სპეცოპერაცია ბათუმში გუშინ, 2 ივნისს ჩატარდა. ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებული და მასთან ერთად დაკავებული, შს სამინისტროს ცნობით, წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი.
გამოძიების ვერსიით, გ.მ. 2015 წლის დასაწყისიდან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს სიცოცხლის მოსპობის მუქარითა და ძალადობის გამოყენებით ფულს სისტემატურად სძალავდა. “გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გიორგი მ. აღიარებს ქურდული სამყაროს წევრობას”, – ამბობს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში სამმართველოს უფროსი.
მიხეილ ძაგნიძე
სამართალდამცავებმა გ. მ. ბათუმში, ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებისას მისმა თანმხლებმა შ. ქ-მ პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ისიც შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
გამოძიება გ. მ-ს მიმართ ქურდული სამყაროს წევრობისა და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით), ხოლო შალვა მ-ს მიმართ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებული 30 წლის მამაკაცია
საპასუხო მატჩი ”დინამოსა” და ”ომონიას” შორის 9 ივლისს კვიპროსში გაიმართება, სადაც გადაწყდება ბათუმის დინამო გააგრძელებს თუ ვერა უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპში ასპარეზობას.
საქართველოს მოქალაქის თემურ აბაშიძის განცხადებით, 30 ივნისს, დაახლოებით დღის პირველ საათზე, ის და მისი ოჯახის წევრები თურქეთის საბაჟოზე სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყვეს თურქეთის საბაჟოს თანამშრომლებმა. მერაბ ღოღობერიძემ კი კვერცხების სროლით სწორედ ეს ფაქტი დაგმო.
აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მერაბ ღოღობერიძე პოლიციის თანამშრომლებმა საპატრულოს მანქანაში ჩასვეს.
როგორც “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მერაბ ღოღობერიძე დაკავებულია ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის ბრალდებით.
მერაბ ღოღობერიძემ რამდენიმე თვის წინ კვერცხები დაუშინა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს პეტრე ზამბახიძესაც.
მაშინ მერაბ ღოღობერიძე ბათუმის მერიის ავტოტრანსპორტის სამსახურში მუშაობდა.
ბათუმში, სამშენებლო კომპანია „გუმბათის“ მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში – „სუბტროპიკ სიტiში“ იყიდება 64 კვ.მ ბინის შავი კარკასი. ფასი 37 ათასი აშშ დოლარი. ID 9452
რამდენად სარწმუნოა თვითმხილველების მიერ მოწოდებული ინფორმაცი,ა ამ კითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ პასუხობენ. სამინისტროში განმარტეს, რომ დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.
თვითმხილველის თქმით, სპეცოპერაციას ვიდეოკამერით იღებდნენ.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე აამბობს, რომ სოფლებში ხშირია ისეთი სასწრაფო დახმარების ბრიგადების გამოძახების ფაქტები, როდესაც პაციენტებს მათი სამედიცინო მომსახურება არ სჭირდებათ, მისი განცხადებით მსგავის გამოძახებების შესამცირებლად საჭიროა სამუშაო პროცესში თემის სამედიცინო პუნქტის ექთანი და სოფლის ექიმი ჩაერთოს, საბოლოო გადაწყვეტილება პაციენტის შემდგომი სამედიცინო მომსახურების გაწევაზე კი სოფლის ექიმმა მიიღოს: „სასწრაფო სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად შევხვდით ქედისა და შუახევის მიუნიციპალიტეტში პირველადი ჯანდაცვის სოფლის ექიმებსა და სასწრაფო სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებს, ვფიქრობთ, რომ მათი დაახლოება და ერთობლივი მუშაობა სოფლებში სამედიცინო მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებსს. სოფლებში ძირითადად პრობლემა ის არის რომ არის ისეთი სასწრაფო გამოძახებები, როდესაც პაციენტს მსგავსი მომსახურება ესაჭიროება.
ყველა სოფელში არის თემის სამედიცინო პუნქტის ექთანი, რომელსაც შეუძლია პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია სოფლის ექიმს მიაწოდოს და სოფლის ექიმმა გადაწყვიტოს პაციენტისთვის შემდგომი სამედიცინო რეაგირება. აუცილებელი არ არის ყველა გამოძახებაზე მივიდეს სოფლის ექიმი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აღჭურვილები არიან ავტომობილებით და აქვთ საწვავი, ზოგჯერ საკმარისია ექთანის სატელეფონო ზარი იმისთვის, რომ ექიმმა გადაწყვიტოს რა მომსახურების გაწევა არის საჭირო, სწორედ ამ საკითხვებზე ვმუშაობთ“ – აცხადებს ლევან გორგილაძე.
„სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში 9,ხოლო შუახევის მუნიციპალტეტში 10 ამბულატორია ფუნქციონირებს.
ვიცე-მერის ბაგრატ მანველიძის განცხადებას „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ: „როგორც ვხედავთ, სეზონთან დაკავშირებით ქალაქში არაერთი უმსგავსო ჯიხური მომრავლდა, რაც აზიანებს ჩვენი ქალაქის იერსახეს და არღვევს კანონს. ყველა უკანონო ვაჭრობას და უსახური ობიექტების ქალაქის ტერიტორიაზე ჩადგმას მოყვება მკაცრი რეაგირება. სოციალური ფონის გათვალისწინებით ადამიანებს მიეცათ გარკვეული ვადა, რომ ეს ობიექტები მოექცეს სამართლებრივ ჩარჩოებში და ასევე არ ამახინჯებდეს ტერიტორიის იერსახეს. მოვუწოდებ ყველას, კერძო პირებსაც, რომელთა ტერიტორიაზე შეამჩნევენ უკანონო ობიექტებს, მიმართონ ზედამხედველობის სამსახურს. ეს უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის, ვინც მსგავს უკანონობას განახორციელებს. მერიის ზედამხედველობის სამსახური კანონის სრული დაცვით იმოქმედებს და გაატარებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს” .
მუხრან ვახტანგაძე: თუ ვინმეს ქვეყნისა და ერის წინაშე დანაშაული მიუძღვის, ყველამ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე. ჩემი ქვეყნის წინაშე კეთილი და კარგი საქმის მეტი არაფერი მიკეთებია. რაც შეეხება მურმან დუმბაძისა და მედეა ვასაძის განცხადებებს, ისინი საზღვრებს სცდებიან, ჩემს ღირსებას და თავმოყვარეობას უხეშად ეხებიან და მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ.
აპირებთ სასამართლოს მიმართოთ?
დიახ, რეპუტაციის შელახვის გამო, ღირსების შელახვისა და ტალახის სროლის გამო ვაპირებ სასამართლოს მივმართო.
მურმან დუმბაძე გუშინ პარლამენტში საუბრობდა 2003 წლის 23 ნოემბერზე. იმ პერიოდში სად იყავით, შეგიძლიათ გაიხსენოთ?
2003 წლის ნოემბრის ბოლო, მახსოვს ძალიან კარგად, 24, 25, 26 რიცხვებში ვიყავი ყაზახეთში, სადაც გავხდი მსოფლიო თასის მფლობელი. რომ ჩამოვედი, მახსოვს, რომ ამ თემაზე [დარბევაზე] იყო საუბარი, აქ დამახვედრეს ამბავი და მაგ თემასთან დაკავშირებით ბოდიშიც კი მომიხადეს, რომ შეცდომაში ვიყავით შეყვანილიო.
რა ამბავი დაგახვედრეს, ბოდიში ვინ მოგიხადათ და სად?
2003 წლის ნოემბერში თურმე გაულახავთ კობა ხაბაზი, ბერძენიშვილი, დავითაშვილი, ვიღაცაში ავერიე თურმე და მაშინ „ჩვენი აჭარას“ წევრებმა მოიწვიეს ტელევიზიები და საჯაროდ მომიხადეს ბოდიში, რომ შეცდომაში იყვნენ შეყვანილები.
რაც შეეხება კაფე „ხარება და გოგიას“ – არის ის თქვენი საკუთრება? იქ მომხდარ ხელჩართულ ჩხუბშიც პოლიტიკოსები თქვენ გადანაშაულებენ…
2002-დან 2005 წლამდე მე საერთოდ ბათუმში არ ჩამოვდიოდი, თუ რატომ ვერ ჩამოვდიოდი, ამაზე არ დავკონკრეტდები. მე პრობლემები მქონდა მაშინდელ ხელმძღვანელობასთან. რაც შეეხება კაფეს, არასოდეს მქონია ბიზნესი.
რა ურთიერთობა გაქვთ [გქონდათ] მედეა ვასაძესთან ან მურმან დუმბაძესთან აქამდე?
ჩემი კანდიდატურა ამ თანამდებობაზე, რაზეც დღეს ვარ, მურმან დუმბაძემ 2012 წლის ბოლოს დააყენა მთავრობაში – მუხრან ვახტანგაძეს ეკუთვნის ეს ადგილი, ეს ადამიანი უნდა იყოს დეპარტამენტის უფროსიო, აი იმის მერე რა შეიცვალა, არ ვიცი.
გუშინ, 1ივლისს, აჭარისგანათლების, კულტურისადასპორტისმინისტრმაგიორგითავამაიშვილმამუხრანვახტანგაძესამინისტროსთანამშრომლებსწარუდგინა. ვახტანგაძეაჭარისმთავრობისთავმჯდომარის 23 ივნისის #51 ბრძანებითაჭარისსპორტისადაახალგაზრდობისსაქმეთადეპარტამენტისხელმძღვანელად დაინიშნა.
„აუდიტის მასალები უკვე გადაგზავნილია პროკურატურაში, რადგან გამოძიების მასალებიდან იკვეთება, რომ თანხა გაფლანგულია. დირექტორის მიერ გადარიცხული თანხა, რომელიც ათი ათას ლარზე ბევრად მეტია, არ არის ასახული ბალანსში“ _ აცხადებს განათლების სამინისტროს შიდა აუტიდისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მჟავანაძე.
სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულის კვალიფიკაცია პროკურატურამ უნდა დაადგინოს: „სკოლის დირექტორი თანამდებობას დატოვებს, დანაშაულის კვალიფიკაციის დადგენის შემდეგ კი, დირექტორი კანონის შესაბამისად აგებს პასუხს“- ამბობს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი თეა ვადაჭკორია.
მისივე ინფორმაციით, საჯარო სკოლის დირექტორს, შტატის არსებობის მიუხედავად, ბუღალტერი არ ჰყავდა დანიშნული.
„ამ მატჩს ყველა მთელი სულითა და გულით ველოდებით. მოლოდინი “დინამოს” ყველა ფანს ერთნაირი გვაქვს – მოგებისთვის მივდივართ, გვჯერა ჩვენი გუნდის. ყველაფერს გავაკეთებთ ტრიბუნიდან, რომ ბიჭებს დავეხმაროთ და მოვიგოთ“.
იმავე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართება პარალელურად თბილისში, დინამო არენაზე, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან თბილისის “დინამო” და აზერბაიჯანის “გაბალა”.
ბათუმის “დინამო” – “ომონიის” შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაციას განახორციელებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხოლო თბილისის “დინამოსა” და “გაბალას” მატჩს პირდაპირი ეთერით საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადმოსცემს.
გიორგი ქამადაძე – ბათუმის ”დინამოს” ფანკლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი
ბათუმი ”დინამოსა” და ნიქოზიის ”ომონიის” მატჩზე დასასწრები ბილეთი
ბათუმის ”დინამოს” ფანკლუბელები, ბათუმში, ევროპის მოედნიდან ზესტაფონში მიემგზავრებიან
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროგრამის _ „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ შესახებ საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება და სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.
პრეზენტაცია დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა გახსნა. მისი განცხადებით, მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშეწყობისათვის.
