მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 მაისი

25.05.2023 • 1145
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 25 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 205 260 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +500]
  • ტანკი – 3 795 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 7 432 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 3 359 ერთეული [+20]
  • MLRS – 570 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 327 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 309 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 296 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 907 ერთეული [+36]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 015 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 148 ერთეული [+2]
  • სპეცტექნიკა – 444 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 25 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 429 თვითმფრინავი
  • 235 ვერტმფრენი
  • 4 321 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 424 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 9 298 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 100 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 901 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 10 447 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

პუტინი ფრონტის ხაზის საჯარისო დანაყოფებსაც კი ვერ აკონტროლებს – მამულაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: