ხარისხის ნიშანი აჭარაში ტურისტულ ობიექტებს

ხარისხის ნიშნის – „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“, მსურველთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი სრულდება. დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტურიზმის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფმა 30-ზე მეტი ტურისტული ობიექტი შეამოწმა.

მონიტორინგისას ტურისტულ ობიექტებში ძირითადად ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტები შემოწმდა, რომლებიც მსოფლიოში აღიარებულ – HotRec, Hot Star union 21 პრინციპს ემყარება. ტექნიკური შემოწმებისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ გაიცა რეკომენდაციები, რომელთა შესასრულებლად ტურისტულ ობიექტებს გონივრული ვადა მიეცათ.

მონიტორინგის მეორე ეტაპზე ტექნიკურ შემოწმებას ის ტურისტული ობიექტები გაივლიან, რომლებსაც ხარვეზების აღმოსაფხვრელად  ვადა აქვთ მიცემული. მონიტორინგის პარალელურად კი სერვისის ხარისხს განთავსებისა და კვების ობიექტებში „იდუმალი სტუმარი“ დაადგენს.

 მხატვარ გელა წულაძის ნამუშევარი ბათუმის ბულვარში
მხატვარ გელა წულაძის ნამუშევარი ბათუმის ბულვარში

მონიტორინგის ორივე ეტაპზე, ობიექტებში სანიტარული და სურსათუვნებლობის მონიტორინგის მიზნით, პროექტში ჩაერთვებიან სურსათის ეროვნული სააგენტო და შესაბამისი მუნიციპალიტეტის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. მონიტორინგის დამუშავებულ შედეგებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურიზმის რეგიონულ მრჩეველთა საბჭოს წარუდგენს.

პირველ ივნისს აჭარაში უკვე იქნება პირველი ტურისტული ობიექტები, რომლებსაც ექნებათ ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ”.

ინფორმაცია რეკომენდებული ობიექტების შესახებ დეპარტამენტის ვებგვერდზე: Recommend.ge განთავსდება, რომელიც დაეხმარება ვიზიტორებს, თავად შეარჩიონ სასურველი ხარისხის ტურისტული მომსახურება და ობიექტი.

„ჩეხოვის სახლს“ ბათუმში სახურავი გადახადეს

ჩეხოვის სახლი თავდაპირველი იერ-სახით
ჩეხოვის სახლი თავდაპირველი იერ-სახით

DSCN8928ბათუმში, რუსთაველის #17-ში და დ. თავდადებულის #7-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობს ძეგლს, ეგრეთ წოდებულ ჩეხოვის სახლს სახურავი გადახადეს. შენობაზე სამუშაოების ჩატარების უფლება გაცემული აქვს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს.

ფოტო: ირმა დიმიტრაძე
ფოტო: ირმა დიმიტრაძე

აჭარის მთავრობამ ჩეხოვის სახლი 29 წლის ვადით გადასცა კომპანია „ზუ-კა“-ს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, შპს ,,ზუ-კა’’ აუქციონის წესის თანახმად ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს  შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის შემუშავება, რომელიც  არ უნდა ითვალისწინებდეს შენობის მასშტაბის მნიშვნელოვან ცვლილებას, ხოლო ინტერიერის დიზაინში გათვალისწინებული უნდა იყოს ბათუმისა და კინემატოგრაფიის კავშირის მდიდარი ისტორიის ამსახველი მასალა.  პროექტის ფარგლებში   შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებში არანაკლებ 1 000 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება“.

ფოტო: ირმა დიმიტრაძე
ფოტო: ირმა დიმიტრაძე

პროექტის მიხედვით ჩეხოვის სახლს დაქანებული სახურავის ნაცვლად ექნება ბრტყელი სახურავი. მსგავს ცვლილებას უკვე დამტკიცებული პროექტი ითვალისწინებს.

შენობის ფასადზე განთავსებული ბანერის მიხედვით, შესაბამის სამუშაოებს კომპანია „ხინო“ ახორციელებს. დამკვეთს ამ სახლში სურს რესტორნის გაკეთება და სახურავზე ტერასის მოწყობა.

DSCN8908DSCN8898DSCN8897

ფოტო: ირმა დიმიტრაძე
ფოტო: ირმა დიმიტრაძე
ჩეხოვის სახლის პროექტის ერთ-ერთი ვერსია
ჩეხოვის სახლის პროექტის ერთ-ერთი ვერსია

„დაიცავი ძველი ბულვარი“ მთვარობასთან მოლაპარაკებას წყვეტს და აქციებისთვის ემზადება

საინიციატივო ჯგუფმა – „დაიცავი ძველი ბულვარი“ დღეს, 12 აპრილს, განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, აჭარის ხელისუფლების დაკვეთით ბათუმის ბულვარის კონცეფციაზე მომუშავე კომპანია კვლავაც იმ მიდგომით აგრძელებს მუშაობას, რაც ბათუმის ძველი ბულვარის იერ-სახის დამახინჯებას გამოიწვევს. სინიციატივო ჯგუფის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

„მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა „დაიცავი ძველი ბულვარი“, 18 თებერვალს გაავრცელა მიმართვა აჭარის მთავრობის სახელზე. ამ დრომდე მიმართვას ოფიციალური გამოხმაურება არ მოჰყოლია და, შესაბამისად, არც ერთი მოთხოვნა გათვალისწინებული არ არის (შედგა მხოლოდ ერთი სამუშაო შეხვედრა მთავრობის წევრების, არასამთავრობო სექტორის და მოქალაქეების ჩართულობით, თუმცა მხარეებმა საერთო პოზიციის ჩამოყალიბება ვერ მოვახერხეთ).

17 აპრილს 13:00 საათზე, ვიკრიბებით ევროპის მოედანზე და მივმართავთ აჭარის მთავრობას, შეაჩეროს უკანონო ხელშკრულება, რომელიც სსიპ „ბათუმის ბულვარს“ გაფორმებული აქვს შპს „სასტუმრო ოაზისთან“. ამ ხელშეკრულების მიზანია, მომზადდეს ბათუმის ბულვარის კონცეფცია.

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი მიიჩნევს, რომ კომპანიისთვის მიცემული დავალება საფრთხეს უქმნის  ბათუმის ბულვარს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. აჭარის მთავრობას კი არ აღმოაჩნდა ნება და უნარი, მოქალაქეების პროტესტის შემდეგ მაინც რომ წარემართა პროცესი საზოგადოებრივი ინტერესის და „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის  შესაბამისად.

ბულვარის კონცეფციის პროექტის და ტოპო-გეგმის მოსამზადებლად 2015 წლის 7 ოქტომბერს,  სსიპ „ბათუმის ბულვარმა“ მთავრობისგან გამარტივებული შესყიდვის განხორციელების  უფლება მოიპოვა და ხელშეკრულება  შპს „სასტუმრო ოაზისს“ გაუფორმა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 240 000 ლარია. კომპანიამ კონცეფციის პროექტი 2016 მაისში უნდა წარმოადგინოს.

2015 16 დეკემბერს, სასტუმრო „რედისონში“, „ბათუმის ბულვარის პირველი ეტაპის სამუშაო ვარიანტის“ პრეზენტაცია გაიმართა, რასაც მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. მიუხედავად ამისა,  შპს “სასტუმრო ოაზისის“ მიერ წარმოდგენილი პროექტი, რომელიც 1600 კვ. მეტრის ხეივნის სხვადასხვა თემატიკის სივრცეებად დაყოფას და ბულვარის შუა ხეივნის კაფეებისა და რესტორნებისთვის ათვისებას ითვალიწინებს, აქამდე არ შეცვლილა.  კომპანია მუშაობას ისევ იგივე რეჟიმში განაგრძობს.

ჯერ კიდევ იანვარში მოქალაქეთა ჯგუფმა მთავრობასთან მიღწია შეთანხმებას: ბულვარში მესამე ხეივნის გაუქმებასთან დაკავშირებული სამუშაოები ამ ეტაპზე  შეჩერებულია (სამუშაოებს რეაბილიტაციის ფარგლეებში კომპანია „ლიმტომი“ ახორციელებდა), თუმცა შპს „ოაზისი“ იმავე  მიდგომით განაგრძობს კონცეფციაზე მუშაობას, რაც, ჩვენი აზრით, მთლიანდ შეცვლის ბათუმის ბულვარის  სახეს და მას ისტორიულ ღირებულებას დაუკარგავს.

მათთვის, ვისთვისაც ბათუმი არის დასაცავი ღირებულება, ვიკრიბებით ევროპის (ერას) მოედანზე, 17 აპრილს, კვირას, 13:00 საათზე. ერთად დავიცვათ ძველი ბულვარი, არ დავუშვათ, რომ რეკრაციული ზონები და კულტურული მემკვიდრეობა ცალკეული ინვესტორების ინტერესებს შეეწიროს.

ვანდალიზმი ბათუმის ახალგახსნილ პარკში

 ბათუმის მერიის ინფორმაციით, შინდისის გმირების სახელობის  ახალ სკვერში, რომელიც ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის ბოლოში გუშინ გახსნეს,  დღეს გამთენიისას  ვანდალურად იქნა განადგურებული ახალდარგული ხე-მცენარეები. „დაზიანებულია სკამები, სანაგვე ურნები და სკვერში არსებული ინვენტარი,“- განაცხადეს ქალაქის მერიაში.

 

12977152_1107765229283785_486301781763210223_o

ფაქტს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ.  ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდნენ და არ დააზიანონ ქალაქის ინფრასტრუქტურა. პარკში პირველად დაიდგა ადაპტირებული ატრაქციონები და საპირფარეშოები.

12998364_1107765152617126_1409147541202421737_o

პარკი 7 000 კვ/მეტრზე უნდა გამწვანდეს. ახალი პარკის მშენებლობაზე ერთი მილიონ 927 ათასი ლარი დაიხარჯა.    

საკადრო ცვლილებები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა აფხაზავამ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილის პოსტი დატოვა. ის ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორის მოადგილედ, რვა აპრილს დაინიშნა.  ინფორმაციას აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროშიც ადასტურებენ, სწორედ მათი წარდგინებით დაინიშნა ბიძინა აფხაზავა.

„ბათუმელები“ ბიძინა აფხაზავასაც დაუკავშირდა. მისი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან თავისი სურვილით არ წასულა: „მთელი ცხოვრება ძეგლებისთვის ვიბრძოდი და მინდოდა, რომ ბოლომდე ვყოფილიყავი, რომ რაც შეიძლება ნაკლები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დანგრეულიყო.  ტენდენცია მიდის იქეთკენ, რომ ბევრი რაღაცეები აღარ გვექნება“.

ბიძინა აფხაზავა მხარეთმცოდნეობის მუზეუმში თითქმის 30 წელი მუშაობდა. „საიდანაც წამოვედი იქ დავბრუნდი და ვეცდები, რომ რაღაც ჩვენი ქალაქისთვის გავაკეთო. მუზეუმიც კულტურის ძეგლია“, -გვეუბნება ის.

არაოფიციალური ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, ძეგლებზე ნებართვის გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი, საკრებულოს წევრი, ზაურ ახვლედიანი განიხილება. თუმცა, „ბათუმელებთან“ საუბარში ზაურ ახვლედიანი ამბობს, რომ მისი კანდიდატურა ადრე განიხილებოდა, ამჯერად კი შემოთავაზება არ მიუღია: „ორი წლის წინ განიხილებოდა და მოხდა კიდეც ჩემი წარდგინება, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნები იყო და გადაიდო, ახლა არ ვიცი რა ეტაპზეა, განიხილავს თუ არა დირექტორი არ ვიცი“.

 

„ადელის“ სტადიონის ადგილზე აპარტამენტები აშენდება [ფოტო]

ბათუმში სტადიონი „ადელი“ აღარ არსებობს. ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ, სადაც სტადიონი იყო განთავსებული, დღეს შპს „ორბი ჯგუფი ბათუმის“ საკუთრებაშია. ტერიტორიაზე სხვადასხვა სამუშაო ტარდება – ბალახის საფარი უკვე აღებულია.

„ბათუმელებს“ „ორბი ჯგუფში“ უთხრეს, რომ ამ ადგილზე სასტუმრო ან/და საცხოვრებელი აპარტამენტების აშენება კონცეფციის დონეზე განიხილება. თუმცა, კონკრეტული პროექტი ჯერ არ არის [შესაბამისად, არც მშენებლობის ნებართვაა გაცემული].

სტადიონის ტერიტორია თავიდან შპს „ხიმშიაშვილის 7“-ს საკუთრებაში იყო. რეესტრის დოკუმენტების მიხედვით,  2015 წლის 10 დეკემბერს, 10 147 კვ/მ ფართობი იპოთეკით დაიტვირთა „თიბისი ბანკში“. ამ დროისთვის ნაკვეთის მესაკუთრედ კვლავ „ხიმშიაშვილის 7“  ფიქსირდება, ხოლო ამ ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით „ორბი ჯგუფმა“ რეესტრს ოთხ დღეში, 2015 წლის 14 დეკემბერს მიმართა.

რეესტრმა „ორბი ჯგუფი ბათუმის“ საკუთრებად, ზემოაღნიშნული ნაკვეთი, 2016 წლის 18 იანვარს დაარეგისტრირა. ამონაწერის მიხედვით კი ქონება, რომლის მესაკუთრეც უკვე „ორბი ჯგუფია“,  კვლავ „თიბისი ბანკშია“ იპოთეკით დატვირთული.

შპს „ხიმშიაშვილის 7“-ს მიწის ნაკვეთის, სადაც სტადიონი იყო, გარკვეული ნაწილი [1898 კვ/მ] შპს „ახალ სამშენებლო კომპანიაზე“ ჰქონდა გასხვისებული [ამ კომპანიაში 27%-მდე წილს მამუკა ხაზარაძე ფლობს, რომელიც „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა].

2015 წლის 10 დეკემბერს ზემოაღნიშნული ნაკვეთიც დაიტვირთა იპოთეკით  „თიბისი ბანკში“. იმ დროისთვისაც მესაკუთრედ „ახალი სამშენებლო კომპანია“ ფიქსირდება. აღნიშნული ნაკვეთის მესაკუთრე, რეესტრის ამონაწერით, „ორბი ჯგუფი“ 2016 წლის 6 იანვრიდანაა, თუმცა საკუთრების უფლების რეგისტარაციის მოთხოვნით, კომპანიამ რეესტრს ამ შემთხვევაშიც 2015 წლის 14 დეკემბერს მიმართა.

მთლიანობაში აქ „ორბი ჯგუფის“ საკუთრებაში დღეს 12 045 კვ/მ მიწის ნაკვეთია.

შპს „ხიმშიაშვილის 7“-ს დამფუძნებელია შპს „ქ. ბათუმის ბავშვთა საფეხბურთო კომპლექსი „ადელი“ [რომლის 100% წილს დღეს ლევან ადეიშვილი ფლობს]. თავის მხრივ, შპს „ხიმშიაშვილის 7“-ს წილებს დღეს ფლობენ: შპს „ქ. ბათუმის ბავშვთა საფეხბურთო კომპლექსი „ადელი“ [15,1%], შპს „ბიზნეს პლაზა“ [55,53%] და რევაზ ადეიშვილი [29,57%]. [სწორედ რევაზ და ლევან ადეიშვილებმა დააფუძნეს თავის დროზე „ადელის“ წინამორბედი – შპს „ბათუმის ბავშვთა საფეხბურთო კომპლექსი „ბსკ“.]

გარკვეული პერიოდის განმავლობაში „ადელის“ სტადიონზე ბათუმის „დინამოს“ მატჩებიც ტარდებოდა.

 

„ადელი“ 8 აპრილი 2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
„ადელი“ 8 აპრილი 2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
„ადელი“ 8 აპრილი 2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
„ადელი“ 8 აპრილი 2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
„ადელი“ 8 აპრილი 2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
„ადელი“ 8 აპრილი 2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
„ადელი“ 8 აპრილი 2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
„ადელი“ 8 აპრილი 2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
„ადელი“ 8 აპრილი 2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
„ადელი“ 8 აპრილი 2016 / თორნიკე თავაძის ფოტო

ოჯახური ძალადობის შემთხვევა, სადაც მთავარი მოწმე მეზობლები იქნებიან

35 წლის რ.ბ.-ს პროკურატურა ოჯახურ ძალადობაში სდებს ბრალს. საქმის მასალების მიხედვით, რ.ბ.-მ ყოფილ ცოლს საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სცემა. საქმეში უკვე დევს ექსპერიტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით ქალს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ძალადობაში ბრალდებულ პირს გირაოს – 1000 ლარის გადახდა დააკისრა. რამდენიმე დღეში საქმის არსებითი განხილვა დაიწყება, სადაც მთავარი მოწმეები ძალადობის თვითმხილველი მეზობლები იქნებიან.

„მეზობლები არიან მოწმე ბრალდებულის მხრიდანაც. ისინი დაადასტურებენ, რომ არავითარ ცემას ადგილი არ ჰქონია – ამბობს „ბათუმელებთან“ რ.ბ.-ს ადვოკატი ირაკლი აბაშიძე – ყოფილ მეუღლეებს საერთო შვილი ჰყავთ. იმ საღამოს მამამ შვილს მიაკითხა და ყოფილ ცოლთანაც სურდა საუბარი, რადგან მანამდე მასწავლებელმა უთხრა სკოლაში, რომ ბავშვი ცუდად სწავლობს. ყოფილი ცოლი რ.-ს აგრესიულად დახვდა. კამათის გარდა მათ შორის არაფერი ყოფილა“.

სასამართლოს ჩვენებას მისცემს თავად დაზარალებულიც. მან უკვე უთხრა გამოძიებას, რომ რ.ბ. მას თანაცხოვრების დროსაც ავიწროვებდა და სცემდა. ისინი სამი წლის წინ განქორწინდნენ.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ოჯახური ძალადობა ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე.

როგორ უნდა მოიქცნენ პედაგოგები ბუნებრივი კატასტროფების დროს სკოლაში

„ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება“ (ინკლუზიური განათლების კონტექსტის გათვალისწინებით) – ამ თემაზე ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ტრენინგები ჩატარდა.  ტრენინგების ორგანიზატორი აჭარის განათლების ფონდის  და ბათუმის მასწავლებლის სახლი იყო.

უსაფრთხო სკოლის კონცეფციის პროგრამის ფარგლებში, მასწავლებლები მიწისძვრის, ხანძრის თუ სხვა ბუნებრივი კატასტროფის შემთხვევაში შენობიდან მოსწავლეების ევაკუაციის წესებს გაეცნენ.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით,  პედაგოგებმა  ტრენინგი შემდეგი მიმართულებით გაიარეს:

ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა ინკლუზიურ კონტექსტში;  სკოლის როლი ბუნებრივი კატასტროფების მართვის პროცესში (მოსწავლე, მასწავლებელი, დირექცია, ადგილობრივი საგანგებო სიტუაციის სამსახური); ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა ინდივიდუალური და ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა საგაკვეთილო, სადამრიგებლო, ინდივიდუალური თუ არაფორმალური განათლების ფორმატში გაკვეთილის (ინტერგირებული, პროექტი, ექსკურსია და ა.შ.) დაგეგმვა ჩატარება, გადაფასება, განგაში, ევაკუაცია, საგანგებო სიტუაციების ჩანთა.

სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების პროცესს  აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. „უზიარებდნენ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას და აძლევდნენ საჭირო რჩევებს ევაკუაციასთან და ცეცხლმაქრების გამოყენებასთან დაკავშირებით.  ნასწავლის პრეზენტაცია სკოლებმა იმიტირებული კატასტროფის დროს გააკეთეს„ – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შუახევიჰესის სამშენებლო სამუშაოების 75% დასრულებულია

კაშხლის მშენებლობა
კაშხლის მშენებლობა
37 კილომეტრიანი გვირაბის სამშენებლო სამუშაოები
37 კილომეტრიანი გვირაბის სამშენებლო სამუშაოები
შუახევიჰესის ელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები
შუახევიჰესის ელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები
კაშხლის მშენებლობა
კაშხლის მშენებლობა
პროექტში დასაქმებულია 730 საქართველოს მოქალაქე
პროექტში დასაქმებულია 730 საქართველოს მოქალაქე
შუახევიჰესის ელექტროსადგური - ტურბინის დამონტაჟება
შუახევიჰესის ელექტროსადგური – ტურბინის დამონტაჟება
დიდაჭარის კაშხლის მშენებლობა
დიდაჭარის კაშხლის მშენებლობა
გარემოს დაცვა მშენებლობის არეალში ჩვენთვის უპირველესი პრიორიტეტია
გარემოს დაცვა მშენებლობის არეალში ჩვენთვის უპირველესი პრიორიტეტია

აჭარისწყალი ჯორჯიაშპს „აჭარისწყალი ჯორჯია“
ბათუმის ოფისი
საქართველო, ბათუმი 6010 ი. აბაშიძის ქ.6
ტელ: 0422 27 12 17
ელ-ფოსტა: info@agl.com.ge

თბილისის ოფისი
შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“
საქართველო, თბილისი, ბროსეს ქ. 2
ტელ: (+ 995 32) 2 244211

www.agl.com.ge

დეპუტატი მედეა ვასაძე არჩილ ხაბაძეს მიმართავს

აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა მედეა ვასაძემ დღეს, 11 აპრილს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, ჟურნალისტებთან შეხვედრისას  აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და უსკოს წევრობის კანდიდატთა ხელახალი კონკურსის შესახებ განცხადება გააკეთა:

„მოვუწოდებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თუნდაც ერთხელ საკუთარ თავში შეძლოს პასუხისმგებლობისა და საღი აზრის მობილიზება და სამომავლოდ ჩასატარებელი კონკურსის, [იგულისხმება უსკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევნები] კანდიდატთა შესარჩევი კომისია, დააკომპლექტოს არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, პარიტეტულ საწყისებზე“.

უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დავით კვაჭაძის კანდიდატურა აჭარის მთავრობამ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად ორჯერ წარუდგინა. პირველად წარდგენის დროს დავით კვაჭაძემ შესაბამისი ხმები ვერ დააგროვა, მეორედ წარდგენის შემთხვევაში კი უმაღლესი საბჭოს დეპუტატების დიდი ნაწილი სხდომაზე არ გამოცხადდა.

ჩაანაცვლე ავტომანქანა ველოსიპედით – ბელგიელი მოგზაური ქობულეთში

28 წლის ბელგიელმა ფლორეან გოფინმა რომელსაც ხარისხი ენერგეტიკისა და გარემოს დაცვით საკითხებში აქვს დაცული, დღეს, 11 აპრილს, გარემოსდაცვით საკითხებზე შეხვედრა  ქობულეთის მოსახლეობასთან გამართა.

ფლორეან გოფინის თქმით, ქობულეთში ავტომანქანების სიმრავლის გამო ჰაერი დაბინძურებულია და ის მოსახლეობას ურჩევს, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ავტომანქანა ველოსიპედით ჩაანაცვლონ.

ფლორეან გოფინი სხვადასხვა ქვეყნებში ველოსიპედით მოგზაურობს. „გაუზიარე ველოსიპედით“ [share by bike] – ასე ჰქვია პროექტს. საქართველოში ის სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ჩამოვიდა. ის თავს მსოფლიო მოქალაქეს უწოდებს და აცხადებს, რომ „ქვეყანა“ მისთვის მხოლოდ სახელწოდებაა.

საქართველო მეცხრე ქვეყანაა, სადაც ფლორეანი ველოსიპედით მოგზაურობს, ცდილობს ადამიანებს ესაუბროს გარემოსდაცვით პრობლემებზე და შესთავაზოს გამოსავალი, რომელსაც თანამოაზრეებთან ერთად პოულობს.

რატომ იცვლება მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდის ფორმატი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პედაგოგთა საგნობრივი გამოცდების ახალ ფორმატში ჩატარებას იუწყება. ზაფხულში გამოცდებზე მასწავლებლები სწავლების მეთოდიკას აღარ ჩააბარებენ –  ეს ტესტების 30 პროცენტია. ცენტრის ინფორმაციით, სწავლების მეთოდიკის საკითხების ამოღება საგამოცდო ტესტებიდან განათლების სამინისტროსა და პედაგოგთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივა იყო. რას გამოიწვევს სამინისტროს ახალი ინიციატივა და მიადგება თუ არა ამით ზიანი საგანმანათლებლო სისტემას? – თემაზე „ბათუმელები“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელს, სოფო დოლიძეს ესაუბრა.

რას ნიშნავს საგამოცდო ტესტებიდან სასწავლო მეთოდიკის საკითხების ამოღება და რა იყო ამის მიზანი?

ახალი ფორმატით ჩატარება ნიშნავს იმას, რომ დავალების 30 პროცენტი, რომელიც გვქონდა ტესტში და რომელიც ამოწმებდა მეთოდურ ნაწილს – როგორ ვასწავლოთ – აღარ იქნება ტესტში; მხოლოდ საგნობრივ ცოდნას შევამოწმებთ. ეს გადაწყვეტილება სამინისტრომ მიიღო იმის გამო, რომ მეთოდური კომპონენტი – „როგორ ვასწავლოთ“ უნდა გაძლიერდეს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებით, საუნივერსიტეტო პროგრამებით და ა.შ. სპეციალური ტრენინგ-კურსების გავლა მოუწევთ იმ ადამიანებს, ვისაც პედაგოგობა სურს. მათ 60-კრედიტიან პროგრამას შესთავაზებენ.

 მაგრამ მათთვის, ვინც წლებია სკოლაში მუშაობს, რატომ გახდა სწავლების მეთოდიკის თავიდან სწავლება აუცილებელი?

ისინი გაივლიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ სპეციალურ ტრენინგებს. ეს იმიტომ, რომ განვითარების სქემა ახალი კვალიფიკაციის შეძენაზეა ორიენტირებული და უფრო ნაკლებად – შეფასებაზე.

იმ პედაგოგებს, რომლებმაც ვერ ჩააბარეს საგნობრივი გამოცდა, სწავლების მეთოდიკის ნაწილში ჰქონდათ პრობლემა? ანუ ამ ნაწილს ვერ ძლევდნენ და ამის გამო ამოიღეს ის?

ერთიანად ამის თქმა რთულია, სხვადასხვა საგანში ეს სხვადასხვაგვარად იყო. ზოგიერთი საგნის პედაგოგებს, პირიქით, ეადვილებოდათ ამ ნაწილის შესრულება და იყვნენ პედაგოგები, ვისთვისაც რთული იყო. ამიტომ, იმის თქმა, რომ პედაგოგებს უჭირდათ სასწავლო მეთოდიის ნაწილის დაძლევა, სწორი არ იქნება.

მაშინ მაინც და მაინც სწავლების მეთოდიკაზე რატომ გაკეთდა აქცენტი?

იმიტომ, რომ ამის სწავლება 60-კრედიტიანი პროგრამის, ტრენინგების… სხვადასხვა სახით შეიძლება. სახელმწიფო დახარჯავს რესურსს, მასწავლებლებს რომ ასწავლოს, როგორ ასწავლონ.

 პედაგოგებმა, რომლებიც 30-40 წელია სკოლაში მუშაობენ, კიდევ უნდა ისწავლონ, როგორ ასწავლონ? 

მასწავლებლობა არის რეგულირებადი პროფესია. ეს იმას ნიშნავს, რომ სტანდარტი – როგორ უნდა ვასწავლოთ და რა უნდა ვასწავლოთ, პერიოდულად იცვლება. თუ მე 30 წელი ვასწავლი სკოლაში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სწავლა არ მჭირდება. შეიძლება იყოს ახალი მეთოდი სწავლების, რომელიც მე არ ვიცი. მეცნიერება, კვლევა გვთავაზობს ახალ-ახალ გამოწვევებს. თუკი პედაგოგებს შევთავაზებთ სწავლების ახალ მეთოდებს და ვაჩვენებთ როგორ უნდა ვიმუშაოთ, ცხადია, ეს მათ კვალიფიკაციას წაადგება.

მასწავლებელთა განვითარების პროფესიული ცენტრი მუდმივად ატარებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად სხვადასხვა ტრენინგს. გამოდის, მათ ვერაფერი მიიღეს ამ ტრენინგებისგან?

ამაზე საუბარი გამოცდების ცენტრის პრეროგატივა არ არის. ჩვენ ამ ტრენინგების შემფასებლად არ გამოვდგებით. უბრალოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რას გვაჩვენებს ჩვენი გამოცდა. გამოცდა კი აჩვენებს იმას, რომ პედაგოგებს სჭირდებათ დახმარება როგორც საგნობრივ, ასევე მეთოდურ ნაწილში. თუკი ამ ეტაპზე ერთში მაინც დავეხმარებით, ეს უკვე კარგია. ტესტებიდან ამ ნაწილის ამოღება ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა, ჩვენ, ფაქტობრივად, ვართ შემსრულებლები და დიაგნოსტიკოსები.

 პედაგოგსთვის, რომელიც ამბობს, რომ დრო არ ჰყოფნის ამოცანის ამოხსნაში ან ანალიზისთვის, რა შეღავათი იქნება მეთოდიკის ნაწილის ამოღება?

მეთოდიკის ნაწილი არ ამოუღიათ შეღავათისთვის, ვინმეს გამოცდების ჩაბარება რომ გავუადვილოთ. 30 პროცენტის გამოკლება არ ნიშნავს, რომ ტესტები ამდენი პროცენტით შემცირდება. ამოღებული ტესტების ნაწილი საგნობრივი საკითხებით შეივსება, თუმცა ტესტების ფორმატი შეიცვლება. გარდა ამისა, წელს მეორე სიახლე გვაქვს, – ნახევრად ელექტრონულ ფორმატზე გადავდივართ. ეს, თავისთავად, ცოტა უფრო მეტ დროს მოითხოვს. მაგალითად, საგამოცდო დრო დაწყებით საფეხურზე ისევ 5 საათი დარჩა, მაგრამ დავალებების რაოდენობა შემცირდა. ეს გაკეთდა მეთოდიკის ხარჯზე, რადგან ნაწილი საგნობრივი დავალებებით შეივსო, თუმცა დავალებების რაოდენობა მაინც უფრო მცირეა იმაზე, ვიდრე იყო შარშან. თუ I-VI კლასების მასწავლებლების ტესტები იყო 80-ქულიანი, ახლა გახდა 65-ქულიანი. იმ დროს, რომელიც გამოუთავისუფლდებათ 15 დავალების ხარჯზე, ნახევრად ელექტრონულ ფორმატზე გადასვლის გამო, ტექნიკურ ასპექტებს მოახმარენ.

 როდის უნდა ისწავლონ პედაგოგებმა სწავლების მეთოდიკა, ვინ ასწავლის და რა დროა ამისთვის საჭირო?

დეტალურად არ ვიცნობ არც სამუშაო პროცესს და არც იმას, რა იგეგმება და როგორ, ეს ალბათ მასწავლებელთა პროფესიულმა ცენტრმა და უნივერსიტეტებმა უნდა იცოდნენ. როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში ამბობენ, შესთავაზებენ მრავალფეროვან განმავითარებელ პროგრამებს. კრედიტები უნდა მოიპოვონ ადამიანებმა მრავალფეროვანი აქტივობების შედეგად და მათ შორის, ამბობენ, რომ შესთავაზებენ მეთოდიკაში კვალიფიკაციის ასამაღლებელ ახალ ტრენინგებს. რას იზამენ, როგორ და როდის, ეს ჩვენი კომპეტენციის სფეროში არ შედის. „მე სულ უნდა ვისწავლო“ – ამ ტრენინგების იდეა ეს არის. ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, უფრო მეტი დახმარება პედაგოგებს სწორედ საგნობრივი ცოდნის მიღებაში სჭირდებათ და არა მეთოდიკაში. უფრო მეტი სირთულე ტექნიკური საგნების მასწავლებლებისთვის განსაკუთრებით, სწორედ საგნობრივი ცოდნის დეფიციტშია.

 მაშინ მეთოდიკის მიმართულებით რატომ იგეგმება ტრენინგები და არა საგნობრივი ცოდნის მიმართულებით?

აბა, რა გითხრათ, ალბათ ისიც იქნება.

 ითქვა, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური კონტექსტი აქვს და წინასაარჩევნოდ პედაგოგების კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს ხელისუფლება. თქვენ რას ფიქრობთ?

თუ ჩვენ ვიფიქრებთ, რომ ამით საქმე გავუმარტივეთ პედაგოგებს, ეს არასწორია. ჩვენ ტესტის სირთულეს ვინარჩუნებთ.

 

ახალი სკვერის გახსნა ბათუმში

დღეს, 11 აპრილს, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, ლერმონტოვის ქუჩის ბოლოში არსებულ ახალ სკვერს ოფიციალურად გახსნის.

პარკი ოთხ ჰექტარზეა გაშენებული და ბათუმში არსებული პარკებისგან განსხვავებული კონცეფციითაა გაკეთებული. პირველად დაიდგა პარკში ადაპტირებული ატრაქციონები და საპირფარეშოები. პარკში სულ 7 000 კვ/მეტრი ფართობი უნდა გამწვანდეს. ახალი პარკის მშენებლობაზე ერთი მილიონ 927 ათასი ლარი დაიხარჯა.

პარკში 150 მაყურებელზე გათვლილი სტადიონიც არის, რომელიც ოთხი პროჟექტორით განათდება. აქ ბავშვებს ფეხბურთის გარდა კალათბურთისა და ხელბურთის თამაშიც შეეძლებათ.

73 უმაღლეს სასწავლებელში 8083 პროფესორ-მასწავლებელი ასწავლის

საქართველოში 73 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს. აქედან 21 უმაღლესი სასწავლებელი სახელმწიფო, ხოლო 52 – კერძოა.

2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისისთვის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სულ 4731, კერძო უმაღლეს დაწესებულებებში კი 3352 პროფესორ-მასწავლებელი ასწავლიდა.

სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში 4731 პროფესორ-მასწავლებლიდან 1254 არის სრული პროფესორი, 2138 ასოცირებული პროფესორი, ხოლო 886 ასისტენტ პროფესორი.

2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისში სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხა 25 813, ხოლო კერძო უმაღლეს სასწავლებლებში – 15 257 სტუდენტი.

სტატისტიკა

სტატისტიკა

სტატისტიკა

ქობულეთის მუნიციპალიტეტი 25 ათას ლარად ორ მეორად ჯიპს იყიდის

ქობულეთის მუნიციპალიტეტი თავისი საჭიროებისთვის ორ, მაღალი გამავლობის ჯიპის ტიპის მსუბუქ ავტომობილს [მეორადს] შეიძენს. შესყიდვისთვის მაქსიმალური თანხა მუნიციპალიტეტს 25 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.

ავტომობილები უნდა იყოს ტექნიკურად გამართული, არ უნდა იყოს ავარიული, ძარას არ უნდა აღენიშნებოდეს კოროზიის ნიშნები, ყველა მექანიზმი, მათ შორის ძრავი, გადაცემათა კოლოფი და ხიდები უნდა მუშაობდეს გამართულად.

სატენდერო დოკუმენტაციიდან
სატენდერო დოკუმენტაციიდან

ჯიპების შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ავტომობილების მიწოდების ვადაა – ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღე.

„საქონელს მოწოდებისას თან უნდა ახლდეს დასკვნა ავტორიზებული სერვისცენტრიდან მოწოდებული ტექნიკის გამართული მუშა მდგომარეობის თაობაზე. ავტომობილების განბაჟების, მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების, სახელმწიფო სანომრე ნიშნების, შემსყიდველზე გაფორმების პროცედურებს საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი,“ – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტში.

გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის განვითარებაზე კონცეფცია მუშავდება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის განვითარებაზე, საქართველოს მთავრობის დაკვეთით, საერთაშორისო კომპანია „ქოლიერს ინთერნეიშენელი“ მუშაობს.

„კონცეფციით განისაზღვრება, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს აღნიშნული ტერიტორიის სამომავლო განვითარება,“ – აცხადებენ სამინისტროში.

„ბათუმელებმა“ სამინისტროსგან კომენტარი პროექტ „შავი ზღვის მარგალიტთან“ დაკავშირებითაც მიიღო: „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ცნობილია „შავი მარგალიტის“ შესახებ, თუმცა ამ დრომდე რაიმე სახის კონკრეტული პროექტი და გეგმა წარმოდგენილი არ არის. სამინისტრო მიესალმება ყველა რეალურ საინვესტიციო პროექტს აჭარაში“.

გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე „ყველა საინვესტიციო პროექტი ზემოაღნიშნული კონცეფციის ფარგლებში განხორციელდება“ – აცხადებენ სამინისტროში.

გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონზე განაღმვითი სამუშაოებისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, გასულ წელს, თავდაცვის სამინისტროს 220 ათასი ლარი გადაეცა. გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი რუსეთის ჯარმა 2005 წელს დატოვა.

გონიოს პოლიგონი / ხედი მდინარე ჭოროხის ხიდიდან
გონიოს პოლიგონი / ხედი მდინარე ჭოროხის ხიდიდან

რა ელის სკვერს ზუბალაშვილის ქუჩის კვეთაში?

სკვერი ზუბალაშვილზებათუმში, ლუკა ასათიანისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში,  შპს „კმ. გრუპი“ მშენებლობას გეგმავს. ეს ტერიტორია, სულ 3392 კვ. მეტრი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2009 წელს პირობებით გაასხვისა, 2015 წლის ბოლოს კი ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა, რის შემდეგაც მშენებლობისთვის გათვალისწინებული ტერიტორია ნაწილობრივ შემოღობეს. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ზუბალაშვილის ქუჩის გასწვრივ მდებარე სკვერი, რომელშიც მაგნოლიები და სხვა მრავალწლოვანი მცენარეებია, ინვესტორის საკუთრებაშია. შენარჩუნებული იქნება თუ არა ამ ტერიტორიაზე მცენარეები? – ამ ეტაპზე შემოსაზღვრული ტერიტორიის შიგნით რამდენიმე ხეა მოქცეული, სკვერის ნაწილი კი, რომელიც კომპანიის საკუთრებაშია და სადაც მრავალწლოვანი მაგნოლიები დგას, ჯერჯერობით არ არის შემოღობილი. ღობეზე არც საინფორმაციო დაფაა გაკრული.

სკვერი ზუბალაშვილზეაჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის განყოფილების უფროსის, არჩილ ბერიძის განცხადებით, კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში არსებულ ხე-მცენარეებზე საუბარი არ არის: „ასე დეტალურად,  რამდენი ხე უნდა მოიჭრას, ხელშეკრულებაში არ არის. არის უბრალოდ ვალდებულება – ააშენოს და ექსპლუატაციაში შეიყვანოს საცხოვრებელი სახლი და ამასთან უზრუნველყოს სკვერის მოწყობაც. შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული ნებართვით განისაზღვრება, კონკრეტული ხე დარჩება თუ არ დარჩება.“

სკვერი ზუბალაშვილზექალაქის ტერიტორიაზე გამწვანების საკითხების მართვას ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური უზრუნველყოფს. სამსახურის უფროსის, ეთერ მაჭუტაძის თქმით, მათ კომპანიისგან წერილი მიიღეს, სადაც აღნიშნულია, რომ მწვანე ნარგავები მშენებლობას უშლის ხელს:  „რადგან კომპანიას ნაყიდი აქვს ტერიტორია,  ჩვენ კერძო საკუთრებაში ვერ შევდივართ. მე მხოლოდ ის შემიძლია დავავალო, რომ არსებული ნარგავები ამოიღონ და მოიტანონ გამწვანებაში. განცხადება იყო ოლიანდრებზე, როგორც მე ვიცი, დიდი ხეები და მაგნოლიები არ იჭრება,“ – ამბობს ეთერ მაჭუტაძე.

იგეგმება თუ არა ამ ტერიტორიაზე მაგნოლიების მოჭრა ან სხვა მცენარეების გადარგვა? – ამ კითხვაზე შპს „კმ. გრუპში“ „ბათუმელებს“ არ უპასუხეს.

ეს ხეები, რომლებიც შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე იყო უკვე მოჭრილია
ეს ხეები, რომლებიც შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე იყო უკვე მოჭრილია

ამავე თემაზე:

ქუჩა და სკვერი, რომელიც მთავრობამ გაყიდა

მუნიციპალური ავტობუსების ახლით ჩანაცვლებას ბათუმის მერია სრულად ვერ ახერხებს

რა ტიპის საწვავის, გაბარიტებისა თუ ტექნიკური მონაცემების მქონე ავტობუსები იქნება ბათუმისთვის ოპტიმალური? – ბათუმის მერიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] მიერ დაქირავებული კონსულტანტების დასკვნას ელოდებიან, რის მიხედვითაც მუნიციპალიტეტისთვის ახალი ავტობუსები უნდა შემოიტანონ, თუმცა, ამით მოძველებული ავტობუსების მეხუთედის ჩანაცვლებაც კი ვერ მოხერხდება.

1854„როგორც კი დასკვნა დაიდება, მერე გვეცოდინება დეტალები, თუმცა არის საუბარი ასე – ალბათ ერთი ხაზი საცდელად დაკომპლექტდება ელექტროავტობუსით და დანარჩენი – „ევრო 5“ დიზელზე მომუშავე ავტობუსებით. დასკვნას სწორედ იმისთვის ველოდებით, რომ ეს დავაზუსტოთ,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“  დირექტორმა, პაატა დუმბაძემ.

„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ არ გამორიცხავენ იმასაც, რომ შესაძლოა EBRD-მა წარმოადგინოს დასკვნა, რომ  ბათუმში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ელექტროავტობუსები იმუშავებს. „რეკომენდაციებს უნდა გავყვეთ, რადგან ჩვენ არამარტო ავტობუსების რაოდენობრივად შეძენაზე ვართ ორიენტირებულები, არამედ გარემოს დაცვითი კუთხითაც ვმუშაობთ. რასაც შევიძენთ, ის უნდა იყოს ადაპტირებული შშმ პირებისათვის, კონდიცირებით და ა.შ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პირობები ჩადებული“ – ამბობს პაატა დუმბაძე.

47034ახალ ავტობუსებს ბათუმისთვის EBRD-ის სესხით შეიძენენ. ბათუმისთვის ავტობუსების პარკის გასაახლებლად  დაფინანსების მოზიდვის მიზნით კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან კონსულტაციებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მართავს.

დაზუსტებული არ არის, თუ რამდენ ავტობუსს შეიძენენ ბათუმისთვის: „ავტობუსების რაოდენობაც ფასის მიხედვით განისაზღვრება, რადგან ელექტროავტობუსები დიზელზე მომუშავე ავტობუსებთან შედარებით სამჯერ ძვირი ღირს. კონსულტანტებმა ტექნიკურადაც უნდა გათვალონ, შემდეგ – ფინანსურადაც და ისე უნდა დამტკიცდეს სესხი,“ – ამბობს პაატა დუმბაძე.

IMG13011„ბათუმელების“ ინფორმაციით, აღნიშნული სესხით 20-მდე ავტობუსი უნდა შეიძინონ. ახალი ავტობუსებით რომ ძველის ჩანაცვლება არ მოხდება, ამას „ავტოტრანსპორტშიც“ ადასტურებენ.

„ძველი ვერ ჩანაცვლდება, რადგან ახლა გვყავს 120 ავტობუსი და ამდენს ნამდვილად ვერ ვიყიდით, ეს გამორიცხულია… რაოდენობა როცა იქნება ზუსტად ცნობილი, გვეცოდინება იმ ძველს რა ბედი ეწევა და ა.შ.“ – ამბობს პაატა დუმბაძე.

EBRD-ის კონსულტანტებს დასკვნის მომზადებამდე კიდევ თვენახევარი აქვთ. შემდეგ, როგორც ავტოტრანსპორტში აცხადებენ, „დარჩება პატარ-პატარა ბიუროკრატიული საკითხები, მიწერ-მოწერები, ხელშეკრულებების გაფორმება და ა.შ.“  რის შემდეგაც გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი ავტობუსების შეძენაზე. „იმედი გვაქვს, წლის ბოლომდე უკვე ადგილზე იქნება ეს ავტობუსები,“ – ამბობს პაატა დუმბაძე.

ბათუმში ჩამოსული გარემოსდაცვითი, ასევე ფინანსური და ტექნიკური კონსულტანტები, თავად EBRD-მა დაიქირავა.

12527712_504759159731792_1034155312_nშპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ქალაქ ბათუმის მერიის დაქვემდებარებაშია. კომპანიას ქალაქის ბიუჯეტიდან მერია ყოველწლიურად აფინანსებს. „მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარების მიზნით“ 2016-2019 წლებში ბათუმის ბიუჯეტიდან, პროექტის მიხედვით, ჯამში 23,6 მილიონი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი.

ქობულეთში სკულპტურები და სამყურა სკამი-საყვავილეები განთავსდება

ესკიზი
ესკიზი

 

დეკორატიული სკულპტურების [14 ცალი] დამზადებასა და მათი ქ. ქობულეთში განთავსებისთვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტი 7 ათას ლარს გადაიხდის. სკულპტურების ესკიზებს მიმწოდებელს მუნიციპალიტეტი თავად სთავაზობს.

 

ესკიზი
ესკიზი

„სკულპტურების ზომები მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული ნატურალურთან, მილის ზომები უნდა შეიცვალოს სკულპტურების ფორმისა და შინაარსის მიხედვით, უნდა იქნეს გამოყენებული რამდენიმე ზომის მილი.

 

ესკიზი
ესკიზი

სკულპტურები უნდა დაიდგას ბეტონის არმირებულ საფუძველზე და უნდა შეიღებოს ანტიკოროზიული საღებავით. სკულპტურებს გვერდით უნდა ჰქონდეს ელექტრო განათების ბოძი [ოთხკუთხა მილი, სიმაღლე 2 მ. ზედა ბოლოზე მაგრდება 50-100 ვატის სიმძლავრის პროჟექტორი], რომელიც ასევე დამაგრდება არმირებულ ბეტონში და შეიღებება ანტიკოროზიული საღებავით“.

 

ესკიზი
ესკიზი

სატენდერო პირობების თანახმად, მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით შესაძლებელია უკეთესი მახასიათებლების მქონე საქონლის მიწოდებაც; ასევე შესაძლებელია სხვა დიზაინის საქონლის შეთავაზება, ტექნიკური მახასიათებლების გაუარესების გარეშე.

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტი ასევე შეიძენს 7 ცალ „ბეჟი ფერის ჩამოსხმული ქვისგან დამზადებულ სამყურა სკამი/საყვავილეს“. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 4400 ლარს.

სამყურა სკამი/საყვავილე - ესკიზი სატენდერო დოკუმენტაციიდან
სამყურა სკამი/საყვავილე – ესკიზი სატენდერო დოკუმენტაციიდან

გორგილაძის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა იგეგმება

ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩაზე [გრიბოედოვის ქუჩიდან ლერმონტოვის ქუჩამდე მონაკვეთში] სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები უნდა დაიწყოს.

გორგილაძის ქუჩასამუშაოები განხორციელდება მიმწოდებლის მიერ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს ხელშეკრულების გაფორმებიდან. მერიის მიერ გამოცხადებული შესაბამისი ტენდერი მიმდინარე წლის 29 აპრილს დასრულდება. ამის შემდეგ უნდა გამოავლინოს კომისიამ ტენდერში გამარჯვებული და გააფორმოს ხელშეკრულება.

როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს, თუ ტენდერი შედგა და გამარჯვებული გამოვლინდა, ამის შემდეგ გადაწყდება ქუჩის ამ მონაკვეთში სამუშაოების მიმდინარეობისას ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება თუ არა.

ქუჩის ზემოაღნიშნულ მონაკვეთში სანიაღვრე სისტემის მოწყობაში ბათუმის მერია მაქსიმუმ 23 ათას 861 ლარს გადაიხდის.

სატენდერო პირობების თანახმად, „ყველა სახის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება შეთანხმებული უნდა იყოს ქ. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან; სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი თავისი ძალებით და სახსრებით 5 დღის განმავლობაში ვალდებულია გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან და ა.შ.“

C ჰეპატიტი – როდის დაიწყება მეორე ეტაპი

C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის ე.წ. მეორე ეტაპის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, ის სატესტო რეჟიმში მიმდინარე წლის მაისში დაიწყება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ზუსტ თარიღს ვერ დაასახელებენ, თუმცა მეორე ეტაპისა და, შესაბამისად, პაციენტთა რეგისტრაციის დაწყების შესახებ ინფორმაციას წინასწარ გაავრცელებენ.

46114„მეორე ეტაპი როდის დაიწყება, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ პროგრამა უწყვეტად მიმდინარეობს და დარეგისტრირებულ პაციენტებს პრობლემა არ ექმნებათ. ერთადერთი, აქ არის საუბარი დაბალი ფიბროზის მქონეთა ჩართვაზე… პროგრამის ეტაპობრივად გაფართოება თავიდანვე იყო დაგეგმილი. ზუსტად ეს სამუშაოები მიმდინარეობს, დგება ახალი ელექტრონული ბაზა, რომელიც მალე გავა სატესტო რეჟიმში“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა ეკა ადამიამ.

მისივე თქმით, გამოცხადდება დაბალი ფიბროზის მქონე პაციენტების რეგისტრაციაც: „შესაძლოა რეგისტრაციის პროცედურა ოდნავ განსხვავებული იყოს ამჯერად, მაგრამ, როცა ისინი ჩვეულებრივად გაივლიან რეგისტრაციას, ჩაერთვებიან პროგრამაში რიგითობის მიხედვით. პრიორიტეტი მაღალი ფიბროზის მქონეს მაინც მიენიჭება, მაგრამ ყველას ექნება საშუალება, ჩაიტაროს მკურნალობა“.

სამინისტროში იმასაც აცხადებენ, რომ სხვადასხვა გზით და ამასთან, ხშირად არასწორი ინფორმაცია ინტენსიურად ვრცელდება პროგრამის ირგვლივ: „ზოგიერთი ექიმი ეუბნება რაღაც რიცხვს პაციენტს, ზოგჯერ პაციენტები ერთმანეთს ეუბნებიან რაღაცას… ამიტომ, პაციენტებმა თვალყური უნდა ადევნონ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდს, დარეკონ სამინისტროს ცხელ ხაზზე და მხოლოდ აქედან მიიღონ ზუსტი ინფორმაცია“.

