ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ბათუმში, გიორგი კირთაძე “ბათუმელებთნ საუბრისას” ამბობს, რომ აჭარიდან თბილისში მიმავალ კოლონას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მიაცილებენ.
“სუს-ის თანამშრომლები მოყვებიან ჩვენს მანქანას, გზაში გვიღებენ ფოტოებს, გვიქნევენ ხელებს, ბათუმის მერმა დღეს და ხვალ დანიშნა თათბირები და მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციების (აიპ. შპს) თანამშრომლები გააფრთხილეს რომ ქალაქიდან არ გასულიყვნენ “-ამბობს გიორგი კირთაძე.
ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი კატეგორიულად უარყოფს ენმ-ის მიერ გავრელებულ ამ ინფორმაციას და ამბობს, რომ შაბათ-კვირას თათბირი არ არის დაგეგმილი.
გიორგი კირთაძისი ინფორმაციით, აჭარიდან თბილისში ათასზე მეტი ადამიანი მიემგზავრება.