სიახლეები

მოგაზურობა წყალქვეშ

30.05.2012 • • 3320
მოგაზურობა წყალქვეშ

წყალქვეშა გემზე მოსახვედრად საჭიროა კვარიათში, დაივინგ ცენტრში მისვლა. გემსა და სანაპიროს შორის არსებულ 300-მეტრიან მანძილს კატერით გადიხარ. გემი 15 მეტრ სიღრმეშია და მისი ნახვა შეუძლია ყველას, მასაც კი, ვინც პირველადაა და დაივინგზე საერთოდ არ არის ნამყოფი. გემი საშუალო ზომისაა და არაფრით განსხვავდება ნამდვილისგან – კაიუტები, საჭე და სხვა აღჭურვილობა. თუმცა, იქ უკვე თევზები დაცურავენ. ჩაძირულ გემზე მოსახვედრად 70 ლარი უნდა გადაიხადო.

ხატია ღოღობერიძე

დავით ჩლაიძემ წელს პირველად „იმოგზაურა“ წყალქვეშ და ამბობს, რომ დიდი სიამოვნებით ჩაყვინთავდა ყოველ დღე – „სულ სხვა განზომილებაში ხარ, ეს საოცრებაა, ჩემთვის არც სკუტერს, არც პარაშუტს, ასეთი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. სულ სხვა სამყაროში ხვდები. ყველაზე მეტად წყლისქვეშა კლდეები მომეწონა, თავისი მცენარეებით და დიდი ლოკოკინებით, ნიჟარებით, რომლებიც მინდოდა წამომეღო, მაგრამ ვერ მოვერიე. 2-3 წუთის განმავლობაში მეშინოდა, თავიდან ჩქარა სუნთქავ, მერე შევეჩვიე. ნახევარი საათი ვიყავი წყლის ქვეშ. ჩადიხარ და წარმოიდგინე, პატარა თევზები შენ გარშემო ცურავენ, ძალიან მაგარია. გემიც ძალიან მომეწონა, ჩვეულებრივი გემია, თუმცა ძალიან დიდი გეჩვენება. კიდევ ვაპირებ ჩასვლას“.
წყალქვეშა სამყაროს დათვალიერების ფასში შედის ადაპტაცია, ინსტრუქტაჟი აღჭურვილობასთან მუშაობა – ყველაფრისთვის დაახლოებით საათნახევარია საჭირო. ვინც პირველად არ ყვინთავს, მას 50 ლარად შეუძლია წყალქვეშ ჩასვლა, მაგრამ მას შესაბამისი სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს.
ჩაყვინთვა ინსტრუქტორებთან ერთად ხდება და შეიძლება გაგრძელდეს 30-დან 90 წუთამდე, გააჩნია რამდენ ხანს ეყოფა ადამიანს ჟანგბადის ბალონი.
გაბრიელ ხაჩატურიანი, დაივინგ ინსტრუქტორი – „ინდივიდუალურად ადამიანზეა დამოკიდებული, რამდენ ხანში დახარჯავს ჰაერს. შეიძლება მე საათნახევარს გამიძლოს, სხვას კი – 40 წუთს, თუ ჩქარა ისუნთქავს. ვინც პირველადაა, იმას სუნთქვა გახშირებული აქვს და ბალონიც მალე იცლება. თუ ადამიანი მეორედ ყვინთავს, მან უნდა წარმოადგინოს სერტიფიკატი, რომელსაც დაივინგ ცენტრი გასცემს მინიმუმ ერთკვირიანი კურსების შემდეგ, რაც ექვს ჩაყვინთვას გულისხმობს და 350 დოლარი ღირს. ხშირად, იმდენად მოსწონთ წყალქვეშა სამყარო, რომ ერთხელ ჩაყვინთვის შემდეგ დაივინგ კურსებით ინტერესდებიან და სერტიფიკატსაც იღებენ. ძვირი ღირს, მაგრამ აღჭურვილობაც ძვირია და ამიტომაა ასეთი ფასი“.
დაივინგ ტურისთვის არაა აუცილებელი ცურვის ცოდნა. როგორც გაბრიელ ხაჩატურიანი ამბობს, სასურველია წყლის შიში არ ჰქონდეს ადამიანს. ჩაყვინთვის სურვილს, ძირითადად, უცხოელები გამოთქვამენ, ინტერესდებიან ქართველებიც, მაგრამ მათ უფრო ეშინიათ. ამ საქმეში ძირითადი ხელშემშლელი ამინდი, ტალღები და მღვრიე ზღვაა. გაბრიელ ხაჩატურიანი ამბობს, რომ წელს ძალიან ცუდი სეზონი იყო დაივინგისთვის და ბევრი მსურველი ვერ ჩაიყვანეს წყალში.
რაც შეეხება საფრთხეს, გაბრიელის თქმით, წესების დაცვის შემთხვევაში ის ფაქტობრივად არ არსებობს – „ზღვის სიღრმე ზონებადაა დაყოფილი, პირველად ჩაყვინთვისთვის 12 მეტრი უსაფრთხო ზონაა. შემთხვევისგან დაზღვეულები არ ვართ და ვერაფერს გამოვრიცხავთ, თუმცა ჩემს პრაქტიკაში ჯერ არ ყოფილა მსგავსი რამ. საზღვარგარეთ იყო შემთხვევები, როცა დაივინგის დროს ხალხი დაიკარგა“.
დაივინგ ტური სეზონურია, რადგან სხვა დროს მსურველი ცოტაა და ფინანსურად არამომგებიანია. წლევანდელი სეზონი ჯერ გრძელდება და დამოკიდებულია მომხმარებლის რაოდენობაზე.
`გემი საქართველოში პირველად წელს ჩაძირეს. ევროპაში კარგადაა განვითარებული დაივინგი – რიფებს, ქალაქებს აკეთებენ წყალქვეშ. მეტს გააკეთებ, მეტი ტურისტი იქნება. პრობლემა ისაა, რომ როცა გვეკითხებიან რისი ნახვა შეიძლება აქ, პასუხი ძალიან მწირია. ბევრი რამეა დასამატებელი, ტურისტები რომ დავაინტერესოთ. მართალია, შავი ზღვა ისეთი ლამაზი არ არის, როგორც წითელი ან ხმელთაშუა ზღვა, თუმცა დაივინგის განვითარებისთვის პირობები საკმარისია, ამის საშუალებას სივრცე გვაძლევს. საჭიროა საქართველოშიც განვითარდეს ეს სპორტი, აქ ეშინიათ წყალქვეშ ჩასვლა, მაგრამ ყველა დადებითი შთაბეჭდილებით ამოდის, აუწერელი შეგრძნებაა, ვერ გადმოსცემ. მთავარია, პირველი ეტაპი, როცა ადამიანი რწმუნდება, რომ წყალქვეშაც შეიძლება სუნთქვა, დასვენებას იწყებს“.
სპეციალისტებმა ძველი გემი, გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით, კვარიათში ზაფხულის დასაწყისში ჩაძირეს.

პ.ს. დაივინგ ტურით სარგებლობის საშუალება მეც მომეცა. გაბრიელ ხაჩატურიანის დახმარებით რვა მეტრ სიღრმეზე ჩავედი. მანამდე კი გავიარე მოკლე ინსტრუქტაჟი და მყვინთავების რამდენიმე პროფესიული ტერმინიც ვისწავლე. მართალია ჩაძირული გემი ვერ, მაგრამ წყალქვეშა სამყარო ნამდვილად ვნახე. არ მინდა ვიყო სუბიექტური, თუმცა ფაქტია, რომ შეგრძნებები მართლაც ენით აღუწერელია. შემეძლო ხელით შევხებოდი ფერად და სულაც გამჭვირვალე თევზებს, რომელთა შავ ზღვაში არსებობის შესახებაც კი ვერ წარმომედგინა აქამდე. რამდენიმე წამის განმავლობაში კი ფსკერიდნ ვხედავდი ზღვის ზედაპირზე თითქოს მოტივტივე უამრავ თევზს. ჟანგბადის ბალონის საშუალებით სუნთქვა საკმაოდ მარტივია, მაგრამ რთულია გაუმკლავდე ფსკერზე არსებულ წნევას, რომელიც ყურებს გტკენს. თუმცა, ინსტრუქტორის რჩევის გათვალისწინებით ესეც საკმაოდ მარტივი მოსაგვარებელია.

გადაბეჭდვის წესი