„სამინისტრომ „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, 400 000 ლარი გრანტების სახით გასცა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რისი მიზანიც იყო, ერთი მხრივ, სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და მეორე მხრივ, არასამთავრობო სექტორის განვითარება-გაძლიერება. სამინისტრო მიზნად ისახავს, ევროკავშირის ქვეყნებიდან და სხვა გეოგრაფიული არეალიდან დაბრუნებული მიგრანტებისთვის, სოციალური და ეკონომიკური რეინტეგრაციის კუთხით, მხარდაჭერისა და დახმარების ერთიანი მექანიზმის განვითარებას, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება დაბრუნებული მიგრანტებისთვის სრულყოფილი ინდივიდუალური სარეინტეგრაციო პროგრამების შეთავაზება.
„სახელმწიფოს მიერ დაბრუნებულ მიგრანტებზე ზრუნვა აქტიურ ფაზაში შევიდა, ეს პროცესი შეუქცევადია და სამინისტრო არ დაიშურებს ძალისხმევასდაბრუნებულ მიგრანტთა სამშობლოში სრულყოფილი და ღირსეული რეინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
პროგრამის პრეზენტაციას დაესწრნენ დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე შტეფანშტორკი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა არასამთავრობო ორგანიზაცების წარმომადგენლებმაც, რომლებიც უზრუნველყოფენ სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთათვის სარეინტეგრაციო დახმარების სერვისების მიწოდებას.
პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები მიიღებენ იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნებიან დროებითი საცხოვრებლით, დაბრუნებულებს საშუალება ექნებათ გაიარონ პროფესიული გადამზადების კურსები და ექნებათ ხელშეწყობა მცირე საგრანტო პროექტების განსახორციელებლად.
პრეზენტაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ვიპიარ ჯგუფის“ ორგანიზებით გაიმართა. პროგრამის საზოგადოებრივ ინფორმირებულობას სწორედ ეს ორგანზიაცია უზრუნველყოფს.
როგორც პატიმარი წერს, ის იმყოფება ე.წ. უსაფრთხო საკანში უკვე რვა დღეა: „სადაც არ იღება ფანჯარა, არის უჰაერობა, არაა წყალი, რომ გარეცხო თეფში და ჭიქა, არის საშინელი ანტისანიტარია, მერვე დღეა საპნით ხელი არ დამიბანია, იძულებული ვარ, მივმართო მშრალ შიმშილობას“.
ბრალდებულის ადვოკატი, მერი ცინარიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მან პატიმარი დღეს მოინახულა: „როგორც მან მითხრა, არის გაუსაძლის პირობებში, არ გამოუცლია ერთი კვირაა ტანსაცმელი, ითხოვს საკანში გადაყვანას, მე დავწერე შუამდგომლობა ციხის ადმინისტრაციის სახელზე და ვითხოვე პატიმრის სტანდარტულ საკანში გადაყვანა, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აპირებს მიიყენოს დაზიანებები“.
ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულს ქურდობის გამო ასამართლებენ. სასამართლოს მისთვის ჯერ განაჩენი არ გამოუტანია. ადვოკატი ამბობს, რომ პატიმარი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვდა და სწორედ ამ მოტივით სურდა პროკურორთან შეხვედრა: „ საპროცესო შეთანხმებისა და პროკურორთან შეხვედრის მოთხოვნით მან მიიყენა თვითდაზიანებები, როცა ის სასამართლო პროცესზე ნახა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა, გადადო პროცესი“.
პროკურორმა პატიმარი ციხეში მოინახულა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, ბრალდებული შიმშილობს და ციხის ადმინისტრაციაც და სოციალური სამსახურიც მუშაობს მასთან, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. უწყების ცნობით, შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში პატიმარს გადაიყვანენ ჩვეულებრივ საკანში.
მომხდართან დაკავშირებით აჭარის განათლების სამინისტრომ ოფიციალურ ვებგვერდზე შემდეგი განცხადება გაავრცელა:
„საქმის გარემოებების გამოკვლევის, შესწავლისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, იკვეთება სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლის მიერ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დარღვევის ფაქტები.
ინსპექტირებით დადგენილია: სკოლის რიგ თანამშრომლებზე ხელფასების უკანონო დარიცხვა-გაცემის, რიგ თანამშრომლებზე კი დაურიცხაობის, დარიცხულ ხელფასებზე შესაბამისი დოკუმენტაციის არარსებობის პირობებში საშემოსავლო გადასახადის დაუკავებლობის, დაკავებული საშემოსავლო გადასახადის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე არგადარიცხვის, ხელფასების არასწორად დარიცხვა-გაცემის შედეგად წარმოშობილი დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების სკოლის ბალანსში აუსახველობის ფაქტები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, სსიპ – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ქმედებები შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შემდგომი რეაგირების მიზნით სამინისტრომ ინსპექტირების დასკვნა თანდართულ მასალებთან ერთად უკვე გადაუგზავნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას.
დასკვნა თანდართულ მასალებთან ერთად ასევე გადაიგზავნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, შუამდგომლობით; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე“- წერია განცხადებაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით, განათლების შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მჟავანაძე ოფიციალურ განცხადებას რამდენიმე წუთში გააკეთებს.
კადრი შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეო მასალიდან
სამართალდამცავების ცნობით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 13 შეკვრად დაფასოებული, 2,9054 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 2,0294 გრ ჰეროინს შეიცავს. ბათუმში, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ამოღებულია 1 ძირი კანაფი, რომლის წონა 67,43 გრამია. უწყების ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 265-ის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
გამოძიების ვერსიით დაკავებულმა 2013 წლის 4 აგვისტოს უზბეკეთის რესპუბლიკიდან ბათუმში საცხოვრებლად და სამუშაოდ მოტყუებით ჩამოიყვანა 1984 წელს დაბადებული უკადდამ ტ. და გონიოს დასახლებაში მდებარე ნაქირავებ ბინაში მოათავსა. შემდეგ უკანონოდ მიითვისა მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და შანტაჟით, იძულებით ჩააბა პროსტიტუციაში.
დილრაბო ა. უკადდამ ტ-ს მიერ პროსტიტუციის შედეგად გამომუშავებულ თანხებს 2013 წლის 7 ნოემბრამდე ითვისებდა, რაც დაზარალებულის განცხადებით, ათი ათას დოლარამდე თანხას შეადგენდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ამ თანხის მიღების შემდეგ ბრალდებულსა და დაზარალებულს ერთმანეთთან კავშირი არ ჰქონდათ, ამავე დროს დაზარალებული ბათუმში ცხოვრებას განაგრძობდა.
ტრეფიკინგის სავარაუდო ფაქტის შესახებ სამართალდამცავებისთვის 2015 წლის დასაწყისში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გახდა ცნობილი და ასევე დადგინდა, რომ ამა წლის თებერვალში დილრაბო ა-მ. უკადდამ ტ-ს სიტყვიერი მუქარის მეშვეობით კვლავ მოსთხოვა გარკვეული ოდენობის თანხა, ვითომდა ძველი ვალის დაბრუნების მოტივით. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებისა და საქმეზე მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებების შედეგად სამართალდამცავებმა დილრაბო ა-ს ბრალეულობა გამოავლინეს, ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს და დააკავეს.
გამოძიება დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით ტრეფიკინგის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
შემთხვევა ბათუმში ღამით ერთ-ერთ კლუბში მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, გვერდი-გვერდ მაგიდაზე მსხდომმა გოგონებმა და ბიჭებმა ერთმანეთს სცემეს. ბრალდებულებმა მოსამართლეს უთხრეს, რომ თავს დამნაშავედ მიიჩნევენ. პროკურორმა კი სასამართლოს შუამდგომლობა წარუდგინა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და საქმის არსებითი განხილვის გარეშე დასრულება მოითხოვა.
მოსამართლის კითხვაზე, ხართ თუ არა ადრე ნასამართლევი? – ბრალდებულმა, 20 წლის გოგონამ უპასუხა – კი. მას სასამართლომ ამჯერადაც საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცა – სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან 1000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდა ის და მასთან ერთად დაკავებული მეორე ბრალდებული. მესამეს კი ათი ათასი ლარი აქვს გადასახდელი სახელმწიფო ბიუჯეტისთვის [ძველი განაჩენის შეუსრულებლობის გამოც].
საქმის პროკურორი ლევან მურვანიძე იყო, ბრალდებულების ინტერესებს სასამართლო პროცესზე ადვოკატი ბიძინა ბერიძე იცავდა. ბრალდებულები პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებულები.
„ციხის სანახავად ხშირად მოდიან ტურისტები, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ტერიტორიის დასუფთავება“ – ამბობს სოფელ ზენდიდის მკვიდრი ილია ბეჟანიძე.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სოფიო ხაბაზი აცხადებს, რომ დასუფთავების აქციის მიზანი დასუფთავებასთან ერთად მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.
„მადლობას ვუხდი მუნიციპალურ ორგანიზაციებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს აქციაში. ისტორიულ-კულტურული ძეგლების მოვლა-პატრონობის კუთხით გამგეობამ აქტიურად დაიწყო მუშაობა. საჯარო მოხელეებს გვაქვს პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტში არსებულ ისტორიულ-კულტურულ ძეგლებზე, ხშირად ვატარებთ დასუფთავების აქციებს, ინფოტურებსა და ლაშქრობებს. დასუფთავების აქციებში საჯარო მოხელეებთან ერთად ხშირად ერთვებიან ახალგაზრდებიც“ – ამბობს სოფიო ხაბაზი.
„ზენდიდის ციხე, რომლის მხოლოდ დაზიანებული ნაწილია შემორჩენილი, 5 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას მოიცავს. ნაგებობა მე-17 საუკუნეს მიეკუთვნება. 2001 წელს აქ არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა, რისთვისაც კედლები გასუფთავდა მცენარეებისგან, რამაც დაშლითი პროცესი დააჩქარა. შენობის შესანარჩუნებლად ციხის კონსერვაცია აუცილებელია“ – აცხადებს ქედის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ვაჟა ფარტენაძე.
ცხმორისის ცენტრში, წვეულებათა დარბაზში დღეს, პირველ ივლისს, გამართულ საიუბილეო საღამოზე სერგო ხალვაშს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისალოცი ბარათი გადასცეს, საქართველოში რუსეთის წარმომადგენელმა, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის მრჩეველმა, ალან ხეთაგუროვმა კი ქედელ ვეტერანს საჩუქრად 1000 დოლარი გადასცა – ამის შესახებ „ბათუმელებს“ სერგო ხალვაშის შვილმა, ნოდარ ხალვაშმა უთხრა.
იუბილესთან დაკავშირებით ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სერგო ხალვაშს 500 ლარი, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ კი 1000 ლარი გადასცა. სერგო ხალვაშთან ერთად მეორე მსოფლიო ომში გეგელიძეებიდან 13 ახალგაზრდა იბრძოდა, მათგან მხოლოდ ოთხი დაბრუნდა ცოცხალი.
ამჟამად სერგო ხალვაში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ერთადერთი ვეტერანია ქედის მუნიციპალიტეტში. იგი ამბობს, რომ სტალინის დაცვაში მუშაობდა, ფაშიზმზე გამარჯვებას კი, როგორც თვითონ ამბობს, ერაყში შეხვდა. ის სამშობლოში 1946 წელს დაბრუნდა.
სერგო ხალვაშს 8 შვილი, 42 შვილთაშვილი და ორი შვილთაშვილის შვილთაშვილი ჰყავს.
გასულ წელს ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის ნორმების დაღვევის გამო გაფრთხილება სამ საწარმოს მიეცა, 2015 წლის მონაცემები კი ჯერ ცნობილი არ არის: „ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, არის ის, რომ 80-მდე საწარმოს ვუგზავნით გაფრთხილების წერილებს და ვეუბნებით, რომ გამონაბოლქვის დამჭერი დანადგარები და გამწმენდი ნაგებობები მოაწესრიგონ“, – ამბობს ნუგზარ პაპუნიძე.
