დღეს, მაისის მესამე კვირას, შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე საქართველოშიც აღნიშნეს.
2024 წლის 19 მაისის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 10 608 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 7945 კაცია და 2663 – ქალი. 2263 პაციენტი გარდაიცვალა.
შიდსის ცენტრს ცნობით, წელს საქართველოში გამოვლინდა აივ ინფექციის 217 ახალი შემთხვევა. არვ (ანტირეტროსულ) თერაპიას იტარებს 6000-ზე მეტი პაციენტი, მათ შორის 42 – ბავშვი.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით შემდეგია:
- 32.0 % – ნარკოტიკების ინექციური მოხმარება;
- 52.0 % – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;
- 14.0 % – კაცები რომელთაც სექსი აქვთ კაცთან;
- 1.1 % – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;
- 0.4 % – სისხლის გადასხმის შედეგად;
- 0.5 % – გადაცემის გზა დაუდგენელია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა გეოგრაფიული განაწილების მხრივ –აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, შემდეგ სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში, აფხაზეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, შიდა ქართლში, გურიაში, სამცხე-ჯავახეთში და ა.შ.
„ჩაიტარე აივ ტესტირება, რადგან დროული დიაგნოსტიკა სრულფასოვანი სიცოცხლის საწინდარია! აივ ტესტირება კონფიდენციალური და უფასოა! შიდსის ცხელი ხაზია – 239 80 18“ – მოუწოდებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი საზოგადოებას.
აივ/შიდსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა საქართველოში უფასოა.
_____________
ფოტო: ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის აქცია – თეთრი და წითელი ბუშტების გაშვება შიდსით გარდაცვლილ პაციენტების პატივსაცემად