სიახლეები

კრიზისის დაძლევის ლიტვური გაკვეთილები

30.05.2012
კრიზისის დაძლევის ლიტვური გაკვეთილები

 ავტორი: ლელა დუმბაძე

ლიტვის პრემიერ-მინისტრი რუსთაველის უნივერსიტეტში

„გაკვეთილები ნასწავლი და გაკვეთილები უგულებელყოფილი“ – ეს იყო თემა, რაზეც ლიტვის პრემიერ-მინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა, ბათუმში, რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა. ერთსაათიანი ლექცია ეკონომიკური კრიზისის შემდგომ ევროპას დაეთმო.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ლიტვის მთავრობამ ეკონომიკური კრიზისის დაძლევა  თანამდებობის პირების ხელფასების შემცირებით დაიწყო. „მე პირადად მოვითხოვე რომ ჩემი ხელფასი შეემცირებინათ“. წარმატება, როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, დამოკიდებულია იმაზე, რომ ქვეყანა არ უნდა შეუშინდეს ახალ გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა ნატოში ინტეგრაციის საკითხზეც ისაუბრა: „თავდაპირველად იმის თქმა მინდა რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში ინტეგრირების სურვილს.  თქვენი მთავრობა წარმატებით მუშაობს, მაგალითად ბიზნეს გარემო და კორუფციასთან ბრძოლა. საქართველომ ბევრს მიაღწია მსოფლიო ბანკის დახმარებით“-განაცხადა, პრემიერ-მინისტრმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.