გარემოს ზედამხედველობის სამსახურის 2015 წლის ოფიციალური მონაცემებით, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის აღრიცხვის მონაცემების დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობის გამო, სამ თვეში (მარტი, აპრილი მაისი), ადმინისტრაციული დარღვევის 24 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 150-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ხოლო ივნისში, ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ფიზიკური ზემოქმედების მხოლოდ ერთი ფაქტია რეგისტრირებული.
აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში აცხადებენ, რომ ბათუმში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია. ნუგზარ პაპუნიძე ამბობს, რომ გასულ წელს, მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, დასახლებულ პუნქტებში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შემოწმდა, თუმცა, მისივე განცხადებით, არსებითი დარღვევები არ დაფიქსირებულა.
„წელსაც დაგეგმილია 18 ნიმუშის აღება დასახლებული პუნქტებიდან. წინასწარ შერჩეული ადგილები არ გვაქვს. თუ შემოგვდის საჩივარი მოსახლეობისგან, ან სატელეფონო შეტყობინება, იმ კონკრეტულ მისამართებზე გავდივართ“.
ლაბორატორიული ანალიზების მიხედვით, ჰაერში აზოტის ოქსიდების, დიოქსიდების და ნახშირჟანგის კონცენტრაცია დგინდება. დადგენილი ნორმის მიხედვით, ჰაერში აზოტის შემცველობა 0,5-ს არ უნდა აღემატებოდეს, ჭვარტლის, ანუ შავი ნახშირბადის შემცველობა კი – 0,15-ს.
აღნიშნული ნორმები გასულ წელს სამმა საწარმომ დაარღვია. „აქედან ერთი, ზეთის ქარხანა მენეჯმენტში შექმნილი პრობლემების გამო გაჩერებულია. ხელვაჩაურში იყო მტვრის გადამეტების შემთხვევა სამშენებლო მასალების საწარმოს მიერ, თუმცა ეს პრობლემაც გამოსწორებულია, რადგან საწარმო ბუნებრივ აირზე გადავიდა და, შესაბამისად, დაბინძურების მაჩვენებელი საგრძლობლად შემცირებულია. ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციებს, რომ შეიძინონ მტვრის დამჭერები და შეამცირონ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი“, – ამბობს ნუგზარ პაპუნიძე.
ქალაქში მწვანე საფარის სიმცირისა და ავტომანქანების რიცხვის ზრდის მიუხედავად, გარემოს დაცვის სამმართველოში აცხადებენ, რომ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია.
„ზაფხულობით, ტურისტული სეზონის დროს, როცა ავტომანქანების რაოდენობა მატულობს ბათუმში, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელიც იზრდება. ერთადერთი, რაც ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, ქუჩების მორწყვაა“, – ამბობს ნუგზარ პაპუნიძე.
გარემოს, მათ შორის ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელს ქალაქში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ლაბორატორია ამოწმებს.
„გუშინ, 30 ივნისს, გადავდიოდი საზღვარზე ოჯახთან ერთად, ხუთნი ვიყავით. ჩემს ერთ შვილს უმიზეზოდ არ მისცეს შესვლის უფლება. ვიკითხე, რატომ მოხდა ასე, შენ ამის ადვოკატი ხარო, შენ უნდა გაგცე პასუხიო? და შემაგინა. მე ვუთხარი ოჯახთან ერთად ვარ დ თუ რამე დააშავა, მითხრი, მამა ვარ-მეთქი და კიდევ შემაგინა. მეც შევაგინე და ეს იარაღით წამოვიდა. ჩემს ცოლს ერთხელ დაარტყეს დუბინკა, მეორედ რომ მოუქნიეს, ჩემი შვილი გადაეფარა და მას მოხვდა“, – ამბობს თემურ აბაშიძე.
მისი თქმით, ინციდენტის შედეგად თურქეთის საზღვარზე რამდენიმე საათის განმავლობაში აღარ უშვებდნენ ქართველებს და მეორე მხარეს საქართველოს საბაჟოს წარმომადგენელიც გადავიდა მოსალაპარაკებლად.
ამირან აბაშიძე
18 წლის ამირან აბაშიძეს ყელისა და ყურის არეში სისხლჩაქცევის კვალი აქვს. იგი ამბობს, რომ თურქი მებაჟის რეზინის ხელკეტი მოხვდა. ის ამბობს, რომ საბუთები წესრიგში ჰქონდა.
ინციდენტს შეესწრო თემურ აბაშიძის მეუღლე, ასმათ აბაშიძეც. იგი ამბობს, რომ თურქი მებაჟეები მას უწმაწური სიტყვებით მიმართავდნენ, მან მებაჟეს ჩანთა მოუქნია და საპასუხოდ რეზინის ხელკეტი ჩაარტყეს. „ისეთი სიტყვები მაკადრა, არ შეიძლებოდა მოსმენა. დუბინკა ჩამარტყა, მეორედ რომ მოიქნია, ბავშვი გადამეფარა და მას მოხვდა“, – ამბობს ასმათ აბაშიძე.
აბაშიძეების ოჯახი, მათივე თქმით, სოციალურად დაუცველია დ ისინი თურქეთში დღიურ სამუშაოზე ხშირად გადადიან. მერაბ აბაშიძე ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა თურქეთის საბაჟოს თანამშრომლები უხეშად ექცევიან საქართველოს მოქალაქეებს და შეურაცხყოფას აყენებენ მათ.
ასმათ აბაშიძე
აბაშიძეების ოჯახმა რეაგირება თურქეთის საკონსულოს სთხოვა ბათუმში. „საკონსულოსგან ერთ რამეს ვითხოვთ, წესიერი გასვლა იყოს. მე შეიძლება არ გადავიდე, მაგრამ სხვა გადადის და სერიოზულ შეურაცხყოფას აყენებენ. უწმაწურ სიტყვებს იყენებენ, არ შეიძლება ასე, კანონი ყველა ქვეყნის მოქალაქისთვის კანონი უნდა იყოს“, – ამბობს თემურ აბაშიძე.
თურქეთის საკონსულოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ თემურ აბაშიძის ოჯახს სთხოვეს წერილობით მიმართვა და ამის შემდეგ საკონსულო საქმის შესწავლას დაიწყებს. კითხვაზე, მიუმართავთ თუ არა მსგავსი ტიპის საჩივრებით საქართველოს მოქალაქეებს აქამდე, თურქეთის საკონსულოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სიტყვიერი დაპირისპირების შემთხვევებზე მიუმართავთ, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქმე ფიზკურ დაპირისპირებას ეხება.
გალერეისა და კაფეს პროექტში თავიდანვე იყო განსაზღვრული, რომ მშენებლობის გამო სკვერში მრავალწლოვანი ხეები არ უნდა მოეჭრათ, შესაბამისად, გალერეის შუაგულში, შემინულ ნაწილში, მრავალწლოვანი წიწვოვანი ხეა მოქცეული, რომელიც გალერეის ზემოთ მდებარე კაფეს ღია ტერასას ბუნებრივად ჩრდილავს. ტერასას ჩრდილავს მეორე მრავალწლოვანი მცენარეც, ქაფურის ხე, რომელიც ასევე შენარჩუნებული იქნა.
ხელოვნების მუზეუმის დირექტორი, ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ მათ იდეას მშენებლების მხრიდან პროტესტი არ მოჰყოლია: „ეს იყო წინასწარ პროექტში გათვალისწინებული და არქიტექტორმა, ზურაბ ვაშაკიძემ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა.“
გალერეა ყოველ დღე, ორშაბათის გარდა, მუშაობს, კაფე კი ხელოვნების მუზეუმმა გააქირავა და ამჟამად აქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
– ჩვეულებრივ რეჟიმში ვემზადებით, ვიცით ვისთან გვაქვს საქმე. „ომონია“ ერთ-ერთი წამყვანი გუნდია კვიპროსში. დიდი გამოცდილება აქვს საერთაშორისო შეხვედრებში. ჩვენს ყველა ფეხბურთელს გაცნობიერებული აქვს, რომ 18 წლის შემდეგ გუნდი გავიდა ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე და ეს იყო დიდი წარმატება, ამიტომ თითოეული ფეხბურთელი გრძნობს ამ პასუხისმგებლობას. ყველა ძალიან მონდომებულია.
მომზადება დავიწყეთ 6 ივნისს ბათუმში. 18-ში თურქეთში ამხანაგურ მატჩებზე გავემგზავრეთ. ძალიან ცოტა დრო გვაქვს მოსამზადებლად, რადგან პირველივე ეტაპზე ჩავერთეთ ევროპის საკვალიფიკაციო თამაშებში. გვინდა, რომ ყველა ფეხბურთელი მოვამზადოთ, ვეძებთ სუსტ რგოლებს, ვიმუშავებთ ტაქტიკას. ამ დროისთვის სირთულეს ის წარმოადგენს, რომ ჩვენი ორი ფეხბურთელი, ცენტრალური მცველი ნიკა მგელაძე და ნახევარმცველი გიორგი ქავთარაძე გუნდს გამოეთიშა თურქეთში სპარინგ-შეხვედრებში მიღებული ტრავმების გამო. ეს ჩვენთვის დიდი დანაკლისი იქნება ამ ეტაპისთვის, რადგან ორივე ფეხბურთელი ბათუმის „დინამოს“ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები არიან. დავიმატეთ გიორგი გაბედავა „სამტრედიიდან“ და პაპუნა ფონიავა „მარტვილიდან“.
–რამდენიხნითგამოეთიშებიანთამაშს?
– ქავთარაძეს თამაშის მეტი შანსი აქვს, მგელაძე ვიცით, რომ პირველ თამაშს გამოტოვებს. ვფიქრობთ, განმეორებით თამაშზე კვიპროსში, ორივე მზად იქნება.
– ამ ფეხბურთელების ტრავმების გამო უკანა ხაზში გაგვიჩნდა პრობლემა. თუ სწრაფად აღდგება მათი ტრავმა, ვფიქრობ, კარგი გუნდი გვეყოლება წლევანდელ ჩემპიონატში და ევროპის პირველობაზეც. მთელი სამწვრთნელო შტაბი მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შევავსოთ ეს რგოლი. ვიცით, რომ კვიპროსის „ომონია“ შემტევ ფეხბურთს თამაშობს… გუნდი ძალიან კარგად ემზადება, შეტევით ხაზში ძალიან კმაყოფილები ვართ. გუნდს, ფაქტობრივად, გამოცდილება არ აქვს ევროპის ლიგაზე თამაშის. მაგრამ არიან ფეხბურთელები, რომლებსაც საგრძნობი გამოცდილება აქვთ, მაგალითად, ბერიაშვილს, შონიას, ახალაძეს, გაბედავას, ქავთარაძეს. გუნდმა მებრძოლი გუნდის სახე მიიღო. შევეცდებით ღირსეულად გამოვიდეთ ამ ტურნირებზე.
– გადავწყვიტეთ, რომ ვინც დაიმსახურა და ვინც ვერცხლის მედლებისთვის იბრძოლა წლევანდელ სეზონში, ის ხალხი დავტოვოთ ძირითად ბირთვად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩვენ გრძელვადიანი გეგმები გვაქვს, არ გვინდა ერთჯერადი გუნდი იყოს ბათუმის „დინამო“. გავუშვათ 10 კაცი, მოვიყვანოთ – ათი, პირველ რიგში ეს გავაჩერეთ და ასეთი მიდგომა არ იქნება, სანამ ჩვენ ვიქნებით ბათუმის „დინამოში“. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ფეხბურთის დონე აჭარაში წამოიწევს აუცილებლად. გარდა ამისა, ბათუმს კიდევ ერთხელ გაიცნობს ევროპა და დაინახავს, რომ ბათუმის „დინამო“ ღირსეული გუნდია. თავისთავად ჩვენი სახელია, რომ ბათუმის „დინამო“ კიდევ ერთხელ მოხვდა ევროპის პირველობაზე საასპარეზოდ. ბიჭებს გაცნობიერებული აქვთ ყველაფერი და იციან რა საქმიდან რა საქმეზე მივედით.
– კალენდარი მიახლოებით ვიცით. თუ დავძლიეთ პირველი ბარიერი, მეორე ეტაპი იქნება 14 და 19 ივლისს. პოლონეთის „იაგელონია ბელოსტოკისა“ და ლატვიის „კრუოიას“ შორის, რომელიც გაიმარჯვებს იმას შევხვდებით.
– ამით არ მთავრდება არაფერი. ჩვეულებრივ რეჟიმში ვითამაშებთ. ჩვენ ვართ ვერცხლის პრიზიორები. გავაგრძელებთ მუშაობას. ბევრი საქმე გვაქვს წინ, აგვისტოში ეროვნული ჩემპიონატი გვეწყება. ჩვენი მიზანია გუნდის აშენება ისე, რომ მომავალში სისტემატიურად მონაწილეობდეს ევროპის პირველობებზე. წლევანდელი ასპარეზობა დიდ გამოცდილებას მოგვცემს.
–როგორიათქვენიმოლოდინი?
– ორმოცდაათი ორმოცდაათზე. მე ოპტიმისტი ვარ და ვიცი, რომ ჩვენი გუნდი არ შეირცხვენს თავს. პირველი თამაშის მერე უფრო თამამად შემიძლია რაღაც-რაღაცებზე ვილაპარაკო.
–ვინმიგაჩნიათყველაზეძლიერმეტოქედ?
– ძალიან ბევრი კარგი გუნდია. ჩვენ მოვხვდით სხვა კალათაში წილისყრით, არიან უფრო ძლიერი და სახელგანთქმული გუნდები. ბუნდესლიგის, ინგლისის, იტალიის. ამ ეტაპს თუ გავივლით, მეორე ეტაპზე შეგვხვდება გერმანიის ბუნდესლიგისა და ინგლისის გუნდები. საქართველოს ჩემპიონატი კვალიფიკაციით დაბალ რეიტინგზეა და ამიტომ დავიწყეთ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპიდან ასპარეზობა, თორემ არიან ისეთი ძლიერი გუნდები, რომლებიც იწყებენ მესამე ეტაპიდან ასპარეზობას.
–ვინარიანბათუმის „დინამოს“ სპონსორები?
– ჯერჯერობით არავინ. მე როგორც ვიცი, კლუბს გენერალური სპონსორი არ ჰყავს. ალბათ იქნება მალე. ჩვენ ქალაქის მერია გვაფინანსებს.
ბათუმის ”დინამო”
ევროპის ლიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა 22 ივნისს უეფამ შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩაატარა. წილისყრის შემდეგ ბათუმის „დინამო“ პირველ რაუნდში კვიპროსის „ომონიას“ შეხვდება. საქართველოდან ევროპირველობაზე ასევე ასპარეზობენ უმაღლესი ლიგის გამარჯვებული თბილისის „დინამო“ და მესამე ადგილოსანი ცხინვალის „ცხინვალი“. დინამო „თბილისი“ აზერბაიჯანის „გაბალას“ შეხვდება, „ცხინვალი“ კი – რუმინეთის „ბოტოშანტანს“
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი, საზოგადოება „ბათომის“ წევრი, დისკუსიის მომხსენებელი: დარწმუნებული ვარ, ბათუმში ყველა თქვენგანს აქვს საყვარელი ადგილი, ან სახლი, რომელშიც ისურვებდა ეცხოვრა, ქუჩა, სადაც მოგწონთ სეირნობა… ბევრი ადამიანი ასახელებს სხვადასხვა ქუჩას, ამ პასუხებს ძირითადად აერთიანებს ის, რომ ყველას მოსწონს ის ქუჩები, ის ადგილები, სადაც დგას ძველი, ისტორიული შენობები, რომელთაც შეუძლიათ მომენტალურად მოგცენ დროში მოგზაურობის საშუალება. ეს ქუჩები უკვე არის ისტორია, ეს სახლები არის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა, რომელსაც სჭირდება შენარჩუნება და უფრო მეტიც, სჭირდება დაცვა.
რატომ უნდა სჭირდებოდეს კულტურულ მემკვიდრეობას დაცვა საზოგადოებაში, რომელიც ამბობს, რომ ამაყობს თავისი ისტორიით, ლაპარაკობს წინაპრებზე და ასე შემდეგ. თუ გვიყვარს ჩვენი ისტორია და ვამაყობთ მისით, მაშინ, ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის შენობებიც, რომელიც ამ ქალაქში აშენდა ერთი საუკუნის, ზოგჯერ უფრო მეტი ხნის წინათაც კი. ეს სახლები ააშენა ბათუმელების პირველმა თაობამ, მათ დააპროექტეს ქუჩები და ააშენეს ქალაქი. ამ სახლების თავდაპირველი სახით შენარჩუნებით გვაქვს შანსი ვიმოგზაუროთ დროში, – 21-ე საუკუნიდან მე-19 საუკუნის ბოლოს ან მე-20 საუკუნის დასაწყისის ბათუმში.
მაგრამ რას ვაკეთებთ დღეს: ვანგრევთ საუკუნის წინანდელ სახლებს და მის ნაცვლად ჩნდება მრავალსართულიანი კორპუსები. ანუ ვშლით ქალაქში ისტორიის კვალს. ჩემი აზრით, ვშლით მაშინაც კი, როცა უშუალოდ ჩვენ არ ვანგრევთ: შესაძლოა მე ან თქვენ, პირადად არ დაგვინგრევია ჩაქუჩით და ბულდოზერით რომელიმე ისტორიული შენობა ბათუმში, მაგრამ როცა ეს შენობები ინგრევა, ასეთ დროს პოზიციის არ ქონა, გულგრილობა, ნიშნავს თანამონაწილეობას.
კულტურული მემკვიდრეობა არის ქალაქის, ქალაქზე პასუხს აგებს ის თაობა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში ცხოვრობს და არა მხოლოდ მთავრობა, რომელიც შედგება რამდენიმე ასეული ადამიანისგან. რა თქმა უნდა, ხელისუფლება, რომელსაც ირჩევს ხალხი, არის პასუხისმგებელი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებას არ აქვს ეს პასუხისმგებლობა.
დაახლოებით ათი დღის წინ რუსთაველის უნივერსიტეტში ჩამოსული იყო პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი რიპკემა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე მუშაობს. მან აღნიშნა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ – აშშ-იც კი, მაღალგანვითარებულ ქვეყანაში, სადაც გადაწყვეტილებები კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ფრთხილად მიიღება, რომ არა სამოქალაქო საზოგადოება, რომ არა ძლიერი არასამთავრობო სექტორი, სახელმწიფო და ბიზნესი ბევრ არაფერს გააკეთებდა კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად.
როგორ უნდა დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობა მოქალაქეებმა? – ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმეში იმ ადამიანების როლი, ვისაც გააზრებული აქვს რა არის კულტურული მემკვიდრეობა, იცის კონკრეტული შენობის ისტორია, აქვს ინფორმაცია. 21-ე საუკუნე არის ინფორმაციის საუკუნე, აქ ბრძოლაში იმარჯვებს ის, ვისაც აქვს ინფორმაცია, ამიტომ, თუ ვიცით კონკრეტული შენობის ისტორიის შესახებ, ეს ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ სხვასაც, ანუ ვაჩვენოთ ერთმანეთს, რისი დაკარგვის საფრთხის წინაშე ვდგავართ.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არის მუდმივი ბრძოლა, თითო ბრძოლა თითო შენობისთვის. უნდა გვესმოდეს, რომ აქ არის ძალიან დიდი ბიზნესინტერესები, რომელსაც მთავრობა მხარს უჭერს. ყოველთვის აღმოჩნდება ვიღაც, ვისაც მოუნდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადაკეთება და ამით დიდი ფულის შოვნა, რადგან ეს ძეგლები მდებარეობს ქალაქის ცენტრში. ამიტომ ეს მუდმივი ბრძოლის თემაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ განვითარებულ ქვეყნებშიც კი.
ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე ძირითადად ორი ჯგუფი ზრუნავს, – საზოგადოება „ბათომი“ და საინიციატივო ჯგუფი „გადავრჩინოთ ბათუმის რვფეხა“, რომელიც შეიქმნა კონკრეტულად „რვაფეხას“ გადასარჩენად. სხვათა შორის, აქცია „რვაფეხას“ დასაცავად, ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი აქცია იყო ბათუმში, თუმცა ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, რა ბედი ელის „რვაფეხას“.
დარწმუნებული ვარ, გაგიჩნდებათ კითხვა, ექნება თუ არა ამ ბრძოლას შედეგი? ხშირად მომისმენია, როგორ ამბობენ: რა აზრი აქვს რამეს, მაინც დაანგრევენ – ასე არ არის. განვითარებული ქვეყნების მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად ბრძოლას ნამდვილად აქვს შედეგი. კულტურული მემკვიდრეობის მიმართ გულგრილი საზოგადოება ძალიან ხშირად გულგრილია გარემოს დაცვის საკითხების, ადამიანის უფლებების მიმართაც, ეს საზოგადოების განვითარების ერთგვარი მაჩვენებელია.
ნინო ინაიშვილი, არქეოლოგი, საზოგადოება „ბათომის“ ხელმძღვანელი: ნანას მოხსენებიდან ჩანს, რომ ჩვენ ვართ ბრძოლაში, მაგრამ ამ ბრძოლაში ჩვენ გვჭირდება ცოდნით შეიარაღება, რაც გვაკლია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ახალი ხილია. საბჭოთა პერიოდში მისი დაცვის სისტემა სხვაგვარი იყო. აღმოჩნდა ისე, რომ დამოუკიდებელ საქართველოში უფრო მეტი დავკარგეთ, ვიდრე საბჭოთა კავშირის დროს, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს მოხდა სწორედ იმიტომ, რომ ამ სფეროში არ გვაქვს სათანადო განათლება. მინდა მოვუწოდოთ სტუდენტებს და განსაკუთრებით ეკონომიკური ფაკულტეტის სტუდენტებს, რადგან კულტურული მემკვიდრეობა ხშირად სწორედ ეკონომიკური ინტერესის გამო იწირება და არა იმის გამო, რომ ხალხს ასე უნდა. უნდა შევიარაღდეთ ცოდნით, ჯერ ჩვენ უნდა გავიაზროთ და სხვებსაც გავაგებინოთ, რატომ არის კულტურული მემკვიდრეობა ღირებული და რა ღირებულება აქვს მას ეკონომიკური თვალსაზრისით. აუცილებლად უნდა ჩავატაროთ კვლევები და მოხალისეობის საფუძველზე სტუდენტებიც უნდა ჩავრთოთ მასში, თქვენც [სტუდენტები] ბევრ საინტერესოს გაიგებთ და დარწმუნდებით, რამდენად სასარგებლო იქნება კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება.
ბათუმის ბულვარი იყო საზოგადოებრივი თავშეყრისა და შეხვედრების ადგილი და არ შეიძლება საზოგადოებრივი სივრცეები ასე გაქრეს და მათ ნაცვლად ბეტონის უზარმაზარი შენობები აღიმართოს. ეს უბნები არის ტურისტებისთვის მიმზიდველი და თუ ჩვენ გვინდა, რომ ტურიზმი განვავითაროთ, ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. რით განსხვავდება ბათუმი სხვა ქალაქებისგან? „შერატონისა“ და „ჰილტონის“ სანახავად აქ არავინ ჩამოვა. უნდა გვქონდეს საინტერესო ადგილები ქალაქში.
მინდა კიდევ ერთი მაგალითი მოგიყვანოთ. ევროკავშირის ერთ-ერთი პროექტში ჩართული არიან კულტურული მემკვიდრეობით მდიდარი ქალაქები, როგორიცაა: ვარნა, კონსტანცა, ოდესა და სხვები. ჩვენს ქალაქში იმდენად არის გაფუჭებული კულტურული ძეგლები, რომ ძალიან გაგვიჭირდა კულტურული ღირებულების ძეგლების არჩევა და მათი კულტურულ ტურში შეყვანა. მე არ ვიცი რას ანვითარებენ ქალაქში, რას უყვებიან გიდები ტურისტებს ბათუმზე?!
