– ეკა, არსებული კანონი ამოქმედდა, თუმცა, ჯერჯერობით, არ სჯიან იმ 50 ათას ადამიანს, რომლებიც ცხოვრობენ საჩხერეში და სამედიცინო დაზღვევის ვაუჩერს იღებენ ივანიშვილისგან. რამდენად შესაძლებელია ამ კანონის გავრცელება საჩხერეზე?
– ივანიშვილს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ ის ქმნის პოლიტიკურ გაერთიანებას და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებს აქვთ გაცხადებული პოლიტიკური საარჩევნო მიზნები (მე ახლა გამოვიყენე ტერმინები კანონიდან, რაც ძალიან ბუნდოვანია, რადგან ჩვენ არ ვიცით, რას ნიშნავს გაცხადებული პოლიტიკური მიზნის ქონა. მაგალითად, არის თუ არა გაცხადებული პოლიტიკური მიზანი, თუკი ადამიანი იტყვის, რომ მას საქართველოს ნატოში გაწევრიანება უნდა?). ამ შემთხვევაში ცალსახაა – ივანიშვილმა ფასიანი საჩუქრები განუსაზღვრელად არ უნდა დაარიგოს.
მეორე მხრივ, ეს ადამიანი დიდი ხანია ეხმარება მოსახლეობას და ამაში ცუდი არაფერია, პირიქით. თუმცა, როდესაც პოლიტიკურ საქმიანობაში ხარ ჩართული, ლიმიტი უნდა გქონდეს, მით უფრო საქართველოს მსგავს ქვეყანაში, სადაც ბევრ ადამიანს უჭირს, ანუ ეს არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც მოსყიდვა.
რაც შეეხება საჩხერელებს, თუ ისინი იღებენ ივანიშვილისგან საჩუქარს, დღეს არსებული კანონით არამარტო მიღებისთვის, არამედ მოთხოვნისთვისაც დაისჯებიან – ან ჯარიმას გადაიხდიან, ან 3 წლით დააპატიმრებენ.
თუმცა, თუკი იმავეს გააკეთებს რომელიმე გამგებელი, ოღონდ ფულს თავისი ჯიბიდან კი არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გახარჯავს, ის არ დაისჯება. ესეც ხომ ფაქტია. ხელისუფლება კი ვალდებულია, თანაბარ პირობებში ჩააყენოს ყველა მოთამაშე, ანუ მმართველი გუნდი უკეთეს პირობებში არ უნდა იყოს.
როცა ადამიანს უჭირს და საარჩევნო კანდიდატს სთხოვს, მაგალითად, ავადმყოფი შვილის დახმარებას, არ შეიძლება მან პასუხი აგოს. ანუ ადამიანი, რომელმაც შეიძლება არც იცოდეს, რომ თხოვნის გამო 3 წლით დააპატიმრებენ, არ შეიძლება დაისაჯოს. აი, ამ კანონის შეცვლა გვინდა ჩვენ.
– შესაძლებელია ამდენი ადამიანის დასჯა?
– შეუძლებელია ამ კანონის აღსრულება. კანონში მსგავსი სხვა მუხლებიც არსებობს, მაგალითად, ერთ-ერთი მუხლით, თუკი ადამიანები მთლიანად ან ნაწილობრივ იღებენ შემოსავალს ერთი წყაროდან, მათ ჯამში 500 ათასზე მეტი ლარი პოლიტიკურ პარტიას არ უნდა შესწირონ. მაგალითად, თუ კომპანია „ვისოლის“ მრავალრიცხოვანი თანამშრომლები საქართველოს მასშტაბით, მოინდომებენ შესწირონ რომელიმე პარტიას თანხა, ამ თანხის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 500 ათას ლარს.
ზუსტად იგივეა სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებითაც – თუკი ყველა სახელმწიფო მოხელე საქართველოში ან ის კომპანიები, რომლებსაც ოდესმე ტენდერი მოუგიათ, მოინდომებენ პოლიტიკური პარტიისთვის თანხის შეწირვას, ჯამმა 500 ათას ლარს არ უნდა გადააჭარბოს. ანუ ერთმანეთისთვის აბსოლუტურად უცნობმა ადამიანებმა ისეთი კოორდინაცია უნდა გაწიონ, რომ მათი შემოწირულობა ნახევარ მილიონს არ აღემატებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტიაც დაისჯება და შემწირველებიც – მათ ათმაგი ოდენობით დააჯარიმებენ.
– ვთქვათ, ხულოში ჩავიდა ზვიად ძიძიგური საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად და მას ამომრჩეველმა დახმარება სთხოვა. არის თუ არა ეს დანაშაული?
– რა თქმა უნდა. დაისჯება ორივე – ვინც ითხოვს, მას დააჯარიმებენ ან 3 წლით დააპატიმრებენ. დაისჯება ძიძიგურიც – ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა.
– მოქალქეებს, ბიზნესწრეებს რამდენად აინტერესებთ კამპანია – „ეს შენ გეხება?“
– დაახლოებით 1600-მდე ინდივიდუალური პირისა და 200-მდე არასამთავრობოს ხელმოწერა გვაქვს. შემოგვიერთდა თითქმის ყველა მედია, გარდა „რუსთავი 2“-ის, „იმედისა“ და 1 არხისა. ახლა გეტყვით იმაზე, თუ ახალი კანონით ბიზნესს რა ემუქრება – მაგალითად, თუ ბიზნესმენი თავის თანამშრომლებს ეტყვის, ჩვენ ასეთი წარმატებული ბიზნესი იმის გამო გვაქვს, რომ ეს პოლიტიკური პარტია არის ხელისუფლებაში, ამიტომ კარგი იქნება, თუ ესენი დარჩებიანო, ამ კანონით ეს კომპანია ჩაითვლება პირდაპირ კავშირში პოლიტიკურ პარტიასთან, რადგანაც მისი წარმომადგენელი მოუწოდებს ადამიანებს პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისკენ. შესაბამისად, იგი ვეღარ განახორციელებს ვერანაირ სამეწარმეო საქმიანობას, შეეზღუდება ბანკიდან კრედიტის აღება, მისი შემოსავალი წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 ათას ლარს. ფაქტობრივად, მისი კომპანია ვეღარ იმუშავებს. ამის მიუხედავად, ისინი პასიურობენ, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ.
– პოლიტოლოგი გია ნოდია ამბობს, რომ მას ხელისუფლების პოლიტიკა ძირითადად მოსწონს. შეიძლება თუ არა მისი ორგანიზაცია განიხილონ კავშირში პოლიტიკურ პარტიასთან?
– გია ნოდიას შეიძლება საერთო პოლიტიკური მიზნები ჰქონდეს მმართველ გუნდთან და თავისი ორგანიზაციის მეშვეობით ცდილობდეს ამ მიზნის მიღწევას. სანამ არ იქნება კანონით განსაზღვრული, რას ნიშნავს პოლიტიკური მიზანი, ყველა შეიძლება მოხვდეს წნეხის ქვეშ.
– ქრისტიან-დემოკრატებმა პარლამენტში შეიტანეს ალტერნატიული კანონპროექტი. თქვენ შეხვდით ამ პროექტის ავტორს ლევან ვეფხვაძეს. თუ ჰკითხეთ მის მიერ მომზადებული კანონპროექტი რა მიზანს ემსახურებოდა?
– დიახ, ჩვენი შეფასებით ეს პროექტი იმაზე უარესიც კი იყო, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო. ლევან ვეფხვაძისთვის არ გვიკითხავს, მაგრამ დეკემბერში პარლამენტის მიერ შეცვლილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონი ბევრისთვის იყო მიუღებელი. ის ოპოზიციური პარტიიდანაა და, შესაბამისად, მისთვისაც მიუღებელი იყო. დაინახა, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც ბევრი აქცენტი გაკეთდა ამ კანონის შეცვლაზე და ქართული საზოგადოების დამოკიდებულებაც ნეგატიურია. ალბათ, ეს იყო მიზეზი, რომ ინიციატივით გამოსულიყვნენ. თუმცა, ალბათ ჯობდა, ჩვენი მოსაზრებებიც მოესმინათ.
კამპანია – ეს შენ გეხება, კანონის კონკრეტულ მუხლებს ეხება, რომელშიც ბევრი პრობლემაა – ის ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას, ზღუდავს საკუთრების უფლებას, გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს ამომრჩეველს და ასე შემდეგ.
ალტერნატიულ წინადადების მომზადების დროს, თითოეულ ჩვენ სიტყვაზე ვიფიქრეთ. გავითვალისწინეთ საერთაშორისო რეკომენდაციები, მათ შორის ევროკავშირის რეკომენდაციები საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციები და ამის შემდეგ დავწერეთ ალტერნატიული წინადადებები, რომელიც შევიტანეთ პარლამენტში.
– რა მოლოდინი გაქვთ – გაიზიარებს თუ არა თქვენს მოთხოვნას ხელისუფლება? და თუ ეს კანონი არ შეიცვლება, მაშინ შემდეგი ნაბიჯები რა იქნება?
– ბევრ რამეს გაიზიარებენ, მე ასე მგონია. ბევრი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს პოლიტიკურ პარტიებთან და მათ ჩათვალეს, რომ შეიძლება საფრთხის წინაშე დადგეს მათი პროექტების განხორციელება. კანონში საუბარია პირდაპირ ან არაპირდაპირ კავშირზე პოლიტიკურ პარტიასთან, პოლიტიკური პარტიის საქმიანობის დაფინანსებასა თუ პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური მიზნის მიღწევისთვის კონკრეტული კონტრიბუციის შეტანაზე. პოლიტიკურ პარტიებთან – როგორც მმართველ გუნდთან, ისე ოპოზიციასთან, ძალიან ბევრი ფონდი თანამშრომლობს და, შესაბამისად, შეიძლება პრობლემები შეექმნათ.
ავიღოთ, მაგალითად, ადენაუერის ან ბიოლის ფონდი – ისინი კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობენ მათი პოლიტიკური პლატფორმის გამო. რა კავშირზე შეიძლება იყოს საუბარი? თუკი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია NDI ყველა პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობს, გერმანული ფონდები კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობენ.
მართალია, უცხოურმა ორგანიზაციებმა მიიღეს მმართველი გუნდის გზავნილი, რომ მათ არავინ შეეხება, მაგრამ კანონში სხვა რამ წერია. კონკრეტული პიროვნების მიცემული გარანტია არაფერს ნიშნავს, გარანტი კანონი უნდა იყოს.
ანუ ძალიან ბევრი კითხვა აქვთ, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს, ისე ფონდებსა და არასამთავრობოებს. ჩვენ გვახსოვს ბოლო განცხადება ამერიკის ელჩის, როდესაც მან თქვა, – ამ კანონში ბევრი კითხვის ნიშანი არსებობსო. მან ამით მიანიშნა, რომ ამ კანონის გარშემო განხილვები უნდა გაგრძელდეს.
აი, ამ ბევრი მიზეზის გათვალისწინებით მგონია, რომ ჩვენს მოსაზრებებს გაიზიარებენ, ჩვენ თითოეული სიტყვისთვის ვიბრძოლებთ. ვფიქრობთ, ის პრობლემები, რაზეც მმართველი გუნდი საუბრობს – პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა შექმნას განუსაზღვრელი ოდენობის არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი მეშვეობით არ უნდა გახარჯოს ფული თავისი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, – ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივით მოგვარებადია: ცხადია, შავი ფული პოლიტიკაში არ უნდა ტრიალებდეს, არასამთავრობო ორგანიზაცია კანონის გვერდის ავლით არ უნდა საქმიანობდეს ერთი კონკრეტული პარტიის საარჩევნო მიზნის მისაღწევად.
მოამზადა ეთერ თურაძემ
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ერთ-ერთი ინიციატორია კამპანიისა – „ეს შენ გეხება”, რის საშუალებითაც არასამთავრობო სექტორი, მედიაორგანიზაციები და მოქალაქეები კანონში „პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” შესულ ცვლილებებს აპროტესტებენ. კანონი უკვე ამოქმედდა და ყველა იმ ადამიანს, რომელიც პოლიტიკურ პარტიას ან მის რომელიმე წევრს დახმარების თხოვნით მიმართავს, ჯარიმა ან სამწლიანი პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ „ბათუმელები” „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს ესაუბრა.– ეკა, არსებული კანონი ამოქმედდა, თუმცა, ჯერჯერობით, არ სჯიან იმ 50 ათას ადამიანს, რომლებიც ცხოვრობენ საჩხერეში და სამედიცინო დაზღვევის ვაუჩერს იღებენ ივანიშვილისგან. რამდენად შესაძლებელია ამ კანონის გავრცელება საჩხერეზე?