ეკა ადამიას განცხადებით, პროგრამა პაციენტების გაცილებით მეტ რაოდენობაზე გადის, ვიდრე დაგეგმილი იყო, ამიტომ, ფაქტობრივად, ფორსმაჟორში უწევთ მუშაობა იმისთვის, რომ მეორე ეტაპის დაწყებისას ტექნიკურად ყველაფერი იყოს მზად. მისი თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს:

ჰარვონი„წინასწარ რიცხვის თქმას იმიტომ ვერიდებით, შემდეგ რაღაც გაუგებრობა რომ არ გამოიწვიოს, თუმცა ყველა შემთხვევაში სწრაფად დაიწყება ეს ყველაფერი. ახალი მედიკამენტის გამოყენება ზოგმა ჩათვალა პროგრამის მეორე ეტაპად, რაც არასწორია. ეს პრეპარატი [„ჰარვონი“] გამოწერილია როგორც დაბალ ფიბროზიანებზე, ისე მათთვისაც, ვისაც ფიბროზის მძიმე ფორმა აქვთ.“

ქვეყნის მასშტაბით პროგრამაში ჩართვას 20 ათასამდე პაციენტი ელოდება. სამინისტროში აცხადებენ, რომ რაც მეტი პაციენტია, მით მეტი კლინიკის საჭიროებაა, მაგრამ კლინიკა უნდა იყოს გამართული და კლინიკის მხრიდანაც იყოს ინტერესი.

აჭარაში ამჯერად პროგრამას მხოლოდ ბათუმის ინფექციური საავადმყოფო ახორციელებს. „ამ დროისთვის მოთხოვნა და აუცილებლობა არ არის, მაგრამ თუ საჭიროება იქნება და რომელიმე კლინიკის მზაობაც აჭარაში, ჩვენ შევისწავლით მდგომარეობას ადგილზე და, შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადეს სამინისტროში.

კონკრეტული ინფორმაცია, თუ როდის დაიწყება პროგრამის ე.წ. „მეორე ეტაპი“, არც აჭარაში აქვთ. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრსა და ინფექციურ საავადმყოფოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პროგრამა, რომელიც გასულ წელს დაიწყო, ჩვეულებრივად მიმდინარეობს დღემდე და რაიმე ცვლილება დაფინანსების ან მკურნალობის კუთხით არ არის. ერთადერთია ახალი პრეპარატი „ჰარვონი“, რომლის გამოყენებაც დაწყებულია.

„მიმდინარეობს პროგრამის პირველი ეტაპი. ჩვენი ცენტრი აჭარის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლების [ბათუმის გარდა] თანადაფინანსებას ახორციელებს. 603 ადამიანი იყო შარშან, წელს 170 ადამიანი ჩაერთო, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მკურნალობის კურსს გადის. მკურნალობაში, ამ ეტაპზე, მხოლოდ მძიმე ფიბროზის მქონე ერთვება. მანამდე კვლევის ოთხი ეტაპია და ამ მხრივ, ასევე თანადაფინანსების კუთხით არაფერი შეცვლილა. ჩვენი თანადაფინანსებით გასულ წელს 128 ადამიანი ჩაერთო მკურნალობაში, წელს კიდევ 33 ადამიანი“, – განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბათუმის განყოფილების უფროსმა ნონა ეფაძემ.

მისივე თქმით, კვლევები ოთხ ეტაპად ტარდება და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება პაციენტის მკურნალობა. თუ ადამიანი [მსუბუქი ფიბროზით] გამოკვლევის რაღაც ეტაპზე შეჩერდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროგრამის მეორე ეტაპზე მას თავიდან მოუწევს პროცედურების გავლა, დიდი ალბათობით, ის ჩაერთვება იმ ეტაპიდან, სადაც გაჩერდა.

„აჭარიდან [ბათუმის ჩათვლით], გურიიდან და ფოთიდან ჩ ჰეპატიტზე ინფექციურ საავადმყოფოში 512 პაციენტი მკურნალობს. შესაბამისად, ისინი იღებენ „ჰარვონსაც“. შარშანდელი პროგრამა ჩვეულებრივად გრძელდება და ვინც მოდის, უარს არავის ვეუბნებით“, – ამბობს ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, ჯემალ დუმბაძე.

6 მილიონი არხში თუ წყალში? – მერია და  ჟილინის არხი

ჟილინის არხის კეთილმოწყობაზე რამდენიმე ტენდერის გამოცხადების მიუხედავად, არხის სრული რეკონსტრუქცია წელს არ დასრულდება. ზღვის შესართავთან [ახალი ბულვარის მიმდებარედ], დაახლოებით 200 მეტრის მანძილზე,  არხი კვლავ ღია დარჩება. თუ ბათუმის მერია დროულად არ მიხედავს ამ მონაკვეთს, პრობლემა შეექმნება არხის რეაბილიტირებულ ნაწილსაც, რაშიც ქალაქის ბიუჯეტიდან 6 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა.

ჟილინის არხის რეკონსტრუქციაზე ხელშეკრულება ბათუმის მერიასა და შპს „მშენებელი 80“-ს შორის 2015 წლის მარტში გაფორმდა 6 317 776 ლარზე. გასული წლის ნოემბერში ხელშეკრულება შეიცვალა და ღირებულება შემცირდა 6 592 ლარით. თანხის შემცირების მიზეზი პროექტში შეტანილი ცვლილებები გახდა, რომლითაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ზღვის შესართავიდან რამდენიმე მეტრით აქეთ [საზღვაო სასწავლებლის მიმდებარედ] წყვეტდა არხის რეკონსტრუქციას.

ჟილინის არხი
ჟილინის არხი

„ჩვენ ბათუმის მერია გავაფრთხილეთ, რომ თუ არხი ზღვამდე არ მივიდა და არ გაკეთდა მთლიანად, ახალ კონსტრუქციაში, ანუ ბეტონის გვირაბებში დაილექება ნალექი, ვინაიდან წვიმის წყალთან ერთად ნაგავიც ხვდება შიგ. წყალი თავისუფლად ვერ ჩადის ზღვაში და უკვე შეტბორილია“, – აცხადებენ მშენებელ კომპანიაში.

კომპანიაში იმასაც ამბობენ, რომ შესართავთან, სადაც რეკონსტრუქცია არ ხდება, მიწის დადაბლებაა აუცილებელი, რათა წყალმა თავისუფლად იდინოს და ახალ კონსტრუქციაშიც დინების სიჩქარემ მოიმატოს.

არხის ბოლო ნაწილში რეკონსტრუქციის შეწყვეტის მიზეზი ის გახდა, რომ აქ მერიამ სატუმბი სადგურის აშენება გადაწყვიტა.

„ახალი ბულვარის ტერიტორიაზე იგეგმება სატუმბი სადგურის მშენებლობა, რომელიც უზრუნველყოფს სანიაღვრე წყლების ზღვაში თვითდენით გადაქაჩვას უხვი ნალექის შემთხვევაში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რაზეც ერთობლივად მუშაობენ ფრანგული კომპანია „ეგისი“ და თურქული კომპანია „ქავალჯი“.  დოკუმენტაციის მომზადება ოთხი თვის ვადაში უნდა დასრულდეს,“ – მოგვწერეს ბათუმის მერიიდან.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სატუმბი სადგურის დაფინანსების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. სადგურის მშენებლობა, ბუნებრივია, ცალკე ტენდერით უნდა განხორციელდეს, რაც გარკვეულ ვადებთანაა დაკავშირებული.

ჩვენივე ინფორმაციით, „მშენებელი 80“-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა კვლავ იგეგმება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან სახელშეკრულებო თანხის შეუცვლელად, „გარკვეული ეკონომიის ხარჯზე“, შესართავთან არხის ღიად დარჩენილი ნაწილი გაწმინდონ, რათა წყალმა ისე იდინოს, ახალ კონსტრუქციაში ნალექი რომ არ დაგროვდეს და წყალი არ დაგუბდეს.

ჟილინის არხი
ჟილინის არხი

„დაახლოებით 200 მეტრზე მეტი მონაკვეთი ზღვასთან, ახალგაკეთებულ სისტემაში დატბორვას იწვევს. ახალი კონსტრუქციიდან ზღვის შესართავამდე მონაკვეთი აუცილებლად უნდა დაიწიოს და ახალგაკეთებული ბეტონის გვირაბის ძირს [საპროექტო ნიშნულს] გაუსწორდეს. ამისთვის საჭირო იქნება მიწის ამოღება, ანუ არხის დაღრმავება 1,3-1,5 მეტრით. ასევე, საჭიროა ახალ ბულვართან ხიდის [ხიმშიაშვილის ქუჩის ბოლოში, რომელზედაც ავტომაგისტრალი გადის] ფსკერის დანგრევა და დაბლა დაწევა. გარკვეულ ნაწილში ჩადებულია ბეტონის გვირაბები, რაშიც მერიას სხვა კომპანიისთვის აქვს თანხა გადახდილი. ესეც იწვევს შეტბორვას, ამიტომ მოვშლით ამ კონსტრუქციებს და როგორც საჭიროა, ისე ჩავაწყობთ… მხოლოდ ამის შემდეგ ჩავა არხიდან თავისუფლად წყალი ზღვაში“, – ამბობს ზურაბ წიკლაური, „მშენებელი 80“-ის ინჟინერი.

ახალი კომპანია სწორედ ამ სამუშაოების შესრულებას სთავაზობს მერიას.

„ეს იქნება დროებითი ღონისძიება და ორი წელი თავისუფლად იმუშავებს ამის შემდეგ ეს არხი,“ – ამბობს ზურაბ წიკლაური.

ჟილინის არხი
ჟილინის არხი

ჟილინის არხი მთისძირის ქუჩიდან ვიდრე ინასარიძის ქუჩის ბოლომდე ბეტონის გვირაბშია მოქცეული [დარჩენილია რამდენიმე მონაკვეთი]. გვირაბი ზოგან დაფარულია მიწით, ზოგან – არა. გვირაბის დაფარვა საკანალიზაციო ქსელის მოუწესრიგებლობის გამო ვერ ხერხდება. აბაშიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეკალური მასები ღიად ჩაედინება არხთან. აქ ზოგი ადგილი ერთგვარ ნაგავსაყრადაცაა ქცეული.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ინასარიძის ქუჩის ბოლოში ტერიტორიის მოასფალტება იმ მიზეზითაა შეჩერებული, რომ ამ უბანში საკანალიზაციო [რომელიც ზოგან ამორტიზებულია], სანიაღვრე და სასმელი წყლის სისტემებია მოსაწესრიგებელი, ეს სამუშაოები კი მერიას 2017 წელს აქვს დაგეგმილი.

ჟილინის არხის კაპიტალური რეკონსტრუქცია [მთისძირის ქუჩიდან საზღვაო სასწავლებლამდე, მე-14 სკოლის მიმდებარედ] ხელშეკრულების მიხედვით 2016 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დამთავრდეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ  შესაძლებელია სამუშაოები გაცილებით ადრეც, „არაუგვიანეს ივნისის ბოლოს“ დასრულდეს.

თინათინ ხიდაშელი: საქართველოსთვის ნატო არის შესაძლებლობა და არა გამოწვევა

საქართველო ვარშავის სამიტიდან უფრო ძლიერი უნდა ჩამოვიდეს, გაძლიერებული თავდაცვისუნარიანობით, – აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საქართველო ნატოს ვარშავის სამიტს მომზადებული უნდა შეხვდეს.

თინათინ ხიდაშელი
თინათინ ხიდაშელი

„სამხედრო დისციპლინით მომზადებული უნდა შევხვდეთ ვარშავის სამიტს. პოზიცია უნდა იყოს შემტევი და მიზანმიმართული. კომუნიკაცია საზოგადოებასთან თამამი უნდა გვქონდეს… ჩვენი მიზანია ნატოს წევრობა, მაგრამ ამასობაში მთავარი ამოცანა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს კარი ჩვენ თვითონ არ ჩავკეტოთ. საქართველოსთვის ნატო არის შესაძლებლობა და არა გამოწვევა, – აცხადებს თინათინ ხიდაშელი

 

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

იუნკერთა ინტეგრაცია ეროვნული თავდაცვის აკადემიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

საერთაშორისო კვირეული

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 21-25 მარტს რიგით მეორე საერთაშორისო კვირეული ჩატარდა. ღონისძიებებში ეთას იუნკრებთან ერთად, ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ლიტვის, ლატვიის, აზერბაიჯანისა და თურქეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების კადეტები მონაწილეობდნენ.

სტუდენტთა ინტეგრაციის პროცესი ეროვნული თავდაცვის აკადემიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ კვირეულის ფარგლებში მნიშვნელოვანი ადგილი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული კადეტების ადგილობრივ აქტივობებში ჩართვასა  და ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას დაეთმო.

2016 წლის საერთაშორისო კვირეული გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა გახსნეს.

სხვადასხვა სახის აკადემიურ და კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებში ქართველი და უცხოელი იუნკრები მთელი კვირის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

კადეტებისა და იუნკრებისთვის მოეწყო ტური საქართველოს დედაქალაქში. მათ  ტეამ ბუილდინგ ეხერცისე-შიც მიიღეს მონაწილეობა, რის შემდეგაც ჯგუფური დავალებების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს და ერთმანეთს თბილისის ტურის შესახებ შთაბეჭდილებებიც გაუზიარეს.

უცხოელი სტუმრები აკადემიის იუნკრებთან ერთად თბილისში პრეზიდენტის სასახლესაც ესტუმრნენ, სადაც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან ირინე იმერლიშვილს, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველსა და საგარეო ურთიერთობათა მდივან თენგიზ ფხალაძეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს გიორგი აბაშიშვილსა და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძეს შეხვდნენ.

კვირეულის მონაწილეებისთვის ლექციები წაიკითხეს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ, თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა შოთა ღვინერიამ, გენერალური შტაბის ჟ-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მთავარმა სერჟანტმა კობა ოშხერელმა. ლექციების მთავარი თემები საქართველოს შეიარაღებული ძალები, სამხედრო გამოწვევები და საერთაშორისო უსაფრთხოება იყო.

კულტურულ-შემეცნებით აქტივობებთან ერთად საერთაშორისო კვირეულის მონაწილეები წვრთნასა და სპორტულ აქტივობებშიც ჩაერთნენ. ისინი საჩხერის სამთო-მომზადების სკოლასა და სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასაც“ ესტუმრნენ.

საჩხერის სამთო-მომზადების სკოლაში კადეტებმა და იუნკრებმა დაბრკოლებების გადალახვასა და სროლაში მოსინჯეს ძალები.

ღონისძიებების შეჯამება საერთაშორისო კვირეულის დასკვნით ღონისძიებაზე მონაწილეების მიერ პრეზენტაციების წარდგენა იყო, თემით: „რას ნიშნავს იყო ოფიცერი?

ეროვნული თავდაცვის აკადემიის საერთაშორისო კვირეული 25 მარტს საზეიმოდ  დაიხურა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრო.

SAERTASHORISO KVIREULI

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს

არიელ კოენი: „საქართველოს მთავრობა, თავდაცვის სამინისტრო და მინისტრი უდიდეს სამუშაოს ასრულებენ საქართველოს ნატოს წევრობისთვის“

„საქართველოს მთავრობა, თავდაცვის სამინისტრო და პირადად მინისტრი უდიდეს სამუშაოს ასრულებენ საქართველოს ნატოში გაწევრიანებისა და მისი კურსის ხელშეწყობისთვის. ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მხარდაჭერა ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, _ ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ საუბრისას ანალიტიკური საბჭოს მთავარმა სპეციალისტმა არიელ კოენმა გააკეთა. ამერიკელი ექსპერტი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ამერიკელი სენატორების მიერ კიდევ ერთ მხარდამჭერ რეზოლუციაზე მუშაობას გამოეხმაურა.

ariel_cohen_640„როდესაც აშშ-ი და მისი მთავარი საკანონმდებლო ორგანო აყენებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ეს ნიშნავს, რომ ის რუსეთთან ურთიერთობის დღეს წესრიგის ნაწილია სირიასთან, უკრაინასთან და სანქციებთან ერთად. ევროპელები დღეს უძლურები არიან. მათ ბევრი შიდა პრობლემა აქვთ, აშშ-ი კი მთავარი დასავლური ძალაა, რომელიც ევროატლანტიკური საზოგადოების საგარეო პოლიტიკას წარმართავს. რეზოლუციაში საუბარია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაზეც, რაც მეტად მნიშვნელოვანია ნატოს მოახლოებული სამიტის წინ.

საქართველოს მთავრობა, თავდაცვის სამინისტრო და პირადად მინისტრი ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებენ საქართველოს ნატოს წევრობასა და მისი კურსის ხელშეწყობისთვის. ამიტომ, კონგრესის მხარდაჭერა ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

ნეიტრალიტეტის ხაფანგი

საეჭვო წყაროების მიერ დაფინანსებული, კრემლთან მეგობრობაში შემჩნეული ჯგუფები, ორგანიზაციები და მედიასაშუალებები ხშირად მიუთითებენ ხოლმე ქართულ პოლიტიკურ ელიტას, რომ საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის აუცილებელია ქვეყანამ უარი თქვას ნატოსკენ სწრაფვაზე და გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი.

ნეიტრალიტეტი რომ გამოსავალი იყოს, ალბათ, ყველა პატარა სახელმწიფო თავს ნეიტრალურად გამოაცხადებდა და ამით უზრუნველყოფდა საკუთარ უსაფრთხოებას. თუმცა, მეზობლად აგრესიული, დიდი სახელმწიფოს არსებობის პირობებში ნეიტრალიტეტის გამოცხადება უფრო თავის მოტყუება იქნებოდა, ვიდრე შედეგზე ორიენტირებული რეალისტური პოლიტიკა.

შვეიცარია და შვედეთი უკვე ორასი წელია ინარჩუნებენ ნეიტრალიტეტს, მათ მსოფლიო ომთა ქარტეხილები და რუსეთის აგრესია არ შეხებიათ. მათ აქვთ ფუფუნება, ატარონ მოწინავე სამყაროს ღირებულებები და, ამავდროულად, იყვნენ მიუმხრობლები სამხედრო-პოლიტიკურ ურთიერთობებში. თუმცა, გავიხსენოთ რამდენი საგარეო აგრესიის გადატანა მოუწია და უწევს საქართველოს ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში. განა გამოდგებიან შვეიცარია და შვედეთი ჩვენს მაგალითებად?..

ნეიტრალიტეტის კიდევ ერთი მაგალითია ფინეთი. რუსულ ექსპერტულ წრეებში არაერთხელ გაჟღერებულა იდეა, რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობათა ჩიხიდან გამოსავალია საქართველოს „ფინლანდიზაცია. რა არის ფინლანდიზაცია? რუსეთმა 1940 წელს დაიპყრო ფინეთის ტერიტორიის მოზრდილი ნაწილი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აიძულა ქვეყანა აღნიშნული მიწები რუსეთის ნაწილად ეცნო, ბოლოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება მოსთხოვა და შემდეგ დაამყარა მასთან „ცივილური ურთიერთობა, რომელიც სინამდვილეში არასდროს ყოფილა ცივილური. „ფინლანდიზაცია“ არის პროექტი, რომელსაც კრემლი ცდილობს თავზე მოახვიოს საქართველოს. გვინდა ჩვენ სამუდამოდ დავუკანონოთ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები, უარი ვუთხრათ დევნილებს საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებაზე და ვუზრუნველვყოთ თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში რუსეთის ბაზების ლეგალური არსებობა? ალბათ ძალიან არ უნდა გიყვარდეს საკუთარი ქვეყანა ასეთი შესაძლებლობა, რომ განიხილო.

ნეიტრალიტეტი არის სატყუარა, რომელსაც რუსეთი ისტორიულად იყენებს მეზობლების წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებისთვის. 1935-1939 წლებში ლიტვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და ფინეთმა ზედიზედ გამოაცხადეს ნეიტრალიტეტი იმ ილუზიით, რომ მიუმხრობლობა საგარეო აგრესორთან მშვიდობის დამყარებაში დაეხმარებოდათ. ისინი შეცდნენ. რუსეთმა ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანა დაიპყრო 1940 წელს, ხოლო ფინეთს, როგორც უკვე ვთქვით, ტერიტორიები წაართვა.

MMMM-1ნეიტრალიტეტის თანამედროვე და საქართველოსთან ყველაზე ახლომდგომი მაგალითია მოლდოვის რესპუბლიკა, რომელმაც 1994 წელს კონსტიტუციაში დააფიქსირა საკუთარი ნეიტრალიტეტი. მას შემდეგ 22 წელი გავიდა. განა ეს დაეხმარა მოლდოვას დაებრუნებინა, ფაქტობრივად, რუსეთის მიერ ოკუპირებული დნესტრისპირეთის ტერიტორიები? აარიდა ნეიტრალიტეტმა რუსეთის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური სანქციები? პასუხი ცალსახად უარყოფითია, მოლდოვას ტერიტორიები ოკუპირებულია, სანქციებით თამაში გრძელდება, რუსეთი კვლავაც აფინანსებს მოლდოვაში მოქმედ მეხუთე კოლონას.

პოსტსაბჭოთა სივრცეში კიდევ ერთი ნეიტრალური სახელმწიფოა თურქმენეთი. ეს ქვეყანა რუსეთის ეკონომიკისთვის ფილტვების როლს თამაშობს. რუსეთი მისგან იაფად ყიდულობს გაზს და საკუთარი გაზსადენის მეშვეობით გაცილებით ძვირად ყიდის ევროპაში. თურქმენეთი მოკლებულია შესაძლებლობას დამოუკიდებლად მოიხმაროს ბუნებრივი რესურსები, თავად გაყიდოს გაზი, მაგალითად, კასპიის ზღვისა და სამხრეთ კავკასიის გავლით.

ყველა ზემოხსენებული მაგალითიდან ცალსახად ჩანს, რომ ნეიტრალიტეტის იდეის უკან იმალება საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებიდან გათიშვის, ქვეყნის მარტო დატოვებისა და ამას მოყოლებული რუსეთის გაძლიერებული დომინირების ან მომავალი აგრესიის სურვილი. გულუბრყვილო უნდა იყო ადამიანი, რომ კავკასიის ტურბულენტურ რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიებისა და თბილისიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში განლაგებული რუსული ბაზების გათვალისწინებით, ნეიტრალიტეტის რეალისტურობა დაიჯერო. ჩვენ არ უნდა ავყვეთ კრემლისგან დაფინანსებულ, მატერიალისტური მოტივებით დაინტერესებულ პირთა პროპაგანდას, რომლებიც თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეებად გვევლინებიან.

ამ ფონზე,  ქვეყნის ნატოსკენ სწრაფვას ალტერნატივა არ აქვს. ნატო არ არის თვითმიზანი, ქვეყნის ამოცანა ეროვნულ ინტერესთა დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ნატო დაცულობის საუკეთესო მექანიზმია. მისი დაარსების დღიდან, არც ერთი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა არ დარღვეულა, ისინი არ დარჩენილან მარტონი და დაუცველნი. ამის საუკეთესო მაგალითები, ჩვენი წარსულის თანაზიარი ბალტიის სახელმწიფოები არიან, რომლებმაც საბოლოოდ მოიპოვეს დაცულობა. ნატოსკენ მიმავალი გზა არ არის ადვილი, ამ გზაზე არის სირთულეები, დაძაბულობა, ხანდახან იმედგაცრუებაც, მაგრამ ამ გზას ალტერნატივა არ აქვს. დასახული მიზნის მისაღწევად ყოველდღიური მუშაობა, სტრატეგიული მოთმინება და საკუთარი ქვეყნის სიყვარულით არჩეულ გზაზე განუხრელი სიარულია საჭირო.

ისტორიის დოქტორი
ბექა კობახიძე

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

გიგა ავალიანი: ჯარი ჩემი ოჯახია!

წარმატებული ოფიცრის მორიგი მისია ავღანეთში

აფხაზეთიდან დევნილი ვარ, 9 წლის ვიყავი ომი რომ დაიწყო. საერთოდ არ მქონდა წარმოდგენა, რომ სამხედრო გამოვიდოდი. მაშინ არც ვფიქრობდი ამაზე.

ჩემი კუთხე დავკარგე, დავკარგე მამა, ბიძა, სახლი. როდესაც წამოვიზარდე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ აუცილებლად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უნდა მემსახურა, – ასე იწყებს საუბარს საკუთარ არჩევანზე მაიორი გიგა ავალიანი.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უკვე 17 წელია მსახურობს. მრავალი  ჯილდო აქვს მიღებული. გენერალ მაზნიაშვილის, კვინიტაძის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის უწყებრივი მედლები, მედალი ლომგული და ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო – ვახტანგ გორგასლის ხარისხის ორდენი. ახლა, მეხუთე ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის მეთაურია. მისი ქვედანაყოფი ახალი მისიისთვის ემზადება. გიგა ავალიანი ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის ოპერაციაში 52-ე ბატალიონის მეთაურის რანგში  7 თვის განმავლობაში  იმსახურებს.

გიგა ავალიანს საერთაშორისო სამშვიდობო მისიის ნაყოფიერი გამოცდილება აქვს ერაყსა და ავღანეთში. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი ავღანეთში ISAF-ის ოპერაციის დროს გამოჩენილი გმირული თავდადებისთვის მიიღო. 33 წლის მაიორს მეუღლე და ოთხი შვილი ჰყავს. ავღანეთში სამშვიდობო მისიით კიდევ ერთხელ წასვლა მისი ოჯახისთვის რთულია. ამ დროს მეუღლის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.

ციცინო პაპუაშვილი, მაიორ გიგა ავალიანის მეუღლე:  სულ მარტო ვარ თითქ­მის, მაგრამ მეამაყება, რომ გვერდით მყავს სამხედრო მოსამსახურე, ქვეყნის და ერის პატრიოტი.

მაიორ გიორგი ავალიანის  თანამებრძოლი და მეგობარი მაიორი ირაკლი კალანდაძე დარწმუნებულია, რომ 52-ე ბატალიონის მეთაურს სრულად აქვს გააზრებული  პასუხისმგებლობა და ქართველი ჯარისკაცები საიმედო ხელში არიან.

მაიორი ირაკლი კალანდაძე: „მაიორი ავალიანი მისაბაძი სამხედროა. 33 წლის არის და 17 წელია რაც შეიარაღებულ ძალებში მსახურობს. გამორჩეული იყო კურსანტობისას, გამორჩეულია ოფიცრობაშიც, სხვადასხვა ბრძოლაშიც, სხვადასხვა მისიაში. ჯარისკაცები არიან კარგი მეთაურის, კარგი ოფიცრების და კარგი სერჟანტების ხელში, რომლებმაც აუცილებლად ზედმიწევნით უნდა შეასრულონ მეთაურის მოთხოვნა, მითითებები და ყველაფერი წარმატებით შესრულდება.“

რამდენიმე კვირაში მაიორი გიგა ავალიანი სამხედრო მუნდირს მოირგებს და სამშობლოს ინტერესებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ადგილზე, ავღანეთში დაიცავს.

მაიორი გიგა ავალიანი: „7 თვით მივდივართ ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, სადაც ამოცანა გვექნება – ბაზა ბაგრამის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ვალდებულები ვართ ყველა დეტალი გავაანალიზოთ.“

ეს მისი ჯარისკაცული ცხოვრებაა…

მაიორი გიგა ავალიანი: ვერ წარმომიდგენია  ჯარის იქით თუ რაიმე შემეძლება არსებობდეს, იმ დონეზე მიყვარს ჯარი, შეიარაღებული ძალები და ჩემი ჯარისკაცები, რომ ჯარი ყველაფერია ჩემთვის – ჯარი ჩემი ოჯახია!“

გიორგი ავალიანი
გიორგი ავალიანი
მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

ერთად შევქმნათ ნამდვილი რეზერვი – ახალი კონცეფციის  განხილვა გრძელდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მობილიზაციის და რეზერვის ახალი კონცეფციის  საჯარო განხილვებს განაგრძობს. 29 მარტს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ რიგით მეორე შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. დისკუსია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გახსნა.

ჩვენი ამოცანაა ზაფხულის ბოლოს – სექტემბრისთვის საქართველოს აბსოლუტურად დასრულებული ვარიანტი შევთავაზოთ, მათ შორის ჩატარებული პირველი ფაზის ჩათვლით. ჩვენი გეგმაა, კონცეფცია მაისის ბოლოს დავასრულოთ. მაისის ბოლოს გვექნება დიდი ღონისძიება, სადაც ნატოს რეზერვის ოფიცრებიც ჩამოვლენ. მათთან და ქართველ ექსპერტებთან ერთად დოკუმენტს საბოლოო სახეს მივცემთ, რომელსაც ივნისში გამოვაქვეყნებთ. ზაფხულში ვგეგმავთ პირველი ექსპერიმენტული ფაზის გაკეთებას. სექტემბრიდან უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს თემა დახურულია, დისკუსიები დამთავრებულია და რეალურ მოქმედებაზე გადავდივართ, – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

კონცეფციის ავტორი, პოლკოვნიკი შალვა ჩუბინიძეა. რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვის სამმართველოს უფროსი. ავტორი ამბობს, რომ პირველი და აუცილებელი წინაპირობაა _ სოციალურ ცნობიერებაში დამკვიდრდეს „მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფცია, რომელიც ჩაანაცვლებს ე.წ. „რეზერვის კონცეფციას, ვინმეს ხედვას რეზერვის განვითარებაზე“ და ა.შ.. მისი განმარტებით, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რათა საქართველოს მოსახლეობაში, გეგმაზომიერი მუშაობითა და წვრთნებით ეტაპობრივად აღდგეს მისთვის ისტორიულად მახასიათებელი, მუდმივი მზადყოფნისა და განგაშზე სწრაფი რეაგირების უნარ-ჩვევები, სამშობლოსა და მოყვასის დასაცავად.

მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტთან დაკავშირებით, საზოგადოების ინტერესი მაღალია. პოლკოვნიკი შალვა ჩუბინიძე პასუხობს შეკითხვებს, რომელიც კონცეფციის პროექტთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დაისვა.

შესაძლებელია თუ არა მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის საბოლოო ფორმატის ჩამოყალიბებაში  გარეშე დაინტერესებულმა პირებმაც მიიღონ მონაწილეობა?

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მტკიცე ნებაა უზრუნველყოს ფართო საზოგადოების აქტიური ჩართულობა შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის განხილვასა და საბოლოო ფორმატამდე დამუშავების პროცესში. ამის რეალიზება უკვე დაიწყო. 14 მარტს ვაზიანში და 29 მარტს კრწანისში გამართული საჯარო განხილვებით, რომლებშიც მონაწილეობდნენ დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები. ასევე, კონცეფცია დაიდო თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდსა (წწწ.მოდ.გოვ.გე) და ფეისბუქის გვერდზე, შეიქმნა ელექტრონული ფოსტა  სტრატცომ@მოდ.გოვ.გე,  სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს  მოსაზრების  გამოგზავნა შეუძლია. აგრეთვე იგეგმება შეხვედრები და განხილვები სტუდენტებთან, ვეტერანებთან, დამსაქმებლებთან, ბიზნესსექტორთან.

რას გულისხმობს მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფცია?

მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის“ მთავარი მახასიათებელია ის,  რომ უპირველესად ის ითვალისწინებს შეიარაღებული ძალების სამობილიზაციო სისტემის აღდგენასა და განვითარებას, სამობილიზაციო რესურსებისა და სამობილიზაციო რეზერვების მართვისათვის სამოქალაქო სისტემებში მჭიდროდ ინტეგრირებული სტრუქტურების ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, კონცეფცია მოიცავს დაგეგმვისა და მართვის მოქნილ, სპეციფიკურ მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც, საჭიროების შემთხვევაში, მობილიზაციისა და რეზერვის სისტემა უმოკლეს დროში  საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურებში განხორციელებულ ცვლილებებს მოერგება და შესაბამისად უპასუხებს წარმოქმნილ ახალ გამოწვევებს;

შემუშავებულია სახელმწიფოსა და შეიარაღებული ძალების განკარგულებაში რეალურად არსებული რესურსების გათვალისწინებით და ეფუძნება ეტაპობრივად განვითარების პრინციპს;

არის სრულიად ავთენტური და არ წარმოადგენს რომელიმე ქვეყნის ანალოგიური სისტემის ასლს, მიუხედავად იმისა, რომ მასში ფართოდაა გამოყენებული პარტნიორი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება.

ახალი კონცეფციის თანახმად, ვის შეეძლება იმსახუროს შეიარაღებული ძალების რეზერვში?

ახალი კონცეფციის მიხედვით შეიარაღებული ძალების რეზერვში შეიძლება იმსახუროს საქართველოს მოქალაქემ 18 წლის ასაკიდან, თუკი მისი ჯანმრთელობისა და ფიზიკური მდგომარეობა შეესაბამება სამხედრო-სარეზერვო სამსახურში არსებულ მოთხოვნებს. რეზერვის სხვადასხვა კატეგორიისათვის ეს მოთხოვნები იქნება სხვადასხვა. ასაკის ზედა ზღვარზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს განხილვა (60 ან 65 წელი).

ეყრდნობა თუ არა ახალი კონცეფცია სხვა ქვეყნის პრაქტიკასა და მაგალითებს?

ახალი კონცეფციის შემუშავების დროს გამოყებულია NATO-სა და სხვა პარტნიორი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება. 2013 წლის ნოემბრიდან საქართველო გახ­ლავთ NAთO-ს ეროვნული სარეზერვო ძალების კომიტეტის (NRFC- National Reserve Forces Committee) დამკვირვებელი წევრი, რაც იძლევა ზემოაღნიშნული ქვეყნების სამობილიზაციო და სარეზერვო სისტემებში მიმდინარე განახლებების შესახებ უახლესი ინფორმაციის მიღებისა და ტექნოლოგიების გაზიარების საუკეთესო საშუალებას.

რას შეუწყობს ხელს მობილიზაციისა და რეზერვის ახალი კონცეფციით ხელმძღვანელობა?

კონცეფციის საბოლოო სახით ჩამოყალიბება და დამტკიცება უპირველესად ახალი ნორმატიული ბაზის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, რაც თავის მხრივ, უნდა გახდეს კონცეფციით გათვალისწინებული მობილიზაციისა და რეზერვის სისტემის ახალი მოდელის გამართული ფუნქციონირების გარანტი.

წახალისდებიან თუ არა ის მოქალაქეები, რომლებიც სამხედრო რეზერვში იმსახურებენ?

კონცეფციის თანახმად გათვალისწინებულია რეზერვისტთა წახალისება ანაზღაურებით და ჯილდოებით (კატეგორიების მიხედვით). გარდა ამისა, ეტაპობრივად დაინერგება დასაქმების ხელშეწყობისა და დამსაქმებლებთან დაინტერესებული თანამშრომლობის მექანიზმები. კანონმდებლობით გამყარდება რეზერვისტთა შრომისა და სოციალური დაცვის გარანტიები. რეზერვისტს მიეცემა საშუალება მიიღოს ახალი ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომელსაც გამოიყენებს სამოქალაქო ცხოვრებაშიც. კონცეფცია საერთაშორისო წვრთნებსა და მისიებში რეზერვისტთა ეტაპობრივად ჩართვასაც (ნებაყოფლობით) ითვალისწინებს, შესაბამისად მათი დასაქმების კიდევ ერთ შესაძლებლობასაც.

რა სარგებელი ექნება ქვეყანას ახალი კონცეფციის თანახმად?

საქართველოს შეიარაღებული ძალები მიიღებენ სწრაფად გაძლიერებისა და შევსების მნიშვნელოვან პოტენციალს, ხოლო სამოქალაქო ხელისუფლების სტრუქტურები მიიღებენ ბუნებრივ და ტექნოგენურ კატასტროფებზე რეაგირებისათვის საჭირო კომპეტენტურ და ძლიერ მხარდაჭერას.

საქართველოს მოსახლეობაში აღორძინდება და დამკვიდრდება გარე და შიდა გამოწვევებისათვის მზადყოფნისა და სწრაფი მობილიზაციის უნარი.

რეზერვისტი მოქალაქე აღჭურვილი იქნება კრიზისულ სიტუაციებში მოყვასისა და საკუთარი თავისათვის გადაუდებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების გასაწევად საჭირო ცოდნითა და უნარებით.

ქვეყანაში აღდგება სახელმწიფო-სამობილიზაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ომისა და კრიზისების დროს სახელმწიფო მართვის მექანიზმების სწრაფ და კოორდინირებულ რეაგირებას ქვეყნის მოსახლეობის, ეკონომიკისა და პოლიტიკური სისტემის  უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

რეზერვი

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი თბილისში

ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. ამ ქვეყანაში საზოგადოება შეთანხმებულია ერთ ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებაზე, რომ საქართველო უნდა დაბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახს, საიდანაც ის ხელოვნურად, ძალადობრივად მოწყვიტეს. ეს გზა არ არის მარტივი, ამ გზაზე ორი ათეული წელია ჩვენი მოქალაქეები – სამხედროები და მოქალაქეები შეუპოვრად იბრძვიან, ეს არ არის მარტივი გზა, არ ყოფილა მუდამ მშვიდობის გზა. სამწუხაროდ, ამ 25 წლის მანძილზე საქართველომ ბევრი მძიმე ომი გამოიარა და როგორც ჩანს, არც შემდეგი წლები იქნება მარტივი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება“ – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

PORUMI REDISONI

2016წლის 4 აპრილს ნატოს კვირეული ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით გაიხსნა. ორდღიანი ფორუმი საქართველოში, თბილისში პირველად გაიმართა. ნატოს საინფორმაციო ცენტრის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და  საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ორგანიზებით.

ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. მან ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის ჩატარებასა და  საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან კავშირების გამყარებაზე გაამახვილა ყურადღება. „საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან კავშირების გამყარებას. საქართველო ასრულებს მნიშვნელოვან ვალდებულებებს იმით, რომ მონაწილეობს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) და ნატოს ისეთ მისიებში, როგორიცაა საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების ოპერაცია  (ISAF). 2016 წლის ბოლომდე ჩვენ ასევე შევინარჩუნებთ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩართულობის დონეს. იმედი მაქვს, ნატოს ვარშავის სამიტის ფარგლებში საქართველო მკაფიო გზავნილს მიიღებს წევრობასთან დაკავშირებით. მინდა ხაზი გავუსვა, რომ თანამედროვე ციფრულ ეპოქაში საინფორმაციო ომი უპრეცედენტო საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ, დღევანდელი გამოწვევების საპასუხოდ სტრატეგიული კომუნიკაცია ჩვენი პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი გახდა,“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ფორუმის მეორე დღე საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გახსნა.

„დღეს, ჩვენ ვსაუბრობთ იმის თაობაზე, რომ ალიანსს გააჩნია მეტი შესაძლებლობები იმისათვის, რომ მეტი სტაბილურობა შემოიტანოს, მეტი სიმშვიდე შემოიტანოს და განტვირთოს ვითარება. აქედან გამომდინარე, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც  არასოდეს დაუკლია საკუთარი ძალისხმევა გლობალური სტაბილურობისათვის და ეს ძალისხმევა არ გამოიხატებოდა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით, არამედ გამოიხატებოდა იმ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით, სადაც ქართველმა ჯარისკაცებმა ისახელეს თავი.

ამ ქვეყნის პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენ მტკიცედ ვამბობთ, რომ საქართველოში არანაირი კითხვა იმასთან დაკავშირებით – რა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, არ არსებობს!

ჩვენ, ნათლად ვაფიქსირებთ ჩვენი ქვეყნის კულტურულ  და პოლიტიკურ მომავალს ევროკავშირში, ჩვენ ნათლად ვაფიქსირებთ ნატოს, როგორც იმ  უსაფრთხოების ქოლგას, რომელშიც ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, გავერთიანდებით  და რომელსაც ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენი თანამონაწილეობით და რომელიც კიდევ უფრო მეტ სიმშვიდეს მოუტანს ქვეყნებს, როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე გლობალურად! – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ეფექტიანი საჯარო დიპლომატია, სტრატეგიული კომუნიკაციები,  პროპაგანდასთან ბრძოლის პრობლემები და პერსპექტივები – ასეთი იყო თემები, რომელიც  ოთხი პანელისგან შემდგარ ორდღიან ფორუმს მოიცავდა. ძირითად საკითხად კვლავ ნატოს ვარშავის სამიტამდე საქართველოს გზა და ამ კუთხით სტრატეგიული კომუნიკაციების ეფექტურ როლზე მსჯელობა წარმოადგენდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება. ამის შესახებ განცხადება ფორუმის პირველ დღეს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა შოთა ღვინერიამ და ნატოს სტრატეგიული ცენტრის დირექტორმა იანის სარტსმა ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთეს.

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმს საქართველოს მაღალი რანგის თანამდებობის პირები, ნატოს საერთაშორისო სამსახურის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

ბესარიონ ღუდუშაური: შეზღუდვებით ცხოვრება არ მთავრდება

ბავშვობაში კალათბურთელობაზე ოცნებობდა. 18 წელი თამაშობდა პროფესიონალურ დონეზე, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც.  შემდეგ სპორტისთვის თავის დანებება მოუხდა, თუმცა, სპორტული გამოცდილება ძალიან დაეხმარა.  გუნდური თამაში, ჩვევა, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე არ უდნა იფიქროს _ სწორედ ამ პერიოდში ჩამოუყალიბდა. ამბობს, რომ  გუნდური აზროვნება, ჯარშიც უმნიშვნელოვანესია. უკვე 14 წელია შეიარაღებულ ძალებში მსახურობს. სამსახურზე არც 2008 წლის აგვისტოს ომში მიღებული მძიმე ჭრილობის შემდეგ უთქვამს უარი. ლეიტენანტი ბესარიონ ღუდუშაური ავღანეთში სამშვიდობო მისიაშიც მონაწილეობდა.

 როდის და რატომ გადაწყვიტეთ ქართულ არმიაში სამსახური?

შეიარაღებულ ძალებში 2002 წლიდან ვმსახურობ. ზუსტად იმ მოტივაციით, რომ ის, რაც დავკარგეთ ჩვენივე თაობამ უნდა დაიბრუნოს. როდესაც საქართველომ აფხაზეთი და სამაჩაბლო დაკარგა 17-18 წლის ვიყავი, მაშინ ომი ძალიან განვიცადე.  ჩემი უფროსი ძმა ვიცე-პოლკოვნიკია. ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაარსების დღიდან მსახურობს. ის, ჩემთვის ყოველთვის კარგი ჯარისკაცის მაგალითი იყო. სწორედ ასე მოვინდომე ყველაზე რთულ ქვედანაყოფში _ სპეციალური ოპერაციების ძალებში შესვლა. მაშინ სპეცდანიშნულების ბრიგადა ერქვა. გავიარე საპარაშუტო და „კომანდოს“ კურსები,  ყველა სიძნელე გადავლახე და ჩემს თავს დავუმტკიცე, რომ მე ეს შემიძლია.

 ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?

ბესარიონ ღუდუშაური
ბესარიონ ღუდუშაური

დედაჩემისთვის, ჩემი ძმის მაგალითზე, ჯარი და ჯარისკაცის ცხოვრება უცხო არ იყო, როდესაც დავქორწინდი, მეუღლემ უკვე იცოდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ.  წინასწარ გავაფრთხილე, რომ ჯარისკაცის ცოლი იქნებოდა.  ფაქტობრივად დაქორწინება და ჯარში სამსახურის დაწყება ერთობლივად მოხდა. ერთდროულად ორი დიდი სიახლე და ღირებულებების გადაფასება…

თუ გინდა დაიცვა ოჯახი, უნდა დაიცვა საზღვრები, უნდა დაიცვა საქართველო.  როდესაც ჩემს შვილებს ვუყურებდი, ვფიქრობდი, რატომ უნდა იბრძოლონ მათ, როცა ეს ჩვენი გასაკეთებელია. მე ამისთვის მაქსიმუმი უნდა გავაკეთო.

დღევანდელი გადასახედიდან როგორ შეაფასებთ თქვენს გადაწყვეტილებას?

ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ის დისციპლინა, ის ცოდნა, ის საქმე რასაც ვაკეთებ  სიამოვნებას მანიჭებს. ახლა სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია.

დღე, რომელმაც თქვენი ცხოვრება შეცვალა…

2008 წლის 9 აგვისტო… 2008 წლის აგვისტოში იმავე ქვედანაყოფის შემადგენლობაში, სადაც ვმსახურობდი,  საქართველო-რუსეთის ომში მივიღე მონაწილეობა. 7 აგვისტოს მივიღეთ ბრძანება, რომ დისლოკაციის ადგილი დაგვეკავებინა. სამანევრო ქვედანაყოფი, რომლის შემადგენლობაშიც ვიყავი, 9 აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან გადაადგილდებოდა. სწორედ ამ დროს საარტილერიო დაბომბვაში მოვხვდით, ფეხში კასეტური ჭურვის კორპუსი მომხვდა. ფეხი დავკარგე.  დაჭრილი, ჩემმა თანამებრძოლებმა  გამომიყვანეს. შემდეგ იყო  რამდენიმე ოპერაცია და რეაბილიტაციის ექვსთვიანი პროცესი.  იყო სირთულეები, მაგრამ ეს, დროებითი იყო და ყველაფერი გადავლახე. როდესაც ომი დამთავრდა,  იმაზე ვფიქრობდი, ჩემი მომავალი როგორ აეწყობოდა. არ მეგონა, რომ ასეთი ტრავმის შემდეგ შეიარაღებულ ძალებში სამსახურს გავაგრძელებდი, თუმცა მაშინ ჩემმა მეთაურმა დამარწმუნა.

დღეს რას საქმიანობთ?

რეაბილიტაციის შემდეგ  სამხედრო სამსახური გავაგრძელე,  მაგრამ სხვა მიმართულებით. რადგან სპეციალური დანიშნულების ძალებს სხვა ფიზიკური შესაძლებლობები სჭირდება. იმავე ქვედანაყოფში, შტაბში კადრების განყოფილებაში დავინიშნე და დღემდე საშტაბო საქმიანობას ვეწევი. ჩემი პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა ძალიან მეხმარება _ ვინაიდან ვიცი რა ხდება ველზე, ვიცი სამხედრო სპეციფიკა…

როგორ შეაფასებდით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერას დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მიმართ?

თავდაცვის სამინისტრო პირველივე დღიდან აქტიურად მონაწილეობს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციის პროცესში.  მათი მხარდაჭერა ძალიან დიდია, თუნდაც იმაში, რომ მომეცა შესაძლებლობა გამეგრძელებინა ჩემი საქმე. სამსახურს რომ უნარჩუნებ ადამიანს, დამიჯერეთ,  ეს რეაბილიტაციის სახეა, რადგან ასეთ დროს პირველი დარდი სწორედ ეგ გაქვს – როგორ შეინახავ ოჯახს, როგორ ჩაერთვები სოციალურ ცხოვრებაში.

სამინისტრო  სამედიცინო მიმართულებითაც დამეხმარა, პროთეზირებასა და სხვა სარეაბილიტაციო საჭიროებებში.  ამას გარდა, სწორედ სამინისტროს ეგიდით  არაერთ სპორტულ აქტივობაში ვართ ჩართულები. ამ ეტაპზე მჯდომარე ფრენბურთის გუნდის  კაპიტანი ვარ.

რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას?

სირთულეების მიუხედავად, პროფესიულ განვითარებაზე ფიქრი არ შემიწყვეტია. ინგლისური ენის კურსები დავამთავრე. სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა მინდოდა. ვიცოდი იქ, რამდენად ღირებული საქმე კეთდება. გასაგებია რომ ეს, გარკვეულწილად, რისკია, მაგრამ, ჯერ ერთი, ამით ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესებს ვუწყობთ ხელს, აგრეთვე ვღებულობთ საერთაშორისო გამოცდილებას, რომელსაც საკუთარი ქვეყნის დასაცავად გამოვიყენებთ. დიდი მონდომებითა და მოტივაციით გავხდი მეკავშირე ოფიცერი, რომელსაც ამერიკულ და ქართულ შტაბებს შორის კომუნიკაციის პროცესების უზრუნველყოფა ევალებოდა.

მისიაში  წასვლით კვლავ დავუმტკიცე ჩემს თავს ჩემი შესაძლებლობები და მინდა, რომ სხვებმაც გაიგონ: შეზღუდვებით ცხოვრება არ მთავრდება, ამპუტირებული არ ნიშნავს განვითარების შეწყვეტას.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

მითები ნატოზე

გთავაზობთ მითების სერიას, რომელიც საზოგადოებაში ანტიდასავლური პროპაგანდის შედეგად გაჩენილი მითებისა და კითხვების საპასუხოდ მომზადდა

მოსაზრება, რომ NATO-ში გაწევრიანება საქართველოს მოქალაქეების არჩევანი არ არის და ეს გარე ძალების მიერ თავს მოხვეული ახირებაა, მცდარია.

ნატო დროშასინამდვილეში, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის  მოქალაქეთა დიდი უმრავლესობისა და თაობათა არჩევანია. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამის დასტურია, 2008 წლის პლებისციტისა და მრავალი სოციოლოგიური კვლევის შედეგები. ყველა მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ-ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ-გვერდი: mod.gov.ge

ოჯახში ძალადობის სამი თვის სტატისტიკა

შს სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 25 მარტის მდგომარეობით, ოჯახში ძალადობის 407 შემთხვევა დაფიქსირდა.

სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობაც ამდენივეა.

ოჯახში ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი,  –  2598 შემთხვევა, სამინისტროს ინფორმაციით, დაფიქსირებულია 2015 წელს.

Exit mobile version