სიახლეები

გიორგი ტუღუში ბათუმში

30.05.2012 • • 1061
გიორგი ტუღუში ბათუმში

ავტორი: ლელა დუმბაძე

ბათუმში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ბოლო, 2011 წლის ანგარიში  მიმოიხილა. მისი განმარტებით, ბოლო ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო დევნილებისა და ეკომიგრანტების  უფლებების თემას: „არაფერი არ იცვლება ეკომიგრანტებთან დაკავშირებით, დაზარალებულ ოჯახებს აძლევენ გარკვეულ ფინანსურ დახმარებას, მაგრამ ისინი მაინც ტოვებენ იმ ადგილებს სადაც ჩაასახლეს და ბრუნდებიან უკან, რადგან იქ  ცხოვრების არანაირი პირობები არ ხვდებათ“.

ანგარიშში შესულია ფაქტები გამოხატვის თავისუფლების, შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით, ვრცელი გვერდები ეთმობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შექმნილ მძიმე მდგიომარეობას, კერძოდ პატიმართა არადროულ მკურნალობასთან და გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებულ ფაქტებს. სახალხო დამცველის ანგარიშში რამდენიმე ფაქტია შესული, სადაც დასკვნაში წერია რომ ექიმების მიერ დასახელებული პატიმართა გარდაცვალების მიზეზი და ექსპერტიზის მიერ დაწერილი დასკვნები ურთიერთგამომრიცხავია. „არის რამდენიმე ფაქტი, რომელიც იწვევს სერიოზიულ ეჭვს და რის გამოც უნდა დაინტერესდეს გამოძიება“-ამბობს გიორგი ტუღუში.

„ქრისტიან-დემოკრატებმა“ გააკეთეს განცხადება ციხეებში ე. წ. მაყურებლის ინსტიტუტის აღდგენის შესახებ, თუმცა როგორც სახალხო დამცველი ამბობს, მსგავსი ინფორმაცია მისთვის არავის მიუწოდებია: „შეიძლება პირად საუბრებში ვინმემ გითხრას, ან ადვოკატებისგან შეიძლება ამის გაგება, თუმცა ძალიან ხშირად ვრცელდება უამრავი სისულელე“.

წლების წინ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული სიტუაციის მონიტორინგის მიზნით, ფუნქციონირებდა არასამთავრობო და მედიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელსაც აღნიშნული ფუნქცია ბოლო წლებში ხელისუფლების ინიციატივით წაერთვა. გიორგი ტუღუშის აზრით, სახალხო დამცველის არსებობა, როგორც პრევენციული მექანიზმის, არანაირად არ კრძალავს, ან პრობლემას არ უქმნის ქვეყანაში რაიმე ალტერნატიული მონიტორინგის მექანიზმების არსებობას „ჩემი პოზიცია ცალსახაა და მინდა გითხრათ რომ პირიქით, სახალხო დამცველისთვის შეიძლება დამხმარეც იყოს ალტერნატივის არსებობა“.

სახალხო დამცველის თქმით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა მიმართვებმა  სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე. „პრობელამა ძალიან აქტუალურია რეგიონებში. არის უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ადამიანების მხრიდან მომართვები, ამიტომ ჩვენი რეკომენდაცია იყო ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ რომ სოციალური ქულების მინიჭების სისტემა გადახედილიყო. ასევე აჭარის მთავრობას გავუკეთეთ რეკომენდაცია გადახედილიყო გონიოს მიწებთან დაკავშირებული საკითხი“.

შეხვედრაზე კითხვა დაისვა მომხმარებელთა უფლებებისა და  ბუნებრივი მონოპოლიების  და ბანკებიდან აღებული კრედიტების საკითხსაც,  თუმცა როგორც გიორგი ტუღუშმა განმარტა, ეს საკითხები არ შედის სახალხო დამცველის მანდატში.

გადაბეჭდვის წესი