი გავიპარეთ. ჩემი მეუღლის მხარდაჭერას ყველაფერში ვგრძნობ, ძალიან გამიმართლა, ანა რომ შემხვდა. მე და ანას სეირნობა გვიყვარს, ბავშვს ხშირად ვასეირნებთ ერთად.
და ისევ გიტარა

გიტარა ყველაფერია ჩემთვის, დეპრესიისა თუ პრობლემის დროს გიტარა ჩემი მხსნელია, ძალიან ბევრჯერ ჩამძინებია მასთან ერთად. რაზეც ახლა ვოცნებობ, „გიბსონ ლეს პაულის” გიტარაა. მეც არ მაქვს ცუდი გიტარა, ვხუმრობ ხოლმე „გიბსონის” ბიძაშვილი მყავს-მეთქი. იმედი მაქვს, მალე მეყოლება „გიბსონი”.
მედეა ჩარკვიანი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა
თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დირექტორს, მედეა ჩარკვიანს, აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდეს. 12 ათასი ლარი მედეა ჩარკვიანმა 25 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.
eqimi
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მედეა ვასაძის 2014 წლის 25 მაისის საჩივარზე, რომლითაც დეპუტატი ითხოვდა დოდო დიასამიძეზე თავის ტვინის შერყევის დიაგნოზის დასმის კანონიერების საკითხის შესწავლას,
მერიის კონ
ორმაგი სიმრუდე

ყველა ეს შენობა ერთი დიდი კონსტრუქციული „ოჯახის“ წევრია, რომელშიც ასევე ჩვენთვის საამაყო მეტრო ისანი (ავტორები გ.მოძმანაშვილი და ნ. ლომსაძე, 1971 წ.) და დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განაწილებული პავილიონების მთელი სერია შედის. გარსული გადახურვის თავისებურება იმაში გამოიხატება, რომ მისი სისქე მის სხვა განზომილებებთან შედარებით უმნიშვნელო სიდიდეს წარმოადგენს და ამიტომ არის შესაძლებელი საოცრად ელეგანტური, თხელკანიანი, რთული ფორმის კონსტრუქციების მშენებლობა. საქართველოში ასეთი კონსტრუქციების არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენთანაც იგივე დროს, იგივე პროცესებს ჰქონდა ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ რკინის ფარდის უკან ვცხოვრობდით.

ჩვენი პავილიონების ავტორი, არქიტექტორი გიორგი ჩახავა იყო, მხატვრული გაფორმება კი ზურაბ ლეჟავას, ზურაბ კაპანაძეს და ნოდარ მალაზონიას ეკუთვნოდა. სამწუხაროდ, დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ბევრი პავილიონი დანგრეულია და ჩვენთვის უცნობია, რამდენი მათგანი გადაურჩა დროს. აჭარაშიც დაანგრიეს რამდენიმე და ამიტომაც არის, რომ ბათუმის ბულვარზე შემორჩენილი კაფე „ფანტაზია“ უკვე იშვიათ ეგზემპლარს წარმოადგენს, რომელიც აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. ამისათვის ბევრი მიზეზი არსებობს.
გიორგი ჩახავა, როგორც არქიტექტორი და კონსტრუქტორი მეოცე საუკუნის ქართული მშენებლობის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გამორჩეული წარმომადგენელია. მისი და ზურაბ ჯალაღანიას საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტრო (ახლა საქართველოს ბანკი) სწორედ ის იშვიათი შენობაა საქართველოდან, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს. ესე იგი, ბათუმის კაფე „ფანტაზია“ მსოფლიოში განთქმული თითქმის ერთადერთი ქართველი არქიტექტორის აშენებულია. კაფე „ფანტაზია“ მისი და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ერთობლივი ნამუშევარია. აქვე უნდა ითქვას, რომ ასეთი ტიპის შენობები ყველგან მსოფლიოში წმინდა საინჟნრო- არქიტექტურული კონსტრუქციებია ყოველგვარი მხატვრული გაფორმების გარეშე, ჩვენი მოზაიკიანი პავილიონები კი დღევანდელი გადასახედიდან უნიკალურ ისტორიულ საბუთს წარმოადგენენ, თუ გაგვახსენდება, თუ როგორი დატვირთვა ჰქონდა გვიანი საბჭოთა პერიოდის დროს არქიტექტურის მხატვრულ გაფორმებას.

ჩვენი თხოვნა იქნება, ბათუმის მერიის წარმომადგენლები ნუ იტყვიან, რომ მათ ძალა შესწევთ, ეს შენობა დაანგრიონ და ახალი, ზუსტად ასეთი ააშენონ, იმიტომ რომ არც თვითონ ისინი და არც მათი დაქირავებული მშენებლები არ არიან არც გიორგი ჩახავა და არც ზურაბ კაპანაძე. ორივე ავტორი სამწუხაროდ ცოცხალი აღარ არის და მათ ვერავინ შეცვლის.
