სიახლეები

დასავლეთ საქართველოს ახალი მუფტი: მეჯლისთა საბჭომ დამიჭარა + მხარი აჭარის მუფტის ჯემალ პაქსაძის განმარტებით, ის არ გადაუყენებიათ და გადადგო

03.02.2015
დასავლეთ საქართველოს ახალი მუფტი: მეჯლისთა საბჭომ დამიჭარა + მხარი  აჭარის მუფტის ჯემალ პაქსაძის განმარტებით, ის არ გადაუყენებიათ და გადადგო

დასავლეთ საქართველოს ახალი მუფტი: მეჯლისთა საბჭომ დამიჭარა მხარი  აჭარის მუფტის ჯემალ პაქსაძის განმარტებით, ის არ გადაუყენებიათ და გადადგომა

ბეგლარ ქამაშიძის თქმით, ის ამ დრომდე ხელვაჩაურის მუფტი იყო და დღეიდან „სრულიად საქართველოს მუფტი გახდება“. „მეჯლისთა საბჭომ მე დამიჭარა მხარი, რას შევცვლი ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება.“

აჭარის ყოფილი მუფტის ჯემალ პაქსაძის განმარტებით კი, ის არ გადაუყენებიათ და გადადგომაზე გადაწყვეტილება თავად მიიღო.

ცოტა ხნის წინ ჯემალ პაქსაძემ „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ გადადგომას არ აპირებდა. ეს კითხვა მას შემდეგ დავუსვით ყოფილ მუფტს, რაც მისი გადაყენების მოთხოვნით მრევლმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მრევლის თქმით, მათი გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ სოფელ მოხეში ყოფილი მეჩეთის შენობაში ბიბლიოთეკის განთავსებაზე ჯემალ პაქსაძემ თანხმობა განაცხადა. თუმცა, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერები გროვდებოდა და არც იმას, რომ მან მისცა ხელისუფლებას თანხმობა ყოფილი მეჩეთის შენობაში ბიბლიოთეკის განთავსებაზე, ჯემალ პაქსაზე არ ადასტურებდა.

გარდა ამისა, ბოლო დროს ჯემალ პაქსაზე კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა, როდესაც მან და კიდევ რამდენიმე მუფტმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ისინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბათუმში მეჩეთის აშენების სანაცვლოდ სამუფტო რეზიდენციისა და მედრესეს აშენებას სთხოვდნენ.

ამ დოკუმენტზე ახლანდელი მუფტის ბეგლარ ქამაშიძის ხელმოწერაც არის დაფიქსირებული.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.