საპროტესტო აქცია სტუდენტური თვითმმართველობის წინააღმდეგ

„ყველა სტუდენტი თანასწორია, არა სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიებს“ –  ამ სლოგანით აპირებს სტუდენტთა ნაწილი თვითმმართველობის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას.

სტუდენტები აქციის გამართვას 7 მარტს, 15:00 საათზე გეგმავენ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ტექსტი ვკითხულობთ:

„უკვე მრავალი წელია თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან თანხების მიღების კუთხით უპირობო მონოპოლისტია. ისინი ერთპიროვნულად სარგებლობენ საუნივერსიტეტო ფინანსებით, რომელიც ყველა სტუდენტს თანაბრად ეკუთვნის. ამის დასტურია წლების განმავლობაში ყოველ ზამთარს ტრადიციად ქცეული ,,ტრენინგ-გასვლები” თვითმმართველობის წევრებისთვის ბაკურიანში, რომელზეც არაადეკვატური თანხები იხარჯება იმ პირობებში, როცა მხოლოდ თსუ-ს რამდენიმე ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჰყავს, რომელთა უმრავლესობა სწორედ ფინანსური დავალიანების გამო ვერ აგრძელებს განათლების მიღებას. თსუ-ის ხელმძღვანელობაც უარს ამბობს მანკიერი ტრადიციის შეცვლაზე“- ნათქვამია განცხადებაში.

ამავე ტექსტში ჩამოთვლილია თვითმმართველობის მიერ გასულ წელს დახარჯული თანხებიც.

„2015 წლის ზამთარში ბაკურიანის პროექტისთვის, რომელიც საკუთარი თავის დატრენინგებას გულისხმობდა, თვითმმართველობამ 19 000 ლარი დახარჯა.  2016 წლის თებერვალში კი 24 600 ლარი. ეს ყველაფერი კი საუნივერსიტეტო საზოგადოების დიდ ნაწილის პროტესტის მიუხედავად მაინც განხორციელდა, რაც სრულიად საუნივერსიტეტო ინტერესების უგულებელყოფაა“-ნათქვამია განცხადებაში.

აქციის ინიციატორთა აზრით, უნდა შეწყდეს სტუდენტური თვითმმართველობის ბიუჯეტის არამიზნობრივი გამოყენება და ის სტუდენტთა რეალურ საჭიროებებს უნდა მოხმარდეს.

„ამიტომაც ყველას გთხოვთ და მოგიწოდებთ, მოდით ორშაბათს, 15:00 საათზე, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და ერთად გავაპროტესტოთ სტუდენტური თვითმმართველობისა და უნივერსიტეტის მმართველების მსგავსი თვითნებობა და საერთო ინტერესების უგულებელყოფა“.

 

უხმო ხმოსნები ბათუმის საკრებულოდან

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ზოგიერთი წევრის მოსაზრების გაგება მხოლოდ იმით შეიძლება, თუ რის ნიშნად წევს ის ხელს მაღლა საკითხის დამტკიცებისას – წინააღმდეგია თუ მომხრე. სხვა შემთხვევაში ისინი ჩუმად არიან ან მხოლოდ რეპლიკით შემოიფარგლებიან.

საკრებულოს სხდომებზე თითქმის არ ლაპარაკობს საკრებულოს წევრი, პროფესიით ექიმი, თემურ ორაგველიძე. მას არასდროს გამოუთქვამს პოზიცია რომელიმე საკითხზე, რაც საკრებულოს სხდომაზე გავიდა და ბათუმელი ამომრჩევლისთვის იყო მნიშვნელოვანი. მას უმეტესად მერიის მიერ შეტანილი საკითხები მოსწონს და კითხვების გარეშე ეთანხმება მათ. მხოლოდ ორჯერ თუ სამჯერ დასვა მან კითხვა ჯანდაცვის საკითხებზე, საკითხის დაზუსტების მიზნით. რატომ არის ის სხდომებზე ჩუმად? – აქვს თუ არა საკითხების ირგვლივ მოსაზრება და როგორ ახერხებს თავისი სამაჟორიტარო უბნის ამომრჩევლის ინტერესების დაცვას? – ამ კითხვებზე მან „ბათუმელებს“ „უდროობის მიზეზით“ ვერ უპასუხა.

პასიურ ხმოსნებს შორის არიან ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვაჟა რამიშვილი და საკრებულოს წევრი თეიმურაზ ბასილაძეც. ვაჟა რამიშვილმა ტელეფონს არ უპასუხა. თეიმურაზ ბასილაძემ კი „ბათუმელებს“ სიჩუმის მიზეზი ასე აუხნა -„როცა ჩუმად ვარ, ამ დროს წერტილოვან დარტყმებს ვახორციელებ. ეს ხუმრობით“. სერიოზულად კი – თეიმურაზ ბასილაძე თურმე საკუთარ მოსაზრებებს ფრაქციის სხდომაზე აფიქსირებს.

საკრებულოს წევრი გიორგი კაკაბაძე ამბობს, რომ არ უნდა ჩუმად იყოს, მაგრამ იძულებულია. ის ამაში გარკვეულწილად ჟურნალისტებს ადანაშაულებს: „ერთხელ ვთქვი და ატყდა ამბავი, არასწორად გაიგეს. არასწორად გააშუქეს… ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარეც ხშირად აკეთებს განცხადებას, მაგრამ თითქოს არ გაუკეთებია. ისე უდგებიან, ვითომ მარტო „თავისუფალი დემოკრატებია“ ოპოზიცია და ჩვენ არა. ისე ლაპარაკსაც გააჩნია, ტყუილად ლაპარაკს რა აზრი აქვს“, – ამბობს საკრებულოს წევრი.

პასიურებს შორის არის ჯუმბერ კახიძეც „ნაციონალური მოძრაობიდან“. ის სხდომაზე იშვიათად გამოდის, როგორც ახალი თემის ან რაიმე საკითხის ინიციატორი და ძირითადად მხოლოდ რეპლიკით შემოიფარგლება. ამის მიზეზად საკრებულოს წევრი მთავარი როლის ფრაქციის თავმჯდომარისთვის დათმობით ხსნის და ამ თემაზე საუბრისას საბჭოთა ბელადი, ლენინი ახსენდება: „სულ სამი კაცი ვართ ფრაქციაში და ფრაქციის თავმჯდომარე აკეთებს განცხადებას. ხოლო როდესაც ფრაქციის თავმჯდომარე აკეთებს განცხადებას, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ფრაქციის წევრებსაც იგივე მოსაზრება აქვთ. ამბობს ლენინი, პარტია გვყავს წარმოდგენილი – თუ გახსოვთ“.

სხდომაზე გამოტანილი საკითხების მიმართ საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებით არც იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ლევან კინწურაშვილი გამოირჩევა. მისი განცხადება უმეტესად უკავშირდება რეგლამენტის წესის შეხსენებას იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის წარმამადგენელი იმაზე დიდხანს საუბრობს, ვიდრე ამის უფლება აქვს. ხშირად ის არც ტელეფონს პასუხობს.
იგივე შეიძლება ითქვას „კონსერვატორ“ დიმა დარჩიაზე. განცხადებები რაიმე საკითხთან მიმართებაში მას საკრებულოს სხდომაზე არ გაუკეთებია და ძირითადად გამოტანილ საკითხებს ეთანხმება.

ჩუმად მყოფებს შორისაა თამაზ თურმანიძეც. ცოტა ხნის წინ მას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი `ნაკლებად აქტიურობის~ მიზეზით დაატოვებინეს. საკითხების მიმართ პოზიციას ხმამაღლა ის არც ფრაქციის თავმჯდომარის ამპლუიდან აფიქსირებდა და არც ახლა გამოირჩევა ამ კუთხით.

პასიურობას ვერ დავწამებთ „რესპუბლიკელ“ ზაურ ახვლედიანს. ის, ძირითადად, ბათუმის გენგეგმასა და არქიტექტურულ საკითხებზე აქტიურობს.

პასიურებს შორისაა რამაზ სურმანიძეც. მას ძირითადად საგანმანათლებლო საკითხები აინტერესებს, ან საყვედურს გამოთქვამს სხდომაზე „ზედმეტი ხმაურის“ გამო.

კონსტრუქციულობით გამოირჩევა ფრაქცია „ახალი ოპოზიციის“ თავმჯდომარე გიორგი ცინცქილაძე.

ბათუმის საკრებულოს ჰყავს ისეთი წევრებიც, რომელთაც არასოდეს არ ჰყოფნით რეგლამენტით გათვალისწინებული დრო. ისინი ხმაურობენ, აპროტესტებენ, არ მოსწონთ და უკმაყოფილოები არიან, ზოგიერთი საკითხის გასახმაურებლად ბრიფინგებსაც კი აწყობენ.

„საკმარისია ახლა, აქ ხომ ვერ დავაღამებ“, – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ამ სიტყვების ადრესატები სხდომაზე უმეტესწილად ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე, კობა ჩხეიძე და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, გიორგი კირთაძე არიან.

საკრებულოს ხმაურიანი წევრები არიან ასევე ირაკლი მიქელაძე „ქართული ოცნების“ უმრავლესობიდან და ჯაბა ბერიძე „თავისუფალი დემოკრატებიდან“, ხმაურს არც „ნაციონალი“ ნოდარ დუმბაძე ერიდება.

საკრებულოში არიან ისეთებიც, რომლებიც თავიანთ საკურატორო სფეროებზე სვამენ კითხვებს, მოსაზრებებით შემოიფარგლებიან ან სხვების მიერ დასმულ კითხვებს პასუხობენ. მაგალითად, ბიუჯეტის საკითხებზე ოპონირებს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თენგიზ აფხაზავა, საკრებულოს წევრი ნატალია ზოიძე ლაპარაკს იწყებს მაშინ, როცა ოპოზიცია მთავრობას აკრიტიკებს, იგივე შეიძლება ითქვას საკრებულოს თავმჯდომარის მეორე მოადგილე, ლაშა სირაბიძეზე. განათლების საკითხებით კი ნინო ბერაძე ინტერესდება.

ამ მოწვევის საკრებულოში მხოლოდ ორი ხმაურიანი განცხადება გვახსოვს საკრებულოს თავმჯდომარის კიდევ ერთი მოადგილის, ირაკლი ჩავლეიშვილისგან. წინა ორი მოწვევის საკრებულოში, როცა ის ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე იყო, რიგი საკითხების მიმართ მეტი კრიტიკულობით გამოირჩეოდა. იგივე შეიძლება ითქვას „რესპუბლიკელ“ თემურ ყურაშვილზეც, ხმაურის გარეშე ის ვერც ახლა ძლებს და ოპონირებს როგორც ოპოზიციას, ასევე კოალიციის შიგნით მყოფი პარტიების წარმომადგენლებსაც, თუმცა უფრო თავშეკავებულია, ვიდრე 2006-2010 წლების საკრებულოში, როცა ის ოპოზიციას წარმოადგენდა. მაგალითად, მან სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის, თანაკოალიციელ ირაკლი ჭეიშვილის რეპლიკაზე: „თქვენ, „რესპუბლიკელებს“, სხვისი ხელით გინდათ საქმის კეთება“ – დუმილი არჩია.

გარდაცვლილი 4 თვის ჩვილი და შერჩევითი დასჯა „უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის“

4 თვის გაბრიელ ხალვაში იანვარში „ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში“ გარდაიცვალა. მას ექიმებმა მწვავე მენინგო-კოკცემიის დიაგნოზი დაუდგინეს. შეეძლოთ თუ არა ჩვილის გადარჩენა ექიმებს – შემთხვევას „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“ სწავლობს, თუმცა ცხედარს ექსპერტიზა არ ჩატარებია. დასკვნის დადებამდე სააგენტომ ამ კლინიკის პირველადი გადაუდებელი დახმარების განყოფილების – „ემერჯენსის“ ექიმი ლ.ა. უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მისცა. ექიმი ლ.ა. ადასტურებს, რომ სერტიფიცირებული მართლაც არ არის, მაგრამ „ემერჯენსში“ სერტიფიკატი არავის აქვს.

ჩვილი კლინიკაში თავდაპირველად დედას მიუყვანია. გაბრიელს სახეზე გამონაყარი ჰქონია და ყურები გასივებია. „პირველად ექიმი ლ.ა. მოგვემსახურა, მერე ალერგოლოგ ვ.ბ.-ს დაგვაკავშირა, რაღაც წამლები გამოგვიწერა იმ კაცმა და გამოგვიშვეს. ექიმს თუ არ ენდე, აბა, ვის უნდა ენდო? რამე არ ჭირსო, ასე იძახდნენ, მაგრამ ბოლოს…“ – გვიყვება გაბრიელის დედა, მზექალა შურღაია. დედას ბავშვი სახლში დაუბრუნებია, ქედაში, სოფელ წონიარისში.

ხუთი დღის შემდეგ, ღამით მშობლებმა სასწრაფო სამედიცინო სამსახური გამოიძახეს და გაბრიელი მაღალი სიცხით ისევ „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში“ ჩამოიყვანეს. დილით გაბრიელი გარდაიცვალა.

თავდაპირველად ბავშვს რომ მხოლოდ ალერგიული გამონაყარი ჰქონდა, ადასტურებს ექიმი პედიატრი ლ.ა.-ც. ექიმის განმარტებით, მან ბავშვს მხოლოდ პირველადი სამედიცინო მომსახურება გაუწია, რასაც ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ შემუშავებული „გაიდლაინები“ და მშობლებმა ბავშვის კლინიკაში დატოვება არ ისურვეს.

ექიმმა წერილიც გვაჩვენა ჩვილის დედის ხელმოწერით, სადაც ვკითხულობთ: „მიუხედავად შესაძლო რისკისა, ოჯახური პირობების გამო, უარს ვაცხადებ ჩემს შვილს ჩაუტარდეს სტაციონარული მკურნალობა. ვიცი, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს“.

გაბრიელის დედა კი ყვება, რომ ექიმი ცრუობს: „პირიქით იყო, გვითხრა, გადავსებულია საავადმყოფო, დასაწოლი ადგილი არ არისო, თან რომ მოგათავსოთ, ისე არიან დავირუსებული ბავშვები, შეიძლება რამე გადაედოს, უმჯობესია, სახლში წაიყვანოთო“.

მზექალა შურღაიას არ ახსოვს, მოაწერა თუ არა ხელი თანხმობას ბავშვის ოჯახში წაყვანაზე: „იმდენ დოკუმენტზე მოგვაწერინეს ხელი, აღარ მახსოვს“.

რატომ შეიძლება წაეყვანათ ჩვილი კლინიკიდან მშობლებს, თუ მას რეალურად სჭირდებოდა კლინიკაში ყოფნა, ან რატომ მიანიჭა გადამწყვეტი მნიშვნელობა ექიმმა მშობლის მოთხოვნას? „მდგომარეობა იყო მხოლოდ საშუალო სიმძიმის. დაავადებას რეციდივი ახასიათებს, ანუ განმეორება და უმჯობესად ჩავთვალე, ბავშვის კლინიკაში გაჩერება მონიტორინგის მიზნით“, _ უთხრა „ბათუმელებს“ ექიმმა ლ.ა.-მ.

გაბრიელის დედა, მზექალა შურღაია ამბობს, რომ ბავშვს შესაბამისი მომსახურება ვერც მეორედ მისვლის დროს გაუწიეს: „ღამის 12 საათზე ჩამოვედით, ერთ საათზე მეტი გვალოდინეს შესასვლელში. ვუთხარი, სხვაგან გადავიყვანთ, თუ აღარაა საშველი-მეთქი. მითხრეს, ბავშვს რამე რომ დაემართოს, თქვენ აგებთ მაშინ პასუხსო. გაბრიელი ძალიან ცუდად იყო. ექიმმა როგორც კი მოიცალა ჩვენთვის, აქეთ გვისაყვედურა, სად გყავდათ აქამდეო და რეანიმაციულ განყოფილებაში წაიყვანეს. დილით შვილი აღარ მყავდა“.

ჩვილის ცხედრისთვის ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ. მზექალა შურღაია ამბობს, რომ ამის უფლებას არც მისცემდა ვინმეს. ბავშვის მშობლებს არც კლინიკისთვის უჩივლიათ. „ჩივილს რა აზრი აქვს? არც ის მესმის, მარტო ამ ერთ ექიმს რატომ სთხოვენ პასუხს“, – ამბობს გაბრიელის დედა. 4 თვის ბავშვის გარდაცვალებაზე არც გამოძიება დაწყებულა. შსს-ს პრესცენტრის თქმით, მათთან აქამდე შეტყობინება არ შესულა. „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში“ კი გვითხრეს, რომ საქმის შესწავლის დასრულებამდე არ იციან, იკვეთება თუ არა სამედიცინო პერსონალის ბრალი პატარა გაბრიელის გარდაცვალებაში.

„მოკვლევის დროს აღმოჩნდა, რომ კონკრეტულ ექიმს არ ჰქონდა შესაბამისი სერტიფიკატი, რის გამოც შედგა ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმი. თუკი სასამართლო ჩვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ის 1000 ლარით დაჯარიმდება, ასევე აეკრძალება „ემერჯენსის“ მიმართულებით მუშაობის უფლება, ვიდრე სერტიფიცირებული არ გახდება“, – უთხრა „ბათუმელებს“ დავით ებრალიძემ, „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ იურისტმა.

„პირველადი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში არავის აქვს სერტიფიკატი, – ამბობს რეგულირების სააგენტოს მიერ დაჯარიმებული ექიმი. – ემერჯენსის განყოფილება 2011 წელს შეიქმნა და შესაბამისი კურსების გავლა ჯერ ვერ მოვახერხეთ. დაახლოებით 25-წლიანი გამოცდილება მაქვს პედიატრიაში, მაგრამ გადაუდებელი დახმარების მიმართულებით მუშაობას ცალკე სერტიფიცირება სჭირდება. ახლა არის წასული თბილისში ორი ექიმი ჩვენგან სერტიფიკატის მისაღებად. ყველა ერთად ხომ არ წავალთ? ექვსი თვე სჭირდება კურსის გავლას“.

რატომ არ ისჯებიან სხვა ექიმები სერტიფიკატის უქონლობის გამო? „როგორც კი აღმოვაჩენთ, სხვებსაც დავაჯარიმებთ“, – გვითხრა რეგულირების სააგენტოს იურისტმა. რატომ სჭირდება ამას `აღმოჩენა“, გაუგებარია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტისთვის. „სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია მასთან დასაქმებული სამედიცინო პერსონალის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს. თუ სააგენტოს არ აწვდიან ამ ინფორმაციას, ეს უკვე დარღვევაა“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

ჩვენი არაერთი მცდელობისა და პრესსამსახურის დაპირების მიუხედავად, კითხვებს არ უპასუხეს „ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში“. ამ ცენტრის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი სამედიცინო კომპანია „ევექსია“. „ბათუმელებს“ სურდა გაეგო, რატომ მუშაობენ კლინიკაში ექიმები სერტიფიცირების გარეშე და რაში გამოიხატება თავად კლინიკის პასუხისმგებლობა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ მონიტორინგი ფატალურ შედეგზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. „სერტიფიცირების აუცილებლობა კანონითაა განსაზღვრული, განსაკუთრებით იქ, სადაც რისკი მაღალია. სახელმწიფო სერტიფიკატით აღიარებს კონკრეტული პირების კვალიფიკაციას. კანონმდებლობით, როცა ექიმს შესაბამისი სერტიფიკატი არ აქვს, პასუხისმგებლობა თანაბრად ნაწილდება როგორც ექიმზე, ისე – სამედიცინო დაწესებულებაზე“, – ამბობს საია-ს აჭარის ფილიალის ხემძღვანელი, გიორგი ხიმშიაშვილი.

სამედიცინო რეგულირების სააგენტოს იურისტები კი განმარტავენ, რომ სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობა არ დააყენეს, რადგან ორი თვის წინ ამავე კლინიკაში კიდევ ერთი ექიმი დააჯარიმეს სერტიფიკატის არქონის გამო. მაშინ კლინიკაც დაჯარიმდა 5 ათასი ლარით და მიეცა ოთხთვიანი გამოსაცდელი ვადა. სააგენტომ ვერ გვიპასუხა, რატომ ვერ გამოვლინდა ექიმთა შესაბამისი სერტიფიკატების საქმე გეგმიური შემოწმების დროს, რომელსაც სააგენტო რეგულარულად ახორციელებს, ხოლო ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში ე.წ. „ემერჯენსის“ განყოფილება 2011 წლიდან მოქმედებს.

„არც ისე მარტივად ყოფილა საქმე“, – ამ ფრაზით შეწყვიტა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ 26 თებერვალს ლ.ა.-ს საქმის განხილვა, როცა მან ბავშვის გარდაცვალების შესახებ გაიგო. მანამდე მოსამართლეს ექიმი მოუყვა, რომ მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და სერტიფიკატის მოთხოვნა მხოლოდ მიმდინარე წლიდან გააქტიურდა.

ბავშვის კლინიკაში ხელახლა მიყვანისა და მისი გარდაცვალების შესახებ ექიმის ადვოკატისგან ნათქვამი მოსამართლისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მოსამართლემ აუცილებლად მიიჩნია სხდომაზე სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს დასწრება, რომლის წარმომადგენელი სასამართლოში უკვე მეორედ არ გამოცხადდა.

საბავშვო ბაღების აღსაზრდელებსა და პირველი-მერვე კლასის მოსწავლეებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ

დღეს შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლა-პანსიოში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და აჭარის განათლების სამინისტროს შორის, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებში ,,სს საზღვაო ჰოსპიტალი“, აჭარის ყველა ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ ერთეულში, ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი-მერვე კლასის მოსწავლეებსა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სამედიცინო – პროფილაქტიკურ შემოწმებას (სკრინინგი პედიატრის, ოკულისტის, ენდოკრინოლოგისა და ორთოპედის კონსულტაციები) ჩაუტარებს.

მემორანდუმის თანახმად ასევე ტარდება:

– აჭარის თვითმმართველი ერთეულების, კერძოდ, ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა პროფილაქტიკური შემოწმება – სკრინინგი პედიატრის, ოტო–რინო–ლარინგოლოგის, ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის კონსულტაციები.

– პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროების შემთხვევაში (მთელი წლის განმავლობაში) რენტგენოლოგიური, ექოსკოპიური, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური გამოკვლევა, ვიზომეტრია, ავტორეფრაქტომეტრია, ტონომეტრია, აუდიომეტრია და სხვა.

–  პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროების შემთხვევაში სკრინინგის შემდგომი კონსულტაცია. დაგეგმილი და ჩატარებული სკრინინგის რაოდენობა შეადგენს გამოსაკვლევი კონტინგენტის არანაკლებ 90%-ს.

აჭარის განათლების სამინისტროს რესურსცენტრების ინფორმაციით, აჭარაში  პირველი–მერვე კლასის ჩათვლით 36 858 მოსწავლე სწავლობს, ხოლო მუნიციპალიტეტების გამგეობების ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, რეგიონის ტერიტორიაზე რეგისტრიებულია 12 260 აღსაზრდელი (2015 წლის ნოემბრის მდგომარეობით).

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2015 წლის განმავლობაში გამოკვლევები ჩაუტარდა 43 168 ბენეფიციარს. მათ შორის 9744 ბაღის აღსაზრდელს. მოსწავლეთა სამედიცინო გამოკვლევები უკვე დაიწყო. დღეს 9:00 საათიდან ვიზიტი განხორციელდება ბათუმის N1 საჯარო სკოლის მეორე კორპუსში.

ორგანიზაცია „იალქანის“ საჩუქარი სოციალურად დაუცველ დედებს

დღეს, სამ მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანმა“ თავისი სასწავლო ცენტრის „მომავლის ბავშვების“  დედები სილამაზის სალონში დაპატიჟა.

„ჩვენს ცენტრში 83 ბავშვი სწავლობს, მაგრამ დღეს მხოლოდ 30 ბავშვის დედა მოვიდა. მათთვის მცირე საჩუქარი გავაკეთეთ, ახალი ვარცხნილობები და მაკიაჟი გავუკეთეთ.  სალონის შემდეგ ფსიქოლოგმა მაკო ხუნდაძემ დედებს ერთი საათი დაუთმო,“-გვეუბნება ორგანიზაციის ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე.

სალონის შემდეგ სოციალურად დაუცველ ქალებს საქველმოქმედო ორგანიზაცია ტორტით გაუმასპინძლდა.

 

ბათუმში იყიდება ოროთახიანი, ახალგარემონტებული ბინა

იყიდება ოროთახიანი ბინა, ახალგარემონტებული, უზრუნველყოფილი ახალი ავეჯითა და ტექნიკით. შესაძლებელია გაყიდვა ავეჯის გარეშეც.  ფასი: 30 000 აშშ დოლარი.

samaklero.ge

5

ბათუმში ქირავდება ბინა როგორც წლიურად, ასევე დღიურად

ბათუმში, გორგილაძის (ყოფილი გორკის) ქუჩაზე ქირავდება ბინა როგორ წლიურად, ასევე დღიურადაც. უზრუნველყოფილი ავეჯითა და ტექნიკით. ფასი: 600 აშშ დოლარი.

samaklero.ge

4

 

შუახევში ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა

დღეს, 14 საათზე, შუახევის კულტურის ცენტრში დედისა და ქალთა დღესასწაულებისადმის მიძღვნილი კვირეული იმედა მამალაძის სოლოკონცერტით გაიხსნა.

კვირეული 9 მარტს დასრულდება და მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებებს, რომლებიც შუახევის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლებში გაიმართება. კვირეულის პროგრამაში შედის პოეზიის საღამო, საესტრადო მუსიკისა და ფოლკლორული კონცერტები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა.

„ასევე მუნიციპალიტეტი გეგმავს დასკვნით ღონისძიებაზე მრავალშვილიან დედებს გადასცეს ფასიანი საჩუქრები”, – ამბობს შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორი ვახტანგ ბერიძე.  

ბათუმის მერიამ მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს სამი მარტი მიულოცა

ბათუმის მერიამ დედის დღესთან დაკავშირებით სოციალურად დაუცველ მარტოხელა და მრავალშვილიან დედებს ფულადი საჩუქრები გადასცა.

მრავალშვილიან დედებს [5 და მეტი შვილი] 1000 ლარი, სოციალურად დაუცველ სამ და ოთხშვილიან დედებს შესაბამისად 300 და 400 ლარი და მარტოხელა დედებს 300 ლარი გადაეცათ.  

ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის გოჩა ჯიბლაძის თქმით, სულ 540 დედა დასაჩუქრდა. მათ აღნიშნული ფულადი დახმარება გადაეცემათ წელიწადში ორჯერ: სექტემბერში ახალი სასწავლო წლის დაწყებისას და დედის დღეს.

ასევე, დღეს ბონის კულტურის სახლში გაიმართა საზეიმო ღონისძიება და კონცერტი  ბათუმის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით. ღონისძიებაზე ბათუმის მერიის წარმომადგენლებმა პირადად მიულოცეს სამი მარტი მარტოხელა და მრავალშვილიან დედებს.

დედის დღე ბათუმში [ფოტო]

ნაზიკო ხალვაში და გუგულ სალაძე / ბათუმი
ნაზიკო ხალვაში და გუგული სალაძე / ბათუმი / თორნიკე თავაძის ფოტო
ციალა ზოიძე / ბათუმი / თორნიკე თავაძის ფოტო
ციალა ზოიძე / ბათუმი / თორნიკე თავაძის ფოტო
shadie avejva
შადიე ავეჯვა / ბათუმი / თორნიკე თავაძის ფოტო
tuntul guegenidze
თუნთულ გურგენიძე / ბათუმი / თორნიკე თავაძის ფოტო
roza doborjginidze.jpg 3
როზა დობორჯგინიძე / ბათუმი / თორნიკე თავაძის ფოტო
RIMA DIASAMIDZE BATUMI
რიმა დიასამიძე / ბათუმი / თორნიკე თავაძის ფოტო

 

მერაბ მერკვილაძე “ობიექტივის” საინფორმაციო გამოშვების უფროსად დაინიშნა

“ტელეარხი 25”-ის ერთ-ერთმა ყოფილმა მფლობელმა და დირექტორმა მერაბ მერკვილაძემ „ბათუმელებთან“ დაადასტურა, რომ ის მედიაკავშირ „ობიექტივში” საინფორმაციო გამოშვების მთავარი პროდიუსერი იქნება.  

მერაბ მერკვილაძის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაო გუნდის დაკომპლექტება და დაახლოებით თვის ბოლოსთვის გავა გადაცემა ეთერში.

„ბათუმელების” შეკითხვაზე, რა გეგმები აქვს და რის გაკეთებას აპირებს “ობიექტივში”, მერაბ მერკვილაძე პასუხობს:

„ვაპირებ ახალი ამბების გამოშვების გაკეთებას, ჩვეულებრივი, სტანდარტებზე ორიენტირებული, კვალიფიციური, რამდენადაც ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებშია. გვეყოლება ახალი ჟურნალისტები, ოპერატორები”. მან აქვე დასძინა, რომ „ობიექტივს” აქამდე არ ჰქონია იმ მასშტაბის საინფორმაციო გამოშვება, რასაც ახლა აკეთებენ.

მერაბ მერკვილაძემ 2012 წელს დატოვა 25-ე არხი და მას შემდეგ არც ერთ მედიასაშუალებაში არ უმუშავია ოფიციალურად. მაშინ მერაბ მერკვილაძემ და მისმა პარტნიორებმა არხი გაყიდეს. ასევე მერაბ მერკვილაძის დირექტორობის დროს დაიწყო 25-ე არხმა მედიაკავშირ “ობიექტივის”  საკუთარ ეთერში ტრანსლირება. თანამშრომლობა “ტელეარხ 25-“სა და “ობიექტივს” შორის დღემდე გრძელდებოდა. არხის ხელმძღვანელები ამბობდნენ, რომ “ობიექტივთან” თანამშრომლობის გარეშე  სატელიტის მომსახურების თანხას ვერ გადაიხდიდნენ. ახლახან არხის მფლობელმა განაცხადა, რომ ობიექტივთან თანამშრომლობას წყვეტს, ხოლო საკუთარი ბადის შესავსებად თოქ-შოუების გაკეთებას გეგმავს.

საკასო აპარატს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული საკასო აპარატის – daisy technology და 75 კგ შავი ლითონის პრივატიზების მიზნით, უპირობო ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. ქონების საწყისი გასაყიდი ფასია 50 ლარი, ვაჭრობის ბიჯი – 1 ლარი.

ქონების აღწერილობაში მითითებულია, რომ საკასო აპარატი daisy technology სერიული N50328010861 და 75 კგ შავი ლითონი  შპს ,,ქობულეთის სამგზავრო ავტოსადგურის“ ბალანსზე ირიცხებოდა ამ კომპანიის ლიკვიდაციამდე.

ელექტრონული აუქციონი მიმდინარეობს და ის 2016 წლის 7 მარტის 17:00 საათზე დასრულდება.

ირინა ყურუა “TV 25”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად დაინიშნა

ჟურნალისტი ირინა ყურუა, რომელიც აქამდე ტელეკომპანია „მაესტროს“ კორესპონდენტი იყო აჭარაში, „ტელეარხ 25“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ ირინა ყურუამ დაუდასტურა. ტელეარხზე დაბრუნდა სულხან მესხიძეც, „ტელეარხ 25“-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ამ დრომდე აჭარის ტელევიზიაში მუშაობდა. ირინა ყურუას თქმით, სულხან მესხიძე „ტელეარხ 25“-ის კორესპონდენტი და შაბათ-კვირას პროდიუსერი იქნება. კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას შეთავაზება აჭარის ტელევიზიიდან, ირინა ყურუამ აღნიშნა, რომ ასეთი ოფიციალური შეთავაზება არ ყოფილა.

ირინა ყურუას თქმით, მისი საქმიანობის მთავარი მიზანი ხალხის ნდობის შენარჩუნება და გაზრდა იქნება.

“ტელევიზია, როგორც აქამდე, ახლაც ორიენტირებულია ხალხის პრობლემებზე და გასაჭირზე, მათთვის პასუხებისა და პასუხისმგებელი პირების მოძებნაზე, ყველაფერზე, რაზეც ნორმალური საინფორმაციო სამსახური უნდა მუშაობდეს. რადიკალურ ცვლილებებს რა თქმა უნდა არ ვგეგმავ, ჩვენ ვმოძრაობთ იმ ფინანსურ შესაძლებლობებში, რაც აქვს დღეს მაუწყებლობას, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ იქნება ახალი კადრების შემოდინება. რა თქმა უნდა, რამდენიმე ახალი ადამიანი დაგვემატება, ჩემი მოსვლაც ამის დასტურია. მე რაც აქ დამხვდა, არიან გამოსაცდელი ვადით აყვანილი ადამიანები, რომლებსაც ერთი თვე აქვთ იმისათვის, რომ გამოავლინონ თავიანთი უნარები და გადაწყვეტილებაც მიიღება ამის მიხედვით”, – აღნიშნა ირინა ყურუამ “ბათუმელებთან”.

საკადრო ცვლილებებს „ტელეარხ 25“-ში წინ უძღოდა საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მერკვილაძის განცხადება, რომ მას ტელევიზიის ხელმძღვანელობა დაუსაბუთებლად აიძულებდა ორთვიან ფასიან შვებულებაში გასვლას, რაც საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და ზოგიერთმა ჟურნალისტებმა სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის მცდელობად შეაფასა, მათ ტელევიზია დატოვეს.

ირინა ყურუა ამბობს, რომ ის ჯერ კიდევ ტელეკომპანია “მაესტროში” მუშაობისას აშუქებდა “ტელეარხ 25”-დან თავისი წინამორბედისა და რამდენიმე ჟურნალისტის წასვლის პროცესს და სვამდა შესაბამის კითხვებს, რაც მის ჟურნალისტურ ნამუშევრებში აისახებოდა.

“თქვენ იცით, რომ სასამართლო პროცესია. მე ღიად, ყველას გასაგონად ვამბობ, რომ ვარ ერთ-ერთი, ვინც ელოდება ამ ადამიანების დაბრუნებას და ასევე საჯაროდ ვაცხადებ, რომ ისინი უნდა დაბრუნდნენ ტელევიზიაში. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია სასამართლოზე. მე იმედი მაქვს, რომ ისინი ამ პროცესს მოიგებენ, თუმცა დაბრუნდებიან თუ არა, შემდეგ მათი გადასაწყვეტი იქნება”, – თქვა ირინა ყურუამ.

„ტელეარხი 25“ აპრილიდან განახლებულ ფორმატში აპირებს მუშაობას. როგორც ტელევიზიის დირექტორმა, გია სურმანიძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, ტელეარხის ეთერი აღარ დაეთმობა მედიაკავშირ „ობიექტივს“ და „ტელეარხ 25“-ზე ახალი პოლიტიკური თოქ-შოუების მომზადება იგეგმება.

ბათუმი ნისლში [ფოტორეპორტაჟი]

ფოტოები გადაღებული ბათუმში, 29 თებერვალსა და პირველ მარტს.

ნანო სარალიშვილის ფოტო
ნანო სარალიშვილის ფოტო
ნანო სარალიშვილის ფოტო
ნანო სარალიშვილის ფოტო
ნანო სარალიშვილის ფოტო
ნანო სარალიშვილის ფოტო
ნანო სარალიშვილის ფოტო
ნანო სარალიშვილის ფოტო
ნანო სარალიშვილის ფოტო
ნანო სარალიშვილის ფოტო
ნანო სარალიშვილის ფოტო
ნანო სარალიშვილის ფოტო

როგორ იცავს დედას შრომის კოდექსი და კონსტიტუცია

 4 მარტს, 16 საათზე, „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართება დისკუსია თემაზე -როგორ იცავს დედას შრომის კოდექსი და საქართველოს კონსტიტუცია. თემაზე მოხსენებას წაიკითხავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნინო ტავლალაშვილი.
დისკუსია გაიმართება ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში.
აქტივობა ხორციელდება „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ [PITA] ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია(UNAG), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

ორსულობისას სამსახურიდან გათავისუფლებულმა ქალმა სასამართლო დავა მოიგო

„ეს იყო ანომალიური მოვლენა სასამართლოს მხრიდან, ასეთ გადაწყვეტილებას სხვაგან ვერ ნახავთ“, – ეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნადიმ ვარშანიძის შეფასებაა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გამგებლის გადაწყვეტილება – სამსახურიდან დაეთხოვა ორსული ქალი – უკანონოდ შეფასდა. უფლებადამცველებისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება „პრეცედენტულია“. ქალი, ვინც ყოფილ ხელმძღვანელს საქმე მოუგო, სამსახურში ჯერ არ დაბრუნებულა. ხელვაჩაურის გამგებელი „ანომალიური მოვლენის“ გასაჩივრებას აპირებს.

მახინჯაურის თემის სოფელ განთიადის სპეციალისტად გულნაზ ლლონტი 2013 წლის 15 თებერვალს დაინიშნა – დროებით მოვალეობის შემსრულებლად კონკურსის ჩატარებამდე, 2014 წლის აგვისტოდან კი თემის რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა. როცა ხელვაჩაურის გამგეობამ საერთო ატესტაცია-კონკურსი გამოაცხადა, გულნაზი უკვე ფეხმძიმედ იყო. „რამდენიმე დღეში დეკრეტულ შვებულებაში გავედი. კონკურსი დეკემბერში ჩატარდა და მითხრეს, თუ არ გაივლი, დაკარგავ სამსახურსო“, – უთხრა „ბათუმელებს“ გულნაზ ღლონტმა. ფეხმძიმობის მეცხრე თვეში მან კონკურსში მონაწილეობა მაინც მიიღო, თუმცა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა. გასული წლის 5 იანვარს გულნაზ ღლონტს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ნადიმ ვარშანიძის მიერ გამოცემული ბრძანება ჩააბარეს. 21 იანვარს გულნაზს შვილი შეეძინა.

„ეს იყო დისკრიმინაცია, რადგან გულნაზს ორსულობის გამო შეზღუდული ჰქონდა შრომისუნარიანობა და ის არ იყო თანაბარ პირობებში კონკურსის სხვა მონაწილეებთან“, – ამ პოზიციას არაერთხელ გაუსვა ხაზი ადვოკატმა დავით ანანიძემ სასამართლო განხილვების დროს.

ამ კუთხით უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნათია წკეპლაძის გადაწყვეტილება ახსენდება ანა არგანაშვილს ორგანიზაციიდან „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“: „იმ საქმეში არსებობდა ორსული ქალის წერილობითი დასტური, რომ თანახმა იყო სამსახურიდან გაეშვათ დეკრეტული შვებულების დროს. ამის მიუხედავად, მოსამართლემ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა იმაზე, რომ ორსულ ქალს აქვს სპეციფიკური მდგომარეობა და იოლად არის შესაძლებელი მის ნებელობაზე გავლენის მოხდენა. ამ გადაწვეტილებით ითქვა, რომ ორსული ქალისთვის განსაკუთრებით ხელშემწყობი გარემო უნდა შეიქმნას, და არა – პირიქით“.

სასამართლოში გულნაზ ღლონტი ასევე მიუთითებდა მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის დადგენილებაზე, რომლის მიხედვითაც „კონკურსი ცხადდება მხოლოდ ვაკანტურ თანამდებობაზე“. დაცვის მხარის მტკიცებით, გამგეობას არ უნდა მიეჩნია ვაკანსიად ის ადგილი, სადაც დეკრეტულ შვებულებაში გასული ქალი მუშაობდა და მის მოვალეობას დეკრეტულის პერიოდის გასვლამდე სხვა პირი ასრულებდა.

ხელვაჩაურის მუნიციპლიტეტის გამგებელი, ნადიმ ვარშანიძე კი ამბობს, რომ კონსულტაცია ამ საკითხზე საჯარო რეესტრთანაც გაიარა, როგორც კონკურსის ორგანიზატორთან. გამგებელი ასევე ენდობა თავის იურისტებს. „სამი იურისტი მყავს, ყველა ასე ამბობს. ჩვენ ჯერ არ წაგვიგია ეს საქმე. კანონი მავალდებულებდა მოვალეობის შემსრულებლისთვის კონკურსის ჩატარებას და რა უნდა მექნა? ვფიქრობ, მოსამართლეს ეს ქალი შეეცოდა და ამიტომ დაიჭირა მისი მხარი, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ასეთი იმედი გაუჩინა“, – ნადიმ ვარშანიძემ ეს დისკრიმინაციული შეფასება „ბათუმელებთან“ გააჟღერა.

საინტერესოა ასევე გამგებლის შეხედულება მოსამართლის დამოუკიდებლობაზე: „კარგია, რომ გაეღვიძა მორალი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს და ეს გააკეთა. აბა, წინა ხელისუფლების დროს მიეღო ასეთი გადაწყვეტილება, თუ გაბედავდა“.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა არგანაშვილისთვის გამგებლის ასეთი შეფასებები მიუღებელია: „არ ვეთანხმები ასეთი მეტაფორებით სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებას. კი ბატონო, გაასაჩივროს, თუ მისთვის მიუღებელია და ჩვენც ინტერესით მივადევნებთ თვალს ამ პროცესს. როგორც ჩანს, ხელვაჩაურის გამგებელს არ აქვს ინფორმაცია იმ საერთაშორისო კონვენციებზე, რაზეც ვალდებულება აქვს აღებული საქართველოს“.

„ძალიან გამიხარდა. სწორი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ. სასამართლო ხშირად თავს არიდებს ასეთი თამამი გადაწყვეტილების მიღებას“, – გვითხრა ელენე ფილეევმა, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტმა: „ეს იყო პრეცედენტული შემთხვევა, რადგან კანონი ზუსტ განმარტებას მსგავს სიტუაციაში არ იძლევა. როგორც ჩანს, მოსამართლე დაეყრდნო იმ პრაქტიკას, რომელიც არსებობს ცივილურ ქვეყნებში და ამოვიდა მთავარი პრინციპიდან – არ შეიძლება დეკრეტულ შვებულებაში მყოფი ქალი გაათავისუფლო სამსახურიდან. ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როცა დეკრეტულ შვებულებაში მყოფი სკოლის დირექტორის მოადგილე გაათავისუფლეს, რადგან დირექტორი შეიცვალა. კანონი იძლევა საშუალებას, როცა სკოლაში ახალი დირექტორი ინიშნება, მოადგილეც ავტომატურად შეცვალონ. ამის მიუხედავად, მოვიგეთ საქმე სასამართლოში“.

ხელვაჩაურის გამგეობას გულნაზ ღლონტისთვის განაცდურის სახით დაახლოებით 5400 ლარი აქვს გადასახდელი. ეს თანხა კიდევ გაიზრდება, თუკი გამგეობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და ისევ წააგებს. „არაერთხელ ვცადეთ მოლაპარკება გამგებელთან, ამისკენ მოგვიწოდებდა მოსამართლეც, მაგრამ გამგებელი არ შეგვხვდა. ამ გზით სახელმწიფო ბიუჯეტი დაიზოგებოდა“, – ამბობს ადვოკატი დავით ანანიძე.

„ხელისუფლებას არ აქვს მგრძნობელობა ამ საკითხებზე“, – ამბობს ანა არგანაშვილი „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი: „ორსულთა დისკრიმინაცია საკმაოდ ხშირია, მიუხედავად იმისა, რომ მათ კანონი იცავს. როცა 2013 წელს შრომის კოდექსში შევიდა ცვლილებები, ხელისუფლება დაგვპირდა, რომ მომზადდებოდა ცვლილებები გენდერული ასპექტების გათვალისწინებით, მაგრამ ასე არ მოხდა. ქალებისთვის დასაქმება ისევ უფრო პრობლემურია, ვიდრე მამაკაცებისთვის, განსხვავებულია მათი ხელფასიც. ამ ფონზე განსაკუთრებით რთულია ფეხმძიმე ქალის შრომითი პირობები. სამწუხაროდ, გადაწყვეტილების მიმღები პირები, როცა ამ თემაზე ვესაუბრებით, გვპასუხობენ, რომ ეს მეათეხარისხოვანი პრობლემაა. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს ე.წ. „ნეიტრალური კანონმდებლობა“, რომელიც დისკრიმინაციას აღრმავებს“.

როდის შეიძლება ნარკოტესტის ჩატარებაზე უარი უთხრა პოლიციას

გასულ კვირას ბათუმში აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ორი პირი დააკავეს. დაკავებულებმა უარი განაცხადეს ნარკოტესტის ჩატარების მიზნით ნიმუშის ჩაბარებაზე. ისინი დაკავებიდან 12 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. დაუშვებელია, ადამიანს აიძულო ნიმუშის ჩაბარება – ნიმუშის ჩაბარებაზე უარის თქმა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტი პაატა დიასამიძე, რომელიც დაკავებულთა უფლებებს იცავდა.

გასულ კვირას დაკავებულმა მოქალაქეებმა პოლიციას უარი უთხრეს ნიმუშის ჩაბარებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათგან ამას ითხოვდა პოლიცია. რა შემთხვევაში აქვთ მოქალაქეებს უფლება უარი უთხრან პოლიციას ნიმუშის ჩაბარებაზე?

ნიმუშის ჩაბარება ნებაყოფლობითია. პირს ყველა შემთხვევაში აქვს უფლება უარი თქვას ნიმუშის ჩაბარებაზე. უბრალოდ, შესაძლებელია, თუ, მაგალითად, ნარკოლოგიურში გადაყვანაზე პირი უარს ამბობს, იძულებით გადაიყვანონ ადმინისტრაციული დაკავების წესით, მაგრამ იქ მისულს ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია, უარი თქვას ნიმუშის გაცემაზე. დაუშვებელია, რაიმე სახით ადამიანი აიძულონ, რათა მისგან ნიმუში მიიღონ.

იმ შემთხვევაში, თუ ვიზუალურადაც ჩანს, რომ პირი იმყოფება ნარკოტიკული თრობის ქვეშ, მაშინ რა ხდება – აქვს მას უფლება უარი უთხრას პოლიციას ნიმუშის ჩაბარებაზე?

ადმინისტრაციული წესით დაკავებას არეგულირებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, პოლიციის შესახებ კანონი, შს მინისტრის ბრძანება… დაკავება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც საპატრულო პოლიციის წარმომადგენელს აქვს ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშაა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს გაყოლა ნარკოლოგიურში და გადამოწმება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია ადამიანს უარი თქვას გადამოწმებაზე და არ მისცეს ნიმუში. ანუ ვალდებულია გაყვეს პოლიციას, მაგრამ უფლება აქვს, უარი თქვას ნიმუშის ჩაბარებაზე.

გამოდის, რომ პოლიციას შეუძლია დააკავოს ადამიანი, მაგრამ არ შეუძლია აიძულოს ტესტის ჩაბარება?

ვერანაირად ვერ აიძულებს, დაკავების ვადა კი 12 საათია. შემდეგ დაკავებული უნდა გაუშვან.

ამის მიუხედავად ბიუჯეტში სოლიდური თანხა შედის ნარკოტესტზე დაჯარიმებული ადამიანებისგან. ამის ახსნა როგორ შეიძლება?