ჩვენი თხოვნა იქნება, რომ ბათუმის და აჭარის მთავრობა კარგად დააკვირდეს და გააცნობიეროს, რის დანგრევას აპირებს და რაც მთავარია, რა მიზნით. ვთხოვთ ქალაქ ბათუმს, კვალიფიციურ, დამოუკიდებელ ინჟინერს შეაფასებინონ ნაგებობის არსებული მდგომარეობა და დაუკვეთონ რესტავრაციის პროექტი. ამ კონსტრუქციის რესტავრაცია შესაძლებელია. არ არის აუცილებელი რესტავრირებული ადგილების ისევ მოზაიკით დაფარვა. გამოჩნდეს ძველ და ახალ გარესტავრირებულ მონაკვეთებს შორის განსხვავება, ეს ყოველთვის საიამაყის მომგვრელი იქნება მათთვის, ვინც ამ კონსტრუქციის გადარჩენაში მიიღებს მონაწილეობას.

ჩვენი თხოვნა იქნება ინვესტორის მიმართ, ისეთი პროექტი დაუკვეთოს თავის არჩეულ არქიტექტორებს, რომელიც ამ ნაგებობის შენარჩუნებას გაითვალისწინებს. პროფესიონალური თვალისთვის წარმოუდგენელია ამ ადგილას საცურაო აუზებისა და კაფეების დაგეგმარება ისე, რომ „ფანტაზიისთვის“ ადგილი ვერ გამოიძებნოს ან მისი საერთო კომპოზიციაში ჩართვა ვერ მოხერხდეს.
ჩვენი თხოვნა იქნება, ინვესტორის გეგმები მოერგოს არსებულ სინამდვილეს, რომლის განუყოფელ ნაწილს კაფე „ფანტაზია“ წარმოადგენს. თუ შეიძლება, ნუ მოითხოვს ის, რომ მის გეგმებს მოერგოს ბათუმის ბულვარი, ქალაქი ბათუმი, აჭარა და მთელი დანარჩენი საქართველო.
ბათუმის მთავრობა კი დაგვეთანხმოს იმაში, რომ ერთი ინვესტორის ინტერესები ქვეყნის სამშენებლო კულტურის თუნდაც ასეთი პატარა და ჭრელი, მხიარული და უცნაური, მაგრამ უნიკალური ნიმუშის ხარჯზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ქალაქმა პრინციპული პოზიცია უნდა დაიკავოს მემკვიდრეობის დასაცავად ნებისმიერ შემთხვევაში – არა აქვს მნიშვნელობა, არის თუ არა ის კულტურული მემკვდრეობის ძეგლთა სიაში. ის, რაც ბათუმმა უკვე დაკარგა კულტურის მემკვიდრეობის სახით, საკმარისზე მეტია ერთი პატარა ქალაქისათვის.
ჩვენი რჩევა იქნებოდა – გარესტავრირებული და ახალ გეგმაში ინტეგრირებული „ფანტაზიის“ წინ დაიდგას და საზეიმოდ გაიხსნას დაფა, რომელზედაც ეწერება – ამ შენობის ავტორი ის კაცია, რომელმაც საავტომობილო გზების სამინისტრო ააშენა და იქვე პატარა სურათი.
გადაარჩინეთ და გამოიყენეთ თქვენივე რეკლამისთვის –
არ ინანებთ!
ფანტაზიის გარეშე ვერ გავფრინდებით!
+კომუნიკაციების ეროვნული კომისია ბათუმში საკაბელო ოპერატორები დააჯარიმა
საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის პრესრელიზის მიხედვით, შპს ,,TV-ERA” კომისიის მონიტორინგის ჯგუფმა 2014 წლის 26 სექტემბერს შეამოწმა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ კომპანია შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას ახორციელებდა: „Show“, ,,феникс кино“, „TV3 (რუსული)“, „National Geographic“, „Баскетбол“,„СТС“, ,„Футбол“, „Футбол 2“, „Россия 1“,„Теннис“,„STV“, „Silk სპორტი 2“, “Silk კინო კლასიკა“, “Silk კინო ჰოლივუდი“, ,,Silk კინო კოლექცია“, „Домашний“. აღნიშნული დარღვევის გამო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია ჯარიმა კომპანიის ბოლო 12 კალენდარული თვის ჯამური შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 9 000 და არა უმეტეს 90 000 ლარისა. შპს ,,TV-ERA”-ს შემთხვევაში ჯარიმის ოდენობამ 18,979.24 ლარი შეადგინა.
შპს „ტვ XXI+“-ის მონიტორინგი 2014 წლის 25 სექტემბერს განხორციელდა, შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ კომპანია საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგ სამაუწყებლო არხებს გადასცემდა არამართლზომიერად: „რუსთავი 2“, „იმედი“, „GDS“, „კომედი არხი“, „Иллюзион +“, ,,TV 4“, ,,Cartoon network“, „Наш футбол,” „Show“, ,,Новое кино”, „ქართული არხი“, „ენკი-ბენკი“, „РУ ТВ“, “National Geographic”, „ТНТ“, ,,НТВ”, ,,Россия 1”, ,,Перец”, ,,Eurosport“, „Баскетбол“, ,,TV 3“ (რუსული), „Феникс Кино“, ,,24 Техно”, „Теннис“, ,,Eurosport 2“, „Боец ТВ“, ,,RTVi”, ,,TV1000 action”, ,,Домашний”, „STV“, , ,,РЕН ТВ”, ,,СТС”, „Индия ТВ“, ,,ПРемьера”, „Кинохит“, „футбол ”, „футбол 2”, „Пятница“, ,,Охота и рыбалка”, ,,Кино плюс”, ,,Кухня ТВ”, ,,Animal planet”, „Discovery“, „Inter+“, „Шансон ТВ”, „Euronews“. შპს „ ტვ XXI+“-ს ჯარიმა 9 000 ლარის ოდენობით დაეკისრა.
და ბოლოს შპს „BATUMI MEDIA GROUP“, რომლის შემოწმებაც კომისიის მონიტორინგის ჯგუფმა 2014 წლის 26 სექტემბერს ჩაატარა. კომპანია შემდეგ სამაუწყებლო არხებს ავრცელებდა შესაბამისი ნებართვის გარეშე: „ტელეარხი 25“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „იმედი“, ,,ობიექტივი“, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, ,,TV 11“, ,,აჭარა“, ,,GDS“, ,,კავკასია“, „ერთსულოვნება“, „კომედი არხი“, „Иллюзион+“, ,,TV 4“, ,,Cartoon network“, ,,XXI+“, „Наш Футбол,” „Show“, ,,Новое кино“, „Fashion tv“, ,,ქართული არხი“, „ენკი-ბენკი“, „РУ ТВ“, ,,National Geographic”, „ТНТ“, ,,ORT“, ,,НТВ“, ,,Россия 1“, ,,Перец“, ,,Eurosport “, ,,Баскетбол“, ,,TV 3“ (რუსული), „Феникс Кино“, ,,24 Техно“, ,,Теннис”, ,,Eurosport 2“, ,, Боец ТВ“, ,,RTVi“, ,,TV1000 action“, ,,TV1000”, „STV“, ,,Россия К”, ,,РЕН ТВ“, ,,СТС“, ,,Домашний“, „Индия ТВ“, ,,Премьера”, „Кинохит“, „Футбол“, „Футбол 2“, „Пятница“, ,,Карусель“, ,,МИР“, ,,Охота и рыбалка“, ,,Кино плюс“, ,,Кухня ТВ“, ,,Animal planet“, „Discovery“, „Шансон ТВ“, „C1“, „Euronews“.
ვინაიდან შპს „BATUMI MEDIA GROUP“ მსგავსი დარღვევისთვის კომისიამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე ერთხელ დააჯარიმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განმეორებით იგივე შინაარსის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა კომპანიის ბოლო 12 კალენდარული თვის ჯამური შემოსავლის 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 27000 და არა უმეტეს 270000 ლარისა. აქედან გამომდინარე შპს „BATUMI MEDIA GROUP“ დაეკისრა ჯარიმა 27 000 ლარის ოდენობით.
აქცია- ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე”
რატომ არ უნდა დაინგრეს “რვაფეხა” [ვიდეო]
ვიდეო მოამზადა ლაშა-გიორგი ფალავანდიშვილმა.
ხანძარი “ხოფი” ბაზრობაზე [ფოტო]
7 დეკემბერს,
საკონსტიტუციო სასამართლოში ოლიმპიადაში გამარკვებულები დააჯილდოვეს
გადავარჩინოთ „რვაფეხა“ აქციაზე ქალაქის მერი და დეპუტატები იყვნენ
აქციაზე ქალაქის მერი და დეპუტატები იყვნენ.

ქედაში ხალხური რეწვისა და ტრადიციული ხელოვნების სკოლა გაიხსნა
მშენებელი ხარისხზე, კონკურენციასა და სახელმწიფოსთან ურთიერთობაზე

ბატონო ლაშა, წილი რატომ გააჩუქეთ?
მაშინ უცხოეთში წასვლას ვგეგმავდი და არ მეცალა.
ხომ შეგეძლოთ გაგეყიდათ და ამით ფინანსური სარგებელი მიგეღოთ?
წილი ახალობელს მივეცი, სხვისთვის არ მიმიცია, ნათესავები და მეგობრები ვართ.
„ბი აი სი“ მხოლოდ კერძო საცხოვრებელ კორპუსებზე მუშაობს თუ სახელმწიფოსთანაც გაქვთ რაიმე ვალდებულება აღებული?
ჩვენი საქმიანობა ძირითადად საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა-რეალიაზაციასთან არის დაკავშირებული. ეს არის როგორც სამშენებლო ნაწილი, ასევე დეველოპერული. ჩვენ ვყიდულობთ მიწას, ვაფორმებთ მოსახლეობასთან შეთანხმებას, ვაკეთებთ პროექტებს, შემდეგ ამ ფართობს ვყიდით. არ გვაქვს რაიმე ვალდებულება სახელმწიფოსთან, რადგან მიწა, სადაც ჩვენ ვაშენებთ, კერძო სექტორისაა. მთლიანობაში ჩვენს მენეჯმენტს შეხება ჰქონდა დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრ მშენებლობასა და რეალიზაციასთან.
რაც შეეხება სახელმწიფო აუქციონებს, მსგავსი პროექტი ჯერ არ გვქონია. თუმცა, ამჟამად გვაქვს სურვილი მივიღოთ მონაწილეობა და განაცხადიც გავაკეთეთ ბათუმში არასათანადო არასაცხოვრისი ფართობის ნაცლად ახალი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით პროგრამაში ჩასართავად.
როგორ ფიქრობთ, თანხობას მიიღებთ მთავრობისგან?
არჩეულ ადგილთან დაკავშირებით მთავარობამ გამოხატა პოზიცია, უფრო უარესი ადგილიც არისო. ვერ გავიგე ეს რას ნიშნავს. თუ საცხოვრებლად უვარგისი სახლების ათვისებაზეა საუბარი, ჩვენ ერთ-ერთი ასეთი ადგილის ათვისება შევთავაზეთ, ბოლომდე უარი ჯერ არ უთქვამთ.
უკვე ნახევარი წელია ამაზეა საუბარი და არც ერთი კონკრეტული პროექტის განხორციელება არ არის დაწყებული. საჭიროა ბევრი მხარის თანხმობა და ეს შესაბამისად საჭიროებს უფრო მეტ დროს, ვიდრე ჩვეულებრივი კომერციული პროექტი.
ყველაზე დიდი პროექტი, რაც ამ დრომდე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას უკავშირდებოდა, რომელი იყო და რა პრობლემებია ბათუმში დიდი პროექტების განხორციელების დროს?
ეს არის ფარნავაზ მეფის, გორგასლის ქუჩების კუთხეში საცხოვრებელი კომპლექსი. ჩვენი ძალებით ვახორციელებთ როგორც მშენებლობის პროცესს, ასევე მოსაპირკეთებელ სამუშაოებს. თუ არ ვცდები, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც ბათუმში მიწისქვეშა ავტოსადგომები გააკეთა. ბათუმში თბილისთან შედარებით პრობლემაა წყლის დონე, თბილისში შეიძლება სამსართულიანი სადგომებიც გაკეთდეს.
ამ დროისთვის სრულიად ათვისებულია თქვენს მიერ აშენებული ფართობები?
ჩაბარებულ სახლში არც ერთი ფართობი არ გვაქვს თავისუფალი. ახლა ვაშენებთ 12-სართულიან სახლს, სადაც ასევე ბინების 70 პროცენტი უკვე გაყიდულია. ჯერ მშენებლობა არ გვაქვს დასრულებული.
ანუ მოთხოვნა ბაზარზე მაღალია?
ჩვენ ვმუშაობთ პრინციპით, რომ ყველაზე დიდი რეკლამა და წახალისება არის კმაყოფილი კლიენტი. ვცდილობთ მზად ვიყოთ ყველაზე პრეტენზიული კლიენტის მოსასმენად: არ უნდა იყოს ჰოლის სისტემა, არ უნდა იყოს ოთახიდან ოთახში გასასვლელი, ყველა ოთახს უნდა ჰქონდეს ფანჯრები. ამ ყველაფერს თავიდანვე ვგეგმავთ. ადრე, კომუნისტების დროს აკეთებდენ ათასგვარ ეკონომიას, ახლა არის დამოკიდებულება, რომ ყველა ოთახი უნდა გადიოდეს ჰოლიდან, ანუ სხვა ადამიანის შეწუხების გარეშე უნდა შეხვიდე და გამოხვიდე. ჩვენთან ვინც ყიდულობს ბინას, ის ურჩევს თავის მეგობარს, ნათესავს, ნაცნობს. ისინი ძირითადად არიან ძველი კლიენტები ან მათგან გამოგზავნილები.
ყველა მენეჯერი ამბობს, რომ მისი პროდუქტი ხარისხიანია. ხარისხს ვინ აკონტროლებს?
კლიენტი თანდათან გათვიცნობიერდა. იშვიათად, მაგრამ გვყოლია ისეთი კლიენტი, ვინც შემოწმების მიზნით მოსულან ბეტონის დასხმის პროცესში, ისეც მოხდა, რომ კლიენტმა ბეტონი ამოღო და ხელით შეამოწმა, რათა ენახა როგორი მასალაა. ინერტული მასალა უნდა იყოს დატეხილი. იყო შემთხვევა, როცა კლიენტმა ბოლო ეტაპზე თანხა მანამ არ გადაიხადა, ვიდრე არ შეამოწმა შენობის მდგრადობა.
მომხმარებელს ბინის შესაძენად ხშირად ბანკის მაღალი პროცენტის გადახდა უწევს. ამბობენ, რომ უცხოეთში მსგავს სერვისს გაცილებით უკეთეს პირობებში სთავაზობს კლიენტს სამშენებლო კომპანია...
სტიმულირებას ვუკეთებთ მათ, ვისგანაც შეგვიძლია თავიდანვე მოვიზიდოთ თანხა. რაც შეეხება განვადებას, გააჩნია მშენებლობის რა ეტაპზე ვართ. თავიდან გვაქვს 18-დან 20-თვიანი განვადება. მაქსიმუმ 24 თვიანიც შეიძლება იყოს, ეს პირობები გვაქვს მშენებლობის საწყის ეტაპზე, შემდეგ უკვე მცირდება 18-12 თვემდე.
კონკურენციაზე რას იტყვით?
ის, რომ ბათუმში მოთხოვნა მაღალია, ეს ალბათ ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა განაპირობა, მიმზიდველი გახდა ქალაქი. დიახ, კონკურენცია მაღალია, რადგან ამ მიმართულებით ბევრი კომპანია მუშაობს ბაზარზე, ბევრიც გადის ბაზრიდან, რადგან ვერ შეძლო გამართულად მუშაობა, ახლები შემოდიან. არის ასევე დიდი კომპანიები, რომლებმაც ბათუმში აიდგეს ფეხი და მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობენ. კარგია, რომ შემოდის რეგულაციები – უნდა გაკონტროლდეს, სად რა უნდა აშენდეს. სამწუხაროდ, დღეს ეს საქმე მიბარებულია კომპანიაზე.
ერთია ხარისხი, თუ რა მასალით კეთდება, მეორეა ქალაქმშენებლობის რეგულირების საკითხი, ეს ისეთი საკითხია, რაზეც ცალკეული კომპანიები არ უნდა ფიქრობდნენ. როცა ინვესტორი აშენებს, მშენებლობა რაღაც სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს, მაგრამ ამ სატანდარტებს უნდა ადგენდეს სახელმწიფო და შესაბამისი უწყება ამის უნდა აკონტროლებდეს. კომპანია დაინტერესებულია მეტი შემოსავალი მიიღოს.
ინვესტორი რამდენად ჩართულია თქვენი მუშაობის პროცესში?
ყოველდღიურად არა, მაგრამ ჩართულია. ყველა პროექტს სჭირდება ფინანსური მდგრადობა.
დასავლეთ საქართველოს ახალი მუფტი თავის გეგმებზე
- ბატონო ბეგლარ, როგორ მოიპოვეთ მეჯლისის ნდობა, ყველა წევრმა დაგიჭირათ მხარი, თუ მოწინააღმდეგეებიც იყვნენ?
ჩემი ჩათვლით, სულ 16 ადამიანი მონაწილეობდა არჩევნებში და აქედან 15-მა მე დამიჭირა მხარი. მე არავის არაფერს არ ვთავაზობ. დაახლოებით 24 წელია წინამძღვარი ვარ. 11 წელი ხელვაჩაურის მუფთი ვიყავი, აქედან გამომდინარე ავტორიტეტი მქონდა ხალხში, ჩემს საბჭოშიც. ვემსახურები ღმერთს და არ გავაკეთებ იმას, რაც არ ეკადრება მორწმუნე ადამიანს. ეს არის ჩემი ავტორიტეტი.
- მუფთის პოზიციაზე თქვენი პასუხისმგებლობა გაიზარდა. ალბათ კარგად იცნობთ იმ პრობლემებს, რაც მუსლიმ თემს შეექმნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. როგორ აპირებთ ამ პრობლემების მოგვარებას, გაქვთ წინა მუფთისგან განსხვავებული ხედვა?
ჩვენ ყველა საქმეზე ვმუშაობთ, ყველა პრობლემა გადაწყდება და რა თქმა უნდა, განსხვავებულსაც გავაკეთებთ, მაგრამ, ჯერჯერობით, ვზივართ და ვმუშაობთ.
- შეგიძლიათ რაიმე კონკრეტული საკითხი დაგვისახელოთ?
ამას შემდეგში გაიგებთ. ეს გამომჟღავნდება ყველგან და ყველა გაიგებს. წინასწარ საუბარი არ არის საჭირო.
ყველაზე თვალშისაცემი პრობლემა აჭარის რეგიონში იყო მედრესეს გახსნის საკითხი ქობულეთში და ახალი მეჩეთის მშენებლობა ბათუმში. ბოლო პერიოდში საუბარი დაიწყო სამუფთო რეზიდენციის მშენებლობაზეც. ამ საკითხებიდან ყველაზე პრიორიტეტული რომელი იქნება თქვენთვის?
ამ ყველა საკითხზე ვმუშაობთ და უცებ ყველაფერი არ კეთდება. ვთათბირობთ ხელისუფლებასთან, საბჭოსთან და ყველაფერი იქნება ისე, როგორც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოს, რელიგიას და ა.შ
- წინა მუფთს მუსლიმები საყვედურობდნენ იმის გამო, რომ ის გარკვეულ კომპრომისებზე მიდიოდა ხელისუფლებასთან. საუბარი იყო იმაზე, რომ ყოფილმა მუფთმა მოითხოვა ახალი სამუფთო რეზიდენციის მშენებლობა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის სანაცვლოდ. ამ საკითხზე რა პოზიცია გაქვთ თქვენ?
წინა მუფთის ამბავში არ ჩავერევი, მაგრამ სამუფთო რეზიდენციის მშენებლობის საკითხი ძალაში რჩება. ვნახავთ, მუსლიმები რომელ საკითხებს მიანიჭებენ უპირატესობას. ვფიქრობ, ამ პრობლემებს მომავალში წერტილი დაესმება და აღარ იქნება ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის შუღლი. ერთმანეთის სიყვარულით უნდა ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო.
- ბატონო ბეგლარ, დოკუმენტზე, რომლითაც ყოფილი მუფთი დათანხმდა ხელისუფლებას ახალ მეჩეთზე უარის თქმის სანაცვლოდ სამუფთო რეზიდენციისა და მედრესეს მშენებლობას, თქვენც გაქვთ ხელი მოწერილი. ახლა რას აპირებთ, შეიცვლება ეს მოთხოვნები თუ ძალაში დარჩება რეზიდენციის მშენებლობის საკითხი?
ჩვენ ყველაფერს დავეთანხმებით, როგორც სახელწიფო გადაწყვეტს. თუ სჭირდება მუსლიმ თემს მეჩეთი, უნდა აიგოს მეჩეთი, თუ სჭირდება რეზიდენცია და ვფიქრობ, რომ გვჭირდება, უნდა გაკეთდეს რეზიდენცია. სტუმარს ვერ ვიღებთ წესიერად. ყველაფერი იქნება გარკვეული და ყველაფერზე გექნებათ ინფორმაცია, როცა მოვა ამის დრო.
- თქვენი აზრით, “ყველაფერი იქნება მომავალში”, მაინც რა დროს მოიცავს?
კითხვის ნიშნები რომ არსებობდა, ჩვენც იმიტომ მოვედით, ეს კითხვის ნიშნები აღარ იყოს და ყველაფერი მოვაგვაროთ. ეს არის ღვთის ნება, თუ ის იტყვის, გაკეთდება.
- მუსლიმების უკმაყოფილებას იწვევდა ის, რომ საქართველოს სამუფთოს დამაარსებლები იყვნენ სახელმწიფო მოხელეები, არამუსლიმები, რომლებიც დღემდე არიან მეჯლისის წევრები. მათაც მიიღეს თქვენს არჩევაში მონაწილეობა?
აღარ არიან ეგ ადამიანები. ერთი იყო ფაქტობრივად, ბეგიაშვილი და ჩვენ ჩავანაცვლეთ რეზო მიქელაძეთი, რომელმაც ქართულად თარგმნა ყურანი და არის განათლებული ადამიანი. ყველაფერი მოგვარებულია, არც სამმართველოსთან გვაქვს პრობლემები და არც სახელმწიფოსთან. ჩვენ ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ვიქნებით, თუ ვიქნებით ერთად.
- არიან მუსლიმები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ზეწოლას ახდენს გარკვეული საკითხების გადაწყვეტისას. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
მე ვარ რელიგიური პირი, ღმერთის მორჩილი ადამიანი და ამის გარკვევა ჩემი საქმე არ არის. ვეცდები ის კონფლიქტები, რაც აქამდე იყო მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის, მოგვარდეს.
საკრებულოს წევრს გადაადგილება შეუზღუდეს
როგორც დეპუტატი „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, მას მებაჟემ ტელეფონით დაალაპარაკა პირი, რომელმაც თავი ფინანსური პოლიციის თანამშრომლად წარუდგინა:
„ტელეფონით მელაპარაკა პირი, გვარად ჟვანია, (სახელი აღარ მახსოვს) და მითხრა რომ იყო ფინანსური პოლიციის საფინანსო დეპარტამენტის გამომძიებელი. დღეს თბილისის პროკურატურაში დაბარებული ხარ მოწმის სტატუსით და ამიტომ, საზღვრის დატოვების უფლება არ გაქვსო. მათ არ განუმარტავთ რა საქმესთან დაკავშირებით ვიყავი დაბარებული პროკურატურაში, რადგან პროკურატურიდან უწყება არ მომსვლია“-აცხადებს საკრებულოს წევრი.
კაზარფარ მამედოვი ამბობს, რომ ის პოლიტპატიმარი იყო და 2012 წელს ამნისტიის შედეგად გაათავისუფლეს.
კაზანფარ მამედოვი ამბობს, რომ მან თვითმმარტველობის არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატთან იყარა კენჭი და არჩევნებში გაიმარჯვა.
საკრებულოს წევრი ამ დროისთვის სარფის საბაჟოს გამშვებ პუნქტშია გაჩერებული და მებაჟეებისგან ოფიციალურ წერილობით პასუხს ელოდება, თუ რატომ არ აძლევენ საზღვრის გადაკვეთის უფლებას.
ირღვევა თუ არა დეპუტატის უფლება და რატომ შეუზღუდეს საკრებულოს წევრს გადაადგილების უფლება, ამ საკითხზე შს სამინისტროს კომენტარს რამდენიმე წუთში მოგაწვდით.
გენდერული თანასწორობა აჭარაში
პრესკაფე
სიუჟეტში სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანები განიხილავენ რა არის ქსენოფობია, რა იწვევს ქსენოფობიას, რამდენად აწუხებს ეს პრობლემა ქართულ საზოგადოებას და როგორ შეიძლება მისი მოგვარება. სიუჟეტის ავტორი თამთა კახაბერიძეა, მოსწავლე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისე.
პრესკაფეში დღეს სიუჟეტის პრეზენტაცია და დისკუსია გამართა, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“, რომელიც ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით.
მღვდელი საჯარო მოხელეთა შესარჩევ კომისიაში
გელა კილაძემ „ბათუმელებტან“ განმარტა თუ რატომ მიიღო გადაწყვეტილება კომისიაში სასულიერო პირი მიეწვია: „სპეციალისტის რანგში მყავს მოწვეული ფილოლოგი , სასულიერო გიმნაზიის პრორექტორი დეკანოზი მირიან ფირცხალაიშვილი. ის, როგორც მამაო, არ მყავს კომისიაში. აბა ადამიანი რაღაცას რომ წერს, რაღაცას რომ აკეთებს, ხომ უნდა იკითხოს რა ხდება, როგორ არი და რა არი.
ის არის კომისიაში როგორც დამოუკიდებელი პიროვნება, რომელსაც ჩვენს დაწესებულებასთან არანაირი კავშირი არა აქვს. მთავრობის დადგენილებაში წერია, რომ შესაძლებელია კომისიაში მოწვეული იყოს ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ ექნება კავშირი ამ დაწესებულებასთან. ვიხელმძღვანელე ამ დადგენილებით და როგორც დადებითი პიროვნება, როგორც ობიექტური ადამიანი… და გიკონკრეტებთ სხვანაირად რომ არ დაწეროთ, ის არის ფილოლოგი სპეციალობით, ის არის საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორი… ის რელიგიის კუთხით არ მოგვიწვევია, რა ვქნათ თუ დეკანოზია, კომისიაში მოწვეულია როგორც სპეციალისტი“.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტეში საკრებულოს საჯარო მოხელეთა კონკურსი ჯერ კიდევ გრძელდება.
ბათუმში, ლიფტის შახტაში გოგონა ჩავარდა
მახოს სექსუალური სკანდალის შემდეგ
თემურ ქ. 33 წლისაა. ის ამჟამად ქუთაისის საპატიმრო დაწესებულებაშია მოთავსებული. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. დანით მიყენებული ჭრილობებით კლინიკა „მედინაში“ გადაყვანილი მისი ბიძა, დომენტი ქ. როგორც სოფელში ამბობენ, ამ დროისთვის სრულად გამოჯანმრთელებულია, მაგრამ სოფელში არ დაბრუნებულა.
სოფელ მახოში ამბობენ, რომ დომენტი ჯერ ქობულეთში წავიდა თავის ახლობლებთან, მაგრამ იქ არ მიუშვეს, მერე ფოთში გადავიდა, ახლა შეიძლება თურქეთშია წასული. „მისი ცოლი იქ მუშაობს და ალბათ ერთად წავიდნენ. მე ზუსტად არ ვიცი“, – ამბობს ბრალდებულის დედა.
ბრალდებულის დედა დასძენს, რომ სანამ მისი შვილი პატიმრობაშია, დომენტის ოჯახი, რომლებიც მისი შვილის ბიძაშვილები არიან, სოფელში ვერ დაბრუნდება. „ჩემს შვილს მაგათ დანაშაული მიყიდეს. მაგენი აქ რომ დევნახო, მეც ევღებ დანას და დავარტყამ. მერე დამიჭირონ, წავალ და მაინც ჩემს შვილთან ერთად დავჯდები“.
თავდაპირველად თემურ ქ.-ს განზრახ მკვლელობის მუხლით ჰქონდა ბრალი წაყენებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას 8-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, მაგრამ თანასოფლელებმა აქცია გამართეს აჭარის პროკურატურასთან სასჯელის მუხლის გადაკვალიფიცირების მოთხოვნით და პროკურატურამაც მათი მოთხოვნა გაითვალისწინა.
თემურ ქ.ს დედის თქმით, მის შვილს ახლა შეიძლება ერთი წელი და ოთხი თვე მიუსაჯონ. მას იმედი აქვს, რომ სასამართლო ამ სასჯელსაც შეუმსუბუქებს და შვილი სახლში 6 თვეში დაბრუნდება: „მე არ ვყოფილვარ პროკურატურასთან, მაგრამ სოფელი წავიდა. მე შევხვდი შოთა ტყეშელაშვილს [აჭარის პროკურორი] იუსტიციის სახლის მე-15 სართულზე და მითხრა, რომ ჩემს შვილს ციხეში დიდ ხანს დარჩენა არ ემუქრება.
მე ერთი რამე ვიცი, ბიძაშვილებს – ჩემს ბიჭს და კიდევ ერთ ბიძაშვილს, კადრები დომენტის შვილმა აჩვენა. სექსის კადრებია. აიფონია თუ რაღაც ჯანდაბა, ახალი ნაყიდი ჰქონია და თურმე იმით იღებდა. კადრებში იყვნენ სოფლის ქალები, ნათესავი ქალებიც, სულ 9 თუ 12 ქალი, მოხუცებიც და ახალგაზრდებიც. ჩემი შვილი ამან ძალიან ააღელვა, მივიდა დომენტისთან და უთხრა, რომ სოფლიდან უნდა წასულიყო. იმან – შენ ვინ გკითხავსო, აიღო და სკამი ესროლა. იგივე სკამი გაუქნია ჩემმა ბიჭმაც უკან და მოარტყა. „კუხნაში“ იყვნენ და მერე იმან მაგიდიდან პურის დანას წამოავლო ხელი. ჩემი ბიჭი ფიზიკურად ძლიერია, წაართვა ეს დანა და მას დაარტყა. დანა რომ აიღო, გამოდის მოკვლას უპირებდა თემურის. და ეგ უნდა მოვიდეს აქ?! – გამორიცხულია“.
ბრალდებულის დედა ამბობს, რომ დომენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის, რასაც სოფლის სხვა მცხოვრებლებიც ადასტურებენ. „ვის უნდა აღეძრა საქმე. ქალებმა, ვისაც მაგან ვიდეო უღო, არავინ არ უჩივლა. ყველას ახლა შერცხვა. ერთ ქალს მე რომ ვკითხე, მართლა გასმევდა წამალს-მეთქი, მითხრა – კოფეს კი ვსვამდითო. ერთი-ორის გარდა ყველას შვილები ჰყავს, ქმრებიც… ზოგის შვილებმა იციან ეს ამბავი ზუსტად, მაგრამ მოდიან და აქეთ მირჩევენ საქმეს, ხმამაღლა რატომ ამბობო. ვიტყვი. არ გავჩუმდები. აბა, ჩემი შვილი ციხეში იჯდეს და ეგენი გარეთ დადიოდენ?!“.
ბრალდებულის დედის ინფორმაციით, სოფელ მახოში გასულ თვეს მომხდარ სექსუალურ სკანდალში ქალების მიმართ ძალადობას, მათ შორის ბალახეულობით გაბრუებას, ანუ მამაკაცის მხრიდან დანაშაულის ჩადენას, ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სკანდალის გამომწვევი სუბიექტის მიმართ არც სისხლის სამართლის საქმე აღუძრავთ. სოფელში ამბობენ, რომ ამ საკითხის სოფლის დონეზე განხილვას მას შემდეგ აპირებენ, რაც ბრალდებული თემურ ქ. პატიმრობიდან გათავისუფლდება.
პროკურატურაში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ამ ეტაპზე დომენტი ქ.-ს მიმართ პროკურატურაში სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით საჩივარი შესული არ არის.
ბულვარის ადმინისტრაცია მერიის მართვაში დაბრუნების წინააღმდეგ
sak
ამ დროისთვის შეხვედრას საკრებულოს შვიდი დეპუტატი უსმენს. მათ შორის არ არის ოპოზიციის წარმომადგენლები.
შეხვედრა გაიმართა საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივით გაიმართა. შეხვედრა დღეს კულტურის ცენტრის წარმომადგენლების მოსმენით დაიწყო.
27 დეემბრამდე გაგრძელდენა სხვა ფრაქციების მომავალი წლის გეგმებისა და მონდიბარე წლის ანგაროშის მოსმენები.
ბათუმის ქუჩებში საახალწლო განათებებს ამატებენ

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე