მთავარი,სიახლეები

26 დღეა თემურ ქათამაძე იზოლატორში შიმშილობს

11.02.2025
26 დღეა თემურ ქათამაძე იზოლატორში შიმშილობს

26 დღეა თემურ ქათამაძე [გაფარ ილმაზი], შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში შიმშილობს.

თემურ ქათამაძის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. როგორც საიას ადვოკატი მარიამ გაბროშვილი „ბათუმელებს“ ეუბნება, ბათუმის მედროშეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ინფორმირებულია და შესაძლოს ის დღეს კლინიკაში გადაიყვანონ.

„გუშინ, 10 თებერვალს, სახალხო დამცველს მიაწოდეს ბატონი თემურის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები. მისი [თემურ ქათამაძის] სამედიცინო დოკუმენტების გაცნობის შემდეგ გამოიკვეთა გარკვეული სამედიცინო კვლევების ჩატარების აუცილებლობა.

დღეს დროებითი მოთავსების ცენტრში შეხვდება სახალხო დამცველის წარმომადგენელი ბატონ თემურს და მისი თანხმობის შემთხვევაში, გადაიყვანენ სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი კვლევების ჩატარების მიზნით.

თუ ჩაუტარდება ეს კვლევები მერე უკვე ამ კვლევების შესაბამისად იქნება გადაწყვეტილება მიღებული საჭიროებს თუ არა დამატებით სამედიცინო დახმარებას,“ – გვითხრა მარიამ გაბროშვილმა.

ვრცლად თემურ ქათამაძის შესახებ ნახეთ ეს სტატია:

კაცი საქართველოს დროშით ბათუმის აქციებიდან – „ჩემი წინაპრები მუჰაჯირები იყვნენ ხინოდან“

ბათუმის პროევროპული აქციების მედროშეს საქართველოდან გაძევება ემუქრება.

თემურ ქათამაძე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად ის 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, მეორედ კი – 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლისთანავე.

თემურ ქათამაძე ამბობს, რომ ბათუმში დაკავებისას მასზე ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, 10 პოლიციელთან ერთად იძალადა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: