დღეს, 15 თებერვალს, საქართველოს საზოგადოებრივმა ასამბლეამ საჯარო განცხადებით მიმართა მედიის კუთხით მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს.
მიმართვის ტექსტში ვკითხულობთ:
„დღეს საქართველოში მედიისა და გამოხატვის თავისუფლება საფრთხეშია. დე ფაქტო ხელისუფლება რეპრესიული კანონების მიღებით მიზანმიმართულად ცდილობს ჩაახშოს დამოუკიდებელი მედია და ქვეყნის ევროპული გეზიდან გადახვევის გამო ქუჩაში მიმდინარე მასობრივი პროტესტი.
საქართველოს საპატიმროში დღეს ორი ჟურნალისტი შიმშილობს. ქართველმა ჟურნალისტმა, ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა და აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარმა რედაქტორმა, აფგან სადიგოვმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას, დაკავებისთანავე მიმართეს. ისინი სისტემის, ერთი საქართველოსა და მეორე – აზერბაიჯანის რეჟიმების ტყვეები არიან. სასამართლო კი პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს დაზარალდნენ სხვადასხვა მედია საშუალებებში მომუშავე ჟურნალისტები და დღემდე არცერთი საქმე არ არის გამოძიებული:
1. დავით ცაგარელი, ჟურნალისტი, “რადიო თავისუფლება”;
2. გურამ როგავა, ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, „ფორმულა“;
3. ალექსანდრე ქეშელაშვილი, ჟურნალისტი, “პუბლიკა“;
4. მარიამ ნიკურაძე, რეპორტიორი და ფოტოჟურნალისტი, OC Media;
5. დავით ბეჟანიშვილი, ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი;
6. მაკა ჩიხლაძე, ჟურნალისტი, “ტვ პირველი”;
7. ნანუკა ქაჯაია, ჟურნალისტი, “ტელეკომპანია პირველი”;
8. გიორგი შეწირული, ოპერატორი, “ტვ პირველი”;
9. ანა მდივანი, ჟურნალისტი, “ტვ პირველი”;
10. გიორგი გოგუა, ფოტოჟურნალისტი, „პროექტ 64-ის“ დამფუძნებელი;
11. გივი ავალიანი, ჟურნალისტი, „ნეტგაზეთი“;
12. ნათია ამირანაშვილი, ჟურნალისტი, „პუბლიკა“;
13. ბესო გაფრინდაშვილი, ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი;
14. მირიან მელაძე, ფოტორეპორტიორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი;
15. მარიამ გაფრინდაშვილი, ჟურნალისტი, “ტვ პირველი”;
16. მინდია გაბაძე, ჟურნალისტი, “პუბლიკა”;
17. დავით ქორიძე, ჟურნალისტი, “რადიო თავისუფლება”;
18. ბასტი მგალობლიშვილი, ჟურნალისტი, „პუბლიკა“;
19. ნინო რამიშვილი, ჟურნალისტი, „სტუდია მონიტორი“;
20. იულია კალაბანო, ფოტორეპორტიორი, JAMnews;
21. გიორგი ბარამიძე, ოპერატორი, “სტუდია მონიტორი”;
22. ნატალი ჩხარტიშვილი, ჟურნალისტი, „ჩაიხანა“;
23. აკა ზარქუა, ჟურნალისტი, „რეალპოლიტიკა”;
24. ანა მსხალაძე, ჟურნალისტი, „პუბლიკა”;
25. გიორგი კვიჟინაძე, ჟურნალისტი, “ფორმულა”;
26. ნუცა ბახუტაშვილი, ჟურნალისტი, “ფორმულა”;
27. გურანდა ბილიხოძე, ჟურნალისტი, POSTV;
28. ბექა ბერაძე, პროდიუსერი, „რადიო თავისუფლება“;
29. გიორგი ჩაგელიშვილი, ჟურნალისტი, „მაუწყებელი“;
30. გიორგი ბასხაჯაური, ჟურნალისტი, “მედია აპრილი”.
თავისუფალი სიტყვისა და ობიექტური ჟურნალისტიკის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების მტკიცებულებაა ის, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამოქმედების შედეგად საქმიანობა უკვე შეწყვიტა სამმა მედიასაშუალებამ:
TV25, borjomi.tv, ონლაინგამოცემა „მრავალკუთხედმა“.
საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემის, „მოამბის“ წამყვანს, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს, დროებით შეუჩერდა საქმიანობა.
ჩვენ, საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის წარმომადგენელთა დარბაზის წევრები, მოგმართავთ მედიის კუთხით მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, გამოხატოთ სოლიდარობა და მკაფიო შეფასება მისცეთ საქართველოში დამოუკიდებელი და ობიექტური მედიის მიმართ დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ კანონდარღვევებსა და მიზანმიმართულ დევნას;
გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ნებისმიერი ლეგიტიმური საშუალება პოლიტიკური პატიმარი ჟურნალისტების გათავისუფლებისა და აქციებზე დაზარალებული ჟურნალისტების საქმეების დაუყოვნებლივი შესწავლისთვის“.
საზოგადოებრივი ასამბლეის საჯარო განცხადება ბათუმში, 11 საათზე, „ბათუმელების“ რედაქციასთან წაიკითხა პროფესორმა ლალი ანთიძემ.
ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვის ჩანაწერი:






