სიახლეები

უხარისხო დენი, გაზი და უმუშევრობა

30.05.2012 • • 1398
უხარისხო დენი, გაზი და უმუშევრობა

ავტორი: ლელა დუმბაძე

დღეს რუსთაველის უნივერსიტეტში, საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს UშAID) ხელშეწყობით, ბათუმის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საზოგადოების ნაწილს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს საერთაშორისო ორგანიზაციებმა მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნეს, რომლის მიხედვით, ბათუმის მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ საკითხებად კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტის ღირებულება და გაზმომარაგება დასახელდა. შეხევედრას ესწრებოდა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე, ვიცე მერი, ჯემალ ანანიძე და საკერბულოს ოპოზიციის წარმომადგენლები. 

ძირითადი კითხვები გაძვირებულ გადასახადებს, უმუშევრობას და ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის უხარისხობას შეეხებოდა: „მერიის წარმომადგენლები ცდილობენ დაგვარწმუნონ რომ ყველაფერი რიგზეა. კარგია რომ ქალაქში გაზი შემოვიდა, მაგრამ თუ მომხმარებელმა ოჯახში ვერ შეიყვანა, რა აზრი აქვს მის არსებობს. აბაშიძის ქუჩის კუთხეში ერთ პატარა სახლში სადაც 25 მოსახლე ცხოვრობს, ბუნებრივი აირი მხოლოდ ორმა ოჯახმა გაიყვანა, ამას ეძახით პრობლემის მოგვარებას?“- განაცხადა  ერთ-ერთმა გამომსვლელმა.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, მამული ჟღენტის თქმით, მოსახლეობას უხარისხო გაზი მიეწოდება: „წნევა არის დაბალი და ერთი საათი სჭირდება ჩაიდანის ადუღებას. მოუწესრიგებელია სისტემა, როცა შუქი, გაზი ან წყალი ითიშება მოსახლეობამ არ იცის ვის უნდა მიმართოს. პასუხისმგებელი პირები არ არსებობენ. გაარკვია ვინმემ რა ოდენობის ზარალი მიაყენა ენერგოკომპანიამ მოსახლეობას უხარისხი დენის მიწოდების გამო?“

„ბუნებრივ აირს რაც შეეხება, მერია იანვრიდან ახორციელებს სოციალურ პროგრამას და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეხმარება ბუნებრივი აირის სახლში შეყვანაში. არ იფიქროთ რომ ეს წინასაარჩევნო პროგრამაა“-განაცხადა ჯემალ ანანიძემ. კითხვა დაისვა ქალაქში უნარშეზღუდული პირების გადაადგილებასთან დაკავსირებითაც, რაზეც ჯემალ ანანიძემ უპასუხა: „მალე ქალაქში 20-მდე სპეციალური ავტობუსი შემოვა, რომლითაც უნარშეზღუდული პირებიც ისარგებლებენ“.  მიკროვატობუსის მძროლების  პრობლემასთან დაკავშირებით კი ჯემალ ანანიძემ განაცხადა: „მერია აპირებს ახალი ავტობუსების და ელექტრომანქანების შემოყვანას, შესაბამისად ჩვენ მინიმუმ 500 მძღოლი მაინც დაგვჭირდება. ასე რომ ეს ადამიანები მიკროავტობუსების აკრძალვის შემთხვევაში, უმუშევარი არ დარჩებიან და დავასაქმებთ“.

ერთ-ერთმა ქალბატონმა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს მოსახლეობასთან არაკომუნიკაბელურობის გამო უსაყვედურა: „ვიცით რომ თბილ ოთახებში ზიხართ და თქვენთან შემოსვლა ჩვენთვის პრობლემაა, გადასახადებს ყველა გადაიხდის, მაგრამ სამუშაო რომ არ აქვთ ადამიანებს, ეს საკითხი უნდა მოაგვაროთ. ტრანსპორტი მოვაწესრიგეთო რომ ამბობთ, ეს ჩემს უბანს არ ეხება, რადგან ექვსი საათვის შემდეგ ვერ გადაადგილდები, არც მიკროავტობუსი დადის და არც ქალაქის ტრანსპორტი“. რამდენიმე ადამიანმა კი პრობლემად წყლის დავალიანებები დაასახელა და მერიას მათ ჩამოწერა სთხოვა: „ხომ არ აჯობებდა კულტურული ღონისძიებების ხარჯები რომ შემცირებულიყო და ეს თანხა მოსახლეობის დავალიანებების დაფარვას მოხმარებოდა?“

გადაბეჭდვის წესი