არ ვიცი სამომავლოდ პრაქტიკა როგორ განვითარდება და სტატისტიკა როგორი იქნება. მაქვს ინფორმაცია, რომ თბილისში იყო მსგავსი შემთხვევები, მაგრამ ბათუმში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ [საიამ] გავაპროტესტეთ იძულებით ნიმუშის აღება. გარკვეული სახის ხარვეზია კანონმდებლობაში – იძულებით ნიმუშის აღება დაუშვებელია, რადგან ეს ადამიანის მიმართ არაჰუმანურ, არაადამიანურ მოპყრობად მიიჩნევა.

ნებისმიერ დროს შეიძლება პირმა უარი თქვას ნიმუშის ჩაბარებაზე? – სისხლის სამართლის მუხლით დაკავებულზეც ვრცელდება უარის თქმის უფლება, თუ ეს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ეხება?

არა, სისხლის სამართლის მუხლით დაკავებულით დაკავების შემთხვევაში შესაძლებელია, რომ იძულებით აიღონ დაკავებულისგან ნიმუში. ამას სისხლის სამართლის საპროცესო კიდექსი ითვალისწინებს, ნიმუშის აღება ერთ-ერთი საგამოძიებო მოქმედებაა.

კანონი იძლევა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას, რაც ასევე გულისხმობს ნიმუშის ჩაბარებაზე უარის თქმასაც, მაგრამ ადამიანები ვერ ახერხებენ უთხრან არა პოლიციის ამ მოთხოვნას. ეს რაზე მიუთითებს?

ეს მიუთითებს იმაზე, რომ არ ფლობენ ინფორმაციას. პრაქტიკაში პირველი იყო ბათუმში ეს შემთხვევა და ყველა ვინც იგებს, გაკვირვებულია, ასეთი რაღაც თუ შეიძლებოდა, არ ვიცოდითო. თურმე რა კარგი ყოფილა, კანონი როცა იციო.

რამდენად ართულებს კანონის ეს ნორმა პოლიციელებისთვის მუშაობას? – ისინი ამაზე ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას.

კი, უკმაყოფილება ჩვენს შემთხვევაშიც გამოითქვა პოლიციის მხრიდან, რომ ძალიან გართულდება ამის შემდეგ ამ მიმართულებით მათი მუშაობა, მაგრამ ეს ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა და მისი შეზღუდვა დაუშვებელია. ვნახოთ, სამომავლოდ პრაქტიკა როგორ განვითარდება. შესაძლებელია აქედან გამომდინარე კანონსაც გადახედონ და ცვლილებაც შეიტანონ. ამ ეტაპზე ვერავინ იტყვის რა მოხდება.

როცა პოლიციელებმა იციან, რომ მოქალაქეს უფლება აქვს უარი თქვას ნარკოტესტის ჩაბარებაზე, მაგრამ მაინც აკავებენ მას 12 საათით და ამ გზით ბევრი ადამიანიც დაუჯარიმებიათ, ეს რაზე მიუთითებს?

დაკავების უფლება აქვთ და ისინი ამ უფლების რეალიზებას ახდენენ. მაგრამ დაკავება არ ნიშნავს, რომ 12 საათი იქ უნდა ამყოფო დაკავებული, კანონში არის ჩანაწერი – „არაუმეტეს 12 საათისა“. როდესაც მიიყვანენ ადამიანს ნარკოლოგიურში და ის არ აძლევს თავისი ნებით ნიმუშს, უნდა გაუშვან. ეს არ ნიშნავს, რომ დაკავებული 12 საათი უნდა ჰყავდეთ იქ და 2 წუთი რომ დააკლდება 12 საათს, შემდეგ გაუშვან. თუმცა ამის უფლება მათ აქვთ.

ფოლკლორული ფლეშმობი ბათუმის პიაცაზე

დღეს  ბათუმის პიაცაზე დედის დღის აღსანიშნავად ფოლკლორული ფლეშმობი მოეწყო.

ფლეშმობში 5 სხვადასხვა ანსამბლის 350-მდე მოცეკვავე მონაწილეობდა, რომლებმაც დედებს ქართული და თანამედროვე ცეკვის სინთეზით მიულოცეს დედის დღე.


ფლეშმობის რეჟისორი აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ქორეგორაფი ამირან პაიჭაძეა.

ნანი გუგუნავასა და ამირან კახიძეს საპატიო ბათუმელის წოდება მიანიჭეს

ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა, ნანი გუგუნავასა და ამირან კახიძეს საპატიო ბათუმელის წოდება მიანიჭა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ნანი გუგუნავას საპატიო ბათუმელის წოდება ბათუმში განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა, ხოლო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს ამირან კახიძეს, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორია,  სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში არქეოლოგიური სკოლის დაფუძნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ქართული კულტურისა და ტრადიციების აქტიური პოპულარიზაციისთვის.
საპატიო ბათუმელის წოდება 2006 წელს დააწესა ბათუმის თვითმმართველობამ. წოდებას საპატიო ბათუმელის წოდების მინიჭების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ანიჭებენ მოქალაქეებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი ქალაქის განვითარებაში, დემოკრატიის დამკვიდრებასა და ადამიანის უფლებათა დაცვაში, მეცნიერების სხვადასხვა დარგის წინსვლაში, კულტურისა და ხელოვნების სფეროების აღმავლობაში. აღნიშნულ წოდებას 2012 წლიდან ბათუმის საპატიო მოქალაქისა და დამსახურებული მოღვაწის წოდება დაემატა.

პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობები

აუდიტის სამსახურის მონაცემებით, პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობები [საწევროების ჩათვლით] 2016 წლის იანვრის თვეში სულ 42 ათას 170 ლარი და 70 თეთრი იყო.

ჩამონათვალში 10 პარტიაა: “დევნილთა პარტია” [3 500 ლარი], “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” [20 520], „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [4 200], „პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის“ [9 900], “თავისუფალი საქართველო” [590], “მემარცხენე ალიანსი” [500], “განახლებული საქართველოსთვის” [5], „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ [120], „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ [323,7] და „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ [2 502 ლარი].

რაც შეეხება გასულ, 2015 წელს, 18 პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებულმა შემოწირულობებმა ჯამში 1 მილიონ 566 ათას 383 ლარი და 33 თეთრი შეადგინა.

აქედან ყველაზე მეტი შემოწირულობა მიიღო: “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” – 556 000 ლარი [მათ შორის 280 ლარი საწევრო, 10 095 არაფულადი]; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 294   640 ლარი 73 თეთრი , “თავისუფალი დემოკრატები” – 289 210 ლარი [284 710 საწავრო, 4500 არაფულადი]; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 204 870 ლარი 50 თეთრი [198 000,5 ლარი ფულადი, 6870 არაფულადი], “დევნილთა პარტია” – 56 701 ლარი.

qwwwwwwwwwwwwwww

„ქართული ოცნების“ ოფისი ბათუმში რამდენიმე დღეში გაიხსნება

არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე „ქართული ოცნების“ პარტიული ოფისი ბათუმში ისევ გაიხსნება. ლუკა ასათიანისა და მარჯანიშვილის ქუჩების კვეთაში (ვარდების სკვერთან) მდებარე შენობის მეორე სართულზე პარტია „ქართული ოცნების“ წევრები უკვე იკრიბებიან. პარტიული ოფისის ოფიციალურად გახსნას ლიდერები რამდენიმე დღეში გეგმავენ.

„ოფისის გახსნა არ უკავშირდება არჩევნებს. პარტიული ოფისი არჩევნების შემდეგაც იმუშავებს,“ -უთხრა „ბთუმელებს“ პარტია „ქართული ოცნების“ ბათუმის ბიუროს წევრმა ლაშა სირაბიძემ.

„ქართული ოცნების“ პარტიული ოფისი ბათუმში 2014 წლის დასაწყისში დაიხურა.

IMG_0001
„ქართული ოცნების“ ბათუმის ოფისს ქუჩის მხრიდან ჯერ არ აქვს გამოკრული პარტიული ატრიბუტიკა

IMG_0006

ქალები ხელოვნებაში თუ ქალური ხელოვნება? – დისკუსია ბათუმში

9 მარტს  ბათუმში, „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“ მოეწყობა დისკუსია თემაზე – „ქალები ხელოვნებაში თუ ქალური ხელოვნება“?

დისკუსია ბიოლის ფონდის მიერ არის ორგანიზებული. მოწვეული სტუმრები იქნებიან ხელოვნებათმცოდნე თეო ხატიაშვილი, მხატვარი ლია უკლება, რომელმაც გასულ წელს ქალთა უფლებების დამცველი კატო მიქელაძის პრემია მიიღო და მხატვარი ირინა ტორონჯაძე.

საჯარო დისკუსია 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

7 ვაკანსია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში

7 ვაკანსიაზე კონკურსს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსტრო აცხადებს. განცხადებების მიღება 11 მარტამდეა შესაძლებელი. თითოეულ ვაკანსიაზე თანამდებობრივი სარგო 825 ლარს შედგენს. სამინისტროს 7 ვაკანსიაზე კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება: განცხადებების გადარჩევა, ტესტირება და გასაუბრება. სამინისტრო, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, გასაუბრების აუდიო და ვიდეოჩაწერას აპირებს. კონკურსანტის თანხმობად სამინისტრო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გაგზავნილ განცხადებას ჩათვლის.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 7 ვაკანსიას 6 თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს: ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი; ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის ურბანული განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი; საბიუჯეტო დეპარტამენტის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფორმირებისა და შესრულების ანალიზის განყოფილების მთავარი სპეციალისტი;ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის საინვესტიციო პროექტების განხილვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი; ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი; ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი (2 ვაკანსია).

 

ბათუმში „ზებრებს“ ღებავენ [ფოტო]

ბათუმის მერიის სამსახურმა, „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სააგენტომ“ ქალაქის ტერიტორიაზე ზებრა-გადასასვლელების შეღებვა დაიწყო.

თორნიძე თავაძის ფოტო
თორნიკე თავაძის ფოტო

ამავე თემაზე: ბათუმიდან გამქრალი „ზებრები”

გონიოს მიწები – ბათუმის საკრებულო საკითხის განხილვას აჭიანურებს

რატომ არ პასუხობს ბათუმის საკრებულოს  ქონების მართვის ეროვნული სააგენტო და რა პოზიცია აქვს უწყებას გონიოს სადავო მიწების შესახებ –  გონიოელების საპროტესტო აქციის შემდეგ „ბათუმელების“ მიერ ორშაბათს დასმულ ამ შეკითხვას სააგენტომ დღეს უპასუხა. ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, მიწის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტო არ იღებს და ის საკრებულოს შესაბამისი კომისიის საქმეა. სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ წელს ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისგან წერილი არ მიუღიათ.

გონიოელები ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის პასუხს ორშაბათისთვის ელოდებიან. მათ გონიოს მაჟორიტარი საკრებულში ირაკლი მიქელაძე და საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე ლევან კინწურაშვილი შეხვდნენ. საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საჯარო შეხვედრაზე ლევან კინწურაშვილმა თქვა, რომ კიდევ ერთი კვირა კომისიას ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს პოზიციის გასაგებად სჭირდება. „8 თვის განმავლობაში რამდენჯერმე მივწერეთ წერილი ქონების მართვის სააგენტოს, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. ამ მიწების მესაკუთრე ეს სააგენტოა. შესაბამისად, მათი პასუხია მნიშვნელოვანი,“ – თქვა ლევან კინწურაშვილმა გონიოელებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან.

ორშაბათს გონიოელებს ეტყვიან, რომ თითოეული შემთხვევის შესწავლას საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია დაიწყებს. ეს „ბათუმელებს“ ამ კომისიის თავმჯდომარემ, ლევან კინწურშვილმა უთხრა. რატომ არ მუშაობდა ამ საკითხზე კომისია აქამდე და რის გამო გააჭიანურა შეგნებულად პროცესი ბათუმის საკრებულომ? ლევან კინწურაშვილმა ამ კითხვაზე გვიპასუხა, რომ კომისია „სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად“ მოქმედებს. „მთავრობაში განიხილება ამ მიწებისთვის სტრატეგიული დანიშნულების სტატუსის მინიჭება. ამ პროცესში ჩართულია  ეკონომიკური საბჭოც. ქონების მართვის სააგენტოსგან ჩვენ სწორედ ამ პოზიციის გაგებას ვცდილობდით: უბრუნებდნენ საკუთრებას ამ ხალხს, თუ სტრატეგიული გახდებოდა ეს მიწები და სხვა მიწის ნაკვეთს, ან კომპენსაციას მიიღებდა ის, ვისაც მიწა ნამდვილად უკანონოდ ჩამოართვეს,“- ამბობს ლევან კინწურაშვილი.

თუკი მთავრობა გონიოს მიწების სარფიანად გამოყენების ვერსიაზე ისევ მუშაობს, მაშინ რის განხილვას იწყებს საკრებულოს კომისია ამჯერად? „ძალიან დიდი დრო გავიდა, რაღაც უნდა ვუპასუხოთ მოქალაქეებს“ – ამბობს ლევან კინწურაშვილი. ის კომისიის ამუშავებას გონიოელების საპროტესტო აქციებს არ უკავშირებს. მისი განმარტებით, კომისიას შეუძლია თქვას, რომელ შემთხვევაში იყო მიწის ჩამორთმევა უკანონო, მაგრამ ეს არ იქნება მიწის დაბრუნების საფუძველი.

ასე არ ფიქრობენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“. აქ მიიჩნევენ, რომ ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ხელს არაფერი უშლიდა შეესწავლა გონიოლების საქმე. „კომისია თუ მოინდომებდა, ამის შესაძლებლობა იყო, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი. ამ კომისიას უნდა ემსჯელა მხოლოდ მიწის საკუთრების აღიარების მოწმობების კანონიერების საკითხზე. პროცედურას თუ დაიცავდა კომისია და იტყოდა, რომ უკანონოდ იყო მიწები ჩამორთმეული, მოქალაქე მივიდოდა ამ გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრში. თუ რეესტრი შექმნიდა დაბრკოლებას, მაშინ მოქალაქე მიმართავდა სასამართლოს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი ხიმშიაშვილმა.

გონიოელები ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებას 2014 წლის სექტემბრიდან ელოდებიან, მას შემდეგ, როცა გონიოს სადავო მიწებზე აჭარის მთავრობის შერეულმა სამთავრობო კომისიამ დასკვნა დადო. დასკვნის მიხედვით, 479 პირის საქმიდან 307 ოჯახზე კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ქონების ჩამორმევის მართლზომიერების საკითხი სწორედ ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას შეესწავლა. სამთავრობო კომისიამ ამ 307 პირის გარდა განსაზღვრა იმ ოჯახების რაოდენობაც, რომელთა საკუთრების აღიარებას საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება და დადო მონაცემი იმ ოჯახებზეც, რომლებსაც საკუთრების დაბრუნების მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ.

სადავო მიწები გონიოში 271 ოჯახს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადასცა. 2010 წელს ეს მიწები გონიოელებს ჩამოართვეს. ხელისუფლებაში მოსვლადე, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება სწორედ გონიოს მიწების დაბრუნება იყო.

 

ბათუმში სასწრაფოდ იყიდება ბინა „შერატონთან“ ახლოს

იყიდება სასწრაფოდ ბინა „შერატონთან“ ახლოს. დარჩება ავეჯის ნაწილი, იტალიური ბოილერი და აბაზანის ინვენტარი. ფასი: 85 000 აშშ დოლარი.

samaklero.ge

3

სასწრაფოდ იყიდება კეთილმოწყობილი ბინა ბათუმში

სასწრაფოდ  იყიდება ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, 115 კვ.მ კუთხის ბინა, 3 საძინებლით, უზრუნველყოფილი ევრორემონტით, ცენტრალური გათბობით, ბუხრით, კონდიციონერით, აივნებით. ფასი: 95 000  აშშ დოლარი.  შეიძლება ეტაპობრივი გადახდა.

samaklero.ge

2

ახალაშენებულ კორპუსში იყიდება ბინა ავეჯითა და ტექნიკით

ბათუმში, იყიდება 70 კვ/მ ბინა ახალაშენებულ  კორპუსში, უზრუნველყოფილი  ავეჯითა და ტექნიკით. მის.:  ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთა.  ფასი: 78 000 აშშ დოლარი.

samaklero.ge

1

დისკუსია: მშობლის როლი ბავშვის აღზრდაში





2 მარტს სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში გაიამართა მორიგი დისკუსია თემაზე – მშობლის როლი ბავშვის აღზრდაში.

დისკუსიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ხატია ზუხუბაია უძღვებოდა.

შეხვედრაზე მოსაზრებები  გამოთქვეს მოსწავლეებმა  და  მასწავლებლებმაც.  განხილვის  თემა –   მშობლებისა და შვილების ურთიერთობა  და   არჩევანის  თავისუფლება იყო.
დისკუსიათა ციკლი ხორციელდება პროექტის ფარგლებში “ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია” რომლის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი ნედი (NED).

ინდორ ჰოკეიში ჩემპიონატი ბათუმში ტარდება

ინდორ ჰოკეიში ჩემპიონატი ბათუმში 7-დან 9 მარტის ჩათვლით გაიმართება. შეჯიბრი ბათუმის ყინულის სახლში ჩატარდება და მასში აჭარის, თბილისის, ქუთაისის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის და აბაშის სპორტული სკოლების ქალთა ნაკრები გუნდები იასპარეზებენ. შეჯიბრის მიზანი საქართველოში ინდორ, ანუ იგივე დარბაზის  ჰოკეის პოპულარიზაციის გარდა, საქართველოს ნაკრები გუნდისთვის კანდიდატების გამოვლენაა.

„ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდი მონაწილობას მიიღებს ევროპის ინდორ ჰოკეის ჩეპიონატში. გასული წლის ჩემპიონი აბაშის გუნდი იყო. გამარჯვებულს ასევე შეუძლია სხვა გუნდების საუკეთესო მოთამაშეებს შესთავაზოს ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა” – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის ჰოკეის გუნდის მწვრთნელმა გელა მჟავიამ.

ინდორ ჰოკეის ჩემპიონატის ორგანიზატორი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტთან ერთად, აჭარის ჰოკეის ფედერაციაა.

ინდორ ჰოკეიში ჩემპიონატები საქართველოში 1974 წლიდან ტარდება.

ცვლილებები „ტელეარხ 25“-ში – „რაც გავაკეთეთ გაყიდვები, საკმარისია“

„ტელეარხ 25“-ის ეთერში მედიაკავშირ „ობიექტივის“ გადაცემები აღარ გავა – ამის შესახებ განცხადება ტელეარხმა 29 თებერვალს გაავრცელა.

„ტელეარხ 25“-ის გენერალური დირექტორის, გია სურმანიძის თქმით, „ობიექტივთან“ თანამშრომლობის დროზე ადრე შეწყვეტის გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს.

„ობიექტივისათვის“ ტელეეთერის დათმობით მიღებული თანხით „ტელეარხი 25“ სატელიტის ხარჯებს ფარავდა. დაფინანსების ეს წყარო შეწყდა, თუმცა ტელევიზიის დირექტორი ამბობს, რომ აპრილიდან „ტელერხი 25“ ახალი პოლიტიკური თოქ-შოუების და სერიალის მოამზადებას და ასევე, ტექნიკის შეძენას გეგმავს. მისი თქმით, პროექტებისთვის თანხის მოძიება ახალ სატელიტზე გადასვლის შედეგად შეძლეს, რომელიც იმ თანხის ნახევარი ჯდება, რასაც აქამდე იხდიდა ტელევიზია.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ცვლილებები „ტელეარხ 25“-ში შესაძლოა ტელევიზიით პოლიტიკური მოძრაობა “ბედნიერი საქართველოსთვის” ლიდერის, მილიონერ ლეონიდ ჩერნოვეცკის დაინტერესებას უკავშირდებოდეს. თუმცა კითხვას, ხომ არ უყიდია „ტელეარხი 25“ ლეონიდ ჩერნოვეცკის, გია სურმანიძე ასე პასუხობს:

„არა, შეძენით არა მგონია. შეძენაზე საუბარს აზრი არა აქვს, თუ სხვა რაღაცაზე იქნება საუბარი, პრინციპში მზად ვართ, რომ დაველაპარაკოთ… როგორც ასეთი, შეძენა გამორიცხულია.“

კითხვაზე, რა შეიძლება იყოს „სხვა რაღაც“, გია სურმანიძე ასე პასუხობს: „არ ვიცი, არჩევნები მოდის და თუ პოლიტიკური ინტერესი აქვს რეკლამასთან დაკავშირებით, თავისთავად გავაკეთებთ რეკლამას.“

გია სურმანიძე „ტელეარხ 25“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და 49-პროცენტიანი წილის მფლობელია. იგი ამბობს, რომ ამ პერიოდში „ტელეარხ 25“-ს წილის გაყიდვასთან დაკავშირებით შემოთავაზება არ ყოფილა: „ჩემი წილი არ იყიდება. რაც გავაკეთეთ გაყიდვები, საკმარისია.“

დაინტერესებულია თუ არა „ტელეარხ 25“-ის ყიდვით ლეონიდ ჩერნოვეცკი? – “ბათუმელების” ამ კითხვას პოლიტიკოსმა წერილობით უპასუხა:

„გაცნობებთ, რომ არც მე და არც ჩემთან დაკავშირებული იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს არ გვაქვს განზრახული „ტელეარხ 25“-ის წილების ან საქართველოში არსებული რომელიმე სხვა ტელევიზიის შესყიდვა.

მიმაჩნია, რომ ტელეკომპანიები და ჟურნალისტები აბსოლუტურად თავისუფლები უნდა იყვნენ და პოლიტიკოსებთან ან პოლიტიკურ პარტიებთან არ უნდა იყვნენ დაკავშირებულნი. აგრეთვე მივიჩნევ, რომ აღნიშნული მედია საშუალება წარმოადგენს რეგიონში თავისუფალი სიტყვის მნიშვნელოვან წყაროს და ვიმედოვნებ, რომ ის ასევე მომავალშიც პოლიტიკური თამაშებისგან თავისუფალი იქნება.“

„ტელეარხ 25“-ის 51-პროცენტიან წილს ჯემალ ვერძაძე ფლობს. მან წილი ტელევიზიაში 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ შეიძინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთან, ლევან ქარდავასთან ერთად. მაშინ ამ გარიგების შესახებ „ბათუმელებმა“ ვრცელი სტატია მოამზადა, სადაც აღწერილი იყო, თუ როგორ აღმოჩნდა სახელმწიფო და კერძო ქონება „ტელეარხ 25“-ის დამფუძნებლების ნათესავების ანგარიშზე ორი დღის მანძილზე.

ორი თვის წინ „ტელეარხი 25“ დატოვა საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, მაია მერკვილაძემ და რამდენიმე ჟურნალისტმა. მაიას მერკვლაძის თქმით, მას ტელევიზიის ხელმძღვანელობა დაუსაბუთებლად აიძულებდა ორთვიან ფასიან შვებულებაში გასვლას, რაც საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და ჟურნალისტების ნაწილმა სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის მცდელობად შეაფასეს.

ქობულეთის გამგებელი ავტოავარიაში მოყვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე ავტოავარიაში  მოყვა. შემთხვევა 23 თებერვალს, საღამოს  მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესცენტრში.

პრესცენტრის ხელმძღვანელი მანონი შავიშვილი: „გამგებელი ლანჩხუთში მოყვა ავარიაში – თბილისში მიდიოდა სემინარზე დასასწრებად. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულხან ევგენიძემ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა. მკურნალობას ახლაც გადის სახლში. დაზიანდა სახელმწიფო მანქანაც. ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. მოკვლევის შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ალბათ უფრო საგამოძიებო ორგანოები გაგცემენ პასუხს“.

გამგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მანონი შავიშვილის ინფორმაციით, გამგეობისთვის უცნობია ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზები, ასევე უცნობია ვისი ბრალეულობა იკვეთება, ან ვის დაეკისრება  სახელმწიფოს კუთვნილი ავტომანქანის შეკეთების ვალდებულება.

ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა ქედაში [ფოტო]

ქედის კულტურის ცენტრში პირველ მარტს ქედელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე თერთმეტი მხატვრის მიერ სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ნახატები წარმოადგინეს.

ლაშა აბაშიძე, მხატვარი: „დიდი ხანია ვხატავ, თუმცა ჩემი შემოქმედებიდან დღემდე გამოფენაზე მხოლოდ ორი ნახატი იყო წარმოდგენილი ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, საბოლოოდ თავი მოვუყარე ნახატებს და წარმოვადგინე, როგორც ნატურმორტი, პეიზაჟი, ასევე აკვარელსა და გრაფიკაში შესრულებული ნახატები“.

ევა მიქელაძე, მხატვარი: „პედაგოგად ვმუშაობ, მაგრამ ჩემი ინტერესის სფერო მხატვრობაცაა, ვფიქრობ, თუ ასე მასიურად მოეწყობა გამოფენა, მხატვრებიც უფრო დავინტერესდებით და სტიმულიც მოგვეცემა“.

ადგილობრივი მხატვრების ნახატების გამოფენა ქედის კულტურის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო. ლია მახარაძე, ქედის კულტურის ცენტრის რეჟისორი: „ქედელი მხატვრების ნახატები ერთობლივად არასდროს გამოფენილა. მართალია, მათ ნამუშევრებს მოსახლეობა სახალხო დღესასწაულებზე ეცნობოდა, თუმცა საბოლოოდ ერთ სივრცეში მოვუყარეთ თავი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო, როგორც გრაფიკა, ფერწერა, ასევე თექაზე და ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატები, მნიშვნელოვანია ისიც, რომ გადაწყდა მოეწყოს ოთახი, სადაც ეტაპობრივად გამოიფინება ქედელი მხატვრების ნახატები“.

12771931_967598733335833_2575968150244198500_o

12776725_967598616669178_1414561962_o

12789990_967596256669414_941336189_o

12794975_967598150002558_996053249766584078_o

12778927_967597883335918_6613120512728383610_o
გამოფენა ქედის კულტურის ცენტრში / ეკა ბარამიძის ფოტოები

ბათუმში ასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

მემედ აბაშიძისა და გორგილაძის ქუჩების ნაწილს რამდენიმე საათია ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც „ენერგო- პრო ჯორჯიაში“ განაცხადეს, ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი გადამცემი ხაზის დაზიანება გახდა.

„ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე არსებული ხელოვნების მუზეუმის უკან,  ელექტროენერგიის კაბელი დაზიანდა. აღდგენას ბუნებრივია დრო სჭირდება და შესაძლებელია ორ საათში მოხდეს  მისი აღდგენა“.

კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ამ დროისთვის ქალაქის ცენტრში  ელექტროენერგია დაახლოებით ას აბონენტს არ მიეწოდება.

მილიონ 737 000 ლარი ნაპირგამაგრებისთვის ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტში, გამარჯვების პარკის მიმდებარედ, მდინარეების – აჭარისწყლისა და აკავრეთას შესართავთან ნაპირგამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. მთლიანობაში 1195 მეტრი სიგრძისა და 5 მეტრი სიმაღლის გაბიონის მოსაწყობად მილიონ 737 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯება. მშენებლობით სამუშაოებს ქედის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ზიმო – 7“ ასრულებს.

ქედის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე გუმბერიძე ამბობს, რომ სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და 2017 წელს დასრულდება, სამუშაოების ძირითადი ნაწილი კი წელს უნდა შესრულდეს.

615 მეტრი სიგრძის დამცავი კედელი მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს, 410 მეტრი – მარცხენა მხარეს მოეწყობა. რაც შეეხება მდინარე აკავრეთას, 170 მეტრი სიგრძის დამცავი კედელი მდინარის მარჯვენა მხარეს უნდა გაკეთდეს.

პირველი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეიდან ანუ პირველი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი დასრულებულია.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, აკრძალულ პერიოდში ნადირობა ითვალისწინებს საჯარიმო სანქციებს 500-700 ლარის ოდენობით.

„იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, შესაძლოა პირის მიმართ დადგეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი,“-ნათქვამია გარემოსდაცვითი ინსპექციის განცხადებაში.

Exit mobile version