ავტორი: ცაგო კახაბერიძე
რამდენიმე წუთის წინ, მოსამართლე ვერა დოლიძემ ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების უფროსის წინააღმდეგ, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, კახაბერ გუჩმანიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას სისხლის სამართლის 221-ე მუხლის დარღვევაში ედება ბრალი, რაც 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ან ჯარიმას 5 ათასი ლარი ოდენობით ითვალისწინებს.
პროკურორ ზვიად ფხაკაძის მანაცემებით, რომელიც მან სასამართლოს წარუდგინა, „კახაბერ გუჩმანიძემ 2011 წლის სექტემბერში შპს „კარჩხალის“ დირექტორს, რომან კირკიტაძეს ტენდერში გამარჯვების სანაცვლოდ 20 000 ათასი ამერიკული დოლარი გამოსძალა“.
პროკურორის განცხადებით, საქმეში არსებობს როგორც აუდიო, ისე ვიდეომასალები, თუმცა ისინი მას სასამართლო პროცესზე არ წარუდგენია.
დღეს სასამართლო პროცესის დასაწყისშივე, მოსამართლე ვერა დოლიძის კითხვაზე, ხომ არ არის შუამდგომლობა საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებით? – ბრალდებულის ადვოკატმა უარით უპასუხა და გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლება მოითხოვა. ბრალდებულმა კი დუმილის უფლების გამოყენების შესახებ აცნობა სასამართლოს. ადვოკატ ბადრი ბერიძის თქმით, „მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაინტერესებულია დადგინდეს სრული ჭეშმარიტება საქმეზე“.
„იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა შესაძლოა კავშირი იქონიოს საქმესთან დაკავშირებულ დასაკითხ პირებთან, დააშინოს ისინი და აიძულოს არ მისცენ მისი საწინააღმდეგო ჩვენება, იმის გათვალისწინებით ასევე, რომ გამოძიების მსვლელობისას შესაძლოა დამძიმდეს მისი გარემოება, ბრალდებული უნდა დარჩეს პატიმრობაში“, _ ასე დაასაბუთა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ კახა გუჩმანიძის პატიმრობაზე შუამდგომლობა.
ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების უფროსი 19 ნოემბერს ღამის 1-დან 2 საათის შუალედში დააკავეს. პროკურორის ინფორმაციით, კახაბერ გუჩმანიძის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 10 000 ამერიკული დოლარი.
დღეს, სასამართლო პროცესის დაწყებამდე, სასამართლოს ეზოში ბათუმის ვიცე მერი ჯემალ ანანიძეც გამოჩნდა, თუმცა ის კახაბერ გუჩმანიძის პროცესს არ დასწრებია.
კახაბერ გუჩმანიძის დაკავების კადრები დღეს პოლიციის ოფიციალურ საიტზე განათავსეს.