ნაირა ნაგერვაძე, მოსწავლე: მე ვცხოვრობ სახლში, რომელსაც აქვს ისტორიული სტატუსი, მაგრამ ეს შენობა იმდენად ძველია და განადგურებული, რომ არავინ აქცევს ყურადღებას და თავისით ინგრევა. თქვენი აზრით, როგორ უნდა მივხედოთ ასეთ შენობას? თავისით დაინგრეს თუ როგორმე სიახლე შევიტანოთ მასში?
ნანა კვაჭაძე: ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – როგორ უნდა მოვიქცეთ და საუკეთესო შემთხვევაში რა შეიძლება გაკეთდეს? კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ზრუნავს სახელმწიფო. წარმოიდგინეთ, როგორ იქცევით, როცა სახლში გყავთ ავადმყოფი?! მას უმკურნალებთ ხომ და არ დაიწყებთ იმაზე ფიქრს, როგორ მოიშოროთ თავიდან. იგივე დამოკიდებულება უნდა იყოს კულტურული ძეგლების დაცვის თვალსაზრისითაც. იდეალურ შემთხვევაში უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო [მაშინ როცა მოქალაქეებს არა აქვთ ძეგლის შეკეთების შესაძლებლობა]. თუ თქვენი სახლი მდებარეობს ცენტრში, ჩნდება მოლოდინი, რომ მოვა ინვესტორი და ააშენებს უკეთეს სახლს, რომელშიც უფრო კარგად იცხოვრებთ. თქვენ შესაძლოა კარგად იცხოვროთ, მაგრამ ამით ზარალდება ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა, ამიტომ გამოსავალი არის ისევ სახელმწიფოს მაღალი ჩართულობა, რაც სახელმწიფოს უნდა მოსთხოვოს საზოგადოებამ. რა თქმა უნდა, თქვენ უნდა იცხოვროთ გამართულ სახლში, მე ვარ თქვენს მხარეს, ოღონდ არა ნგრევის ხარჯზე. გავრცელებული პრაქტიკაა, როდესაც ასეთ შენობებში განთავსებულია ოფისები და ა.შ. ანუ ის კომპანიები, რომლებისთვისაც იმიჯი არის მნიშვნელოვანი, ინტერესდებიან ქალაქის ცენტრში მდებარე შენობებით. ზოგადად, ეს საინტერესო საკითხია და ხელისუფლების მხრიდან ხშირად ხდება იმითი მანიპულაცია, რომ აი, ხალხი ცუდად ცხოვრობს და რა ვქნათ, მათ ინტერესებშიც დანგრევა და ახლის აშენებაა. სხვაგვარად არც განიხილება საკითხი და არც ყოფილა პოლიტიკური ნება, რომ ამაზე ემსჯელათ.
რეზო ოკუჯავა, ბსუ: მძიმე თემაა. როდესაც ვამბობთ, რომ შვიდი კაცი გამოდის აქციაზე და ამაზე გული შეგვტკივა, საქმე იმაშია, რომ ბევრმა არ იცის ისტორია და რომ გამოკითხოთ სტუდენტები, მოსწავლეები, არამარტო მათ, არამედ მათმა მასწავლებლებმაც არ იციან რომელია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, საერთოდ რას ნიშნავს ძეგლი და როგორ შეიძლება ის დაიცვა. უბედურება ის არის, რომ ბათუმელმა ბავშვმა არ იცის ბათუმის ისტორია, თბილისელმა კი – თბილისის.
ზაურ ახვლედიანი, ბათუმის საკრებულოს წევრი, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი: განათლების საკითხში მეც გეთანხმებით. ვფიქრობ, არ დგას ის იმ სიმაღლეზე, რომელზეც უნდა იდგეს. ეს არის სისტემური პრობლემა. არის სხვადასხვა ჯგუფი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მხრივ და ჩვენ გვჭირდება სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდაცია და ერთობლივი მუშაობა, ვიდრე კრიტიკა. ყველაზე დიდი პრობლემა ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, არის კანონში. კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ არ იცის ბევრმა და მათ შორის მათაც, ვინც ცხოვრობს ასეთ ძეგლში. თუკი თქვენ ცხოვრობთ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლში, თავად ხართ ვალდებული დაიცვათ და შეინარჩუნოთ ეს ძეგლი. თუ თქვენ ვერ ახერხებთ ამის უზრუნველყოფას, სახელმწიფოს შეუძლია ეს გააკეთოს და შემდეგ სასამართლოს საშუალებით მოსთხოვოს მფლობელს თანხის ანაზღაურება, მაგრამ ასეთი ფაქტი ჯერ არ გვქონია. პირადად მე, როგორც საკრებულოს წევრი, ვფიქრობ, საგადასახადო შეღავათებით უნდა სარგებლობდნენ ძეგლის მესაკუთრეები. დღეს ასეთი შეღავათებით სარგებლობს მხოლოდ საფორტიპიკაციო და საკულტო ნაგებობები, ოღონდ თუ კი ეს ნაგებობა წარმოადგენს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლს, ვინც ახდენს მის რეაბილიტაციას, ის თავისუფლდება დღგ-ს გადასახადისგან. სხვა შეღავათი კულტურული მემკვიდრეობის მფლობელებს არ აქვთ. სხვა ქვეყნების პრაქტიკაში კულტურული მემკვიდრეობის მფლობელი გათავისუფლებულია ყველანაირი გადასახადისგან, ოღონდ მან არ უნდა მოსთხოვოს სახელმწიფოს მისი რესტავრაცია. ჩვენც ამ გზით უნდა მივდიოდეთ.
შპს „ქობულეთის წყალკანალს“ 3 500 აბონენტი ჰყავს, აქედან 300 აბონენტი წყალს საოჯახო დანიშნულებისთვის მოიხმარს, დანარჩენი 500 კი _ კომერციული მიზნით. ქობულეთის წყალკანალის დირექტორი ოთარ ზოიძე აცხადებს, რომ წყლის მიწოდებაში აბონენტებს წელს შეზღუდვა არ შეექმნებათ, რაშიც ახლად მოწყობილი წყლის ჭაბურღილები დაეხმარება.
„ჩვენი აბონენტები, ძირითადად, ქალაქის მცხოვრებლები არიან. მოსახლეობას წყალს 24-საათიანი გრაფიკით ვაწვდით. შეზღუდვები არ ყოფილა, თუმცა დამატებით ჭაბურღილები მოვაწყვეთ. ჭაბურღილები ჯერ არ გამოგვიყენებია, რადგან ამის საჭიროება არ ყოფილა. ვფიქრობთ, აგვისტოში დაგვჭირდება, როცა გვალვები დაიწყება, თან ამ დროს მოსახლეობა წყალს უყაირათოდ მოიხმარს. შესაბამისად, მოსახლეობას იმ ოდენობის წყალს მივაწვდით, რაც დასჭირდება. ჭაბურღილს ერთი საათის განმავლობაში 250 ტონა წყლის მოწოდება შეუძლია.
რაც შეეხება უშუალოდ სოფლებს – რიგი პრობლემები არის წყლის მიწოდებაში, პრობლემის მოსაგვარებლად სოფელ ოჩხამურში კეთდება წყლის პროექტი. ვფიქრობთ, ეს შეამცირებს სოფლებში არსებულ მდგომარეობას წყლის ნაკლებობასთან დაკავშირებთ“, – ამბობს ოთარ ზოიძე. წყალკანალის დირექტორის თქმით, წყალი, რომელსაც აბონენტებს აწვდიან, სტანდარტს აკმაყოფილებს და დასძენს, რომ სამომავლოდ წყალს ბუნებრივი ხსნარით გაფილტრავენ.
ქობულეთის წყალკანალს 80 თანამშრომელი ემსახურება. წყალკანალის 2015 წლის ბიუჯეტი 150 000 ლარია. გასულ წელთან შედარებით მისი დაფინანსება წელს 100 000 ლარით შემცირდა.
„წყალს ყოველდღიურად ლაბორატორიულად ვამოწმებთ, შემოწმების შედეგად გამოიკვეთა, რომ წყალი ყველა საჭირო სტანდარტს აკმაყოფილებს. რაც შეეხება ბიუჯეტს, ჩვენი წლიური დაფინანსება 150 000 ლარია, გასული წლის ბიუჯეტი კი 250 000 ლარი იყო. ვფიქრობ, დაფინანსება საკმარისია გაწერილი სამუშაოების შესასრულებლად“.
წყლის საფასური ქობულეთში ერთ სულ მომხმარებელზე 1,80 ლარია. ოთარ ზოიძის თქმით, წყალკანალის ბიუჯეტის 80-90% წყლის საფასურიდან მიღებული თანხით ივსება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში მცხოვრები მოსახლეობა ინერტული მასალის მოპოვებას აპროტესტებს. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც სოფლის დასახლებულ პუნქტთან ახლოს აფეთქებითი სამუშაოები დაიწყო, სახლებს ბზარები გაუჩნდა, სოფელში მეწყრული პროცესები გააქტიურდა და სოფლის საავტომობილო გზა მწყობრიდან გამოვიდა. ინერტულ მასალას აქ ოთხი კომპანია მოიპოვებს. მოსახლეობამ ინერტული მასალისთვის აფეთქებითი სამუშაოებს აპროტესტებს სოფელ ჭინკაძეებშიც.
მთას სოფელ კვირიკეს დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში აფეთქებენ. აჭარის გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ინერტული მასალის მოპოვების ლიცენზია აქ სამ კომპანიას – „ქობულეთი მ-ს“, „ჯორჯიან ტრანსის“ და „ლიბერთის“ აქვს მოპოვებული. გარდა ამისა, ინერტული მასალის მოპოვება სამი თვის ვადით, მთავრობის განკარგულებით, შპს „ფერისაც“ მიეცა.
ინერტული მასალის გატანა სოფლიდან 2012 წელს შპს „ლიბერთიმ“ დაიწყო. მას შემდეგ მასალის გატანის უფლება სხვა კომპანიებმაც მოიპოვეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ აფეთქების დაწყების შემდეგ საცხოვრებელ სახლებს თანდათან ბზარები გაუჩნდა. სამუშაოების შეწყვეტის მიზნით სოფლის მოსახლეობამ ინერტული მასალის მომპოვებელ კომპანიას გზა არერთხელ გადაუკეტა – კომპანიას სამუშაოების შეჩერებას სთხოვდ.
„მას შემდეგ, რაც სოფელთან ახლოს აფეთქებითი სამუშაოები დაიწყეს, სახლებთან ერთად მწყობრიდან გამოვიდა შიდა სასოფლო გზა, სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით ვის არ მივმართეთ, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. ბოლოს გზა გადავკეტეთ, გვინდოდა, როგორმე ხმა თბილისში მიგვეწვდინა და სამუშაოები ამ გზით შეგვეჩერებინა, მაგრამ ვერც გზის გადაკეტვამ გვიშველა, პირიქით, დაგვემუქრნენ კიდეც. გვითხრეს, თუ არ გავჩერდებოდით, დაგვიჭერდნენ. ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვდით, რომ სოფელს პრობლემა არ შექმნოდა და დროულად შეჩერებულიყო აფეთქებითი სამუშაოები, ან იმ სიმძლავრით გაეგრძელებინათ, რომ ჩვენთვის ზიანი არ მოეყენებინა. არც ერთი ხელისუფლების მხრიდან ყურადღება არ გვიგვრძნია, ვიღაც რომ გამდიდრდეს, ამისთვის მთელს სოფელს და ხალხს აზარალებენ“, – ამბობს სოფლის მკვიდრი ჯამბულ ჯინჭარაძე.
ამავე სოფლის მცხოვრები მაყვალა ჯინჭარაძე ამბობს, რომ აფეთქების სიმძლავრემ განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმატა.
„სამი-ოთხი წელი იქნება, რაც აფეთქებები მიმდინარეობს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში აფეთქების სიმძლავრემ მოიმატა და სახლზე ბზარების ოდენობაც გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ სახლი 26 წლისაა, კედლები დაბზარულია, ეს იმ აფეთქების შედეგია, რომელიც აქვე ახლოს მიმდინარეობს. აფეთქება ისეთი ძლიერია, რომ მიწისძვრა გეგონება“.
მაყვალას მეზობლად მცხოვრები ვენერა ჯინჭარაძე ამბობს, რომ არ იცის მის სახლზე გაჩენილი ბზარები რისი შედეგია და დასძენს, რომ შეასრულა გეოლოგების რჩევა, მრავალწლოვანი ხეები გაეშენებინათ.
„ამბობენ, სადაც აფეთქებენ, გვირაბი გაჰყავთ და ქვის საჭრელს აკეთებენო, სხვა არაფერი ვიცი, ვერც იმას ვიტყვი, სახლზე ბზარი რის გამო გაჩნდა, რის ბრალია, თითქმის ყველას სახლი დაიბზარა, ზევით მეზობლად მცხოვრები კახიძეების საცხოვრებელი სახლი თითქმის სულ დაიშალა. დაახლოებით ერთი წლის წინ გეოლოგებმა გვირჩიეს ხეები დაგვერგო და ჩვენც გავითვალისწინეთ მათი რჩევა, დავრგეთ ხეები“, – ამბობს ვენერა.
მოსახლეობის თქმით, საცხოვრებელი სახლების გარდა ზიანდება სასოფლო გზაც და წვიმისას გადაადგილება ჭირს.
„ობიექტზე დღის განმავლობაში თითქმის 50-მდე მაღალი გამავლობის ავტომობილი მუშაობს, სოფლის გზაზე ყოველდღიურად მოძრაობენ. როგორც ვიცი, კვირიკედან ქვა-ღორღი ბენზეში მიაქვთ. გზა ისე ზიანდება, გადაადგილება ჭირს, საშინელი წყლის გუბეები იყო, ბოლოს კი შეაკეთეს, მაგრამ ისევ გამოვიდა მწყობრიდან გზა“, – ამბობს იმედა ჯინჭარაძე.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რევაზ ხარაზი ამბობს, რომ კვირიკეში ინერტული მასალის მოპოვება მაშინ დაიწყო, როდესაც ხელისუფლების სათავეში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, თუმცა აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ სამუშაოების დაწყებიდან რამდენიმე თვეში კომპანიის მხრიდან ინერტული მასალის მოპოვებისას დარღვევები გამოიკვეთა და იმდროინდელი მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის ბრძანებით, კომპანიას ინერტული მასალის მოპოვების უფლება შეუჩერდა.
„2012 წელს, როდესაც ინერტული მასალის მოპოვება დაიწყო კვირიკეში, ქობულეთის გამგებლის მოადგილე ვიყავი. იქედან გამომდინარე, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა დარღვევებს, 2012 წლის აგვისტოში ეს სამუშაოები შეწყდა, სამუშაოების შეწყვეტის მოთხოვნით მოსახლეობა აქციას მართავდა. კვირიკე ჩემი სოფელია და მოსახლეობასთან ერთად ჩემი პოზიცია იმ დროისთვის ის იყო, რომ კომპანიას სამუშაოები მხოლოდ მაშინ გაეგრძელებინა, თუ სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მოექცეოდა ინერტული მასალის მოპოვება. ეს ასეც მოხდა, სამუშაოები შეწყდა, თუმცა 2013 წელს სამუშაოები განახლდა და გზაც მწყობრიდან გამოვიდა“, – ამბობს ხარაზი.
აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ვახტანგ ღოღობერიძე ამბობს, რომ 18 ივნისის მდგომარეობით სოფელ კვირიკეში ინერტული მასალის მომპოვებელ კომპანიებს მუშაობა შეჩერებული აქვთ. სამუშაოები რამდენიმე დღის წინ მხოლოდ ერთმა კომპანიამ „ჯორჯიან ტრანსმა“ დაიწყო და ისიც გაჩერებულია. ის აღნიშნავს, რომ ინერტული მასალის მომპოვებელი კომპანიები არაერთხელ დაჯარიმდნენ, რადგან შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ აფეთქების სიმძლავრე დასაშვებ ნორმას აჭარბებდა.
„ჯორჯიან ტრანსის“ გარდა ყველა კომპანია რამდენჯერმე არის დაჯარიმებული ადმინისტრაციული წესით. ჩვენ ახლახან შევამოწმეთ „ლიბერთი“, სავარაუდოდ, დარღვევები აქვს. საბოლოო პასუხს ველოდებით სპეციალისტებისგან და მომავალ კვირას გვეცოდინება კონკრეტულად რა დარღვევები აქვს ამ კომპანიას.
„ჯორჯიან ტრანსმა“ სამუშაოები რამდენიმე დღეა დაიწყო კარიერზე, ამ კომპანიისა და „ქობულეთი მ“-ს გეგმიურად შევამოწმებთ. ჩვენ კომპანიებს ვამოწმებთ როგორც გეგმიურად, ასევე არაგეგმიურად. ხშირ შემთხვევაში კომპანიას დარღვევები აქვს“, – ამბობს ვახტანგ ღოღობერიძე.
კითხვაზე, არის თუ არა კვირიკეში ინერტული მასალის მოპოვება მოსახლეობისთვის სახიფათო და შესაძლოა თუ არა გამოიწვიოს ნგრევა? ვახტანგ ღოღობერიძე პასუხობს, რომ მათი უფლებამოსილება არის კონტროლი გაუწიოს რამდენად შეესაბამება ინერტული მასალის მოპოვებითი სამუშაოები ლიცენზიას, დარღვევის შემთხვევაში კი კომპანია დააჯარიმოს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურს ლიცენზიის შეწყვეტის უფლება არ აქვს. ვახტანგ ღოღობერიძის თქმით, გადაცდომის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია მოსახლეობას ზარალი აუნაზღაუროს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზურაბ ამაღლობელი ამბობს, რომ ინერტული მასალის მოპოვებასთან დაკავშირებით გამგეობის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია გააკონტროლოს, აზიანებს თუ არა ობიექტზე მომუშავე ავტომობილები სასოფლო გზას, დარღვევის შემთხვევაში კი ავტომობილის მესაკუთრე დააჯარიმოს. აფეთქების სიმძლავრის დასაშვებ ნორმას რაც შეეხება, ეს საკითხი გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის კომპეტენციაში არ შედის.
„ჩვენ შეგვიძლია ჩავერიოთ მაშინ, როდესაც ობიექტზე მომუშავე მანქანები საავტომობილო გზის სავალ ნაწილს აზიანებს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ობიექტზე მომუშავე ავტომობილის მესაკუთრე, კომპანია ან კერძო პირი დაგვიჯარიმებია“, – ამბობს ზურაბ ამაღლობელი.
კვირიკეს გარდა ინერტულ მასალას დღემდე მოიპოვებენ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებშიც. მოსახლეობამ ინერტული მასალისთვის აფეთქებითი სამუშაოების წარმოება ჯერ კიდევ გასულ წელს გააპროტესტა და შპს „ბათმმშენი ჯგუფს“ გზა გადაუკეტა. აქაურებიც ამბობენ, რომ აფეთქების სიმძლავრე დასაშვებ ნორმას აჭარბებდა და კომპანიისგან სამუშაოების შეჩერებას ითხოვდა, თუმცა ინერტული მასალის მოსაპოვებლად აფეთქებითი სამუშაოები ისევ გრძელდება. ქედის მუნიციპალიტეტიდან ინერტული მასალა კომპანიას სარფში, ნაპირგამაგრებით სამუშაოებისთვის გააქვს.
„ინერტულ მასალას მოიპოვებენ მახოსა და ჭინკაძეებშიც, თითქმის ყველა ობიექტი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არის“, – ამბობს გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აფეთქებული ინერტული მასალით ბათუმის პორტის მიმდებარედ, ზღვაში წარმოებული სამუშაოებისთვის იყენებენ. მშენებლობას აქ შს სამინისტრო ახორციელებს.
სამართალდამცავებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 3 აბი და 18 ნატეხი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,061582 გრ. ნარკოტიკულ ნივთიერება „ბუპრენორფინს“ შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
ვანო ჩხიკვაძე: პირველად მაქვს პატივი, ვიყო თქვენთან ერთად უნივერსიტეტში. დღეს ჩვენი საუბრის თემაა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები. ეს თემა არის ძალიან საინტერესო და ასევე წინააღმდეგობრივი. შევეცდები მოგახსენოთ, თუ რა ეტაპზე ვიმყოფებით საქართველოში და სად გვაქვს პროგრესი. ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არის ქვეყნის მოდერნიზაციის ერთგვარად განმსაზღვრელი, ასე ვთქვათ, ბიბლია. ასევე ეს არის საშუალება იმისა, რომ ქვეყანა ნელ-ნელა დაუახლოვდეს ევროკავშირს.
1200-გვერდიანი დოკუმენტი მოიცავს ყველაფერს – მედიცინას, ვაჭრობას, ტრანსპორტს, მათ შორის არის მანქანების ტექნიკური დათვალიერებაც, რაც ძალიან აქტუალურია, რადგან საქართველოში ეს გაუქმებულია. ხელშეკრულებით საქართველო იღებს ვალდებულებას მომავალი ოთხი წლის მანძილზე ეს კანონი შემოიღოს. თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ითვალისწინებს ევროკავშირის 320-მდე რეგულაციისა და კანონის მიღებას საქართველოში.
სანამ ასოცირების ხელშეკრულებას საქართველო ხელს მოაწერდა, ძირითადი აქცენტი იყო იმაზე, თუ ვინ მოაწერდა ხელს მას. ნაკლებად იყო საუბარი იმაზე, თუ ვინ შეასრულებდა და როგორ შეასრულებდა ასოცირების ხელშეკრულებას. პირველი გამოწვევა, ეს არის ხედვის არარსებობა ხელისუფლების შიგნით, თუ როგორ უნდა შესრულდეს ასოცირების ხელშეკრულება. მეორე გამოწვევა – ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს გარკვეული რეგულაციებისა და ინსტიტუციების შექმნას. წინა ხელისუფლების პირობებში – 2004-2012 წლებში საქართველოში ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო დერეგულაციაზე – ეს ინსტიტუციები უქმდებოდა. გაუქმდა სურსათის უვნებლობის სამსახური, რადგანაც მიიჩნიეს, რომ ეს იყო კორუფციის წყარო. ასევე გაუქმდა შრომის ინსპექცია, რომელიც დაკავებული უნდა ყოფილიყო იმითი, რომ შეესწავლა, თუ რამდენად დაცულია მუშახელის უფლებები. ასოცირების ხელშეკრულების პირობებში ამ ყველაფრის თავიდან შექმნა გვიწევს.
ეს არ არის დოკუმენტი, რომლის შესრულებასაც ეყოფა ორი წელი, შესაძლებელია მის სრულად შესასრულებლად საჭირო იყოს შვიდი წელი; არის რეგულაციები, რომლებსაც სჭირდება 12 წელიც კი. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ახალმა ხელისუფლებამ, რომელიც მოვა სათავეში, არ თქვას, რომ ეს მისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია. ყველაზე დიდი სირთულე არის ის, თუ რამდენად მზადაა დღევანდელი მთავრობა გაატაროს მტკივნეული რეფორმები, რაც ხშირ შემთხვევაში მოქალაქეების ჯიბეზე აისახება და მოსახლეობის მხრიდან მოითხოვს ამ რეგულაციების გაძლებას. ერთ-ერთი სირთულეა საჯარო სამსახურში არსებული მდგომარეობაც. სამწუხაროდ, მისი სრულყოფილი რეფორმა საქართველოში არ მომხდარა და ასოცირების ხელშეკრულებაც ბევრი საჯარო მოხელისთვის არის დოკუმენტი, რომლის შესახებაც ცოტა იციან. კიდევ ერთი სირთულე ეს არის ფინანსური რესურსები და ცხადია, რომ ევროკავშირი ამ პროცესშიც გვეხმარება.
მე ვიტყოდი, რომ არის გარკვეული წინააღმდეგობა სიახლეებისადმი – ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ არ არის ახალი რეგულაციები საჭირო, მაგალითად, შრომის ინსპექციის იდეას ბევრი არ უჭერს მხარს და მიაჩნიათ, რომ ამან შეიძლება გააძვიროს პროდუქცია. შრომის ინსპექცია ითვალისწინებს უსაფრთხოების ნორმებს, მაგალითად, ჭიათურის მაღაროში აფეთქების შედეგად იღუპებიან ადამიანები, რისი ძირითადი მიზეზიც უსაფრთხოების ნორმების დაუცველობაა. სამწუხაროდ, ამ პროცესებში ცუდ როლს თამაშობს არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, განსაკუთრებით ეროვნული ვალუტის დევალვაცია. დიდი გამოწვევაა ასევე კომუნიკაცია ხელისუფლების მხრიდან, ერთხელაც არ მსმენია რაიმე კონკრეტული შედეგების შესახებ, რაც ასოცირების ხელშეკრულებამ მოგვიტანა. არ შემიძლია არ აღვნიშნო ძალიან სუსტი საპარლამენტო ზედამხედველობა ასოცირების ხელშელკრულების პროცესზე, – 10 თვის მანძილზე ერთი მოსმენაც არ ყოფილა, თუ როგორ სრულდება ეს ხელშეკრულება.
შიდა გამოწვევებს რაც შეეხება, პირველი _ მხარდაჭერა ევროინტეგრაციის მიმართ ეცემა და არის ევრაზიული კავშირის შექმნის მცდელობა, რომელსაც რუსეთი უდგას სათავეში, რომლის მხარდაჭერაც საქართველოს მოსახლეობაში 31%-ით გაიზარდა. საქართველოში არის პოტენციალი იმისა, რომ გაიზარდოს დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე, მაგალითად, იანვარ-აპრილის ოფიციალური მონაცემით, საქართველოს ექსპორტზე გაიყიდა დაახლოებით სამი მილიონი ბოთლი ღვინო და დაახლოებით 60% გავიდა რუსეთის ბაზარზე. ყველაზე დიდი ანტიევროპული პროპაგანდა ეს არის საუბარი მასზედ, რომ თითქოსდა „ქართველობას გვართმევენ“. მეორე _ ლიბერალური დემოკრატია, რუსეთი გვეუბნება, რომ შეხედეთ ევროპას, სადაც მაღალია უმუშევრობის დონე (ესპანეთის მაგალითზე). მოწოდება არის ის, რომ ევროპისკენ სვლა საფრთხეს უქმნის საქართველოს. ამის გავრცელებას კი ხელს უწყობს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია, პოლიტიკური პარტიები. სწორედ ეს საფრთხეებია, რის წინაშეც ვდგავართ და გველოდება სამომავლოდაც.
ია თავარდმანიძე, სტუდენტი: რატომ მოხდება ეს ყველაფერი პარლამენტში, რაზეც თქვენ ისაუბრეთ? მაინტერესებს ასევე ვიზებთან დაკავშირებით ხომ არ ფიქრობთ, რომ მეტი ადამიანი გავა ქვეყნიდან? ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაინტერესებს – ყველა ის რეგულაცია, რასაც მივიღებთ, იქნება თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გათვალისწინებული? რა სახის გრანტებს მივიღებთ, რომელიც სხვადასხვა პროგრამის განხორციელების საშუალებას იძლევა?
ვანო ჩხიკვაძე: ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ საქართველოს პარლამენტში უნდა შეიქმნას საქართველოს ევროკავშირის ასოცირების კომიტეტი. ერთი წელი დასჭირდათ, რომ ეს კომიტეტი შეექმნათ. არამდგრადობის გამო დღემდე ვერ შევქმენით ევროკავშირის ასოცირების სრულყოფლი კომიტეტი. თუ რას ნიშნავს ეს კომიტეტი და რა წერია ასოცირების ხელშეკრულებაში, საქართველოს პარლამენტში ცოტამ იცის. იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ჩვენ პარლამენტში იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ამ ხელშეკრულების აზრი ეცოდინებათ. რაც შეეხება ვიზებს _ არის რისკი და ამას ევროკავშირი კარგად აფასებს. ოფიციალურ დოკუმენტებში ოთხ რისკზე უთითებს ევროკავშირი უვიზო მიმოსვლასთან მიმართებაში. ერთ-ერთი რისკი არის ორგანიზებულ დანაშაულთა ჯგუფები.
ფორუმების მომზადების დროს დოკუმენტის ორი ვერსია განიხილებოდა. ეს პროცესი ბათუმში დაიწყო 2010 წელს. ან უნდა ჩაერთოთ ვინმე ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელისუფალი ან უბრალოდ ყოფილიყო განაცხადი იმის შესახებ, რომ ეს ხელშეკრულება მანამ არ გავრცელებულიყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სანამ არ აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. გადაწყდა, რომ ეს არ გავრცელებულიყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე. გრანტებს რაც შეეხება, არის სამი სფერო – მართლმსაჯულება, საგადასახადო და საჯარო სამსახურების რეფორმირება. ამის გარდა, არის სოფლის მეურნეობაში კოოპერატივების ხელშუწყობა და პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში. სალომე დუმბაძე, სტუდენტი: კონკრეტულად რა ვალდებულებები გვაკისრია და ამ ვალდებულებების არ შესრულების შემთხვევაში რა მოხდება?
ვანო ჩხიკვაძე: ასოცირების ხელშეკრულებას ვითხოვდით ჩვენ და ჩვენი ინტერესია, რომ ეს შევასრულოთ. თუ ჩვენ ამას არ შევასრულებთ, ეს იქნება ერთ-ერთი უამრავ საერთაშორისო ხელშეკრულებათაგან, რომელსაც არ შევასრულებთ. ია თავარდმანიძე, სტუდენტი: ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ უნდა გავხდეთ ევროპული ქვეყანა. რატომ გვაქვს მოლოდინი, რომ ორ წელში ვიქნებით ევროკავშირის წევრი?
ვანო ჩხიკვაძე: საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ წლის ბოლოს საქართველოში იქნება უვიზო მიმოსვლა, რაც არის მინიმუმ უპასუხისმგებლო განცხადება. 2008 წლის იანვარში არავინ იცოდა რა იყო მაპი, შემდეგ იყო მოლოდინი იმისა, რომ მაპს გვაძლევდნენ. ეს მოლოდინი შექმნა ხელისუფლებამ. შემდეგ მაპი საჯილდაო ქვად იქცა, ამის შემდგომ დავიწყეთ უვიზო მიმოსვლაზე საუბარი და დღეს ისევ იქმნება ეს მოლოდინი. არავინ ფიქრობს, თუ რა მოყვება ამ მოლოდინს შემდგომ.
“ბათუმელების” ინფორმაციით დღეს, 30 ივნისს, ბათუმის პლაჟზე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა საღამოს მოხდა. შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები 118-ე მუხლით მიმდინარეობს – ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება.
ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი: თემა, რომელიც შევარჩიეთ, ძალიან პრობლემურია. ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებისა და საქართველოს ვალდებულებების ტექნიკური დეტალების მიღმა არსებობს ფუნდამენტური საკითხები, რაზეც დგას ეს ურთიერთობა და რის გამოც არის ღირებული საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა. სამწუხაროდ, ეს ის საკითხებია, რომლებიც აშინებს საზოგადოებას ან ქმნის მოლოდინს. რა სარგებელი შეიძლება ნახოს ქვეყანამ? მიდგომა ასეთია, როცა ევროკავშირზე ვსუბრობთ, იქნებიან ესენი ოპონენტები თუ მხარდამჭერები, მხოლოდ სარგებლიანობის მისაღებად არ არსებობს ევროპული სივრცე. ეს არ არის ადგილი, სადაც დოგმებით ურთიერთობენ, როცა ვთანხმდებით საერთო სახლში ცხოვრებაზე, საერთო წესებს ვადგენთ. მთავარი და პრინციპული საკითხია, რატომ გვინდა ევროკავშირში გაერთიანება და რატომ გვეშინია ევროპული სივრცის.
ჩვენს საზოგადოებაში ეს მტკივნეული მხარე დომინირებს: ბევრ რამეს დავკარგავთ, არსებითს დავკარგავთ, ღირებულს დავკარგავთ, სანაცვლოდ არაფერს შევიძენთ. საკითხი ყოველთვის დგას ასე, _ როდესაც შევალთ ევროკავშირში, მოგვარდება თუ არა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, აღმოიფხვრება თუ არა უმუშევრობა საქართველოში, არის თუ არა რაიმე ტიპის ეკონომიკური კრიზისი საქართველოში. ეს არის თემები, რომლებიც ევროპულ სივრცეშიც არ არის აღმოფხვრილი. მაგრამ არავინ გარბის ამ სივრციდან, საინტერესოა, რატომ ქმნიან ამ სივრცეს და მერე რატომ აღარ გარბიან ამ სივრციდან, რა არის ეს სივრცე, რომელიც მნიშვნელოვანია ყველა ევროპელისთვის და ადამიანისთვის, რომელიც თავს ევროპელად მიიჩნევს. საფრანგეთში მომხდარ ტერაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მთელს ევროპაში და მაშინვე გაჩნდა ფრაზა – “მე ვარ შარლი”. ეს ფრაზა გაჩნდა თბილისშიც, ბევრმა გაიკეთა ეს წარწერა. სკეპტიკოსები სვამდნენ კითხვას _ რატომ ხარ შარლი? ალბათ თქვენ ირგვლივაც ისმოდა ეს კითხვა, თქვენ რა პასუხს სცემდით?
სოფო ჟღენტი, ჟურნალისტი: ჩემ ირგვლივ ძირითადი აქცენტი იყო გაკეთებული იმაზე, რომ ისინი ამ აქციით პროვოცირებას უკეთებდნენ და მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ადამიანის რწმენას აქილიკებდნენ. ასევე ამბობდნენ – თუ ეს გამოხატვის თავისუფლებაა, მაშინ იმათ რატომ არ ჰქონდათ უფლება გაბრაზებულიყვნენო? ასე არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ გაბრაზების უფლება ჰქონდათ. ირინა ყურუა, ჟურნალისტი: ჩემ ირგვლივ ორად იყვნენ გაყოფილი: ნაწილი იცავდა იმათ, ვისაც სწამდა ეს რელიგია და რელიგიურ შეურაცხყოფად აღიქვამდნენ, მიიჩნევდნენ, რომ ესეც დასჯადი უნდა იყოს და სცილდება გამოხატვის თავისუფლებას.
ზვიად ქორიძე: ევროპულმა სივრცემ დიდი გზა განვლო იქამდე, სანამ აღიარებდა ადამიანის უფლებებს ფუნდამენტალურ ღირებულებად. `თუ ეს გამოხატვის თავისუფლებაა, იმათაც ხომ აქვთ გაბრაზების უფლება”, _ როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, იმ ტერაქტის მომწყობელსაც სწორედ ეს მიზანი ჰქონდა, რომ ევროპულ საზოგადოებას სხვანაირად დაეწყო ფიქრი, ხომ არ არის დრო, რომ გამოხატვის თავისუფლება შევზღუდოთ… ქრისტიანები ჩაიკეტონ და ისე ისწავლონ, მუსლიმები ჩაიკეტონ და ისე ისწავლონ, საბოლოო ჯამში ამით დაირღვეოდა თანასწორობის პრინციპი და ევროპული სივრცე, როცა ეს ირღვევა, იმარჯვებს ტერორისტი, რომელიც არღვევს ამ ევროპულ ცივილიზაციას. `მე ვარ შარლი~ ნიშნავს, არ მინდა უარი ვთქვა გამოხატვის თავისუფლებაზე, გადაადგილების თავისუფლებაზე, აზრის თავისუფლებაზე, ამიტომ აღმოჩნა ეს ფრაზა მაკონსოლიდირებელი ევროპისთვის და ამიტომ ვერ აღმოჩნდა ეს ფრაზა მაკონსოლიდირებელი -საქართველოსთვის. ჩვენ დავინახეთ ტერაქტი არის ცუდი. ამის მიღმა ამ ყველაფერმა რა კრიზისი შეიძლება გამოიწვიოს – ამაზე არ გვიფიქრია. ეს არის მთავარი ქვაკუთხედი _ რა სხვაობაა ქართულ და ევროპულ ღირებულებებს შორის. გზა, რომელიც გაიარა ევროპამ, ეს არის უნივერსალური გზა და სწორედ ამ უნივერსალური გზით გველაპარაკება ევროპა, შენ შეგიძლია გაითვალისწინო ეს გამოცდილება, შეგიძლია _ უარი თქვა. ევროპული სივრცე იღებს იმას, რაც არის ძვირფასი, მაგრამ რასაც ევროპული სივრცე გთავაზობს, ამისთვის გთხოვს პასუხისმგებლობას, ამის ტარება ძალიან რთულია. გაცილებით ძლიერ სახელმწიფოებსაც უჭირთ ამ პასუხისმგებლობის აღება, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო ინსტიტუციების ზრდის თვალსაზრისით უჭირთ ევროპასთან თანამშრომლობა.
ევროკავშირის სივრცის გაზრდის ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, გაზრდის ევროკავშირი თავის სივრცეს, აუდიტორიას, გავლენებს, მაგრამ ეს პრობლემას შეუქმნის ღირებულებებს, როდესაც ფუნდამენტურ ტექსტს წერდნენ ევროკავშირის დამფუძნებლები, პირველი ფრაზა იყო “ევროკავშირი ეს არის ევროპული ღირებულებები~ და არა ქვანახშირის ლიცენზირებული ამოღება ან ენერგეტიკული ერთიანი ბაზარი, სტანდარტების დაცვა. ეს არის ინსტრუმენტები, რომლებიც მერე შეიძლება ჩვენს სივრცეში მყოფი ადამიანების დასაცავად გამოვიყენოთ.
ირაკლი ჩავლეიშვილი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე: ორ საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ეს არის ის ფასეულობები, რომლებიც ჩვენ გვაქვს პატრიალქალურად გამჯდარი და რასაც ევროპა გვთავაზობს, უნდა ავირჩიოთ ვიყოთ ევროპის ნაწილი, თუ ჩავკეტოთ საზღვარი და ვიცხოვროთ საბჭოთა კავშირში ან ავტორიტარულ რეჟიმში. ეს არჩევანი აქვს ქართველ ხალხს, ეს ძალით არ გამოვა, არც რომელიმე პარტიის ნება-სურვილით, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. რეფერენდუმით ეს გადაწყვეტილია, მაგრამ რამდენად მზად ვართ ამისთვის? სწორია ევროპა, როცა ბარიერებს გვიქმნის უკეთ მოსამზადებლად, ევროპაში მოუმზადებელი შესვლა უფრო მეტ პრობლემებს გაგვიჩენს ჩვენ, ვიდრე – ევროპას.
ვილაპარაკებ ბათუმზე – ეს იყო ქალაქი, სადაც განსაკუთრებულად იგრძნობოდა ლტოლვა ევროპისკენ, რადგან ბათუმი ზღვისპირა ქალაქია, აქ იგრძნობოდა პირველი ევროპული ქარი. ჩვენს ქალაქში ბევრს ლაპარაკობენ, რომ თურქეთი დაგვიპყრობს, პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპანსია აქვს განზრახული. ბოლო 500 წლის განმავლობაში თურქეთს თავისი პოლიტიკური ზრახვები გააჩნდა ისევე როგორც რუსეთს, მაგრამ ჩვენ არ გავმქრალვართ. შიში იმისა, რომ ჩვენ ვიღაც შეგვჭამს და გავქრებით, უსაფუძლოა. თუ გადავხედავთ ბათუმს, პორტო-ფრანკოს პერიოდში ყალიბდებოდა ევროპული ფასეულობები. სასტუმროები, სათამაშო ბიზნესი, ბორდელები, ნუდისტური პლაჟი, რომლებიც მუსლიმანურ სივრცეში იყო და ამას ქალაქი იღებდა, დიდხანს შემორჩა, საბჭოთა კავშირის პერიოდშიც კი. ბათუმში აკეთებდნენ იმას, რასაც მთელ საბჭოთა კავშირში ვერ ახერხებდნენ. ამიტომ ბათუმი ყოველთვის იყო ევროპული ტიპის ქალაქი.
თამუნა ხოზრევანიძე, ჟურნალისტი: სოციალური კვლევის მიხედვით, ბათუმში შემთხვევითობის პრინციპით გამოკითხული 40 ადამიანიდან 34 იყო ევროკავშირის მომხრე.
არჩილ ფურცელაძემ ბინა ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში ერთი თვის წინ იყიდა. მან სამშენებლო კომპანიის აქციით ისარგებლა და უძრავ ქონებაში ვაკის რაიონისთვის მნიშვნელოვნად ნაკლები თანხა – კვადრატულ მეტრში 750 აშშ დოლარი გადაიხადა, თან საჩუქრად საპარკინგე ადგილიც მიიღო.
“ბინის ფასი ხელმისაწვდომია, სხვა კომპანიებთან შედარებით. თვითონ კორპუსის დიზაინიც დახვეწილია, ირგვლის სიმწვანე, კარგი ჰაერი და, რაც ჩემთვის მთავარია, სიწყნარეა. კმაყოფილი ვარ კომპანიის შემოთავაზებით და კარგი პირობებით”, – ამბობს არჩილ ფურცელაძე.
ბინა, რომელიც უკვე არჩილს ეკუთვნის, ვაკეში, შატბერაშვილის 74-ში მდებარე მშენებარე კოროპუსშია. კორპუსს დეველოპერული კომპანია „სალვუს დეველოპმენტი“ აშენებს.
მიმდინარეაქციები
შატბერაშვილის 74-ში კვადრატული მეტრის ფასი ამ ეტაპზე 750 აშშ დოლარია. კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის თქმით, ვაკეში ეს ყველაზე დაბალი ფასია.
“ვაკის უბანში პატარა კვლევა ჩავატარეთ და აღმოჩნდა, რომ ყველაზე დაბალი ფასი ჩვენ გვაქვს, სხვაობა მინიმუმ 100 დოლარია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სართულის მატებასთან ერთად, როგორც წესი, ფასიც იზრდება ხოლმე, მაგრამ ახლა, ამ ეტაპზე, 750 დოლარი გვაქვს ფიქსირებული ყველა სართულზე”, – ამბობს „სალვუს დეველოპმენტის“ მარკეტინგის მენეჯერი ანი მურვანიძე.
“სალვუს დეველოპმენტი” მომხმარებელს სხვადასხვა აქციებს მუდმივად სთავაზობს. ამ ეტაპზეც, კომპანიას რამდენიმე მიმდინარე აქცია აქვს:
საზაფხულო აქციის ფარგლებში, რომელიც მხოლოდ 30 ივლისამდე გაგრძელდება, ბინის შეძენა მსურველს 660 აშშ დოლარად შეუძლია და პირველადი შესატანი მხოლოდ 35%-ია. დარჩენილ თანხაზე კი 12-თვიანი შიდა უპროცენტო განვადება მოქმედებს. ასეთი ექსკლუზიური შეთავაზება კომპანიას მხოლოდ 4 ბინაზე აქვს.
საზაფხულო აქციის მიღმა ძალაშია ასევე აქცია, რომლითაც არჩილ ფურცელაძემ ერთი თვის წინ ისარგებლა. ამ შემთხვევაში, მყიდველი კვადრატულ მეტრში, სართულის მიუხედავად, 750 აშშ დოლარს იხდის და საჩუქრად საპარკინგე ადგილს იღებს, რომლის ფასიც, აქციის გარეშე, დაახლოებით 7 ათასი აშშ დოლარია.
გარდა ამისა, კვლავ ძალაშია აქცია, რომლის ფარგლებშიც, მყიდველს შეუძლია, პირველი შენატანი – ბინის ღირებულების 30%, აშშ დოლარის 1,77-იანი კურსით გადაიხადოს.
მდებარეობა
შატბერაშვილის ქუჩაზე მშენებარე ორსადარბაზოიანი საცხოვრებელი სახლი, ორდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომით, მრგვალი ბაღიდან 700 მეტრის დაშორებით მდებარეობს. ის ახლოსაა კუს ტბასთან, რომლის მიმართულებითაც პირდაპირი გზა უკვე იჭრება და კორპუსი რეკრეაციულ ზონას მალე ბილიკით დაუკავშირდება. კორპუსს უკნიდან ხეებით დაფარული ბორცვი აკრავს, შესაბამისად, ირგვლივ სიმწვანეა და ქალაქის სხვა ცენტრალურ ქუჩებთან შედარებით, ტემპერატურაც განსხვავებულია და ჰაერიც შედარებით სუფთაა.
გარდა იმისა, რომ ირგვლივ ბუნებრივი მწვანე საფარია, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შესანარჩუნებლად, მწვანე სკვერებისა და ეზოების მშენებლობას თვითონ შატბერაშვილის 74-ის პროექტიც ითვალისწინებს.
“პროექტში გათვალისწინებული გვაქვს მწვანე სკვერები, სასეირნო ბილიკი. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ კომფორტული ბინა, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, გახსნილი სივრცე და ლამაზი ხედები ქალაქის ცენტრთან ახლოს, და, ამავდროულად, ქალაქის ხმაურისა და მტვრისაგან მოშორებით”, – ამბობს კომპანია „სალვუს დეველოპმენტის“ მარკეტინგის მენეჯერი ანი მურვანიძე.
პროექტში ჩადებულია ასევე საბავშვო ბაღისა და სპორტული მოედნის მოწყობა. გარდა ამისა, როგორც ეზო, ასევე კორპუსი სრულად აღიჭურვება პანდუსებით, იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გადაადგილების არანაირი პრობლემა არ შეექმნათ.
ბინების ფართობი 60 კვადრატული მეტრიდან იწყება. კომპანია ბინებს ე.წ. თეთრი კარკასის სახით აბარებს, თუმცა ანი მურვანიძის თქმით, მათ თითოეულ კლიენტთან ინდივიდუალური მიდგომა აქვთ და, შესაბამისად, პირობები შესაძლოა შეიცვალოს.
„სალვუს დეველოპმენტი“ საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომლის საქმიანობაც ინვესტიციების მართვას, უძრავი ქონების დეველოპმენტსა და მშენებლობას მოიცავს. კომპანიამ უკვე წარმატებით დაასრულა პირველი პროექტი, საცხოვრებელი კომპლექსი – “კრწანისი რეზიდენსი”, რომელიც კრწანისის ქუჩა #21-ში მდებარეობს. ამ ეტაპისთვის “კრწანისი რეზიდენსში” ყველა ბინა გაყიდულია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული პირი ანკარის ინტერპოლის მიერ 2014 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.
აჰმეთ სამი ონეი დამნაშავედ ცნეს თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 103/1-ე, 53/1-2-3-ე, 103/6-ე და 62-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც მცირეწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
ბინა, რომელსაც დღეს დიანა და გენადი ჯორბენაძეების შვიდშვილიან ოჯახს გადასცემენ, როგორც მერიის პრესსამსახური იუწყება, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ოჯახს მერიისგან უკვე გადაეცა 31 ათასი ლარი, ბინაში სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად.
მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში ბინები ბათუმში საჩუქრად უკვე ექვს ოჯახს გადაეცა.
ბათუმის ”დინამი” – ნიქოზის ”ომონია” | ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს“ განცხადებით მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია, ბათუმის მასშტაბით, საქართველოს ფოსტის პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში. ბილეთები 4 და 5 ლარი ღირს. ფან–ზონა (აღმოსავლეთ ტრიბუნა) – 4 ლარი; დასავლეთ ტრიბუნა – 5 ლარი.